რუსეთის კავკასიური პოლიტიკა

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

სახელი, გვარი: აჩიკო რევაზიშვილი

კლასი: 9გ

შემაჯამებელი დავალება N1(3)

რუსეთის კავკასიური პოლიტიკა


რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის ოციანი წლებიდან იწყება .
ამ პერიოდისთვის რუსეთის მმართველი პეტრე I დასავლეთ კასპიისპირეთით
დაინტერესდა და მისი შეერთება განიზრახა, რადგან ეს მის ქვეყანას ეკონომიკურად
გააძლიერებდა. ირანის შესასწავლად გაგზავნილმა დესპანტმა ალექსანდრ ვოლინსკიმ
ამ მისიის შესრულების დროს მან ვახტანგ VI-თანაც დაიწყო მოლაპარაკება , რადგან
აინტერესებდა რუსეთის მიერ სამხედრო კამპანიის წამოწყების შემთხვევაში
ეყოლებოდათ თუ არა მოკავშირეები. ბოლოს გადწყდა, რომ ქართლის სამეფო პეტრე I-ს
ფარულად დაეხმარებოდა.

ამის შემდეგ 1722 წ. პეტრე I-მა ვახტანგ VI-ს აუწყა, რომ მისმა ჯარმა კასპიის ნაპირებზე
მოქმედება უკვე დაიწყო. ვახტანგი ადგა და თავისი მრავალრიცხოვანი ლაშქრით ქალაქ
განჯაში დადგა, მაგრამ ამაოდ. პეტრე I დარუბანდს მიადგა , ამის შემდეგ კი ზოგთა თქმით
ცხენების დაღუპვის გამო, ანდა გემების ჩაძირვის გამო რუსთა ხელმწიფო იქიდან უკან
დაბრუნდა და თავისი ქვეყნისკენ გაემართა. ვახტანგ VI იძულებული გახდა თბილისში
დაბრუნებულიყო.

ამის შემდეგ, 1723 წელს ქართლის სამეფოს ძალზედ გაუჭირდა, მის წინააღმდეგ ირანი და
ოსმალეთი ამხედრდნენ. არზრუმის ფაშამ მოსთხოვა ვახტანგს, რომ სულთნის
ძალაუცლება ეცნო, სანაცვლოდ კი ქართლის ტახტი შეენარუჩუნებინა. მაგრამ ვახტანგ VI
იმ იმედით, რომ რუსეთის ჯარები მას დაეხმარებოდნენ, თურქებთან მოლაპარაკება
გააჭიანურა, მაგრამ ტყუილად, თურქები მიუხვდენ ჩანაფიქრს და ქალაქში შეიჭრნენ . ამ
ყველაფრის გამო ვახტანგი და მისი შვილი მთებში გაიხიზნენ..

1724 წელს რუსეთსა და ოსმალეთს შორის კონფლიქტი დიპლომატიური გზებით


მოგვარდა. ოსმალეთი ცნობდა კასპიისპირეთის შეერთებას რუსეთთან, რუსეთი უარს
ამბობდა ირანის სრულად დაპყრობის სურვილზე, ასევე რუსეთი აღიარებდა ოსმალეთის
მიერ აღმოსავლეთ საქართველოს, აღმოსავლეთ სომხეთისა და ირანის ჩრდილო-
დასავლეთ ნაწილის დაპყრობას.

ამავე წელს ვახტანგ VI 1200 კაცით რუსეთში გადასახლდა. ვახტანგს იმედი ჰქონდა რომ
პეტერბურგში ჩავიდოდა და პეტრე I-ს მოინახულებდა, მისი მეშვეობით კი მალევე
საქართველოში დაბრუნდებოდა, მაგრამ 1725 წელს პეტრე I გარდაიცვალა. ქართველ
ემიგრანტებს რუსეთის მთავრობამ გარკვეული სახის „კომპენსაციები“ დაუნიშნა .

ახლა უკვე 1768 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომი დაიწყო, რუსეთს სურდა რომ სამხრეთის
მიმართულებით გაფართოვებულიყო და შავ ზღვაზე გასასვლელი მოეპოვებინა . რუსეთის
იმპერატორმა ეკატერინე II-მ ქართველ მეფეებს დახმარება სთხოვა , ისინიც პირადი
მიზნების გამო დათანხმდნენ.
1769 წელს საქართველოში გენერალ ტოტლებენის მეთაურობით რუსეთის
მცირერიცხოვანი რაზმი შემოვიდა. 1770 წელს ერეკლე II ტოტლებენთან ერთად
ახალციხისკენ გაემართა, თუმცა ტოტლებენდმა ერეკლეს უღალატა, უკან გაბრუნდა და მის
წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო. მაგრამ ერეკლე II-მ ასპინძის ბრძოლაში მაინც გაიმარჯვა ,
და თბილისისკენ გაემართა. ერეკლეს დაბრუნების შემდეგ ტოტლებენდი დასავლეთ
საქართველოში გადავიდა და ახლა აქ დაიწყო მეფის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა ,
მაგრამ მალევე იგი უკან გაიწვიეს.

ბოლოს რუსეთ-ოსმალეთის ომი დასრულდა რუსეთის გამარჯვებით და დაიდო ზავი.

1782 წელს ერეკლე II-მ ოფიციალურად მიმართა ეკატერინე II-ს რუსეთის მფარველობაში
მიღების თაობაზე. აქედან გამომდინარე 1783 წლის 24 ივლისს ციხესიმაგრე გეორგიევსკში
რუსეთის იმპერიასა და ქართლ-კახეთს შორის დაიდო ხელშეკრულება , რომელიც
„გეორგიევსკის ტრაქტატის“ სახელითაა ცნობილი, რომლის თანახმადაც საქართველო
რუსეთის მფარველობის ქვეშ შედიოდა და მასთან თანამშრომლობდა.

რათქმაუნდა ეს ყოველივე არ გამორჩენია ირანის მმართველ აღა-მაჰმად ხანს და


ერეკლეს საპასუხო წერილიც მისწერა და უთხრა, რომ თუკი რუსეთთან კავშირს
სასწრაფოდ არ შეწყვეტდა, მოვიდოდა და მის ქვეყანას ააოხრებდა . ქართლ -კახეთის
სამეფო კარიდან მალემსრბოლი გაგზავნეს რათა რუსეთისთვის სიტუაცია აეხსნათ და
დახმარება ეთხოვათ თუმცა ამოდ, ირანის რაზმი უკვე თბილისისკენ მოიწევდა . 11
სექტემბერს ღამით თბილისი დაეცა. 1795 წლსი 4 ოქტომბერს კი გეორგიევსკის ტრაქტატის
საფუძველზე რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქართლ-კახეთში დამხმარე რაზმი
გაეგზავნათ, მაგრამ ამაზე განკარგულება მხოლოდ და მხოლოდ 1 ოქტომბერს გამოიცა,
როდესაც თბილისი უკვე აოხრებული იყო.

ერეკლე მეფის გარდაცვალების (1798) შემდეგ, ტახტზე მისი ძე, გიორგი XII ავიდა, მაგრამ
იგი თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდა და მოკავშირეებს ეძებდა, ამიტომაც მან რუსეთის
იმპერატორ პავლე I-ს ახალი ხელშეკრულება გაუგზავნა, რომლის თანახმადაც ქართლ-
კახეთის სამეფო ფაქტიურად მთლიანად რუსეთის გავლენის და კონტროლის ქვეშ
ექცეოდა. აქედან გამომდინარე, რუსეთმა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა , დათანხმდა
სათხოვარი პუნქტის ყველა პირობას და ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმრბა განიზრახა ,
რომელიც პავლე I-მა ვერა ნარა მისმა ვაჟმა ალექსანდრე I-მა ეს 1801 წლის 12 სექტემბერს
მოახერხა.

ამ ყოველივეს შემდეგ, 1804 წელს რუსეთმა იმერეთის სამეფოს მეფესთან, სოლომონ II-
სთან დადო „ელაზნაურის ტრაქტატი“ რომელის თანახმადაც იმერეთის სამეფო რუსეთის
მფარველობის ქვეშ შედიოდა. 1804 წელს რუსეთმა ქუთაისში ჯარი ჩააყენა, ხოლო 1810
წელს იმერეთის სამეფო გააუქმა. რათქმა უნდა სოლომონ II რუსეთს შეეწინააღმდეგა ,
მაგრამ იგი რუსეთთან შედარებით ძალიან სუსტი იყო, რის გამოც აჯანყება დამარცხდა .
სოლომონი და მისი მომხრეები კი იმერეთს გაეცალნენ.

ამის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე თავისი მმართველობა დაამყარა.


აქედან ერთ-ერთი უდიდესი ცვლილება ქართულმა ეკლესიამ განიცადა. 1811 წელს
რუსეთმა გააუქმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია და დაარსა საქართველოს
საეგზარქოსო, რომლის მმართველადაც დაინიშნა ეგზარქოსი. ეკლესიის ქონება გადაეცა
ხაზინას და აიკრძალა ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა. ასევე აღსანიშნავია ისიც , რომ რუსი
მოხელეები საშინლად ექცეოდნენ ქართველ მოსახლეობას.

1828 წლის აპრილში რუსეთმა ოსმალეთს ომი გამოუცხადა. რუსეთი ბალკანეთში


ოსმალეთის შევიწროებას ცდილობდა. 1828 წლის ზაფხულში რუსეთის ჯარებმა
ქართველების მონაწილეობით აიღეს ყარსი, ახალქალაქი, ახალციხე, აწყური და არტაანი .
1829 წლის 28 აგვისტოს რუსეთის ჯარებმა ალექსანდრე ჭავჭავაძის სარდლობით
ბაიაზეთის საფაშო დაიკავეს. ამის შემდეგ მათ გადამწყვეტი შეტევა დაიწყეს , დაიკავეს
არზრუმი და სამხრეთიდან ტრაპიზონის ბლოკირება მოახდინეს. სექტემბერში
ანდრიანოპოლში დაიდო ხელშეკრულება რუსეთსა და ოსმალეთს შორის რომლის
თანახმადაც რუსეთს გადაეცა დუნაის დელტა თავისი კუნძულებით, ახალციხის საფაშოს
ნაწილი ასევე შავი ზღვის სანაპირო ზოლი მდინარე ყუბანის შესართავთან ქ. ფოთის
ჩათვლით.

ამჯერად რუსეთს ბალკანეთში განმტკიცება და ბოსფორისა და დარდანელის სრუტის


ხელში ჩაგდება უნდოდა, ამიტომაც მან 1853 წელს ოსმალეთთან ომი წამოიწყო, რომელიც
ყირიმის ომის სახელითაა ცნობილი. ოსმალეთს მხარი დიდმა ბრიტანეთმა და
საფრანგეთმა დაუჭირეს, რადგან მათ ეშინოდათ რუსეთის გაძლიერების . ასე , რომ
ყირიმსა და ბალკანეთში ომი ოსმალეთისა და ინგლის-საფრანგეთის სასარგებლოდ
წარიმართა, კავკასიის ფრონტზე კი წარმატებას რუსეთმა მიაღწია და მნიშვნელოვან
ციხესიმაგრე ყარსს ალყა შემოარტყა. გადამწყვეტი ბრძოლები ყირიმის ნახევარკუნძულზე
გაიმართა, სადაც რუსეთის ერთ-ერთ მთავარ ქალაქს სევასტოპოლს ალყა შემოარტყეს.
ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ კი ეს ქალაქი დაეცა, ამან ომის ბედი გადაწყვიტა . 1856
წლის მარტში კი დაპირისპირებულმა მხარეებმა ზავი დადეს, რომლის თანახმადაც შავი
ზღვა ნეიტრალურ ზონად ცხადდებოდა.

რუსეთი ასევე აწარმოებდა ომს, რომელიც ისტორიაში კავკასიის ომის სახელითაა


შესული. ომი 1817-1864 წლებში მიმდინარეობდა. რუსეთი ამა თუ იმ დასახლებებს
ჩრდილოეთ კავკასიაში ალყაში აქცევდა და აღების შემდეგ მიწასთან ასწორებდა
მოსახლეობას კი კუთხიდან აყრას აიძულებდა. რუსეთის ამ სასტიკმა პოლიტიკამ
ჩეჩნეთისა და დაღესტანში მცხოვრები ხალხის გაერთიანება გამოიწვია , მათ ერთიანად
დაიწყეს ბრძოლა, როდესაც მათ სათავეში შამილი ჩაუდგა. კავკასიის ომი რუსეთის
გამარჯვებით დასრულდა მას შემდეგ, რაც რუსებმა შამილი ტყვედ აიყვანეს . რუსეთმა
დაპყრობილ ადგილებში რუსული მმართველობა დაამყარა და ხალხის ასიმილაციას
ცდილობდა, რის გამოც ხალხი იძულებული იყო საცხოვრებელი ადგილიდან ოსმალეთში
გადასახლებულიყვნენ.

თვითონ რუსეთის პოლიტიკამ საქართველოსადმი და რუსეთ-ოსმალეთის ომებმა


საქართველო ძალიან დააზარალეს. ქართველი ერი ამდენი ომიანობისაგან მოექცა
დიდ წნეხში, ქვეყანაში ამდენი ბრძოლებისაგან დაეცემოდა მოსახლეობის
პოპულაცია, ომს შესაბამისად სახსრებიც სჭირდება, ამდენი ომებისაგან
საქართველო გაღატაკდებოდა და მისი განვითარების დონე მკვეთრად
დაეცემოდა.

You might also like