Download as ppsx, pdf, or txt
Download as ppsx, pdf, or txt
You are on page 1of 6

1

MARGIE'S TRAVEL

ხელმძღვანელი: ნინო პაპაჩაშვილი


უნივერსიტეტი: სულხან-საბა ორბელიანი
ფაკულტეტი: ტურიზმი
თემა: ევროკავშირი და საქართველო

M
2

პოლიტიკური ურთიერთობები
2014 წლის ივნისში ევროკავშირმა და საქართველომ ხელი
მოაწერეს ასოცირების შესახებ შეთანხმებას (AA), რომელიც
ძალაში 2016 წლის 1 ივლისს შევიდა. ეს შეთანხმება, ღრმა და
ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ
შეთანხმებასთან (DCFTA) ერთად, საფუძველს უყრის
საქართველოს ევროკავშირთან შორსმიმავალ პოლიტიკურ და
ეკონომიკურ ინტეგრაციას. საქართველოს გააჩნია მზარდი
დემოკრატიის და კანონის უზენაესობის, ადამიანის
MARGIE'S TRAVEL

უფლებების, კარგი მმართველობის და ეკონომიკური


განვითარების ამბიცია. ასოცირების შესახებ შეთანხმების (AA)
ინსტიტუციონალური ჩარჩო აყალიბებს ორგანოებს,
როგორიცაა ასოცირების საბჭო მისი გამოყენების
საზედამხედველოდ, ასოციაციის დღის წესრიგი კი მისი
განხორციელებისთვის საჭირო პრიორიტეტებს განსაზღვრავს.

M
3

ეკონომიკური და სავაჭრო
ურთიერთობები
MARGIE'S TRAVEL

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში


საქართველომ მყარი ეკონომიკური ზრდა
განიცადა, რომელიც ნაწილობრივ შესაძლო გახდა
მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების
საშუალებით, რაც მოიცავდა საგადასახადო
მოსაკრებლების პროცედურების განახლებას,
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ქვეყნის გახსნას
უცხოური ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის,
ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ბიზნეს

M გარემოს გამარტივებას
4

ენერგოსექტორი, გარემოს დაცვა, კლიმატის


ცვლილება

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ექსპერტული


ცოდნით, რათა გარემოსდაცვითი კანონმდებლობა
ევროკავშირის სტანდარტებს მიუახლოვდეს და ასევე
პირდაპირ ეხმარება ბუნებრივი პარკების განვითარებაში,
ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაში, უფრო ეკოლოგიური
ზრდის შესაძლებლობების განვითარებაში, ნარჩენების
მართვის და წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში და
MARGIE'S TRAVEL

ეკოლოგიური რისკებისა და ზემოქმედების უკეთესი


მართვის მექანიზმების შექმნაში. ევროკავშირი აფინანსებს
უამრავ ინფრასტრუქტურულ პროექტს წყალმომარაგებისა და
კანალიზაციის, ნარჩენების მართვისა და ეკოლოგიური
ტრანსპორტის სექტორებში. ეს ერთობლივი მუშაობა ასევე
უშუალოდ ხელს უწყობს სათბურის გაზების ემისიის
შემცირებას და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას.

M
5

ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის


უზენაესობა

ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელიც 2016 წელს შევიდა ძალაში და


ასოცირების დღის წესრიგი 2021-2027 წლებისთვის, ადამიანის უფლებებისა და
დემოკრატიის საკითხებში ევროკავშირსა და საქართველოს შორის
თანამშრომლობას განსაზღვრავს. თუმცა ადამიანის უფლებების კულტურამ ჯერ
კიდევ მყარად უნდა გაიდგას ფესვები მთელ ქვეყანაში, ადამიანის უფლებებისა
და დემოკრატიის სფეროში არსებითი წინსვლა იყო მიაღწეული. განხორციელდა
მნიშვნელოვანი საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, რამაც შექმნა უფრო
მყარი სამართლებრივი საფუძველი ქვეყანაში დემოკრატიის
MARGIE'S TRAVEL

კონსოლიდაციისთვის, თუმცა მნიშვნელოვანი გამოწვევები ორივე სფეროში


რჩება. ევროკავშირის მხრიდან ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და
კანონის უზენაესობის მხარდაჭერა განსაკუთრებით არის მიმართული
საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობისკენ, სასამართლოს
დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისკენ, გენდერული თანასწორობისა
და ლგბტი ადამიანების უფლებების, უმცირესობათა წარმომადგენელთა
უფლებების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების და
შრომის უფლებების დაცვისკენ.

M
6
MARGIE'S TRAVEL

You might also like