Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

მხატვრული ხერხები

შედარება -ერთი საგანი ან მოვლენა შედარებულია მეორე საგანთან ან მოვლენასთან; ნიშნები - ვით; ებრ;
როგორც; მსგავსად. მაგ.: „ცეცხლებრ შემწუელი“, „ვით თვალის უპე“, „და გავიღიმე, ვით ნახევრად გ
აგიჟებულმა“, „ შენი ტუჩები ისე ტკბილია, როგორც ბადაგი დადუღებისას“, „ისე ნაზია ეს მოგონება,
როგორც დემონის ფრთების შეხება“.

ეპითეტი - საგანს ან მოვლენას აქვს უჩვეულო (არასტანდარტული) მახასიათებელი. კითხვა - როგორი?


მაგ.: „მგლოვიარე, მწუხარ ოცნებას“, „გავარვარებულ ოქროს თაველებს“, მე მივტირი ღამეს ზამბახებიანს“,
„დურაჯი ხარ, მაყვალს შეფარებული“; „სული, ვედრებით განაოცები“.

მეტაფორა - ერთი საგნის ან მოვლენის ნაცვლად იგულისხმებასხვა საგანი ან მოვლენა. მაგ.: „ცა ატმებით
მსხმოიარე, ცახცახა“ (იგულისხმება ვარსკვლავებით მოჭედილი ცა); „საქართველოს ლექსის მეხანძარენი“
(იგულისხმებიან ქართველი პოეტები); „მოვიდა მგელი იგი“(იგულისხმება ვარსქენი); „მაისი ალით
ააზამბახებს“ (იგულისხმება -მაისში ყვავილებით მოირთვება); „ღელეს ჩავიდა მწუხარე ვარდი, ვარდის
წყლით ნაბანი“(იგულისხმება -ლელა ჩავიდა ღელესთან „ბახტრიონი“).

გაპიროვნება - ადამიანის (პიროვნების) რაიმე ნიშანი ან თვისება გადატანილია არაადამიანზე.(ეს თვისება


რეალურად ობიექტს არ აქვს). მაგ.: „სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება“; „ნამს ჯერ
ბალახზე ეძინა“; „დღემ დაიხურა პირბადე“; „ცა თვალს უცემდა სატრფოსა“; „ნისლი ფიქრია მთებისა, იმათ
კაცობის გვირგვინი“; „დაფიქრდა გველი ძლიერად, გული ევსება ბრალითა“.

ჰიპერბოლა - გაზვიადება. ესა თუ ის ფაქტი, მოვლენა გაზვიადებულია (გადაჭარბებული). მაგ.: „კაცი


კაცსა შემოვტყორცნე, ცხენ-კაცისა დავდგი გორი“; „თინათინ მზესა სწუნობდა, მაგრამ მზე თინათინებდა“,
„სისიხლით მორწყეს მთა და მდელო“.

ალუზია - ვკითხულობთ კონკრეტულ ტექსტს და უნებურად გვახსენდება სხვა რომელიმე ნაწარმოები


(მინიშნება), ან ისტორიული ფაქტი ან ადამიანი.მაგ.: ტიციანის ტექსტი „

პეიზაჟი - ბუნების სურათის აღწერა. მაგ.: ვაჟას პოემებში.

პორტრეტი - ადამიანის ფიზიკური და სულიერი თავისებურებების გამოსახულება.

ნეოლოგიზმი - ახალი სიტყვები და გამოთქმები, რომლებიც შეიქმნა ახალი საგნებისა თუ მოვლენების


აღსანიშნავად. მაგ.: კომპიუტერი.

ბარბარიზმი - ეროვნულ ენაში საჭიროების გარეშე შემოტანილი სიტყვა ან გამოთქმა. მაგ.: ზაჟიგალკა,
ოჩერედი, რებრენდინგი და სხვ.

დიალექტიზმი - სიტყვები და გამოთქმები, რომლებიც მხოლოდ რომელიმე კუთხის მცხოვრებლებს ან


ადამიანთა რომელიმე ჯგუფს ახასიათებს. მაგ.: ჩერო (ჩრდილი), ნენა (დედა) და სხვ.

არქაიზმი - ხმარებიდა გასული, მოძველებული სიტყვა. მაგ.: მუნ, დაშთა და სხვ.

ალეგორია - მხატვრულ ნაწარმოებში საუბარია ერთ მოვლენასა და საგანზე, ნაგულისხმებია - სხვა რამ.
(აკაკის „აღმართ-აღმართ“)

You might also like