შთა შუალედური 2

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

1.

კანტის თანახმად უმწიფრობაში დარჩენის მიზეზი დაკავშირებულია თუ არა


გონებრივი შესაძლებლობების ნაკლოვანებებთან? განმარტეთ გონების კერძო
გამოყენება და მოიყვანეთ მაგალითები (აუცილებელია არგუმენტირებული
მსჯელობა );

ადამიანის უმწიფრობაში დარჩენა თავისთავად შეგვიძლია დავუკავშიროთ მისი


გონებრივი შესაძლებლობების ნაკლოვანებას. „განმანათლებლობა - ესაა
ადამიანის გამოსვლა უმწიფრობიდან, რომელიც მისივე ბრალია“ (კანტი,2019,322).
თუ უმწიფრობიდან გამოსვლა ნიშნავს ადამიანის კომფორტის ზონიდან
გამოსვლას და მისი უნარების და გონების მეტად გამოყენებას, ხოლო ის ამას
უარყოფს (ნებით თუ უნებლიედ) მაშინ ეს ზემოთ აღნიშნულ აზრს ამყარებს.

კანტი გვიხსნის გონების გამოყენების ორ გზას - საჯარო და კერძო. მარტივად,


გონების კერძო გამოყენება ნიშნავს როდესაც ადამიანი გონებას მისი
თანამდებობის შესაბამისად იყენებს. კანტს ამასთან დაკავშირებით მოჰყავს
ოფიცერის მაგალითი. ოფიცერს, იმისდა მიუხედავად, რომ შეიძლება მართალი
იყოს, არ შეუძლია მის უფროსს ბრძანება მისცეს, არამედ უნდა დაემორჩილოს მას.
ასეთივეა სასულიერო პირის მაგალითც - მას მხოლოდ იმის ქადაგება შეუძლია,
რაც უკვე დაწერილია. ორივე შემთხვევაში, არც ოფიცერს და არც მოძღვარს არ
აქვთ თავისი აზრის თავისუფლად გამოთქმის უფლება, ისინი სხვების
დაქვემდებარებაში არიან.

2. ვის მიმართავს კარლ მარქსი მანიფესტის მეშვეობით და რას ისახავს მიზნად ეს


მიმართვა? მარქსის თანახმად, რა პროცესში ვლინდება კლასობრივი
ანტაგონიზმი და რატომ ემხრობა იგი სისტემის რეოვოლუციური გზით
შეცვლის იდეას? (აუცილებელია არგუმენტირებული მსჯელობა )

მარქსი მის ნაშრომ „კომუნისტური პარტიის მანიფერსტში“ განიხილავს


უთანასწორობას რომელიც საზოგადოების კლასებს შორის არსებობს.

ყველა პერიოდში არსებობდა ორი კლასი : ერთი, რომელიც იყო მჩაგვრელი და


მეორე, რომელიც ამ ჩაგვრისგან თავის დაღწევას ცდილობდა და ისინი
ერთმანეთთან მუდმივ კონფლიკტში იყვნენ.

ამ შემთხვევაში ბურჟუაზია წარმიდგენილია კაპიტალისტების კლასად,


რომლებიც მჩაგვრელები არიან და პროლეტარების ხარჯზე უნდათ ცხოვრბება. ამ
კლასის ძალაუფლებას წარმოადგენს მათ მიერ დაქირავებული შრომის გამოყენება
და დაბალი კლასის ექსლპუატაცია, როდესაც მთელი სამრეწველო იარაღები მათ
კუთვნილებაშია. ეს დაბალი კლასი, ამ შემთხვევაში პროლეტარების კლასი
აწარმოებს ყველანაირ საქონელს, თმცა მათ მხოლოდ მინიმალური ანაზღაურება
რჩებათ და ეს ანაზღაურება ისეთი მწირია, რომ საარსებო მინიმუმისთვისაც კი არ
კმარა. მათ არ გააჩნიათ არანაირი პერსპექტივა, სამშობლო, უფლებები... ისინი
არსებობენ იმდენად, რამდენადაც მათ საშალებას კაპიტალისტები მისცემენ.

მარქსი თვლის რომ უნდა გაუქმდეს კაპიტალი, ეს გაუქმება ავტომატურად


შეასუსტებს ბურჟუაზიის კლასს. ამ პროცესს მოჰყვება პროლეტარების ჩაგვრის
დასრულება და მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება მიიღოს მისი გაწეული შრომის
შესაბამისი ანაზღაურება. ეს და სხვა მრავალი რეფორმები საბოლოოდ
კლასობრივი დაყოფის მოშლას გამოიწვევს.

სალომე ონიაშვილი.

You might also like