მე როგორც მუნიცპალიტეტის მერი, ევროპული კონვენცია

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

მე რომ მუნიციპალიტეტის მერი ვიყო, პირველ რიგში ავიღებდი შესაბამის პასუხისმგებლობას,რომ

ქალაქის ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად განმევითარებინა მაღალ სტანდარტებზე და არსებული


ურბანული პრობლემები დროულად აღმომეფხვრა, ასევე მერისთვის მნიშვნელოვანია რეგიონულ
თემებში და სოფლებში სხვადასხვა პრობლემებთან გამკლავება, რაც განპირობებულია მთელი რიგი
პრობლემებისგან,ვფიქრობ დამხმარე პერსონალი ეს იქნება რაინოლური ცენტრის უფროსები თუ სხვა
ორგანოს თანამშრომლები მათგანაც მოვითხომ მაქსიმალურ პასუხისმგებლობას საერთოო
საქმისათვის,ვინაიდან სტაბილურობისთვის საჭიროა სტრატეგიული და ბრძოლისუნარიანი გუნდი
რათა ჩვენი მოსახლეობა ვუზრუნველყოთ ყველა შესაძლო ხელმისაწვდომი რესურსით რათა
სარგებელი ნახონ საკუთარი შესაძლებლობის და ცოდნის რეალიზების მიზნით შევქმნათ შესაბამისი
დაწესებულებები, მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ სატრანსპორტო გზები და აკლიმატიზაციის
პროცესში შექმნილი იყოს ისეთი გარემოებები, რათა მოსახლეობას არ მოუხდეს საცხოვრებელი
ადგილის რეკონსტრუქცია ძლიერი წვიმის შემდეგ, საბოლოოდ ვფიქრობ თუ ოდესმე გადავეკვეთე ამ
გზას და გავხდი მერი არ მგონია გავუცრუო იმედები მოსახლეობას.

ევროპული ქარტიის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობა ნიშნავს ხელისუფლების


ადგილობრივი ორგანოების უფლებასა და შესაძლებლობას, კანონის ფარგლებში მოაწესრიგონ და
მართონ საზოგადოებრივი საქმეების მნიშვნელოვანი წილი მათი პასუხისმგებლობითა და
ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად. ქარტიით აგრეთვე განსაზღვრულია, რომ
თვითმმართველობას უნდა ჰქონდეს განსაზღვრული საკუთარი კომპეტენციები, ჰქონდეს ფინანსური
და მატერიალური რესურსი და იყოს დამოუკიდებლად წარმართოს შიდა საქმიანობა. 
ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებულია კარგი მმართველობის 12 პრინციპი, რომელთა მიზანია საჯარო
უწყებებმა იფუნქციონირონ მაქსიმალურად ეფექტიანად და პროდუქტიულად, იყვნენ
კომპეტენტურნი და გამჭვირვალენი, უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეთა თანამონაწილეობა და
ჩართულობა და სხვა. 
კარგი მმართველობის 12 პრინციპის შესაბამისად, ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებულია შესაბამისი
ინსტრუმენტები (toolkits) რომელთა მეშვეობითაც ხდება არსებული სიტუაციის გაანალიზება,
პრობლემების, სუსტი და ძლიერი მხარეების აღმოჩენა შემდგომი რეაგირებისთვის.
მნიშვნელოვანია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოს როლი (CEMR), რომელიც
წარმოადგენს მათი წევრი ერთეულების ინტერესებსა და ზრუნავს მათ განვითარებაზე. მასში
გაწევრიანებულია 60 ასოციაცია, 100,000-ზე მეტი თვითმმართველი ერთეული და 41 ქვეყანა. საბჭო
მუშაობს თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების მიმართულებით სხვადასხვა
კვლევებზე, შეისწავლის წევრ ქვეყნებში არსებულ სიტუაციას და აკეთებს შეფასებებსა და გასცემს
რეკომენდაციებს.

დაკავშირებული დოკუმენტები

You might also like