Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

დავალება

სილვია ფედერიჩი „ანაზღაურება საშინაო შრომისთვის”


კითხვა პირველი საკითხავი მასალიდან.

1. ყველასთვის ნათელია, რომ ქალები მუდმივი ტყვეები არიან კონკრეტული


ჩარჩოებისა, ან საქმიანობის და მუდამ განწირულები არიან იმისთვის, რომ
თავისთავადი პასუხისმგებლობები დაეკისროთ მათდა უნებურად. დღესაც
საზოგადოების უდიდეს ნაწილს მიაჩნია, რომ ქალის მთავარი მოვალეობა
შვილების აღზრდა და ოჯახის მოვლაა. ხალხი ფიქრობს, რომ ეს არის ნორმა
და ასე უნდა იყოს, თუმცა რომ დავფუქრდეთ მივხვდებით რომ
დიასახლისები, უზადო შრომას ეწევიან ოჯახის შექმნის დაწყებისთანავე. თუ
ჩავუღრმავდებით მივხვდებით, რომ სახელმწიფოს შესაძლოა არ ჰქონდეს
ეკონუმიკური რესურსი იმის, რომ ქალების საშინაო შრომა ანაზღაურებადი
გახადოს, გარდა ამისა ეს შესაძლოა დისკრიმინაციული პოლიტიკაც იყოს
როგორც კაცების ასევე საზოგადოების იმ ნაწილის მიმართ ვინც პირდაპირი
გაგებით შრომას ეწევა არა დიასახლისობაში არამედ მის ფარგლებს გარეთ.
ვინაიდან არსებობს მოსაზრება, რომ ქალების საშინაო შრომა ანაზღაურებადი
იყოს, ფიქრობთ რომ შესაძლოა ამ შრომის გაზომვა რაიმე ხერხით? ან
ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ქალების შრომის ანაზღაურება არ იქნება არავის
მიმართ დისკრიმინაციული?
კითხვა მეორე საკითხავი მასალიდან „დედობის პოლიტიზირება”
2. დედობის ცნებას რაციონალურად, რომ შევხედოთ მივხვდებით რომ ეს არის
ისეთივე პასუხისმგებლობა როგორიც დავუშვად მეცნიერისთვის საკვლევი
საკითხი. რატომ? იმიტომ რომ შვილების აღზრდა მოითხოვს ძალიან დიდ
ენერგიას, ენერგიას მათი დაცვისთვის, განათლებისთვის და სხვა
მნიშვნელოვანი ფაქტორებისთვის. შორეული წარსულიდან სამწუხაროდ
დღემდე საზოგადოებას მიაჩნია , რომ ქალი დედობისთვის არის გაჩენილი
ვინაიდან მას აქვს უნარი გააჩინოს შვილი.ცხადია ეს არასწორია თუმცა ძალიან
დამკვირდებული. ამიტომ, ჩვენვიცით რომ არსებობს გარკვეული დედობრივი
აზროვნების მოდელი, მაინტერესებს ეთანხმებით იმას რომ შესაძლოა
გარკვეული მოდელის შექმნა რომელიც სწორი იქნება ბავშვის აღზრდისთვის?
ვინაიდან რიგორც ყველა უფროსი ადამიანი ისე ყველა ბავშვიც
ინდივიდუალურია.

კითხვა მესამე საკითხავი მასალიდან „პრობლემა თუ ახირება”


3. ქალების პოლიტიკაში მოღვაწეობა მამაკაცებთან შედარებით, მიუხედავად
დიდი დილემების და ბრძოლისა დღესდღეობითაც არათანაბარია. ვფიქრობ ეს
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა როგორც ქალებისთვის, 8ისე მთელი
საზოგადოებისთვის, ამ საკითხის დაბალანსება სრულიად შესაძლებელია,
თუმცა ფაქტია, რომ ჯერ კიდევ აქვთ ქალებს სერიოზული წინაღობები. ეს არ
არის მხოლოდ კაცების ან ვინმე კონკრეტულის მიერ გამოწვეული პრობლემა,
ცხადია საქართველოშიც ძალიან აქტუალურია ეს საკითხი. ამიტომ როგორც
საკითხავ მასალაშია ნახსენები მნიშვნელოვანია, რომ გენდერული კვოტის
ადვოკატებმა საზოგადოების ყველა წრესთან აწარმოოს დიალოგი. თქვენი
აზრით შესაძლებელია ამ დიალოგმა შედეგი გამოიღოს თუ საქართველოს
კიდევ ძალიან დიდხანს გაუჭირდება ქალთა და მამაკაცთა უფლებების
თანაბრობის აღიარება (მაგალითად პოლიტიკაში)?

მარიამ ღლიღვაშვილი

You might also like