Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

პრაქტიკული გრამატიკა B

შუალედური გამოცდის ტესტის ნიმუში


ტესტი (40 ქულა)

1. [1] წინადადებაში - იმ „სტუდენტმა კარგი ქულა მიიღო“ - იმ არის:


 პირის ნაცვალსახელი
 ჩვენებითი ნაცვალსახელი
 კითხვითი ნაცვალსახელი
 მიმართებითი ნაცვალსახელი

2. [1] მონიშნეთ წინადადება, რომელშიც სწორადაა გამოყენებული ნაცვალსახელი იგივე:


 მაიამ იგივე წიგნი წაიკითხა.
 თეას იგივე გამოცდის ჩაბარება უნდა ხელახლა
 მარიამი იგივე სახლში ცხოვრობს, სადაც ადრე ცხოვრობდა
 გიორგი იგივე დავალებას აკეთებს ახლაც

3. [1] მონიშნეთ წინადადება, რომელშიც სწორადაა გამოყენებული ნაცვალსახელი ერთი


და იგივე:
 მე ყოველ ახალ წელს ერთი და იგივე მეკვლე მყავს
 შენ სულ ერთი და იგივე თემაზე საუბრობ
 რამდენი წელია ეს ბავშვი ერთი და იგივე ჩანთით დადის
 ნია და თეა ერთი და იგივე სახლში ცხოვრობენ

4. [1] მონიშნეთ არასწორი ფორმა:


 ასმეჩვიდმეტე
 ხუთას სამი
 სამი მეოთხედი
 კილო-ნახევარი

5. [1] მონიშნეთ წინადადება, რომელშიც დაშვებულია ენობრივი შეცდომა:


 გიორგის რამდენიმე დავალება აქვს გასაკეთებელი
 თეას ბევრი სათამაშოები აქვს
 ლუკა ყველა საგანს კარგად აბარებს
 ანა ზოგიერთ დავალებას არ ასრულებს

6. [1] მონიშნეთ წინადადება, რომელშიც დაშვებულია ენობრივი შეცდომა:


 ლუკა მხატვარია და მის ნახატებს ხშირად ყიდის
 ირემი წყალში იყურებოდა და თავისი დიდი რქები ძალიან მოსწონდა
 თეა მარიამის მეგობრებს აქამდე არ იცნობდა და ახლა მათ გასაცნობად
მიდიოდა
 თეა თავისი ოჯახის წევრებთან ერთად ხშირად ისვენებდა აგარაკზე

7. [1] მონიშნეთ წინადადება, რომელშიც დაშვებულია ენობრივი შეცდომა:


 ლუკა სწრაფად შემობრუნდა მისკენ
 თეა და გიორგი ჩვენკენ წამოვიდნენ
 ჩვენ თქვენკენ მოვდივართ
 გიორგი ჩემსკენ წამოვიდა

8. [1] აღნიშნეთ წინადადება, რომელშიც დაშვებულია ენობრივი შეცდომა:


 მარიამმა დღეს უკეთესი ქულა მიიღო გამოცდაზე, ვიდრე გუშინ
 გიორგიმ დახატა ლურჯი ცა და მწვანე მთები
 ეს ადგილი ოკეანეში უღრმესია
 ენაზე უტკბილესი და ენაზე მწარე არაფერია დედამიწაზე

9. [1] მონიშნეთ წინადადება, რომელშიც დაშვებულია ენობრივი შეცდომა:


 კრწანისის ომი მოხდა ათას შვიდას ოთხმოცდათხუთმეტ წელს
 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაიხსნა მეოცე საუკუნის დასაწყისში
 ნათია სწავლობდა თბილისის ორმოცდა მეორე საჯარო სკოლაში
 ჩვენ სამივე გამოცდა ჩავაბარეთ ამ კვირაში

10. [1] მონიშნეთ სწორი პასუხი ― სიტყვა მესაათე არის:


 წარმომავლობის აღმნიშვნელი სახელი
 პროფესია-ხელობის აღმნიშვნელი სახელი
 დანიშნულების აღმნიშვნელი სახელი
 ქონა-ყოლის აღმნიშვნელი სახელი

11. [1] მონიშნეთ სწორი პასუხი ― სიტყვა სასადილო არის:


 წარმომავლობის აღმნიშვნელი სახელი
 ქონა-ყოლის აღმნიშვნელი სახელი
 დანიშნულების აღმნიშვნელი სახელი
 პროფესია-ხელობის აღმნიშვნელი სახელი

12. [1] მონიშნეთ სწორი პასუხი ― სიტყვა ქუდიანი არის:


 წარმომავლობის აღმნიშვნელი სახელი
 დანიშნულების აღმნიშვნელი სახელი
 ქონა-ყოლის აღმნიშვნელი სახელი
 პროფესია-ხელობის აღმნიშვნელი სახელი

13. [2] შეავსე გამოტოვებული ადგილები. სიტყვის ნაცვლად ჩაწერე შესაბამისი


ნომერი.

ა. - არ მომწონს მისი სახე, ცუდადაა, მეჩვენება თუ სახე ნამდვილად


ყვითელი აქვს? - არ ვიცი, არ ჩანს კარგად, მთლად ყვითელი არ არის, მაგრამ
------------ ფერი კი ნამდვილად აქვს.

1. ყვითელი 2. მოყვითალო 3. უყვითლესი.

ბ. - ეს ხიდია ყველაზე გრძელი მსოფლიოში? დიახ, ესაა ---------------- ხიდი.

1. გრძელი 2. მოგრძო 3. უგრძესი.

14. [2] გამოტოვებულ ადგილას ჩასვით ზედსართავი სახელის ხარისხის ფორმის


შესაბამისი ნომერი.

ეს წიგნი ძალიან მომეწონა, ის -------- წიგნია, რაც კი წამიკითხავს აქამდე.

1. საუკეთესო 2. უკეთესი 3. უკარგესი

არა, არ მომწონს ეს კაბა, ეს არის იმაზე ----------, რაც გუშინ ვნახე.

1. უცუდესი 2. უარესი

15. [4] გამოტოვებულ ადგილას ჩასვით რიგობითი რიცხვითი სახელის სწორი ფორმის
შესაბამისი ნომერი.

კრწანისის ომი გაიმართა ------------ საუკუნეში.


1. მე-17 2. 17-ე 3. მე-XVII 4. XVII -ე
გურამი გადავიდა ---------- კლასში.
1. V 2. მე-V 3. 5-ე 4. V-ე
ნინო ამ კორპუსში ცხოვრობს, ------------ ბინაში.
1. მე-20 2. 20-ე 3. მე-XX 4. XX -ე
გრიგოლ ორბელიანი ცხოვრობდა ------------ საუკუნეში.
1.მე-19 2. 19-ე 3. მე-XIX 4. XIX -ე

16. [2] გამოტოვებულ ადგილას ჩასვით სწორი ფორმის შესაბამისი ნომერი:

უილიამ შექსპირმა ისტორიული დრამა დაწერა -------------------- შესახებ.


1. რიჩარდ III-ის 2. რიჩარდ III-ს 3. რიჩარდ III
---------------- მმართველობის პერიოდს საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი
უკავია.

1. გიორგი V-ის 2. გიორგი V -ს 3. გიორგი V

17. [8] გაიაზრე სიტუაცია. შეავსე გამოტოვებული ადგილები. სიტყვის ნაცვლად


ჩაწერე შესაბამისი ნომერი.

1.მას 2. ჩემი 3. რომელიც 4. ამ 5. ბევრი 6. იგივე 7. მისი 8. ის

ეს ---- ქალაქია. მე ძალიან მიყვარს ეს ქალაქი. ახლა --- ქალაქში ვსწავლობ და


ვმუშაობ. თბილისი ისტორიული ქალაქია. აქ -------------- საინტერესო ადგილია.
განსაკუთრებით ლამაზია ძველი თბილისი, სადაც არის ძველი ციხე, ნარიყალა,
...................... უძველეს ისტორიულ წყაროებშია ნახსენები. ---- დიდი ხნის
ისტორია აქვს. ---- ძველი სახელია კალა. კალას ციხე ----- ნარიყალაა, ანუ ნარის
ციხე. --- თბილისის ციხის სახელითაცაა ცნობილი.

18. [10] გაიაზრე სიტუაცია. შეავსე გამოტოვებული ადგილები. ფორმის ნაცვლად


ჩაწერე შესაბამისი ნომერი.

1.ისინი 2. ერთმანეთს 3. მათ 4. რაც 5. ნამდვილი 6. ერთ 7. რომელიმე


8. მესამე 9. როგორ 10. გემრიელი
----- ეზოში ცხოვრობდა სამი ბიჭი. ---------- მეგობრები იყვნენ, ერთად დადიოდნენ სკოლაში
და ერთად თამაშობდნენ ეზოში. მათ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. ერთ დღეს მეზობელმა
ბიჭებს მოუტანა სამი -------- ნაყინი. -------- ძალიან გაუხარდათ, მაგრამ უცებ ერთი ნაყინი
ძირს დავარდა. დარჩა ორი. ორ ბიჭს ნაყინი ჰქონდა, ---- ბიჭი კი დარჩა ნაყინის გარეშე.
როგორ ფიქრობთ, ------ მოიქცეოდნენ ბიჭები, თუ ისინი ------ მეგობრები იყვნენ?
დარჩებოდა ---------- ნაყინის გარეშე, თუ ---------- გაუყოფდნენ იმას, --- დარჩათ?

You might also like