Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 32

ამბობენ შენი ბედი დაბადებიდანვე დაწერილიაო. მე ასე არ ვფიქრობ.

ასე რომ იყოს


ყველანი უშეცდომოები ვიქნებოდით. ჩვენ ბედს ჩვენ თვითონ ვწერთ, ვცვლით ჩვენი
სურვილებისამებრ, იმისთვის რომ ავისრულოთ სამყაროში ყველაზე ამბიციური
ოცნებები. ვცვლით და ამავე დროს ვეწინააღმდეგებით დაწერილ თუ დაუწერელ
კანონებს და ვუპირისპირდებით მთელ ქვეყანას.
ბედი ძალიან საინტერესო რამაა, მიუხედავად იმისა რომ მას ჩვენ თვითონვე ვქმნით
ის მაინც გვაიძულებს რომ თავგადასავლებით სავსე ცხოვრებაში ვიცხოვროთ.
შეგიძლია შენი ბედის მწერალი შენთვითონ ხარ და შეგიძლია სამყაროს ის შენი
სახელით გააცნო, ან დაწერო შენი მოთხრობა და ის პლაგიატებს დაუთმო,
რომლებიც სულ რამდენიმე სიტყვის შეცვლით მთლიან ნაწარმოებს გააფუჭებენ და
აზრს დაუკარგავენ.

თავი 1
სარკის წინ ვიდექი, ჩემს ცხოვრებას აზრი დაკარგული ჰქონდა, წამლებით
გაბრუებული ვიყავი და არც კი ვიცოდი სად წავიდოდი, როცა ამ საავადმყოფოს
დავტოვებდი. სხეულზე ჩალურჯებები მქონდა, ყველა რომ შეამჩნევდა ისეთი
ჩალურჯებები, თვალები ტირილისგან დასიებული და დაწითლებული, თეთრი
პერანგი მეცვა, ფეხზე ისევ ჯაჭვები მეკეთა და მშიოდა, მართლა მშიოდა, ორი დღეა
ჩემთვის საჭმელი არ შემოუტანიათ, მხოლოდ წყალი. ეგეც გუშინ მომიტანეს, დღეს
არც წყალი შემოუტანიათ. და მაინც რომ ვფიქრობ, რა დავაშავე, აქ რისთვის
მომიყვანეს ერთი მოგონება არ მახსენდება, რაც შეიძლებოდა აქ გამოკეტისთვის
დამემსახურებინა, ამ ბნელ ოთახში, სადაც შუქი მხოლოდ პატარა, მრგვალი
ფანჯრიდან შემოდიოდა, ორი წელი ვიყავი გამოკეტილი. რისთვის? რატომ? ამ
კითხვაზე პასუხი მხოლოდ ერთს აქვს და ის ერთი მე არ ვარ…

……….

10 წლის შემდეგ

…..

მე აეროპორტიდან გამოვედი. სათვალე ჩამოვიხსენი და იქაურობა მოვათვალიერე.

- კეთილი იყოს ჩემი დაბრუნება! - ვთქვი მე და ჩამეღიმა.

უცნაური შეგრძნება იყო მიჩიგანში დაბრუნება, თითქოს ბავშვობაში დავბრუნდი,


მაგრამ არა ბავშვობაში დაბრუნება არ მინდა.
რამდენიმე წუთში აეროპორტის წინ შავი მანქანა გაჩერდა, წინა ადგილიდან კი,
შავკანიანი, ხუჭუჭთმიანი, მაღალი, სუსტი, ევა გადმოვიდა.
მე მას გავუღიმე, ხელები გავშალე და მისკენ წავედი, ისიც ზუსტად ასე, ჩემთან
მოვიდა და ჩვენ ერთმანეთს ჩავეხუტეთ.

- როგორ მომენატრე! - ვთქვი მე


- მეც, მეც ძალიან მომენატრე! - მან ისე მომხვია ხელები, ლამის გამჭყლიტა,
მაგრამ არაუშავს.
ევა ერთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც მთელი ამ ხნის მანძილზე არ
მივუტოვებივარ. ჩემი ნახევარ-დაა, ერთი სისხლი არ გვაქვს, ერთმანეთისგან კანის
ფერითაც კი განვსხვავდებით, მაგრამ ის ჩემი სულის ნაწილია, ჩემი მეორე ნახევარი.
ორი წელია ის არ მინახავს და ახლა მისი ნახვის შემდეგ ცრემლები მომადგა
თვალებზე, მაგრამ შევიკავე. ტირილი არ მიყვარდა და არც ემოციური ვიყავი.
მე ევა გავწიე, აი ის ტიროდა.

- კარგი, რა ნუ ტირიხარ!
- შენ როგორ შეგიძლია არ იტირო? - მან ცრემლები მოიწმინდა - მეორედ ასე
შორს აღარ წახვიდე, თან ამდენი ხნით.
მე გამეცინა.

- კარგი, არ წავალ!

ევა როგორც იქნა დამშვიდდა,

- კარგი წავედით, შენი სახლი მზადაა.


- წავიდეთ, მაშინ!

მე გავუღიმე კიდევ ერთხელ და მანქანაში ჩავჯექით. ღვედი შევიკარით.

- ლოს-ანჯელესში რა ხდებოდა? - მკითხა ევამ.


- არაფერი, ისეთი.
- დღეს ხომ გახსოვს ონეელებთან ხელშეკრულება უნდა დავდოთ, ამისთვის
პატარა წვეულებას ვაწყობთ.
- ვიცი, შენი პატარა წვეულება. არ შეიძლება უბრალოდ ხელი მოვაწეროთ
ხელშეკრულებას და დავასრულოთ?
- არა, ეს ბენ ონეელმა დაგეგმა.
- რამდენი წლისაა ეგ შენი ბენი?
- 26 წლის.

მე თვალები გადავატრიალე

- კიდევ ერთი მექალთანე პარტნიორი მშვენიერია.


- ჯერ არც კი გაგიცნია.
- უკვე ვხვდები ვინც არის.

ევას გაეცინა.

- კარგი, მთავარია არ უეხეშო, როგორც იცი. ხელს მოვაწეროთ და ვსიო, არ


არის საჭირო თვალებჩალურჯებული გაუშვა.
- შევეცდები.
- შევეცდები არა, არაფერს გაუკეთებ ბენს.
- კარგი, კარგი. არ მოვკლავ.

მე გავჩუმდი, თუ მომიშალა ნერვები, რაც ძალიან ადვილია, რა თქმა უნდა მოვკლავ.


დაახლოებით ერთი საათი მოვუნდით ჩემ სახლთან მისვლას.
ჩემი სახლი 26 სართულიან კორპუსში, ერთ-ერთი აპარტამენტი იყო. არ მიყვარს
კერძო და დიდი სახლები. კორპუსის ბინა ჩემთვის შესაფერია.

- მერამდენე სართულზე ვცხოვრობ? - ვკითხე ევას და ღვედი შევიხსენი.


- მე-12-ზე.
- მშვენიერია.
მანქანიდან გადავედი და ჩემი ჩემოდანი გადმოვიღე საბარგულიდან. მე-12
სართულზე ავედით.
ჩემი სახლი ლიფტიდან მარჯვნივ, თეთრი, რკინის კარიანი იყო.
ევამ გასაღები მომცა.

- მე კომპანიაში უნდა გავიქცე, ხელშეკრულების ბოლო საბუთები მოვაწესრიგო.


- კარგი, მეც მოვწესრიგდები და მოვალ.
- წვეულება საღამოს 8-ზეა, შენ ცოტა ადრე მოდი, თუ რაიმე არ მოგეწონება
რომ შეცვალო.
- კარგი.

ევამ გამიღიმა და წავიდა. გასაღებით კარი გავაღე.


სახლი ზუსტად ისეთი იყო, როგორიც მინდოდა. დუპლექსის ტიპის, ყველაფერი
თეთრი და მცენარეები, ყვითელი დეტალები, რაც მთავარია პატარა, ოროთახიანი.
ხედი პირდაპირ სანაპიროს გადაჰყურებდა და მზე ოთახებში ანათებდა.
ჩემოდნები შიგნით შევიტანე და კარი დავხურე. იქაურობა დავათვალიერე.
სამზარეულოდან აივანზე გასვლაც იყო შესაძლებელი, აივნის კარი გავაღე და
გავედი.
ზღვის სურნელი ჩემ სახლამდეც აღწევდა.
კარი ღია დავტოვე და ახლა უკვე ზევით ავედი. ზევით მარტო ჩემი ოთახი იყო, სადაც
იდო საწოლი, სკამი, თარო, პუფი და მაგიდა. ოთახ სააბაზანოში გასასვლელიც
ჰქონდა. ყველა ოთახში, მათ შორის სააბაზანოშიც მცენარეები იდო.
ჩემი ჩემოდნიდან ტანსაცმელი ამოვალაგე, წვეულებაზე ჩასაცმელად თეთრი,
შარვლის, კლასიკური კომბინიზონი ამოვიღე და გავაუთავე, შემდეგ კი ჩამოვკიდე.
სააბაზანოში შევედი, შხაპი მივიღე და შემდეგ თმის გაკეთება დავიწყე. თმა გავიშრე,
დავისწორე და ნაწილი შევიკარი.
მაკიაჟის გაკეთებამდე სახე მოვიწესრიგე. ჩემს გარგენობას ვერ ვიტანდი,
ბავშვობიდან არ მომწონდა როგორც გამოვიყურებოდი, უფრო სწორად 12 წლიდან,
ამიტომ ყველანაირად ვცდილობდი შევცვლილიყავი. პლასტიკურმა ქირურგიამ და
მაკიაჟმა ეს ყველაფერი გამოასწორა. პლასტიკური ქირურგიის შემდეგ ცოტა
ამიმაღლდა თვითშეფასება, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვცნობდი. ახლა კი უკვე ეს არ
მომწონდა.
სახის მოწესრიგების შემდეგ მაკიაჟის გაკეთება დავიწყე. ჯერ ტონალური წავისვი,
შემდეგ ქონსილერი, რომ თვალებ ქვეშ სითეთრე მქონოდა, კორექტორი, რუმიანა,
ჰაილაითერი, შემდეგ თვალის მაკიაჟი, ტუში, ლაინერი და თვალის ჩრდილი.
ტუჩებზე წითელი პომადა წავისვი და გლოსი, ოდნავ სიპრიალისთვის. ჩემი
ყოველდღიური მაკიაჟი მართალია ასე არ გამოიყურებოდა, მაგრამ აეც არაფერი
აკლდებოდა. ბევრს ჰგონია, რომ მაკიაჟს არ ვატარებ, ისიც ჰგონიათ რომ
პლასტიკური ოპერაციები არ მაქვს გაკეთებული, მაგრამ სახლს არ ვტოვებ მაკიაჟის
გარეშე.
თმა გავისწორე და შემდეგ საათს დავხედე. 4 საათი იყო, წვეულება კი 8-ზეა. 4
საათით ადრე ვიყავი მზად, თუმცა არაუშავს მაინც კომპანიაში უნდა წავიდე.
კომბინიზონი ჩავიცვი და მერე ჩემს ასისტენტს, ემილის დავურეკე. მალევე მიპასუხა.
- გისმენთ, ქალბატონო ენი!
- ემილი, როგორ ხარ?
- კარგად ქალბატონო ენი, თქვენ?
- მადლობა მეც კარგად. სად ხარ?
- კომპანიაში, ჩამოხვედით უკვე?
- კი, ჩამოვედი და შეგიძლია ჩემთან მძღოლი გამოუშვა? მისამართს ევა
გეტყვის.
- კარგით, ახლავე!
- მადლობა.

მე ტელეფონი გავთიშე. ჩანთა ავიღე და შიგნით საჭირო ნივთები ჩავიდე.


ემილმა რამდენიმე წუთში მომწერა რომ საცობში მოყვნენ, ამიტომ მოსვლა ცოტა
დააგვიანდებოდათ, კომპანიაში მისვლას კი ვერ მივასწრებდით, ამიტომ ემილიმ
თავად გამომიგზავნა მაილზე ხელშეკრულება.

- აჰ, მშვენიერია! - ვთქვი მე და კომპიუტერი გავხსენი.

მაილზე შევედი. ემილს წერილი, 15 წუთის წინ ჰქონდა გამოგზავნილი.


მე გავხსენი და წავიკითხე. რამდენიმე რაღაცა იყო ჩასასწორებელი, ჩავასწორე,
ხელი მოვაწერე და პირდაპირ ევას გავუგზავნე.
ევამ მალევე დამირეკა.

- გისმენ ევ!
- დაო, მივიღე შენი ჩასწორებული. ცოტა გამიკვირდა ვადა რომ გაზარდე.
- ხომ, 6 თვე ცოტა იყო. ჯობს ერთ წლიანზწ გავაკეთოთ.
- მეგონა აქედან მალე წასვლა გენდომებოდა.
- ერთი წელი აქ გავძლებ.

ევა გაჩერდა.

- რამეს აპირებ?
- რას უნდა ვაპირებდე?
- ენი, გაფრთხილებ. ჯერ ელდერებთან საქმეს არ დაიჭერ. ჯონი ელდერს ჯერ
არ დაენახვები.
- დამშვიდდი, არაფერს ვაპირებ.

სინამდვილეში ასე არ იყო. აქ ზუსტად ჯონი ელდერის გამო ჩამოვედი.

- ენი.
- რა?! შენს გარეშე არაფერს გავაკეთებ, დამშვიდდი.

უბრალოდ არ მინდა ამ საქმეში ჩავითრიო ევა, მას ისეთი სუფთა გული აქვს და
ისეთი კეთილია, არ მინდა ამ ყველაფერმა გაანადგუროს.

- კარგი, გენდობი! წვეულებაზე გნახავ.


- დროებით!
- დროებით!

მე ტელეფონი გავთიშე.
ენევი იმისთვის შევქმენი რომ ჯონი ელდერზე შური მეძია. ახლა უკვე ამისი დროა.
მან მთელი ცხოვრება წამართვა. ვერ დავუშვებდი რომ თავისუფლად ეცხოვრა.
რამდენიმე საათი ემილის ველოდე. დაახლოებით 6-ზე ემილიმ მომწერა, რომ
მოვიდნენ და ქვევით ჩავსულიყავი. მეც ჩემი ჩანთა ავიღე, სახლი დავტოვე და
ქვევით ჩავედი.
ემილი მანქანიდან იყო გადმოსული და მელოდა, მწვანე მოკლე კაბა ეცვა, თმები
გაშლილი ჰქონდა და ხელში პლანშეტი ეჭირა.

- კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება, ქალბატონო ენი! - მან გამიღიმა


- მადლობა.
- ქალბატონო ენი, წვეულების პროგრამა განვიხილოთ?
- რა თქმა უნდა, უბრალოდ ჯერ ჩავსხდეთ.

ჩვენ მანქანაში ჩავჯექით.

- ესე იგი, პირველი ჟურნალისტებთან ბრიფინგი იქნება, გამომდინარე იქიდან


რომ თვენ დიდი ხანი არ ჩანდით. ბრიფინგი ბენ ონეელთან ერთად
წარიმართება. მოდის ინდუსტრიაში ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია,
ამიტომ საზეიმოდ მოგიწევთ კომპანიის წარმომადგენლებმა ხელი მოაწეროთ.
- ამას ევა რატომ არ აკეთებს?
- იმიტომ, რომ ევა მხოლოდ და მხოლოდ საქმეთა მმართველია. დიზაინერიც
და კომპანიის აქციების 51%-იანი მფლობელი თქვენ ხართ.
- ღმერთო, რა დავაშავე!
- შემდეგ იქნება ვახშამი, ცეკვა, ჩვენება და დახურვის ცერემონიალი.
- აი იმ ცეკვიდან მე წამოვალ.
- შეუძლებელია.
- ახხხ. სტუმრები ვინ არიან?
- რამდენიმე მნიშვნელოვანი დიზაინერი დავპატიჟეთ, საპატიო მნიშვნელობა
მივანიჭეთ, ელდერებს.
- რა? ელდერები იქნებიან?
- დიახ.
- რატომ?
- ისინი პირველები არიან.

მე თვალები გადავატრიალე.

- კარგი, კიდევ ვინები იქნებიან?


- ჟურნალისტები, მოდელები, ინფლუენსერები და ამბასადორები.
- სულ რამდენი კაცია?
- დაახლოებით, 600.
- რა ამბავია.
- საჩუქრებს გადავცემთ მოწვეულ სტუმრებს და ასევე შესაძლებლობა ექნებათ,
ჩვენი მაკიაჟის ხაზიდან რაღაცეები დატესტონ.
- მშვენიერია.
- ხომ, სხვა არაფერია დიდად მნიშვნელოვანი.
- მადლობა ღმერთს. გთხოვ აკონტროლე რომ პაპარაცები ახლოს არ
მოვიდნენ, არ შემიძლია.
- კარგით, არაა პრობლემა. დაცვას გავაფრთხილებ.

წვეულების ადგილი ქალაქგარეთ იყო, ამიტომ იქ რვის ნახევარზე მივედით.


როგორც კი კარი გააღო ემილმა, მაშინვე ჟურნალისტები მოცვივდნენ, ფოტოებს
იღებდნენ, განათება თვალებს მტკენდა. ემილი ცდილობდა გაეცილებინა ჩემგან
ჟურნალისტები, თუმცა არ გამოდიოდა.

- ქალბატონო ენი, მთელი ერთი წელი არ ჩანდით სად იყავით?


- ქალბატონო ენი, სიმართლეა რომ თქვენ დღეს ენევის დახურვას აპირებთ?
- ქალბატონო ენი, ავარიაში მოყევით და ერთი წელი საავადმყოფოში იყავით?
- ქალბატონო ენი, კითხვებზე პასუხს არ გაგვცემთ?

მე მათ სასწრაფოდ ჩამოვშორდი და შიგნით შევედი.

- კარგად ხართ? - მკითხა ემილმა


- კი.

კიბეებზე ჩავედით.
ევა სტუმრებს ელაპარაკებოდა, რომ შეგვამჩნია ჩვენთან მოვიდა.

- როგორც იქნა, რა ლამაზი ხარ, დაკო!


- მადლობა, შენც კარგად გამოიყურები!

მან გამიღიმა.

- ბატონი ბენი სად არის? - იკითხა ემილიმ


- არ ვიცი, სადღაც დაიკარგა. წამოდი მაგიდასთან დავდგეთ.

ჩვენ ცარიელ მაგიდასთან მივედით და დავდექით.

- ღმერთო როგორ ვერ ვიტან ლოდინს! - ვთქვი მე


- მოვა, მალე მოვა! - თქვა ევამ.

მოულოდნელად მას ტელეფონზე დაურეკეს.

- უკაცრავად! - ის გავიდა.

დავრჩით მარტო მე და ემილი.

- ქალბატონო ენი, შეიძლება რამდენიმე წუთით მეც გავიდე?


- რა თქმა უნდა, წადი.
- მადლობა.

ემილიც გავიდა. მე მარტო ვიდექი მაგიდასთან და იქაურობას ვათვალიერებდი.


მიმტანმა შამპანიური ჩამოატარა, მე ერთი ჭიქა ავიღე და დავიდგი.
რამდენიმე წუთში ჩემთან უცხო ბიჭი მოვიდა, მაღალი, შავგვრემანი,
ყავისფერთვალება და ყავისფერთმიანი. უწვერო.

- ენი პოპ?! ყველას ეგონა რომ მოკვდი.


- გიცნობთ?

მას გაეცინა და კბილებს ენით შეეხო.

- არა, მაგრამ შეიძლება გავიცნოთ! - მან მკლავზე ხელი ჩემომისვ.

ვერ ვიტანდი როცა სხეულზე მეხებოდნენ.

- მეორედ სხეულზე აღარ შემეხოთ.


- დამშვიდდი, ეს უბრალოდ მკლავია.
- უბრალოდ მკლავი არაა, ჩემი სხეულის ნაწილია და არ მომწონს რომ ეხები.
- გასაგებია, არც ცეკვის დროს არ მოგწონთ რომ გეხებიან.
- მისმინე, ბიჭი. გაიარე რა!
- ბიჭი?!
- შენი ქცევებიდან გამომდინარე, მამალაცს არ გავხარ.
- ეს გალანძღვად მივიღო?
- როგორც გინდა, მთავარია წახვიდე.
- მოდი, ერთხელ ვიცეკვოთ და მერე წავალ.
- არ მინდა ცეკვა.
- კარგი რა.
- არ გესმის წადი, ჩემთან ფლირტი არ გამოგივა!
- ვინ გითხრა რომ გეფლირტავები?
- ზედმეტად გეტყობა.
- ოჰ, კარგი ერთი. თავს იფასებ, მგონი შენ უფრო მეფლირტავები. აღიარე რომ
უკვე შეგიყვარდი
მე ნერვები ამეშალა, ეს ძალიან ადვილად ხდებოდა.
ჩემი შამპანიურის ჭიქა ავიღე და მას გადავაქციე.

- მანიაკი ხარ?
- გითხარი გაიწიე! ინგლისური არ გესმის? - ვუყვირე მე
- დამშვიდდი, მთელი პრესა გვიყურებს! - თქვა მან.

მე გარშემო მივიხედე და ჟურნალისტები დავინახე, რომელიც ფოტოებს


გვიღებნდნენ.

- ბენ?! უკვე მოხვედი? - გავიგე უკნიდან მე მივიხედე და ევა დავინახე,


რომელიც გაშეშებული იდგა.
- ბენ?! ესაა ბენი? - ვიკითხე მე
- არ მითხრა რომ შენ გადააქციე ის რაღაცა. - თქვა ევამ.

მე ხან ბენს ვუყურებდი და ხან ევას.

- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ქალბატონო ენი, საინტერესო წელი გველის! -


ბენმა გამიღიმა.
მე ხმას ვეღარ ვიღებდი და საერთოდ ვერავინ ვერ იღებდა ხმას

…..

თავი 2
მე ხმას ვეღარ ვიღებდი და საერთოდ ვერავინ ვერ იღებდა ხმას.

- ღირსი იყავი! - ვთქვი მე - გითხარი, არ შემეხო. შენ მაინც დაიჟინე


ვიცეკვოთო. - ვიყვირე
ბენმა თვალები გადაატრიალა.

- წავედი, სმოკინგი ოდნავ მაინც გავისუფთავო! - თქვა ბენმა და გავიდა.


- დაიშალეთ, უკვე შოუ უკვე დასრულდა! - თქვა ევამ და ჩემთან მოვიდა - დაო,
ეს რა იყო?
- მკლავზე შემეხო და მერე დაიჟინა ვიცეკვოთო.
- და არ შეგეძლო უბრალოდ გეთქვა რომ არ გსიამოვნებს, სხეულზე შეხება?
- ვუთხარი, მაგრამ არ გაიგონა.

ევამ ღრმად ამოისუნთქა.

- ჩემი ბრალი არაა, ნუ შემეხებოდა! - ვთქვი მე და ერთი ჭიქა შამპანიური


ავიღე.
- კარგი, ახლა მთავარია. ბენმა არ გადაიფიქროს ხელის მოწერა. - თქვა მან -
თქვენ მთელი წელი რა გაგიძლებთ! - ჩაიბუტბუტა ევამ.
მე მშვიდად და წყნარად ვიდექი. ევა კი მეჩხუბებოდა.

- ევა, დამშვიდდი! - ვთქვი ბოლოს მე. - ის მე შემეხო. შენ იცი როგორ ვერ
ვიტან როცა ადამიანი მეხება, მიზეზიც მშვენივრად გახსოვს ალბათ. ვუთხარი
და არ მომეშვა, ამიტომ მე ნუ მეჩხუბები.
- სიტყვით გამოსვლამდე 15 წუთით ადრე გადააქციე შამპანიური. იმისთვის
რომ მკლავზე შეგეხო, შეგეძლო ხვალ გაგეცა პასუხი.
- ევა! - ვიყვირე მე - ეს ჩემი სხეულია, არ მომწონს როცა მეხებიან და თუნდაც
თმაზე შემეხონ, არ მომწონს. გასაგებად ვთქვი?
- ბენი რომ მოვა ბოდიში მოუხადე და მეორედ შენი ემოციები აკონტროლე,
როცა ხალხში ხარ.
- ემოციებს ვერ ვაკონტროლებ, როცა იმას აკეთებენ რაც არ მომწონს.
- გოგოებო! - ჩვენთან ბენი მოვიდა.

მე შევხედე და მერე გვერდზე გავიხედე.

- ნუ ჩხუბობთ, ლაქა ამოვიყვანე!


- მართლა?! რა კარგია! - თქვა ევამ.

მე შემომხედა და ჩაახველა.

- ქალბატონო ენი, ბოდიში ხომ არ გაქვთ მოსახდელი?


- არა.
- შენ გადამასხი სითხე, რომელიც შესაძლოა ლაქად დარჩენილიყო.
- მერე რა?
- ბოდიში უნდა მომიხადო, სხვანაირად ხელშეკრულებას არ მოვაწერ ხელს.

ევამ კიდევ ერთხელ შემომხედა. მე ამოვისუნთქე, გავიღიმე და მას მივუბრუნდი.

- შენთან ორმაგი ბოდიში მაქვს მოსახდელი! - ვთქვი მე

ბენმა კმაყოფილმა გამიღიმა.

- მეორე ბოდიში ალბათ იმისთვის რომ არ მიყვირე არა?

მე კიდევ ერთხელ გავუღიმე.

- პირველი ბოდიში იმისთვის რომ შამპანიური გადაგაქციე.


- აი ასე, მეორე ბოდიში საჭირო აღარაა.
- მეორე ბოდიში კი იმისთვის, რომ შენი სმოკინგი ვერ დავალაქავე!
- ენი!!!! - მიყვირა ევამ.

ბენს გაეცინა.

- რა დავაშავე? რატომ მეუხეშები?


- ცოცხალი სულიერი არსება ხარ, სხვა რა უნდა დაგეშავებინა.
- ეს ყველა ბიჭის მიმართ ასეთია? - იკითხა ბენმა
- სამწუხაროდ კი. - თქვა ევამ.
- უბრალოდ უაზრო არსებები ხართ! - ვთქვი მე
- უკაცრავად?!
- ანუ ქალის გარეშე ვერ ძლებთ.
- თქვენ გამო კაცებს ერთით ნაკლები ნეკნი გვაქვს.
- და ტვინიც ჩვენ გადმოგვინერგეთ?
- არა?! - თქვა მან გაკვირვებულმა
- აბა, სად დაკარგეთ?

ბენმა ამოისუნთქა. ემილმა და ევამ თავი ხელებში ჩარგეს.

- როცა საუბრობ ჩემს ტვინზე არ დაგავიწყდეს, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტი


დავამთავრე.
- უტვინოსთან ერთად ტრაბახაც ყოფილა.

ბენი ყბაჩამოვარდნილი მიყურებდა.

- ასე, მოკლე დროში არავის გავულანძღივარ.


- პირველობა მიყვარს!…

მთელი წვეულება, სრული გაზვიადების გარეშე, მე და ბენმა ჩხუბში და კამათში


გავატარეთ. ხელი ხელშეკრულებას რომ მოვაწერეთ, ერთმანეთს არც კი
ჩამოვართვით. ეს რა თქმა უნდა ჟურნალისტებს არ გამოჩენიათ, ათასი კითხვა
დაგვისვეს, მაგრამ ჩემმა ასისტენტმა ყველანი გაყარა.
წვეულების ბოლოს აივანზე გავედი, რადგან შიგნით თავს უკვე ცუდათ ვგრძნობდი.
ვერ ვიტანდი ხალხმრავალ ადგილებს.
აივნიდან ხედი ტყეს გადაჰყურებდა, ტყის სურნელი კი ჩემამდეც აღწევდა. ისეთი
სუფთა ჰაერი იყო და ისეთი სასიამოვნო, რომ თვალების დახუჭვის შემდეგ
ყველაფერი დამავიწყდა.
სრული სიჩუმე სუფევდა და სიმშვიდე იყო. ვგრძნობდი ჩემი სული როგორ
ისვენებდა, სხვა სამყაროში გადავეშვი, სადაც ამდენი პრობლემა და ტრამვა არ
მქონდა.
თუმცა ეს ყველაფერი მალე დასრულდა. აივანზე სიგარეტის მოსაწევად ჯონი
ელდერი გამოვიდა.

- ვხედავ, ვიღაცას მოუწყენია წვეულებაზე! - თქვა მან.

მე მივბრუნდი, ის უკვე სიგარეტს უკიდებდა და მე მის დანახვაზე ლამის გონება


დავკარგე. პანიკაში ჩავვარდი, მასთან ერთად მოგონებებმა თვალწინ გადამიარა,
მაგრამ ის ვერ მცნობდა.

- ენი პოპი არა?! - ჩემთან მოვიდა და ხელი ჩამომართვა.


- დიახ, მე ვარ!

გავუღიმე და შევეცადე ცრემლი არ გადმოვარდნოდა.

- სინამდვილეში გაცილებით ლამაზი ხართ, ვიდრე ფოტოებში. თქვენი ფორმა,


თმები, სახე, მინდა გითხრათ რომ ყველაფერში იდეალური ხართ.
- მადლობა, მაგრამ იდეალური არ ვარ.
- თავმდაბალიც ყოფილხარ.
- რამე გინდოდათ, ბატონო ჯონ?
- არაფერი. უბრალოდ მაინტერესებდა ჩვენი კომპანიების გაერთიანება როდის
უნდა მოხდეს?
- თქვენთან თანამშრომლობას ჯერ არ ვგეგმავ.
- რატომ?
- უბრალოდ არ მინდა. როცა დავაპირებ, დამიჯერეთ ამას პირველი თქვენ
გაიგებთ!
მან სავიზიტო ბარათი აიღო და მე გამომიწოდა.

- ონეელებს ვჯობივარ, პარტნიორობაში და ბენ ონეელებს სხვა რამეშიც


ვჯობივარ!
მე ბარათს დავხედე და ორივე წარბი ავწიე.

- ბატონო ჯონ, თქვენთან თანამშრომლობისთვის სავიზიტო ბარათი არ


მჭირდება, თუ გადავწყვეტ ჩემ პირდაპირ გაქვთ კომპანია!
მე აივანი დავტოვე. კარში ბენი შემხვდა, რომელიც როგორც ჩანდ გვისმენდა.

- შენ რა გვისმენდი?
- რაღაც ბატონ ჯონს თავაზიანად მოექეცი, რა ხდება?
- ღმერთო შენ დამიფარე! - ჩავიბუტბუტე მე
- შეგიძლია მითხრა, მისი საყვარელი ხარ? - მან გამიღიმა - ცოლიანი კაცია,
მაგრამ მდიდარი! - თვალი ჩამიკრა.
- მისმინე ბატონო ბენ, ჩემთან ლაპარაკის დროს სიტყვებს დაუკვირდი და
მეორეც ჩემს პირადში ნუ ერევი. თუნდაც მისი საყვარელი ვიყო, შენი საქმე
არაა.
მე მასაც ჩამოვშორდი და ევასთან მივედი, რომელსაც უკვე ეპოვა ერთი ბიჭი. მას
ვუთხარი რომ მივდიოდი, წვეულებაზე უკვე მოვიწყინე. თუმცა გინდა გეთქვა გინდა
არა, მთვარალი იყო.
ჩემი ასისტენტი დარჩა. მე გავედი და მანქანაში ჩავჯექი.

- სახლში ხომ, ქალბატონო ენი?! - მკითხა მძღოლმა


- დიახ, სახლში.

მძღოლმა სახლში წამიყვანა.


გზაში ქუჩებს რომ გავყურებდი ჩემი ბავშვობა მაგონდებოდა. ყველაფერი რამაც ჩემი
ცხოვრების ბედი გადაწყვიტა.
სახლში რომ მივედი, პირდაპირ ტანსაცმელი გამოვიცვალე. პიჟამოები ჩავიცვი.
სარკის წინ დავჯექი და მაკიაჟის მოშორება დავიწყე.
შემდეგ დავწექი, ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ საჭიროდ აღარ ჩავთვალე ძილის
წამლის დალევა, მაგრამ შევცდი.
შუა ღამეს, ჩემმა კოშმარმა გამაღვიძა, ჩემმა ჩვეულებრივმა კოშმარმა, ხომ
კოშმარები ჩვეული მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში. კოშმარები ჩემი ბავშვობიდანაა და
ძირითადად მესიზმრება ბავშვი, რომელიც ჩემგან შველას ითხოვს ან რაიმე
ცხოველი, რომელსაც 10 ხელი აქვს.
ყოველი ასეთი სიზმრის შემდეგ ტირილით და ყვირილით ვიღვიძებდი. შემდეგ
ვეღარ ვიძინებდი და ეს დღეც არ იყო გამონაკლისი.
მთელი ღამე აივანზე ვიჯექი და ზღვას გავყურებდი.
სახეზე ცრემლები მქონდა შეშრობილი და როცა მაღვიძარამ დარეკა, მხოლოდ
მაშინ დავბრუნდი ნამდვილ ცხოვრებაში. ყველაფერი ისე რომ არ მომხდარიყო,
როგორც მოხდა ახლა სხვაგარ გარემოში ვიქნებოდი და შეიძლებოდა ადამიანების
მიმართ ნდობა, სიყვარული მქონოდა. რაც მართლა მინდა. მაგრამ არ გამომდის,
მათ უბრალოდ ვერ ვენდობი.
7 საათზე აივნიდან სახლში დავბრუნდი. შხაპი მივიღე, მოვწესრიგდი, რამდენიმე
დამამშვიდებელიც დავლიე.
მე ქვევით ჩავედი, მძღოლს არ წავუყვანივარ თავად წავედი კომპანიაში.
კომპანიაში რომ შევედი, ემილი შემომეგება.

- მოგესალმებით, ქალბატონო ენი!


- გამარჯობა.
- როგორ ბრძანდებით?
- კარგად, შენ?
- მეც კარგად მადლობა. თქვენთან სტუმარია.

მე მას გაკვირვებულმა შევხედე.

- მართლა?! ვინ არის?


- ელიზაბეტ ელდერი, ჯონი ელდერი მეუღლე.

მე ჩემი კაბინეტის კარი გავაღე და ჩემი მაგიდის წინ, სავარძელში ელიზაბეტი


დავინახე.
ჩემმა გულმა მკერდში ცემა დაიწყო. ხელ-ფეხი ამიკანკალდა. ჩემი ხედვა დაირღვა,
თითქოს თევზის თვალის ლინზიდან ვიყურეობი. მინდოდა გავქცეულიყავი. აღარ
შემეძლო იქ გაჩერება, მინდოდა გავქცეულოყავი რადგან ყველაფერი რაც ცუდი
მოხდა ჩემს ცხოვრებაში, მოხდა ელიზაბეტის გამო.
მისთვის არ შემიხედავს, ისეთ პანიკაში ჩავვარდი, ვერაფერი ვერ ვთქვი, მხოლოდ
უკან დავიხიე და კარი დავხურე. იმის იმედით რომ ეს ყველაფერი მეჩვენებოდა,
მაგრამ არა, როცა ხელმეორედ გავაღე კარი ის ისევ იქ იჯდა.

- გამარჯობა, ენი! - მითხრა მან და გამიღიმა, თითქოს არაფერი არ


მომხდარიყოს…

…….

თავი 3

მე კარი მივაჯახუნე და შიგნით შევედი.

- აქ რას აკეთებ? - ვიყვირე მე

ელიზაბეტი მშვიდად და წყნარად ადგა. გამიღიმა, ჩემთან მოვიდა, ჩამეხუტა. მე


ჩამოვიშორე.
- იმის მერე რაც გააკეთე, ცხოვრება გამიმწარე, ახლა მოხვედი და ისე მექცევი,
თითქოს არაფერი ჩაგიდენია არა? - ვიყვირე კვლავ
- მგონი ყველა იმსახურებს მეორე შანს.

მე გამეცინა.

- მეორე შანსი გინდა? გინდა მეორე შანსი მოგცე? - მე ვიცინოდი და


თვალებიდან ცრემლები მომდიოდა.
ვკანკალებდი. თავსაც ვეღარ ვაკონტროლებდი, ვიცინოდი ვკანკალებდი, ჩემში
უამრავი ემოცია იყო და თავის კონტროლი არ შემეძლო.

- შენ ყველა უფლება წამართვი, შენ და მამაჩემმა ცხოვრება გამიმწარეთ. როცა


სხვები ბავშვობაზე საუბრობენ, მე ხმას ვერ ვიღებ. იმიტომ არ ვიცი როგორ
მოვყვე ის რაც თქვენ გამიკეთეთ.
- ვიცი, ენი, ვიცი, ცუდათ გექცეოდით…

მე გამეცინა.

- ცუდათ? ცუდათ? მაგ ყველაფერს “ცუდს” ეძახით?


- ენი…
- გაეთრიე, ჩემი კომპანიიდან.

ის იდგა და ადგილიდან არ იძროდა.

- წადი-მეთქი! - ვუყვირე, მაგრამ არა.

სხვა გზა არ დამიტოვა. მის წითელ, ხუჭუჭთმას ხელი ჩავავლე და ჯერ ჩემი
ოთახიდან ხოლო, შემდეგ კომპანიიდან გავიყვანე. მთელი ოფისი გამოვიდა,
ელიზაბეტი ყვიროდა, მაგრამ არ გავჩერებულვარ.
გარეთ ელიზაბეტი ნაგვის პარკივით მოვისროლე.

- შენ რა სულ გაგიჟდი?


- გავგიჟდი, დიახ გავგიჟდი. აბა რას მოელოდით?
- ენი?! - მოულოდნელად ევა გამოვიდა.

მისი ცოტა შემრხცხვა, რადგან რაც არ უნდა ყოფილიყო ელიზაბეტი მისი დედა იყო.

- ელიზაბეტ?! - ევა ხან მე მიყურებდა, ხან ელიზაბეტს - აქ რა ხდება?


- შენი ნახევარ-და გაგიჟდა, ჭკუიდან გადავიდა.
- გადავედი, დიახ, გადავედი! - ვუყვირე მე - და შენ რა? რას იზამ? იგივეს, რაც
16 წის წინ გააკეთე?
- ენი, დამშვიდდი! - ევამ ხელი მხრებზე დამადო. - დამშვიდდი!
- ღმერთო, შენთან დასალაპარაკებლად მოვედი და სტუმრებს ასე ექცევი?

მე სიცილი დავიწყე.

- რა სტუმარი?! ჩემი დედინაცვალი არ ხარ? რომელ სტუმრობაზე საუბრობ?


სტუმარი ვიცი, მოვა და წავა, შენ ჩემი ცხოვრებიდან ვერ მოგიშორე, რა
სტუმრობაზე საუბრობ? - ვუყვირე ისევ.
- ელიზაბეტ, წადი! - თქვა ევამ
- ევა, ჩემო პატარა გოგონავ, შეენც?
- წადი ელიზაბეტ, აქ შენი დანახვა არავის უხარია.
ელიზაბეტი გაჩუმდა, აღარაფერი აღარ უთქვამს. გაბრუნდა და წავიდა.

- საქმე არ გაქვთ? - იყვირა ევამ - სასწრაფოდ თქვენს ადგილებს დაუბრუნდით.

ყველანი შიგნით შევიდნენ. მე იქვე ჩამოვჯექი და ღრმად ვსუნთქავდი. ჩემი


კოშმარის შემდეგ, მისი დანახვა საშინელება იყო. პანიკური შეტევა მქონდა.

- ენი, დამშვიდდი! მშვიდად, ყველაფერი კარგადაა! - მამშვიდებდა ევა.


- აქ გაბედა მოსვლა, იმის მერე რაც გააკეთა, მოდის და მეორე შანს მთხოვს!
- დამშვიდდი, მას ხომ იცნობ.
- მოვკლავ, ერთ დღესაც მოვკლავ! - ვიძახდი მე
- ვინმე გაკავებს? წადი მოკალი. მამაჩემი იზრუნებს რომ არ დაგიჭირონ.
- მადლობა.
- არაფრის.

ევამ საყვარლად გამიღიმა. მეც გამეცინა.

- ვსიო, ყველაფერი კარგადაა. წამო ახლა ვისაუზმოთ. იმედია არ გისაუზმია,


იმიტომ რომ შენ გამო მე არ მისაუზმია.
- არა, არაფერი მიჭამია!
- ხოდა, მშვენიერია. წავედით! - თქვა მან

მეც ავდექი.

- შენ დაჯექი, მეც მოვალ! ჩანთას ავიღებ.

კარგი.

- მე კომპანიაში დავბრუნდი, ზევით ავედი და ჩემი ჩანთა ავიღე.

ევასთან მივედი.
მე და ევა რესტორანში წავედით, რომელიც კომპანიასთან ახლოს იყო.
ჩვენ აივანზე დავჯექით, საიდანაც სანაპიროს გავყურებდით და ზღვის სურნელი
ჩვენამდეც კი აღწევდა. თუმცა ციოდა, ეს არც იყო გასაკვირი რადგან დეკემბერია.
ორ კვირაში ახალი წელი იქნება, რაც საერთოდ არ მახარებს. ამ დღესასწაულს ვერ
ვიტანდი და ალბათ ჩემი კოშმარების განახლება ამასაც უკავშირდება.
აი რესტორანში კი ყველაფერი საახალწლოდ და საშობაოდ იყო მოწყობილი. შობას
არაფერს ვერჩოდი, მაგრამ ახალი წელი?! საშინელებაა.
ჩვენთან კომპანიაში შობისთვის ნაძვის ხე ჯერ არ დაგვიდგამს და არც ვაპირებ ამ
ცერემონიაში მივიღო მონაწილეობა. ჩემს სახლში კი არ ვაპირებ, ორ მეტრიანი
ნაძვი ავღმართო.
ჩვენთან მიმტანი მოვიდა და ჩვენ შეკვეთაც მივეცით.

- შობას ჩვენთან მოხვალ არა? - მკითხა ევამ.


- შეიძლება, არ ვიცი.
- კარგი რა, მარტო სახლში რა უნდა აკეთო. ნაძვის ხესაც არ დადგამ.
- არ ვიცი, ვნახოთ. კოშმარები გამინახლდა და შეიძლება ლოს-ანჯელესშიც
დავბრუნდე.
- რა?! შენ რა გააფრინე? ძლივს აქ ჩამოხვედი. კოშმარები იმიტომ გესიზმრება
რომ მარტო ხარ, მოდი ჩვენთან იცხოვრე.
- ევა, ლოს-ანჯელესშიც მარტო ვიყავი. მე უბრალოდ ეს ადგილი მძაბავს,
ყოველი ნაბიჯი ჩემს წარსულს მახსენებს.
- და კოლექციას როგორ მიხედავ?
- ზოგჯერ ჩამოვალ.
- ენი, არ წახვიდე რა.
- მე არ მითქვამს რომ მივდივარ, შეიძლება წავიდე.
- ხოდა ეგ შეიძლებაც ამოშალე.
- შაბათ-კვირას მაინც უნდა წავიდე, ფსიქოლოგთან სალაპარაკოდ
- კარგი,მარტო შაბათ-კვირას წადი.

რამდენიმე წუთში მიმტანმა საუზმე მოგვიტანა.


ვისაუზმეთ, თან ყოველ წუთში მეწუწუნებოდა ევა, რომ ლოს-ანჯელესში აღარ
დავბრუნებულიყავი. დიდად არც მე არ მინდოდა წასვლა, მაგრამ იქ უკეთესად
ვიყავი. სანამ კოლექციას არ დავამთავრებ კი, სრულიად ვერ დავბრუნდები.
საუზმის შემდეგ კომპანიაში დავბრუნდით. ბენ ონეელიც მოვიდა, თავის მეგობართან,
მაქსიმესთნ ერთად.
ბენის ხასიათები მკლავდა. მხოლოდ გართობაზე ფიქრობდა. მთელი ჩვენი
შეხვედრის განმავლობაში იმაზე საუბრობდა, როგორ მოვაწყოთ საახალწლო
წვეულება.

- ბენ! - გავაჩერე ბოლოს მე - ჩვენ საქმე გვაქვს, არანაირი საახალწლო


წვეულება არ იქნება.
- შენ რობოტივით სულ მუშაობ, შენს თანამშრომლებს დასვენება უნდათ.
არაფერი მოგვივა თუ ერთი დღე თავს დავანებეთ მუშაობას და ორივე
კომპანიის სახელით წვეულებას გავმართავთ.
- გუშინ ხომგვქონდა წვეულება?
- ახალი წელი ორ კვირაშია.
- ყოველ ორ კვირაში უნდა გვქონდეს წვეულებები?

ბენმა ღრმად ამოისუნთქა.

- მოდი, ახალ წელს ბოლო წვეულება გავაკეთოთ ჩვენი კოლექციის


გამოცემამდე.
მე მისკენ მივიწიე.

- ჩვენი კოლექციის გამოცემამდე არანაირი წვეულება არ იქნება. ჩვენი ორი


კომპანიის სახელით. პირადად შენ კი, რაც გინდა ის დაგეგმე.
მას გაეღიმა.

- მაშინ პირად საახალწლო წვეულებას ვგეგმავ და შენს კომპანიაში ყველას


ვეპატიჟები. შენს გარდა.
- როგორ მაწყენინე!

ბენმა თვალები გადაატრიალა.

- უჟმური!-ჩაიბურტყუნა მან.

მაქსიმე და ევა გაკვირვებული გვიყურებდნენ.

- მექალთანე! - ვთქვი მე
- რობოტი ხარ! - მითხრა ბენმა, უკვე ხმამაღლა და მე მომიბრუნდა
- ტრაბახა ხარ!
- უხეში.
- ცანცარა.

ბენმა გაიკვირვა.

- მე ვარ ცანცარა?
- ფაქტია, სერიოზული არ ხარ.
- გეყოფათ! - იყვირა ევამ

მე და ბენი გავჩუმდით.

- რა პატარა ბავშვებივით ჩხუბობთ, ჯერ 24 საათიც არ გამხდარა რაც


ერთმანეთი გაიცანით.
- უჟმური დამიძახა. - თავის მართლება დავიწყე.
- შამპანიური გადამასხა.
- ღირსი იყავი, გითხარი ვერ ვიტან, როცა მეხებიან მეთქი.
- მერე ხომ გაგიშვი.
- ცეკვაზე დაიწყე საუბარი.
- ღმერთო, შენ მიშველე! - თქვა ევამ.
- ერთმანეთი როდემდე უნდა დაჭამოთ? -იკითხა მაქსიმემ - აი გუშინდელიდან
მოყოლებული ჩხუბობთ.
ჩვენ გავჩუმდით.

- ახლა მისმინეთ! - დაიწყო ევამ და ფურცლები აიღო - პირველი ჩვენება სამ


თვეშია, ამიტომ თქვენი ნერვები და ემოციები აკონტროლეთ და დახატეთ
პირველი კოლექცია, რომ რაც შეიძლება მალე გავაგზავნოთ და შეკერონ.
- მასთან….
- ენი, გაჩუმდი! - მიყვირა ევამ.
- კარგი.

მე ფანქარი ავიღე.

- რატომ უნდა…
- ბენ, მოკეტე! - უყვირა მაქსიმემ - თუ ღმერთი გწამთ დამშვიდით, ნახევარი
საათია აქ ვარ და ტვინი შეჭამეთ. ჩხუბობთ, ჩხუბობთ, ჩხუბობთ. დავიტანჯე!
ბენიც გაჩუმდა და ხატვა დაიწყო.

- თქვენ აქ იქნებით? - ვიკითხე მე


- აბა, შენ და ბენი მარტო დაგტოვოთ? ხომ არ შეიშალე! - მითხრა ევამ.
- ახლა ვერ დავხატავ, მუზა არ მაქვს! - თქვა ბენმა
- ჰარვარდში არ გასწავლეს, მუზის გარეშე როგორ დახატო? - კვლავ ვუკბინე
რა თქმა უნდა მე.
ბენმა თავი შეიკავა, რომ არ ეპასუხა.
მე მოდელების დახატვა დავიწყე, მაგრამ მუზა არც მე მქონდა, მხოლოდ სხეული
დავხატე და ვსიო. მაქსიმე და ევა კი ისე საუბრობდნენ ერთმანეთში, თითქოს მთელი
ცხოვრებაა იცნობენ.
საღამომდე ვხატავდით, მაგრამ ვერაფერი წესიერი ვერ დავხატეთ, უფროსწორად
ვერ დავხატე, ბენი სულ სხვა რაღაცეებით ერთობოდა. ბოლოს ევას და მაქსიმეს
ჩაეძინათ. მეც ვკვდებოდი ისე მეძინებოდა. ჩემი ასისტენტიც წავიდა და საერთოდ
კომპანიიდან ყველა წავიდა, ჩემი მძღოლიც კი. როგორც ჩანს ფეხით მომიწევდა
წასვლა, რადგან მანქანის ტარება არ ვიცოდი.
მე ჩემს მაგიდაზე ყველაფერი მივალაგე და ავდექი.

- მიდიხარ? -მკითა ბენმა


- კი.
- ამათ აქ ტოვებ?
- რავი ევას ვერ გააღვიძებ სულ რომ ბომბი აუფეთქო ყურთან.
- ვერც მაქსიმეს.
- ხოდა დარჩნენ.

ჩავიქნიე ხელი.
ბენმაც თავისი ნახატები ერთ ფაილში მოათავსა.

- სანამ სახლში წახვალ არ გინდა ვივახშმოთ?


- ვახშამი?! მე და შენ?
- უცნაურად ჟღერს, მაგრამ მოდი ვივახშმოთ და მერე სახლში მიგიყვან. თან
შენი მძღოლი უკვე წავიდა.
- სახლში ფეხითაც წავალ.
- კარგი, მაშინ უბრალოდ ვახშამი?
- არა.
- შეიძლება ვიკითხო რატომ?
- არ ვიცი, უბრალოდ არ მინდა რომელიმე რესტორანში ვივახშმო.
- რესტორანში ნუ ვივახშმებთ მერე.
- სახლში არ წამოგყვები.
- არც სახლში არ ვივახშმოთ.

მე ამოვისუნთქე.

- ჩემთან ერთად ვახშმობა ასე ძალია გინდა.


- შენთან დაახლოება მინდა, ერთი წელი ერთად უნდა ვიმუშაოთ.
- ეგრე ადვილად ვერ დამიახლოვდები.

ბენმა მხრები ჩამოუშვა და თავი მაღლა აწია.

- ღმერთოო! - ამოისუნთქა და გასწორდა - ყოველთვის ასეთი უხასიათო ხარ?


- კი.
- ერთხელ არ გაგიღიმია, სახის მიმიკები არ გიმუშავებს?
- არა.
- კარგი, მოდი მაშინ თავიდან გაცნობა ვცადოთ! მე ბენ ონეელი ვარ! - მან
ხელი გამომიწოდა
- ვიცი.

ბენს ბოლო ნერვიც კი არ შერჩენოდა.

- მოდი, ვივახშმოთ.
- რა მიზეზით?
- თანამშრომლები არ ვახშმობენ?
- ღამის 11 საათზე არა.
- აბა, რომელ საათზე.
- მეფლირტავები?
- არა.

მე ირონიულად გავიღიმე.

- მოდი იცი, როდის დავნიშნოთ ჩვენი ვახშამი?


- როდის.
- 29 თებერვალს.
- ენი, ეგ დღე კიდევ 2 წელი არ მოვა.
- ზუსტად.

მან თვალები გადაატრიალა.

- კარგი, არანაირი ვახშამი გავიგე. სახლში მაინც მიგიყვან. გვიანია.

მე დავფიქრდი, 11 საათია. ათასი მანიაკი დადის, მაგათი თავიც არ მაქვს.

- კარგი, სახლში მიმიყვანე!


- გმადლობთ, ამ პატივისთვის!
- მხოლოდ ერთხელ მიმიყვან, თავში არ აგივარდეს!

ჩემი კაბინეტიდან გავედი, ბენიც გამომყვა. მის მანქანასთან მივედით და ჩავსხედით.


კაბრიოლეტი ჰყავდა, რა თქმა უნდა, ახალი გამოშვება. სხვაში რაში დახარჯავს 25
წლის მილიონერი ბიჭი ფულს.
მაგრამ, უნდა ვაღიარო, კაბრიოლეტები მიყვარს. დიდი სიამოვნებით გადავხდიდი
თავს, გარეთ რომ არ ყინავდეს.

- ტარება არ იცი?
- არა. ახლა მაგიტომ ვზივარ შენს მანქანაში.
- მანქანები გყავს?
- არა, კომპანიის მძღოლი მემსახურება.
- მართლა უცნაური ადამიანი ხარ! - თქვა მან და მანქანა დაძრა.

ჩემს კორპუსებთან მალე მივედით. მან მანქანა გააჩერა, მე ღვედი შევიხსენი.

- მეგონა კერძო სახლში ცხოვრობდი.


- როგორც ხედავ არა.

თავს უხერხულად ვგრძნობდი, რომ ბენი არ დამეპატიჟა სახლში, რადგან ვახშამზეც


უარი ვუთხარი და ახლა სახლამდეც მომიყვანა.

- ამმ, ხომ არ ამოხვიდოდი?

ბენმა გაკვირვებლმა შემომხედა.

- რა?
- ზამთარია, ცხელი სასმელით გაგიმასპინძლდებოდი და ნამცხვრით.
- შენთან ცხელი რამის დალევა საშიშია, უცებ არ გადამასხა.

ნერვებზე მთხრის, მართლა ნერვებს მიშლის.


- არ შემეხო და არაფერი მოგივა.

მას გაეცინა.

- დაპატიჟებისთვის მადლობა. სხვა დროს, თუ კიდევ მოგინდება ჩემი


დაპატიჟება, მერე მოვალ.
კიდევ კარგი უარი მითხრა.

- კარგი, მაშინ ხვალამდე!


- ნახვამდის!

მე მანქანიდან გადავედი და კორპუსში შევედი, შემდეგ სახლში. მოსაცმელი


შესასვლელში დავკიდე, ფეხზცეც გავიხადე და ოთახში ავედი. მაკიაჟი მოვიშორე,
თმაც გავიშალე, სპორტულები ჩავიცვი და აივანზე გავედი.
მეძინებოდა, მაგრამ ვიცოდი თუ დავიძინებდი ისევ ის დამესიზმრებოდა, რაც არ
მინდოდა. ზღვას გავყურებდი და ვფიქრობდი როგორი იქნებოდა, ჩემი ცხოვრება ეს
ყველაფერი რომ არ მომხდარიყო. პასუხი ერთია, უკეთესი. ყველაფერი ისე რომ
მომხდარიყო, როგორც მინდოდა, ჩემი ცხოვრება უკეთესი იქნებოდა.
მაგრამ იყო ამ მიჩიგანშიც რაღაცა, მიუხედევად იმისა რომ აქედან წასვლა ძალიან
მინდოდა, იყო რაღაცა რაც მაჩერებდა აქ, მაგრამ მაინც.
დღეები გადიოდა, გადიოდა მე კი დღითი დღე მინდოდა აქედან წასვლა, მაგრამ
თან არც მინდოდა. აქ რაღაც მაკავებდა. ჩემი დღეები ჩვეულებრივად გადიოდა.
კომპანია, ბენის ტრაბახი და ფლირტი, სახლში დაბრუნება, დაძინება, კოშმარით
გაღვიძება და ისევ თავიდან. ასე გავიდა ერთი კვირაა…

……………………………………………..

თავი 4
დღეს 24 დეკემბერია, რაც იმას ნიშნავს რომ საღამოს 12 საათზე, ყველასთვის
საყვარელი დღესასწაული დაიწყება.
შობა ეკლესიური დღესასწაულია, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, სულ რომ
პროტესტანტი იყო და არნარქტიდაში ცხოვრობდე, 24 დეკემბერს 59 წუთსა და 59
წამზე, ოჯახთან ერთად უნდა იჯდე საშობაო სუფრასთან და ინდაური ჭამო. წესები
იცვლება 18 წლამდე ახალგაზრდებისთვის. თუ 18 წლამდე ხარ 12 საათზე უნდა
გეძინოს, რომ მშობლებმა გაგაცურონ, ვიღაც ბებერი, წვერიანი კაცის შესახებ
დაგარწმუნონ და დილით რომ ადგები დიდი ორ მეტრიანი ნაძვის ხის ქვეშ
დაგახვედრონ ველოსიპედი, თუ ბიჭი ხარ, ხოლო თუ გოგო მაშინ თოჯინა. ზოგიერთ
ქვეყანაში ეს ახალ წელს ხდება, მაგრამ ამერიკაში შობა ეროვნულ დღესასწაულად
არის მგონი გამოცხადებული.
მე არ მიყვარს შობა, საერთოდ ზამთრის არცერთი დღე და არცერთი დღესასწაული
არ მიყვარს და არც მომიწევს საშობაო სუფრასთან ვიჯდე, ინდაურით და ღვინით
გავსკდე, არც ბავშვები მყავს, რომ მოვატყუო, სანტა კლაუსის არსებობაში
დავარწმუნო, უაზრო საჩუქრები ვუყიდო, რომლებსაც ან გატეხენ ან გადააგდებენ და
მერე რომ გახდებიან 30 წლის სიმართლე ვუთხრა. რატომ? მარტივად, მე არც დედა
მყავს და არც მამა, მაგრამ მყავს ევა, რომელსაც ყავს მშობლები და ევა მაიძულებს,
რომ მათთან საშობაო წვეულებაზე მივიდე.
- მშვენიერი დღეა! - ვთქვი მე ირონიულად. - არა, რა მუსლიმი ან ბუდისტი
უნდა ვყოფილიყავი. ახლა შობაზე წასვლას აღარავინ დამაძალებდა.
მე საბანი გადავიხადე და ავდექი.
- აი ამ დღის აზრს ვინმე ხვდება? აი მე ვერ ვხვდები.
სააბაზანოში შევედი და წყალი მოვუშვი.
- უაზრო ნაძვის ხე, საჩუქრები და ბევრი საჭმელ-სასმელი. აი რა არის მოკლედ
შობა.
კაბინაში შევედი, ვიბანავე და შემდეგ თმების გაშრობა დავიწყე. თმების გაშრობის
შემდეგ, მაკიაჟი გავიკეთე, მართალია კომპანიაში არ მივდიოდი, მაგრამ ნებისმიერ
წუთს შეიძლებოდა ვინმე მოსულიყო.
გარეთ უკვე თოვლი იდო, ყინავდა კიდევაც, ამიტომ ჩაი დავისხი და აივანზე გავედი.
ციოდა, მხოლოდ ჩაი და მოფარებული პლედი მათბობდა. მოულოდნელად
ტელეფონმა დამირეკა, ევა იყო.
- გისმენ, ევ! - ვუპასუხე მე
- ენი, დღეს ხომ მოდიხარ?
- ევ, იქნებ უკეთესი იყოს არ მოვიდე? მართლა არ მინდა.
- ენი, ნერვები არ მომიშალო. ჩემები გელოდებიან. 8 საათზე აქ იყავი, თორემ
მოვალ და თმებით წამოგათრევ.
- კარგი ხომ, მოვალ.
- მშვენიერია, დროებით!
ევამ ტელეფონი გათიშა. საათს დავხედე, ჯერ პირველი საათი იყო. ჩაი დავლიე და
შიგნით დავბრუნდი.
ჩემი გარდერობი გამოვაღე და კაბის ძებნა დავიწყე. გარდერობში ვერაფერი ვნახე,
ამიტომ ყუთები გადმოვალაგე და ახლა იქ დავიწყე ძებნა. ბოლოს როგორც იქნა
წითელი, მოკლე, გრძელმკლავიანი და დეკოლტიანი კაბა ვიპოვე.
კაბას ცუდი სუნი ჰქონდა, ამიტომ სარეცხი მანქანა ჩავრთე და კაბა შიგნით შევაგდე.
შემდეგ სასტუმრო ოთახში დავჯექი, კომპიუტერთან და საბუთების მოწესრიგება
დავიწყე, მაილიც შვამოწმე, შესაძლებელია რაიმე შემოთავაზება ყოფილიყო და არ
უნდა გამომრჩენოდა. მართლაც, იყო რამდენიმე მაილი, ძირითადად
ინფლუენსერებისგან, ზოგიერთს დავეთანხმე, ზოგიერთს არა. როცა საქმეს მოვრჩი,
ხატვა დავიწყე, შემდეგ ესეც მომბეზრდა და თავი გავანებე. ამ დროში ჩემი კაბაც
გაირეცხა. გამოვიღე. ახლა უკვე საშრობში შევდე, 15 წუთი დაველოდე და მერე
გავუთოვე. უკვე 3 იყო.
გაუთოვების შემდეგ კაბა ჩამოვკიდე. მოულოდნელად კარზე დააკაკუნეს.
მე ქვევით ჩავედი და კარი გავაღე. ჩემდა გასაკვირად, კარებში ბენ ონეელი იდგა.
- ბენ?! აქ რას აკეთებ?
- უბრალოდ მაინტერესებდა, ხომ არ მოკვდი, რადგან კომპანიაში ვიყავი და იქ
არ დამხვდი.
მე ღრმად ამოვისუნთქე.
- ნეტა მოვმკვდარიყავი.
- რატომ? რამე მოხდა?
- დღეს წვეულებაზე მივდივარ.
ბენს გაეცინა.
- მაგის გამო?
- ხომ, რვა საათზე ევას წვეულებაზე უნდა ვიყო.
- და შენ რა თქმა უნდა წასვლა არ გინდა.
- ხომ. შემოდი, კარებში ნუ იდგები.
ბენი შემოვიდა. მე კარი დავხურე.
- შობას მარტო გინდა, რომ შეხვდე? ეს ხომ საშინლად მოსაწყენია. - ბენი
დივანზე დაჯდა.
- მე წვეულებაზე წასვლა არ მინდა, თორემ ევასთან და მის მშობლებთან
ერთად, შობის აღნიშვნაზე არ ვიტყოდი უარს. - მის გვერდით სავარძელში დავჯექი.
ბენი დაფიქრდა.
- ანუ წვეულებაზე არ გინდა წასვლა?
- ხომ.
- კარგი! - მას ჩაეღიმა - გეგმა მაქვს.
- რა გეგმა?
- ჩემთან ერთად წამოდი და შობას ერთად შევხვდეთ, წვეულებაზე მე არავის
დავუპატიჟივარ და არც ოჯახთან ერთად ვხვდები, ამიტომ წამოდი და ორი
მარტოსული ერთად შევხვდეთ შობას.
- ოჯახი სად გყავს?
- დედაჩემი თავისიანებთან წავიდა, მე მოვიმიზეზე რომ გავცივდი და არ
წავყევი.
- რატომ?
- ჩემიანების უაზრო კითხვებს გავექეცი.
- და რატომ გინდა რომ ეს დღე ჩემთან ერთად გაატარო?
- იმიტომ რომ ორივენი მარტო ვართ და შობას მარტო არავინ არ უნდა იყოს.
მარტო სახლში მაინც არ გაქვს ნაყურები? თან გავერთობით. ევროპელი ბიჭი და
ამერიკელი გოგონა რამეს მოვახერხებთ.
- ევროპელი?
ბენმა გაკვირვებულმა შემომხედა.
- ახლა გაიგე, რომ ფრაგი ვარ?
- შენ ფრანგი ხარ? - მე თვალები გამიფართოვდა
- ხომ, მამაც და დედაც ფრანგი მყავს. პარიზში დაბადებული და გაზრდილი
ვარ, აქ მხოლოდ 18 წლიდან ვცხოვრობ. არ იცოდი?
- შენი ინგლისური უაქცენტოა.
- ამდენი ხანი ამერიკელი გეგონე? - ბენს გაეცინა - ჩემ შესახებ არ წაიკითე
მაინც?
- შენი არ მჯერა.
- რა ვქნა, საფრანგეთის ისტორია ჩაგაბარო თუ ყველა მინისტრის სახელი და
გვარი გითხრა? ონეელი ფრანგული გვარია, შეგიძლია დაგუგლო.
- საფრანგეთის რევოლუცია როდის მოხდა?
ბენს გაეცინა.
- საფრანგეთის რევოლუციის თარიღით ამოწმებ, ჩემს ფრანგობას? ეგ ხომ
ჩინეთშიც იციან.
- ნუ ფიქრობ, თარიღი.
- 1789-1799 წლები.
- პირველი პრეზიდენტი?
- ნაპოლეონ ბონაპარტე.
- კონსტიტუცია როდის მიიღეთ?
- 1791 წელს.
- საფრანგეთის 15 ქალაქი ჩამომითვალე.
- პარიზი, მარსელი, ლიონი, ტულუზა, ნიცა, ნანტი, სტრასბურგი, მონპელიე,
ბორდო, ლილი, რენი, ჰავრი, რეიმსი, სენ-ეტიენი და ტულონი.
მე თვლა ამერია.
- რატომ არის დაუჯერებელი, რომ მე ფრაგი ვარ?
- უაქცენტოთ ლაპარაკობ, ეს უცხოელისთვის შეუძლებელია. კარგი ფრაგულად
რამე მითხარი და თავს დაგანებებ.
ბენს სახეზე ეტყობოდა, რომ მობეზრდა.

- la femme de mes rêves

ფრანგული არ ვიცი. ახლა ვერ გავიგებ მომატყუა თუ არა, მაგრამ სიტყვები ისე
ლამაზად წარმოთქვა.
- ფრანგული არ ვიცი, რა მითხარი?
- ჩემთან ერთად შობას გაატარებ?
- ვერა, ევა იქ მისვლას რასაც ქვია მაძალებს.
- თორემ ისე წამოხვიდოდი?
- ყველაფერს გავაკეთებდი წვეულებაზე რომ არ წავსულიყავი.
ბენს ჩაეღიმა და ტელეფონი ამოიღო.
- რას აკეთებ?
- ევას ვურეკავ. - ტელეფონი ყურთან მიიდო და დაელოდა, მე ვიცოდი რომ, ევა
აუცილებლად უარს ეტყოდა - ალო, ევა შობას გილოცავ... მადლობა, ევა შენთან
სათხოვარი მაქვს, შეიძლება დღეს გრინჩმა შობა ჩემთან ერთად გაატაროს?
- გრინჩი?! - ვთქვი მე.
- არა, არა მართლა ჩემთან ერთად გაატარებს, უბრალოდ წვეულებაზე
მოიწყენს ან რომელიმე სხვა ბიჭს სმოკინგს დაულაქავებს, მეც მარტო ვარ წელს
შობას, ამიტომ ვიფიქრე ჩემს ახალ კოლეგასთან ერთდ გავატარებდი ამ დღეს...
კარგი.
ბენმა ტელეფონი მე მომაწოდა.
- ალო...
- ენი, მართლა ბენთან ერთად უნდა გაატარო შობა, თუ მოიტყუე, რადგან აქ
მოსვლა არ გინდა და მარტო მოიკლავ თავს შენს სახლში?
ბენთან ერთად წასვლა არ მინდოდა, მაგრამ წვეულებაზე წასვლა საერთოდ არ
მინდოდა.
- ბენმა შემომთავაზა შობა მასთან ერთად გავატარო. მე კიდე წვეულებაზე...
- შენ და ბენი ერთმანეთს არ დაჭამთ?
- არა.
ენი გაჩუმდა.
- კარგი, ბენთან ერთდ წადი. მთავარია, არ ააფეთქოთ ის ადგილი სადაც
წახვალთ. ჩემებს ვეტყვი, რომ შეხვედრაზე გამოგიძახეს და ისეთი დაღლილი
მოხვედი, რომ აქ წამოსვის თავი არ გქონდა.
- მშვენიერია.
- მშვიდობიან და ბედნიერ შობას გისურვებ.
- მადლობა, შენც ასევე! - მე ტელეფონი ბენს დავუბრუნე.
ბენმა ყურთან მიიდო და გაეცინა.
- კარგი, კარგი. ბედნიერი შობა! - თქვა ბენმა და გათიშა.
- მადლობა, წვეულებას გადამარჩინე! - ვთქვი მე
- არაფრის, ახლა შეგიძლია ჩაიცვა და წავიდეთ.
- სად მივდივართ?
- არ გეტყვი. ჩაიცვი.
კარგი, ბენმა წვეულებას გადაგვარჩინა. მასთან ვალში ვართ, ზედმეტი კითვები არ
დავსვათ და სადმე წასვლაზე არ შევეწინააღმდეგოთ, თორემ შეიძლება წვეულებაზე
გამიშვას.
მე ზევით ავედი. გარდერობიდან შავი, შლაქსის შარვალი და თეთრი, ყელიანი
სვიტრი ჩავიცვი. შავ პატარა ჩანთაში, რამდენიმე თმისამაგრი, კოსმეტიკა, უსადენო
დამტენი და საფულე ჩავიდე. თმა გავიშალე, შემდეგ კი ნახევრად შევიკარი.
ქვევით ჩავედი და ფეხსაცმელი ჩავიცვი, შემდეგ კი თეთრი პალტო ჩავიცვი.
- მზად ხარ?
- კი.
- წავედით მაშინ.
მე კარი გავაღე. ორივენი გავედით, კარი ჩავკეტე და ქვევით ჩავედი.
ლიფტში მაინც ვერ მოვისვენე და კითხვების დასმა დავიწყე. ბენი არ მეუბნებოდა
სად მივდიოდით და ამან გამამწარა. მანქანაში ჩავსხედით, ბენი ისევ არ ამბობდა
სად მივდიოდით, თითქოს მიტაცებდა, მე კი მოთმინების ფიალა მევსებოდა.
ბოლოს ბენმა მანქანა თვითმფრინავის წინ გააჩერა. აშკარად ეტყობოდა, რომ
პირადი თვითმფრინავი იყო. ნუ ბენს იმედია არც უფიქრია, რომ ამით თავს
მომაწონებდა, რადგან ერთი მეც მყავს. ეს ხომ მილიონერის დამახასიათებელი
ატრიბუტია.
- სადმე მივფრინავთ?
- ხომ.
- სად?
- რომ დავეშვებით გაიგებ. ახლა ჯობს მეტი კითხვა აღარ დასვა, რადგან უკვე
5-ის ნახევარია, რაც იმას ნიშნავს რომ თუ არ ვიჩქარებთ თვითმფრინავში
შევხვდებით შობას და შესაძლებელია ერთ-ერთმა ფეირვერკმაც გვიმსხვერპლოს.
მე ღრმად ამოვისუნთქე და ღვედი შევიხსენი. მანქანიდან გადავედი და
თვითმფრინავში ავედი, დავჯექი. ბენი კი ჩემ წინ დაჯდა.
მალე თითმფრინავი ცაში აფრინდა, მე კი მხოლოდ ის მაინტერესებდა, ჩემთან
ერთად რატომ წამოვიდა. ან რატომ ატარებდა ამდენ დროს ჩემთან ერთად.
- ისე... - დავიწყე მე - ფრანგს მართლა არ გავხარ.
ბენმა თვალები გადაატრიალა.
- არა, მართლა. ფრანგი მოდელები მყავდა, ყოველთვის 15-20 წუთით
აგვიანებდნენ, ყოველ ლანჩზე ბატონის პურებში აკეთებდნენ სენდვიჩებს და ისე
ჭამდნენ, ორი საათი ანდომებდნენ ვახშმის დასრულებას და შობას?! ღმერთო ჩემო,
სავახშმოდ ექვსი საათით ადრე ჯდებოდნენ. ყოველთვის პოლიტიკაზე და
რელიგიაზე ლაპარაკობდნენ და არანაირი ცელოფნები, ყოველთვის ქაღალდის
პარკი ან ჩანთა.
- ორმაგი კოცნა?
- ხომ, მთავარი გამომრჩა.
ბენს გაეცინა
- გეფიცები, რამდენ ფრანგთანაც დავიჭირე ურთიერთობა ყველა ეგეთი იყო და
ყველას ფრანგული აქცენტი.
- თავიდან რომ ჩამოვედი მეც ეგრე ვიყავი, მაგრამ მე ადაპტაციის კარგი უნარი
მაქვს. ორ თვეში აღარც ბატონის პურებით დავდიოდი და ორმაგი კოცნის ჩვევაც
მოვიშორე. მივხვდი, რომ ამერიკელებს ეს დიდად არ მოგწონდათ.
- მე მხოლოდ ორმაგი კოცნის და 15-20 წუთით დაგვიანების ჩვევა არ მომწონს.
დანარჩენები რას მიშლის. ისე ეს მართლა ტრადიციათ გაქვთ, თუ უბრალოდ
არაპუნქტუალურები იყვნენ?
- ტრადიციაა. საფრანგეთში მთელი ერთი საათით რომ დააგვიანო, არავინ
არაფერს არ გეტყვის.
- ღმერთო ჩემო, ეგ წესი იმედია სასწრაფოს მძღოლებზე და ექიმებზე არ
ვრცელდება.
ბენს ისევ გაეცინა.
- არა, მათთვის გამონაკლისის დაშვება შეიძლება.
- კიდევ კარგი.
მას ეღიმებოდა. მე ფანჯრიდან გავიხედე, ვგრძნობდი ბენი რომ მიყურებდა. თუმცა
მისთვის ხმა აღარ გამიცია. მხოლოდ ფანჯრიდან ვიყურებოდი.
არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ ერთი კვირის განმავლობაში ბენს ჩემი ოჯახის შესახებ
არაფერი უკითხავს, საერთოდ ჩემს შესახებ არაფერი უკითხავს, მიუხედავად იმისა,
რომ მე რამდენიმეჯერ ჩამოვაგდე ამ თემაზე საუბარი. ეს კარგიცაა, რადგან ჩემს
წარსულსა და ოჯახზე საუბარი არ მიყვარს.
დაახლოებით 2 საათში, თვითმფრინავი დაჯდა. როგორც კი თვითმფრინავიდან
გავედით, კი მაშინვე მივხვდი რომ ნიუ-იორკში ვიყავით.
მე ბენს მივუბრუნდი.
- უნდა მივმხვდარიყავი, რომ შობის დედაქალაქში წავიდოდით.
- შობა ნიუ-იორკში რაღაც სხვაა.
- კარგი, მაგრამ აქ რას ვაპირებთ?
- რავი გავისეირონოთ და რამეს ვნახავთ.

***

ბენი წინ წავიდა, მე უკან გავყევი.


აეროპორტთან მანქანა დაგვხვდა, რომელმაც თაიმ სქვერზე დაგვტოვა. ქუჩებში
ყველაფერი ანათებდა, ყოველ ნაბიჯში განათება იყო დამონტაჟებული და ეს
ყველაფერი მართლა მომწონდა. მსიამოვებდა განათებულ ქუჩებში სეირნობა და
იქაურობის თვალიერება.
- რამდენიმე იდეა მაქვს სადაც შეიძლება წავიდეთ. - თქვა ბენმა - ბრაიანტის
პარკი, საშობაო ბაზრობა, ნაძვის ხე და მე-5 ავენუე. პირველი სად წავიდეთ?
- აქედან ყველაზე ახლოს მე-5 ავენუეა, მოდი პირველი იქ წავიდეთ, იქიდან
მერე დანარჩენები ვნახოთ.
- კარგი.
მე და ბენი მეხუთე ავენუეზე გავედით. თაიმს სქვერიდან მე-5 ავენუე 10 წუთის
სავალზე იყო. როგორც ნიუ-იორკის სხვა გამზირებზე, აქაც მთლიანად იყო
განათებული შენობები.
ნიუ-იორკში რამდენიმემ მიცნო, მათთან სელფიც გადავიღე, ბენთან ერთადაც
გადაიღეს. დიზაინერები მსახიობები არ ვართ, ამიტომ არც ბევრი პაპარაცი
დაგვდევს და არც ბრბო, რომელსაც ფოტოები და ავტოგრაფები უნდათ. ასეთი
ცოტაა, მხოლოდ ისეთები გვცნობენ, ვინც უბრალოდ მოდითაა დაინტერესებული.
კიდევ კარგი ასეა, სხვანაირად ვერ გავუძლებდი.
მეხუთე ავენიუზე უბალოდ გავისეირნეთ და რამდენიმე ფოტო გადავიღეთ, არ
მიყვარს ფოტოების გადაღება, მაგრამ ისეთი გარემო იყო ვერ გავუძელი. მეხუთე
ავენუედან ბრაინტის პარკში გავედით.
აი იქ უკვე საშობაოდ სხვადასხვა გასართობი სივრცე იყო მოწყობილი. მათ შორის
დიდი ყინულის მოედანი იყო, რომელზეც არც თუ ისე ბევრი ხალხი სრიალებდა.
- ციგურებზე სრიალი იცი? - მკითხა ბენმა, როცა ამ მოედანს მივუახლოვდით.
- არა, არასდროს ვმდგავარ.
- რა? - თქვა მან - მიჩიგანში ცხოვრობდი და ციგურებზე არასდროს
დამდგახარ?
მე თავი გავაქნიე.
- ეგ უფრო გასაკვირია ვიდრე ჩემი ფრანგობა. წამოდი, გასწავლი.
- შენ იცი?
- კი. მე და ჩემი და დავდიოდით. რაც აქ ჩამოვედი არ მისრიალია, ამიტომ
წამოდი.
- მე არ მინდა.
- არ მიკითხავს, ჩემთან ერთად მოდიხარ.
- შენ შედი მე არ მინდა, არ ვიცი.
- კარგი რა, ეს ხომ უადვილესია. რა ზომა ფეხი გაქვს?
მე თვალები დავხუჭე და ამოვისუნთე.
- 36 ან 37.
- კარგი, აქ დამელოდე ციგურებს მოვიტან.
ბენი წავიდა, მე იქვე სკამზე ჩამოვჯექი და ტელეფონი ამოვიღე. ევას მოუწერია.
„რაშვებით? ორივე ცოცხალი და მთელი ხართ?“
მე გამეცინა.
„კარგად ვართ, თქვენ რას შვებით?“
ევამ რამდენიმე წუთში მომწერა.
„ვვახშმობთ, შენთვის საინტერესო არაფერია“
„ანუ ბენთან ერთად წამოსვლა არ ვინანო“
„არა, რა თქმა უნდა. ბენთან ერთად გაერთე. აქ მოსვლას ყოველთვის მოასწრებ“
მალე ბენი მოვიდა და ჩემ გვერდით დაჯდა. ვარდისფერი ციგურები მომცა.
თასმებიანი იყო, ამიტომ ადვილად ჩავიცვი, ბენმა ჩემზე მალე ჩაიცვა და ადგა.
- ამით როგორ უნდა ვიარო?
- კი არ უნდა იარო, უნდა ისრიალო.
- სანამ ყინულზე დავდგები, რამდენიმე ნაბიჯის გავლაა საჭირო, ან შენ როგორ
დგახარ თითქოს ჩვეულებრივი ფეხსაცმელი გეცვას.
- ეგეთი რთულიც არაა, ადექი და მიხვდები. ციგურები დიდი ან პატარა ხომ არ
გაქვს?
- არა.
- მაშინ ადექი
მე ავდექი, მაგრამ როგორც კი ავდექი ფეხი გადამიბრუნდა. ბენმა მკლავებზე
მომკიდა ხელი და ისე დამიჭირა, თორემ დავეცემოდი.
- კარგად ხარ? - მკითა მან.
- კი. მადლობა, შეგიძლია გამიშვა.
- ბოდიში, მაგრამ ხელს ვერ გაგიშვებ. რომ არ დაეცე, მომიწევს მკლავზე ხელი
მოგკიდო.
- კარგი, მხოლოდ მკლავზე.
ბენს ჩაეღიმა.
- ფეხი გაასწორე და ოდნავ დააშორე, რომ დადგე.
მე ისე მოვიქეცი, როგორც ბენმა მითხრა.
- მშვენიარია, ახლა ჩვეულებრივად დაადგი ფეხები.
- ამით ჩვეულებრივად როგორ ვიარო.
- წარმოიდგინე, რომ ფეხზე არაფერი გაცვია.
- წარმოსახვაში ცუდი ვარ.
ბენმა თვალები გადაატირალა და ზურგით სიარული დაიწყო. მე სხვა რა გზა მქონდა
მას გავყევი.
- ყოჩაღ კარგია.
ყინულის მოედნამდეც მივედით. ბენმა ხელი გამიშვა და ჭიშკარი გააღო, პირველი
შიგნით თავად შევიდა. მერე ხელი გამომიწოდა. ხელი ჩავკიდე და ყინულზე
დავდექი, ხომ ყინულზე დგომა უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ჩვეულებრივ მიწაზე.
- ახლა მისმინე, გაჩერება თუ გინდა ფეხები ახლოს მოწიე, თუ წასვლა გინდა
გაშალე, არც გორგოლაჭებზე მდგახარ?
- გორგოლაჭებზე კი, ვმდგავარ.
- ხოდა, ზუსტად იგივე წესებია აქაც, ოღონდ ყინულზე. ფეხები ასრიალე, ეს
თერაპიასავითაა ამიტომ დაძაბული ნუ იქნები.
- კარგი.
ბენმა სრიალი დაიწყო და შესაბამისად მეც, იმიტომ რომ ხელს არ მიშვებდა.
პირველი რამდენიმე წუთი რთულად ვსრიალებდი, შემდეგ უფრო კარგად
ვსრიალებდი. საბოლოოდ ბენმაც გამიშვა ხელი, მე ის უფრო მომეწონა ხელი რომ
გამიშვა და აღარ მეხებოდა, ამიტომ უფრო გავთავისუფლდი.
- კარგად გამოგდის! - მითხრა მან.
- მადლობა.
ყინულზე რამდენიმე საათი ვისრიალეთ, ისე მომეწონა რომ ბენს აღარ მივყვებოდი,
მაგრამ დაახლოებით 3 საათში შობა დადგებოდა და ჩვენ კიდევ რამდენიმე
ადგილას უნდა წავსულიყავით.
ყინულის მოედნიდან რომ გავედით ბენს ეცინებოდა.
- რა გაცინებს?
- ჯერ არ მომყვებოდი და ახლა საერთოდ გამოსვლა აღარ გინდოდა.
- ნუ აზვიადებ, მხოლოდ ერთხელ გითხარი ცოტა ხანი კიდევ ვიყოთ-მეთქი
- ერთხელ?
- კაი, ორჯერ.
ბენმა წარბები აწია.
- კარგი, კარგი. ოთხჯერ გითხარი, მაგრამ ყოველ 15 წუთში გინდოდა
გამოსვლა.
ბენს გაეცინა. ციგურები გავიხადეთ და უკან დავაბრუნეთ.
- არ მოგშივდა? წამოდი რამე ვჭამოთ და მერე გავაგრძელოთ ჩვენი
ექსკურსია.
- კარგი, წავიდეთ.
მე და ბენი რესტორანში წავედით. ამ პარკიდან დაახლოებით 15 წუთის სავალ
მანძილზე იყო და 34-ე სართულზე. ჩემდა გასაკვირად იქაურობა არ იყო მორთული
საშობაოდ და ბევრი ხალხიც არ იყო. საკმაოდ მყუდრო ადგილი იყო.
დაბალ ხმაზე საშობაო კლასიკა იყო ჩართული, ყვითელი განათებები და ხის ავეჯი.
მხოლოდ დივნები იყო მწვანე და ტყავის. მე და ბენი მრგვალ მაგიდასთან
ერთმანეთის პირისპირ დავჯექით.
- რას აიღებ? - მკითხა ბენმა.
- არ ვიცი. - მენიუს თვალი გადავავლე - ინდაურის გარდა ნებისმიერ რამეს.
მენიუ გადავდე, რადგან ვერაფერი ავარჩიე.
- შენ მოგენდობი.
ბენმა გაკვირვებულმა შემომხედა.
- მე?!
- ხომ.
- კარგი. ამმ, ვეგეტარიანელი ხარ?
- არა.
- მაშინ, საქონლის ხორცის სტეიკი, ნახევრად შემწვარი კარგი იქნება.
- ნახევრად?! სისხლიანი?!
- ხომ, რა თქმა უნდა.
- მე სრულად შემწვარი მინდა
- მოდი ნახევრად-შემწვარი გასინჯე და თუ არ მოგეწონება, მერე ხელახლა
შევაწვევინოთ.
- რატომ უნდა ვაწვალოთ ეს ხალხი? სრულად შემწვარი მომიტანონ ჯობია.
- ენი, ეს უნდა გასინჯო.
მე ამოვისუნთე.
- კარგი.
ბენმა მენიუ დახურა და მიმტანს დაუძახა.
- რას დალებ
- ბატონო ბენ, რა უხდება ნახევრად შემწვარ სტეიკს?
- თეთრი ღვინო.
- ალკოჰოლს ვერ ვსვამ.
- რატომ?
- წამლებს ვიღებ.
- ავად ხარ?
- არა, დამამშვიდებლები და დამაძინებლები. ასე რომ ვთქვათ ნარკომანი ვარ.
- არა მგონია ერთმა ჭიქამ გავნოს. თან წვეულებაზე სვამდი
- წვეულებამდე ერთი თვე არ მქონდა მიღებული წამლები, დღეს დილით
დავლიე. ვფიქრობ უკეთესი იქნება თავს თუ შევიკავებ.
- კარგი, მაშინ უბრალოდ პეპსი?!
- ეგ შეიძლება.
- კარგი.
ჩვენთან მიმტანი მოვიდა.
- ორი, ნახევრად შემწვარი სტეიკი და ორი პეპსი.
- ორი პეპსი? შენთვის ღვინოს არ იღებ?
- არა.
- ორი, ნახევრად შემწვარი სტეიკი და ორი პეპსი. კიდევ რამეს ინებებთ? -
გვკითხა მიმტანმა
- არა, მადლობა.
მიმტანი წავიდა.
- ხასიათს შტატების მიხედვით იცვლი? - მკითხა ბენმა
- რას გულისხმობ?
- მიჩიგანში, დაძაბული იყავი. აქ კი, მთლიანად შეიცვალე. იღიმი,
თავისუფლად ხარ, ჩემთვისაც კი არ გიყვირია.
მე გამეღიმა.
- მიჩიგანი დიდად არ მიყვარს, ამიტომ იქაურობა საკმაოდ მძაბავს.
- შენ ხომ იქ გაიზარდე?
- სწორედ მაგიტომ მძაბავს. იქაურობა არ მიყვარს. ლოს-ანჯელესშიც უკეთესი
იყო ცხოვრება, იქ თვეში ერთხელ თუ მივიღებდი წამლებს, მიჩიგანში კი თითქმის
ყოველდღე დილა საღამოს.
- დარწმუნებული ვარ ფსიქოლოგი გყავს, მასთან თერაპიებმა...
- ფსიქოლოგი უბრალოდ ადამიანია, რომელსაც ყველაფერს ვუყვები. მისგან
მხოლოდ ერთი რამ მაქვს გაგებული, ისუნთქე. მეც ვსუნთქავ. ფსიქოლოგი მეუბნება
რომ წამლებს შევეშვა, რადგან მასზე დამოკიდებული არ ვიყო, მაგრამ უბრალოდ არ
გამოდის. ერთი თვე არ გადის ისე, რომ ჩემი კოშმარები არ ვნახო. მითუმეტესს ეს
ყველაფერი მიჩიგანში გართულდა, გარდა ამისა ჩემი ფობიები, დაძაბულობა. 8
წელია ამ ყველაფერს უშედეგოდ ვებრძვი.
- ამ ყველაფრის მიზეზი რა არის?
- ბევრი რამე. - მე ამოვისუნთქე - ჩემი 24 წლიანი ცხოვრების პერიოდი 4
ნაწილად იყოფა. 8 წლამდე, 8-10 წლამდე, 10-14 წლამდე და 14-დან დღემდენ.
ყველაფრის თავში, ჩემი მერვე წელია. ყველაფერი აქედან დაიწყო.
- 8?! ეს ხომ ძალიან პატარა ასაკია.
- მე ყველაფრისთვის ძალიან პატარა ვიყავი, ბენ.
- არ გინდა, მომიყვე რა მოხდა?
- ჯობს შობა არ გავიფუჭოთ.
მე გავჩუმდი. ისედაც ზედმეტი ვთქვი რაც ვთქვი. სტეიკი აგვიანებდა, მე კი მხოლოდ
ერთი რამ მაინტერესებდა. რატომ გადაწყვიტა ჩემთან ერთად გაეტარებინა ეს დღე,
როცა ყავს დედა, და და ალბათ მამაც. ბიძა, დეიდა, მათი შვილები და მეუღლეები.
მოკლედ მთელი ოჯახი, მან კი ისევ ჩემთან გადაწყვიტა გაეტარებინა ეს დღე.
მისი სითბო კი რაღაც განსაკუთრებული იყო. ჩემდამი უჩვეულოდ თბილი განწყობა
ჰქონდა. მასთან რაც უფრო მეტ დროს ვატარებდი, უფრო და უფრო ვხვდებოდი,
რომ ის სხვებს არ ჰგავდა. დღეს კი, შობა, დღესასწაული რომელიც ყველას უყვარს,
ნუ 90%-ს მაინც, გადაწყვიტა ჩემთან გაეტარებინა, ადამიანთან, რომელსაც შობის
გაგონებაც არ უნდა. რატომ მექცევა ასე განსაკუთრებულად და რას ცდილობს?
მაგრამ, არა მარტო ის, მეც განსხვავებულად ვიქცეოდი.
ვახშმის შემდეგ, რომელიც უნდა ვაღიარო ძალიან გემრიელი იყო, საშობაო
ბაზრობაზე გავედით სადაც ცხელი შოკოლადი ვიყიდეთ, ზეფირით და ნაძვის ხესთან
გავედით. უკვე 11 საათი იყო, შობა ერთ საათში დადგებოდა და ნაძვის ხესთან
არავინ იყო.
ჩვენ სკამზე ჩამოვჯექით.
- აბა, გრინჩს შობა ოდნავ მაინც შევაყვარე? - იკითხა ბენმა
მე გამეცინა.
- ვერ გეტყვი რომ, შობა შემიყვარდა, მაგრამ ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო
შობა იყო. მადლობა.
- არაფრის.
მან შოკოლადი დალია.
- ბენ!
- გისმენ.
- ამ დღეს ჩემთან ერთად რატომ ატარებ?
- უკვე გითხარი, მარტო ვიყა...
- ბენ, შენ ოჯახი გყავს. მათთან ერთად რატომ არ ხარ?
- არ მიყვარს შობის ოჯახთან ერთად აღნიშვნა.
- ეს ხომ საოჯახო დღესასწაულია?
- ხომ, მაგრამ მას შემდეგ რაც ჩემი მშობლები დაიშორდნენ, შობა აღარ იყო
სახალისო. ამიტომ მას შემდეგ რაც აქ ჩამოვედი, საფრაგეთში აღარ
დავბრუნებულვარ შობისთვის.
- ვწუხვარ!
ბენმა ხელი ჩაიქნია.
- ნუ წუხარ, დიდი არაფერია! შობას თუ მშობლებთან ერთად არ გავატარებ,
ამით არაფერი დაშავდება. ცხოვრება ზედმეტად მოკლეა იმისთვის, რომ ეგეთ
რაღაცეებზე ვიდარდო.
მე გამეცინა.
- როგორ შეგიძლია, ასე თავისუფლად იყო?
- რავიცი ჩვეულებრივად.
მე ცხელი შოკოლადი დავლიე.
მოულოდნელად თოვა დაიწყო.
- მშვენიერია, შობისთვის თოვაც დაიწყო! - ვთქვი მე
- ხომ, ესე იგი დღეს ვეღარ გავფრიდებით. - თქვა ბენმა და მას შევხედე
- რა?
- თოვლში ხედვა არ არის. ხვალამდე დავიცადოთ და ხვალ დილით ან ხვალ
საღამოს გავფრინდეთ.
- კარგი, მაგრამ სად დავრჩეთ?
- ჩემს აპარტამენტში.
მე ცხელი შოკოლადი გადამცდა.
- რა?! შენს აპარტამეტში?
- დამშვიდდი ორი საძინებელია.
- ხომ, მაგრამ დასარჩენად არ წამოვსულვარ.
- არც მე, მაგრამ რამეს ვიპოვით. ჩემი დის ტანსაცმელიც მოგივა, მგონი. - მან
საათზე დაიხედა - 12-ის 15 წუთია. აქ ჯდომას არ გინდა პარკში გავიდეთ?
- შენი სიმშვიდე მაგიჟებს
- რაიმე არის საპანიკო?
- მითხარი შენს აპარტამანტში დავრჩეთო.
ბენმა ამოისუნთქა.
- ღმერთო შენ მიშველე. - ჩაიბუტბუტა მან - აბა, გარეთ დარჩები?
- სასტუმროს დავიქირავებ.
- კი, ბატონო. ცადე.
მე ტელეფონი ამოვიღე და სასტუმროებში დავრეკე. ყველა სასტუმროს, ყველა
ნომერი დაკავებული იყო.
- შობაა, ენი! თან 11:20. როგორ წარმოგიდგენია ახლა სასტუმროში ნომრის
მოძებნა?
- შენთან ერთად ვერ წამოვალ.
- რატომ? გითხარი ორი საძინებელია.
- და მე გითხარი, რომ ჩემი წამლების გარეშე ვერ ვიძინებ.
- რამდენიმე დამამშვიდებელი სახლში მეც მაქვს. არაფერი მოხდება, თუ ერთ
ღამეს ერთ სახლში გავატარებთ. გირჩევნია თვითმფრინავით ვიფრინოთ, როცა
ხედვა არ არის? შეხედე როგორი ამინდია.
მე გაბრაზებული მივეყუდე სკამს და ცხელი შოკოლადი დავლიე.
- ბრუკლინის ხიდი?! - მკითხა ბენმა, რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ.
მე გამეცინა.
- კარგი წამოდი
მე და ბენი ავდექით. მას ბრუკლინის ხიდზე გავყევი, რომელიც შედარებით შორს
იყო. როცა იქ მივედით, ხიდთან დავდექით და მდინარეს გადავხედე. ჩვენსა და ბეს
შორის სიჩუმე იყო ჩამოწოლილი, საერთოდ განსხვავებული სიჩუმე სუფევდა.
საათზე დავიხედე. 11:40 იყო. რამდენიმე წუთში დაიწყებოდა ხმაური, რომელიც
მთელი ღამე გაგრძელდებოდა.
- ახლა დაველოდოთ, როდის დაიწყება ფეირვერკების წვიმა. - თქვა ბენმა. -
ფეირვერკების შემდეგ სახლში წავიდეთ. იმედია ისევ სასტუმროს არ ფიქრობ.
მე ამოვისუნთქე
- სხვა რა გზა მაქვს.
-

You might also like