Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

აგარაკზე მზიანი შაბათი დღე გამითენდა.

ძალიან სასიამოვნო ნიავი და სიგრილე


ტრიალებდა გარშემო. ავიღე ბარი და დავიწყე მიწის თოხვნა. სიმართლე გითხრათ
ძალიან ადვილი და სახალისო სამუშაოა. ხელები თავიანთ საქმეს აკეთებდნენ გონება კი
ფიქრებში დაცურავდა. მზე სულაც არ მაწუხებდა, თავზე კეპი მეხურა. თავი ნამდვილ
ბოსტანში მეგონა, არადა უბრალოდ ეზოს ვალამაზებდი. როდესაც, დავასრულე მუშაობა,
ავიღე ხახვის, ქინძის, კიტრის, და ყაბაყის ნერგები და შევუდექი დანერგვას.
დამთავრებული სამუშაოს ნერგებით მორთვა ბედნიერი შეგრძნება იყო, მაგრამ ამაზე
უფრო სასიამოვნო, ნაშრომის შორიდან ცქერა ყოფილა...

ვუყურებდი დაბარულ მიწას, ნერგებით სავსეს და ვფიქრობდი: - თურმე რა


მაგარი ვყოფილვარ! რა კარგად მიმუშავია! (მალე ამაზე ფიქრი შევწყვიტე, რადგან
მივხვდი, რომ ვტრაბახობდი და ჩემი თავის შემრცხვა). მერე გამახსენდა ძველი
ქართული გამოთქმაც: “თავის ქება კიტრად ღირსო, კიტრი - თეთრიც არაო”. როცა,
დავუფიქრდი და გავიაზრე, მივხვდი რომ სწორი და ზუსტი ნათქვამია ტრაბახზე. კაცი
რომელიც, ტრაბახობსო ფაქტიურად კიტრად წარმოაჩენს თავსო, კიტრს ერთი თეთრის
ფასიც კი არ აქვსო, ანუ ის ადამიანი არ არის ღირსეული, შესაბამისად არც აფასებენ მას.
მიშტერებული ვარ ერთ ადგილს და ამ ყველაფერზე ვფიქრობ, უეცრად მესმის
ძახილი: გიორგი მოდი საჭმელი ჭამე! მეც სასწრაფოდ მოვუბრუნდი რეალობას და
გავექანე სამზარეულოსკენ. ძალიან გემრიელად ვჭამე (რომ არ შეგაშუროთ და
მოგანდომოთ არ დავიწყებ ჩამოთვლას რითიც ვისაუზმე). საუზმობის შემდეგ, შევიხედე
ინტერნეტში და დავიწყე სიდნი ნოლანის ნახატების თვალიერება. მხატვრობას ძალიან
უხდება ორიგინალურობა და მის ნახატებში, ძალიან საინტერესო და განსხვავებული
სახით არის ნაჩვენები ეს ორიგინალურობა. თავიდან ცოტა უცნაური მომეჩვენა მის
ყოველ ნახატში შავად დახატული ადამიანი (მეგონა ჩემ ლეპტოპს რაღაც სჭირდა), მაგრამ
მალევე გავიაზრე, რომ ეს ნახატის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. იმასაც მივხვდი, რომ
რაღაც სიმბოლური დატვირთვაც უნდა ჰქონდეს შავად დახატულ ადამიანს...

ჩემი აზრით, ცხენზე ამხედრებული შავად დახატული ადამიანის სიმბოლური


დატვირთვაა: თავისუფლება, მშვიდობა და მარტოსულობა. და ამ შავ ადამიანს, რომ
ვუყურებდი შევამჩნიე რომ ყველაფერი შავად ჰქონდა, თვალების გარდა. ალბათ, იმიტომ
რომ ის ხედავდა სამყაროს, უფროსწორად გრძნობდა. ამ ყველაფერში კი თავისი ცხენი და
მარტოსულობა ეხმარებოდა. ის მარტო იყო არა, იმიტომ რომ ამხანაგი არ ჰყავდა, არამედ
მხოლოდ მარტოსულობით შეიგრძნობდა სამყაროს. როდესაც, არავინ იქნებოდა
საკუთარი თავის გარდა. და ამ სამყაროს ხედვით უნდოდა დაემყარებინა მშვიდობა და
თავისუფლება, რომელიც მოითხოვდა რისკსაც და მსხვერპლსაც, სწორედ ამიტომ
დაჰქონდა თან იარაღი. ცხენიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ ნახატში. ჩემი აზრით,
ცხენი არის სიცოცხლე, რომელზედაც არის შემომჯდარი ეს ადამიანი. ცხენის
საშუალებით გადაადგილდება, ცხენი კი ცოცხალი, ჭკვიანი და ძლიერი არსებაა,
რომელიც უჩვენებს გზას და ეხმარება ადამიანის მიზნების შესრულებაში. როდესაც,
ვფიქრობდი ცხენზე, სიცოცხლეზე და მასზე ამხედრებულ ადამიანზე გამახსენდა
ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი “მერანი”. ჩემი ერთ-ერთი საყვარელია ლექსია და მინდა
პარალელი გავავლო ამ ნახატთან. მერანი, ხომ თვითონვე ცხენია, რომელიც დაატარებს
უგზოუკვლოდ, რომელსაც მოსზდევს ავბედითი შავი ყორანი. მერანი წარმოადგენს
სიცოცხლეს, შავი ყორანი - უბედურებას და სიკვდილს. მერანით, გაჭენება სარისკოა,
რადგან ამ ყველაფერს უბედურება და მსხვერპლი მოჰყვება, როგორც ნახატზე ვთქვი ისე.
როდესაც, ამ აზრებს თავში ვალაგებდი და ნახატს თავიდან შევხედე, უცნაურმა
და კიდევ ერთმა საინტერესო აზრმა გამიელვა გონებაში. თითქოს ეს შავი ადამიანი, უკვე
შეპყრობილია შავი ყორანით, ანუ უკვე უბედურებაც დაატყდა თავს და ცოდვაც
ჩაუდენია, ამიტომ არის იგი შავად დახატული, მაგრამ ერთადერთი ნათელი წერტილია
მასში - თვალები. რითიც, გრძნობს და ხედავს სამყაროს, ცხოვრებას, მხოლოდ ეგ არის
განათებული და ალბათ, სწორედაც რომ ეგ არის მისი ბოლო იმედი. მე პირადად, ჩემი
პირველი მოსაზრება უფრო მომეწონა (თუ დამიწერთ კომენტარში მერიკო მას რომელი
უფრო მოგეწონათ, თქვენ პასუხსაც გავითვალისწინებ და მივიღებ ).
შემდეგ, ავდექი გავიარ-გამოვიარე, წყალი დავლიე, ცოტახნით დავისვენე და
გამახსენდა რომ ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებზე უნდა მესაუბრა. პირველ რიგში იმას
ვიტყვი, რომ ვაჟა არაჩვეულებრივად და განსხვავებულად წერს. ძალიან მომწონს მისი
სტილი, რაღაც მხრივ ლექსაც, რომ წააგავს, ამბავსაც გვიყვება და გვაფიქრებს. გოგოთური
და აფშინა აბსოლუტურად განსხვავებული სახის ადამიანები არიან. გოგოთური არის
პატიოსანი, მშრომელი და კეთილი გუნების კაცი, აფშინა კი ქურდბაცაცა, აფერისტი,
ეშმაკური გუნების ადამიანია. ჩემთვის ერთ-ერთი საინტერესო მომენტია, როდესაც
გოგოთური მიდის აფშინას გასაცნობად და მისი ხასიათის უკეთ აღსაქმელად, რომ გაეგო
რა მოეწონა მის ცოლს აფშინაში. გოგოთური მართლაც კარგი ადამიანია, ეს კი მკაფიოდ
გამოჩნდა მაშინ, როცა თავისთვის თქვა: მოდი კეთილად და მოწყალედ განწყობილი
ვიქნები აფშინას მიმართ, იქნებ შეცვალოს თავის ცუდი აზრები და მეც არ გამძარცვოსო.
გოგოთური ცდილობდა აფშინას ავი საქციელის შეცვლას უკეთესობისკენ, მაგრამ ამაოდ.
რახან მასეთმა ხერხმა არ გაჭრა, ძალ-ღონეს მიმართა და აქეთ წაართვა ცხენიც და
აბჯარიც. მაგრამ უკანვე მიუგდო და დაანახა, რომ არასწორად შეაფასა თავისი
მოწინააღმდეგე.
მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელცი დამამახსოვრდა არის აფშინას
დარდი და გულში ჩარჩენილი სირცხვილი. როდესაც, გოგოთურმა აფშინა დაამცირა და
აქეთ აჯობა და მოერია, აფშინასთვის დიდი სირცხვილი იყო. გოგოთურმა სთხოვა მე შენ
გაგიშვებ, ოღონდ შენთან მოყევიო აქ რაც მოხდაო. გოგოთურს ეს უნდოდა იმისთის, რომ
თავისი ცოლის ყურამდე ეს ამბავი მისულიყო. აფშინა კი ჩაიკეტა სახლში და დროის
შემდეგ გამოვიდა და ბერად აღიკვეცა. ხალხისთვის ის გახდა პატიოსანი და
უკეთესბოისკენ შეცვლილი ადამიანი, მაგრამ მის ზურგს უკან მძიმე დარდი და ტკვილი
იყო. მართალია, ხალხი პატივს სცემდა, მაგრამ გულში ჩარჩენილი სირცხვილი ვერ
დაივიწყა. ყოველ ღამეს წუხდა, სირცხვილი კი არ ასვენებდა. ძალიან კარგად დაამთავრა
ვაჟამ ნაწარმოები, სწორი დასასრული იყო. ბევრად საინტერესო იყო აფშინას სიცოცხლე
იმ ყველაფრის შემდეგ ვიდრე, გოგოთურის, რადგან აფშინას ცხოვრებით დასრულება
ბევრად დამაფიქრებელი და ცხოვრებასთან დაკავშირებულია. დასასრულში ჩანს
საზოგადოების ხედვა აფშინას მიმართ და თვითონ აფშინას ხედვა საკუთარი თავის და
ცხოვრების მიმართ.

You might also like