ავთანდილი როგორც ტარიელის მეგობარი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

ავთანდილი როგორც მეგობარი,

ჩემი აზრით ავთანდილი როგორც მეგობარი იყო ძალიან კარგი


პიროვნება და ასევე სამაგალითო. ამ ფაქტს კი ამყარებს მისი ის
საქციელი როდესაც როსტევან მეფის მხრიდან მკაცრი უარის თქმის
მიუხედავად იგი მაინც გაიპარა და არ დაარღვია მეგობრისათვის
მიცემული პირობა.
შესაძლოა მისი ამგვარი სანდოობა გამოწვეული ყოფილიყო იმით რომ
მას ესმოდა ტარიელის ტკივილი, რადგან მასაც მიჯნურობის ცეცხლი
წვავდა, სიყვარული, ეს იქნება მეგობრული თუ სხვა, არ აქვს
მნიშვნელობა, იგი არის დასაბამი ყველაფრისა, ზუსტად სიყვარულმა
გააერთიანა ტარიელი და ავთანდილი და საფუძველი ჩაუყარა უმტკიცეს
ძმობას და მეგობრობას.
ავთანდილს უსიტყვოდ ესმოდა ტარიელის, იცოდა რა უშველიდა და
პირიქით რა დააბეჩავებდა. იგი იზიარებდა ტარიელის ყველა ტკივილს,
მხარში ედგა და არ აძლევდა დანებების უფლებას, განა ეს არაა
ნამდვილი მეგობრობა?
ტარიელს ნებისყოფა აღარ ჰქონდა და სულ პატარა დეტალებიც კი
ზემოქმედებას ახდენდნენ მაგალითად: “ლომ-ვეფხვის დახოცვის
ამბავი”, ცხოველების სიყვარულმა და წყენამაც კი ზემოქმედება
მოახდინა მასზე და ზუსტად ამ დროს გამოჩნდა ავთანდილიც, იცოდა
მისი გასაჭირი, ცდა არ დააკლო და მაინც შეძლო ტარიელის ფეხზე
დაყენება.

You might also like