ღია კითხვები ფინარურისთვის

You might also like

Download as odt, pdf, or txt
Download as odt, pdf, or txt
You are on page 1of 2

ვარიანტი 1

კანონში მოცემული შემადგენლობის მიხედვით რა სამ აუცილებელ კრიტერიუმს უნდა


აკმაყოფილებდეს მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით (სსკ-110 მუხლი)

1) მკვლელობა მსხვერპლის დაჟინებული თხოვნით და მისი ნამდვილი ნების


შესაბამისად, ჩადენილი მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილებისაგან
გათავისუფლების მიზნით.

რას გულისხმობს ძალადობა სსკ-126 მუხლის შემადგენლობის მიხედვით?

2) ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია

რას გულისხმობს გაუპატიურების (სსკ-137 მუხლი) შემადგენლობა?

3) პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის


ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით,
ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.

მუხლი 1431 ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) – ის შენიშვნის მიხედვით რას გულისხმობს


ადამიანის ექსპლუატაცია

4) ექსპლუატაციად მიიჩნევა დამნაშავის მიერ მატერიალური ან სხვაგვარი სარგებლის


მიღების მიზნით: შრომის ან მომსახურების გაწევის იძულება; სექსუალური მომსახურების
გაწევის იძულება; პირის დანაშაულებრივ საქმიანობაში ან ანტისაზოგადოებრივ
ქმედებაში ჩაბმა; ადამიანის სხეულის ორგანოს ნაწილის, იძულებით ან მოტყუებით
ამოღება, გადანერგვა ან სხვაგვარად გამოყენება; ადამიანის მონობის მსგავს
მდგომარეობაში ან მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება.

როგორი სახის მუქარა არის სსკ-151 მუხლის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტი

5) დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება,


არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების
საფუძვლიანი შიში
ვარიანტი 2
შემადგენლობის რა ნიშნებს შეიცავს სსკ-111 მუხლი განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი
სულიერი აღელვების მდგომარეობაში

1) იგი, რაც გამოიწვია დამნაშავის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ მსხვერპლის


მართლსაწინააღმდეგო ძალადობამ, მძიმე შეურაცხყოფამ ან სხვა მძიმე ამორალურმა
ქმედებამ, აგრეთვე მსხვერპლის არაერთგზისი მართლსაწინააღმდეგო ან
ამორალური ქცევით განპირობებულმა ფსიქიკურმა ტრავმამ

რას გულისხმობს ოჯახში ძალადობა სსკ-1261 მუხლი?

2) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა,


სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია
ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა

რას გულისხმობს გარყვნილი ქმედება (სსკ-141-ე მუხლი)?

3) ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი


შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ

რას გულისხმობს წამების (სსკ-1441 მუხლი) ძირითადი შემადგენლობა?

4) პირისათვის ან მესამე პირისათვის ისეთი პირობების შექმნა ან ისეთი მოპყრობა,


რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით ან ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ
ფიზიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის,
მტკიცებულების ან აღიარების მიღება, პირის დაშინება ან იძულება ანდა პირის
დასჯა მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის

რას გულისხმობს იძულება სსკ-150-ე მუხლის მიხედვით?

5) ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, მისი


ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს
მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის
შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-
სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება

You might also like