Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

პრაქტიკული გრამატიკა, შუალედური, B, 2022, I სემესტრი

სახელი ---------------

გვარი --------------------------

ჯგუფი N ---------------

1. [1] მონიშნეთ თანხმოვანფუძიანი სახელი:

 სოკო
 მატარებელი
 სახე
 ტაქსი

2. [1] მონიშნეთ ხმოვანფუძიანი სახელი:

 კედელი
 ძვალი
 გუნდი
 ხურდა

3. [1] მონიშნეთ სწორი პასუხი. კიბე არის:

 ხმოვანფუძიანი უკვეცელი სახელი.


 ხმოვანფუძიანი კვეცადი სახელი.
 თანხმოვანფუძიანი კუმშვადი სახელი.
 თანხმოვანფუძიანი უკუმშველი სახელი.

4. [1] მონიშნეთ სწორი პასუხი: თოჯინა არის:

 ხმოვანფუძიანი უკვეცელი სახელი.


 ხმოვანფუძიანი კვეცადი სახელი.
 თანხმოვანფუძიანი კუმშვადი სახელი.
 თანხმოვანფუძიანი უკუმშველი სახელი.
5. [1] მონიშნეთ სწორი პასუხი: კაფე არის:

 ხმოვანფუძიანი კვეცადი სახელი.


 ხმოვანფუძიანი უკვეცელი სახელი.
 თანხმოვანფუძიანი კუმშვადი სახელი.
 თანხმოვანფუძიანი უკუმშველი სახელი.

6. [1] მონიშნეთ არასწორი ფორმა:

 მთები
 ძმები
 კვირეები
 დღეები

7. [1] მონიშნეთ სწორი პასუხი:

დღეს სკოლაში მშობელთა კრებაა - ამ წინადადებაში სიტყვა მშობელთა არის:

 სახელობითში
 მოთხრობითში
 მიცემითში
 ნათესაობითში

8. [1] მონიშნეთ სწორი პასუხი: საპონი არის:

 ფუძეკვეცადი სახელი
 ფუძეუკვეცელი სახელი
 ფუძეკუმშვადი სახელი
 ფუძეუკუმშველი სახელი

9. [1] მონიშნეთ წინადადება, რომელშიც დაშვებულია შეცდომა:

 ჩემს მეგობარს ხვალ გამოცდა აქვს.


 ჩემი სახლიდან სკოლამდე დიდი გზაა.
 ეს წიგნი მაღაზიაში ვიყიდე.
 ამ ამბავის შემდეგ ორი წელი გავიდა და ყველას დაავიწყდა.

10. [1] მონიშნეთ სწორი პასუხი:

ის უკვე დიდია, მაგრამ ბავშვივით იქცევა - ამ წინადადებაში ბავშვივით გამოხატავს:

 ვითარებას
 მსგავსებას
 მიზეზს
 მიზანს

11. [1] მონიშნეთ სწორი პასუხი: დღესავით არის:

 სახელობითი ბრუნვის ფორმა.


 მოთხრობითი ბრუნვის ფორმა.
 მიცემითი ბრუნვის ფორმა.
 ნათესაობითი ბრუნვის ფორმა.

12. [1] მონიშნეთ სწორი პასუხი:

ეს სათამაშო ხისგანაა გაკეთებული − ამ წინადადებაში -გან თანდებული აღნიშნავს:

 მასალას
 მიზეზს
 მიზანს
 ვითარებას

13. [1] მონიშნეთ სწორი პასუხი:

მზია სკოლისკენ მიდიოდა − ამ წინადადებაში -კენ თანდებულიანი ფორმა


გამოხატავს:

 მასალას
 მიზეზს
 მიმართულებას
 დროს
14. [1] მონიშნეთ წინადადება, რომელშიც დაშვებულია შეცდომა:

 ის მაგიდიდან წიგნს იღებს.


 ის მაგიდისგან წიგნს იღებს.
 ის მაგიდაზე დებს წიგნს.
 წიგნი მაგიდიდან ვარდება

15. [1] მონიშნეთ არასწორი ფორმა:

 ირმის
 მგლის
 ქარხანის
 კალათის

16. [1] მონიშნეთ წინადადება, რომელშიც დაშვებულია შეცდომა:

 აკაკიმ დახატა ახალი სურათი


 ბექამ გვიან დაამთავრა სამუშაო.
 გიორგიმ არ დაწერა დავალება.
 თემურიმ გიორგის დაუძახა.

17. [1] მონიშნეთ წინადადება, რომელშიც დაშვებულია შეცდომა:

 მზიას მოსვლას ველოდები.


 მარიამის ძმა ჩვენს სკოლაში სწვლობს
 ამ კედელის დანგრევა დაიწყეს.
 დიასახლისმა მაგიდაზე ღვინის ჭიქები დააწყო.

18. [1] მონიშნეთ წინადადება, რომელშიც დაშვებულია შეცდომა:

 მარიამი ცუდად ხედავდა და თვალის ექიმთან წავიდა.


 გურამი ახალი წლის ღამეს მეგობრებთან იყო.
 თამარი გაცივდა და წელის ტკივილმა შეაწუხა.
 პატარა გეგას ეშინოდა წყალის და თვალებს ხუჭავდა
19. [1] მონიშნეთ წინადადება, რომელშიც დაშვებულია შეცდომა:

 თორნიკე ცოტნე ხუბუას ძმაა.


 ეს ილია ჭავჭავაძეს ლექსია.
 მწერალთა სახლი ამ ქუჩაზეა.
 ეს თეატრი მარჯანიშვილის სახელობისაა

20. [1] მონიშნეთ წინადადება, რომელშიც დაშვებულია შეცდომა:

 მარიამს ძალიან უნდა ავსტრალიის ნახვა.


 ბარსელონას ფეხბურთის გუნდი ძალიან ძლიერია.
 მთაწმინდის პარკში ბევრი გასართობია.
 ნინო ახლა არიზონის შტატში ცხოვრობს.

You might also like