Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

სიყვარული

გამარჯობა! მე სიყვარული ვარ.


გსმენიათ რაიმე ჩემზე? გრძნობაზე, რომელიც ყველა დანარჩენ
გრძნობას გამოჩენისთანავე აქრობს? ნაკუწებად აქცევს და შენში
მარტოდ დარჩენილი მთლიანად გიპყრობს?
დიახ, მე სიყვარული ვარ.
არ მკითხო რა მომაქვს ადამიანებისთვის, რადგან პასუხი
თავადაც არ მაქვს.
ადამიანები ყოველთვის მაბნევენ: მინახავს ჩემით შეპყრობილი
ორი ადამიანი და ბედნიერების უშრეტი ზღვა მათ შორის.
თუმცა მინახავს ცრემლი და მოთქმა, სინანული და უკანდახევა,
ათასობით უძილო ღამე და უბედურება.. ამიტომაცაა, რომ ხანაც
მხოლოდ უბედურობასთან ვასოცირდები, ხანაც ციდან
ჩამოვარდნილი ვარსკვლავის დროს ჩაფიქრებულ სურვილს
ვახლავარ.
სწორედ ამაშია ჩემი გაურკვევლობაც.
მე სიყვარული ვარ. გრძნობა, რომელსაც ემორჩილება სხვა
დანარჩენი. ზოგი ამბობს, რომ სხვადასხვა შეგრძნების ნაზავი
ვარ, ზოგი ფიქრობს რომ ილუზია ვარ, მათივე გონებაში
შექმნილი, ზოგს კი უბრალოდ ჩემი სჯერა და ელოდება როდის
მივუკაკუნებ კარზე და დავიწყებ სუნთქვას მისი ფილტვებით.
მე სიყვარული ვარ. ვარ ყველგან და ვჩნდები მაშინ, როცა არც კი
მომელი. გამოვჩნდები რომელიმე ბნელი კუთხიდან და მთელ
შენს სივრცეს ნათელი ფერებით გავაფერადებ. შეგვცლი,
უკეთესს გაგხდი, ჩემს გამო ბევრის დათმობა მოგიწევს, მაგრამ
საბოლოოდ ამას არ ინანებ.
გგონიათ მე მხოლოდ ორ ადამიანში ვჩნდები? მე ყოველთვის
შენში ვარ, ჩემით ცოცხლობ და დილით იღვიძებ. შეჰყურებ მზეს
და უსმენ ბუნებას. ეს ყველაფერი შენ გიყვარდება. მე შენში
ვცხოვრობ, მთავარია გამომაღვიძო, დამინახო და მიგრძნო.
დიახ, მე სიყვარული ვარ. 9 წარმოთქმული ბგერისაგან
შემდგარი უსასრულობა.

ცდები, თუ ფიქრობ, რომ უმიზეზოდ მოვდივარ ანდაც


უკვალოდ ვქრები.
მე შენში ვტოვებ უზარმაზარ კვალს და შენ აგრძელებ ცხოვრებას
ამით.

ერთ დღეს მე მოვალ შენთან, როგორც სტუმარი, როგორც უცხო


და თანაც ნაცნობი. მე არ მჩვევია ნებართვის თხოვნა და არც
დრო ვიცი, არც ადგილი. მე რომ შემოვალ, შენ იგრძნობ როგორ
გაგიხშირდება სუნთქვა და იწყებს ფერადი პეპლების რიგი
მთელ შენს სხეულში გაუჩერებელ ფრენას. იგრძნობ როგორ
აგირევ და გამოვიყვან მწყობრიდან ნოტებს, როგორ ავბურდავ
შენი ფიქრების ძაფებს.. თუმცა ეს ხომ მე ვარ. ეს მე მჩვევია და
ვიმედოვნებ, არ გაგიჭირდება მომიძებნო სახელი და გამიხსენო,
როგორც ნაცნობი.

...და სწორედ ამ დღეს, როცა გეწვევი, მე ისევ გეტყვი და


გაგიღიმებ:
'გამარჯობა! მე სიყვარული ვარ. 9 ბგერისაგან შემდგარი
უსასრულობა":)

You might also like