Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

10.06.

2021
ენათმეცნიერების შესავალი
სახელი -----------

გვარი ------------

მონიშნეთ სწორი პასუხ(ებ)ი, ტესტში არაფერი შეცვალოთ ან გადაადგილოთ.


ერთნაირი პასუხები განულდება.

1. რა იგულისხმება ენის საკომუნიკაციო ფუნქციაში?


a) აზრთა ურთიერთგაზიარების ფუნქცია;
b) სახელის დარქმევის ფუნქცია;
c) აზრის გამოხატვის ფუნქცია;
d) სამყაროს შემეცნების ფუნქცია;
e) არცერთი პასუხი არ არის სწორი.
2. მეორე სასიგნალო სისტემა არის:
a) ცენტრალური ნერვული სისტემა,
b) სმენისა და მხედველობის ორგანოთა სისტემა;
c) ენობრივი სისტემა;
d) საჭმლის მომნელებელი სისტემა;
e) არცერთი პასუხი არ არის სწორი
3. ფრაზა, ტაქტი, ფონეტიკური სიტყვა, მარცვალი და სამეტყველო ბგერა...
a. ენობრივი სისტემის ერთეულებია;
b. სამეტყველო ნაკადის სეგმენტებია;
c. ენობრივი სისტემის ერთეულებიცაა და სამეტყველო ნაკადის სეგმენტებიც;
d. სამეტყველო ნაკადის ზესეგმენტური ელემენტებია;
e. არცერთი პასუხი არ არის სწორი.
4. სამეტყველო ბგერების წარმოქმნაში მონაწილეობას იღებს:
a. მხოლოდ ულტრაბგერები
b. მხოლოდ ინფრაბგერები
c. ულტრაბგერებიც და ინფრაბგერებიც
d. ულტრაბგერებიც
e. არცერთი პასუხი არ არის სწორი
5. შემოხაზეთ სწორი პასუხი (პასუხები):
a. ენა ბიოლოგიური მოვლენა არ არის, მაგრამ მისი ცოდნისათვის გარკვეული
ბიოლოგიური ფაქტორები აუცილებელია;
b. ენა ბიოლოგიური მოვლენა არ არის, ასე რომ, მისი ცოდნისათვის არანაირი ბიოლოგიური
ფაქტორები არ არის საჭირო;
c. ენის მიღება და შთამომავლობისათვის გადაცემა ხდება გენეტიკურად, ასე რომ, ის
ბიოლოგიური მოვლენაა;
d. ენის მიღება და გადაცემა გენეტიკურად არ ხდება, თუმცა ის მაინც ბიოლოგიური
მოვლენაა;
e. არცერთი პასუხი არ არის სწორი.

შეფასების კრიტერიუმები:
 სწორი პასხი - 2 ქულა (ყველა სწორი პასუხი მონიშნულია)
 ნაწილობრივ სწორი პასუხი - 1 ქულა (რამდენიმე სწორი პასუხიდან მონიშნულია ერთი მაინც
და არაა მონიშნული არასწორი პასუხი;
 არასწორი პასუხი - 0 ქულა (ნებისმიერ შემთხვევაში, როცა მონიშნულია არასწორი პასუხი.

You might also like