Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ნუცა გველესიანი

აღწერა
ვან გოხს პოსტ მოდერნისტ მხატვრებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია, მისი
ნამუშევრები დღემდე უამრავ ადამიანს შთააგონებს და მათ შორის მეც. ვან გოხის
შემოქმედებაში მთელი მისი ცხოვრებაა ასახული, მარტოსული და პერიოდულად დეპრესიაში
მყოფი, იგი თავის გრძნობებს სურათების მეშვეობით გამოხატავდა.
დავალების შესრულებისას ვეცადე მისი ეს განწყობა მეც გადმომეტანა ფურცელზე, შევარჩიე
მარტოსული და სევდიანი გოგონა, რომელიც ჩაფიქრებული დგას მოაჯირთან და ფიქრებით
არის გატაცებული. შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ გოგონას მძიმე სულიერი მდგომარეობა აქვს,
თუმცა არ მინდოდა ჩემი ნახატი მთლიანად სასოწარკვეთას მოეცვა, ამიტომ ფონად შევარჩიე ვან
გოხისთვის დამახასიათებელი „ღამის ეფექტები“, რომლის ყვითელი და ლურჯი ფერების
არაჩვეულებრივი სინთეზი სიმშვიდეს და აღფრთოვანებას იწვევს. შეიძლება გოგონა სევდიანია,
თუმცა ღამის ცის ეფექტი მას იმედს უნდა აძლევდეს და ამ მომენტში აღტაცებას გვრიდეს.

ფორმალური ანალიზი
ვეცადე ჩემს ნახატზეც გადმომეცა ვან გოხისთვის დამახასიათებელი ცის ხვეული ხაზები,
კონტრასტულად განსხვავებული ლურჯი და ყვითელი, სქელფენიანი მონასმები. გარიყული და
მეოცნებე გოგოც ამ ჯადოსნური ღამის ცის ფონზე სენტიმენტების აღმძვრელია. ზეცის
ბუნებრივი განათების ქვეშ კი თითქოს სიმშვიდეს დაუსადგურებია.
ნახატში წარმოდგენილი მაქვს მკვეთრი ფიგურული ელემენტები, რაც მიუთითებს პოსტ
იმპრესიონიზმის ჟანრზე. ასევე, გამოვიყენე ფერის იშვიათი კომბინაციები,გავლებული მაქვს
მსხვილი ფუნჯის მონასმები. ფერის სტრუქტურა და ოპტიკური ეფექტები, ფერისა და ფორმის
ურთიერთმიმართებები დომინირებს, რათა გარშემო არსებული სამყარო უფრო შთამბეჭდავად
იყოს გადმოცემული.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ნამუშევარში იგრძნობა ვან გოხისთვის დამახასიათებელი
ელემენტები, შევეცადე გადმომეცა ჩემი სუბიექტური ხედვა. ასევე, უნდა იგრძნობოდეს
ესთეტიკური გავლენაც და მაყურებელთან კავშირის დამყარება.

You might also like