ლიტერატურა და ხელოვნება

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

ნიღბის იდეა სიურეალიზმში

ნიღაბი ხშირად გამოიყენება ხელოვნებაში მრავალგვარი ფორმით: პირდაპირი


და ირიბი მნიშვნელობით, იდენტობის დასაფარად, სამყაროსგან თავის
დასაცავად ან პირიქით, სულისა და გონების სარკედ.
ფრიდა კალოს „გოგო სიკვდილის ნიღბით”
ნახატს რომ შევხედავთ სისასტიკის უდიდესი
განცდა გვრჩება. რა შუაშია ერთმანეთთან 4 წლის
უცოდველი გოგონა და ეს ორი საშინელი ნიღაბი?
ამას ერთადერთი ახსნა აქვს: ეს გოგონა
იმყოფება მექსიკელების ყოველწლიურ
ფესტივალზე სახელად „მკვდრების დღე“, სადაც
თავიანთ გარდაცვლილ საყვარელ ადამიანებს
იხსენებენ. ეს ძალიან ლამაზი და
გულისამაჩუყებელი შინაარსის მქონე
დღესასწაულია - გლოვის ნაცვლად ზეიმობენ
მათი ოჯახის წევრების უკეთეს სამყაროში
გადასვლას. მიუხედავად ამისა, მაინც
შემაძრწუნებელია პატარა ვარდისფერკაბიანი
გოგონას ნახვა მოჩუქურთმებული ხის ვეფხვის
ნიღბის გვერდზე. უნდა ვივარაუდოთ რომ ეს მისი ბედის საშინელების სიმბოლოა,
უშუალოდ გოგონას სახე კი ამ ყველაფერს ვერ გვეტყოდა.
ამავე ავტორის მორიგი ნახატია „ორი
ფრიდა“. ეს ძალიან ცნობილი შემოქმედება
კალოს ემოციური ტკივილის სიმბოლოა,
რომელსაც განშორებისას განიცდიდა.
მარცხენა ფრიდას თანამედროვე
ევროპული ტანსაცმელი აცვია, რაც იმ
ფრიდას გამოხატავს, როგორიც უშუალოდ
მის ყოფილ ქმართან განქორწინებისას
იყო: სასოწარკვეთილი, ეული. ხოლო
მარჯვნივ ვხედავთ ფრიდას ტრადიციულ
მექსიკურ ტანსაცმელში. ის ცდილობს
შეისწავლოს საკუთარი ეროვნება და
შესაბამისად იპოვოს საკუთარი თავი. ის
მარტო დარჩა, აღარ ჰყავს მეორე
ნახევარი, ახლა კი დროა ის ნიღაბი მოიხსნას რომელსაც ქორწინების წლებში
ატარებდა, დაუბრუნდეს საკუთარ ფესვებს და გაიგოს რეალურად ვინაა იგი, ეს გზა
კი მარტომ უნდა გაიაროს და ამაში მისი ფესვების შესწავლა გამოადგება.
მარჯვენა ფრიდა დამოუკიდებელია, ამიტომ აქვს მთელი გული, მაგრამ მაინც აქვს
მჭიდრო კავშირი ყოფილ „მესთან“, თანამედროვე ტანსაცმელში ჩაცმულ
ფრიდასთან, რომელსაც გატეხილი გული აქვს და სისხლითაა მოთხვრილი.
მარცხენა ფრიდან მაკრატლით გადაიჭრა არტერია, უდიდეს ტკივილს განიცდის,
მაგრამ მზადაა თავისი ახალი, „მეორე მეს“, უფრო დამოუკიდებლისა და
თავისუფალის ნიღაბი მოირგოს.
ფრიდას მორიგი შემოქმედება „იმედის ხე,
დარჩი ძლიერი“ მის წინა ნახატს გვაგონებს
- აქაც ფრიდას ორი სახეა და „ორი ფრიდას“
მარჯვენა ქალივით მექსიკური ტრადიციული
ტანსაცმელი აცვია.
ამ ნახატში ძალიან აშკარაა მხატვრის
დამოკიდებულება თავის ორ სახესთან,
ერთი მხარე მზიანია, ხალისიანი, ხოლო
მეორე მთვარით განათებული, პირქუში.
მაგრამ მაინც ძალიან უცნაურია ეს
განსხვავება, რადგან მთვარით განათებულ
მხარეში ფრიდას ჯანმრთელი,
თავდაჯერებული ვერსიაა. რატომაა მეორე
მთვარიან ნაწილში, მაშინ როცა პირველი
საოპერაციო მაგიდაზე
წევს,ანესთეზირებულია, სისხლად იღვრება
და ცუდადაა?
წითელ ტანსაცმელში გამოწყობილ ფრიდას
ორთოპედიული ვარდისფერი კორსეტი უჭირავს და მეორე ხელში დროშა,
წარწერით „იმედის ხე, დარჩი ძლიერი“.ფონიც კი გამომშრალი, დახეთქილი მიწის
და არაფრისმეთქმელი ცისგან შედგება. ნახატი სევდიან გრძნობებს გვიტოვებს ,
მაგრამ რეალურად ფრიდას იმის თქმა უნდოდა რომ დასუსტებულ,
გაუბედურებულ საკუთარ თავს აჯობა, წამოდგა და მზადაა ახალი ცხოვრება
დაიწყოს მიუხედავად მძიმე წარსულისა.
ზოგჯერ იმდენად კომპლექსურია
პრობლემა, რომ მხოლოდ სიტყვებით
არაა საკმარისი მისი ახსნა, კალო კი
ემოციებს ნახატებში აქსოვდა. მისი
ოცნება იყო ბავშვების ყოლა მაგრამ
შვილების გაჩენა არ შეეძლო, ამიტომ
დახატა „ფესვები“ სადაც საკუთარი
სხეული შეურწყა გაზის ფოთლებს.
რადგან ეს რეალურ სამყაროში არ
შეუძლია, იქნებ მეორე ფრიდამ, მის
წარმოსახვაში არსებულმა „მემ“ შეძლოს და იქცეს ნაყოფიერ ხედ, რომელიც
სიცოცხლეს დაბადებს.
მენ რეის ძალიან
უყვარდა ნიღბების
გამოსახვა, ხოლო მისი
ყველაზე ცნობილი
შემოქმედა ფოტოების
ეს სერიაა: კიკი, თავისი
საყვარელი ქალი,
აფრიკული ნიღბით. რა
ხდის ამ ფოტოებს ასე
საინტერესოს?
ევროპელი, თეთრკანიანი, მაღალი საზოგადოების
წარმომადგენელი ქალი, რომელსაც დახვეწილი მაკიაჟი უსვია, ძველი აფრიკული
ტრადიციული მბზინავი შავი ნიღბით ხელში. ერთ-ერთ ფოტოზე ორივეს სახე
დამშვიდებულია, კიკის სახე მაგიდაზე უდევს და მოსვენებულია, თუმცა მაინც არ
უშვებს მისთვის მნიშვნელოვან ნიღაბს ხელიდან, მეორე ფოტოში კი ეხუტება
კიდეც და ნაზად უყურებს. ჩემი აზრით, მენ რეის სურს თქვას რომ რეალურად არ
გადის ზღვარი ერებს შორის, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, საიდან ხარ, მთავარია
ერთმანეთის გაგება და სიყვარული, რაც არ უნდა ბანალურად
ჟღერდეს...საზოგადოებრივი კონფლიქტი და ქსენოფობია უადგილოა.
ექსპრესიონისტი ჯეიმს ენსორიც შეპყრობილი იყო
ჩონჩხებითა და ნიღბებით, რომლებსაც ლაღ, ღია და
თბილ ფერებში ხატავდა. მისი შემოქმედება გოიასა
და ფუსელის სისასტიკისა და სიმძაფრის და დალის
გიჟური წარმოსახვის ნაზავია. ამ ნახატში
სავარაუდოდ მან საკუთარი თავი გამოხატა თავის
სამხატვრო ოთახში. ლამაზ, ცისფერ კოსტუმში
გამოწყობილი ჩონჩხი ფუნჯით ხელში... უცნაურია, მაგრამ თუ შინაარს გავიაზრებთ,
არც ისე. ჩემი აზრით ჩონჩხების მისი ასეთი სიყვარული იმითაა გამოწვეული რომ
მათზე რეალური, გახსნილი, აშკარა არაფერია. ჩონჩხი: ადამიანის ნამდვილი
სახე, ყველანაირ ნიღაბ მოშორებული, ჩონჩხი ვერაფერს დამალავს, ისაა რაც
არის: ძვლების გროვა. ჯეიმს ენსორის ყველაზე ნამდვილი სახე საკუთარ ოთახშია,
ხალხისგან მოშორებული, სადაც არ სჭირდება თავის მოჩვენება, ისაა ვინც არის.
ჯეიმს ენსორის მორიგი ნახატი „ნიღბები ებრძვიან
სიკვდილს“ მაგალითია იმისა თუ როგორი
შეპყრობილი იყო ეს მხატვარი ნიღბების მიერ
საზოგადოების გამოააშკარავების იდეით. ამ ნივთს
შეუძლია დაფაროს ნამდვილი იდენტობა და შეგძინოს
ინტრიგა და მისტიკა, ძალიან საშიში და ძლიერი რამაა.
ზუსტად ამიტომ გამოიყენა მან ერთ-ერთ ფიგურად
სიკვდილი - რომ მაყურებელს დაენახა ნიღბის
ნამდვილი ძალა. ცენტრალური ფიგურა, სიკვდილიც კი არაა იმდენად საშიში
როგორც მის გარშემო მყოფი დრუნჩებიანი არსებები რომლებიც უცნაურად
იღიმიან. თითქოს ის შეშინებულია, ემალება საზოგადოების მახინჯ წევრებს, ისინი
მას დასცინიან.
ამავე ავტორის ერთ-ერთი ცნობილ ნახატში ორი ჩონჩხი
დამწნილებული ქაშაყის გამო ეჩხუბება ერთმანეთს
ულამაზესი ცის ფონზე. მათი მუქი ტონები
ვარდისფერ/ცისფერ ფონზე ძალიან გამოკვეთილად
ჩანან. ნახატი აშკარად კომიკურია. ამ ორი ჩონჩხის
მაგივრად კი ენსორმა ორი ნამდვილი ადამიანი
ჩაიფიქრა: ედუარდ ფეტისი და მაქს სალბერგერი, მისი შემოქმედების
კრიტიკოსები, რომლებმაც უარყოფითად შეაფასეს. ხოლო დამწნილებული ქაშაყი
კი თავად ჯეიმსია, ისინი მას ბრდღვნიან, ანადგურებენ. მისი მიზანი, როგორც
თავად თქვა, იყო სხვების გაპოპულარულება, დამახინჯება და ამ სიმახინჯის
გამძაფრება. ის თავის გარშემო არსებულ სიამაყეს, ცრურწმენებს,
უსამართლობასა და სხვა შემაწუხებელ ადამიანთა თვისებებს კომიკურ სტილში
ხატავდა, დაცინვის მიზნად.
ენსორის ნიღბები, პიკასოსგან განსხვავებით,
დამცინავია. ნახატზე „ინტრიგა“ გამოსახულია 11
ნიღბით დაფარული პერსონაჟი. ცენტრში
გამოსახულია ქალი რომელიც გამარჯვებულივით
იღიმის და ყვითელპალტოიანი მამაკაცის ხელი
უჭირავს. ამ სურათში ნიღაბი თავისი ფუნქციის
საპირისპიროს ასრულებს: კი არ ფარავს
პიროვნების იდენტობას, არამედ მის რეალურ სახეს გვანახებს. ეს ნახატი
რეალიზმის ნამუშევრადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ რადგან სიურეალისტურს
ვერაფერს ვხედავყ გარდა იმ ნაწილისა, სადაც წითელპალტოიანი ქალბატონია.
მას ხელში ან სათამაშო უჭირავს, ან მკვდარი ბავშვი. ზუსტად ამაში გამოიხატება
ჯეიმს ენსორის სიგიჟე, ის სასაცილოდ ან პოზიტიურად ხატავს იმას, რაც
სერიოზულად უნდა რომ მივიღოთ. ამ ნახატშიც ცისფერ ფონზე ფერად ადამიანებს
ვხედავთ.
როდესაც ნიღბის მეტაფორულ იდეაზე ვფიქრობთ, შეუძლებელია არ გაგახსენდეს
ოსკარ უალდის „დორიან გრეის პორტრეტი“. მთავარი გმირი, დორიანი,
თავიდან უსუსური, უბიწო ახალგაზრდა ბიჭია, რომელსაც აქებენ მის უზადო
სილამაზეს და ეუბნებიან რომ მოუფრთხილდეს მას. ხოლო მას შემდეგ, როცა
აღმოაჩენს რომ არ ბერდება და მის ნაცვლად ნახატი ზიანდება, თავიდან
ბოლომდე შეიცვლება. დორიანის ფიზიკური სხეული მისი ნიღაბია, ის ვინც სხვის
თვალში ჩანს, მაგრამ რეალური სახე მისი მეგობრის მიერ დახატული სურათია,
რომელსაც სხვენში ინახავს. ამ წიგნში ძალიან მნიშვნელოვანია ერთი მომენტი :
როდესაც დორიანი თავის საყვარელ მსახიობს სიყვარულს აუხსნის, სიბილი
შემდეგ სპექტაკლზე თამაშს ვეღარ შეძლებს. მან იცის უკვე ნამდვილი სიყვარული
როგორია, არ შეუძლია სახე შეიცვალოს და ჯულიეტას როლი შეასრულოს, ყალბი
ემოციები გამოხატოს. ესაა მთავარი განსხვავება ამ ორ პერსონაჟს შორის :
დორიანი თავისი ცხოვრების ყოველ წუთს იტყუება, ყველას თავს აჩვენებს, ხოლო
სიბილს ისიც კი არ შეუძლია რომ საკუთარი სამსახური შეასრულოს და
სპექტაკლზე გამოვიდეს.
ფოტოგრაფმა ენდრიუ ვოკერმა შექმნა
ფოტოპროექტი, სადაც გამოსახა ცნობილი
ადამიანების ორი სახე: როგორები არიან
ისინი საჯარო სივრცეში და რეალურად.
ადამიანებს აგრესიული დამოკიდებულება
აქვთ მდიდარი ცნობილი ადამიანების
მიმართ მათი უდარდელი ცხოვრების გამო,
მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არაა:
სწორედ ამის თქმა უნდოდა ენდრიუ ვოკერს.
არავინაა ისეთი, როგორადაც თავს
გვაჩვენებენ, როდესაც საკუთარ თავთან მარტო ვრჩებით, ის ემოციებია ჩვენი
ნამდვილი სახე. ეს კონკრეტული ფოტო ენ ჰეთევეისაა. ის სექსუალური, მისტიური,
ლამაზი, ძლიერი ქალის იმიჯს გვიტოვებს, მაგრამ როგორია ის სახლში? მორცხვი,
დეპრესიული, კომპლექსებითა და შიშებით სავსე. ყველაფერი არც ისე შავ-
თეთრია, როგორც მაყურებელს ჰგონია.
საბოლოო ჯამში, ყველას ჩვენ ჩვენი ნიღბები გვაქვს აფარებული და არავინაა
რეალური, ყველა რაღაც თამაშს თამაშობს, და ეს პრობლემაც კი არ არის.
არაუშავს, ითამაშონ, ვითამაშოთ, იმის როლი მოვირგოთ, ვინც გვინდა რომ
ვიყოთ, ის როლი, რომელიც დაგვიცავს ამ სამყაროს სისასტიკისგან...

ლიტერატურა დორიან გრეი, ჩაკ პალანიკის მებრძოლთა კლუბი


ფილმები ვენდეტა

ბიბლიოგრაფია
 https://en.wikipedia.org/wiki/The_Intrigue_(painting)#Description
 https://www.theartstory.org/artist/ensor-james/
 https://www.dailyartmagazine.com/man-ray-and-his-masks/
 https://www.fridakahlo.org/the-two-fridas.jsp
 https://www.fridakahlo.org/girl-with-death-mask.jsp
 https://www.dailyartmagazine.com/everything-james-ensor-paintings/
 http://www.photographermagazine.net/andrew-h-walker/

You might also like