Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 12

1.

ცალმხრივი ნების გამოვლენის ნამდვილობა

ისეთ გარიგებებს,რომელთა ნამდვილობისთვის საკმარისია ერთი


პირის მიერ ნების გამოვლენა,სამოქალაქო სამართალში ეწოდება
ცალმხრივი გარიგებები. გამოყოფენ ცალმხრივი გარიგებების 3
ჯგუფს: პირველ ჯგუფს განეკუთვნება გარიგებები,რომლებიც მხოლოდ
ნების გამომვლენ პირს ეხება; მეორე ჯგუფს შეადგენს
გარიგებები,რომლებიც,მართალია,იურიდიულ ძალას იძენენ
მხოლოდ ერთი პირის მიერ ნების გამოვლენის შედეგად,თუმცა
უფლებრივ,ქონებრივ ან სხვაგვარ უპირატესობას ანიჭებენ მესამე
პირებს; რაც შეეხება მესამე ჯგუფს, ამ დროს გარიგება ეხება მესამე
პირებს,თუმცა შესაძლებელია მან სამართლებრივი ზიანი მოუტანოს
მათ. ამრიგად,ცალმხრივი გარიგებების ერთი კატეგორია ეხება ნების
გამომვლენ პირს,ხოლო მეორე კატეგორია-მესამე
პირებს,მიუხედავად იმისა,სარგებლის მომტანია ეს მათთვის თუ არა.
ცალმხრივი გარიგებების ამგვარ დაყოფას სამოქალაქო კოდექსი
მნიშვნელოვან სამართლებრივ შედეგებს უკავშირებს,კერძოდ - ნების
გამოვლენის ნამდვილობას.ცალმხრივი ნების
გამოვლენა,რომელიც მესამე პირებს ეხება, ნამდვილია მხოლოდ
მაშინ,როცა ეს ნების გამოვლენა განხორციელებულია ამ პირების
წინაშე ისე,რომ ნება მათ მიუვიდათ. ერთმანეთისგან განასხვავებენ
3 თეორიას,რომლებიც განსხვავებულად აწესრიგებენ ნების
გამოვლენის ნამდვილობის საკითხს: 1.ნების გამოვლენის თეორიის
თანახმად, ნების გამოვლენა ნამდვილია მისი გამოვლენის
მომენტიდან; 2.შეტყობინების თეორია ნების ნამდვილობისთვის
საკმარისად მიიჩნევს აღნიშნული ნების შემცველი ბარათის ან სხვა
დოკუმენტის გაგზავნას ადრესატითვის; 3.ნების მიღების თეორია
აუცილებლად თვლის ნების გამოვლენის მისვლას ადრესატამდე.
მართალია,ადრესატამდე ნების გამოვლენის მისვლის ფაქტი მას
ნამდვილობას ანიჭებს,თუმცა ეს არ ნიშნავს,რომ ადრესატი
ვალდებულია მიიღოს იგი. მეორე მხარეს შეუძლია ნების გამოვლენა
იურიდიული ძალის არმქონე გახადოს, თუკი წინასწარ ან მაშინათვე
განაცხადებს უარს. ყველა ცალმხრივი გარიგება,რომელიც ამა თუ იმ
ფორმით იწვევს არსებული ურთიერთობის შეცვლას და ეხება მესამე
პირთა ინტერესებს,მოითხოვს ამ უკანასკნელთა მიერ
მიღებას,წინააღმდეგ შემთხვევაში, გარიგება არ ჩაითვლება
ნამდვილად და სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს. კანონი
ცალმხრივი ნების გამოვლენის ადრესატს თითქმის ყველა
შემთხვევაში აძლევს თავდაცვის საშუალებას,წინააღმდეგ
შემთხვევაში გარიგება არ მიიჩნევა ნამდვილად. თუკი კანონი ასეთ
გარანტიებს არ შეუქმნიდა იმ პირებს,რომელთაც ცალმხრივი
გარიგებით ზიანი ემუქრებათ,მაშინ მთლიანად ეჭვქვეშ დადგებოდა
სამართლებრივი ურთიერთობის სტაბილურობა.
მაშასადამე,ცალმხრივ გარიგებებში ყველა ნების
გამოვლენა,რომელიც ეხება მესამე პირებს,ნამდვილობისთვის
მოითხოვს ამ პირებისგან ნების გამოვლენის მიღებას. იმ გარიგებათა
დახასიათებისას,რომელთა ნამდვილობისთვის აუცილებელია მეორე
მხარის მიერ ნების გამოვლენის მიღება, იბადება კითხვა: რა
განსხვავებაა ოფერტსა და ცალმხრივ გარიგებას შორის? ეს საკითხი
უნდა გადაწყდეს ნების გამომვლენი პირის სურვილის მიხედვით:სურს
მას ხელშეკრულების დადება და ვარაუდობს მეორე პირის თანხმობას,
თუ ნების გამოვლენით ის თავის მიზანს მიღწეულად მიიჩნევს.

2.მართლსაწინააღმდეგო და ამორალური
გარიგებანი

შეგვიძლია ვთქვათ,რომ კანონი მოთხოვნებს უყენებს არა მხოლოდ


ნების გარეგნული გამოხატვის ფორმებს,არამედ მის შინაარსსაც.
ბათილია გარიგება,რომელიც ეწინააღმდეგება საჯარო
წესრიგს,ზნეობის ნორმებს ან არღვევს კანონით დადგენილ წესს.
ანუ,ბათილობის მიზეზი შეიძლება იყოს ის,რომ გარიგების
მონაწილეთა მიერ გამოვლენილი ნება ეწინააღმდეგება კანონს,
კანონით დადგენილ ამკრძალავ ნორმებს. ამკრძალავი კანონი
შეიძლება იყოს როგორც სამოქალაქოსამართლებრივი, ასევე
საკონსტიტუციო,ადმინისტრაციული,საგადასახადო,სისხლისსამართ
ლებრივი და სხვა. კანონები,რომელთა დარღვევა გარიგების
ბათილობას იწვევს, შეიძლება იყვნენ კერძოსამართლებრივი
ხასიათის. აღსანიშნავია ისიც,რომ როცა კანონის ნორმის
შინაარსიდან პირდაპირ არ გამომდინარეობს აკრძალვა,გარიგების
შეფასება ხშირად რთულდება. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია
კანონის განმარტება და ამის საფუძველზე
გადაწყვეტა,ეწინააღმდეგება თუ არა ეს გარიგება კანონის ნორმებს.
არახალია,რომ კერძო სამართალი უფრო თავისუფლების
მიმნიჭებელი სამართალია და შეზღუდვებიც გამონაკლისს შეადგენს,
ხოლო რაც შეეხება საჯარო სამართალს, იგი პირიქით, შეზღუდვების
სამართალია, ამიტომ ამკრძალავი ნორმები მასში უფრო მეტია,ვიდრე
კერძო სამართალში. ამ მხრივ ყველაზე გამორჩეული ადგილი
სისხლის სამართალს უკავია.გარიგებები,რომლებიც სისხლის
სამართლით გათვალისწინებულ ნორმებს ეწინააღმდეგებიან,
ითვლება როგორც დასჯადად,ასევე ბათილადაც. რაც შეეხება
ზნეობრიობას, უნდა აღვნიშნოთ, რომ თუ გარიგებათა აღიარება
კანონსაწინააღმდეგოდ შედარებით მარტივია,ვინაიდან შეფასების
საზომად გამოიყენება ნორმატიული მასალა,ზნეობის
საწინააღმდეგოდ მათი მიჩნევა არცთუ ისე იოლია. პირველ რიგში,ეს
უკავშირდება ზნეობის გაგებას. ყველა ადამიანს განვითარების
დონისა და ხასიათის მიხედვით,სხვადასხვაგვარი ზნეობრივი
ღირებულებები აქვს,ამიტომ ამ ზნეობის ნორმათა კოდიფიკაცია
სამართლის ნორმების სახით შეუძლებელია,თუმცა არ უნდა
დაგვავიწყდეს ისიც,რომ 54-ე მუხლი იურისტს შესაძლებლობას აძლევს
სამართლის გამოყენებისას გაითვალისწინოს არა მხოლოდ
სამართლის ნორმები,არამედ ხალხის ზნეობრივი ღირებულებებიც და
ამით სამართალი დაუახლოვოს ხალხს. ასე ზნეობას სამართლის
მეორადი წყაროს მნიშვნელობაც ენიჭება. იმის გამო,რომ მორალის
ნორმები კოდიფიცირებული არაა,რთულია იმის დადგენა,თუ
კონკრეტულად რომელ ზნეობრივ ნორმებს ეწინააღმდეგება
გარიგება. ამ დროს გადაწყვეტილების მიღება
მოსამართლეს,მართალია, უჭირს,თუმცა მან იცის,რომ
მოსამართლისეული შეფასების საზომი უნდა იყოს,თუ როგორ
შეაფასებდა ხალხი ან კონკრეტული სოციალური ჯგუფი ამგვარ
გარიგებას.ამ დროს შეფასების მნიშვნელობა გაცილებით
დიდია,ვიდრე კანონსაწინააღმდეგო გარიგებათა სამართლებრივი
კვალიფიკაციისას. საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებთან
ერთად იცვლება ამ საზოგადოების მორალური ფასეულობებიც.
სასამართლო პრაქტიკა ბუნებრივად რეაგირებს საზოგადოებრივ
ცვლილებებზე,რაც შესაძლებლობას იძლევა კანონმდებლობის
შეუცვლელად მართლმსაჯულება შეცვლილ სოციალურ და ზნეობრივ
ღირებულებებს მიესადაგოს. ხელშეკრულება მაშინ უნდა იქნას
აღიარებული ზნეობის საწინააღმდეგოდ,როცა ეს იურიდიულად
აუცილებელია და ის შეიცავს დარღვევას იურიდიულად
მნიშვნელოვანი ინტერესებისა.

3. მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებანი

ისეთ ვითარებას,როცა გარეგნულად გამოვლენილი ნება არ ემთხვევა


მისი გამომვლენის ნამდვილ შინაგან ნებას და გარიგება ნების
გარეგნული გამოვლენის შედეგად დაიდო,სამოქალაქო სამართალში
ეწოდება ნების ნაკლი. ნების ნაკლის საფუძველეზე დადებული
გარიგებების გავრცელებულ შემთხვევებს წარმოადგენს მოჩვენებითი
და თვალთმაქცური გარიგებები.ორივე შემთხვევაში მხარეები
მიმართავენ სიმულაციას,განსხვავება მათ შორის ამ სიმულაციის
მეთოდებშია. მოჩვენებითად ჩაითვლება გარიგება, თუკი ნების
გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე ,რომ მათ მიერ
გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა, ე.ი გარეგნულად კი
გამოხატავენ ნებას,იქცევიან ისე,თითქოს ნამდვილად სურდეთ ამ
გარეგნული გამოხატულების მიღწევა,თუმცა სინამდვილეში
სულაც არ ფიქრობენ ამ შედეგის დადგომაზე. ამ კატეგორიის
გარიგებათა თავისებურება იმაში მდგომარეობს,რომ გარიგების
მონაწილეები ურთიერთშეთანხმებით მიზნად ისახავენ მესამე პირთა
შეყვანას შეცდომაში. ეს მესამე პირი შეიძლება იყოს როგორც
კრედიტორი,ისე სახელმწიფო ორგანო. თუმცა აღსანიშნავია ისიც,რომ
მოჩვენებითი გარიგებების განხილვის დროს არ არის
სავალდებულო,რომ გარიგების მონაწილეებს მიზნად ჰქონდეთ მესამე
პირის მოტყუება. უფრო გავრცელებულია თვალთმაქცური
გარიგებები. ისინი მოჩვენებითი გარიგებების ნაირსახეობას
წარმოადგენენ და მათგან განსხვავდებიან იმით,რომ გარიგების
მონაწილეებს მოსაჩვენებლად დადებული გარიგებებით სურთ
სხვა გარიგების დაფარვა,რომლის განხორციელებასაც ისინი
რეალურად ისახავენ. არაა სავალდებულო,რომ მოსაჩვენებელი
ნორმები მთლიანად გარიგებას ეხებოდეს. თუ ისინი გარიგების
მხოლოდ ერთ ნაწილს ეხება,მაშინ ეს ნაწილი უნდა ჩაითვალოს
ბათილად, ანდა მის ნაცვლად გამოყენებული უნდა იქნეს დაფარული
ნაწილის მიმართ მოქმედი ნორმები. გარიგებათა მოჩვენებითობის
საკითხი შეიძლება დადგეს მხოლოდ იმ გარიგებათა
მიმართ,რომელთა ნამდვილობა დამოკიდებულია ნების გამოვლენის
მიღებაზე გარიგების მეორე მხარის მიერ, რადგან რომელიმე
გარიგების დამალვა შესაძლებელია მხოლოდ გარიგების
მონაწილეთა ურთიერთშეთანხმებით.მოჩვენებითი გარიგების
დროს,მისი ბათილობის საკითხი წყდება მხარეთა მიერ
ჩაფიქრებული მიზნის მართლზომიერების
შემოწმებით,თვალთმაქცური გარიგებისას კი უნდა გაირკვეს
დაფარული გარიგების ხასიათი,რადგან ამ დროს გამოიყენება მის
მიმართ მოქმედი წესები. ეს უკანასკნელი უმრავლეს შემთხვევაში
ბათილია და სწორედ ამიტომ დებენ მხარეები თვალთმაქცურ
გარიგებას.

4.ფორმის დაუცველად დადებული გარიგება

59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონით ან


ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის
დაუცველად დადებული გარიგება ბათილია. გარიგების
ბათილობა შეიძლება გამოიწვიოს როგორც მარტივი
წერილობითი,ისე რთული სანოტარო ფორმის დაუცველობამ.
კოდექსის ამ ნორმის შეცვლა გარიგების მონაწილეებს არ
შეუძლიათ,თუმცა არსებობს გამონაკლისებიც,როცა ფორმის
დაუცველად დადებული გარიგება შეიძლება არ იყოს ბათილად
ცნობილი. ამისდა მიუხედავად, არ შეიძლება ამ გამონაკლისის
განზოგადება ყველა ურთიერთობის მიმართ და იმის თქმა,რომ
ფორმის დაუცველად დადებული გარიგების შესრულება ყოველთვის
იწვევს ფორმის ნაკლის გამოსწორებას. თუ ეს დაშვებული
იქნებოდა,მაშინ კანონით გათვალისწინებული ფორმა დაკარგავდა
თავის დანიშნულებას. ამიტომ უნდა დავასკვნათ,რომ ფაქტობრივი
შესრულება ფორმის ნაკლს მხოლოდ მაშინ ასწორებს,თუ ამის შესახებ
კანონი პირდაპირ მიუთითებს ან ურთიერთობის ხასიათიდან
გამომდინარე ეს საფრთხეს არ უქმნის სამართლებრივ
სტაბილურობას. არის ისეთი შემთხვევები,როცა ფორმის ნაკლი ეხება
არა მთლიანად გარიგებას,არამედ მის ცალკეულ ნაწილებს. ყველა
სხვა შემთხვევაში 59-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა
იმპერატიულია და მისი დაუცველობა ყოველთვის გამოიწვევს
გარიგების ბათილობას. ეს ნორმა გამოიყენება მთლიანად კერძო
სამართალში. შესაძლებელია გარიგების მხარეთა მიერ
შეთანხმებული ფორმის დარღვევას ყოველთვის არ მოჰყვეს
გარიგების ბათილობა, ეს დამოკიდებულია იმაზე,თუ რა მიზნით
შეარჩიეს მხარეებმა ეს ფორმა:გარიგების ნამდვილობის
წინაპირობად თუ გარიგებიდან გამომდინარე უფლებების
ნათელსაყოფად ან მათ მტკიცებულებად.ამ უკანასკნელის დროს
გარიგების მონაწილეები შეთანხმებას წერილობით აფორმებენ,რომ
რამე ხელჩასაჭიდი საბუთი ჰქონდეთ დასტურად. ამიტომ ამ
შემთხვევაში გარიგების ფორმის დაუცველობამ არ უნდა გამოიწვიოს
გარიგების ბათილობა. ფორმის შესახებ შეთანხმების მიზანი კი
დგინდება ამ შეთანხმების განმარტებით. საქართველოს სამოქალაქო
კოდექსის მიხედვით,განსხვავებით დსთ-ის მოდელური სამოქალაქო
კოდექსისგან, საგადასახადო დოკუმენტაციის გამართულად
წარმოების მიზნით იურიდიული პირები ერთმანეთს შორის
ხელშეკრულებებს პრაქტიკაში წერილობით აფორმებენ. გარდა ამისა,
დსთ-ის მოდელური სამოქალაქო კოდექსი გარიგების ფორმის
შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს ამ გარიგებათა რეგისტრაციას
სახელმწიფო ორგანოში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი კი
ასეთ რამეს არ ითვალისწინებს და სავალდებულოდ აღიარებს
მხოლოდ ზოგი უფლების რეგისტრაციას. მოკლედ რომ ვთქვათ,
პრაქტიკაში არაა იშვიათობა,როცა გარიგების შესრულებისას
მხარეები უარს ამბობენ თავიდან შეთანხმებულ ფორმაზე,კერძო
ავტონომიის პრინციპიდან გამომდინარე მათ ამის უფლება
აქვთ,ოღონდ შეთანხმებული ფორმის გაუქმება ისევე უნდა
მოხდეს,როგორც მისი შემოღება,თუკი მხარეები სხვა რამეზე არ
შეთანხმებულან.

5.გარიგების ფორმა

გარიგების ფორმის ცნება შეიძლება გამოყენებული იქნას ფართო და


ვიწრო გაგებით. ფართო გაგებით ის გულისხმობს გარიგებას როგორც
ზეპირად,ისე წერილობით. ვიწრო გაგებით კი მასში მხოლოდ
წერილობითი ფორმის სახეები მოიაზრება. გარიგების ფორმა
გარიგების,ნების გამოვლენის არსებობის გარეგნული
გამოხატვაა,რომელსაც კანონი სამართლებრივ შედეგებს
უკავშირებს.გარიგების მონაწილეებს შეუძლიათ თვითონ
განსაზღვრონ გარიგების ფორმა გარდა იმ შემთხვევებისა,როცა
კანონი პირდაპირ ითვალისწინებს ასეთ ფორმას და მისი დაცვა
სავალდებულოა. რადგანაც კანონით დადგენილი ფორმის
შემთხვევები ამომწურავადაა განსაზღვრული, ყველა სხვა გარიგების
მიმართ სამოქალაქო კოდექსი განამტკიცებს გარიგების ფორმის
თავისუფლების პრინციპს,რომელსაც ასევე ფორმის არჩევის
თავისუფლების პრინციპს უწოდებენ. ამრიგად, გარიგების
მონაწილეებს თავისუფლად შეუძლიათ აირჩიონ გარიგების ფორმა. ეს
წესი არ გამოიყენება მაშინ,როცა გარიგების ფორმას კანონი
პირდაპირ ადგენს. გარიგების ფორმის ფუნქციის ორი მნიშვნელოვანი
ასპექტია : მტკიცების გაადვილება და განზრახვის სერიოზულობის
დადასტურება. წერილობითი დოკუმენტის არსებობა აიოლებს
გარიგების მონაწილეთა ნების დადგენას და ამით კი - მტკიცების
პროცესს. წერილობითმა ფორმამ უნდა დაიცვას გარიგების
მონაწილეები ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებისაგან.
წერილობითი ფორმა სერიოზულობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
გარიგების ფორმის დახასიათებისას მნიშვნელოვანია მისი განხილვა
ერთ შემთხვევსი,როგორც გარიგების ერთ-ერთი ატრიბუტის, ხოლო
მეორე შემთხვევაში როგორც აბსოლუტური ფორმის. როცა
გარიგების ფორმა მხოლოდ გარიგების ატრიბუტად მოიაზრება,მისმა
დაუცველობამ შეიძლება გამოიწვიოს გარიგების ბათილობა. როცა
ფორმა აბსოლუტური ფორმის ფუნქციას ასრულებს,მაშინ მისი
სამართლებრივი მნიშვნელობა უფრო განსხვავებულია. გარიგების
ფორმის თავისუფლების პრინციპი ყველაზე აშკარაა
ვალდებულებით სამართალში. მცირედი გამონაკლისების გარდა,
მასში გათვალისწინებულ სახელშეკრულებო ვალდებულებათა
უმეტესი ნაწილი არ მოითხოვს კანონით განსაზღვრულ ფორმას. რაც
შეეხება სანივთო(ქონებრივ) სამართალს, აქ კანონი უფრო მკაცრია:
სანივთო სამართლით გათვალისწინებული უფლებებისა და
ურთიერთობების წარმოშობისთვის ან შეწყვეტისთვის აუცილებელია
კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვა. ეს ფორმა შეიძლება
იყოს როგორც მარტივი წერილობითი,ასევე სანოტარო. კანონით
დადგენილი ფორმის როლი და მნიშვნელობა განსაკუთრებით
დიდია საოჯახო და მემკვიდრეობით სამართალში,ასევე ზოგად
ნაწილში, კერძოდ იქ, სადაც იურიდიული პირების სამართლებრივი
მდგომარეობაა მოწესრიგებული. გარიგების იმ ფორმის
მიმართ,რომლის არჩევა გარიგების მონაწილეებს თვითონ
შეუძლიათ,კანონი რაიმე განსაკუთრებულ მოთხოვნებს არ
ითვალისწინებს,თუმცა მინიმალური მოთხოვნა ამ დროს უნდა იყოს
ის.რომ ნების გარეგნული გამოხატვა ნების მიმღებისთვის
ხელმისაწვდომი ფორმით უნდა განხორცილდეს.

6. არსებითი შეცდომის სახეები შეცდომით


დადებული გარიგების დროს

კანონი გარიგების საცილოდ გახდომის საფუძვლად მიიჩნევს


არსებით შეცდომას. იგი იძლევა არსებით შეცდომათა ამომწურავ
ჩამონათვალს,რაც აიოლებს ამ შეცდომათა რეგულირებას. 1.შეცდომა
გარიგების ტიპის არჩევაში. 73-ე მუხლის თანახმად, არსებით
შეცდომად ითვლება,როცა პირს უნდოდა დაედო სხვა გარიგება
და არა ის,რაზედაც მან გამოთქვა თავისი თანხმობა. ასეთი
შეცდომის მიზეზი შეიძლება იყოს ნების გამოვლენა
ნაჩქარევად,უზუსტობა გარიგების დოკუმენტში და სხვა. იყო თუ არა
შეცდომა ნების გამოვლენაში, უნდა დადგინდეს ნების
გამოვლენის განმარტების საფუძველზე. თუკი დადგინდა,რომ
გარეგნულად გამოხატული ნება არ შეესაბამება იმას,რაც ნების
გამომვლენს ნამდვილად სურდა,მაშინ მას ექნება შეცილების
საფუძველი. აღნიშნული შემთხვევისგან უნდა განვასხვაოთ ე.წ. falsa
demonstratio, როცა მხარეებმა დადეს ერთი ხელშეკრულება, მაგრამ
დაარქვეს სხვა სახელი. შეცდომა გარიგების ტიპის არჩევაში შეიძლება
იყოს ცალმხრივი(ცდებოდეს მხოლოდ ერთი მხარე) ან
ორმხრივი(ცდებოდეს ორივე მხარე). გარიგების ტიპში შეცდომა არ
გულისხმობს მაინცდამაინც შეცდომით სხვა სახის გარიგების დადებას,
შეიძლება შეცდომა ერთი გარიგების შიგნითაც. 2.შეცდომა გარიგების
შინაარსში. გარიგების შინაარსში შეცდომისას გარიგების
მონაწილეს სურს გარიგების დადება და ამიტომ მისი ნება
ემთხვევა გამოვლენილ ნებას,მაგრამ სურდა ამ გარიგებაში სხვა
აზრი,სხვა შინაარსი ჩაექსოვა,ვიდრე ეს სინამდვილეში
მოხდა.შეცდომის არსებობა ამ შემთხვევაშიც ნების გამოვლენის
განმარტების საფუძველზე უნდა დადგინდეს. ამ ტიპის შეცდომები
ყველაზე გავრცელებულია მაშინ,როცა გარიგების მონაწილეს უცხო
ენის გამოყენება უხდება ან იყენებს ისეთ აღნიშვნებს,რომელთა აზრი
მისთვის მთლიანად ნათელი არ არის, ანდა ხელშეკრულების საგნის
დასახელება არასწორად ხდება. გარიგების შინაარსში შეცდომები
შეიძლება გამოწვეული იყოს იმით,რომ გარიგების მხარე არასწორად
იყენებს სამართლის ამა თუ იმ ინსტიტუტს. შინაარსში შეცდომა იქნება
მაშინაც,როცა პირი სამართალში აღიარებულ ცნებას სულ სხვა
შინაარსს აქსოვს. 3.შეცდომა გარიგების საფუძვლებში. გარიგების
საფუძვლად უნდა იქნეს მიჩნეული გარიგების მხარეების
ერთობლივი წარმოდგენა იმ გარემოებებზე,რომელთა გამოც
დებენ მხარეები გარიგებას. ამ შემთხვევაში შეცდომის წინაპირობას
წარმოადგენს ის,რომ გარიგების მხარეები კეთილსინდისიერად
ენდობოდნენ ამ გარემოების არსებობას, გარიგების დადების შემდეგ
კი აღმოჩნდება,რომ თურმე ეს გარემოებები არ არსებობდა ან
არსებობდა,მაგრამ არა ისე,როგორც ეს მხარეებს წარმოედგინათ.
4.შეცდომა კონტრაჰენტის პიროვნებაში. არსებით
შეცდომად,გარიგების შეცილების საფუძვლად შეიძლება ჩაითვალოს
შეცდომა კონტრაჰენტის პიროვნებაში.ასეთი შეცდომა შეიძლება
სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს:კონტრაჰენტის ასაკი,მისი
უნარი,პროფესიონალიზმი და სხვა. შეცდომა პიროვნების არა ყოველ
თვისებაში იწვევს გარიგების ბათილობას,არამედ მხოლოდ ისეთი
პირადი თვისებები ან თვით პიროვნება,რომელიც გარიგების დადების
საფუძველი გახდა. შეცდომა პიროვნებაში უნდა განვასხვაოთ
შემოქმედებითი ან სპორტული წარუმატებლობისგან.
დღევანდელობაში ხშირად დგება შეცდომისა და შემოქმედებითი
წარუმატებლობის გამიჯვნის პრობლემა. იგი ყოველ კონკრეტულ
შემთხვევაში უნდა გადაწყდეს განმარტების საფუძველზე, ოღონდ
შეცდომა მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს გარიგების შეცილების
საფუძველი,როცა გარიგება ამ პიროვნების ან მისი პირადი
თვისებების გამო დაიდო. მაგალითისთვის, საბაზრო ეკონომიკის
პირობებში დიდ როლს თამაშობს ეკონომიკური ურთიერთობების
მონაწილეთა პირადი
თვისებები:სანდოობა,კეთილსინდისიერება,საიდუმლოს შენახვის
უნარი. ეს თვისებები აყალიბებს ნდობას ურთიერთობის მხარეთა
შორის. აღსანიშნავია,რომ თუ შეცდომა კონტრაჰენტის პიროვნებაში
მოხდა მოტყუების ნიადაგზე,გარიგების გაბათილება შეიძლება
მოტყუების საფუძველზე. 5.შეცდომა საგნის ძირითად თვისებებში.
გარიგების შეცილების საფუძველი შეიძლება იყოს შეცდომა საგნის
ძირითად თვისებებში, ასეთად მიიჩნევა ის თვისება,რომელიც
საფუძველი გახდა საგნის ღირებულების განსაზღვრისთვის . იყო
თუ არა დაშვებული შეცდომა საგნის თვისებებში,პირდაპირ აისახება
საგნის ღირებულებაში. საგნის ცნებაში იგულისხმება არა მხოლოდ
ნივთი,არამედ უფლებები,მოთხოვნები და ყველა ის სიკეთე,რომელიც
შეიძლება იყოს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის
ობიექტი.
6.შეცდომა უფლებაში. უფლებაში შეცდომა გულისხმობს პირის
არასწორ წარმოდგენას მის მიერ დადებული გარიგების
უფლებრივ შედეგებზე, კერძოდ,გარიგების დადებისას პირი
ცდებოდა და არ ეგონა,თუ მის მიერ გარეგნულად გამოხატული
ნება ასეთ შედეგებს გამოიწვევდა. უფლებაში შეცდომად არ
ჩაითვლება,თუკი სამართლებრივი შედეგი,რომელიც მოცემულ
გარიგებას მოსდევს, კანონითაა განსაზღვრული და გარიგების მხარე
კი კანონის საწინააღმდეგო ნორმას აფიქსირებს. 7.შეცდომა მოტივში.
გარიგებების დადებისას მოტივი ხშირად მნიშვნელოვან როლს
თამაშობს. გარიგების მოტივებს განეკუთვნება ისეთი
წარმოდგენები,რომლებსაც გარიგების ერთი მონაწილე იქმნის
გარიგების სხვა მონაწილეების შესახებ ან გარიგების საგნის
თვისებების თაობაზე. მოტივში შეცდომისას სახეზეა შეცდომა ნების
ფორმირებაში. აღსანიშნავია ისიც,რომ მხოლოდ შეცდომა მოტივში არ
იძლევა შეცილების საფუძველს. შეცდომა გარიგების მოტივში
არსებით შეცდომად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ,როდესაც მოტივი
შეთანხმების საგანს წარმოადგენდა. როგორც წესი,გარიგების
მოტივის საკითხი დაკავშირებულია ან გარიგების კონტრაჰენტის
პიროვნებასთან ან გარიგების საგნის ძირითად თვისებებთან,ამიტომ
მათი გამიჯვნა ხშირად რთულია. 8.შეცდომის გამო გარიგების
შეცილების წინაპირობები. შეცდომით დადებული გარიგებები
საცილო გარიგებათა კატეგორიას განეკუთვნება. საცილო გარიგება
ითვლება ნამდვილად მანამ,სანამ დაინტერესებული პირი არ
გახდის მას სადავოდ, ე.ი. მოითხოვს მის გაბათილებას. შეცდომით
დადებული გარიგებების შეცილებას ახასიათებს
თავისებურებები:1.გარიგების საფუძვლად არსებული შეცდომა
უშუალო მიზეზი უნდა იყოს გარიგების დადებისათვის. ეს იმას
ნიშნავს,რომ პირი არ დადებდა მოცემულ გარიგებას,რომ მას
არასწორი წარმოდგენა არ ჰქონოდა გარიგებასთან დაკავშირებული
ფაქტებისა და გარემოებების გამო. ამავე დროს შეცდომა ობიექტურ
საფუძვლებსა და წინაპირობებს უნდა ემყარებოდეს, თუ ეს
საფუძვლები და წინაპირობები ეჭვს ბადებენ გარიგების საგნის ან სხვა
ძირითადი თვისების გამო,შეიძლება ნების გამოვლენა შეცდომად არ
ჩაითვალოს. 2.შეიძლება გარიგების დადების საფუძველი იყოს
შეცდომა,მაგრამ თუ გარიგების მეორე მხარე თანახმაა ისე
შეასრულოს გარიგება,როგორც ეს შეცდომის დამშვებ მხარეს
სურს,მაშინ არ დაიშვება გარიგების შეცილება. 3.კანონი
გარიგების შეცილების უფლებას იძლევა მხოლოდ არსებითი
შეცდომების არსებობისას, ხოლო რაც შეეხება წვრილმან
შეცდომებს,იგი მხოლოდ ამ შეცდომის გამოსწორების უფლებას
იძლევა და არა გარიგების გაბათილების მოთხოვნის უფლებას.
შეცდომით დადებული გარიგების შეცილებაც გარიგებაა.იგი
წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას,მაგრამ მას ნამდვილობისთვის
მეორე მხარის მიერ ამ ნების გამოვლენის მიღება სჭირდება.
შეცდომით დადებული გარიგების შეცილების უფლება აქვს იმ
პირს,რომლის ნების ნაკლის გამოც დაიდო გარიგება,ხოლო ამ
შეცილების მოპასუხედ ჩაითვლება ყველა პირი,რომელიც
მონაწილეობს ამ გარიგებაში და შეცდომის წყალობით მიიღო
გარიგებისგან სამართლებრივი სარგებელი.

5. გამქირავებელს შესაძლოა ჰქონდეს რატისგან ივლისის თვის ქირის მოთხოვნის უფლება, ამისთვის საჭიროა წარმოშობილი მოთხოვნა არ იყოს შეწყვეტილი და
იყოს განხორციელებადი. კაზუსიდან ვარკვევთ, რომ პირებს შორის დადებულია ქირავნობის ხელშეკრულება. ქირავნობის ხელშეკრულება შესაძლოა,
მოშლილიყო და ხელშეკრულება შემწყდარიყო 1 ივლისს. ამისთვის საჭიროა რატის მხრიდან ხელშეკრულების მოშლა ვადების დაცვით,შინაარსობრივად რატის
წერილი შიცავდა ხელშეკრულების მოშლის ნებას. ნების გაცხადება ნიშნავს გამოვლენილი ნების ნებაყოფლობით ადრესატისთვის იმგვარად მიწოდებას, რომ
ჩვეულებრივ ვითარებაში ნების ადრესატამდე მისვლა მოსალოდნელია. მოცემულ მომენტში ეს წესი დაცულია და სახეზეა ნების გაცხადება რატის მიერ. მაგრამ
საჭიროა ნების მისვლა ადრესატთან. ხელშეკრულების თანახმად ქირავნობის ხელშეკრულების 1 ივლისს მოსაშლელად საჭირო იყო რატის მხრიდან ამის
თაობაზე ერთი თვით ადრე, 31 მაისამდე, გაფრთხილება.  შუალედური დასკვნა: დაგვიანებული ნების გამოვლენის გამო ხელშეკრულება არ მოიშლება 1 ივლისს
და სულ მცირე, მთელი ივლისის განმავლობაში მხარეთა შორის იარსებებს ნამდვილი ქირავნობის ხელშეკრულება.  საბოლოო დასკვნა: ქირავნობის
ხელშეკრულება არის, ხელშეკრულების მოშლა არ არის, ნების გაცხადება არის, ხოლო ნების მისვლა დროულად არა. ამიტომ გამქირავებელს შეუძლია რატისგან
მოითხოვოს ივლისის თვის ქირა.

6. აღნიშნული მოთხოვნის წარმოშობისათვის საჭიროა დათოსა და ლაშას შორის დადებული იყოს ნასყიდობის ხელშეკრულება. ამისათვის აუცილებელია
სახეზე იყოს ოფერტი და აქცეპტი. დათოს ოფერტი სახეზეა, მან ლაშას შესთავაზა თავისი ძველი ველოსიპედის ყიდვა 100 ლარად. მაგრამ, საკითხავია, სახეზეა
თუ არა ლაშას აქცეპტი. აქცეპტი მიღებსავალდებულო ნების გამოვლენაა და მისი ნამდვილობისათვის საჭიროა როგორც ნების გაცხადება ისე მისი მისვლა
ადრტესატამდე, ნების გაცხადება სახეზეა. მოცემულ მომენტში ნების მისვლაც სახეზეა, რადგან ნება მისულად ჩაითვლება, როდესაც იგი ადრესატის
ძალაუფლების საფეროში მოექცევა. მაგრამ საკითხავია ხომ არ გაუუქმებია ლაშას თავისი აქცეპტი. აქცეპტის გაუქმებაც აგრეთვე მიღებსავალდებულო ნების
გამოვლენაა, რომლის ნამდვილობაც დამოკიდებულია მის გამოვლენასა და მეორე მხარის მიერ დროულ მიღებაზე. ასევე მეზობელი შეიძლება იყოს ლაშას
წარმომადგენელი, რადგან ლაშამ მას დაავალა, რომ შეეტყობინებინა ის, რომ ველოსიპედს აღარ ყიდულობდა.   შუალედური დასკვნა: ნასყიდობის
ხელშეკრულება დადებული არ არის. ოფერტი სახეზეა, აქცეპტი კი არა. თანხმობის წერილი ნების მისვლა აქცეპტის გაუქმება და გაუქმების ნების გაცხადება

You might also like