Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

შიზოფრენია დამეწყება მალე

აჰჰჰჰ კაი კიდე ერთიც


For his own production, Day
starved himself, let his beard
grow long, and imported cloth
and a cross from Syria. Just
prior to the reenacted
Crucifixion, he made this series
of close-up self-portraits—the
most powerful images in his
entire series—which represent
Christ’s seven last words:
FATHER FORGIVE THEM; THEY KNOW NOT WHAT THEY DO.
“The Yellow Christ”, გოგენი — ყვითელი ასახავს იმას, თუ რას
გრძნობს თავად გოგენი იზოლირებულს სიცოცხლესა და
ღარუბულ სიცოცხლეზე — ზოგი მიიჩნევს რო გოგენმა საკკუთარი
თავი ასახა ყვითელი ქრისტეში— ყვითელი, წითელი და მწვანე
დომინირებს უკან — ასევე ქალები ლამაზები არიან მარა მათი
სიღარიბე მაინც ჩანს. The traditionally costumed women could be
having a vision, or just praying next to one of the many roadside chapels in
rural France. The figure of Christ is based on a crucifix in a local chapel near
Pont-Aven, and Gauguin said he chose the color yellow to convey how he felt about the isolated
life of the peasants in Brittany. The yellow also links Christ to the landscape, which relates to
the tradition and spirituality of Breton life through the centuries. The season represented is fall
—harvest time—and the agricultural cycle was seen as a parallel to the religious cycle of
Christian life—birth, life, death, and rebirth in Heaven. It also followed more specifically the
Passion Cycle of Christ: fall, when crops are harvested, would be equivalent to the crucifixion;
then follows winter, when nothing grows, parallel to Christ’s three days in the tomb; and finally
springtime arrives, when everything comes back to life, a celebration like Christ’s resurrection.
The picture may be seen as a later event in Christ's Passion - the bright colours of
the Yellow Christ have given way to sombre tones, as his dead body is lifted down
from the cross. Again, the face is a thinly-disguised self-portrait, another in the
line of works in which Gauguin has dealt with the theme of martyrdom, likening
his suffering to that of Christ.Paul Gauguin commonly created works of art that
were based on Christ's crucifixion. The Green Christ is one of his most symbolic
paintings he created during his time. The Green Christ features three dead figures
holding Christ after he had passed. These seem to look like statues that are taking
him away to be in another world. They are a dark color of green that fades out when the eye sees the
woman that is sitting in the front of the painting. She is sitting on a grass field that is next to a beach,
which a few people are walking around on. The simplified shades and unrealistic colors are what suggest
the different situations the people in the piece are in.

წითელი ქრისტე, ლოვის კორინთის

- “American Gothic”, Grant Wood — აქ ვხედავთ ცოლსა და კაცს, რომლებიც


სახლის წინ დგანან და კაცს ხელში უჭირავს სათოხნი იარაღი, რომელიც მე
პოსეიდონის სამკაპს მაგონებს. ეს კაცი არ არის ვირაც ძლიერი არც ფიზიკურად
და არც შინაგანად — იგი ჩემთვის უძლურს შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა,
სამკაპის (სათოხნი იარაღის) არსებობა მაძლევს საშუალებას დავინახო რო ამ
კაცს თითქოსდა აქვს ამბიციები რომ გადალახოს ეს უძლურობა და გახდეს თავისი
უკეთესე “მე”, თუმცა აქ პირადად ჩემთვის გარდამტეხი მომენტი არის მის გვერდით
მდგომი ქალი, რადგან იგი უყურებს კაცს და გამომეტყველება მაძლევს
საშუალებას დავინახო, რომ მას ამ კაცის არ სჯერა, უყურებს, როგორც სულელს —
როგორც მარგო თეიმურაზს.

„მოხუცი ზღვის სიმღერა“ ალბატროსი?? გეგას ან სადრას ჰკითხე სახელი მერე

მოდერნიზმის პერიოდის ლიტერატურაში ალბათ ყველაზე პოპულარული


პერსონაჟი უძლური ქრისტეა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში ყოვლად გენიალურად
აღწერეს იმდროინდელმა მწერლებმა და შესანიშნავი თვალსაჩინოება შეგვიქმნეს თუ
ვინ არის უძლური ქრისტე. ლოგიკურია ეს თემა ბალზაკის მამა გორიოთი დავიწყოთ.
ამ შემთხვევაში ალბათ საკმაოდ ნათლად ჩანს ამ იდეის ფიზიკური განხორციელება,
როდესაც პერსონაჟს ვუყურებთ და მის ქალიშვილებს, რომელთათვის არ არსებობს
არაფერი უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ფული. ბრიყვი მამაც ერთ ცენტსაც არ
იტოვებს თავისთვის და სწამს რომ შვილებს ის უყვართ და მათი კარგადყოფნა
ყველაზე მნიშვნელოვანია. მამა გორიო ამბობს უარს საკუთარ სიცოცხლეზე, საკუთარ
არსებობაზე, რათა შვილებს ახალი კაბა და სამკაულები არ მოაკლდეთ. მალევე
მდიდრული ოთახიდან სარდაფშ გადადის საცხოვრებლად და თიტქოს საკმარისი არ
იყო ეჟენისა და მისი ქალიშილისთვის სახლს ყიდულობს, რომ ერთმანეთს უფროო
კომფორტულად შეხვდნენ. მკითხველის გონებაში, ისევე როგროც იმდროინდელი
საზოგადოებისათვის ეს ქცევა არის სიბრიყვე. ყოვლად უზნეო შლების
ტვინგამორეცხილი მამა. მამა გორიო კვდება და კვდება იმიტომ რომ შვილს კაბა
უყიდა და ჯანმრთელობა უკიდურესად გაიუბედურა და საპასუხოთ რას ღებულობს
ეჟენისა და მისი ნათესავის ზრუნვას. ჩააგდებენ ნანათხოვარ კუბოში და
დაასაფლავებენ ქალიშვილების გარეშე. და განა ეს არ იცოდა თავად პერსონაჟმა მისი
აღიარება შვილების უზნეობაზე სიკვდილის წინ ხომ ასეთი გამოკვეთილი სცენაა,
თუმცა ეს აღიარება ქცევითი რომ ყოფილიყო როგორც ყველას ასე გვინდოდა ის ხო
მოდერნიზმის ქრისტე ვეღარ იქნებოდა. დავინახავდით რომანტიზმის ადამიანს
ამაღლებულს და დიადს. ჩემთვის სამწუხაროდ ტექსტის ბოლოს ვხედავთ მარტო,
საწყალ კუბოში მყოფ კიდევ უფრო საწყარ პერსონაჟს, რომელიც ფულის გარეშე იმ
დროინდელი სოციუმისთვის უბრალოდ მიწას ამძმებდა.

კაფკას მეტამორფოზა!! იმენა ეგაა პროსტა დეტალები უნდა გავიხსენო

ამავე იდეას მიესადაგება დოსტოევსკის იდიოტის მთავარი პერსონაჟი ქერა და


ცისფერთვალება იდიოტი ანუ მიშკინი. დაავადებული პერსონაჟი 5 წლის შემდეგ
ბრუნდება სახლში და საკუთარი სრულიად უნაკლო ზნეობითა და ღირსებით
ხიბლავს ხალხს. საცოუმი იმდენად გაოგნდება ყმაწვილის ზნეობით რომ ძალიან
შესაფერისს ზედმეტსახელსაც მოუძებნის და იდიოტს უწოდებს. მიშკინი ძალიან ღია
და გულწრფელია. ის ახალ ნაცნობებს დაუყოვნებლივ უყვება თავის პირად
ისტორიას, მათ შორის რამდენიმე წლის განმავლობაში სანიტარიუმში ცხოვრების
შესახებ. მას არ სჯერა სოციალური საუბრების, სამაგიეროდ, ამჯობინებს
დაუყოვნებლივ გადავიდეს იმ საკითხების განხილვაში, რომლებიც მისი მთავარი
საზრუნავია. მიშკინი არავისზე არ განაწყენდება, რაც არ უნდა საშინელი იყოს
პერსონაჟის მოქმედება მის მიმართ. განიას დარტყმის შემდეგ, მიშკინი არ უპასუხებს
და არ გამოუწვევს განიას დუელში - იმ დროისთვის მოქმედების საერთო საშუალება.
ამის ნაცვლად, მიშკინი ეუბნება განიას, რომ უნდა შერცხვეს საკუთარი თავის და
ტოვებს ოთახს. ლებედევი გამუდმებით ატყუებს მიშკინს და ცდილობს კიდეც მას
გიჟურ თავშესაფარში გადაიყვანოს; როდესაც ლებედევი ამას აღიარებს, მიშკინი
პასუხად მხოლოდ იცინის. აგლაია გამუდმებით დასცინის და შეურაცხყოფს პრინცს,
მაგრამ ეს მხოლოდ აწუხებს მას. როდესაც აგლაია გამოთქვამს შერიგების სურვილს,
მიშკინი სიხარულისგან აღფრთოვანებულია. მოკლედ, პრინცი მიშკინი არავის
მიმართ წყენას არ ატარებს, თუნდაც როგოჟინს, რომელიც მას კინაღამ მოკლავს.
მიშკინის ერთი შეხედვით შეუძლებელი გულუბრყვილობის ფონზე, რომანის
პრაქტიკულად ყველა პერსონაჟი მას „იდიოტს“ უწოდებს.პრინცი მიშკინი ალბათ
თავმდაბალი თავმდაბლობისა და გაცემის ქრისტიანული იდეალია. ის ცდილობს
დაეხმაროს ყველას, ვისაც ხვდება და ყოველთვის აყენებს სხვების საჭიროებებს
საკუთარზე მაღლა. მიშკინის თანაგრძნობას სხვების მიმართ საზღვრები არ აქვს. ის
ზედმეტად კარგია ფულით, ვნებისა და ინდივიდუალური ამაოებით გახრწნილი
სამყაროსთვის. შედეგად, ის უნებლიედ ამატებს ნგრევას და თავად ნადგურდება.

თუკი დოსტოევსკის იდიოტის კითხვისას ყურადღება გავამახვილეთ რომ ის სხვების


საჭიროებას აყენებდა საკუთარის წინ ვფიქრობ აქვე უნდა ვახსენოთ კნუტის
შიმშილი. იდიოტის შემთხვევაშ საქმე კიდევ მარტივადაა ფული აქვს. შმშილის
პერსონაჟს ლოგიკურია რომ არაფერი აბადია. ამ შემთხვევაში რთულია გავარკვიოთ
სინამდვილეში რა მოხდა და რა არა წიგნში რადგანაც რეალობასა და ჰალუცინაციებს
შორის ხაზი მეტად გაუგებრადაა გავლებული, თუმცა ვფიქრობ რომ ნაწარმოების
პირველ ნაწილში შედარებით რეალური ვითარებაა აღწერილი და აქვე მინდა
გამოვყო მომენტი როდესაც მშიერი პერსონაჟი აგრეთვე მშიერ მათხოვარს შეხვდება
და მის დასახმარებლად ჟილეტს ლობრადში( არ მახოსვ წიგნში რა სიტყვა ეწერა და
იყოს ლომბარდი) ჩააბარებს და ფულის უმეტეს ნაწილს მათხოვარს მისთვის
სრულიად უცხო ადამიანს მისცემს. ჩემთვის ეს დათმობა სრული სიბრიყვეა და
სამივე ჩემს მიერ ნახსენებ პერსონაჟზე მხოლოდ ნერვები მეშლება მაგრამ ფაქტი
რჩება ფაქტად, რომ ყველა მთავარი გმირი უძლური ქრისტეს შეუდარებელი
მაგალითებია.

აქვე ვფიქრობ ქართული ლიტარტურაც უნდა ვახსენოთ მოკლედ მაინც და ვთქვათ,


რომ ვერავინ წარმოაჩენს უძლურ ქრისტეს ისე უნაკლოდ, როგორც თეიმურაზ
ხევისთავი. დათმობილი მამულები, მოპარული ქონებდა და „ჩამორთმეული ცოლი“
თეიმურაზისთვის დიდი აღშფოთების მიზეზი არ აღმოჩნდა( ნუ ცოლზე ჯანდაბას)
იგი ცხოვრობდა, მკვდარი თევზივით დინებას მიჰყვებოდა და ნაშინდარის იდიოტი
გახდა.

➢ უძლური ქრისტე მოდერნიზმში - ამ ადამიანებს არ შეუძლიათ


შეეწინააღმდეგონ გარემო მოვლენებს. ანუ ადამიანი, რომელიც არის
ასოციალური, მას უამრავი დადებითი თვისება აქვს მაგრამ ადამიანები ჩაგრავენ .
ესაა საკუთარ ადამიანობასთან დამარცხებული ადამიანი, განსხვავებით ადამიანი
პიროვნებისაგან (რომანტიზმი), რომელიც გულისხმობს ადამიანურობაზე
გამარჯვებას. ეს თავიდან ბოლომდე მომდინარეობს „ჰამლეტიდან“. გვიყვება
ანარეკლის ანარეკლს. ესაა საზოგადოებისგან სრულად განცალკევებული
ადამიანი. მნიშვნელოვანია არა უშუალოდ სამყარო, არამედ კონკრეტულად
პერსონაჟში ჩალექილი ფსიქოტიპი. რომანტიზმსაც ცალკე ადამიანი აინტერესებს ,
ოღონდ თავის თავთან გამარჯვებული, თუმცა მოდერნიზმი ამბობს, რომ ამის შანსი
არ არის.მისთვის ადამიანი არის თავის თავთან დამარცხებული ადამიანი. სწორედ
ეს მარცხი აქცევს მოდერნიზმს „დაცემის ხელოვნებად“ (კაფკა, ჰემინგუეი,
ფიცჯერალდი, რემარკი და ა.შ)-
• დოსტოევსკის „იდიოტში“ თავადი მიშკინის ახლობლები, მისი
გულშემატკივრები, დავუშვათ ლიზავეტა პროკოფიევნა, ქალი რომლებსაც
მართლა დედობრივად უყვარს თავადი, ბრაზდება მისი მიტევების უძირობის, მისი
უკიდეგანო თავდმაბლობის გამო. ხელოვანიც თავისი სიმცირით, შეგნებული და
განზრახული მდაბიოობით სხვებს ტანჯავს, მისი შეგნებული უბადრუკობა, ერთი
შეხედვით სრულიად უწყინარი ცოდვა, მის პუბლიკაში თითქოს დაუმსახურებელ
ზიზღს აღძრავსო. აღნაგობაც ეგეთი აქვს, საშ სიმაღლე, ქერა, თხელი თმა,
ჩაცვენილი ლოყები, ანუ ქრისტეს გავს — ცოდვათა მომნანიებელია და ზედმეტად
გულუბრყვილოა და ამიტო ეძახიან იდიოტს — უცხოა სიხარბე და შური მაგისთვის

You might also like