Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 1

!

9.1 სამკუთხედი და
პარალელოგრამი
FlexBooks 2.0 > მათემატიკა - კლასი
8 > სამკუთხედი და პარალელოგრამი
Last Modified: Sep 21, 2021

განსახილველი მასალა
რას ნიშნავს ცნება "ფართობი" .
სამკუთხედისა და პარალელოგრამის
ფართობების გამოსათვლელი
ფორმულები.

კითხვები
გამეორებისათვის:
1. თქვენი სიტყვებით აღწერეთ, რა
განსხვავებაა პერიმეტრსა და ფართობს
შორის:
2. ამოხსენით განტოლებები:

a. x 2 = 121
b. 4x 2 = 80
c. x 2 − 6x + 8 = 0

3. მართკუთხედის განზომილებებია 4 და 7,
რას უდრის პერიმეტრი?

კვადრატისა და
მართკუთხედის პერიმეტრი
და ფართობი
პერიმეტრი: ფიგურის გვერდების სიგრძეთა
ჯამს, პერიმეტრი ეწოდება.

შენიშვნა: არ დაგავიწყდეთ, რომ ფიგურის


ყველა გვერდი გამოსახული უნდა იყოს
ერთსა და იმავე ერთეულებში, რათა
შევძლოთ მათი შეკრება; პერიმეტრსაც
სწორედ ამ ერთეულში მივიღებთ;
შესაბამისად, პირველ რიგში, ფიგურის
ყველა გვერდის სიგრძე ერთსა და იმავე
ერთეულებში (სურვილით ან ამოცანის
პირობის თანახმად) უნდა გადავიყვანოთ.

მაგალითი 1: იპოვეთ მოცემული ფიგურის


პერიმეტრი; უჯრის სიგრძე ჩათვალეთ 1
ერთეულად.

ამოხსნა:

5+1+1+1+5+1+3+1+1+1+1+2+

[Figure 1]

პასუხი: 34 ერთეული.

გავიხსენოთ ფართობის
ერთეულები: კვადრატული მილიმეტრი
2 2
(მმ ) , კვადრატული სანტიმეტრი (სმ ) ,
კვადრატული დეციმეტრი (დმ 2 ) და ა.შ . თუ
ერთეული არაა მოცემული, შემოკლებით
შეგვიძლია დავწეროთ “ ერთ 2 .” ფართობის
ერთეულებია ასევე:

ჰექტარი - 1ჰა = 10 000 კვადრატული მეტრი

არი - 1არი = 100 კვადრატული მეტრი

შესაბამისად: 1ჰა = 100 არი.

მაგალითი 2: ვიპოვოთ მაგალით 1-ში


მოცემული ფიგურის ფართობი:

ამოხსნა: ვინაიდან ფიგურა შედგება


ერთმანეთის ტოლი, 1 ერთეული სიგრძის
გვერდის კვადრატებისაგან, კვადრატების
რაოდენობა შეგვიძლია სვეტების მიხედვით
დავთვალოთ და ისე შევკრიბოთ:

2
5 + 6 + 1 + 4 + 3 + 4 + 4 = 27 ერთ

მართკუთხედის ფართობი: მართკუთხედის


ფართობი მისი განზომილებების, სიგრძისა
და სიგანის, ნამრავლის ტოლია.

მაგალითი 3: იპოვეთ მართკუთხედის


პერიმეტრი და ფართობი, თუ მისი
განზომილებებია 40 სმ და 90 სმ.

[Figure 2]

ამოხსნა: პერიმეტრია
40 + 90 + 40 + 90 = 260 სმ . ფართობია
2
S = 90 ⋅ 40 = 3600 სმ .

მართკუთხედისა და კვადრატის
პერიმეტრების გამოსაანგარიშებლად
დავწეროთ შემდეგი ფორმულები:

მართკუთხედის პერიმეტრი: P = 2a + 2b ,
სადაც a მართკუთხედის სიგრძეა, ხოლო b
სიგანეა:

კვადრატის პერიმეტრი:
Pკვადრატი = 2a + 2a = 4a ,სადაც a
კვადრატის გვერდის სიგრძეა.

კვადრატის ფართობი:
Aკვადრატი = a ⋅ a = a2 , სადაც a კვადრატის
გვერდის სიგრძეა.

მაგალითი 4: კვადრატის ფართობია 75 სმ 2 .


იპოვეთ მისი პერიმეტრი.

ამოხსნა: იმისათვის, რომ ვიპოვოთ


პერიმეტრი, პირველ რიგში, უნდა ვიპოვოთ
კვადრატის გვერდი:

2
S = a2 = 75 სმ
a = √75‾ = 5√3‾ სმ
‾‾
მაშასადამე, P = 4 (5√3‾) = 20√3‾ სმ.

ტოლდიდი ფიგურები
ტოლდიდი: ორ ფიგურას ეწოდება
ტოლდიდი, თუ მათი ფართობები
ერთმანეთის ტოლია.

დაიმახსოვრეთ: ტოლ ფიგურებს ტოლი


ფართობები აქვთ, შესაბამისად, თუ
ფიგურები ტოლია, ე.ი. ისინი ტოლდიდი
ფიგურებიცაა. მაგრამ ამ წინადადების
შებრუნებული არ არის ჭეშმარიტი:
ფიგურების ტოლდიდობა ყოველთვის არ
ნიშნავს იმას, რომ ეს ფიგურები ტოლი
ფიგურებია.

მაგალითი 5: დახაზეთ ორი განსხვავებული


მართკუთხედი, რომელთა ფართობია 36 სმ 2
.

ამოხსნა: 36 წარმოვადგინოთ ორი


განსხვავებული ნამრავლის სახით,
შესაბამისად მივიღებთ მართკუთხედებს
განსხვავებული განზომილებებით;

მაგალითად; 6 × 6, 2 × 18 , 1 × 36 ან ისე,
როგორც ნახაზზეა ნაჩვენები:

[Figure 3]

მაგალითი 6: იპოვეთ ნახაზზე მოცემული


ფიგურის ფართობი. იგულისხმეთ, რომ
გვერდები ურთიერთმართობულია;

[Figure 4]

ამოხსნა: ფიგურა დავყოთ ორ


მართკუთხედად, ვიპოვოთ თითოეულის
ფართობი და შევკრიბოთ:

[Figure 5]

2
Aზედა მართკუთხედი = 6 ⋅ 2 = 12 სმ
2
Aქვედა მართკუთხედი = 3 ⋅ 3 = 9 სმ

ფიგურის ფართობია: 12 + 9 = 21 სმ 2 .

პარალელოგრამის
ფართობი
გავიხსენოთ, რომ პარალელოგრამი არის
ოთხკუთხედი, რომლის მოპირდაპირე
გვერდების ორი პარალელური წყვილი აქვს.

[Figure 6]

ნახაზის მიხედვით შეაფასეთ, რა


განსხვავებაა, რა მსგავსებაა
პარალელოგრამისა და მართკუთხედის
ფართობებს შორის:

[Figure 7] .

პარალელოგრამის
ფართობი: პარალელოგრამის ფართობის
საპოვნელად მისი ნებისმიერი გვერდის
სიგრძე უნდა გავამრავლოთ ამ გვერდზე
დაშვებულ სიმაღლეზე: S = bh , სადაც b-
პარალელოგრამის გვერდია და h კი - ამ
გვერდზე დაშვებული სიმაღლე.

დაიმახსოვრეთ: სიმაღლე ყოველთვის


მართობულია ფუძის; ხოლო
პარალელოგრამის სიგანე სიგრძის (ფუძის)
მართობული არაა და თუ მართობულია,
მაშინ ეს პარალელოგრამი მართკუთხედია.

[Figure 8]

მაგალითი 7: იპოვეთ პარალელოგრამის


ფართობი:

[Figure 9]

ამოხსნა: S = 15 ⋅ 8 = 120 სმ 2

მაგალითი 8: პარალელოგრამის ფართობია


2
56 სმ , მისი ერთ-ერთი გვერდის სიგრძეა
4სმ; იპოვეთ ამ გვერდზე დაშვებული
სიმაღლე.

ამოხსნა: მოცემული სიდიდეები ჩავსვათ


პარალელოგრამის ფართობის ფორმულაში:

56 = 4h
14 = h

სამკუთხედის ფართობი:

[Figure 10]

თუ პარალელოგრამს რომელიმე
დიაგონალის გასწვრივ გავჭრით,
პარალელოგრამის ფართობი შუაზე გაიყოფა;
ე.ი. მივიღებთ ორ ერთმანეთის ტოლ
ტოლდიდ სამკუთხედს. რაც იმას ნიშნავს,
რომ თითოეული სამკუთხედის ფართობი
ტოლია პარალელოგრამის ფართობის
ნახევრის; ჩვენ მივიღეთ სამკუთხედის
ფართობის გამოსაანგარიშებელი ფორმულა:

1
სამკუთხედის ფართობი : S = bh ან
2
bh
S= .
2
მართკუთხა სამკუთხედის ორი გვერდი
(კათეტები) ერთმანეთის მართობულია,
ამიტომ მართკუთხა სამკუთხედის
ფართობის გამოსაანგარიშებელი წესი
შეგვიძლია შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ:

1) კათეტების ნამრავლის ნახევრის ტოლია;

2) ჰიპოტენუზისა და ჰიპოტენუზაზე
დაშვებული სიმაღლის ნამრავლის ნახევრის
ტოლია.

შენიშვნა: გაითვალისწინეთ, რომ


მახვილკუთხა სამკუთხედის სამივე სიმაღლე
გაივლება ამ სამკუთხედის შიგნით; ხოლო,
ბლაგვკუთხა სამკუთხედში ბლაგვი კუთხის
წვეროდან გავლებული სიმაღლე
სამკუთხედის შიგნით გაივლება, მაგრამ
მახვილი კუთხეებიდან გავლებული
სიმაღლეები გარეთ, მოპირდაპირე გვერდის
შემცველ წრფეზე დაეშვება.

მაგალითი 9: იპოვეთ სამკუთხედის


ფართობი და პერიმეტრი:

[Figure 11]

ამოხსნა: ეს სამკუთხედი ბლაგვკუთხაა;


პითაგორას თეორემის გამოყენებით
ვიპოვით სიმაღლეს: h = 4 ; ფართობია:
1
S= × 4 × 7 = 14 .
2
პერიმეტრის საპოვნელად, საჭიროა
ბლაგვკუთხა სამკუთხედის უდიდესი
გვერდის სიგრძის პოვნა; შევხედოთ დიდ
მართკუთხა სამკუთხედს, მისი გვერდებია 4
და 10; გამოვიყენოთ პითაგორას თეორემა:

42 + 102 = c2
16 + 100 = c2
c = √‾116
‾‾‾ ≈ 10.77 პერიმეტრია 7 +

მაგალითი 10: იპოვეთ ნახაზზე მოცემული


ფიგურის ფართობი:

[Figure 12]

ამოხსნა: ნახაზი დავყოთ ჩვენთვის


სასურველ ფიგურებად:

[Figure 13]

S = Sდიდი სამკუთხედი + Sმართკუთხედი − Sპატარა სამკ

S = ( ⋅ 6 ⋅ 9) + (9 ⋅ 15) + ( ⋅ 3 ⋅ 6)
1 1
2 2
S = 27 + 135 + 9
S = 171

შემაჯამებელი კითხვები :
1. იპოვეთ კვადრატის პერიმეტრი და
ფართობი, თუ მისი გვერდის სიგრძეა 12
სმ.
2. იპოვეთ მართკუთხედის პერიმეტრი და
ფართობი, თუ მისი განზომილებებია 9 სმ
და 16 სმ.
3. იპოვეთ პარალელოგრამის ფართობი, თუ
ერთ-ერთი მისი გვერდის სიგრძეა 18 მ,
ხოლო ამ გვერდზე დაშვებული სიმაღლეა
20მ.
4. იპოვეთ მართკუთხედის სიგრძე და
სიგანე, თუ მისი პერიმეტრი 62 სმ-ია;
სიგრძე კი სიგანეზე 9 სმ-ით გრძელია.
5. იპოვეთ კვადრატის ფართობი, თუ მისი
პერიმეტრი 18 სმ-ია.
6. კვადრატის ფართობი 81 დმ 2 , იპოვეთ ამ
კვადრატის პერიმეტრი.
7. პარალელოგრამის ერთ-ერთი გვერდი 18
სმ-ია; ამ გვერდზე დაშვებული სიმაღლე
კი მოცემული გვერდის 60%-ის ტოლია;
იპოვეთ პარალელოგრამის ფართობი.
8. სამკუთხედის ერთ-ერთი გვერდის
სიგრძეა 28 სმ და ამ გვერდზე დაშვებული
სიმაღლე კი 15 სმ; იპოვეთ სამკუთხედის
ფართობი.
9. სამკუთხედის ფართობია 144 მ 2 ; მისი
ერთ-ერთი გვერდის სიგრძეა 24 მ;
იპოვეთ ამ გვერდზე დაშვებული
სიმაღლის სიგრძე?
10. მართკუთხედის პერიმეტრი 32 სმ-ია;
დაწერეთ სამი ვარიანტი, თუ რა
შეიძლება იყოს ამ მართკუთხედის
განზომილებები.
11. დახაზეთ სამი განსხვავებული
მართკუთხედი, რომლის ფართობი
2
12 სმ - ია.
12. დახაზეთ ორი ტოლდიდი ფიგურა,
რომლებიც არ არიან ტოლები;
შესაძლებელია თუ არა ასეთი ნახაზის
შესრულება?

იხილეთ ნახაზი და უპასუხეთ კითხვებს:

[Figure 14]

13. იპოვეთ ამ მართკუთხა სამკუთხედის


ჰიპოტენუზაზე დაშვებული სიმაღლე;
გამოიყენეთ პითაგორას თეორემის
შემდეგი შედეგი: ჰიპოტენუზაზე
დაშვებული სიმაღლის კვადრატი მის
მიერ ჰიპოტენუზაზე მოჭრილი
მონაკვეთების (გეგმილების) ნამრავლის
ტოლია.
14. იპოვეთ ამ სამკუთხედის პერიმეტრი.
15. იპოვეთ მოცემული მართკუთხა
სამკუთხედის ფართობი ორი ხერხით.

ნახაზის მიხედვით უპასუხეთ შემდეგ


კითხვებს:

[Figure 15]

16. იპოვეთ სიმაღლე.


17. იპოვეთ პერიმეტრი.
18. იპოვეთ ფართობი.

#19 - #27 ამოცანებში იპოვეთ ფართობი:

19.
[Figure 16]

20.
[Figure 17]

21.
[Figure 18]

22.
[Figure 19]

23. იპოვეთ გაუფერადებელი ნაწილის


ფართობი:

[Figure 20]

24.
[Figure 21]

25.
[Figure 22]

26. იპოვეთ გაფერადებული ნაწილის


ფართობი:

[Figure 23]

27. იპოვეთ გაუფერადებელი ნაწილის


ფართობი ორი ხერხით:

[Figure 24]

28. იპოვეთ მართკუთხედის განზომილებები,


თუ მისი პერიმეტრი 20სმ-ია, ფართობი კი
2
24 სმ .
29. იპოვეთ მართკუთხედის განზომილებები,
თუ მისი პერიმეტრი 72სმ-ია, ფართობი კი
2
288 სმ .
30. იპოვეთ ტოლფერდა სამკუთხედის
პერიმეტრი და ფართობი, თუ ფერდი
20 დმ-ია, ხოლო ფუძე - 24 დმ.
31. იპოვეთ ტოლფერდა სამკუთხედის
პერიმეტრი და ფართობი, თუ ფერდი
25სმ-ია, ფუძეზე დაშვებული სიმაღლე კი -
20სმ.
32. გამოიყვანეთ ტოლგვერდა სამკუთხედის
ფართობის გამოსათვლელი ფორმულა,
თუ მოცემულია, რომ მისი გვერდი a-ს
ტოლია.
33. იპოვეთ ტოლგვერდა სამკუთხედის
პერიმეტრი და ფართობი, თუ მისი
გვერდის სიგრძე 8 სმ-ია.
34. იპოვეთ ტოლგვერდა სამკუთხედის
ფართობი, თუ მისი პერიმეტრი 36 დმ-ია.
35. მოცემულია მართკუთხედი, რომლის
პერიმეტრი 138-ის ტოლია; მართკუთხედი
დაყოფილია 8 ერთმანეთის ტოლ
მართკუთხედად ისე, როგორც ნახაზზეა
ნაჩვენები; იპოვეთ პატარა
მართკუთხედის პერიმეტრი და ფართობი.

[Figure 25]

კითხვები გამეორებისათვის
- პასუხები:
1. შესაძლო პასუხები:

პერიმეტრი: ფიგურის ირგვლივ წირის


სიგრძე.

ფართობი: სივრცე ფიგურის შიგნით.

2. (a) x = ±11

(b) x = ±2√5

(c) x me
Mute = 4, 2

3. 4 + 4 + 7 + 7 = 22

You might also like