Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 21

თემა 3.

ფსიქოანალიზის მეტაფსიქოლოგიური ასპექტი


ტერმინი მეტაფსიქოლოგია მიეკუთვნება ფსიქოანალიზის თეორიულ
ასპექტებს. მეტაფსიქოლოგია, ფროიდის აზრით, არის ფსიქიკური მოქმედების მის
მთლიანობაში განხილვის მცდელობა. მეტაფსიქოლოგია, ერთი მხრივ,
უპირისპირდებოდა თანამედროვე ფსიქოლოგიას“, რომელიც მხოლოდ ცნობიერი
ფსიქიკური ფენომენებით იყო დაინტერესებული და, მეორე მხრივ, –
მეტაფიზიკას, რომელიც ფსიქიკური მოქმედების ახსნა–განმარტებაში ეყრდნობა
ირაციონალურს. ფროიდი ხშირად აზუსტებდა, თუ როგორ ესმის მას
მეტაფსიქოლოგია. მის ნაშრომში „ჩემს ცხოვრებაში და ფსიქოანალიზში“ ის
წერდა: „ასე მე ვუწოდებ დაკვირვების ხერხს, რომლის მიხედვით ყოველი
ფსიქიკური პროცესი სამი კოორდინატის ჭრილში განიხილება: დინამიური,
ტოპოლოგიური და ეკონომიკური.

დინამიური თვალსაზრისი
ეს თვალსაზრისი განპირობებულია მეტნაკლებად ანტაგონისტური
ძალების შეთავსებით გაგებული ფსიქიკური ფენომენების შედეგი, რომელიც
კონფლიქტისა და არაცნობიერის ცნებებს უკავშირდება. 1909 წელს ფრანგი
მკვლევარი ჟანე აქვეყნებს ნაშრომს „ნევროზები“, სადაც ნევროზები
წარმოდგენილია, როგორც ფსიქიკური ფუნქციების შეკავება ან დარღვევა. ასე
მაგალითად, ნევრასთენია ეს არის „მე“–ს რეალობის ფუნქციის, სინთეზის
ფუნქციის უკმარისობა. იმავე წელს ზ. ფროიდი აცხადებს, რომ ის ფსიქიკურ
აშლილობას ხსნის დინამიურად, როგორც ორი ძალის კონფლიქტს. სხვა
სიტყვებით აქ ხდება არაცნობიერი ძალების გამოვლენის მცდელობისა და ამ
გამოვლენის საწინააღმდეგოდ ცნობიერი სისტემის მხრივ დათრგუნვის
ტენდენციის შეჯახება. ამგვარად შეიძლება გავიგოთ ობსესიური ქცევა, რომელიც
ჟანეს ფსიქასთენიის ცნებასთან ახლოს მიდის: კომპულსური სურვილი დღეში
მრავალჯერ დაიბანოს ხელები ინტერპრეტირდება, როგორც კონფლიქტი
სისუფთავის ცნობიერი სურვილისა და არაცნობიერი სურვილისა იყოს ჭუჭყიანი.
ფროიდი ამ კონფლიქტის დასაბუთებას ცდილობდა ერთმანეთთან
დაპირისპირებული ფუნდამენტური ლტოლვების საფუძველზე ლიბიდოსა და
„მე“–ს ლტოლვის; უფრო გვიან კი ეროსსა და ლტოლვებს შორის.
მაგრამ ფაქტების უფრო ღრმა პერსპექტივის ფარგლებში განხილვის დროს
შეიძლება ეს კონფლიქტი გაგებული იქნეს ფსიქიკური აპარატის განსხვავებული
ინსტანციების ანტაგონისტური დინამიკის გამოვლენად: როგორც მათ შორის
(ინსტინქტები იგულისხმება), ისე გარე სამყაროს მიმართ („მე“; [„იდ - “„ID“ (ის,
იგი) და „გარე სამყარო“].

ეკონომიკური თვალსაზრისი
ფროიდი ყოველთვის ცდილობდა ფსიქოლოგიაში შემოეტანა გაზომვის
პრაქტიკა. ამისი განხორციელების სირთულის გამო, ის ყოველთვის ცდილობდა
განეხილა ფსიქიკური ენერგია რაოდენობრივი თვალსაზრისის შესაბამისად.
ეკონომიკური თვალსაზრისი მიმართული იყო იმის შესწავლაზე, თუ როგორ
ცირკულირებს ეს ენერგია, როგორ იტვირთება, ნაწილდება სხვადასხვა
ინსტანციას, ობიექტსა თუ წარმოდგენებს შორის. მაგალითად, შეყვარებულობის
მდგომარეობაში არსებობს რაღაც მერყეობა საყვარელი ობიექტის გადაფასებასა და
საკუთრივ სუბიექტის შეუფასებლობას შორის. სხვა მაგალითი: ტრავმის ცნება
თანაფარდობაშია პიროვნების აშლილობის გარე გამოვლენასთან, რომელიც
გამოწვეულია რაოდენობრივად იმდენად ძლიერი აგზნებით, რომ ის არ შეიძლება
იყოს კონტროლირებული, შემჩნეული. უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკური
თვალსაზრისი ლოგიკური და რაოდენობრივი, დესკრიპტული (აღწერითი)
ასპექტია კონფლიქტში მონაწილე ძალებისა და სავსებით ცხადია, რომ იმისათვის,
რათა გავიგოთ კონფლიქტის დასასრული, საჭიროა გამოყენებული იქნეს ამ
ძალების სიდიდის შეფარდებითი ცნება. ამ ძალებს, ამ ენერგიას (ლტოლვები,
როგორც შემდგომში დავინახავთ), ზოგჯერ, იმისათვის რათა აღინიშნოს მათი
რაოდენობრივი ასპექტი უწოდებენ, „აფექტის კვანტს“).
ტოპოლოგიური თვალსაზრისი
სინამდვილეში ფსიქოანალიტიკური თეორია ფსიქიკურ აპარატს
განიხილავს, როგორც განსხვავებული სისტემების,
ურთიერთუზრუნველმყოფელი ფუნქციების ორგანიზაციას. ამ სისტემებს ან
ინსტანციებს ფროიდი პირველად თანმიმდევრულად ერთი მეორის შემდეგ
განლაგებულად მიიჩნევდა, რომლებიც ისეთ ერთობლიობას ქმნიდნენ, რაც
რეფლექსის ნერვულ რკალთან ან ოპტიკური ხელსაწყოს (მიკროსკოპი,
ტელესკოპი) განსხვავებული ნაწილებთან შეიძლება შედარებულიყო.

ტოპოლოგიური შეხედულება
საინტერესოა, რომ ტოპიკის ანუ ტოპოლოგიის მოცემულ ცნებას აქვს
განსხვავებული ისტორიული ფესვები. ეს, ერთი მხრივ, შეესატყვისება მეცხრამეტე
საუკუნის მეორე ნახევრის ნეოროფიზიოლოგიას, რომელიც ცერებრულ
ლოკალიზაციას ეხებოდა. მეორე მხრივ, ეს არის ერთ და იმავე ინდივიდთან
განსხვავებული და მეტნაკლებად ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ფსიქიკური
სფეროების არსებობა, რაც გამოკვეთილად ვლინდება ისეთ ფენომენებში,
როგორიცაა პიროვნების გაორება ან პოსტჰიპნოზური შთაგონება. ბროილერმა,
ვენტმა ექიმმა, მკვლევარმა და ფროიდთან ერთად ისტერიული ნევროზების
შემსწავლელმა, გამოთქვა აზრი, რომ განსხვავებული ფსიქიკური ფუნქციები
ეყრდნობიან აგრეთვე განსხვავებულ ფსიქიკურ აპარატებსა ანუ აღქმისა და
მეხსიერების ფუნქციებს ორი განსხვავებული აპარატი ესაჭიროებათ.

პირველი ტოპიკა
ფროიდის მიერ ფსიქიკური აპარატის პირველი ტოპოლოგიური სქემა
(მოკლედ ტოპიკა ეწოდებოდა) აღწერილია ნაშრომში „სიზმრების შესახებ
მეცნიერება“ და ესეში „არაცნობიერი“ (1916). ამ ტოპიკის ძირითადი იდეა არის ის,
რომ ფსიქიკური ფენომენების ცნობიერად და არაცნობიერად დაყოფა
კონცეპტუალურად არ არის საკმარისი. ფროიდის თვალსაზრისით ფსიქიკური
აპარატი სამ სისტემას მოიცავს:
– არაცნობიერი (შემოკლებით არაცნ.)
– წინაცნობიერი (შემოკლებით წინცნ.)
– ცნობიერი (შემოკლებით ცნ.)
უკანასკნელი სისტემა უფრო ხშირად სახელდება – აღქმა–ცნობიერება (აღქ.–
ცნ.).

აღქმა–ცნობიერების სისტემა (აღქ.–ცნ–სისტემა)


აღქმა – ცნობიერების სისტემა ფროიდმა განათავსა ფსიქიკური აპარატის
პერიფერიაზე გარესამყაროსა და მნესტიკური (მნემური) სისტემების შორის. ამის
შედეგად ის პასუხისმგებელი გახდა გარედან მომსვლელ ინფორმაციის
რეგისტრაციაზე და შინაგანი შეგრძნებების აღქმაზე სიამოვნება–უსიამოვნების
დიაპაზონში.

ფსიქიკური აპარატის სქემა პირველ ტოპიკში


სიამოვნების პრინციპი
რეალობის პრინციპი
პირვანდელი პროცესი
მეორადი პროცესი
სომატოფსიქიკური შერწყმა

საწინააღმდეგ
გარე სამყარო
აგზნების
ცენზურა

არაცნ წინაცნ აღქ–ცნ


(განდევნილი)

სიტყვების პერცეპტული სისტემა


ნივთების რეპრეზენტაცია
რეპრეზენტაცია

გავიხსენოთ, რომ აღქმის ეს ფუნქცია უპირისპირდება აღბეჭდვის


ფუნქციას: აღქმა–ცნობიერების (აღქ–ცნ) არ ინახავს აგზნების არავითარ მყარ
ნაკვალევს, რომლებსაც ის რეგისტრირებს. ამავე დროს სისტემა ფუნქციონირებს
რაოდენობრივ რეგისტრში, დანარჩენი ფსიქიკური აპარატის საწინააღმდეგოდ,
რომელიც ხარისხობრივი თვისებების (ნიშნების) შესაბამისად ფუნქციონირებს.
აღქმა–ცნობიერების (აღქ–ცნ–) სისტემა არა მხოლოდ გარე სენსორულ
ინფორმაციასა და ენდოგენურ (შინაგან) შეგრძნებებს აღიქვამს, არამედ, ამავე
დროს, არის აზროვნების პროცესების ლოკალიზაციის ადგილი, როგორც
მსჯელობების ისე მოგონებათა გამოცოცხლებისა. საჭიროა აგრეთვე არსებით
მომენტად აღინიშნოს ლოკომოტორული კონტროლი.

წინაცნობიერება
წინაცნობიერება გამოყოფილია, როგორც არაცნობიერისაგან (არაცნ), ისე
აღქმა–ცნობიერების (აღქ–ცნ) სისტემისაგან. მეორე შემთხვევაში განსხვავების
დადგენა უფრო რთულია. ამავე დროს ფროიდი მათ ხშირად აერთიანებდა, რათა
დაეპირისპირებინა არაცნობიერთან (არაცნ.). მაშინ მათ ის (ფროიდი)
წინაცნობიერების ერთობლიობას უწოდებდა და მეორე პლანზე გადაქონდა ის
ფაქტი, რომ ამ ერთობლიობის ნაწილი მოცემულ მომენტში შეიძლება
წარმოდგენილი იყო ცნობიერების ველში. ეს წინაცნობიერი არის ის, რასაც
ფროიდი უწოდებდა „მე–წარმოსადგენი (საპრეზენტაციო), რისი საკუთარ თავზე
აღება გვსურს ჩვენ. ის შეიძლება განსაზღვრული იქნეს შინაარსისა და
ფუნქციონირების თავისებურებების შესაბამისად.
მის შინაარსზე შეიძლება უპირველეს ყოვლისა ვთქვათ, რომ, ცნობიერების
ველში არყოფნის პირობებში, ის, ამის მიუხედავად, მისაწვდომია
გაცნობიერებისათვის. ის ეკუთვნის მეხსიერების ნაკვალევის სისტემას და
შექმნილია „სიტყვიერი წარმოდგენებით“. წარმოდგენების (რეპრეზენტაციების)
ქვეშ იგულისხმება ის, რაც წარმოიდგინება, აზროვნების შინაარსი და აგრეთვე ის
ელემენტი, რომელიც ფსიქიკურ ფენომენს წარმოადგენს, ის, რაც მის ადგილზე
იმყოფება. ფსიქიკური ფუნქციონირების თეორიაში წარმოდგენა განსხვავდება
აფექტისაგან, რომელიც კვანტიფიცირებული ენერგიას აღნიშნავს,
დაკავშირებულია ყოველ წარმოდგენასთან და რომლის წყარო ლტოლვაში არის
განთავსებული. არსებითად, წარმოდგენა არის მეტნაკლებად აფექტურად
დატვირთული მნესტიკური (მეხსიერებითი) ნაკვალევი. სიტყვების წარმოდგენა
არის ვერბალური წარმოდგენა, რომელსაც ფროიდის მიხედვით, უფრო მეტად
აკუსტიკური ხასიათი აქვს. ის უპირისპირდება საგნების წარმოდგენას, რომელიც
მიეკუთვნება როგორც სიზმრებს, ისე ვიზუალურ სფეროს.
აღსანიშნავია, რომ საგნების წარმოდგენას შეუძლია მიაღწიოს ცნობიერებას
(ფხიზლობის მდგომარეობაში), მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ასოცირებულია
რომელიმე ვერბალურ ნაკვალევთან, ეს საკითხი უფრო დეტალურად იქნება
განხილული, პირველი და მეორადი პროცესების შესწავლის დროს.
ზუსტად მეორადი პროცესები ახასიათებენ ცნობიერი და წინაცნობიერი
სისტემების ფუნქციონირებას. მეორადი პროცესის ძირითადი თვისება არის ის,
რომ მასში ენერგია თავისუფლად არ ცირკულირებს, რომ ის თავიდანვე
შებოჭილია და ამგვარად კონტროლირდება. მეორადი პროცესი რეალობის
პრინციპის უპირატესობით ხასიათდება სიამოვნების პრინციპთან შედარებით.

არაცნობიერი
არაცნობიერი არის ფსიქიკური აპარატის ყველაზე ძველი ნაწილი, ყველაზე
ახლოს არის ლტოლვის წყაროსთან და მეტწილად ამ ლტოლვების
რეპრეზენტანტებისაგან შედგება. რატომ რეპრეზენტანტები და არა ლტოლვები?
იმიტომ რომ ფროიდისთვის ლტოლვა არის კონცეპტი „ბიოლოგიისა და
ფსიქოლოგიის საზღვრებში“, ხოლო ფსიქიკური პროცესების დონეზე ზუსტად
რეპრეზენტანტები ვლინდებიან. რეპრეზენტანტები არაცნობიერის დონეზე არიან
– „საგნების რეპრეზენტაციები“ (სიტყვების რეპრეზენტაციის საწინააღმდეგოდ
წინაცნობიერებაში) და პირველად განდევნას განცდილი საგნების
რეპრეზენტაცია.
ამავე დროს აღსანიშნავია, რომ ფროიდი ყოველთვის დასაშვებად მიაჩნდა
თანდაყოლილი ფილოგენეტიკური ბირთვის არსებობა. მაგრამ ძირითადად ამ
პირველი ტოპიკის პერსპექტივაში არაცნობიერი ყოველთვის არის არაცნობიერი,
რომელიც ინდივიდის ცხოვრების პერიოდში არის ისტორიულად
ჩამოყალიბებული, უფრო ზუსტად კი მისი ბავშვობის ხანაში.
რაც შეეხება ფუნქციონირებას, არაცნობიერი, უპირველეს ყოვლისა
პირველადი პროცესებით ხასიათდება ე. ი. მის დონეზე ენერგია თავისუფალია,
მხოლოდ განმუხტვისადმი ტენდენცია ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე
ხორციელდება. ამრიგად, ეს ენერგია თავისუფლად გადაადგილდება ერთი
რეპრეზენტაციიდან მეორესთან, რაც გამოიხატება შესქელება (შედედება) და
გადაადგილების ფენომენებით, ირიბად არაცნობიერი იმართება სიამოვნების
პრინციპით.

ცენზურა
საჭიროა ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნის გაკეთება ამ განსხვავებულ
სისტემათა შორის საზღვრების თაობაზე. რეალურად ენერგია, რეპრეზენტაციები
არ ცირკულირებენ უკონტროლოდ ერთი ადგილიდან მეორეზე, ყოველი
გადასვლის დროს მუშაობს ცენზურა. ეს ცენზურა განსაკუთრებით სასტიკია
არაცნობიერსა და წინაცნობიერს შორის. ცენზურა აქტიურად ხორციელდება: ის
არ არის ინერტული ბარიერი, არამედ ის არის დაუძინებელი ძალა, და ის
განსაზღვრულ ტერიტორიაზე კრძალავს ამა თუ იმ წარმოდგენების დაშვებას.
ანალოგიურად ცენზურა ხორციელდება წინაცნობიერსა და ცნობიერს შორის
ურთიერთობებისას. მაგრამ აქ მაინც ის ნაკლები სიმკაცრით ხორციელდება, ის
უფრო მეტად გადაარჩევს (ართმევს) ვიდრე თრგუნავს. ამრიგად, ანალიტიკურ
სამუშაოში საჭიროა წინააღმდეგობის დაძლევა (გარდატეხის მიღწევა), რათა
უპირატესობა მივაღწიოთ ცენზურაზე არაცნობიერსა და წინაცნობიერს შორის, იმ
დროს როდესაც წინაცნობიერსა და ცნობიერს შორის გადასვლის დროს შეიძლება
შევეჯახოთ მხოლოდ ბოლომდე ართქმას. განსახილველი გვრჩება მესამე
მოსაზღვრე ზონა, ის, რომელიც განლაგებულია გარესამყაროსა და ფსიქიკური
აპარატის „ზედაპირს“ ე. ი. აღქმა–ცნობიერს შორის. მისი ფუნქცია ფილტრის
ფუნქციის მაგვარია: არ უნდა მისცეს საშუალება ფსიქიკის შიგნით შეაღწიოს
ძალიან ძლიერ სტიმულებს, რომელთა დაუფლება შეუძლებელია; აქედან არის ამ
სისტემის სახელწოდება–აგზნების საწინააღმდეგო. უნდა აღინიშნოს, რომ პირველ
ტოპიკაში ყოველი სისტემა ძირითადად, როგორც გარკვეული სათავსი ისე
ვლინდება და მუშაობა გარკვეული აზრით ამ ფარგლებში ხორციელდება.
შემდგომში ჩვენ ვნახავთ, რომ შემდგომი კონცეპტუალიზაცია ფსიქიკურ მუშაობას
თვით სისტემებში ცენტრირებს, რომლებსაც „ინსტანციები“ ეწოდება აგრეთვე.
მეორე ტოპიკა
მეორე ტოპიკის ნიშნები ჩნდება ნაშრომში „სიამოვნების პრინციპის მიღმა“.
ეს ტენდენციები არსებითად იყვნენ განვითარებულნი 1923 წელს ნაშრომში „მე“
და „ის“ („იდ“–ი). ეს გადასვლა–შედეგია ფსიქოანალიტიკური თეორიის საკმაოდ
მნიშვნელოვანი გადახედვისა და მისი გამომწვევი მიზეზები, არ არიან იმ
პროცესებისაგან დამოუკიდებელნი, რომლებიც, მაგალითად, ლტოლვების
თეორიის გადამუშავების დროს განხორციელდნენ. თუმცა ეს მოტივები ერთიან
მთლიანს აყალიბებენ, მაგრამ მაინც შეიძლება ზოგიერთი ასპექტი იქნეს
ინდივიდუალიზირებული ილუსტრაციის მიზნით. მაგალითად, მკურნალობის
პრაქტიკამ გამოიწვია არაცნობიერი დაცვების მხედველობის მიღების
აუცილებლობა (და არამხოლოდ წინაცნობიერი). მაგრამ მაშინ კონფლიქტი
არაცნობიერ ლტოლვებსა და ასეთივე დაცვებს შორის ნაკლებ გასაგები ხდება
პირველი ტოპიკის თვალსაზრისით.
მეორე მხრივ, ნარცისიზმის კონცეფცია იწვევს, მაგალითად, ინსტანციებს
შორის ურთიერთობების განხილვის ახალ ხერხს – ერთმანეთის ლიბიდოზური
დატვირთვის თვალსაზრისით. შეიძლება, აგრეთვე შევნიშნოთ, რომ ამ ორი
ტოპიკის გონი აბსოლუტურად სხვადასხვაა და ეს ვლინდება ტერმინოლოგიაში.
მაგალითად, პირველი ტოპიკის სისტემებს შეესატყვისებიან მეორე ტოპიკის
ინსტანციები, ე. ი. აქცენტი ნაკლებად კეთდება ტოპოგრაფიულ ასპექტზე, ვიდრე
კვაზი იურიდიულზე და ზოგადად, ანტროპომორფულ ასპექტზე: აპარატი ან
ფსიქიკური ველი გარკვეულწილად ჩაფიქრებულნი არიან პიროვნებათაშორისი
ურთიერთობების მოდელის შესაბამისად, ეს თეორია, ამგვარად, უფრო ახლოსაა
ფანტასტიკურ მოდუსთან, რომლის შესაბამისად ყოველი (ადამიანი) აღიქვამს მის
შინაგან სამყაროს.
ამ პერიოდის ნაშრომებში აქცენტი რეპრეზენტაციების მნესტიკური
ნაკვალევების ცნებებზე კი არ კეთდება, არამედ მეტწილად ინსტანციებს შორის
კონფლიქტების ცნებებზე, საკუთარ შინაგანი სამყაროს ინსტანციაზე ზრუნვაზე.
„ის“ („იდ“–ი“ )
როგორც პირველი, ისევე მეორე ტოპიკა სამ ნაწილს შეიცავს –„ის“, („იდ–ი“)
„მე“– „ზე–მე“. ამ სამი ინსტანციიდან მხოლოდ „ის“ („იდ–ი“ ) პოულობს ზუსტ
შესატყვისობას პირველი ტიპიკის არაცნობიერთან. უფრო გასაგებად, ვიდრე ეს
არის პირველ ტოპიკაში „ის“ („იდ–ი“) განისაზღვრება როგორც ფსიქიკური
აპარატის ლტოლვების პოლუსი. ფროიდი ამბობს, რომ ის („იდი“) არის ჩვენი
პიროვნების „ბნელი, შეუღწეველი (გაუღწეველი) ნაწილი. ჩვენ მას წარმოვიდგენთ
სომატიკის მხრივ გამღვრელ, მოთხოვნილებით ლტოლვებად, რაც ფიზიკურ
გამოხატულებას პოულობს“.
ამასთან დაკავშირებით უნდა აღვნიშნოთ, რომ პირველ ტოპიკაში
ლტოლვების, „მე“–ს ინსტინქტების ორგვარობა დაკავშირებული იყო
წინაცნობიერება–ცნობიერების სისტემასთან. მეორე ტოპიკაში–ლტოლვების
ორგვარობა, ცხოვრებისა და სიკვდილის ინსტინქტებით ერთნაირად ეკუთვნის
იმას („იდ–ის“). ცხადია, რომ მისი სამართავი კანონები იგივეა, რაც უკვე
არაცნობიერს მიეწერებოდა–პირველადი პროცესები, სიამოვნების პრინციპი.
ზუსტდება აგრეთვე, რომ მასში მოქმედი პროცესები არ ექვემდებარებიან
აზროვნების ლოგიკურ კანონებს (თუ ჩვენ გავაფართოვებთ არაცნობიერების
ფარგლებს და ფილოგენეტიკურ ასპექტს ჩავრთავთ მის შემადგენლობაში, მაშინ
ისი ნაწილობრივ მაინც – ქცევის კანონზომიერებების გათვალისწინებით და
აგრეთვე წინაბიოლოგიურ კანონზომიერებებს აგრეთვე, რადგან „ის“–„იდ–ი“)
„ID“-თან არაცნობიერის გაიგივება ამცირებს არაცნობიერების ფარგლებს და ის
უფრო მეტად სოციალურ ურთიერთობათა ასახვას წარმოადგენს, ვიდრე
პიროვნების შიდა სტრუქტურის ასახვას.
აქ არ მოქმედებს წინააღმდეგობათა უარყოფის პრინციპი. „იმას“–ში „იდ“–
ში, („ID“-ში) არ დასტურდება არაფერი რაც შეიძლება უარყოფასთან იქნეს
დაკავშირებული. პოსტულატი, რომ სივრცე და დრო ჩვენი ფსიქიკური აქტების
სავალდებულო ფორმებია, ადასტურებს „მასში“ („ID“–ში) თავის უსაფუძვლობას.
უფრო მეტიც „ის“„ID“–ი იგნორირებს ღირებულებით მსჯელობებს, სიკეთეს,
ბოროტებას, მორალს“.
მაგრამ ის, რაც განსაკუთრებით საინტერესოა მეორე ტოპიკაში ,– ეს არის
გენეტიკური ასპექტი (ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესოა ოედიპოსის
კომპლექსის შესახებ მოძღვრება). ფსიქიკური აპარატის თანმიმდევრული
დამუშავება აქ უფრო მეტია, ვიდრე პირველ ტოპიკში. „ფსიქოანალიზის მოკლე
კურსში“ ფროიდი ნათლად ამბობს: „პირველად ყველაფერი იყო „ის“ („ID“–ი). მე
ვითარდება „იმი“–საგან („ID““–საგან) გარემო სამყაროს დაჟინებული
ზემოქმედების შედეგად.

„მე“
ისევე როგორც „ის“ „იდი“ („ID“) არის ინდივიდის ლტოლვების პოლუსი, მე
არის თავდაცვის პოლუსი. „იმისს“ „იდ–ის“ ლტოლვათა მოთხოვნების, გარე
რეალობის იძულებისა და „ზე–მე“–ს მოთხოვნების (შემდგომში განვიხილავთ) „მე“
ასრულებს მედიატორის როლს, რომელიც გარკვეული აზრით მთლიანად
სუბიექტის ინტერესებზე არის პასუხისმგებელი.
თუმცა საკითხი ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას ეხება, არც თუ ისე
ადვილია „მე–ს“ გენეზის გაგება. ერთი თვალსაზრისით, ის შეიძლება
განვიხილოთ, როგორც იმ–ის თანმიმდევრული დიფერენციაცია; ეს
დიფერენციაცია ხორციელდება საწყისი ბირთვის ირგვლივ, რომელიც
წარმოდგენილია აღქმა–ცნობიერების სისტემით. ამ ბირთვით დაწყებული „მე“
თანმიმდევრულად აფართოებს მის კონტროლს დანარჩენ ფსიქიკურ აპარატზე.
ე.ი. „იმ“–აზე („ID“). მაგრამ მეორე თვალსაზრისის მიხედვით წარმოდგენილია,
რომ „მე“ აყალიბებს საკუთარ თავს, მოდელირებს გარე ობიექტებთან
თანმიმდევარი იდენტიფიკაციის საშუალებით, რომლებიც ამგვარად ხდებიან
„მე“–ს მიერ ინტერიორიზებულნი, ინკირპორირებულნი, შესაძლებელია მესამე
თვალსაზრისი, რომლის მიხედვით „მე“–ს გენეზისი არ დაიყვანება არც ერთ
ზემოთ მითითებულ გარემოებებამდე. ამ თვალსაზრისით „მე“–ს გენეზისი
დაკავშირებულია ინდივიდის დასვენების პერიოდთან, როდესაც ის არ არის
ლტოლვების ზემოქმედების ქვეშ, რადგან ისინი დაკმაყოფილებულია, და ამ
მხრივ ის კომფორტულ მდგომარეობას განიცდის, ამავე დროს გარემო მას არ
ემუქრება და არც მას აქვს გარემოს მიმართ ინტერესი, ხოლო ის სივრცე, რომელიც
მას უჭირავს სავსებით აკმაყოფილებს ინდივიდს.
ასეთ ვითარებაში, ინდივიდის ყურადღება მიმართული ხდება საკუთარ
სხეულზე, შინაგან მდგომარეობაზე, ახლობლებზე, ახლო გარემოზე–ანუ
დაუფლებულ გარემოზე და მისი ქცევა არ არის განპირობებული არც
ლტოლვებით და არც გარემოს ზემოქმედებით, არც „ზე–მე“ აწუხებს მას, ანუ ის
თავისუფალია. მას არ სჭირდება არც ერთი, არც მეორე და არც მესამე. ის საკუთარ
თავთან რჩება და მისი ქცევითი აქტივობით ინოვაციურია, უსაგნო, უმისამართო,
არაპრაგმატული, რომელიც პარ არის განპირობებული არც მატერიალური, არც
ცოდნის, არც კანონმორჩილების და არც მომავალზე ფიქრით–ის უბრალოდ არის
თავისთავთან, არაჩვეულებრივ განმამტკიცებელ, აუცილებელ ვარიაციათა
ტყვეობაში ანუ ბიოლოგიურად განპირობებულ ინდივიდუალურ
მდგომარეობაში, არამედ უვარიაციო მდგომარეობაში, რაც მასში ზუსტად
უკიდურესობათა უკუგდებას უნდა იწვევდეს და ყველაფერში ზომიერების
დაუფლებას უზრუნველყოფდეს, რაც ინტელექტის წინაპირობად შეიძლება
ჩაითვალოს გ.ჩ.).
„მე“–ს გენეზის შესახებ ამ ორი თვალსაზრისის ერთმანეთთან შეთანხმება
საკმაოდ ძნელია. ალბათ „მე“, გარკვეულწილად სულ უფრო და უფრო მეტად
ეუფლება „იმა“–ში, „იდ–ში („IდD“–ში) არსებულ ლიბოდოზურ ენერგიას და ეს
ენერგიის პორციები გადაეცემა და მოდელირდება იდენტიფიკაციის პროცესის
დახმარებით. „მე“–ს, „იდ“–ის მიერ („IდD““–ის) ენერგიის დაუფლება მხოლოდ
მისი გაკონტროლებით შეიძლება, რადგან ფიზიოლოგიური პროცესის
სხვანაირად შეთვისება ფსიქოლოგიურ ინსტანციას უბრალოდ არ შეუძლია გ.ჩ.).
შენიშვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერ შემთხვევაში „მე“ არ
არის ისეთი ინსტანცია, რომელიც თავიდანვე არსებობს, ის თანდათან ყალიბდება.
ერთმანეთის საწინააღმდეგო ტენდენციებით გახლეჩის მდგომარეობამდე მისულ
„ID“–ის საწინააღმდეგოდ მე ჩნდება, როგორც ერთიანი ინსტანცია, რომელიც
პიროვნების სტაბილურობასა და იდენტობას უზრუნველყოფს.
ამის გარდა, მეორე ტოპიკის „მე“ გადააჯგუფებს ფუნქციების გარკვეულ
რაოდენობას, რომლებიც ნაკლებ მტკიცედ იყვნენ შეკავებული პირველ ტოპიკში,
ბუნებრივია, უპირველეს ყოვლისა „მე“ უზრუნველყოფს ცნობიერების ფუნქციებს.
გაუხეშებულად მას მიაწერენ ყველა იმ ფუნქციას, რომლებიც წინათ
წინაცნობიერებას მიეწერებოდა, „მე“ უზრუნველყოფს აგრეთვე საკუთარი თავის
დაცულობას იმ განზომილებით, რამდენად უკეთესად ითავსებს „:მე“ „იმის“ „იდ–
ის“ („IდD““–ის) და გარე სამყაროს მოთხოვნილებას, როდესაც „მე“ იყენებს ერთზე
და მეორეზე საკუთარი ზემოქმედების შესაძლებლობებს, მიცემული ცოდნით
გაძლიერებული. “ის“ („იდ“–ი) „მე“–ს გარეშე წინდაუხედავად, ბრმად
ინსტინქტების დაკმაყოფილებაზე–ორიენტირებულს მარცხი მოელის უფრო
ძლიერი გარე ძალების მხრივ („ახალი ლექციები“–ფროიდი). მაგრამ საჭიროა ხაზი
გაესვას პირველხარისხოვანი მნიშვნელობის ფაქტს: ამ ტოპიკაში „მე“
მნიშვნელოვანწილად არის არაცნობიერი. ეს გამოკვეთილად, როგორც იყო
აღნიშნული, ჩანს დაცვის ზოგიერთ მექანიზმებში. მაგალითად, ობსესიური
ქცევის სუბიექტი, როგორც წესი, სინამდვილეში იგნორირებს საკუთარი ქცევის
მოტივსა და მექანიზმებს. ამასთან ერთად ეს მექანიზმები მათ კომპულსიურ,
განმეორებად ასპექტში, რეალობის იგნორირებით, განხილული უნდა იქნენ
როგორც პირველად პროცესისადმი დამორჩილებულნი. ანალოგიური
წარმოშობის უნდა იყოს მახვილგონივრულობის ზოგიერთი თავისებურება.
ზემოთქმულის გამო შეიძლება შეგვექმნას შთაბეჭდილება, რომ
სინამდვილეში ორი ინსტანცია „მე“ და („იდი“) რეალურად ფარავს ველს,
რომელიც მანამ პირველი ტოპიკის სამ სისტემას ეკავა. ფაქტურად 1917 წლიდან
(„ფსიქოანალიზის შესავალი“) ან 1914 წლიდანაც კი („წარმოდგენა ნარციზისმზე“)
და 1923 წლამდე, ფროიდი ცდილობდა დაეზუსტებინა „მე“–ს გენეზი და
ფუნქციები და დაეპირისპირებინა ის არაცნობიერადთან (რადგან ტერმინი „ID“–ი“
(„იდი“) „ის“ მხოლოდ 1923 წელს გაჩნდა), რამაც მიიყვანა ფროიდი ამ „მე“–ს
შინაგანი ნაწილების განხილვამდე. ამგვარად, გამოვლენილია იზოლირებული
სუბსტრუქტურა, რომელიც გარკვეულწილად იდეალის ფუნქციებს ასრულებდა
და აქედან წარმოიშვა მისი სახელწოდება, „იდეალი მე“ ან „მე–იდეალი“.
„ზე მე“
ტერმინი „ზე–მე“ აგრეთვე მხოლოდ 1923 იყო შემოტანილი. ამ ინსტანციის
გენეზი და მისი განსხვავებული თვისებები რეზიუმირებული იქნა ცნობილ
ფრაზაში: „ზე–მე“–ეს არის ოიდიპოსის კომპლექსის მემკვიდრე. წარმოშობის
თვალსაზრისით „ზე–მე“ აგრეთვე ახლოს არის „მე“–სთან. „ზე–მე“ აგრეთვე
წარმოშობით დაკავშირებულია („იდ“–თან). („იდ“–ის) მაგვარად „ზე–მე“
სტრუქტურირებული არის მშობლებთან იდენტიფიკაციის პრობლემების
დახმარებით ჩამოყალიბებული. სქემატურად, ავიღოთ მამრობითი სქესის ბავშვის
შემთხვევა“. მან უარი უნდა თქვას დედის მიმართ, როგორც სიყვარულის
ობიექტზე მიმართულებაზე, რათა გამოვიდეს ოიდიპოსის კონფლიქტიდან. ამ
დროს შეიძლება რეალიზებული იქნეს ორი შესაძლებლობა: ან დედასთან
იდენტიფიკაცია, ან მამისეული აკრძალვის გაძლიერება და ინტერიორიზაცია, ე. ი.
მამასთან იდენტიფიკაცია, სინამდვილეში ყველაფერი რამდენადმე უფრო
რთულია, ორმაგი ოიდიპოსის კომპლექსი, რომელიც თვითონ არის ჩვენი ბუნების
ბისექსუალურ ტენდენციებთან დაკავშირებული.
როგორც არ უნდა იყოს, ასეთი იდენტიფიკაციის მიზანია („იდ“–ი)
მიიყვანოს სიყვარულის საკუთარ ობიექტზე უარის თქმამდე, ხოლო რადგან „ის“
(„იდი“) ინრტროეცირებულია „ზე“–მეში“ და ამის გამო აღადგენს ენერგიას,
რომელიც „იმას“ („ზე–მე“–ს) გენეზის განსაკუთრებული პირობები უყალიბებს
„ზე–მე“–ს განსაკუთრებულ თვისებებს. ფაქტობრივად საუბარი არ არის „მე“–ს
მშობლებთან იდენტიფიკაციაზე. კარგად არის ცნობილი, რომ მკაცრი „ზე–მე“
შეიძლება ჩამოყალიბდეს შემწყნარებელი (ლმობიერი) მამის შემთხვევაშიც. უფრო
მეტად, ხდება იდენტიფიკაცია მშობლის „ზე–მე“–სთან, რომელიც მშობლების
მხრივ აღზრდისადმი განწყობით არის განპირობებული, რაც თაობიდან თაობაზე
გადაიცემა. ამან აიძულა ფროიდი შეენიშნა „მიუხედავად მათი უღრმესი
განსხვავებისა, „იმას“ („იდ“–ის) და „ზე–მე“–ს აქვთ ერთი საერთო მომენტი: ორივე:
სინამდვილეში, წარსულის როლს ასრულებენ „ის“ („იდ“–ი) – მემკვიდრული წესის
გამო; „ზე–მე“ კი, რადგანაც მასში აღბეჭდილია სხვები, იმ დროს როდესაც „მე“
დეტერმინირებელი არის უპირველეს ყოვლისა იმით, რომ ის თვითონ ცხოვრობს
(არსებობს); ე.ი. შემთხვევითობით აქტუალობით“ (ფსიქოანალიზის მოკლე
კურსი“ ფროიდი). ბოლო ფორმულირება („ფსიქოანალიზის ახალი ლექციები“–
ფროიდი“), „ზე–მე“ – ასრულებს სამ ფუნქციას. ერთი მხრივ, თვითდაკვირვების
ფუნქცია. მეორე მხრივ, მორალური ცნობიერების, ცენზურის ფუნქცია. ზუსტად
ეს აქვთ ჩვეულებრივ მხედველობაში, როდესაც „ზე–მე“–ს ტერმინს შეზღუდვის
თვალსაზრისით იყენებენ. და, ბოლოს, იდეალის ფუნქცია, რომლის მიმართ ახლა
გამოიყენება ტერმინი „იდეალი–მე“. უკანასკნელ ფუნქციათა შორის განსხვავება
ვლინდება ბრალეულობისა და შეუმდგარობის (უსუსური) გრძნობებს შორის
განსხვავებაში, ბრალეულობის გრძნობა ზნეობრივ ცნობიერებასთან არის
დაკავშირებული, ხოლო შეუმდგარობა (უსუსურობა)–იდეალის ფუნქციასთან.
თუ ტერმინოლოგიურ პლანში „იდეალი მე“ და „ზე–მე“ ერთი და იმავე
ინსტანციასთან არიან დაკავშირებულნი, მაშინ გამოყენების თვალსაზრისით,
როგორც ჩანს „იდეალი მე“ იძენს რამდენადმე განსხვავებულ აზრს. ის ნიშნავს
ძალიან არქაულ წარმონაქმნს, რომელიც შეესატყვისება პირვანდელი ნარცისიზმის
ყოვლისშემძლეობას ან, ნებისმიერ შემთხვევაში, ინფანტილურ ნარცისიზმს.
ზოგიერთი ავტორი (ლაგაში), თვლის, რომ „იდეალი მე“ საკუთარ თავში მოიცავს
ისეთ არსებასთან იდენტიფიკაციის გარკვეულ ნაწილს, რომელიც წინათ
ყოვლისშემძლეობასთან იყო დაკავშირებული–დედას. აქ გარკვეულწილად
შეიძლება დავინახოთ „ზე–მე“–ს წინამორბედი.

ეკონომიკური შეხედულება
ჩვენ ვნახეთ, რომ ფსიქიკურ ცხოვრებაში დასტურდება, ერთი მხრივ,
რეპრეზენტაციები, და მეორე მხრივ–მათთან დაკავშირებული აფექტები. ტერმინი
„ აფექტი“ ნიშნავს ემოციური დატვირთვის ხარისხობრივ ასპექტს, და აგრეთვე, და
უპირველეს ყოვლისა, ამ მუხტით რეპრეზენტაციის დატვირთვის რაოდენობრივი
ასპექტი. ამ აზრით არაორაზროვნად შეიძლება გამოვიყენოთ გამოთქმა „აფექტის
კვანტი“.
ფაქტია, რომ ფსიქიკური ენერგიის გარკვეული რაოდენობა, რომელიც
შეიძლება გადაბმული იყო, რომელიმე განსაზღვრულ ფსიქიკურ წარმოდგენასთან
(რეპრეზენტაციასთან) ან რომელიმე გარე ობიექტთან, იწოდება დატვირთვად.
გერმანული ტერმინი (“Beseffing”) უფრო ზუსტად შეიძლება როგორც „მიტაცება“
ვთარგმნოთ, ე. ი. ენერგიის განსაზღვრული რაოდენობის საქმიანობის შედეგი,
რომელიმე რეპრეზენტაციის შიგნით განთავსებაზე მიმართული. მაგრამ შეიძლება
აღვნიშნოთ, რომ ფრანგული ტერმინი „ინვესტირება“ თუ ის გაგებულია
ეკონომიკური თვალსაზრისით, საშუალებას გვაძლევს მივაღწიოთ არა მხოლოდ
მეტაფორის სრულ დაკავშირებულობას (გადაბმულობას), არამედ აგრეთვე კარგად
გადავთარგმნოთ გარკვეული ერთობლიობა „ინვესტირებულისა“ და
„ინვესტირების განმახორციელებლისა“. სხვა ხატოვან გამოთქმაში ფროიდი
უმატებს, „რომ საუბარია „რაღაცაზე, რაც შეიძლება გაიზარდოს, შემცირდეს,
გადაადგილდეს, განიმუხტოს და რომ ნაწილდება რეპრეზენტაციებში,
დაახლოებით ისე, როგორც ელექტრო დენის მუხტი სხეულის ზედაპირზე“.
მაგრამ, რას წარმოადგენს „აფექტის კვანტი“ და ფსიქიკური ენერგია? ამისი
დაზუსტება შეიძლება ლტოლვის ცნების დამუშავება. ზუსტად ლტოლვებიდან,
სომატური და ფსიქიკური პოლუსების მფლობელი ბიოლოგიური არსიდან
(რაობიდან), გამომდინარეობს ლიბიდოზური ენერგია, რომელიც დატვირთვის
ენერგიად გარდაიქმნება, შეიძლება ვთქვათ, რომ მეორე ტოპიკაში მთელი ენერგია
წარმოსდგება „იდი“–საგან, და ამავე წყაროდან ღებულობენ მას სხვა ინსტანციები.
საჭიროა გავიხსენოთ, რომ ნერვული ან ფსიქიკური ენერგიის ცნება
გავრცელებული იყო, როდესაც ბროიერი და ფროიდი წერდნენ პირველ
ნაშრომებს. შეიძლება ბევრის დასახელება: პტმპოლცი, მეინერტი, ბრიუკე,
ვისთანაც მუშაობდა ფროიდი, გერინგი, ვისთანაც მუშაობდა ბროიერი. ამ
მკვლევართაგან მრავალი უკვე ვარაუდობდა, რომ ნერვული ენერგია, რომელსაც
აგრეთვე „ნერვულ დაძაბულობას“ უწოდებდნენ ან „აგზნებას“, შეიძლება
შეგვხდეს ორ განსხვავებულ მდგომარეობაში და რომ, თითქმის ისევე, როგორც ეს
არის ფიზიკაში, არსებობს აქტუალური, ანუ კინეტიკური ენერგია და
პოტენციალური ენერგია, ანუ სტატიკური პტმპოლცი, მართალია იყენებდა
ტერმინებს–„თავისუფალ და გადაბმულ ენერგია“ – ტერმინები, რომლებსაც
ფროიდი კიდევ დაუბრუნდება. ნერვული ენერგიის ეს ორი სახე კარგად იყო
გარჩეული (განსხვავებული) ჯერ კიდევ 1895 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომებში
„ისტერიის გამოკვლევებში“ და „მეცნიერული ფსიქოლოგიის პროექტში“.
ზუსტად, გამოიყენებოდა ტერმინი ნერვული ენერგია, რადგან იმ დროს
ფსიქიკური ფუნქციონირება წარმოდგენილი იყო ნეიროფიზიოლოგიური
მოდელის შესაბამისად: ენერგია ცირკულირებს მეტნაკლებად „დამუხტული
ნეირონების ჯაჭვში. ასეთი მოძრაობის კონტროლი ხორციელდება ერთი
ნეირონიდან მეორეზე გადასვლის პერიოდში: ეს სინაფსი სხვა ნეირონების
კონტროლს ქვეშ იმყოფება, რომლებიც მოდულირებენ აგზნების გადასვლას,
ამსუბუქებენ მას (აჩქარებენ) (ახშობენ, დათრგუნავენ). ნეირონის აპარატის
ყველაზე მარტივ, ყველაზე არქაულ მდგომარეობაში ენერგიას უწოდებენ
თავისუფალს, ე.ი. ის ბუნებრივად მისწრაფვის ნეირონული სისტემის
საზღვრებიდან გამოდინებისაკენ (მიწურვისაკენ). ეს არის განმუხტვა.
მაგრამ იმის შესაბამისად, როდესაც „მე“ აყალიბებს მის კონტროლს
ფსიქიკურ პროცესებზე, ის ცდილობს დააკავოს (დააბას) ეს ენერგია, ე.ი. როდესაც
ეს ენერგია შეკავებულია, ის გროვდება განსაზღვრულ ნეირონულ სტრუქტურებში
(ახლა ჩვენ ვიტყოდით: განსაზღვრული რეპრეზენტაციების დონეზე). რა უშლის
ხელს ამ ენერგიას განიმუხტოს? ძირითად ეს არის – კონტროლის საქმიანობა,
რომელსაც ახორციელებს მყარი მუხტის მქონე ნეირონების ჯგუფი. ამრიგად,
რეფლექსიური აზროვნების პროცესებში რეპრეზენტაციების მთელი
ერთობლიობა ძალიან ძლიერ არის დატვირთული: ეს არის ყურადღების
ფენომენი, რაც შეეხება ასეთი ოპერაციონალური პროცესის მიმდინარეობას,
როგორიცაა ხვიროხთა აზროვნება, ის იწვევს ენერგიის მხოლოდ მინიმალურ
გადაადგილებას.
აქვე უნდა ითქვას, რომ ენერგიის თავისუფალი მდგომარეობა
შეესატყვისება პირვანდელ პროცესს, ხოლო შეკავებული (შებოჭილი)
მდგომარეობა–მეორადულს. ეს გამარტივება იქნება შეტანილი ნაშრომში
„მოძღვრება სიზმრების შესახებ“. ამ მომენტიდან ფსიქიკური მოქმედების
კონცეფცია თავისუფლდება ნებისმიერი ნეირონული ჰიპოთეზისაგან.
ამგვარად, განსაზღვრის შესაბამისად, დატვირთვის წამოყენებული
კონცეფცია მოიცავს შეკავებული (შებოჭილი) ენერგიის ცნებას. ზუსტად კლინიკამ
(ისტერიით ავად მყოფი პაციენტების მკურნალობის დროს) მიიყვანა ფროიდი და
ბროიერი გაერჩიათ რეპრეზენტაცია და ენერგია, რომლითაც ისინი არიან
დამუხტული. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ლიბოდოზური ენერგია შეიძლება იქნეს
ტრანსფორმირებული, კონვერტირებული „სომატურ ინერვაციაში“, ე.ი. სომატურ
სიმპტომებში. ეს კონვერსია შეიცავს ენერგეტიკული მუხტის გამოყოფას
რეპრეზენტაციისაგან. უკანასკნელი განიდევნა, იმ დროს როდესაც
ლიბიდოზურმა ენერგიამ „გადაინაცვლა“ სხეულში.
უნდა ვაღიაროთ, რომ ტერმინი „დატვირთვა“ უფრო გასაგებია, როდესაც
საუბარია რეპრეზენტაციებზე, როდესაც ცხადია, რომ ყველაფერი ხდება
დახურული სისტემის შიგნით, როგორიცაა ფსიქიკური აპარატი. მაგრამ
სუბიექტის მიერ ფსიქიკური აპარატის მიმართ გარემყოფი ობიექტის დატვირთვა
უფრო რთულია გასაგებად. გარე ობიექტისაგან დატვირთვის გამორთმევა და მისი
გადაადგილება ენდოფსიქიკურ (შიდა ფსიქიკურ) რეპრეზენტაციაზე ან უკუგზა,
მაშინაც კი თუ მათ გამოვლინებებს ადვილად ვაკვირდებით კლინიკაში
(შეყვარებულობის, გლოვის მდგომარეობაში) კონცეპტუალურად ეს ყველაფერი
მაინც ქმნის პრობლემას. ნაკლებ გასაგებია, სინამდვილეში, როგორ შეიძლება
ენერგიის გარკვეული რაოდენობა იქნეს გადაადგილებული და შენახული.
მაგრამ დატვირთვის კონცეფცია არ იქნება დავიწყებული, რადგან ქმნის
ფსიქიკური ეკონომიის გაგების ფუნდამენტალურ ელემენტს. დატვირთვამ უნდა
გამოხატოს გარკვეული სტაბილურობა და გარკვეული მოქნილობა. ცხადია,
მაგალითად, რომ ობიექტის დაკარგვის შემდეგ სუბიექტს შესაძლებლობა უნდა
ქონდეს თავისი ლიბოდოზური დატვირთვის ამოღებისა („ეს არის „გლოვის
მუშაობა“); გადატვირთვის შეუძლებლობის შემთხვევაში ფრუსტრაცია იწვევს
დეპრესიას. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რეპრეზენტაციის განტვირთვის
შესაძლებლობა, რომლებსაც „ზე–მე“ გვავალდებულებს განდევნოთ ენერგია,
რომელიც ამგვარად თავისუფალი ხდება, შეიძლება გამოყენებული იქნეს
განდევნის მხარდასაჭერად „დატვირთვის საწინააღმდეგო მოქმედების“
დახმარებით. ის, რაც იქნება „დატვირთვის საწინააღმდეგოდ განხორციელებული“
(დატვირთული, რათა მოხდეს რაღაცის იმიტაცია განდევნილი
რეპრეზენტაციისათვის), შეიძლება იყოს მისი საპირისპირო: მაგალითად,
გულმოწყალების, ან ფილანტროპიის იდეალი დაპირისპირებული აგრესიულ
ლტოლვასთან. ამ შემთხვევაში საუბრობენ რეაქტიულ წარმონაქმნზე. მაგრამ ეს
აგრეთვე შეიძლება იყოს შენაცვლებითი წარმოდგენა (რეპრეზენტაცია), ისევე
როგორც ფიზიკური გადანაცვლება (გადაადგილება, გადაწევა), პატარა განს
გადაწევს ცხენზე შიშს მამის წინაშე, ამით ის უფრო ასატანად ხდის ოედიპოსეულ
მეტოქეობას, აგრესიულობას და კასტრაციის შიშს.
სინამდვილეში, ის რაც ამ დაცვით სტრატეგიაში „დატვირთვის
საწინააღმდეგო“ ხდება, უკვე შეეძლო ჩამოეყალიბებინა ძლიერ დატვირთულ
ობიექტს: საუბარია ზედატვირთვაზე. მაგრამ ზედატვირთვის ცნებას აქვს
განსაკუთრებული და უკიდურესად მნიშვნელოვანი დანართი ყურადღების
ფენომენზე: ლოგიკური აზროვნების ეფექტიანობა საჭიროებს იმას, რათა
ზოგიერთი წარმოდგენები, რათა არ იყვნენ შეკავებულნი (შებოჭილები)
აქტუალურ პერცეპციულ ველში, ღებულობენ დამატებით მუხტს, ამოღებული
„ზედამუხტვის თავისუფალი ენერგიის“–რეზერვიდან, რაც გააჩნია ამ მიზნით
აღქმა–ცნობიერების სისტემას.
სანამ გადავალთ საქმიანობის ეკონომიკური პრინციპების წარმოდგენაზე,
რამდენიმე სიტყვას ვიტყვით პირველადი და მეორადი პროცესების თაობაზე. ჩვენ
ვნახეთ, რომ პირველადი პროცესი ხასიათდება ენერგიის თავისუფალი
(შეუბოჭველი) მდგომარეობით, რაც, როგორც ვიცით იწვევს არა მხოლოდ
განმუხტვის შემსუბუქებას, არამედ აგრეთვე გადანაცვლებისა და შესქელების
ფენომენებს. გავიხსენოთ, რომ გადანაცვლების ქვეშ იგულისხმება დატვირთვის
ენერგიის გადადინება, გადაადგილება სხვადასხვა რეპრეზენტაციათა
შეჭიდულობის (გადაბმულობის) ასოციაციური გზის გასწვრივ, რაც აიძულებს
ერთ ასოციაციას გამოიხატოს სხვა ასოციაციის ნაცვლად. შეიძლება შევნიშნოთ,
რომ ამ გადანაცვლებას, ამა თუ იმ ხარისხით, აქვს დაცვითი ფუნქცია. ასე
მაგალითად, სიზმრის დროს ის საშუალებას აძლევს ცენზურას მიიღოს
შერბილებული რეპრეზენტაცია. სხვა, კიდევ უფრო მეტად განსაზღვრული
დაცვითი მნიშვნელობის მაგალითი ფიზიკური სიმპტომის მეშვეობით.
შეჭიდულობაში (გადაბმულობის) ერთადერთი რეპრეზენტაცია წარმოდგენილია
მრავალი რეპრეზენტაციათა ასოციაციური ჯაჭვების საერთო წერტილით და
ზუსტად ის იტვირთება მათი ენერგიით: ამგვარად ის იმყოფება მასთან
დაკავშირებული წარმოდგენების ადგილზე.
პირველადი პროცესის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი გულისხმობს,
რომ ის მიმართულია აღქმის იდენტობის (შესაბამისობის) მოძიებაზე. ეს აღქმის
იგივეობის ცნება დაკავშირებულია დაკმაყოფილების გამოცდილების
გამოცნობასთან, ამიტომ ბუნებრივია მოველოდოთ, რომ დაძაბულობის
(სურვილის) წარმოქმნის შემთხვევაში ობიექტისა და პროცესის მნესტიკური
ნარკვევები, რომლებიც წინათ ხსნიდა ამ დაძაბულობას, იქნებიან ინტენსიურად
გადატვირთულნი. სუბიექტი, ამგვარად, ცდილობს განაახლოს პროცესი და
ყველაზე მოკლე გზით მიაღწიოს დამაკმაყოფილებელ ობიექტს ან, უფრო მეტად,
იმ შეგრძნებებს, რომლებსაც იწვევდა ობიექტი. ჩვეულებრივ მიზანი მიიღწევა
ობიექტის გახსენების ჰალუცინატირული რეაქტივაციის საშუალებით.
მეორადი პროცესი, უპირველეს ყოვლისა, განისაზღვრება ენერგიის
შეკავებული (შებოჭილი) მდგომარეობით, ის, რაც საჭიროა ამ დონეზე, ეს უკვე
აღქმასთან იდენტობა (შესაბამისობა) კი არ არის, არამედ აზროვნებასთან
იდენტობაა (შესაბამისობა), ე.ი. „მე“–ს ლტოლვა გადაიტანა რეპრეზენტაციათა
შორის გაერთიანების კავშირებზე, გზებზე. სუბიექტი უკვე არ არის მთლიანად
მოცული მისი ერთადერთი სურვილით აღიდგინოს სასიამოვნო შეგრძნებები, ის
ფიქრობს, შემოყავს, კონტექსტის გამათვალისწინებელი, პარამეტრები. ეს იმაზე
მეტყველებს, რომ ჩნდება შესაძლებლობა მეტნაკლებად ხანგრძლივი პერიოდის
განმავლობაში დათრგუნული იქნეს განმუხტვისადმი პირვანდელი ტენდენცია.
შეიძლება ითქვას, რომ რეფლექსური აზროვნებისა და დროის მახასიათებლების
წარმოშობა იწვევს სიამოვნების პრინციპის რეალობის პრინციპით შენაცვლებას.
რა არის სიამოვნების პრინციპი? ეს არის კანონი, უპირველეს ყოვლისა,
ფსიქიკური აქტივობის უსიამოვნების განრიდებისა და სიამოვნების მოძიების
მიზნით წარმმართველი. აღსანიშნავია, რომ ასეთი სახით ეს იდეა ჯერ კიდევ
ფროიდამდეც არსებობდა. სიამოვნების პრინციპი ცხადად გულისხმობს იმის
გაგებას, თუ რა არის სიამოვნება და უსიამოვნება. ფროიდისთვის ეს
ხარისხობრივი ასპექტი ყოველთვის იყო დაკავშირებული რაოდენობრივ, ე.ი.
ენერგიის დონის საკითხთან: სიამოვნება განისაზღვრება როგორც ენერგეტიკული
დაძაბულობის მინიმუმამდე შემცირება.
მაგრამ ნაშრომში „სიამოვნების პრინციპის მეორე მხარე“ (1920) ფროიდი
აღნიშნავდა, რომ არსებობს სასიამოვნო დაძაბულობა. მაშინ მას შემოაქვს დროის
ფაქტორი, ე.ი. იმის შესახებ დებულება, რომ აღირიცხება, მხედველობაში მიიღება
არა მხოლოდ ენერგეტიკული დატვირთვის დონე, არამედ აგრეთვე დატვირთვის
ვარიანტები, მისი რიტმი, მისი გრადიენტი. ამის მიუხედავად, ხარისხობრივის
რაოდენობისადმი რედუქციის საკითხი არასდროს იყო საკმარისად
დამაკმაყოფილებლად კონცეპტუალიზებული.
სიამოვნების პრინციპი გულისხმობს, რომ ლტოლვა უპირველეს ყოვლისა
მოითხოვს განმუხტვას და დაკმაყოფილებას უშუალოდ. მაგრამ გამოცდილებას
მივყევართ იმის აღიარებამდე, რომ ყველაზე უშუალო დაკმაყოფილება,
ჰალუცინაციური რეალიზაცია მომატყუებელია, და თვითონ განმუხტვამაც,
ყოველგვარი სიფრთხილის გარეშე, შეიძლება, თავის მხრივ გამოიწვიოს
აუტანელი შოკი. ამგვარად, გარემო რეალობის იგნორირების პირობებში (ჩვენი
ორგანიზმის შემზღუდავი) შედეგად არ შეიძლება მივიღოთ ხანგრძლივი
სიამოვნება – ამას გამოხატავს რეალობის პრინციპი. ამრიგად, რეალობის
პრინციპი არის სხვა არაფერი, თუ არა ცხოვრებისეული გამოცდილებით
ნაკარნახევი სიამოვნების პრინციპის შეგუება.
საინტერესოა აღინიშნოს, პირველადი პროცესისა–თავისუფალი ენერგიის,
სიამოვნების პრინციპი, აღქმის იდენტობისა და მეორადი პროცესი – შეკავებული,
შებოჭილი ენერგია, რეალობის პრინციპი, აზროვნების იდენტობა–შორის მჭიდრო
კავშირი. პირველი ხელმძღვანელობის „იდ“–ის ფუნქციონირებას, ხოლო მეორე კი
– ჭარბობს „მე“–ს დონეზე.
სიამოვნების ცნებას, იმ სახით, როგორც ის წარმოდგენილია სიამოვნების
პრინციპში, გარდაუვლად შედეგად მოჰყვება ის, რასაც მუდმივობის
(კონსტანტობის) პრინციპი ეწოდება. ფროიდის სიტყვით, ეს არის ჰიპოთეზა და ამ
ჰიპოთეზის მიხედვით ფსიქიკურ აპარატს აქვს ტენდენცია შეინარჩუნოს აგზნების
შესაძლებლად დაბალი დონე ან ყოველ შემთხვევაში, შესაძლებლად დაბალი
დონე ან ყოველ შემთხვევაში შესაძლებლად არსებული აგზნების რაოდენობის
მყარი დონე. მეორე მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ დაძაბულობის გაძლიერების
სუბიექტური აღქმა იწვევს უკმაყოფილებას განმუხტვის შესაძლებლობის
მოძებნას.
ისევე როგორც თავისუფალი და შეკავებული (შებოჭილი) ენერგიის
ცნებები, მუდმივობის პრინციპის კონცეფციას აქვს პარალელები ფიზიკის
სფეროში. სინამდვილეში კონსტანტობის პრინციპი შეიძლება გაგებული იქნეს
სხვადასხვანაირად: როგორც დახურული სისტემის საერთო ენერგეტიკული
მუხტის კონსტანტობა; ან როგორც მუხტის ერთ დონეზე შენარჩუნება ამ სისტემის
განსხვავებულ ნაწილებში; ან როგორც ამ სისტემის თვითრეგულაციის უნარი იმ
რყევების წინაშე გარემო სამყაროს რომ მოაქვს. უკანასკნელი მნიშვნელობა
გამოიყენება ფიზიოლოგიაში და ჩვეულებრივ აღიწერება ჰომეოსტაზის
ტერმინებში. მაგრამ როგორ ესმოდა ეს გარემოება ფროიდს? ზუსტი განმარტებები
ამის თაობაზე არ არსებობენ.

ლიტერატურა:
რ. დგებუაძე, ა. ბესაძე. ქართულ–რუსულ–ლათინური მოკლე სამედიცინო
განმარტებითი ლექსიკონი. „განათლება“, თბ., 1988.
Буланже Ж.Ж. Метапсихологический аспект.в кн.: Бержере Ж.
Патопсихология. Психоаналитический подход. Теория и клиника. Аспект-Преси.
М., 2008.

You might also like