Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

შოთა რუსთავლის ფრესკული პორტრეტი

ჯვრის მონასტერი ქართველებისთვის ერთ-ერთი უდიდესი და უძვირფასესი


საგანმანათლებო კერაა წმინდა მიწაზე.მონასტერი მდებარეობს იერუსალიმის რაიონში
მალხაში.ქართული ისტორიოგრაფიის მიხედვით ქართლის გაქრისტიანების შემდეგ მეფე
მირიანი წმინდა ნინოს რჩევით,ცავიდა ბიზანტიაში მოინახულა კონსტანტინე დიდი.შემდეგ
შეისყიდა ტერიოტრია და იქ სამლოცველო ააშენა.ახ.წ V საუკუნეში იერუსალიმში ჯარით
შევიდა ვახტანგ გორგასალი რომელსაც თან ახლდნენ დედა და და,სწორედ მის მიერ ხდება
ჯვრის მონასტრის ადგილას არსებული სამლოცველოს გადიდება და დამშვენება.

საუკუნეების განმავლობაში იქ იყო ქართველთა სამლოცველო.ჯვრის მონასტრის


აღმშენებლობას იწყებს უდიდესი მოღვაწე გიორგი პროხორე.გიორგი პროხორე იყო ბერ
მონაზონი ტაო-კლარჯეთიდან,შავშეთიდან.ღვთის განგებით,მას ერგო ჯვრის მონასტრის
განახლება და გამშვენება.არსებობს ვერსია,რომ თამარ მეფის გასაიდუმლოებული
საფლავი,ჯვრის მონასტერში მდებარეობს.ტაძარში გამოხატულია იოანე დამასკელისა და
მაქსიმე აღმსარებლის ფონზე შოთა რუსთავლის სახე წარწერით:“უფალო შეიწყალე“.

შოთა რუსთავლის დაბადების თარიღად მიიჩნევენ 1160-1165 წლებს.ის ცხოვრობდა


საქართველოს მეფის თამარისა და მისი მეუღლის დავით სოსლანის ზეობის
პერიოდში.სავარაუდოა,რომ პოეტი ყოფილა სამეფო კარის დიდი მოხელე,ვაზირი,თამარ
მეფესთან დაახლოებული პირი,როგორც მეჭურჭლეთუხუცესს,მას ევალებოდა ქართულ
საკულტო ძეგლებზე და მათ შორის ჯვრის მონასტერზე ზრუნვა.გამოთქმულია
მოსაზრება,რომ პოეტი სიცოცხლის მიწურულს გაემგზავრა იერუსალიმში,ბერად
აღიკვეცა,იქვე აღესრულა და იქვეა დასაფლავებული.თუმცა,პოეტის ბერად აღკვეცის შესახებ
მოსაზრება არ მართლდება.ამას ადასტურებს რუსთავლის ფრესკული
პორტრეტი,სავარაუდოდ XIII საუკუნის I ნახევრისწარწერით,რომელიც რესტავრირებული
სახითაა შემონახული იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვეტზე.

ფრესკა აღმოაჩინა 1757-58 წლებში ტიმოთე გაბაშვილმა,ხოლო შემდეგ კი ზეთის


საღებავების სქელი ფენით დაფარული ფრესკა გამოავლინა იერუსალიმის
ექსპედიციამ.ფრესკაზე გამოხატული ქართველი დიდებულიერისკაცის სამოსელშია
გამოწყობილი.თანაც რუსთაველს ,როგორც ვაზირს შეეძლო საქართველოდანვე წარემართა
მონასტრის განახლებისთვის საჭირო საქმიანობა,ანიტომ მოსაზრება რუსთავლის ბერად
აღკვეცის შესახებ ჭეშმარიტებას მოკლებულია

თამამად შიძლება ითქვას,რომ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვეტზე გამოსახული


შოთა რუსთავლის ფრესკული პორტრეტი,სავარაუდოდ მე-13 საუკუნის 1-ლი ნახევრით
თარიღდება,ეს ქართული და მსოფლიო კულტურისთვის,მნიშვნელოვანი ისტორიული
ძეგლი ლევან II დადიანის ბრძანებით ხელმეორედ აღუდგენიათ

You might also like