Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

II

მეტაფორის კოგნიტიური კვლევა

კონცეპტუალური მეტაფორის თეორია არის ყველაზე ცნობილი მიღწევა. მისი


საფუძველი ჩადებულია ბერკლის უნივერსიტეტის (კალიფორნია) ჯორჯ ლაკოფის
და სტენფორდის უნივერსიტეტის - მარკ ჯონსონის ნაშრომში „მეტაფორები,
რომლითაც ჩვენ ვცხოვრობთ“ (1980წ). სიახლე ამ თეორიისა არის მეტაფორის ცნების
გადააზრებაში, რომელიც ჩვეულებრივ განიხილებოდა, როგორც მეტყველების
ფიგურა (რიტორიკაში, ანტიკურობიდან მოყოლებული), როგორც სიტყვის
სემანტიკური განვითარების საშუალება (ისტორიული სემანტიკა), ან გადატანითი
მნიშვნელობის ერთ-ერთი ტიპი. ლაკოფისა და ჯონსონისათვის მეტაფორა არის
მეტაფორული ცნება, ან კონცეპტუალური მეტაფორა. ეს არის არა მხოლოდ და არა
იმდენად ენის მხატვრული საშუალება, რამდენადაც აზროვნებისა და კულტურის
ფენომენი. მეტაფორის, როგორც ენობრივი გამოხატულების არსებობა შესაძლებელია
მხოლოდ იმის გამო, რომ ის ჩადებულია ადამიანის ცნებით სისტემაში. სხვა
სიტყვებით რომ ვთქვათ, მეტაფორულია პირველ რიგში აზროვნება, ხოლო ენობრივი
მეტაფორა არის ამ მოვლენის გარე გამოვლინება. კონცეპტუალური მეტაფორების
ანალიზი ხდება კოგნიტიური ლინგვისტიკის საერთო მეთოდოლოგიური
პრინციპების შესაბამისად, რაც მდგომარეობს შემდეგში: ენობრივი ფაქტებით
გავაკეთოთ დასკვნები ცნობიერების სტრუქტურების შესახებ. მეტაფორული
გამოთქმები ითვლება ძალიან მნიშვნელოვან ინსტრუმენტად ადამიანის ცნებითი
სისტემის შესწავლისას. ლაკოფისა და ჯონსონის აზრით, ამა თუ იმ მოვლენის
აღწერისას, გარკვეული მეტაფორების რეგულარული გამოყენება იძლევა იმის
საშუალებას, რომ გავაკეთოთ შემდეგი დასკვნა: ამ ენის მატარებლებში არსებობს
შესაბამისი კონცეპტუალური მეტაფორა. „რადგანაც ენაში მეტაფორული გამოთქმები
სისტემურ მიმართებაშია მეტაფორულ კონცეპტებთან, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ
მეტაფორული გამოთქმები მეტაფორული კონცეპტების ბუნების შესასწავლად და
ადამიანის საქმიანობის მეტაფორული ბუნების გასაგებად“ [იქვე: 28].
ილუსტრაციისათვის განვიხილოთ ენობრივი გამოთქმები, რომლებიც ეხება კამათს:

1) ის თავს ესხმოდა ჩემი დასკვნების ყოველ სუსტ ადგილს;

2) მისი შენიშვნები პირდაპირ მიზანში ხვდებოდა;

3) მან ვერ დაიცვა თავისი შეხედულებები;

4) ის მთელი ძალით იცავდა თავს, მაგრამ მე გავანადგურე მისი არგუმენტაცია;


5) ის გახდა თავდასხმების მიზანი.

ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მსგავსი შეხედულებები გამოითქვა ამ წიგნის


გამოსვლამდეც. მაგ, რიჩარდსის აზრით: „მეტაფორულია თავად აზროვნება, ის
ვითარდება შედარების გავლით და აქედან იქმნება მეტაფორა ენაში“. [რიჩარდსი
1950/1990: 47]

ჯონსონისა და ლაკოფის დამსახურება ისაა, რომ ეს აზრი ადამიანის


მეტაფორული აზროვნების შესახებ ორიგინალურ თეორიად აქციეს, რომელმაც
ახალი მიმართულება მისცა მეტაფორის კვლევას და დიდი წვლილი შეიტანა
კოგნიტიური ლინგვისტიკის ჩამოყალიბებაში. კამათი არ არის ომი, ის არის
ვერბალური ქმედება და არა საომარი კონფლიქტი, მაგრამ, როგორც ზემოთ
მოყვანილი მაგალითები ადასტურებს, ჩვენ კამათს საომარი ტერმინების
მაგალითებში განვიხილავთ, ეს კი ნიშნავს, ამტკიცებენ ავტორები, რომ სწორედ
ასეთია ჩვენი წარმოდგენა კამათის შესახებ. ამიტომაც კამათის დროს ჩვენ
შესაბამისად ვიქცევით: მოწინააღმდეგედ აღვიქვამთ ოპონენტს, თავს ვესხმით მის
პოზიციებს და ვიცავთ ჩვენს საკუთარს, ვირჩევთ სტრატეგიას, ვირჩევთ თავდასხმის
მიმართულებას, ვიგებთ ან ვმარცხდებით და ა.შ. შესაბამისად, ჩვენს ცნობიერებაში
არსებობს კონცეპტუალური მეტაფორა კამათი - ომია. მატაფორის არსი, ლაკოფისა და
ჯონსონის მიხედვით, არის შემდეგი: ერთი სახეობის არსის გაგება და განცდა ხდება
სხვა სახეობის არსის საშუალებით. შემდგომ პუბლიკაციებში „არსმა“ მიიღო
სახელწოდება: (source domain) წყაროს სფერო/დომენი და მიზნის სფერო/დომენი -
(target domain) (რუსულ თარგმანებში ასევე გვხვდება ტერმინები დონორის ზონა და
რეციპიენტის ზონა). ჩვენ მიერ განხილულ მაგალითში ომი არის წყაროს დომენი
(სფერო) და კამათი - მიზნის დომენი. კონცეპტუალური მეტაფორა გულისხმობს
წყაროს სფეროს ასახვას სფერო მიზანზე. ვარაუდობენ, რომ ამგვარი პროექციის
შედეგად სფერო მიზანში ინახება სფერო წყაროს „კოგნიტიური ტიპოლოგია“,
სხვაგვარად რომ ვთქვათ, სფერო - წყაროდან დაყვება სტრუქტურული კარკასი (აქ
ავტორს მოჰყავს მაგალითი აა. ივინის არგუმენტაციის სახელმძღვანელოდან: „კამათი
არის ორთაბრძოლა და წარმატებული ბრძოლის საერთო მეთოდები შეიძლება
გამოვიყენოთ კამათთან მიმართებაში; ყველანაირ ბრძოლაში ძალიან
მნიშვნელოვანია ინიციატივა, კამათში მნიშვნელოვანია ის, თუ ვინ იწყებს თემის
წარმოდგენას. საჭიროა, ძალიან ჭკვიანურად წარიმართოს პოლემიკა, დაგეგმილი
სცენარის მიხედვით გვირჩევენ თავდასხმას და არა თავდაცვას. თავდაცვაც უკეთესია
თავდასხმის საშუალებით განხორციელდეს, იმის მაგივრად, რომ ვუპასუხოთ
მოწინააღმდეგის შეხედულებას, ის თავად უნდა დავაყენოთ თვდაცვით პოზიციაში.
[ივინი 1997: 317])

განვიხილოთ მეორე კონცეპტუალური მეტაფორა: ცხოვრება არის მოგზაურობა


შდრ. წყაროს დომენი - მოგზაურობა, მოგზაური; მიზნის დომენი - ადამიანი და მისი
ცხოვრება, დანიშნულების ადგილი - ცხოვრების მიზანი, მარშრუტი - მიზნის
მიღწევის საშუალებები, წინააღმდეგობები გზაზე - ცხოვრებისეული
წინააღმდეგობები, გამცილებლები გზაზე - მეგობრები, გზაგასაყარი - არჩევანის
ადგილი, გზაში წაღებული საგზალი - ადამიანის თანდაყოლილი ტალანტი. ლაკოფი
და ჯონსონი კონცეპტუალური მეტაფორის ფუნქციას ხედავენ იმაში, რომ
ადამიანური გამოცდილების რთული და აბსტრაქტული სფეროები გადმოიცეს უფრო
მარტივით და კონკრეტულით. მეტაფორა ეს არის ერთადერთი საშუალება
აბსტრაქტული არსის გაცნობიერების, შესაბამისად, აბსტრაქტული არათავისუფალი
შეთანხმებების ანალიზი საშუალებას იძლევა აღვადგინოთ ის ცოდნა და
წარმოდგენები, რომელიც დაკავშირებულია შესაბამის აბსტრაქტულ რაობასთან
მოცემულ კულტურაში. კონცეპტუალური მეტაფორები ჩვეულებრივ ენის
მატარებლის მიერ არ არის გაცნობიერებული, რადგანაც ეს წარმოდგენები
ჩვეულებრივია მისთვის და ისინი ღრმად არის ადამიანის ცნობიერებაში
ფესვგამდგარი, ამიტომ ენობრივ მასალაში (ანალიზის საწყისი წერტილი) ლაკოფი და
ჯონსონი უპირატესობას ანიჭებენ ე.წ. „წაშლილ, ან მკვდარ მეტაფორას“
„ცოცხალ„ მეტაფორებთან შედარებით, რომელსაც ენის მატარებელი ადვილად
აცნობიერებს. სწორედ უზუალური მეტაფორები ავლენს რეალობის გაცნობიერების
კონვენციალურ (მიღებულ, გავრცელებულ - მ.ჯ.) საშუალებებს, მაშინ, როცა
ოკაზიონალური დამახასიათებელია ინდივიდუალური ცნობიერებისათვის და
არასტანდარტული სიტუაციისათვის. კონცეპტუალური მეტაფორა კულტურულად
არის განპირობებული. ჩვენ შეიძლება ისეთი საზოგადოება წარმოვიდგინოთ, სადაც
კამათი უტოლდება არა საომარ მოქმედებებს, არამედ, მაგალითად, ცეკვას.
[საინტერესო საკითხია სიმბოლისტების პოეზიაში ოკაზიონალური მეტაფორის
კვლევა მ.ჯ.] მეტაფორები, კამათი ომია და ცხოვრება მოგზაურობაა, ავტორების
აზრით მიეკუთვნება ერთ-ერთ ყველაზე რთულ და საინტერესო მეტაფორების
რიცხვს, ე.წ. სტრუქტურულ მეტაფორებს. სტრუქტურული მეტაფორების გარდა
გამოიყოფა საორიენტაციო და ონტოლოგიური მეტაფორები. საორიენტაციო
მეტაფორები ისეთი მეტაფორებია, რომელთა საფუძველში დევს სივრცითი
ოპოზიციები, მაგალითად, „ზევით - ქვევით“, „შიგნით - გარეთ“, „წინა მხარე - უკანა
მხარე“, „ღრმა - არაღრმა“, „ცენტრი - პერიფერია“. ავტორები დეტალურად
განიხილავენ იმ მეტაფორებს, რომელიც შექმნილია ოპოზიციის - „ზევით - ქვევით“ -
საფუძვლზე, აი, ზოგიერთი ასეთი მეტაფორა:

ბედნიერება არის ზევით და სევდა ქვევით, მაგალითდ: სულით დაცემა,


ბედნიერებისაგან ფრენა, ბედნიერების მწვერვალზე ყოფნა, მეცხრე ცაზე ყოფნა.

მეტი მიმართულია ზევით, ნაკლები ქვევით: შემოსავალი გაიზარდა / შემოსავალი


შემცირდა; ეკონომიკური ზრდა / ეკონომიკური დაღმასვლა; დაძაბულობის ზრდა,
საქმიანი აქტიურობის დაცემა.

კარგი მიმართულია ზევით, ცუდი ქვევით: ცაში აყვანა / დამცირება; ამაღლებული


გრძნოები / მიწიერი ; მაღალი მორალური თვისებების მქონე ადამიანი და
ზნედაცემული ადამიანი;

ავტორები ხაზს უსვამენ, რომ მეტაფორული ორიენტაციები არ არის პირობითი,


არამედ განპირობებულია გარე სამყაროსთან ურთიერთქმედების შედეგად
მიღებული ჩვენი ფიზიკური და სოციალური გამოცდილებით, ამიტომ ისინი ყოველ
მეტაფორას უკეთებენ კომენტარს, რომელიც ხსნის, თუ რატომ არის დაკავშირებული
ცნებასთან - ზევით - წარმოდგენა ბედნიერების შესახებ ან ცნებასთნ ძირს (ქვევით) -
წარმოდგენა უბედურებაზე, სევდაზე. თუმცა ავტორების აზრით, ამ ახსნას არ აქვს
პრეტენზია, რომ იყოს აბსოლუტურად ზუსტი, ეს არის უბრალოდ ავტორთა
სინამდვილესთნ მიახლოებული შეხედულება. ადამიანის გარე სამყაროსთნ
ურთიერთქმედების გამოცდილება აძლევს მას ძალიან ბევრ სხვადასხვა საფუძველს
სივრცითი მეტაფორებისთვის, ხოლო რომელ მათგანს ამოირჩევს ენის მატარებელი
და რომელი მათგანი გახდება ბაზისური - ეს განსხვავდება კულტურების მიხედვით.
ჯონსონი და ლაკოფი ამტკიცებენ, რომ ფუნდამეტური ოპოზიციები - ზევით -
ქვევით, ცენტრი - პერიფერია, შიგნით - გარეთ, როგორც ჩანს, საერთოა ყველა
კულტურისათვის. ვარიანტულობა ეხება იმას, თუ რომელ მათგანს მიენიჭოს
პრიორიტეტი. დასავლეთის კულტურაში ძირითადი არის ოპოზიცია ზევით -
ქვევით, მაგრამ სამყაროში არსებობს კულტურები, რომლებიც ანიჭებენ მეტ
მნიშვნელობას ბალანსის და ცენტრთნ სიახლოვის კატეგორიებს.

ონტოლოგიური მეტაფორები

[ონტოლოგია (ბერძ. ontos – ყოფიერებას, ხოლო logos – მოძღვრებას ნიშნავს)


— ფილოსოფიური მოძღვრება ყოფიერების ანუ არსებობის, არსის, სტრუქტურისა და
კანონზომიერების შესახებ.]
სივრცითი ორიენტაციების კატეგორიების გამოყენება ჩვენ ირგვლივ
არსებული სამყაროს გაცნობიერებისათვის იმდენად გავრცელებულია ადამიანის
ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ ის ამას ვერც კი ამჩნევს. ასეთივე ბუნებრივად
მიაჩნია მას მოახდინოს თავისი გამოცდილების ინტერპრეტაცია ფიზიკური
საგნებისა და ნივთიერებების ტერმინებში - გამოყოს მისი ნაწილები (როგორც რაღაც
დისკრეტული ობიექტების), დააჯგუფოს ისინი, რაოდენობრივად შეაფასოს და ა.შ.
ლაკოფის და ჯონსონის თეორიაში ეს ოპერაციები აღიწერება ე.წ. ონტოლოგიური
მეტაფორების საშუალებებით. ონტოლოგიური მეტაფორები ძალიან
მრავალფეროვანია, გავრცელებულია არსის მეტაფორა (entity) რომელიც საშუალებას
იძლევა გავაცნობიეროთ აბსტრაქტული კონკრეტულის გზით, საშუალებით.
მაგალითად, მეტაფორა, ინფლაცია: ის იწვევს ჩვენი ცხოვრების დონის დაცემას, ჩვენ
მივაღწიეთ ინფლაციის რეკორდულ მონაცემს, ინფლაციას უნდა ვებრძოლოთ,
ინფლაციას მოაქვს სერიოზული ზიანი ეკონომიკისათვის. როგორც ვხედავთ,
მაგალითებში ხდება ინფლაციის ავტონომიურ, ფიზიკურ მონაცემად
ინტერპრეტაცია. ეს საშუალებას იძლევა მოვახდინოთ რეფერენცია მასთან
მიმართებაში, რაოდენობრივად გავზარდოთ, მასში დავინახოთ რაღაცის მიზეზი.
მივიღოთ გადაწყვეტილება შემდგომი მოქმედებისათვის და ა.შ. მთლიანობაში ეს
ინფლაციას უფრო ხელშესახებად აქცევს, შედეგად კი იქმნება შთბეჭდილება, რომ
ადამიანს შეუძლია გაერკვეს ამ მოვლენაში და გააკონტროლოს ის. ავტორების
აზრით, გარე სამყაროს აღქმა ადამიანის მიერ განპირობებულია მისი
გამოცდილებით, რომელიც შეიძინა მატერიალურ ობიექტებთან ურთიერთობაში,
კონკრეტულად, საკუთარი თავის, საკუთრი სხეულის აღქმის დროს. ადამიანი არის
არსება, რომელიც გამოეყოფა გარე სამყაროს თავისი კანით, ის არის კონტეინერი
(container), ამიტომაც მისთვის დამახასიათებელია აღიქვას სხვა მოცემულობა,
როგორც კონტეინერი, რომელსაც გააჩნია შინაგანი და გარეგანი მხარეები.
მხედველობის ველიც, მაგალითად, აღიქმება როგორც კონტეინერი: მხედველობის
ველში არაფერია. ეს მეტაფორა ფართოდ გამოიყენება ადამიანის მიერ მოვლენების,
მოქმედებების, მდგომარეობების გასაგებად. მაგ., შეჯიბრში მონაწილეობა, ფიქრებში
წასვლა, დეპრესიაში ჩავარდნა, გაკვირვებიდან გამოსვლა, გონზე მოსვლა,
საფრთხეში ყოფნა. ონტოლოგიურ მეტაფორებს განეკუთვნება მაგალითდ,
პერსონიფიკაციის ცნობილი მეტაფორა, როდესაც უსულო და აბსტრაქტულ ცნებებს
გავიაზრებთ ადამიანური ქცევის, მიზნებისა და თვისებების ტერმინებში. შდრ.
პასუხისმგებლობის გრძნობამ არ მისცა საშუალება, რომ წასულიყო. მისი რელიგია
უკრძალავს ღვინის სმას, ცხოვრებამ მომატყუა, ინფლაცია ჭამს ჩვენს შემოსავალს.
სინამდვილეში პერსონიფიკაცია წარმოადგენს საერთო კატეგორიას, რომელიც
მოიცავს სპეციალური მეტაფორების ფართო წრეს, რომელთა თითოეული მათგანი
„ავლენს“ ადამიანის რომელიმე ცალკეულ თვისებას, ასე, მაგალითად, გამოთქმაში:
ინფლაცია ჭამს ჩვენს შემოსავალს გამოხატულია არა საერთო იდეა, ინფლაცია - არის
ადამიანი, არამედ კონკრეტული მეტაფორა ინფლაცია - არის მოწინააღმდეგე. (გვ.5)
ეს უკანასკნელი არა მხოლოდ განსაზღვრავს ამ მოვლენის სპეციფიკურ გააზრებას
(ინფლაციამ შეიძლება შემოგვიტიოს, მოგვაყენოს ზიანი და გაგვანადგუროს კიდეც),
არამედ გვკარნახობს შესაბამის ურთიერთობებსაც, მაგალითად, ამ მეტაფორის
გავლენით მთავრობამ შეიძლება მიმართოს ინფლაციასთან ბრძოლის შესაბამის
ზომებს. ინფლაციის „გაადამიანურება“ ხდის მას უფრო გასაგებს ადამიანებისათვის...

You might also like