სამართალმცოდნეობა

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 32

1) სამართლის ბუნებით – სამართლებრივი ცნება, სამართლის

პოზიტივისტური და წინარეპოზიტიური ცნებები, სამართლის


მატერიალური და ფორმალური ცნებები.
ბუნებითი სამართალი მოიცავს დროისა და სივრცის გარეშე არსებულ
ქცევის ობიექტურად სავალდებულო წესებსა და პრინციპებს . ბუნებით
სამართალს ხშირად ზეპოზიტიურ სამართალს უწოდებენ . იგი მორალისა
და სამართლიანობის იდენტურია , ამიტომ ისინი ხშირად განიხილება
როგორც სინონიმური ცნებები . ბუნებითი სამართლის ცნება ჯერ კიდევ
არსებობდა ძველ რომში . რომაელები მას ius natural – ს უწოდებდნენ . მათი
აზრით ბუნებითი სამართალი ბუნებამ შეასწავლა არამარტო ადამიანებს ,
არამედ ცხოველებსა და ფრინველებს . ამიტომ შემდგომში არსებული ყველა
კანონზიმიერება და წესრიგი ბუნებითი სამართლიდან მომდინარეობს .
ზოგადად ბუნებითი სამართალი ერთამანეთისგან არ გამიჯნავს მორალსა
და სამართალს . ბუნებითი სამართალი , პოზიტიური ნორმების გარდა ,
მოიცავს მორალის განსაზღვრულ პრინციპებს , რომელიც აფუძნებს და
გარკვეულ ფარგლებში აქცევს პოზიტიურ სამართალს . მორალის
პრინციპებს გააჩნია იურიდიული მოქმედების პრეტენზია , ამრიგად
სამართალი გაგებულია , როგორც ნორმათა წესრიგი , რომელიც უნდა
შეესაბამებოდეს მორალის პრინციპებს .
ბუნებით სამართლის წყარო შეიძლება იყოს ადამიანის ბუნება , ღვთის ნება
და გონი , აქიდან გამომდინარე განასხვავებენ ბუნებითი სამართლის სამ
სახეს : ანთროპოლოგიურ , რელიგიურ და რაციონალურ ბუნებით
სამართალს .
თუმცა ბუნებით სამართალსაც არ მოყვა ერთმნიშვნელოვანი აღიარება .
ბუნებითი სამართალი ვერ დაეფუძნებოდა რწმენას , რადგან შეუძლებელია
რწმენის რაციონალური დასაბუთება . მას ვერ დავასაბუთებთ ვერც გონის
საშუალებით , რადგან ის მხოლოდ აზროვნების ფორმალურ წესებს
აყალიბებს . ასევე სამართალი არ გამომდინარეობს ადამიანური
ბუნებიდან . შეუძლებლია მსჯელობიდან გამომდინარეობდეს ჯერარსი .
ანუ შეუძლებელია იქიდან რაც არის, გამომდინარეობდეს თუ როგორ უნდა
იყოს .
პოზიტივისტური სამართალი აღწერილობითი ხასიათისაა, იგი
სამართალს აღიქვამს, როგორც ემპირიულ საგანს და ფაქტს. მოქმედება
შეიძლება განისაზღვროს როგორც იურიდიულად ისე ფაქტობრივად. ასევე
არსებობს შერეული მიდგომებიც. სამართლის ნორმა იურიდიულად
მოქმედებს მხოლოდ მაშინ,როცა ის პოზიტიური სამართლის მოქმედების
ნაწილია. ორიენტირებულს უწოდებენ მიდგომებს, რომლებიც იურიდიულ
მოქმედებას ეყრდნობიან. რომ ვისაუბროთ ფაქტობრივ მოქმე4დებაზე მის
დასახასიათებლად შეგვიძლია ვთქვათ,რომ მას აქვს გარეგანი და შინაგანი
ასპექტები. გარეგანი ასპექტი გადმოგვცემს, იცავენ თუ არა სამართლის
ნორმას ან სამართლის ნორმის დარღვევა ისჯება თუ არა მართლწესრიგით
გათვალისწინებული წესებით. რაც შეეხება შინაგან ასპექტს ის
მდგომარეობს სამართლის ნორმის დაცვის ან გამოყენების მოტივაციაში.
ასეთ მიდგომებს ქმედითობაზე ორიენტირებულს უწოდებენ.
სამართლის წინარეპოზიტიური ცნება სამართალს შეფასებიტად იგებს.
კითხვას „რა არის სამართალი“ იგი პასუხობს გამონათქვამეით, რომელიც
სრულიად დამოუკიდებელია მოქმედი სამართლისგან. ამ სამართლის
ცნების მიმდევართა მიერ ჩამოყალიბებული სისტება შეიძლება გავიგოთ
როგორც: შემოქმედის სისტემა, სათნოებათა სისტემა, ღირებულებათა,
სათნოებათა, ბუნებითი, გონივრული ან სამართლიანობა. ამ ყველაფერს
მორალი აერთიანებს. ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას,რომ ისინი
პოზიტიური სამართლის იურიდიულ და ფაქტობრივ მოქმედებას
უმნიშვნელოდ მიიჩნევენ. სამართლის პოზიტივისტურიარ აღიარებენ
პოზიტიური სამართლის წინამორბედ მასშტაბს.
სამართლის პოზიტივისტურ და წინარეპოზიტიურ ცნებებს შორის
დაპირისპირება კიდევ ერთ დისკუსს ბადებს კერძოდ, სამართლის
მატერიალურ და ფორმალურ ცნებებს.
მატერიალურ ცნებას მისდევენ მაშინ, როცა სამართალს
სამართლიანობის გამოხატულად აღიქვამენ. რაც არ შეესაბამება
სამართლიანობას არც სამართლად მიიჩნევა. სამართალი ადამიანის
შემოქმედათ არის აღქმული. ამით სამართლიანობა იქცა
ღირებულებად,რომელიც სამართლის საშუალებით ხორციელდება.
ზუსტად ამან განაპირობა სამართლის მატერიალური ცნების გაჩენა.
2) სამართალი, როგორც მავალებელი და აღმჭურველი დებულებების
სისტემა. სამართალი მოქმედებაში.
სამართალი ისევე როგორც ჩვეულება და ზნეობის ნორმები არეგულირებს
ადამიანურ ქცევას. კანტის შეხედულების საფუძველზე სამართლის
ფილოსოფია სამართალს განიხილავს, როგორც ნებართვისა და
აკრძალვების წყობას. ანუ სამართალი გვევლინება როგორც ჯერარსული
მოვლენა. სამართალი განსაზღვრავს მოქმედებებს და ის შედგება
პრესკრიფციული დებულებებისგან. აქიდან გამომდინარე სამართალი
შედგება ვალდებულებებისაგან რომელიც განსაზღვრავს მოქმედებას ან
უმოქმედობას და იმ წესებისგან რომელთა საფუძველზეც ხდება ქცევის
ზოგადი ნორმების ან ვალდებულებების წარმოშობა ან შეწყვეტა.
უფლებამოსული აღმჭურველი ნორმები შეიძლება მიმართული იყოს
ზოგადი ან ინდივიდუალური ვალდებულებების წარმოშობის, შეცვლის ან
შეწყვეტისკენ.
უფლებამოსილების განმსაზღვრელი ნორმები რომლებიც
სამართლებრივად მავალდებულებული ქცევის წესების საფუძველია
სამართლებრივ საზოგადოებაში კომპეტენციათა დანაწევრებულ
სტრუქტურას ქმნიან. ეს სტრუქტურა რაციონალური სამართლებრივი
წესწყობილების ხერხემალს წარმოადგენს. აქ ისე უნდა იყოს
გადანაწილებული ყველაფერი,რომ მათ საფუძველზე გამოცემული
ნორმებითა და გადაწყვეტილებებით წინააღმდეგობისაგან თავისუფალი და
ქმედუნარიანი სოციალური წესრიგი ჩამოყალიბდეს. კომპეტენციათა რანგი
შეესაბამება იმ ნორმების რანგირების სისტემას რომლებიც ამ
კომპეტენციების საფუძველზე არის გამოცემული, ეს კარგია სოციალურ
ურთიერთობათა სისტემაში წინააღმდეგობების თავიდან ასაცილებლად.
ბათილია ის სამართლებრივი ნორმა, რომელიც მასზე უფრო მაღლა მდგომ
ნორმას ეწინააღმდეგება. ხოლო სამართლებრივად ერთნაირი რანგის
ნორმები ერთმანეთს იურიდიულ ძალას ეცილებიან თუ მათ შორის
წინაღმდეგობა არსებობს. არ შეიძლება სამართლებრივი აქტი
სამართლებრივ ნორმებს ეწინააღმდეგებოდეს. რამდენადაც
კომპეტენციათა წესრიგი უფლებამოსილებებს ნაბიჯ–ნაბიჯ განსაზღვრავს,
შეიცავს მარეგუირებელ ელემენტებს, რომელთაც სოციალური ცხოვრების
ურთიერთშემოქმედების მრავალფეროვნება შეზღუდულ წესრიგში მოჰყავს.

სამართალი მოქმედებაში.
სამართლებრივი დებულების არსი მდგომარეობს არა იმაში, რომ აღწეროს
ადამიანის თითოეული მოქმედება, არამედ გამოხატოს მის მმართ
წაყენებული მოთხოვნა, რომლის შესრულებაც შესაძლებელი არ იქნება
ალტერნატიული გზებით. სამართლის ნორმის არსებობის მიზეზი
შეიძლება მხოლოდ სხვა ნორმის არსებობა იყოს. აქიდან ვასკვნით ,რომ
დაბალი რანგის ნორმის არსებობა გამოწვეულია მაღალი რანგის ნორმის
არსებობით. ზოგადად თუ სამართლის ნორმა სხვა ნორმასთან
წინააღმდეგობისთვის არ აღმოჩნდება ძალდაკარგული მათ აქვთ დიდი
შანსი რომ განხორციელდნენ საზოგადოებაში. ჩვეულებითი და
სამოსამართლეო სამართალიც ზუსტად ამ გაგებით ვითარდება.
ნორმის საგრანტო ფუნქცია შემდეგნაირად გამოიხატება: ძირითად ნორმებს
რომლებიც ადამიანებს შორის ურთიერთობას არეგულირებს განავრცობენ
მეორადი ნორმები. ეს მეორადი ნორმები უფრო განსაზღვრული
წინაპირობებით უზრუნველყოფს სამართალდამცავი ან სხვა სახელმწიფო
ორგანოების მიერ პირველადი ნორმის სავალდებულო აღსრულებას.
ყველაფრიდან გამომდინარე შემიძლია დავასკვნა , რომ სამართლებრივი
წესწყობილება ურთიერთგადაჯაჭვულ სისტემას წარმოდგენს, რომლის
ნაწილებიც ერთმანეთს მყარად ემყარებიან.
4) სამართლის რეგულაციური ფუნქცია, წესრიგის ფუნქცია,
ანთროპოლოგიურ – პერსონალური ფუნქცია.
სამართალი არის არა თვითმიზანი, არამედ განსაზღვრული მიზნის
მიღწევის საშუალება. სამართალი არეგულირებს საზოგადოებრივ
ურთიერთობებს და მხოლოდ საზოგადოებაში მოქმედებს. აქიდან
გამომდინარე საზოგადოებაც დამოკიდებულია სამართალზე.
სამართალი ანხორციელებს ორგანიზაციულ ფუნქციას. სამართალი ასევე
ასრულებს სოციალური მართვის ფუნქციასაც, როცა სუბიექტების ქცევას
წარმართავს გარკვეული მიმართულებით. სამართალს აქვს დაგეგმვისა და
სოციალური პროგნოზირების ფუნქციაც, ანუ ინდივიდის ქცევამ არ უნდა
დაარღვიოს საზოგადოების ან სხვა ინდივიდის ინტერესები. ამ
თვალსაზრისით სამართალი გვევლინება, როგორც სოციალური
კონტროლის საშუალება.
სამართლის დაცვითი ფუნქცია გამოიხატება სამართალდარღვევაზე
სათანადო რეაქციის ფორმით. საზოგადოებრივი სტრუქტურა შეიძლება
მთლიანად მოიშალოს თუ მართლსაწინააღმდეგო ქმედება რეაგირების
გარეშე დარჩება. სამართალი იცავს საზოგადოებას იურიდიული სანქციების
მუქარით და ასრულებს რეპრესიულ ფუნქციას. სამართალი
უზრუნველყოფს სოციალურ ურთიერთობათა სტაბილურობას.
საზოგადოებაში უნდა მოქმედებდეს უსაფრთხოების განსაზღვრული
რეჟიმი. სამართლის მნიშვნელოვანი ფუნქციაა უსაფრთხოებისა და
სოციალური თანხმობის უზრუნველყოფა. სამართალი ასრულებს
სოციალური ინტეგრაციის ფუნქციას, უყალიბებს საზოგადოებას
ერთიანობისა და სოციალური სოლიდარობის განცდას.

სამართალი ადგენს გარკვეულ წესრიგს, რომელიც უნდა იყოს ცვალებადი,


ე.ი. ღია. წესრიგი ყოველთვის განვითარებისა და სრულყოფის პროცესში
უნდა იყოს, რათა ოპტიმალური და მორგებული იყოს არსებულ
საზოგადოებას. წესრიგი მხოლოდ იქ არის სადაც ადამიანი
ინდივიდუალური პასუხისმგებლობებით სარგებლობს .წესრიგის მთავარი
მიზანი ადამინისთვის ღირსეული ყოფის ჩამოყალიბებაა. ამიტომ წესრიგი
მხოლოდ იძულება არ არის. პოლიტიკურ წესრიგში თავისუფლება და
იძულება გარკვეული პროპორციით უნდა არსებობდეს. სამართალს გააჩნია
სოციალური მშვიდობის ფუნქცია. ინტერესთა კონფლიქტი 21–ე საუკუნეში
ძალიან ხშირია, მით უმეტეს მაშინ როცა განვითარებულია ყოველგვარი
ტექნიკა ამიტომ სამართალს გარკვეული კონფლიქტის მოწესრიგების
ფუნქციაც გააჩნია.
სამართალი უნდა იყოს სტაბილური. კანონმდებლობის ხშირი
ცვლილებისას ნორმის ადრესატებს უჭირთ წინასწარ განსაზღვრონ ქცევის
სასურველი მასშტაბი, რაც უარყოფითად აისახება მართლწესრიგის საერთო
მდგომარეობაზე. მხოლოდ სტაბილური კანონმდებლობის დროს შეუძლია
მოქალაქეს იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. სამართალი იცავს
სტატუს-ქვოს და ასრულებს კონსერვატორულ როლს. სამართალი
უზრუნველყოფს პოლიტიკური ხელისუფლების შეცვლას არჩევნების
გზით. დემოკრატია, არსებითად, არის პოლიტიკური ხელისუფლების ცვლა
და ის უნდა შეიცვალოს კანონიერი და მშვიდობიანი გზით.

სამართლის ანთროპოლოგიური ფუნქცია განსაზღვრავს ადამინის


არსებობას და მის მოთხოვნილებებს. აღიარებს მის განსაკუთრებულ
სოციალურ როლს საზოგადოებაში და იცავს პიროვნების სიცოცხლეს,
ღირსებას და ჯანმრთელობას
სამართლის პერსონალური ფუნქცია მოიცავს პიროვნების სტატუსს. ის
ეხება საზოგადოებრივ ურთიერთობებში მონაწილე ინდივიდებს.
პერსონალური ფუნქცია უზრუნველყოფს პიროვნების თვითგამორკვევას,
მათ თავისუფალ განვითარებას, იცავს ადამიანის პირად და ინტიმურ
ურთიერთობას ადამიანის ან საჯარო ორგანოების ჩარევისგან.
ანთროპოლოგიურ-პერსონალური ფუნქციებიდან აღსანიშნავია სამართლის
თავისუფლების ფუნქცია. ერთი შეხედვით სამართალი ზღუდავს და
გარკვეულ ფარგლებში აქცევს ინდივიდის თავისუფლებას, თუმცა
აბსოლუტური თავისუფლება არ არსებობს. შეუზღუდავი თავისუფლება
აბსოლუტური დაუცველობის გარანტია იქნებოდა . ამიტომ სამართალი
ადგენს ლიმიტირებულ თავისუფლებას. ის უზრუნველყოფს ინდივიდისა
და საოზოგადოების სხვა წევრების თავისუფლებას შორის გონივრულ
ბალანსს.
თანამედროვე სამართალს ასევე აქვს ეკოლოგოიური ფუნქციაც. ამით იგი
იცავს არამხოლოდ ახლანდელ თაობას, არამედ მომავალი თაობის
ინტერესებს. ის იცავს გარემოს ადამიანის მავნე ზემოქმედებისგან,
ზღუდავს თანამედროვე თაობის თავისუფლებას, რათა შეუნარჩუნოს
მომავალ თაობებს სასიცოცხლო სივრცე.

5) ნორმა როგორც შეფასებითი განაწესი, სოციალური და ტექნიკური


ნორმები, სამართლის ნორმის სახეები, ნორმათა ფუნქციები, ნორმათა ენა.
სამართლის ნორმა წარმოადგენს სოციალური ნორმის ერთ–ერთ სახეს.
სოციალური ნორმის სისტება სამართლის გარდა მოიცავს, მორალს, მოდას,
ჩვეულებას და ა.შ. სოციალური ნორმა აწესრიგებს ინდივიდებს შორის
წარმოშობილ ურთიერთობებს. ის შესასრულებლად სავალდებულო.
ტექნიკური ნორმის დეფინიცის ქართული სამართალი არ იცნობს, თუმცა
ცნობილია მისი დამახასიათებელი ნიშნები:
1) ტექნიკური ნორმა არის დოკუმენტი განსზღვრული ამოცანის ტექნიკური
გადაწყვეტის შესახებ.
2) ის ორიენტირებულია კონსესუსზე
3) ტექნიკური ნორმა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია
4) ის ადგენს ზოგადი და მრავალჯერადი გამოყენების წესს
5) მის შემუშავებაში მონაწილეობენ დაინტერესებული წრეების
წარმომადგენლები
6) ტექნიკური ნორმის მიღება ხდება განსაზღვრული ორგანიზაციულ –
სამართლებრივი ფორმის მქონე ორგანოს მიერ.
7) მას იურიდიული ძალა არ გააჩნია
8) ტექნიკური ნორმა დაფუძნებულია მეცნიერების, ტექნიკისა და
პრაქტიკის გამოცდილებას.
სახეები
სამართლის ნორმები იყოფა ნორმის ადრესატების და ნორმატიული
მოქმედების ძალის მიხედვით.
ნორმის ადრესატებს თავისი განშტოება აქვს სადაც ერთამანეთისგან
განასხვავებენ ზოგად და ინდივიდუალურ ნორმებს. ზოგადი ნორმა
მიმართულია ინდივიდთა ჯგუფისკენ, ხოლო ინდივიდუალური ნორმა
ერთი გარკვეული პირისკენ.
არსებობს უპირობო ნორმა რომლის შესრულებაც სავალდებულოა,
წინასწარი პირობის გარეშე.
დეფინიციური ნორმა მხოლოდ სხვა ნორმებთან კავშირის დროს მოქმედებს
და ცალკე მას ძალა არ გააჩნია.
შეფასებითი განაწესი
ნორმები ჯერარსული წინადადებებია. ისინი აღწერენ არა იმას რაც
არის,არამედ იმას რაც უნდა იყოს. აქიდან გამომდინარე ნორმა შეფასებითი
განაწესია. მაგრამ ყველა განაწესი ნორმა არ არის. როგორც ვთქვით ნორმა
განსაზღვრავს იმას,რომ რაღაც უნდა იყოს ,ამიტომ არიან ისინი შეფასებითი
განაწესი. ზოგიერთი განაწესი კი ამბობს არა იმას თუ რა როგორ უნდა იყოს,
არამედ აფასებს მათ. ამიტომ ისინი აღწერილობითი განაწესების ჯგუფს
მიეკუთვნებიან.
არც ყველა შეფასებითი განაწესია ნორმა. ზოგიერთი განაწესი ამბობს რომ
რაღაც უნდა იყოს მაგრამ მიემართება განსაზღვრულ პიროვნებას
განსაზღვრულ მიმართებაში. ასეთ შეფასებით განაწესს იმპერატის ანუ
ბრძანებას უწოდებენ.
შეჯამებისთვის : განაწესი ამბობს ან იმას,რომ რაღაც უნდა იყოს , ან
გვეუბნება, რომ რაღაც არის ესა თუ ის. შეფასებითი განაწესი შეიძლება
იყოს როგორც საყოველთაო, ისე სიტუაციური. ნორმები ზოგად–
აბსტრაქტული წინადადებებია, იმპერატივები კი ინდივიდუალურ–
კონკრეტული.
სამართლის ფუნქციები
ნორმები ემსახურება ქცევის მოწესრიგებას. ნორმას ორი ერთმანეთისგან
განსხვავებული ფუნქცია გააჩნია. პირველი: შეიძლება დავსვათ კითხვა
სამომავლოდ უნდა გავაკეთოთ რამე თუ თავი შევიკავოთ, ან წარსულში
უნდა გაგვეკეთებინა რამე თუ თავი უნდა შეგვეკავებინა. ამიტომ ნორმა
შეგვიძლია გავიგოთ,როგორც ადამიანური ქცევის საზომი. ან მეორე :
პირიქით ნორმა ავიღოთ ამოსავალ წერტილად და ვიკითხოთ როგორ
ქცევას მოითხოვს მომავალში ჩვენგან. ამ გაგებით ნორმა ქცევის
ორიენტირებას ემსახურება.

ენა
ნორმათა ენა და მისი ცნება ფართო მასშტაბით უნდა გავიგოთ . ის არ
მოიცავს მხოლოდ სამეტყველო და სამწერლობო ენას, არამედ ყველა
მოქმედებასა და პროდუქტს, რომლითაც შეიძლება გზავნილის
ტრასპორტირება, მაგალითად ჟესტები, სურათები. ენა სიმბოლოებისა და
მნიშვნელობების სტატიკური სტრუქტურა არაა, იგი მუდმივად
ცვალებადია.
6) ნორმის ნამდვილობა, მოქმედება და გავრეცელება.
სამართლის ნორმის მოქმედება შეიძლება მხოლოდ მაშინ როცა ის
არსებობს. სამართლის ნორმის მოქმედების წინაპირობა მისი არსებობაა.
არსებობს წინაპირობები რომელთა შემდეგაც ნორმა ნამდვილი ხდება:
სამართლის ნორმა აუცილებლად გამოცემული უნდა იყოს კომპეტენტური
ორგანოს მიერ განსაზღვრული პროცედურით და ფორმით. თუ ეს
წინაპირობა მოცემულია მაშინ ნორმაც ნამდვილია, სხვა შემთხვევაში ის
უბრალოდ ბათილდება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ ბათილ კანონს
არააქვს იურიდიული ძალა, მოსამართლე ასეთ კანონს გვერდ ვერ აუვლის
მაინც აუცილებლად უნდა გადაამოწმოს კანონის ბათილობა, რაც მხოლოდ
ფეოდალურ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია. სამართლის ნორმა
შეიძლება მაშინაც იყოს ნადვილი,როცა მას რეალურად იცავენ.
სამართლის ნორმა ეს არის შეფასებითი განაწესი. სამართლის ნორმა
ჭეშმარიტია როცა მართლაც ისე უნდა იყოს როგორც ნორმა ამბობს და ეს
შეფასება მართლა სავალდებულოა. ეს ყველაფერი გაერთიანებულია
მოქმედებიც ცნების ქვეშ. ზოგადად სამართლის ნორმის მოქმედება იმას
ნიშნავს,რომ რასაც ითვალისწინებს სამართლის ნორმა მართლაც
საყოველთაოდ სავალდებულო საზომი და ქცევის ორიენტირია. მოქმედება
და გავრცელება ერთმანეთისგან სრულიად გამიჯნული ცნებებია.
მოქმედებს თუ არა ნორმა ამას არავითარი კავშირი არ აქვს ნორმის
გავრცელებასთან. მოქმედება თავად სამართლის ნორმის თვისებაა.
სამართლის ნორმის მოქმედება მისი ძალაში შესვლიდან იწყება. ნორმა რა
თქმა უნდა შეიძლება წარსულსაც ეხებოდეს. სამართლის ნორმის
მოქმედება არის წინაპირობა იმისა,რომ იგი საერთოდ შეიძლება
ვრცელდებოდეს. თუ ნორმა არ მოქმედებს ეს იმას ნიშნავს რომ ის არც
გამოიყენება. მაგრამ თუ ნორმა რომელიმე ვითარებაზე არ ვრცელდება ეს
მის უმოქმედობას არ ნიშნავს.
რაც შეეხება გავრცელებას, დავიწყოთ იმით,რომ სამართლის
ნებისმიერი ნორმა ნებისმიერ ვითარებაზე ვერ გავრცელდება. ვითარების
შეფასებითი განაწესი შეიძლება მხოლოდ სამართლის იმ ნორმას
დაეყრდნოს,რომელიც შინაარსობრივად მოცემულ ვითარებაზე
გავრცელებადია. ეს ყველაფერი შეიძლება პირიქითაც მოხდეს ანუ მხოლოდ
ის შემთხვევები გადაწყდეს ნორმის მიხედვით რომელზედაც სამართლის ეს
ნორმა ვრცელდება. ნორმის გავრცელება ეს არის მისი საგნობრივი,
პიროვნული გავრცელების სფეროს საკითხი. პიროვნული გავრცელება
დამოკიდებულია თუ ვის გულისხმობს ნორმა ხოლო საგნობრივი
გავრცელება დამოკიდებულია იმაზე თუ რა ვითარებებს შეეხება ნორმა.
სამართლის სპეციალურ ნორმას გავრცელების უპირატესობა აქვს
სამართლის ზოგად უფრო დიდი გავრცელების სფეროს მქონე ნორმასთან
შედარებით. სამართლის ნორმის პიროვნული და საგნობრივი გავრცელების
სფეროს განსაზღვრა ნორმის გამოყენების ძირითადი ნაწილია.
7) სამართლის ნორმის სტრუქტურა, სახეები, ქმედების შემადგენლობისა და
სამართლებრივი შედეგის ურთიერთკავშირი, სამართლებრივი შედეგი,
ქმედების ძირითადი შემადგენლობები და განმავრცობელი დებულებები
სამართლის ნორმები განსხვავებული შინაარსის თუმცა მსგავსი
სტრუქტურის არიან. ნორმა შედგება ორი ნაწილისგან :
1) დესკრიფციული ნაწილი ანუ ურთიერთობა რომელიც ნებადართულია,
ან აკრძალულია ან მოთხოვნილია
2) ნორმატიული ნაწილი რომელიც ამბობს ესა თუ ის ურთიერთობა
აკრძალულია, ნებადართულია თუ მოთხოვნილია.
მოთხოვნა გამოიხატება სიტყვა „უნდათი“
აკრძალვა ჩვეულებრივ გამოიხატება სიტყვით აკრძალულია. შედარებით
რთული სიტუაციაა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, სადაც ნორმა
ჩვეულებრივ არ მიუთითებს რომ რაიმე აკრძალულია. ამავე დროს
ცნობილია რომ სისხლის სამართალი კანონის აკრძალული ქმედებისთვის
ადგენს.
რაც შეეხება ნებართვას კანონი ზოგადად იშვიათად იყენებს ნებართვის
ფორმას. დემოკრატიულ სახელმწიფოში შემდეგი პრინციპი მოქმედებს
„ ნებადართულია ის რაც აკრძალული არ არის“. ეს მხოლოდ ინდივიდებზე
მოქმედებს. ორგანოს აკრძალული აქვს ისეთი მოქმედება რომელიც
კანონით ნებადართული არ არის. სამივე ერთმანეთთან დაკავშირებულია
რადგან თუ ნორმა ნებადართული არ არის ანუ ის აკრძალულია. ნორმის
სტრუქტურა ორი ელემენტისგან შედგება: ფაქტობრივი შემადგენლობა და
იურიდიული შედეგი.
ფაქტობრივი შემადგენლობა შეიძლება იყოს განსაზღვრული ან
განუსაზღვრელი. განსაზღვრული არ მოითხოვს განმარტებას,
განუსაზღვრელი კი მოითხოვს.
იურიდიული შედეგი დგება როცა სახეზეა ნორმის ფაქტობრივი
შემადგენლობა.
სახეები
სამართლის ნორმები იყოფა: ნორმის ადრესატების და ნორმატიული
მოქმედების ძალის მიხედვით. ადრესატების მიხედვით განსხვავდება
ინდივიდუალური და ზოგადი ნორმა. ინდივიდუალური ნორმა
მიმართულია კონკრეტული პირისკენ,ხოლო ზოგადი ნორმა ინდივიდთა
ჯგუფისკენ. უპირობო ნორმის შესრულება სავალდებულოა. ხოლო
დეფინიციური ნორმა მხოლოდ სხვა ნორმებთან კავშირის დროს
მოქმედებს.
სამართლის ნორმები ითვალისწინებენ,რომ განსაზღვრული
პირობების არსებობის შემთხვევაში განსაზღვრული ვალდებულებები
წარმოიშობა იცვლება ან წყდება. სამართლის ნორმები შეიცავენ დათქმულ
მოთხოვნას მაგრამ არსებობენ ისეთებიც,რომლებიც არ შეიცავენ. ქმედების
შემადგენლობის განხორციელება არის იმის წინაპირობა რომ
განსაზღვრული ქცევა ნებადართულია ან აკრძალულია. ამას იურიდიულ
კაუზალობასაც უწოდებენ.
სამართალი არეგულირებს ადამიანურ ქცევას ჯერარსული
ნორმების მეშვეობით. ისინი მიმართული არიან ვალდებულებების
წარმოშობის შეწყვეტის ან შეცვლისკენ. სამართლებრივი შედეგი
ძირითადად ზოგად ან ინდივიდუალურ ვალდებულებებს წარმოშობს.
ასევე ეს სამართლებრივი შედეგი შეიძლება ისეთი ვალდებულების
შეწყვეტისკენ იყოს მიმართული,რომელიც უკვე წარმოშობილია. სხვა
ნორმების სამართლებრივ შედეგს შეიძლება წარმოადგენდეს ზოგადი
აკრძალვისგან პირის გათავისუფლება. სამართლის ყველა ნორმა არ
აკავშირებს სამართლებრივ შედეგს ქმედების შემადგენლობასთან.
სამართლის ნორმათა ძირითად ტიპებში ქმედების აბსტრაქტული
შემადგენლობა სამართლებრივ შედეგს უკავშირდება. ვისაც
სამართლებრივი შედეგი აინტერესებს უნდა დაადგინოს შესრულებულია
თუ არა კანონით განსაზღვრული ქმედების შემადგენლობა. ქმედების
შემადგენობაც შეიცავს რამდენიმე ცალკეულ ნიშანს , როცა ყველა ეს ნიშანი
შესრულებულია მხოლოდ მაშინ შეიძლება დადგეს სამართლებრივი
შედეგი.

9) მორალის ცნება და სახეები, მსგავსება და განსხვავება მორალსა და


სამართალს შორის, ზნეობრივი ნორმები, სამართალი,როგორც ეთნიკური
მინიმუმი.
მორალი არის კულტურაზე, რელიგიაზე ან ფილოსოფიურ
მსოფმხედველობაზე დაფუძნებული ადამიანთა ქცევის წესების სისტემა.
ზოგადად განასხვავებენ მორალის, ეთიკისა და ზნეობის ცნებებს.
მორალური ნორმები ადამიანისკენ არის მიმართული, ამიტომ მას ხშირად
განმარტავენ, როგორც „შინაგან ვალდებულებას“.
მორალი როგორც სამართალი არეგულირებს ადამიანთა ქცევას, რომლებიც
იყოფა 2 ჯგუფად :
1)ქცევის ინდივიდუალური წესები რომელსაც ინდივიდი ავტონომიურად
განსაზღვრავს
2)სოციალური ნორმები.
ამ კლასიფიკაციით განასხვავებენ ინდივიდუალურ და კონვენციონალურ
მორალს. კონვენციონალური მორალი ეფუძნება საზოგადოების
უმრავლესობის მორალურ წარმოდგენებს. ადამიანთა უმრავლესობა
კონვენციონალური მორალის გავლენით ცდილობს დაიცვას
საზოგადოებაში მიღებული ქცევის წესები. საზოგადოებრივი მორალი
იცვლება დროის შესაბამისად.
სავალდებულოობის მიხედვით განასხვავებენ :
1)მორალის მოთხოვნებს, რომელთა დაცვაც ყველა შემთხვევაშია
სავალდებულო
2)მოთხოვნები, რომელთა დაცვაც არაა სავალდებულო, მაგრამ
სასურველია.
ახალი
მორალისა და სამართლის კავშირის შესახებ შეიძლება გამოიყოს სამი
მიდგომა :
1)მორალი და სამართალი აყალიბებს ერთიან მთლიანობას. სამართალი
წარმოადგენს მორალური წესრიგის შემადგენელ ნაწილს.
2)სამართალი და მორალი ფუნქციონალურად და არსებითად განსხვავდება
ერთმანეთისგან
3)სამართალი და მორალი არ არის ერთიანი, მაგრამ არც გამიჯნულია
ერთმანეთისგან
სამართალსა და მორალს ახასიათებს საერთო ნიშნები :
1)სამართალიც და მორალიც აწესრიგებს ადამიანებს შორის
ურთიერთობას.
2)მორალისა და სამართლის მოთხოვნები შინაარსობრივად მსგავსია.
3)სამართლისა და მორალის დაცვა განიხილება,როგორც მოვალეობა.
მორალი და სამართალი ერთმანეთისგან განსხვავდება :
1) მორალი ყალიბდება ჩვეულების, ტრადიციის გავლენით. ხოლო
სამართლის ნორმას ადგენს სახელმწიფო შესაბამისი პროცედურების
დაცვით.
2) მორალური ნორმა დადგენილია პირდაპირი აკრძალვის ან მოთხოვნის
ფორმით. მას არ ახასიათებს იურიდიული სიზუსტე. სამართლის ნორმაში
აკრძალვა ან მოთხოვნა აბსტრაქტულადაა ფორმირებული. მას ახასიათებს
მაქსიმალური სიზუსტე.
3) მორალური ნორმა იცვლება ნელა, საზოგადოებასთან ერთად.
სამართლის ნორმაში ცვლილებების შეტანა ხდება სათანადო
პროცედურების დაცვით.
4) მორალს აინტერესებს პირის სუბიექტური ნება და მისი მოტივი.
სამართლის ნორმა აწესრიგებს ადამიანთა გარეგან ქცევას.
5) მორალს ახასიათებს საზოგადოებრივი ზემოქმედების სახით სანქციებით
იძულება. სამართალს ახასიათებს ორგანიზებული და აბსოლუტური
იძულება. მორალი,როგორც სამართალი ნორმატიული ჯერარსული
წესრიგია, რომელიც ადგენს მოთხოვნას აკრძალვასა და ნებართვას.
მართლწესრიგი ჰეტერონომიული წესრიგია, მორალი ავტონომიური.
სამართლისგან განსხვავებით მორალს საზოგადოებისგან “იზოლირებული”
ინდივიდიც აინტერესებს.

ეთნიკური მინიმუმი
სამართალი იცავს მხოლოდ ეთნიკურ მინიმუმს. ზოგიერთი მორალური
ნორმა ინდიფერენტულია სამართლის მიმართ. სამართლებრივი ნორმების
ნაწილიც მორალურად ნეიტრალურია. ასეთ ნორმათა რიცხვს
განეკუთვნება, საგზაო მოძრაობის წესები, ორგანიზაციული ხასიათის
ნორმები და ა.შ.
მორალი სამართალთან შედარებით სოციალური ურთიერთობების
გაცილებით უფრო ფართო წრეს არეგულირებს. მორალი და სამართალი
ერთამანეთისგან დამოუკიდებელი სისტემებია,რის გამოც შეიძლება
კონფლიქტიც წარმოიშვას. თუ კანონის ნორმა არ შეესაბამება
საყოველთაოდ აღიარებულ მორალურ წარმოდგენებს, იგი
იგნორირებულია მოსამართლეებისა და სხვა ორგანოების მიერ.

10) სამართლიანობის ცნება, სამართლიანობის სახეები, სამართლიანობა და


თანასწორობა
პირველი ასოციაცია რასაც სამართალი იწვევს ეს სამართლიანობაა.
სამართლის სისტემა ზოგადად სამართლიანა, მაგრამ ყველა შემთხვევაში
ვერა. ზოგადად სამართლიანი გადაწსყვეტილების მიღება ძალიან რთულია.
სამართლიანობა წინააღმდეგობრივი და მრავალასპექტიანი
მოვლენაა,ამიტომ შეუძლებელია სამართლიანობის ზოგადი ცნების
ჩამოყალიბება. მისი საყოველთაოდ აღიარებული ცნება არ არსებობს.
ამიტომ შესაძლებელია კონკრეტული მოქმედება შეფასდეს როგორც
სამართლიანად, ისე უსამართლოდ.
ერთხელ რომის პაპმა მიქელანჯელოს კითხა, თუ როგორ მოახერხა მან
ქვისგან ისეთი გენიალური ქმნილების შექმნა როგორიც დავითია.
მიქელანჯელოს პასუხი კი ძალიან მარტივი და მრავლისმომცველი იყო :
„ქვას მოვაშორე ის, რაც დავითს არ ეკუთვნოდა“. ეს მიდგომაც შეიძლება
დაგვეხმაროს სამართლიანობის განსაზღვრაში. ჩვენთვის მარტივი გასაგები
იქნება რაარის სამართლიანი თუ მას ჩამოვაშორებთ ყველაფერ
უსამართლოს.
სამართლიანობა არის შეფასებითი კატეგორია. სამართლიანობის
კატეგორიით შეიძლება შეფასდეს როგორც ნორმები, ასევე სამართლებრივი
ინსტიტუტებიც.

სახეები
განასხვავებენ ორ ძირითად სახეს :
1)განაწილებითი სამართლიანობა
2)გათანაბრებითი სამართლიანობა
განაწილებითი სამართლიანობა მოიცავს სიკეთის განაწილების პროცესს და
მასში მონაწილე სულ მცირე, სამ სუბიექტს. სამართლიანობა წარმოადგენს
განაწილების ერთერთ მასშტაბს. განაწილებითი სამართლიანობა დიდ
როლს ასრულებს იერარქიული სტრუქტურის ურთიერთობებში.
თანასწორობის პრინციპით თითოეულს ეკუთვნის თანაბარი წილი.
წვლილის მიხედვით კი, სიკეთის შექმნაში ინდივიდის მონაწილეობის
ხარისხი. მოთხოვნილების შესაბამისად განაწილების ზემოაღნიშნულ
პრინციპებს შორის არ არსებობს იერარქია. განაწილების პრინციპის შერჩევა
უნდა მოხდეს შემთხვევის ინდივიდუალური თავისებურების
გათვალისწინებით. არ არსებობს ისეთი ზოგადი წესი, რომელიც ყველა
შემთხვევისათვის სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას
უზრუნველყოფს.
გათანაბრებითი სამართლიანობა მოიცავს ურთიერთობებს, რომლებიც არ
ემყარება იერარქიას. გათანაბრებითი სამართლიანობა არ არის
დამოკიდებული პირის ინდივიდუალურ შეხედულებებზე. თითოეულმა
უნდა მიიღოს თავისი კუთვნილი სიკეთე. განაწილების პროცესში არც
ერთი მხარე არ რჩება არც მოგებული, არც წაგებული. გათანაბრებითი
სამართლიანობის შემთხვევაში თანასწორობას არითმეტიკული
პროპორციულობა აყალიბებს, ხოლო განაწილებისას გეომეტრიული.
გათანაბრებითი სამართლიანობის უნივერსალური მასშტაბი არ არსებობს -
შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ მხოლოდ აშკარა უსამართლობა.
ფორმალური სამართლიანობა მოითხოვს, რომ ნორმა უნდა იყოს ზოგადი
და აბსტრაქტული - ნორმა უნდა არეგულირებდეს განმეორებად
ურთიერთობებს და მიმართული იყოს სუბიექტთა განუსაზღვრელი
წრისაკენ. ფორმალური სამართლიანობისგან განსხვავებულია
ინდივიდუალური სამართლიანობა, რომელიც ითვალისწინებს
გამონაკლისს ზოგადი სამართლებრივი წესიდან. სამართლის ზოგადი
ნორმა იძლევა კონკრეტული შემთხვევის ინდივიდუალური
თავისებურებების გათვალისწინების საშუალებას. სამართლიანობის
დამოუკიდებელი სახეა სოციალური სამართლიანობა, რომელიც ეხება
მთლიანად საზოგადოების ინსტიტუციონალურ წესრიგს.
თანასწორობა
რეალურად თანასწორობა არ არსებობს . ბუნებაში არ არსებობს ორი
აბსოლუტურად იდენტური მოვლენა. თანასწორობა სამართლის
ფუძემდებლური პრინციპია. თანასწორობის პრინციპი დასაბამს ღმერთის
წინაშე ადამიანის თანასწორობის ქრისტიანული იდეიდან მოდისო. კანონის
წინაშე ადამიანის თანასწორობა არის საყოველთაო, ზოგადი პრინციპი.
კანონით იკრძალება დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმა. საქართველოს
კონსტიტუციის 14–ე მუხლის თანახმად ყველა ადამიანი თანასწორია
„განურჩევლად რასის, კანის ფერის, ენის, სქესის რელიიგის, ეროვნული,
ეთნიკური, ქონებრივი და წოდებითი მდგომარეობისა, საცხოვრებელი
ადგილისა“. სამართალს ახასიათებს ფორმალური თანასწორობა,
ფაქტობრივობა სამართლიანობის პრობლემაა. ყველა ადამიანი თანასწორია
კანონის წინაშე, თუმცა კანონი არ ამბობს,რომ ყველა ადამიანი თანასწორია.

11) სამართალი, როგორც სამართლიანობის პრობლემების გადაჭრის გზა.


სამართალმა ისე უნდა მოაწესრიგოს ადამიანთა ქცევა, რომ მოგება და
ზარალი სამართლიანად განაწილდეს. მოკლედ რომ ვთქვათ
საზოგადოებაში წარმოშობილი სამართლებრივი პრობლემები
სამართლიანად გადაწყვიტოს. სამართლის ამოცანა, სამართლიანობის
მიღწევის გარდა არის ის,რომ უზრუნველყოს სამართლებრივი
უსაფრთხოება და ინტერესეთა ოპტიმალური და მიზანშეწონილი
დაკმაყოფილება. ამით სამართალი ნამდვილად ემსახურება
საზოგადოებრივი ინტერესების მიზანშეწონილ და ოპტიმალურ
დაკმაყოფილებას. სამართალი არ არის საზოგადოებრივი ინტერესების
ჯამი , მან თავად უნდა შექმნას წესრიგი. სამართლის ზოგადი ნორმები
ემსახურებიან უსაფრთხოებას თუმცა შეიძლება ისინი წინააღმდეგობაშიც
მოვიდნენ ცალკეული შემთხვევის სამართლიანობასთან. ისინი
ეწინააღმდეგებიან მაშინ,როცა საქმე ეხება სასამართლო გადაწყვეტილების
კანონიერი ძალის საკითხს.
არსებობენ ნორმები,რომელსაც მხოლოდ წესრიგის დაცვის ფუნქცია
გააჩნიათ და სამართლის შინაარსს არ წყვეტენ. შეგვიძლია გადაჭრით
ვთქვათ,რომ სამართლის ამოცანაა ადამიანთა ურთიერთთანაცხოვრების
შედეგად წარმოშობილი კონფლიქტების სამართლიანად მოწესრიგება.
სამართლიანი პრობლემების სამართლიან გადაწყვეტას ასევე ემსახურებიან
ჩვეულებითი სამართლის ნორმები. როგორც ვიცით ჩვეულებითი
სამართალი ის წესრიგია, რომელიც საზოგადოების მიერ აღიარებულია
როგორც ცხოვებისეული ურთიერთობების სამართლიანი სისტემა.

12) სამართლის მოქმედება , სამართლის მოქმედების სახეები, თეორიები,


სამართალი და იძულება
სამართალს აქვს მოქმედების პრეტენზია. სამართალი ან მოქმედებს ან არ
მოქმედებს, სხვა ალტერნატივა არ არსებობს . ზოგადად სამართლის
ფილოსოფია არკვევს თუ რატომ მოქმედებს სამართალი და რატომ აქვს მას
მოქმედების პრეტენზია.
ერთმანეთისგან განასხვავებენ ნორმის იურიდიულ, ფაქტობრივ, და
ეთიკურ მოქმედებას. ნორმა იურიდიულად მხოლოდ და მხოლოდ მაშინ
მოქმედებს როცა მიღებულია დადგენილი წესების შესაბამისად და არ არის
გაუქმებული. ფაქტობრივი მოქმედება ნორმის ქმედითობის
მნიშვნელოვანი მახასიათებელია. რაც შეეხება ნორმის ეთიკურ მოქმედებას
ის ხშირად გაიგივებულია ნორმის ფილოსოფიურ და მორალურ
მოქმედებასთან. ეთიკურ მოქმედებაში სამართალი ან მისი ნორმები
შეიძლება განვიხილოთ როგორც მორალური, ამორალური ან მორალურად
ნეიტრალური.
თეორიები
იურიდიულ ლიტერატურაში გამოყოფენ სამართლის მოქმედების შემდეგ
საფუძვლებს : 1) კანონი თავად მოითხოვს მის დაცვას
2) კანონის სავალდებულობას აღიარებს მოქალაქეობის უმეტესობა
3) კანონი შეიძლება განხორციელებული იქნეს იძულებით
4) ინდივიდისთვის კანონის დაცვა წარმოადგენს ზნეობას.
იძულების თეორიის მიხედვით ნორმის მოქმედება ეფუძნება სახელმწიფოს
არსებობის ფაქტს. სახელმწიფო ამავე დროს სამართალიცაა. იძულება არ
უარყოფს სამართლის მიერ ხელისუფლების შებოჭვის ფაქტს.
იმპერატივის თეორია ამბობს რომ ნორმის მოქმედება ეფუძნება
სახელმწიფო ხელისუფლების ნებას. ნორმის უკან მდგარი ხელისუფლება
უფლებამოსილია იძულებით განახორციელოს კანონის მოთხოვნები.
აღიარების თეორიის მიხედვით შეიძლება მოქალაქეები ნორმას საკუთარი
ინიციატივით იცავდნენ. სახელმწიფო იძულების მუქარა ბევრ მოქალაქეს
უბიძგებს რომ თავისი ქცევისას გაითვალისწინოს ნორმის მოთხოვნა.
ინდივიდუალური აღიარება გულისხმობს რომ მოქალაქეების უმეტესობა
ნორმას იცავს თავიანთი განწყობის მიხედვით. ინდივიდუალური
აღიარების თეორია სრულყოფს საერთო აღიარების თეორიას . საერთო
აღიარების თეორია წარმოუდგენელია ინდივიდუალური აღიარების
გარეშე.

იძულება
ფიზიკური იძულება ახასიათებს ხელისუფლებას და არა ნორმას. იძულება
არ აყალიბებს სამართალს და არ წარმოადგენს მის ძირითად ნიშანს.
სამართალიც ახდენს იძულების ლეგიტიმაციას. იძულება პოზიტიური
სამართლის ერთ–ერთი ნიშანია რომელიც სახელმწიფო აპარატის მიერ
ხორცილდება. სამართლის ნორმა პირველ რიგში ნებაყოფლობით დაცვაზეა
ორიეტირებული და როცა ეს მექანიზმი არ მუშაობს მაშინ წინა პლანზე
გადმოდის იძულება. კელზენის აზრით , სამართალი იძულებითი წესრიგია
იმდენად რამდენადაც მისი ნორმები იძულების მოსალოდნელ აქტებს
აფორმებს.

13) სამართლის წყაროს ცნება, ჩვეულებითი სამართალი, სამოსამართლეო


სამართალი, იურისტების სამართალი. ერთმანეთისგან განასხვავებენ
სამართლის სოციოლოგიურ და იურიდიულ წყაროს ცნებებს.
სოციოლოგიური ეწოდება რეალური სინამდვილის იმ ფაქტებს,რომელთა
გავლენით ყალიბდება სამართალი. სოციოლოგიური თვალსაზრისით,
კანონი ნამდვილად არ არის კანონმდებლის აღმოჩენა, არამედ
კანონშემოქმედებით პროცესზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ინტერესთა
ჯგუფები,რაც საბოლოოდ კანონის ტექსტში აისახება. სამართლის
იურიდიული წყაროს ცნება მოიცავს პოზიტიურ
კანონმდებლობას,სამეცნიერი იურიდიულ ლიტერატურას,სასამართლო
პრაქტიკასა და მართლშეგნებას. სამართლის იურიდიული წყარო არის
ნორმატიული.იურიდიული წყარო ადგენს ქცევის შესასრულებლად
სავალდებულო მოთხოვნებს.

ჩვეულებითი
ჩვეულებითი სამართალი სამართლის უძველესი წყარო ჩამოყალიბდა,
როგორც დაუწერელი ქცევის წესების ერთობლიობა, რომელიც თაობებს
ზეპირი გზით
გადაეცემოდა. ადრეულ ეპოქებში ჩვეულება იმავდროულად სამართალიც
იყო. ჩვეულებითი სამართალი ეფუძნება ნორმის გამოყენების ხანგრძლივ
ტრადიციას და მისი სავალდებულოობის შესახებ საზოგადოებაში ფართოდ
დამკვიდრებულ რწმენას. ჩვეულებითი სამართალი არის არა
სამართალშემოქმედების აქტი, არამედ განვითარების შედეგი,ის ყალიბდება
და არ იქმნება. ჩვეულება გამოიყენება მხოლოდ მაშინ თუ ის არ
ეწინააღმდეგება სამართლისა და ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ
ნორმებს. ჩვეულება, სამართლისაგან განსხვავებით, ანონიმურად
ყალიბდება, ჩვეულებითი სამართლის ნორმა შესაძლოა საკანონმდებლო
ნორმის საფუძველიც გახდეს. ჩვეულებით სამართალს სამართლის წყაროთა
სისტემაში განსაზღვრული რანგი არ უკავია, იგი ყველა დარგში შეიძლება
ჩამოყალიბდეს. ჩვეულებას შიდასახელმწიფო სამართლისაგან
განსხვავებით, შედარებით დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო
სამართალში.
სამოსამართლეო
მართლწესრიგი არ შეიძლება იყოს იდეალურად სრულყოფი. კანონი ვერ
გაითვალისწინებს კონკრეტული ურთიერთობის გადაწყვეტის ყველა
შესაძლო მოდელს, კანონის ტექსტი აბსტრაქტულია, რომლის ზოგადი
დებულებაც განმარტებას მოითხოვს. მოსამართლეს ხშირად უწევს იმ
ურთიერთობის გადაწყვეტა,რომელიც არ წესრიგდება სამართლის ნორმით.
სამოსამართლო სამარართალი არის სამართლის შეფარდებისა და არა
სამართალშემოქმედების აქტი. სასამართლო გადაწყვეტილება არ
წარმოადგენს სამართლის წყაროს. მართლმსაჯულება არის არა სამართლის
წყარო,არამედ სამართლის შემეცნების წყარო. იურიდიულ პრაქტიკაში
გადაწყვეტილებას ხშირად ღებულობენ ზემდგომი ინსტანციის მიერ
განვითარებული სამართლებრივი პრინციპების საფუძველზე.
განსხვავდება ანგლოამერიკული სამართლისა და კონტინენტური ევროპის
პრინციპები. ანგლოამერიკული უფრო პრეცედენტული ხასიათისაა,
გავრცელებული შეხედულების თანახმად, სამართალი ისაა რასაც ასეთად
მოსამართლე მიიჩნევს. ანგლოსაქსური სამართლის ქვეყნელიბში
მართლმსაჯულება, განიხილება როგორც სამართალშემოქმედება, ხოლო
სამართალი - როგორც სასამართლოს ცალკეული გადაწყვეტილებების
ერთობლიობა. სხვა სიტუაციაა კონტინენტური ევროპის სამართლებრივ
სისტემაში, სადაც მოსამართლე უნდა ექვემდებარებოდეს კანონს და არა
სასამართლო გადაწყვეტილებებს. სამართლებრივი აზროვნების ევროპული
სტილი უფრო დედუქციურია, ვიდრე ინდუქციური. სამოსამართლო
სამართალი, მართლწესრიგის მსგავსად, იერარქიულია. ზემდგომ
პრეიუდიციებს უპირატესობა ენიჭება ქვემდგომის მიმართ. სამოსამართლო
სამართლის. იერარქია ეფუძნება სამოსამართლო ორგანოთა სისტემას.

იურისტების
იურისტების სამართალი ეწოდება სწავლული იურისტების ან
სამართალმცოდნეთა ჯგუფის მიერ განვითარებული შეხედულებების
ერთობლიობას. შუა საუკუნეებში სწავლულ იურისტთა რეცენზიებს
კანონის ძალა ჰქონდა, თუმცა დღევანდელ პერიოდში “იურისტების
სამართლის” როლი მნიშვნელოვნად დაეცა. სამეცნიერო უშეხედულება
უნდა განვიხილოთ როგორც რეკომენდაცია, რომელსაც ლეგტიიტიმაცია არ
გააჩნია. სამართლის მეცნიერული მოძღვრება არ წარმოადგენს სამართლის
წყაროს.
იურისტების სამართლის ერთგვარ გაგრძელებას გაბატონებული
შეხედულება წარმოადგენს. გაბატონებული შეხედულება ყალიბდება
სპეციალური ლიტერატურის, სახელმძღვანელოების, სტატიების და
კომენტარების გავლენით.

14) სამართალშემოქმედების ცნება, ფორმები, საკანონმდებლო პროცესი.


სამართალშემოქმედება სახელმწიფოს საქმიანობის ერთ–ერთი
მნიშვნელოვანი მხარეა. სამართალშემოქმედება ყველა სახელმწიფოში
სხვადასხვა თავისებურება ახასიათებს თუმცა მისი არსი ყველგან
ერთნაირად გამოიხატება. სოციალური თვალსაზრისით
სამართალშემოქმედება არის კანონში სახელმწიფო ნეაბის განხორციელების
პროცესი. იმ ფაქტორებს შორის რომელბიც დიდ გავლენას ახდენენ
სამართლის ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს
სოციალურ, მატერიალურ, პოლიტიკურ ფაქტებს. თითოეული
ნორმატიული აქტი მითუმეტეს კონსტიტუცია უბრალოდ შეუძლებელია არ
ითვალისწინებდეს ეკონომიკის, საკუთრების ფორმების და ადამიანთა
ცხოვრების პირობების განვითარების დონეს. ზოგადად
სამართალშემოქმედებითობა ყველა სახელმწიფოში სხვადასხვანაირად
ხორციელდება. თანამედროვე სამყაროში სამართალშემოქმედებითობა
უნდა განხორციელდეს შემდეგი პრინციპების საფუძველზე:
დემოკრატიზმი – რაც გულისხმობს საზოგადოების სხვადასხვა ფენების და
ხელისუფლების ყველა შტოს მონაწილეობას სამართალმოქმედებაში
კანონიერება და კონსტიტუციონალიზმი ნიშნავს კანონების და
კონსტიტუციის ზუსტ შესრულებას
ჰუმანიზმი– მოქალაქეთა უფლებების და თავისუფლების განტმკიცება და
მიღებული სამართლებრივი აქტის მუდმივი ტექნიკური სრულყოფის
პრინციპი.
ფორმები
სამართალშემოქმედებითობას ორი ფორმა აქვს:
უშუალოდ ხალხის სამართალშემოქმედებითო, რომელიც რეფერენდუმით
ხორციელდება. როგორც ვიცით რეფერენდუმი საყოველთაო სახალხო
გამოკითხვაა. ის ხალხს შესაძლებლობას აძლევს გამოავლინონ საკუთარი
ნება და სურვილი. რეფერენდუმის შედეგად ხალხის ნების საფუძველზე
იურიდიული ძალა ენიჭება ამა თუ იმ ნორმატიულ აქტს, კანონის გარდა
და მეორე– სახელმწიფო სამართალშემოქმედება გამოიხატება
კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ ნორმატიული
სამართლებრივი აქტის მიღებაში, მის გაუქმებაში ან ცვლილებების
შეტანაში.
ერთმანეთისგან განასხვავებენ დელიგირებულ და სანქციონირებულ
სამართალშემოქმედებითობას. დელიგირებული სამართალშემოქმედება ეს
არის სახელმწიფო ორგანოების მიერ სამართალშემოქმედებითი
საქმიანობის განხორციელება კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს
დავალებით ხოლო სანქციონირებული სამართალშემოქმედება არის
სახელმწიფო ორგანოების მიერ იმ ნორმების დამტკიცება, რომლებიც
საზოგადოებაში ჩვეულების სახით არის ჩამოყალიბებული. ამ შემთხვევაში
სახელმწიფო არც ამზადებს და არც ღებულობს ნორმატიულ აქტს
უბრალოდ ის ამ ყველაფერს სანქციას აძლევს.
პროცესი
სამართალშემოქმედებითობა ზოგადად რთული ხასიათის პროცესია,
რომელიც კანონით განსაზღვრული პროცედურებით ხორციელდება.
სამართალშემოქმედობის ძირითადი სახე კანონშემოქმედებაა. ჩვენთან
კანონშემოქმედება პარლამენტის საქმიანობის ძირითადი სახეა. კანონის
მიღების წესი კონსტიტუციით და პარლამენტის რეგლამენტით არის
განსაზღვრული. საკანონმდებლო პროცეში შემდეგ საფეხურებს მოიცავს :
საკანონმდებლო ინიციატივა, კანონპროექტის განხილვა, კანონის მიღება და
გამოქვეყნება.
საკანონმდებო ინიციატივა არის უფლებამოსილი პირის მიერ
პარლამენტისათვის კანონპროექტის ან საკანონმდებლო წინადადების
წარდგენა.
საკანონმებლო ინიციატივას პარლამენტი განიხილავს დადგენილ დროში
და წესების დაცვით, ზოგადად კანონპროექტი სამი მოსმენით განიხილება,
მისი განხილვა შესაძლებელია გამარტივებული ან დაჩქარებული
პროცედურით.
პარლამენტის მიერ მიღებული კანონი 7 დღის განმავლობაში გადაეცემა
საქართველოს პრეზიდენტს, რომელის 10 დღეში აწერს ხელს ან შენიშვებით
უბრუნებს პარლამენტს. თუ პარლამენტმა ეს შენიშვნები არ მიიღო თავიდან
ეყრება მას კენჭი. კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება თუ მას მხარს
შემადგენლობის ნახევარზე მეტი დაუჭერს. ან არანაკლებ სამი მეოთხედი.
კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე–15 დღეს თუ სხვა ვადა არ არის
კანონით დადგენილი. კანონი პრეზიდენტის ხელმოწერით ქვეყნდება თუ
ეს ასე არ მოხდა ხელს მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე აწერს და
აქვეყნებს მას.

15) იურიდიული ტექნიკა


ამა თუ იმ ქვეყნის სამართლის სისტემა ასახავს რეალურ საზოგადოებრივ
ყოფას, მორალურ და ტრადიციულ ღირებულებებს. ეს რთული საქმიანობაა
,რომელიც განსაზღვრულ ფორმებში და განსაზღვრული საშუალებებით
ხორციელდება. სამართალშემოქმედების აზრი და მიზანია შექმნას
სოციალური მართვის ნორმატიული საფუძველი, შეარჩიოს იურიდიული
რეგულირების ისეთი ვარიანტი, რომელიც ხელს შეუწყობს სტაბილური
მართლწესრიგის დამკვიდრებას და სოციალურ პროგრესს. იურიდიული
ტექნიკა ეს არის სამართლებრივი აქტების გაფორმების, შემუშავების და
გამოქვეყნების პროცესში გამოყენებული წესების ერთობლიობა, რომელიც
ზრუნავს იურიდიული აქტების სრულყოფასა და ეფექტურ გამოყენებაზე.
ის ნორმატიულ აქტებთან ერთად სამართლებრივ აქტებსაც მოიცავს.
იურიდიული ტექნიკა დიდ ყურადღებას აქცევს ნორმატიული აქტის
შინაარსს. სწორედ იურიდიული ტექნიკის მეშვეობით ხდება ნორმატიული
აქტის აზრის გამოვლენა, რეალობის აღქმა და სამართლის სრულყოფა.
იურიდიული ტექნიკის წესების გამომუშავება პრაქტიკაში ხდება, თუმცა
იურიდიული მეცნიერებაც გადამწყვეტ როლს თამაშობს. სამართლის
აქტების სახეების მიხედვით იურიდიული ტექნიკა იყოფა:
საკანონმდებლო ანუ სამართალშემოქმედებით და
ინდივიდუალური აქტების შემუშავების ტექნიკად
სამართალშემოქმედებითი ტექნიკა ის ხერხებია, რომლებიც ნორმატიული
აქტების შემუშავების დროს გამოიყენება, ხოლო ინდივიდუალური აქტების
ტექნიკა სამართლის ნორმების რეალიზაციას ემსახურება.
საზოგადოებრივი ურთიერთობების გადათარგმნა იურიდიულ ნორმებში
სწორედ იურიდიული ტექნიკით ხორციელდება.
იურიდიული ტექნიკის ზოგად ხერხებს და წესებს წარმოადგენენ:
იურიდიული კონსტრუქციები.
ტერმინოლოგია
ნორმატიული იურიდიული აქტების შინაარსის გადმოცემის წესები და
ხერხები
ნორმატიული აგება
საკანონმდებლო სტილისტიკა – გავნმარტოთ თითოეული მათანი
იურიდიული კონსტრუქცია ეს არის მოვალეობების,პასუხისმგებლობების
და სხვა იურიდიული მოვლენების აგებულებისა და ტიპური სქემის
თავისებური მოდელი. იურიდიული კონსტრუქციით ჩვენ მარტივად
შეგვიძლია გავაადვილოთ იურიდიული ნორმების ფორმულირება.
იურიდიული ტერმინოლოგია ამ სამყაროს ორგანული ნაწილია. მის გარეშე
წარმოუდგენელია, როგორც იურიდიული ტექნიკა, ისე იურისპრუდენცია.
გამოიყენება სამი სახის ტერმინი: ზოგადი, სპეციალურ– ტექნიკური,
სპეციალურ– იურიდიული. იურიდიულ ტერმინებს შორის განასხვავებენ:
მხოლოდ იურიდიული მეცნიერებისა და კანონმდებლობისთვის
დამახასიატებელ ტერმინებს.
იურიდიულ ტერმინებს, რომლებიც ზოგად ცხოვრებაში ხშირად გვესმის
თუმცა სამართლის სფეროში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინეს.
არსებობს ტერმინები , რომლებიც საჭიროებენ ახსნას ნორმატიული აქტის
ტექსტში.
იურიდიული ტექნიკის ერთ–ერთ საშუალებას ასევე ნორმატიული აგება
წარმოადგენს. აქტების უმრავლესობას ესაჭიროება ნორმატიული მასალის
განლაგება დარგების და ქვედარგების მიხედვით. სწორედ ამას
უზრუნველყოფს ნორმატიული აგება. ნორმატიული დოკუმენტები არ
უნდა იყვნენ წინააღმდეგობრივი, უნდა გამოიხატოს მათი
შეთანხმებულობა იურიდიულ კონსტრუქციებში და ტერმინოლოგიაში.
ამ ყველაფრის ნაწილი ასევე საკანონმდებლო სტილისტიკაა ეს არის
დოკუმენტებში ენობრივ საშუალებათა მიზანშეწონილი გამოყენების
ხერხთა სისტემა.

16) ნორმატიული აქტის ცნება და სახეები, იერარქია, კანონი,როგორც


ნორმატიული აქტი, კანონის ცნება, კანონის სახეები, კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტები.
ნორმატიული სამართლებრივი აქტი გამოცემულია უფლებამოსილი
ორგანოს მიერ და შეიცავს მისი მუდმივი,დროებითი ან მრავალჯერადი
გამოყენების ქცევის წესს. ნორმატიულ აქტს ახასიათებს შემდეგი ნიშნები:
1)მისი მიღება უფლებამოსილი ორგანოს კომპეტენციაში შედის.
2)ნორმატიული აქტის მიღება უნდა მოხდეს კანონმდებლობით
დადგენილი წესით
3)ნორმატიული აქტი განსაზღვრავს შესასრულებლად სავალდებულო
ქცევის წესს.
4)ნორმატიულ აქტს აქვს საყოველთაო მოქმედების პრეტენზია
5)ნორმატიული აქტი ადგენს მრავალჯერადი ქცევის წესს.
ინდივიდუალური აქტის მოქმედება წყდება მისი შესრულებით ის
ერთჯერადია. საქართველოში მოქმედებს შემდეგი ნორმატიული აქტები :
საქართველოს კონსტიტუცია,კონსტიტუციური კანონი,საერთაშორისო
ხელშეკრულება ,ორგანული კანონი, კანონი,პრეზიდენტის დეკრეტი.
ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს:
1)ნორმატიული აქტის სახე
2)სათაური
3)გამოცემის თარიღი და ადგილი.
4)ძალაში შესვლის თარიღი და აქტის მოქმედების ვადა
5)უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა
6)ნორმატიული აქტის მიმღები ორგანოს მიერ გამოცემული
სარეგისტრაციო ნომერი.
ნორმატიული აქტების იერარქიას დიდი მნიშვნელობა აქვს სამართლის
შეფარდების პროცესში. საქართველოში არსებული იერარქიის თანახმად,
კონსტიტუცია არის უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე სახელმწიფოს
ძირითადი კანონი, ამიტომ ნებისმიერი ნორმატიული აქტი უნდა
ექვემდებარებოდეს კონსტიტუციას. იერარქიულად მის გვერდით დგას
საქართველოს კონსტიტუციური კანონი.
შემდეგ მოდის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება
საქართველოს ორგანული კანონი და პრეზიდენტის დეკრეტი
საქართველოს კანონი და პრეზიდენტის დეკრეტი
პრეზიდენტის ბრძანებულება
მინისტრისა და სხვა აღმასრულებელი ხელისუფლების ბრძანებულება
კანონი სამართლის უმნიშვნელოვანესი წყაროა. განასხვავებენ
ლოგიკურ,ბუნებისა და იურიდიულ კანონებს. იურიდიული კანონი
განსხვავდება ბუნებისა და ლოგიკის კანონებისგან. კერძოდ, იურიდიული
კანონის განხორციელების ვარიანტები უფრო მრავალრიცხოვანია.
იურიდიულ კანონს ასევე ახასიათებს მოქმედების ფარგლებისა და
რეალიზაციის პერიოდის შემცირება გადიდების შესაძლებლობა.
განასხვავებენ კანონის ფორმალურ და მატერიალურ გაგებას. კანონი
ფორმალური გაგებით ეწოდება ხელისუფლების უმაღლესი
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული წესით მიღებულ
ნორმატიულ აქტს. კანონის ფორმალური გაგებით მიღება შეუძლია
მხოლოდ პარლამენტს. მატერიალური აზრით კანონი ეწოდება
სახელმწიფოში მოქმედ ყველა იურიდიულად სავალდებულო,
აბსტრაქტულ და ზოგად,სამართლებრივ აქტს. ის უპირატესობას ანიჭებს
რომ ნორმა იყოს აბსტრაქტული, ზოგადი და შესასრულებლად
სავალდებულო.
ამ ორ გაგებას შორის განსხვავებას არამხოლოდ თეორიული, არამედ
პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს. ძირითადი უფლებების სფეროში
ნებისმიერი ჩარევა შესაძლებელია მხოლოდ კანონის ფორმალური გაგებით.
საქართველოში კანონის სახეებია: საქართველოს კონსტიტუცია,
კონსტიტუციური კანონი,ორგანული კანონი, აფხაზეთის და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუცია და კანონები.
კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია, რომელსაც ყველა სხვა
სამართლებრივი აქტი შეესაბამება. კონსტიტუცია ადგენს იმ
სახელმძღვანელო პრინციპებს, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება
სახელმწიფო ხელისუფლება. კონსტიტუციას ახასიათებს აბსტრაქციის
მაღალი დონე, ის არ აწესრიგებს სახელმწიფო ხელისუფლებასთან
დაკავშირებულ ყველა ურთიერთობას, ისევე როგორც არ ახორციელებს
კოდიფიკაციას. კონსტიტუცია მხოლოდ ფუნდამენტალური საკითხების
მარეგულირებელია. იგი ახორციელებს ინტეგრაციულ ფუნქციას,
უზრუნველყოფს სახელმწიფოს ერთიანობას,განსაზღვრავს სახელმწიფოს
ფორმასა და საშინაო წესრიგის საფუძვლებს.

კონსტიტუციური კანონი მიიღება სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის


განსაზღვრისას და კონსტიტუციის გადასინჯვისას. კონსტიტუციური
კანონი დამოუკიდებლად ვერ იარსებებს, მიღებისთანავე ის ხდება
კონსტიტუციის ორგანული და განუყოფელი ნაწილი.
ორგანული კანონი მიიღება იმ საკითხებზე, რომელთა მოწესრიგებაც
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად ორგანული კანონითაა
გათვალისწინებული, ორგანული კანონებით განისაზღვრება ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების შექმნის წესი,უფლებამოსილება და
სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობა. საქართველოს პარლამენტის
შემადგენლობა,არჩევის წესი,სახელმწიფო სიმბოლოები,მოქალაქეობის
მოპოვების,დაკარგვის წესი,რეფერენდუმის დანიშვნა-ჩატარება და ა.შ.

საქართველოს კანონის მიღება შეიძლება საქართველოს გამგებლობაში


არსებულ ნებისმიერ საკითხზე. საქართველოს კანონით არ შეიძლება
გადაწყდეს საკითხები, რომელთაც ორგანული კანონები აწესრიგებს.
საერთაშორისო ხელშეკრულება არის სახელმწიფოთა, ან სახელმწიფოსა და
საერთაშორისო ორგანიზაციას შორის დადებული წერილობითი
შეთანხმება, რომელიც რეგულირდება საერთაშორისო ნორმებით.
საერთაშორისო ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობის
განუყოფელი ნაწილია. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად ის არ
უნდა ეწინააღმდეგებოდეს : საქართველოს კონსტიტუციას,კონსტიტუციურ
კონგორდატს.

საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების სახეები


განსაზღვრულია საქართველოს კანონით ნორმატიული აქტების შესახებ,
ასეთებია : საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება,პარლამენტის
დადგენილება,მინისტრის ბრძანება და ა.შ

17) კონსტიტუცია, კონსტიტუციური კანონი, ორგანული კანონი, კანონი,


საერთაშორისო ხელშეკრულება , კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები,
ნორმატიული აქტის მოქმედება დროში, სივრცეში და პირთა წრის
მიხედვით.
კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია, რომელსაც ყველა სხვა
სამართლებრივი აქტი შეესაბამება. კონსტიტუცია ადგენს იმ
სახელმძღვანელო პრინციპებს, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება
სახელმწიფო ხელისუფლება. კონსტიტუციას ახასიათებს აბსტრაქციის
მაღალი დონე, ის არ აწესრიგებს სახელმწიფო ხელისუფლებასთან
დაკავშირებულ ყველა ურთიერთობას, ისევე როგორც არ ახორციელებს
კოდიფიკაციას. კონსტიტუცია მხოლოდ ფუნდამენტალური საკითხების
მარეგულირებელია. იგი ახორციელებს ინტეგრაციულ ფუნქციას,
უზრუნველყოფს სახელმწიფოს ერთიანობას,განსაზღვრავს სახელმწიფოს
ფორმასა და საშინაო წესრიგის საფუძვლებს.
კონსტიტუციური კანონი მიიღება სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის
განსაზღვრისა და კონსტიტუციის გადასინჯვისას. კონსტიტუციური კანონი
დამოუკიდებლად ვერ იარსებებს, მიღებისთანავე ის ხდება კონსტიტუციის
ორგანული და განუყოფელი ნაწილი.
ორგანული კანონი მიიღება იმ საკითხებზე, რომელთა მოწესრიგებაც
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად ორგანული კანონითაა
გათვალისწინებული, ორგანული კანონებით განისაზღვრება ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების შექმნის წესი,უფლებამოსილება და
სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობა. საქართველოს პარლამენტის
შემადგენლობა,არჩევის წესი,სახელმწიფო სიმბოლოები,მოქალაქეობის
მოპოვების,დაკარგვის წესი,რეფერენდუმის დანიშვნა-ჩატარება და ა.შ
საქართველოს კანონის მიღება შეიძლება საქართველოს გამგებლობაში
არსებულ ნებისმიერ საკითხზე. საქართველოს კანონით არ შეიძლება
გადაწყდეს საკითხები, რომელთაც ორგანული კანონები აწესრიგებს.
საერთაშორისო ხელშეკრულება არის სახელმწიფოთა, ან სახელმწიფოსა და
საერთაშორისო ორგანიზაციას შორის დადებული წერილობითი
შეთანხმება, რომელიც რეგულირდება საერთაშორისო ნორმებით.
საერთაშორისო ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობის
განუყოფელი ნაწილია. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად ის არ
უნდა ეწინააღმდეგებოდეს : საქართველოს კონსტიტუციას,კონსტიტუციურ
კონგორდატს.
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების სახეები განსაზღვრულია
საქართველოს კანონით ნორმატიული აქტების შესახებ, ასეთებია :
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება,პარლამენტის
დადგენილება,მინისტრის ბრძანება და ა.შ
ნორმატიული აქტის მოქმედება დროში განისაზრება მისი ძალაში
შესვლისა და ძალის დაკარგვის ფარგლებით. საქართველოს კანონი
ნორმატიული აქტების შესახებ განასხვავებს აქტის მიღებას და ძალაში
შესვლას. საკანონმდებლო აქტი ძალაში შედის ოფიციალური
გამოქვეყნებიდან 15 დღეს თუ კანონი სხვა ვადას არ ადგენს. საქართველოს
პრეზიდენტის ბრძანებულება შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი
გამოქვეყნებისთანავე,თუ სხვა ვადა არაა დადგენილი. ნორმის ძალაში
შესვლის თარიღი,უმეტესად, განსაზღვრულია კანონით.დასაშვებია
კანონით დადგინდეს მისი თავის ან მუხლის ძალაში შესვლის სპეციალური
თარიღი. კანონი მოქმედებს უვადოდ, თუ კანონმდებლობა სხვა რამეს არ
ადგენს. კანონი შეიძლება იყოს მიღებული განსაზღვრული ვადით,რის
შემდეგაც ის ან ძალადაკარგულად ჩაითვლება ან ახალი კანონი შეცვლის.
კანონი ან მისი ნაწილი ძალას კარგავს მაშინ,როცა :
1)გასდის ვადა
2)მიიღება კანონი, რომელიც ძალდაკარგულად აცხადებს მას. ცალკეული
სამართლებრივი ურთიერთობა გაცილებით გვიანდელია, ვიდრე მოქმედი
სამართალი, ამ ურთიერთობების მიმართ მოქმედებს ინტერტემპოლარული
სამართალი,რომელიც ადგენს გარდამავალ დებულებებს. კანონის
მოქმედება,ვრცელდება იმ ურთიერთობებზე რომელიც წარმოიშობა
კანონის იურიდიულ ძალაში შესვლის შემდეგ. კანონს უკუძალა იმ დროს
აქვს,როცა ეს პირდაპირ არის დადგენილი კანონით. კანონს, რომელიც
ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, არ აქვს უკუძალა. განასხვავებენ
კანონის ნამდვილ და არანამდვილ უკუძალას. ნამდვილი სახეზეა
მაშინ,როცა ის ეხება წარსულში მომხდარ და იქვე დასრულებულ
ფაქტობრივ ურთიერთობებს. არანამდვილი კი, ეხება
თანამედროვე,მიმდინარე სამართლებრივ ურთიერთობებს.
ნორმატიული აქტის ტერიტორიული მოქმედების ფარგლებს განსაზღვრავს
მისი გამომცემი ორგანოს უფლებამოსილების სფერო. საქართველოში
ნორმატიული აქტი მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
ავტონომიური რესპუბლიკის აქტი შესასრულებლად სავალდებულოა,
მხოლოდ მისივე ტერიტორიაზე. პირთა წრის მიხედვით ნორმატიული
აქტი მოქმედებს საქართველოს მოქალაქეებზე და აქ მცხოვრებ
უცხოელებზე, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი. ექსტერიტორიულობა
გულისხმობს, რომ უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლებზე, არ
ვრცელდება შიდასახელმწიფოებრივი კანონის მოქმედება.

You might also like