Untitled

You might also like

Download as rtf, pdf, or txt
Download as rtf, pdf, or txt
You are on page 1of 2

შსს საჩხერის რაიონული სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის

#036130110000 საქმე, რომელთან დაკავშირებითაც პროკურორს მიაჩნია, რომ


არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ავთანდილს (დაბადებული 1988 წელს
ფაქტობრივად მცხოვრები ჭიათურაში, არ არის ნასამართლევი) შესაძლოა ჩადენილი
ჰქონდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი
ნაწილითა და ამავე კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
დანაშაულები.

2019 წლის 1 მაისს საჩხერის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა


პროკურორმა და ითხოვა ავთანდილის დაკავების შესახებ განჩინების გაცემა.
შუამდგომლობის თანახმად, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ
2019 წლის 11 აპრილს, საჩხერის რაიონის სოფელ ჭიათურიდამ სოფელ ბაკამდე
არსებულ გზის მონაკვეთზე, ავტომანქანაში, ადმინისტრაციულად დაკავებულმა
ავთანდილმა, პოლიციის მუშაკებს - ლევანს და ბაგრატსს სამსახურებრივი
მოვალეობის შესრულებისას გაუწია წინააღმდეგობა, რა დროსაც, მათ საქმიანობის
შეწყვეტის მიზნით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, 2019 წლის 11 აპრილს,
პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, ავთანდილმა განზრახ,
მარცხენა ფეხის დარტყმის გზით დააზიანა პოლიციის განყოფილების მინა და
ფარდა-ჟალუზი, რითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიადგა 263.70
ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

პროკურორი დაკავების შესახებ განჩინების გაცემას ითხოვს იმ მოტივით, რომ


არსებობს მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. კერძოდ,
დანაშაულები, რომლის ჩადენაშიც იმხილება ავთანდილი მიეკუთვნება განზრახ
ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და სასჯელის სახით ითვალისწინებს
თავისუფლების აღკვეთას. ავთანდილის მიერ ჩადენილია ორი განზრახი
დანაშაული, მათ შორის ერთი ძალადობრივი. საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენილია ორი პირის -
პოლიციის მუშაკების მიმართ. ასევე დაზიანებულია პოლიციის განყოფილების მინა.
აღნიშნულით დგინდება, რომ ბრალდებული პატივს არ სცემს სახელმწიფო
ინსტიტუტებს და ამდენად, არსებობს მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის
საფრთხე.

მირიან ბაღათურია
----

აღნიშნული პირის მიმართ, რომელმაც ჩაიდინა სსკ-ით გათვალისწინებული


დანაშაულები აღკვეთი ღონისძიება პატიმრობის გამოყენებისათვის
გათვალისწინებული უნდა იყოს ფაქტობრივი გარემოებები: რა ვითარებაში ჩაიდინა
აღნიშნულ პირმა დანაშაული, რატომ ჩაიდინა დანაშაული, რატომ მოახდინა
პოლიციელთა მიმართ ფიზიკური შეურაწყოფა, რა სუბიექტური ზრახვები
აკავშირებდა დანაშაულის ჩამდენ პირს პოლიციელებთან მიმართებით. ობიექტურად
დანაშაულის დადგენამდე გასარკვევი იქნება არსებობდა თუ არა პოლიციელების
მხრიდან ეთიკურობისა და პროცესუალური ნორმების დარღვევა, რამაც გამოიწვია
შემდგომი დანაშაულების პროვოცირება, რაც ფიზიკურ შეურაწყოფაში გადაიზარდა.
შესაბამისად პატიმრობის გამოყენებამდე სავალდებულოა არსებობდეს პატიმრობის
გამოყენების საფუძველი. რისკები ყოველთვის გაუთვალისწინებელი და
შესაძლებელია არსებობდეს ყველა დანაშაულებრივ ქმედებების დროს, თუმცა მათი
ხელმეორედ გამოვლენის საკითხის გადასაჭრელად არ შეიძლება გამოყენებული
იქნეს ყოველთვის უკიდურესი ზომები, როგორიც არის პატიმრობა მხოლოდ
პროკურორის სუბიექტური საკითხისადმი დამოკიდებულების გამო. პატიმრობის
გამოყენებისას საჭიროა ანალიტიკურად იქნას შეფასებული თითოეული ქმედება,
რამაც განაპირობა დანაშაულის ჩადენა, არსებობს თუ არა დანაშაული და ა.შ, ხოლო
ამის შემდგომ შესაძლებელია შეფასდეს პატიმრობის გამოყენების აუცილებლობის
საკითხი რამდენად რეალური და რელევანტური შესაძლოა იყოს მისი გამოყენების
საკითხი.

You might also like