Draft 2+

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 11

პარტიების და ხალხის დამოკიდებულება.

საქართველოც ცდილობს ფეხი აუწყოს გარემოსდაცვით ტენდენციებს, მაგრამ 2020 წლის


საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებული საარჩევნო პროგრამების ანალიზი
ცხადყოფს, რომ მწვანე საარჩევნო დაპირებები მაინც იმდენად ზედაპირული და
აბსტრაქტულია, რომ სხვადასხვა იდეოლოგიურ პლატფორმაზე მყოფი პარტიების
გარემოსდაცვითი ხედვის ერთმანეთისგან გარჩევაც კი ჭირს.

პოლიტიკოსების გულგრილობის საილუსტრაციოდ, იმ გამოხმაურებებზე


დაკვირვებაც კმარა, რაც ნამოხვანში დაგეგმილი ჰესების წინააღმდეგ
გარემოსდაცვითი, სოციალური თუ სამართლებრივი  არგუმენტებით დაწყებულ
მოძრაობას მოჰყვა. საპროტესტო აქციებზე მიტმასნების ტენდენციის მქონე
პოლიტიკური სპექტრი განსაკუთრებული ზომიერებით გამოირჩეოდა
ზემოხსენებულ საპროტესტო მოძრაობაზე საუბრისას, უპირველესად ეკონომიკური
განვითარების არსებული წესრიგის დაცვის მოტივით, რომელიც გარემოს დაცვის
საკითხებს დიდ ინვესტიციებს უპირისპირებს ხოლმე. ხელისუფლების მიღმა,
ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც ფრთხილობდნენ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის
მოწინააღმდეგეების მხარდაჭერისას. პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა
გიორგი ვაშაძემ გამოსავლად ადგილობრივი პლებისციტი დასახა, „ლელოს“
დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ კი, სინანული გამოთქვა, რომ ანაკლიის
ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეჩერებას მსგავსი პროტესტი არ მოჰყვა.
ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ მოძრაობის
წევრებისგან მეტი სიცხადე და მათგან მკაფიოდ იმ აზრის დაფიქსირება მოითხოვა,
რომ ზოგადად ჰესების მშენებლობას არ ეწინააღმდეგებიან.

დაწერე რომ ბევრმა არიცის პასუხი კითხვაზე.


GREEN DEAL

გასათვალისწინებელია ისიც, რომ პარიზის შეთანხმების შესაბამისად , ნახშირბადის


ემისიებს ითვლიან ეროვნული წარმოებიდან და არა იმპორტირებული მოხმარებული
პროდუქციიდან, რაც ქმნის კიდეც გარემოსდაცვითი პრობლემების განვითარებად
ქვეყნებში გადატანის საშიშროებას. ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია
ევროკავშირის მიერ მისსავე ტერიტორიაზე მიღებული სტანდარტების მაქსიმალური
გავრცელება საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებზე და, ასევე , მის მიერ წარმოების
გაზრდა, ხორცისა და რძის პროდუქტების მოხმარების შემცირება და სხვა

მწვანე შეთანხმების საკომუნიკაციო დოკუმენტში ნახსენებია, რომ ცირკულარული


ეკონომიკის კონცეფციის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
ელექტრონიკის, ბატარეების, შეფუთვის, ტექსტილისა და სამშენებლო მასალების
მიმართულებით მოხდება. ასევე მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნების საკითხი ,
ევროკავშირი აცხადებს ნულოვან ტოლერანტობას არალეგალური, არარეგულირებული
და არაგამჭირვალე თევზჭერისადმი, რაც ამ სფეროში საქართველოს შიდა პოლიტიკაზეც
შეიძლება აისახოს. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოსა და უკრაინის მიერ
მიღებული სათბურის გაზების ემისიების მიზნები არ შეესაბამება ევროკავშირის ნიშნულს
და ემისიების მსგავსი ოდენობით შემცირება მომავალშიც არ არის გათვალისწინებული ,
მწვანე შეთანხმებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება სწორედ ამ ორი ქვეყნისთვის ,
ამ მიმართულებით მათი მიზნების მაქსიმალურად დასაახლოებლად და
თანამშრომლობის სწორი ფორმის შესარჩევად. რაც შეეხება საგარეო ვაჭრობას,
საქართველოსა და სომხეთის წილი მასში იმდენად დაბალია, რომ ამ კუთხით, მწვანე
შეთანხმება არსებით გავლენას მათ სავაჭრო ურთიერთობაზე, სავარაუდოდ , არ იქონიებს .

სურსათის ნარჩენები
სურსათის ნარჩენები გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს , ვინაიდან
ნაგავსაყრელზე განთავსებული ორგანული ნარჩენის ლპობის შედეგად გამოყოფილი
მეთანი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილებაზე. გაეროს სურსათისა და
სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გამოანგარიშებით, სურსათის ნარჩენების
წარმოქმნის შედეგად წლიური ზარალი 700 მილიარდ ამერიკულ დოლარს უდრის (Food
Waste Economics, Christina Gayton, https://theeconreview.com/2019/01/29/food-waste-economics/)

სოციალური ასპექტი სურსათის ნარჩენების განუყოფელი ნაწილია. იმის


გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში შიმშილი დღემდე გადაუჭრელი პრობლემაა ,
წარმოების, მიწოდების ჯაჭვის და მოხმარების ეტაპზე აუთვისებელი საკვების გამო
ნარჩენები წარმოიქმნება. ჭარბი მოხმარება კი იწვევს ფასების ზრდას, რაც ყველაზე დიდ
გავლენას ღარიბ მოსახლეობაზე ახდენს. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის
ორგანიზაციის (FAO) გამოანგარიშებით, სოციალური ასპექტის გათვალისწინებით წლიური
ზარალი უდრის 900 მილიარდ ამერიკულ დოლარს Food Waste Economics, Christina Gayton,
https://theeconreview.com/2019/01/29/food-waste-economics/)

სურსათის ნარჩენების ეკონომიკური ასპექტი გულისხმობს აუთვისებელი საკვების


წარმოებისათვის დახარჯულ/დაკარგულ რესურსებს, კერძოდ, გაწეულ შრომას,
დახარჯულ დროს, მატერიალურ რესურსსა და ენერგიას. შედეგად, წლიური ზარალი
უდრის 1 ტრილიონ ამერიკულ დოლარს8 (Food Waste Economics, Christina Gayton,
https://theeconreview.com/2019/01/29/food-waste-economics/)

სურსათის ნარჩენებთან დაკავშირებით მონაცემები საკმაოდ მწირია , თუმცა რეგიონების


მიხედვით ჩატარებულ კვლევებში ჩანს, რომ ნაგავსაყრელზე განთავსებული ნარჩენების
ყველაზე დიდი პროცენტი ორგანულ ნარჩენებზე მოდის. მაგალითად, შიდა ქართლის
რეგიონის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მორფოლოგიური შემადგენლობის
განსაზღვრისათვის ჩატარებული სეზონური კვლევის მიხედვით, გამოიკვეთა 11 ძირითადი
კომპონენტი, მათ შორის, ყველაზე დიდი რაოდენობით ორგანული ნარჩენები 11 –
46.725%12; აჭარაში გამოიკვეთა ათი (10) ძირითადი კლასიფიკაციის კატეგორია, სადაც
ყველაზე დიდი რაოდენობით დაფიქსირდა ორგანული ნარჩენები – 36.61%13. კახეთის
რეგიონში ასევე გამოიკვეთა ათი (10) ძირითადი კლასიფიკაციის კატეგორია , სადაც
ყველაზე დიდი რაოდენობით, ასევე ორგანული ნარჩენები დაფიქსირდა – 42,71%14. ეს
მონაცემები იმაზე მეტყველებენ, რომ სურსათის ნარჩენები წარმოიქნება და
არასათანადოდ იმართება, არასათანადო პრევენციის მექანიზმების გამო .

(11 ორგანული მასალები (კოდი – 20 01 08) – საკვები ნარჩენები, მებაღეობის ნარჩენები,


სასოფლო-სამეურნეო ნარჩენები, სასაკლაოს ნარჩენები, მეფრინველეობის ბუმბული და
დანარჩენი კომპოზიციური ნარჩენები. 12 შიდა ქართლის რეგიონის მყარი
საყოფაცხოვრებო ნარჩენების მორფოლოგიური შემადგენლობის განსაზღვრისათვის
ჩატარებული სეზონური კვლევის შედეგების ანგარიში, პროგრამა „ნარჩენების მართვის
ტექნოლოგია რეგიონებში“, ფაზა II (WMTR II), თბილისი, საქართველო, მაისი, 2018 წელი.
13 აჭარის ა/რ-ის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მორფოლოგიური შემადგენლობის
განსაზღვრისათვის ჩატარებული სეზონური კვლევის შედეგების ანგარიში , პროგრამა
„ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“, CENN, 2016 წლის 31 მაისი. 14კახეთის
რეგიონის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მორფოლოგიური შემადგენლობის
განსაზღვრისათვის ჩატარებული სეზონური კვლევის შედეგების ანგარიში , პროგრამა
„ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“, CENN, 2016 წლის 31 მაისი.)

სურსათის ნარჩენების ბიოდეგრადირებადი ნარჩენების ჭრილში მოქცევით , ქვეყანა


უგულებელყოფს ძალიან დიდ რესურსს და მას არამდგრადად მართავს, შესაბ

სურსათის ნარჩენები, როგორც ცალკეული ნაკადი, სტრატეგიული დოკუმენტებითა და


კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის.
სურსათის ბიოდეგრადირებად ჯგუფში მოქცევით და მის განცალკევებულად მართვაზე
უარის თქმით, გარკვეულწილად, შეუძლებელი ხდება ინდივიდუალური მართვის
მიდგომების დანერგვა. დადებით მხარედ შეგვიძლია მივიჩნიოთ ის, რომ
ბიოდეგრადირებადი ნარჩენები კოდექსით დაფარულია და ვალდებულებები , რომლებიც
მათ შეეხება, მაგალითად, პრევენცია, სურსათის ნარჩენებზეც ვრცელდება . თუმცა , ამ
კუთხით აღსანიშნავია, რომ კოდექსი ბიოდეგრადირებად ნარჩენებზე , ნარჩენების სხვა
ნაკადებთან შედარებით, ნაკლებად კონცენტრირდება.

ამოცანა 4.4.1-ის მიხედვით, 2018-2019 წლებში სამინისტროს უნდა შეემუშავებინა


ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგია დონორი
ორგანიზაციების დახმარებით, თუმცა ამ ეტაპისთვის მასზე მუშაობა არ დასრულებულა .
ამასთანავე, სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2018-2020 წლისათვის დაგეგმილია
ბიოდეგრადირებადი ნარჩენების კომპოსტირების ხელშემწყობი კამპანიის ჩატარება და
ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურიდან მოშორებულ ტერიტორიებზე საპილოტო
პროექტის განხორციელება. ეს ქმედებები კონკრეტულად სურსათის ნარჩენებს არ
შეეხება, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით ,
სურსათის ნარჩენები ბიოდეგრადირებადი ნარჩენების შემადგენელი ნაწილია ,
განსაზღვრული აქტივობები სურსათის ნარჩენებზეც ახდენს გავლენას. ამ კუთხით კი ,
შეიძლება ითქვას, რომ კომპოსტირება ნარჩენების მართვის იერარქიის მიხედვით
ნაგავსაყრელზე განთავსების წინა ეტაპია და გამოიყენება მაშინ , როდესაც იერარქიით
გათვალისწინებული მართვის წინა საფეხურები ნარჩენებს გავლილი აქვს.

მართალია, ნარჩენების მართვის სტრატეგია ითვალისწინებს ნარჩენების მართვის


იერარქიას, შესაბამისად, აღიარებს პრევენციას, როგორც პირველ რიგში
განსახორციელებელ ქმედებას, თუმცა არ ითვალისწინებს კონკრეტულ ქმედებებსა და
ვადებს. და თუმცა, კოდექსის თანახმად, შემუშავდება ცალკე სტრატეგია
ბიოდეგრადირებადი ნარჩენების შესახებ, ამ ეტაპისთვის , როგორც ცნობილია , იგი
სურსათის ნარჩენებს არ დაფარავს, ვინაიდან სახელმწიფოს მოკვლეული არ აქვს
სათანადო ინფორმაცია ნარჩენების წარმოშობის წყაროებისა და რაოდენობის შესახებ

ნარჩენების მართვის კუთხით მნიშვნელოვანი დოკუმენტია გარემოს დაცვისა და სოფლის


მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული მესამე ეროვნული გარემოსდაცვითი
სამოქმედო პროგრამა (ეგსპ-3). იგი რამდენიმე გამოწვევას გამოყოფს და ხაზს უსვამს,
რომ მიუხედავად იმისა, რომ ნარჩენების მართვის კოდექსი და კანონქვემდებარე აქტები
მიღებულია, კანონმდებლობის სრულყოფამდე დარჩენილია რიგი ნაბიჯები , როგორიცაა :
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ადეკვატური ასახვა სამართლებრივ თუ
პოლიტიკურ დოკუმენტებში, ნარჩენების მართვის დაგეგმვის მექანიზმების შემოღება ,
ნარჩენების სეპარაციის მასტიმულირებელი მექანიზმების დანერგვა , ეფექტიანი
სატარიფო პოლიტიკა. დოკუმენტი ბიოდეგრადირებად ნარჩენებს არ გამოყოფს , თუმცა
აღნიშნავს, რომ ნაგავსაყრელზე მოხვედრილი ორგანული ნარჩენების ლპობის შედეგად
გამოყოფილი მეთანი ხელს უწყობს კლიმატის ცვლილების პროცესს, და აღნიშნავს , რომ
საქართველოში ყოველწლიურად 900000 24 ინტერვიუ საქართველოს გარემოს დაცვისა
და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენების მართვის დეპარტამენტის
წარმომადგენელთან. 18 ტონა ნარჩენი წარმოიქმნება. სურსათის ნარჩენების კუთხით
მნიშვნელოვანი ელემენტია სატარიფო პოლიტიკა, ვინაიდან, მიუხედავად ნარჩენის
ნაკადის ტიპისა, სატარიფო პოლიტიკის გარეშე, რომელიც ხელს შეუწყობს მხარეების
დაინტერესებას შეღავათიანი მიდგომებით, მათი ჩართულობა , – მაგალითად , კერძო
სექტორის წარმომადგენლების, – ვერ მოხერხდებ

ნარჩენების წარმოწნის მიზეზები

საგადასახადო პოლიტიკა სურსათის ნარჩენების მართვის პროცესში მნიშვნელოვან


როლს თამაშობს. როგორც წესი, ნარჩენების მართვა რეგულაციებთან არის
დაკავშირებული, რაც კერძო სექტორზე აისახება. იმის გათვალისწინებით , რომ
ნარჩენების მართვა კერძო სექტორის ჩართულობის გარეშე თითქმის შეუძლებელია ,
სურსათის ნარჩენები კი პირდაპირ კავშირშია კერძო სექტორთან, ამ მიმართულებით
კონკრეტული შედეგების მისაღწევად და კერძო სექტორის დასაინტერესებლად
მნიშვნელოვანია მოქნილი საგადასახადო სისტემა, რომლის ფარგლებშიც, კერძო
სექტორისათვის სურსათის ნარჩენების დონაციის გზით გაცემა არ იქნება ზედმეტ
ხარჯებთან დაკავშირებული. სუპერმარკეტებში სურსათის ნარჩენების წარმოქმნის
გამომწვევი მიზეზები ძირითადად სტანდარტის დაკმაყოფილებასთან არის
დაკავშირებული. სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული უვნებლობის სტანდარტები
ართულებს კერძო სექტორის მხრიდან ისეთი ღონისძიებების გატარებას, რაც ხელს
შეუწყობს ნარჩენების პრევენციას. ასეთი ღონისძიებებია ვადასთან მიახლოებული ან
ვადაგასული, თუმცა უვნებელი საკვების უსასყიდლოდ გაცემა და ხელახალი
გადანაწილება31. ეს პრობლემური საკითხია, ვინაიდან კერძო სექტორს დამატებითი
რესურსის გაწევა უწევს იმისათვის, რომ მის მიერ გაცემულმა პროდუქტმა მიმღები პირის
ჯანმრთელობაზე უარყოფითად არ იმოქმედოს, შესაბამისად, დონაციაზე უარის თქმა ,
ხშირ შემთხვევაში, სუპერმარკეტებისათვის უფრო უსაფრთხო, მარტივი და ეკონომიურია .
მარაგების შევსება და დაგეგმვაც ნარჩენების წარმოქმნის განმაპირობებელი ფაქტორია .
ქსელურ სუპერმარკეტებს, როგორც წესი, გამართული შესყიდვების სისტემა აქვთ , თუმცა
დღესასწაულებზე პროცესის იმგვარი წარმართვა, რომ პროდუქტი სრულიად იქნეს
ათვისებული და ნარჩენი არ წარმოიქმნას, ვერ ხერხდება. ნარჩენის წარმოქმნაში
მნიშვნელოვანი როლი აქვს ვიზუალურ სტანდარტებსაც, რომელიც თავად ქსელური
მარკეტების მიერ არის დაწესებული. ამის მაგალითია ვიზუალურად მოსაწონი პროდუქტის
დახლზე განთავსება. ხშირ შემთხვევაში, პროდუქტები, რომელიც ამ სტანდარტს არ
აკმაყოფილებს, თუმცა საკვებად სავსებით უვნებელია, – მაგალითად, დამწიფებული
ბანანი, რომელიც მუქ 31 https://www.greenoptimistic.com/food-waste-facts/ 23 შეფერილობას
იღებს, ანდა გარეგნულად შელახული ვაშლი, – დახლზე არ ხვდება. აღსანიშნავია, რომ
დამკვიდრებული სტანდარტი მომხმარებლის და მიწოდების ქსელში ჩართული სხვა
მხარეების ქცევის წესზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს და მსგავსი ვიზუალის პროდუქტის
ყიდვის სურვილს უკარგავს32

ზემოაღნიშნულის მაგალითია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR),


იგივე „პასუხისმგებელი მეწარმეობის“ ცნება, რაც გულისხმობს ბიზნესის იმგვარად
წარმართვას, რომ იგი წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს საზოგადო სიკეთეებთან და
პასუხისმგებლობას იღებდეს იმ ქმედებებზე, რომელსაც გავლენა აქვს მომხმარებლებზე ,
დასაქმებულებზე, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფსა თუ ნებისმიერ დაინტერესებულ
მხარეზე33. CSR-ის სამ ძირითად მაჩვენებელს სამმაგი კრიტერიუმის კონცეფციად
მოიხსენიებენ. ეს მაჩვენებლებია: ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი . უფრო
კონკრეტულად კი, სამმაგი კრიტერიუმის კონცეფცია გულისხმობს კომპანიის საქმიანობის
დაგეგმვისას ფინანსურ მაჩვენებლებთან ერთად სოციალური და ეკოლოგიური
შედეგების გათვალისწინებას3

ი. ერთერთი ყველაზე მეტად გავრცელებული მეთოდია სურსათის ბანკის მეშვეობით


საკვების დონაცია. სურსათის ბანკი უზრუნველყოფს ჭარბი სურსათის შეგროვებასა და
გადანაწილებას იმ ადამიანებზე, ვისაც ამის საჭიროება აქვთ . სურსათის ბანკების გარდა ,
დონაცია შესაძლებელია სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ , როგორიცაა სოციალური
მარკეტები, საკვები დაწესებულებები, სადაც ბენეფიციარი ან სრულიად უფასოდ იღებს
საკვებს, ან უმნიშვნელო ფასად.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალ


ნარჩენების მართვის დეპარტამენტთან ინტერვიუს დროს გამოიკვეთა , რომ 27 სურსათის
ნარჩენებთან დაკავშირებით სახელმწიფოს არ აქვს კონკრეტული მიდგომები და გეგმები ,
თუმცა, ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით, სურსათის ნარჩენები
ბიოდეგრადირებადი ნარჩენებია და სახელმწიფო მიზნად ისახავს მათ შემცირებას .
შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ არასამთავრობო ან საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს
სურვილი, ამ კუთხით წარადგინოს კონკრეტული ინიციატივა, სამართლებრივი სივრცე და
სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკა ამის საშუალებას იძლევა . მნიშვნელოვანია
აღინიშნოს, რომ ბიოდეგრადირებადი ნარჩენების სტრატეგიაზე მუშაობა მიმდინარეობს ,
თუმცა დოკუმენტი სხვადასხვა უწყებასთან შეთანხმებული არაა და საწყის ეტაპზეა .

სუპერმარკეტების შემთხვევაში, ჭარბ სურსათთან დაკავშირებით , რომლის დროული


გაყიდვაც ვერ მოხერხდა, რამდენიმე მიმართულება გამოიკვეთა. პირველ შემთხვევაში ,
ჭარბი სურსათი, რომლის გაყიდვაც ვერ ხერხდება, ან იყრება, ან მიმწოდებელს უკან
მიაქვს. მაგალითად, ხილი და ბოსტნეული იყრება. რაც შეეხება რძის პროდუქტებს ,
მიმწოდებელი შეთანხმებულია მარკეტთან, რომ თუ მათი სრულად გაყიდვა ვერ
მოხერხდება, იგი ნარჩენ პროდუქტს უკან წაიღებს. ხილისა და ბოსტნეულის შემთხვევაში ,
მარკეტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მისი მოხმარება შესაძლებელია , თუმცა
კომპანია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს და სტანდარტთან შეუსაბამო ან ვადაგასულ
პროდუქტს მომხმარებელს უსასყიდლოდ ვერ გადასცემს. ამ კუთხით, შესაძლებელია ,
მხოლოდ ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, პროდუქტი
ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ცხოველების გამოსაკვებად გადაეცეს. პრობლემა , რომელიც
გამოიკვეთა, არის ვადის გასვლასთან მიახლოებული პროდუქტის გაყიდვა დღის ბოლოს,
შემცირებულ ფასად. ეს პრაქტიკა კონკრეტულ სუპერმარკეტში წარმატებული ვერ
გამოდგა, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში მომხმარებლები დღის ბოლოს ელოდებოდნენ
იმისთვის, რომ პროდუქტი შემცირებულ ფასად ეყიდათ. ეს მიდგომა უარყოფითად აისახა
კომპანიის კომერციულ მიზნებზე, რის გამოც შეწყდა ვადის გასვლასთან მიახლოებულ
პროდუქტებზე ფასის დაკლება40. მეორე მიდგომა, რომელიც გამოიკვეთა, დადებით
პრაქტიკად შეიძლება შეფასდეს. საბითუმო ვაჭრობისას ჭარბი პროდუქტი ნაკლებად
რჩებათ, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი (მცირე კილოგრამები) გამყიდველს მორჩა,
მას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში – კენკრას, წინასწარ შეთანხმებულ საკონდიტროებზე
ყიდიან, შედარებით დაბალ ფასად41. მესამე სუპერმარკეტის შემთხვევაში , რაოდენობის
ზუსტი განსაზღვრა, ძირითადად, დღესასწაულების პერიოდში რთულდება , სხვა დროს
შესყიდვების სამსახური ისე გეგმავს, რომ ჭარბი პროდუქტი მცირე რაოდენობით
წარმოიქმნება. ამასთან, სურსათის ნარჩენების მართვის კუთხით დამკვიდრებული
პრაქტიკაა 40 ინტერვიუ ერთ-ერთი სუპერმარკეტის წარმომადგენელთან, 25.01.2020. 41
ინტერვიუ საბითუმო მოვაჭრესთან, 25.01.2020. 29 შიდა გაყიდვა, რისი მეშვეობითაც ჭარბი
პროდუქტის სრული ათვისება ხდება. პროდუქტის გაყიდვამდე მის ხარისხს სპეციალისტი
ამოწმებს და შემდგომ ხდება მისი გაყიდვა თანამშრომლებზე შემცირებულ ფასად . ფასის
დაკლება განისაზღვრება ვადის მიხედვით. რაც უფრო მიახლოებულია ბოლო ვადა , მით
უფრო მეტი ფასი აკლდება პროდუქტს. აღსანიშნავია, რომ შიდა გაყიდვა ეხება ხილ -
ბოსტნეულს, ძეხვეულს, თევზეულსა და გაყინულ პროდუქტებს. მზა საკვები, როგორც წესი ,
დროულად იყიდება, თუმცა ვადის გასვლის შემთხვევაში საგადასახადო სამსახური მას
აღწერის საფუძველზე ანადგურებს42. მეოთხე სუპერმარკეტის შემთხვევაში ,
გამოყენებულია სურსათის ნარჩენების მართვის სხვადასხვა გზა: 1. ნაკლებვადიანი
პროდუქტები შიდა გაყიდვით იყიდება შემცირებულ ფასად თანამშრომლებზე . 2. საღამოს
20:00 საათზე მზა პროდუქტები ჩამოფასდება, შესაბამისად, ნებისმიერ მომხმარებელს
შეუძლია მათი განახევრებულ ფასად შეძენა. სუპერმარკეტში ყველაზე დიდი
რაოდენობით გროვდება შემდეგი პროდუქტები: 3. რძის ნაწარმი 4. კონსერვები 5.
გაყინული პროდუქტები 6. ბურღულეული სუპერმარკეტი მათ არ ანადგურებს, არამედ ,
ვადის გასვლის შემდეგ, ნარჩენ პროდუქტს მაცივარში ინახავს და მეორე დილით ,
კონტრაქტის საფუძველზე, ფერმერი მიზერულ თანხად ყიდულობს. აღსანიშნავია , რომ
აღწერის საფუძველზე პროდუქტის განადგურება სუპერმარკეტს ბევრად ძვირი
უჯდებოდა43

42 ინტერვიუ ერთ-ერთი ქსელური სუპერმარკეტის წარმომადგენელთან, 22.05.2020. 43


ინტერვიუ ერთ-ერთი ქსელური სუპერმარკეტის წარმომადგენელთან, 22.05.2020

სურსათის ნარჩენების განხილვა ბიოდეგრადირებადი ნარჩენების ჭრილში ,


ინდივიდუალური მიდგომების გარეშე, მაგალითად, როგორიცაა სურსათის დონაცია ,
ზიანის მომტანია, ვინაიდან ამ მიდგომით ქვეყანა კარგავს დიდ რესურსს და სრულიად
უვნებელ საკვებს არ ითვისებს მაშინ, როდესაც მისი სოციალური მდგომარეობა მძიმეა .

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დაინტერესება და აქტიურობა


სურსათის ნარჩენების მიმართულებით

მარიამ დევიძე
მზის ენერგეტიკა საქართველოში: პრობლემები, გამოწვევები და საჭირო
ღონისძიებები
შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ
1. ყველა ის შენობა, რომლის მშენებლობის ნებართვის მისაღებად განცხადება
წარდგენილი იქნება 2029 წლის 30 სექტემბრის შემდეგ, უნდა აკმაყოფილებდეს
თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობის მიმართ მოთხოვნებს.
2. ყველა ის შენობა, რომელიც საჯარო დაწესებულების სარგებლობაშია ან/და
საკუთრებაშია და რომლის მშენებლობის ნებართვის მისაღებად განცხადება
წარდგენილი იქნება 2027 წლის 30 სექტემბრის შემდეგ, უნდა აკმაყოფილებდეს
თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობის მიმართ მოთხოვნებს.
3. თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობის მიმართ მოთხოვნების
დაკმაყოფილება სავალდებულო არ არის, როდესაც ამ შენობის ექსპლუატაციის
პერიოდში მისი ხარჯეფექტურობის მაჩვენებელი უარყოფითია.
მარიამ დევიძე მზის ენერგეტიკა საქართველოში: პრობლემები,
გამოწვევები და საჭირო ღონისძიებები
საქართველოში მაღალია, ერთი მხრივ, მზის ენერგიის პოტენციალი და მეორე მხრივ, მზის
ელექტრული ენერგიის ათვისების საჭიროება. საქართველოს ენერგეტიკა ბევრი
პრობლემისა და გამოწვევის წინაშე დგას, მათ შორის: დიდი რაოდენობის ელექტრული
ენერგიის იმპორტირება, ჰიდრორესურსებზე დამოკიდებულება და სფეროს
დივერსიფიკაციის არარსებობა, ენერგეტიკული ბაზრის დაბალი განვითარებულობა და
სხვა, რაც აფერხებს ქვეყნის მიერ დასახული მიზნის, ენერგოუსაფრთხოების მიღწევას.
ენერგოუსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება მზის ენერგეტიკის
განვითარებას შეუძლია. თუმცა, როგორც გამოიკვეთა, ხელოვნური პოლიტიკური
ბარიერების, სუსტი საკანონმდებლო ბაზის, მზის ენერგიის შესახებ ქვეყანაში საკმარისი
კომპეტენციებისა და მზის სისტემების შესახებ ცნობადობის არარსებობა მნიშვნელოვნად
ამცირებს მზის ენერგეტიკის განვითარებას. საქართველოში მზის ენერგიის გამოყენებას
მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია მაკრო დონეზე - ქვეყნისთვის, ხოლო მიკრო
დონეზე - ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის. კლიმატის ცვლილებისა და
საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ
გარემოსდაცვითი ზომები გაატაროს, რაშიც მზის ენერგიის ათვისება მნიშვნელოვან
როლს შეასრულებს და დაზოგავს რესურსებს. გარდა ამისა, მზის სისტემების გამოყენებას
სოციალური და ეკონომიკური სარგებელიც მოაქვს: მაღალმთიანი სოფლების
გაძლიერება - მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების თუ მათთვის
შემოსავლის წყაროების გაჩენის გზით, მაღალმთიან სოფლებში ტურიზმის განვითარება ,
ოჯახისთვის ელექტროენერგიის გადასახადის შემცირება და სხვა . ქვეყანაში მზის
ენერგეტიკის განსავითარებლად საჭიროა სექტორის ყველა აქტორის/მხარის
თანამშრომლობა და სხვადასხვა კონკრეტული ღონისძიების გატარება : 1. აუცილებელია ,
რომ სახელმწიფომ შეიმუშაოს და დაამტკიცოს ენერგეტიკის სტრატეგიული
განვითარებისა და განახლებადი ენერგიის სამოქმედო გეგმები . დღევანდელი
მდგომარეობით, არ არსებობს ერთიანი ხედვა, თუ ენერგიის განახლებად სხვადასხვა
წყაროს რა მასშტაბით განვავითარებთ, ასევე, თუ როგორი იქნება თითოეული წყაროს
წილი მთლიან წარმოებაში. აუცილებელია, რომ ეს გეგმები დაეფუძნოს სხვადასხვა
კვლევას, განსაზღვრული სამიზნე მაჩვენებლის მიღწევა იყოს რეალისტური და მათი
შემუშავების პროცესში უზრუნველყოფილი იყოს სექტორის მხარეების ჩართულობა . 2.
უშუალოდ მზის ელექტროენერგიის ხელშეწყობის კუთხით ქვეყანაში არცერთი უწყება არ
მუშაობს. არადა, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები აქტიურად ახსენებენ მზის
ენერგიის სპეციფიკურობას. აუცილებელია ქვეყანაში მზის ენერგიის კუთხით კვლევების
წარმოება და კომპეტენციების ამაღლება, რათა დაგროვდეს საკმარისი ცოდნა და
გამოცდილება ამ სფეროს განსავითარებლად. 3. სახელმწიფო უწყებების
წარმომადგენელები და ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ჰიდრორესურსების ათვისება
აუცილებელია და ის განსაზღვრავს მზის ელექტრული სადგურების მაქსიმალური
სიმძლავრეების ზღვარს. ენერგეტიკის სფეროს დივერსიფიკაციის აუცილებლობა
აღიარებულია პოლიტიკის დოკუმენტშიც და მზის ელექტროენერგეტიკა არ უნდა იყოს
დამოკიდებული ჰიდროელექტრული სადგურების მშენებლობაზე . აუცილებელია ,
მოიძებნოს და გატარდეს სხვა ალტერნატივები, რაც გააძლიერებს ქსელს (მაგალითად ,
ენერგიის შემნახველი სარეზერვო ბატარეების ინტეგრირება ქსელში ან ბატარეიანი მზის
ელექტრული სადგურების მშენებლობა) და მზის ენერგიის მეტად ათვისებას შეუწყობს
ხელს. 4. აუცილებელია, რომ გაუქმდეს ყოველგვარი ხელოვნური ბარიერი (მაგალითად,
ინდივიდუალური მემორანდუმების გაფორმების პრაქტიკა), რაც პრიორიტეტულ
მდგომარეობაში აყენებს ჰიდრორესურსების ათვისებას, და შემუშავდეს ენერგეტიკული
ბაზრის ისეთი მოდელი, რომელიც თანაბარ პირობებში ჩააყენებს განახლებადი ენერგიის
სხვადასხვა წყაროს: წყალს, მზესა და ქარს. 5. უნდა დაიწყოს აქტიური და სისტემატური
კამპანიები მზის სისტემების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად , იქნება ეს
გრძელვადიანი ტრენინგების ორგანიზება თუ მცირე საინფორმაციო ღონისძიებების
წამოწყება. ასევე, სახელმწიფოს შეუძლია მაგალითი მისცეს მოსახლეობას და საბიუჯეტო
შენობები (სამინისტროების, ადგილობრივი თვითმმართველობების , სკოლების , საბავშვო
ბაღების და სხვა) ნელნელა გადაიყვანოს მზის ელექტრულ და თბურ ენერგიაზე, რისი
ვალდებულებაც ისედაც დაეკისრება შესაბამისი კანონის ამოქმედების შემდგომ . 6.
აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის კადრების მომზადებაც მზის
ელექტრული სისტემების შესახებ. მაღალმთიანი სოფლების ელექტრიფიკაციის მიზნით
ახლა მიმდინარეობს პროექტი რამდენიმე მუნიციპალიტეტში. მნიშვნელოვანია
მუნიციპალიტეტების თანამშრომლების ინფორმირება ამ ტექნოლოგიების შესახებ და
მათი მზაობა იმისთვის, რომ შეძლონ პროექტის ბენეფიციართა მხარდაჭერა და
ინფორმირება ამ სისტემების მოხმარების თაობაზე, რათა, საბოლოო ჯამში , აღნიშნული
პროექტი მათ ტვირთად არ იქცეს. 7. მზის ენერგეტიკის განვითარებისთვის
მნიშვნელოვანი როლის შესრულება სახელმწიფოს მიერ ბიზნესსექტორის მიმართ
პოზიტიური და ნეგატიური სანქციების გატარებას შეუძლია . მაგალითად , სამშენებლო
სექტორისთვის რეგულაციების გაზრდა, რათა დაიწყონ მზის სისტემების ინტეგრირება
ახალაშენებულ კორპუსებში, ეზოებსა თუ ავტოფარეხებში. ასევე , ამ პროცესში დადებით
როლს შეასრულებს მზის სისტემების ტექნოლოგიების იმპორტირებისას შემომტანის
გათავისუფლება დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან ან ადგილზე მზის
პანელების წარმოების წახალისება. 8. სასურველია, რომ საბანკო სექტორმა დაიწყოს
თავის დაკრედიტირების სისტემასთან მზის ტექნოლოგიებიც მიბმა , რომლის მეშვეობითაც
მოსახლეობა ამ ტექნოლოგიისთვის განვადების გაკეთებას შეძლებს. თუმცა ,
აუცილებელია ამ შესაძლებლობის შესახებ მოსახლეობის კარგად ინფორმირება , რათა ეს
ინიციატივა წინა შემთხვევების მსგავსად გამოუყენებელი არ დარჩეს. 9. სექტორის
გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია აქტორების მუდმივი თანამშრომლობა და
მარეგულირებელი ორგანოს, სემეკის, როლის გაზრდა შიდა ბაზრის მართვაში .
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მზის სისტემების კომპანიებთან თანამშრომლობა ,
ვინაიდან, მათ უკვე დიდი გამოცდილება დააგროვეს, როგორც მოსახლეობასთან, ასევე
სახელმწიფო უწყებებსა და მზის სისტემების მწარმოებელ საერთაშორისო კომპანიებთან
კომუნიკაციის თვალსაზრისით

მდგრადი განვითარების მიზნებსი მნიშვნელობიდან გამომდინარე საქართველოს


მთავრობამ დაიწყო აღნიშნული მიზნების ნაციონალიზაცია და SDG-ის 17-ვე
მიზნიდან და მათი 169 ამოცანიდან შეირჩა 98 ამოცანა და შესაბამისი ეროვნული
ინდიკატორები. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
პასუხისმგებელია 14 ამოცანის და 4 მიზნის შესრულებაზე, ესენია:
 მე-7 მიზანი – ხელმისაწვდომი, საიმედო, სტაბილური და თანამედროვე
ენერგიის  საყოველთაო ხელმისაწვდომობა;
 მე-8 მიზანი – სტაბილური, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის
ხელშეწყობა, სრული და პროდუქტული დასაქმება და ღირსეული სამუშაო
ყველასათვის;
 მე-9 მიზანი – მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა, ინკლუზიური და
განვითარებული ინდუსტრიალიზაციისა და  ინოვაციების ხელშეწყობა;
 მე-10 მიზანი – ქვეყნის შიგნით და ქვეყნებს შორის უთანასწორობის შემცირება.

მოცემული ამოცანები მოიცავს ეკონომიკური ზრდის, ენერგოეფექტურობის,


მეწარმეობის, განახლებადი ენერგიების, კავშირგაბმულობის, დასაქმების, მცირე და
საშუალო საწარმოების განვითარებისა და მათი ფინანსებზე წვდომის საკითხებს. 
კონკრეტული ქმედებები, რომელებიც განსაზღვრულია სამინიტროს მიერ, ის
სამიზნე ინდიკატორები და კავშირები მათი სხვა და სხვა დოკუმენტებთან საბოლო
ჯამში ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზირებული
ამოცანების განხორციელებას. (3, 2020)

aqarTvelos satransporto seqtoridan damabinZurebel nivTierebaTa didi gafr qvevebi ramdenime


mizeziTaa gamowveuli: 1. bolo aTi wlis ganmavlobaSi qveyanaSi msubuqi avtomobilebis raodenoba
gaormagda: dRes saqarTveloSi yovel 100 kacze 12 msubuqi avtomobili modis; 2. qveyanaSi arsebuli
saavtomobilo parkis udide si nawili moZ velebulia; 3. qveyanaSi amJamad gamoyenebuli sawvavis dabali
xaris xis pirobebSi gamonabolqvis gamwmendi mowyobiloba (konverteri) swrafad gamo dis
mwyobridan, ris gamoc gafrqvevebi ramdenjerme izrdeba; 4. saqarTvelos zogi erT qalaqSi arasakmari
sad fun qcionirebs satransporto nakadebis optimizaciis sistemebi. Sedegad xSiria saco be bi, ris gamoc
avtomobilis Zrava maRali gafrqvevis reJimSi muSaobs40 (saqarTvelos mTavroba, 2012. saqarTvelos
garemos dacvis meore erovnuli programa: 2012-2016. damtkicebulia saqarTvelos mTavrobis 2012 w. 24
ianvris #127 gankarg)

გარემოს დაბინძურების გავლენა ძალზე ზოგადააა ახსნილი

დიოქსინი: იმის გამო, რომ იაპონიაში მიწის ფართობი შეზღუდულია, ნაგავსაყრელისთვის


მიწის გამოყოფა მრავალი წელია პრობლემად რჩება. როგორც ბოლო რესურსი,
იაპონიამ დაუშვა
აუცილებლობიდან გამომდინარე ნარჩენების დაწვა. 1990–იან წლებში ნაგავის დაწვისგან
წარმოქმნილი დიოქსინი საზოგადოების მთავარ პრობლემად იქცა. ტერმინი „დიოქსინი “
გულისხმობს ტეტრაქლოროდიბენზო–პე-დიოქსინის ნაერთს, რომელსაც აქვს სხეულში
დაგროვების უნარი და იწვევს სიმსივნეს და თანდაყოლილ დეფექტებ

უცილებელია დასაშვებ ნორმაში მოექცეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება


მომწამვლელი აირებით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ავტომანქანების
ტექნიკური გაუმართაობის აღკვეთას. საქართველოში ჰაერის დაბინძურების ძირითად
წყაროდ ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი რჩება. კერძოდ, ნახშირორჟანგის
გაფრქვევათა 87%; აზოტის ჟანგეულების 70%; გოგირდის დიოქსიდი 50%; აქროლადი
ორგანული ნაერთების 40% სწორედ სატრანსპორტო საშუალებებიდან ხვდება
ატმოსფერულ ჰაერში.

konomikis sxvadasxva seqtoris saerTo gafrqvevebSi,


dawyebuli 2006 wlidan, pirvel adgilzea naxSirJangi (СО),
2012 wlis monacemebiT igi Seadgenda 15,6%-s, Semdeg naxSir-
wyalbadebi, myari nawilakebi, azotis oqsidebi da amiaki [3].
atmosferos dabinZurebis mniSvnelovani nawili modis
energetikis seqtorze. am seqtoridan atmosferul gafrqvevaTa
raodenobrivi cvlilebis xasiaTi ganpirobebulia aq moxma-
rebuli energoresursebis (qvanaxSiri, navTi, mazuTi, bunebrivi
da Txevadi airi da a. S.) raodenobrivi cvlilebebis xasiaTiT.
saqarTveloSi eleqtroenergiisa da siTbos warmoeba
warmodgenilia gardabanSi ganTavsebuli sami msxvili Tbo-
eleqtrosadguriT, romelTa ZiriTad sawvavs bunebrivi airi
warmoadgens. es sawarmoebia: ss `enerji investi", Sps `mtkvari
energetika" da ss `Tbilsresi". maT mier gamowveuli dabin-
Zureba maRali sakvamle milebis gamo mniSvnelovan zemoq-
medebas ar axdens haeris xarisxis formirebaze. municipaluri
Tbomeurneobis daSlis Semdeg (90-iani wlebidan moyolebuli),
msxvil qalaqebsa da dasaxlebul punqtebSi praqtikulad
gauqmda Tbomomaragebis centraluri sistemebi da mosaxleoba
gadasulia individualur, ZiriTadad bunebriv airsa da SeSaze
momuSave gaTbobis saSualebebze. energetikis seqtoridan
7
atmosferos dabinZurebis didi wili naxSirwyalbadebze, wvis
produqtebze _ naxSirwyalbadis monooqsidze, azotis oqsi-
debsa da myar nawilakebze (mtverze) modis.
soflis meurneobis seqtoridan atmosferuli haeri
ZiriTadad mesaqonleobisa da mefrinveleobis dargebis mier
binZurdeba. Tumca, mas Semdeg, rac mecxoveleobisa da mefrin-
veleobis msxvili kompleqsebi gauqmda da mcire sawarmoebi
Seiqmna, saqarTveloSi soflis meurneobis seqtoridan at-
mosferuli haeris dabinZureba ufro lokaluri xasiaTisaa da
sxva seqtorebis fonze naklebi xarisxobrivi gavleniT
gamoirCeva

https://test.ncdc.ge/Pages/User/LetterContent.aspx?ID=727fab03-a202-4c6e-b9bd-d431d5e755a9

You might also like