Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 11

შესავალი

შესავალზე დაკვირვებით ჩანს, რომ ნაშრომში რეჟისორის შემოქმედება


სრულყოფილად უნდა იყოს შესწავლილი. ანიეს ვარდა არის ძალაინ
მნიშვნელოვანი და ამათანავე საინტერესო რეჟისორი და ავტორი, ამიტომაც
თემის დასაწყისში ავტორის ზოგადი დახასიათება რეჟისორის განსხვავებულ
სტილზე და გამოხატვის ფორმებზე მკითხველისთვის ზოგადი წარმოდგენის
შესაქმნელად აუცილებელია. ავტორს შემოსაზღვრული აქვს კვლევის არეალი,
რაც საკვლევი საკითხის საფუძვლიანად დასამუშავებლად და მეტი
კონკრეტიკისთვის მნიშვნელოვანია. მაგრამ შესავლის დასაწყისი აბზაცი არ
არის გამართული და მხატვრული აზროვნებაც ერთფეროვანია. კარგი იქნებოდა
ავტორს ორიგინალური ენის გამოყენებით მეტად საინტერესო გაეხადა ნაშრომი
მკითხველისთვის. ამასთანავე საკვლევი კითხვა საერთოდ არ არის დასმული.
თემასთან შესაბამისობაში აღწერითი ან მიმოხილვითი საკვლევი კითხმის დასმა
და შემდეგ ამ კითხვაზე პასუხი ნაშრომის უფრო მეტად აკადემიური კუთხით
წარმოჩენას შეუწყობს ხელს. ლიტერატურის მიმოხილვაში წარმოდგენილი
არგუმენტაცია ასე თუ ისე ქმნის ლოგიკურ კავშირს საკვლევ საკითხთან, მაგრამ
ნაშრომის გაუმჯობესების მიზნით უნდა იყოს განვრცობილი და უნდა ხსნიდეს
ავტორი თუ რატომ არის ეს ფაქტობრივი მასალა კვლევისთვის და საერთოდ
კონკრეტულად ვარდას შემოქმედებისთვის მნიშვნელოვანი გლობალურ
ჭრილში. რატომ გამოარჩია ავტორმა კონკრეტულად ეს ლიტერატურა?
მიუხედავად იმისა დაკვნის ნაწილში ავტორი გვიღწერს, თუ რა შედეგზე სურს
გასვლა, გადმოცემული არ არის რა თანმიმდევრობით დამუშავდება საკვლევი
საკითხი ნაშრომის მომდევნო თავებში, რაც შესავლის ნაწილის აკადემიური
სტილით გამართვისთვის აუცილებელია. აუცილებელია ასევე ავტორმა
შესავლიდანვე წარმოდგენა შეუქმნას მკითხველს, თუ რომელ თავში რა საკითხი
იქნება დასმული. რაც მკვეთრად გაამარტივებს მკითხველისთვის აღქმას და
გაუჩენს მოლოდინებს მოცემულ ნაშრომთან მიმართებაში, თუ რას უნდა
ელოდოს ის.
შენიშვნების გათვალისწინების და ავტორის უფრო მეტად ორიგინალური
ენის განოყების შემდეგ რეკომენდაციას გავუწევ, რომ ნაშრომი გადაკეთდეს
სტატიად. ამასთანავე გამოქვეყნდეს სამეცნიერო ჟურნალში, რადგანაც
როგოროც თვითონ ავტორიც უსვამს ხაზს კინოს სფეროში ამ გამორჩეული და
განსხვავებული ავტორის ანიეს ვარდას შესახებ თეორიული მასალა ქართულ
ენაზე არ მოგვეპოვება.რაც ასე მნიშვნელოვანია არა მარტო რეჟისორული,
არამედ ქალთა უფლებების დაცვის კუთხითაც. რამაც შესაძლოა
საგანმანათლებლო ფუნქციაც შეითავსოს ჩვენს ქვეყანაში გაზრდილი ფემიციდის
ფონზე.

ლიტერატურის მიმოხილვა

ნაშრომის ავტორი ყოველგვარი შესავლის გარეშე პირველივე აბზაცს იწყებს


გამოყენებული ლიტერატურის აღწერით, რაც ნაშრომის აკადემიური სტილით
გამართვისთვის მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა წყარო
არგუმენტირებულია, ჩანს თუ რატომ არის კავშირში საკვლევ საკითხთან და
ავტორი გვიკონკრეტებს თემატიკას, არ ჩანს სხვა მანამდე არსებულ კვლევებთან
მიმართება. არ არის არანაირი ლოგიკური ბმა პირველ და მეორე აბზაცებს
შორის.

პირველი ლიტერატურის აღწერის შემდეგ ავტორი გადადის მეორე


ლიტერატურის გაცნობაზე, ისევ ყოველგვარი საკვლევი საკითხის ისტორიის
მიმოხილვის გარეშე. აღწერაც მშრალად და უინტერესო ენით არის
გადმოცემული. იგი წყაროს სახელს არ თარგმნის ქართულად, რაც აკადემიური
სტილით წერის დროს აუცილებელია. ასევე გრამატიკულად გაუმართავია
პირველი, ხოლო სტილისტურად გაუმართვია მეორე წინადადება. მიუხედავად
იმისა, ავტორი გვაჩვენებს თუ რატომ არის მოცემული ლიტერატურა საკვლევ
საკითხთან კავშირში, სხვა მანამდე არსებულ კვლევებთან მიმართება ან
განსხვავებული თვალსაზრისები ისევ არ არის ნაჩვენები.

მეორე და მესამე აბზაცი არ არის აზრობრივ ბმაში წინა აბზაცთან. მაგრამ


ამჯერად მიმოხილულია საკვლევი საკითხი და აღწერილია კონტექსტი.
ამასთანავე მითითებულია ციტირებული ლიტერატურა და დამოწმებულია
სწორად, ჩიკაგოს სტილის მიხედვით, მაგრამ არ არის ჩამოტანილი სქოლიოში.
კვლევა დასაბუთებულია დედუქციური მეთოდით. ასევე ნაჩვენებია
ლიტერატურის მნიშვნელობა კვლევისთვის და სხვა წინარე კვლევასთან
მიმართებაც. ავტორის მიერ გაშლილია და მკაფიოდაა წარმოჩენილი საკვლევი
საკითხი.

მესამე და მეოთხე აბზაცს შორის არის ლოგიკური ბმა, რადგან მესამე


აბზაცის ბოლოს ავტორი გვაჩვენებს სიმონ დე ბოვუარის და ლორა მალვის
ტექსტების მიმართებას ერთმანეთთან. მეოთხე აბზაცში კი ახდენს ლორა მალვის
ტექსტის მიმოხილვას. ავტორი ასევე განმარტავს უცხო ტერმინს , თუმცა
სქოლიოში ეს ტერმინი არ არის ჩამოტანილი, რაც აკადემიური წესით ნაშრომის
გამართულობისთვის აუცილებელია. ამავდროულად არ არის ნაჩვენები კვლევის
საკითხთან ლიტერატურული წყაროს მიმართება.

ოთხივე წყაროს შეჯამებისას ნათელია, რომ საკვლევი საკითხის ირგვლივ


არსებული ვითარება და კვლევის კონტექსტი თითქმის არ არის აღწერილი. არ
არის ნაჩვენები ასევე საკვლევი საკითხის მიმართება მიმდინარე ან სხვა უკვე
არსებულ კვლევებთან. გაუმართავია სტრუქტურა: მიმოხილვაში ავტორს არ აქვს
სამეცნიერო ლიტერატურის შესავალი და დასკვნითი ნაწილი . ასევე, უმრავლეს
შემთხვევაში ლოგიკურად არ არის შეკრული წარმოდგენილი საკითხები და
თითქმის არ არის აზრიბრივი ბმა აბზაცებს შორის. სამეცნიერო სტილი დაცულია
ობიექტური და ლაკონური მსჯელობით.თუმცა, ავტორი საერთოდ არ იყენებს
სქოლიოს დამოწმებისთვის. ტექსტი არ არის გამართული ფორმალურად :
არასწორია შრიფტის ზომა და ველებს შორის დაშორება.

მეთოდოლოგია

მეთოდოლოგიის ნაწილს ნაშრომის ავტორი არ იწყებს შესავალი აბზაცით და


არ აქვს აღწერილი საკვლევი საკითხის პრობლემა. ამასთანავე კვლევის
მეთოდების და დიზაინის აღწერა არ აქვს გამოყენებული, რაც საჭიროა
მკითხველისთვის წარმოდგენის შესაქმნელად, ვიდრე ის კვლევის ანალიზის
გაეცნობა. ავტორს არ ასაბუთებს თუ, რატომ შეარჩია კონკრეტული მასალა
კვლევისთვის და როგორია მათი საკვლევ საკითხთან მიემართება.
მკითხველისთვის გაუგებარია რით არის გამორჩეული ეს მასალა მანამდე
გამოყენებული მეთოდებთან შედარებით. ასევე გაუგებარის როგორ ეხმარება
ავტორს კვლევის მეთოდი საკვლევი ელემენტების კვლევის კუთხთ, გამოკვეთილი
არ არის მისი საჭროება.

მეორე აბზაცი არ არის გამართული. ავტორს ჯერ მოყვანილი აქვს კვლევის


მიზნის მისაღწევად ჩატარებული სამუშაო და შემდეგ, თუ რა არის კვლევის მიზანი,
რაც მკითხველისთვის უფრო დამაბნეველს და გაუგებარს ხდის. რადგანაც
კვლევის მიზნის გამეორება მიზნად ისახავს მკითხველის რეორიენტაციას
აკადემიურ ნაშრომში მისი გამოყენება აუცილებელია, თუმცა მეთოდოლიგიის
ნაწილში ვხედავთ მხოლოდ გამოყენებული წყაროების მშრალად ჩამოთვლას,
რაც არანაირ წარმოდგენას არ უქმნის მკითხველს. ამიტომაც ბუნდოვანია
კვლევითი მეთოდების და საკვლევ კითხვის ურთიერთმიმართებაც. კვლევა
თვისობრივია და რაც გულისხმობს, რომ ავტორი წარმოადგენს მონაცემთა
შეგროვების ძირითად ინსტრუმენტს, ამიტომაც მონაცემთა შეგროვებისთვის
გამოყენებული მეთოდები და პროცედურები უფრო მეტად და თვალსაჩინოდ უნდა
იყოს აღწერილი.

ბოლო აზბაცში, მონაცემთა ანალიზისას დროს კვლევის მეთოდების აღწერა


არ არის საკმარისი, ამასთანავე არ არის დეტალურად განხილული მონაცემების
შეგროვების და დამუშავების პროცესი. ავტორი მშრალად გვიყვება, რომ ის
იყენებს თვისობრივ კვლევას, კონტენტ-ანალიზს და ნარატირულ ანალიზს, რაც
მკითხველს არ უქმნის საჭირო წარმოდგენას მის დაკვირვებებზე. კინოს
მიმართულებაში არ გვხვდება ბევრი მასალა, ამასთანავე ქართულ ენაზე
მასალების რაოდენობა კიდევ უფრო მწირია. ავტორს არ აქვს აღნიშნული თუ რა
პრობლემებს გადააწყდა ამ კუთხით და როგორი იყო ამ დაბრკოლებების
გადალახვის გზები, რაზეც შესავალ ნაწილში მხოლოდ ორიოდე სიტყვით
საუბრობს. აკადემიური წესის თანახმად წინადადებები დაწერილი უნდა იყოს
სუბიექტის გარეშე თუმცა ავტორი ხშირად იყენებს ფრაზებს: განვიხილე,
გამეანალიზებინა და ა.შ.

მეთოდოლოგიის ნაწილის შეჯამებისას ნათელია, რომ ეს ნაწილი არ არის


მკაფიოდ, გარკვევით და ლოგიკურად დალაგებული. ამასთანავე, არ არის
ქრონოლოგიულად ორგანიზებული და მკითველისთვის მოწოდებულია
არასაკმარისი ინფორმაცია, რაც მნიშვნელოვნად ართულებს ტექსტის აღქმას .
ანაპლიზი

ანალიზის ნაწილში არ არის შესავალი აბზაცი. დასაწყისში უნდა იყოს


განმარტებული თავის ზოგადი შინაარსი, თუმცა ავტორი არც ანიეს ვარდას წინარე
გამოცდილბის და პიროვნების შესახებ გვიყვება, თუ ვინ იყო ის რეჟისორად
გახდომამდე. მსჯელობა არ ხორციელდება კრიტიკული პოზიციიდან. ავტორი
ზედაპირულად გვიყვება წინარე კვლებების შესახებ და არ ახდენს მოცემული
წყაროების ანალიზს. შედეგების აღწერის დროსაც ითვალისწინებს მხოლოდ
წინარე კვლევებს და საკუთარ აზრს არ აფიქსირებს. წინადადებები ძირითადად
გაუმართავია და არ არის სწორად ფორმულირებული. ბევრია პუნქტუაციური
შეცდომებიც. ამასთანავე, სტილიტურად არ არის გამართული თარგმანები.
სამწუხაროდ ყველაფერი ერთად ავტორის აზრის გაგებას უფრო ართულებს. იგი
ფილმის განხილვის დასრულების გარეშე გადადის სხვა ფილმის ანალიზზე,
შემდეგ ისევ წინა ფილმს უბრუნდება, რაც აზრის გაგების სირთულესთან ერთად
არასერიოზულობის შთაბეჭდილებასაც ტოვებს. ხშირ შემთხვევაში არ არის
აბზაცებს შორის ბმა, რაც კიდევ უფრო გაუგებარს ხდის ნაშრომს.
უმრავლესად არ არის დამოწმებული ციტატები , რაც აკადემიური სტილით
წერისას აუცილებელია. ავტორი ხშირად იყენებს ერთ და იმავე ფრაზებს, რითიც
შთაბეჭდილება იქმნება, რომ ტექსტი გაწელილია და ერთი და იგივე მსჯელობა
ბრუნავს. კითხვისას ხშირად გვხვდება ტავტოლოგია. აზრის უკეთ გადმოცემის
მიზნით, პირველი თავის რეზიუმირების ბოლოს ამერიკის გავლენის განხილვისას
უმჯობესი იქნებოდა ყოფილიყო ფილმის „დაგეროტიპების“ ანალიზი, როგორც
ნათელი მაგალითი თუ, როგორ იმოქმედა ამერიკულმა ქუჩებმა და ცხოვრების
წესმა ანიესზე და რა სახით გამოისახა ის შემდგომ მის კინოში, თუმცა ავტორი
მხოლოდ მშრალი აღწერით შემოიფარგლა.
ანალიზის ბოლო თავში „მარგინალიზმი და სამი ავტოპორტრეტი“ საერთოდ არ
არის საუბარი მარგინალიზმზე. ფილმები: „კლეო 5-დან 7-მდე“ და „ვაგაბონდი“
ფემინისტურ ჭრილშია მხოლოდ განხილული, თუმცა სწორედ ეს ორი ფილმი არის
ანიეს ვარდას შემოქმედებაში მარგინალების არსებობის საუკეთესო მაგალითები .
კლეო, რომელიც ცნობილი მომღერალია, თუმცა აბსოლუტურად
დისტანცირებულია სოციუმიდან და მონა, რომელიც თავისივე ცხოვრების წესით
დაშორებულია საზოგადოებრივ წესრიგს. ავტორი სწორედ ფიმინიზმის და
მარგინალიზმის ერთობლივი ანალიზით უნდა მივიდეს საბოლოო შედეგამდე,
რასაც ლიტერატურის მიმოხილვაში უსვამს ხაზს, თუმცა საბოლოოდ
მკითხველისთვის ანალიზის ნაწილი არ არის მკაფიოდ, გარკვევით და
ლოგიკურად დალაგებული. ავტორი არ ასახელებს კვლევის შედეგების ძირითადი
ასპექტებიც და საერთოდ გაურკვეველია კვლევის მნიშვნელობაც. ანალიზის
ბოლოს არ არის კვლევის საბოლოო მიზნის მოკლე მიმოხილვაც. არ არის
შემაჯამებელი აბზაცი, რომელიც მოკლედ მიმოიხილავს და მთლიანი თავის
რეზიუმირებას მოახდენს. თითქმის მთელი ინფორმაცია გაუმართავად და
რთულად არის მოწოდებული, რაც მნიშვნელოვნად ართულებს ტექსტის აღქმას .
დასკვნა

ნაშრომის ავტორი დასკვნის ორივე აბზაცში საკითხის თეორიულ მიმოხილვას


ახდენს და აღწერს კონტექსტს, რაც აკადემიური სტილით წერის დროს არ არის
რელევანტური. ამასთანავე ეს ნაწილები გამოყენებულია შესავალშიც, რისი
მეორედ დასკვნით ნაწილში გამოყენება აკადემიურ ნაშრომში ასევე არასწორია.
ორივე აბზაცში გამოყენებულია ციტირება, რაც ასევე გაუმერთლებელია.
დასკვნაში ავტორმა თავის კვლევის შეგედებზე უნდა ილაპარაკოს და არა სხვა
ავტორთა შეხედულებებზე. იგი პირველ აბზაცში წერს, რომ განსაკუთრებულ
აქცენტს აკეთბს ქალ გმირებზე და რეჟისორის ფემინისტურ ხედვაზე, რაც
წინადადების შემდგომ არ არის დასაბუთებული. შესაძლებელია ასევე ამ
წინადადების ქვემოთ ფემინიზმის ხსენების დროს უნდა ჩამოტანა, სხვა მხრივ აქ
ნამდვილად უადგილოა.
პირველი აბზაცის ბოლოს ის ანიესის ფემინისტობას უსვამს ხაზს, თუმცა ეს
მხოლოდ ავტორის აზრია, იგი არც დასაბუთებეულია და არც კონკრეტულ
შედეგზე გასვლა ჩანს. ამასთან მეორე აბზაცში ხაზგასმულად ახსენებს
პროპაგანდას, როგორც ნეგატიურ მოვლენას, რაც ცალსახად არასწორი
მსჯელობაა. პროპაგანდა აუცილებლად ნეგატიური არ არის , არსებობს
პოზიტიური პროპაგანდის უამრავი მაგალითებიც : ძიგა ვერტოვის ფილმში „კაცი
კინოკამერით“ არის დაბანის ინსტრუქცია, ასევე ამ დროს კეთდებოდა უამრავი
მოკლე ვიდეო რგოლი, რომელიც მოსახლეობის წასახალისებას და განათლებას
ემსახურებოდა, რომ დაებანათ. ამ ვიდეო რგოლებს ფილმების გაშვების წინ
უჩვენებდნენ მოსახლეობას. ასევე დღეს აქტიურად ხდება ფემინიზმის
პროპაგანდაც სხვადასხვა ფილმების, სარეკლამო რგოლების თუ ბანერების
მეშვეობით და საერთოდაც ანიეს ვარდას ფემინისტ რეჟისორად მოხსენიებაც
საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ისიც ფემინიზმის პროპაგანდას ეწეოდა.
ჩამოთვლილი მაგალითები არის ყველა პოზიტიური პროპაგანდა და ამასთან
ავტორის მოყვანილი წინადადებაც დასაბუთების გარეშე საერთოდ არ
შეესაბამება კონტექსტს.

საბოლოოდ კი დასკვნაში მკითხველისთვის არ ხდება კონკრეტული


შედეგებზე გასვლა, არ ჩანს სამომავლო პერსპექტივები არის მხოლოდ
სურვილი , რომ ანიესს უნდა იცნობდნენ საქართველოში, რადგან ასე სწრაფად
იზრდება ფემიციდის შემთხვევები. თუმცა რა გააკეთა ამის წასახალისებლად
ავტორმა მკითხველისთვის გაუგებარია, რადგანაც საკვლევ კითხვებზე პასუხი,
რაც შესავალში დაისვა საერთოდ არ არის დასკვნაში. ასევე გაუგებარია
ამყარებს თუ არა კვლევა წინარე თეორიებს. იმის გამო, რომ საერთოდ არ
ფიქსირდება შედეგზე გასვლა, კვლევისთვის ახალი შანსების წარმოჩენაც და
მომავალი განვითარების პერსპექტივაც არ არის.
ბიბლიოგრაფია

ჩემ მიერ არჩეული პირველი დამოწმებული წყაროს სახელია „ანიეს ვარდას


კინო წინააღმდეგობა და ეკლექტიზმი“. როგორც ჩანს წიგნის საკვლევი
მასალა არის ანიეს ვარდა, როგორც ავტორი, რომლის კინოც ჟანრული
მრავალფეროვნების შერწყმით და განსხვავებული თხრობის სტილით
გამოირჩევა, როგორც თავისი წინამორედი ისე მისი თანამედროვე
ფრანგული ახალი ტალღის სხვა რეჟისორებისგან. ამიტომაც, რადგან
ნაშრომის სათაურია : „ანიეს ვარდა, დამოუკიდებელი და ეკლექტური
რეჟისორი“ ამ წყაროს გამოყენება ვარდას მრავალფეროვანი და ეკლექტური
შემოქმედების კვლევისთვის ძალიან ხელსაყრელია.

მეორე წყაროს სახელი არის ანიეს ვარდა. სავრაუდოდ დამოწმებული წიგნის


საკვლევი მასალა არის ანიეს ვარდა, როგორც პიროვნება და როგორც ავტორი.
რადგანაც თითოეული ავტორის ნამუშევარი ძირითადად მის ცხოვრებისეულ
გამოცდილებაზე და შინაგან სამყაროზე რეფლექსიაა, ვარდას ფილმების სხვა
რეჟისორების ნამუშევრებისგან განსხვავებულობაც და ამავე დროს
ეკლექტურობაც, სავარუდოდ მისი პიროვნული მრავალფეროვნებიდან
გამომდინარეა. ამიტომაც ნაშრომისთვის სათაურით „ანიეს ვარდა,
დამოუკიდებელი და ეკლექტური რეჟისორი“, ვარდას პორტრეტის შექმნა
აუცილებელია და დამოწმებული წყარო აბსოლუტურად შესაბამისია.

მესამე დამოწმებული სტატიის სახელწოდებაა „ანიეს ვარდას თვალი:


პორტრეტი, კინემატოგრაფი და ფილმის ეთნოგრაფიული თვალი“.
სათაურიდან გამომდინარე სავარაუდოდ სტატია ანიეს ვარდას პორტრეტის
შექმნას და მისი კინემატოგრაფის აღწერას ემსახურება. ვარდას ფილმები
ძირითადად პარიზელების ცხოვრებას, კულტურას და ყოფას დოკუმენტურ-
მხატვრული თხრობის სტილით ასახავს. სავარაუდოდ ამიტომაც სტატიის
ავტორი კამერას ეთნოგრაფიულ თვალად მოიხსენიებს. ნაშრომისთვის
„ ანიეს ვარდა, დამოუკიდებელი და ეკლექტური რეჟისორი“ ამ წყაროს
გამოყენება კვლევის გაღრმავებისთვის და ანიეს ვარდას ხელწერის ღრმა
დახასიათებისთვის რელევანტურია.

მეოთხე დამოწმებული სტატიის სათაურია „ფემინისტური ფენომენოლოგია და


ანიეს ვარდას კინო სამყარო“ ამიტომაც, სავარაუდოა, რომ სტატია ვარდას
ფილმებში ფემინისტური ნიშნების ძიებას ეხება. იმის გამო, რომ ვარდა თავის
განსხვავებულ კინოენასთან ერთ ცნობილია, როგორც ცალსახად ფემინისტი
რეჟისორი, ნაშრომისთვის „ანიეს ვარდა, დამოუკიდებელი და ეკლექტური
რეჟისორის“ კვლევის გაღრმავებისთვის და მისი კინოენის მრავალფერივანი
მხარის წარმოჩენისთვის მოცემული წყარო შესაბამისია.

მეხუთე დამოწმებული სტატიის სათაურია „უსაზღვრო ანიეს ვარდა: იმიჯები,


მუსიკა, მედია“. სათაურის მიხედვით მსჯელობისას, სავარაუდოდ სტატია
ეხება ანიეს ვარდას შექმნილ იმიჯებს კინოში და ფილმებში გამოყენებული
მუსიკის დატვირთვას, როგორც მაყურებელთან კომუნიკაციის ერთ-ერთ
საშაუალებას. კვლევისთვის ანიეს ვარდა, დამოუკიდებელი და ეკლექტური
რეჟისორი ამ წყაროს გამოყენება, ვარდას ფილმების და ხელწერის
სიღრმისეული კვლევისთვის და მისი როგორც დამოუკიდებელი,
თავისუფალი, მრავალფეროვანი კინოს აღწერისთვის ნამდვილად საჭროა.

You might also like