ხელოვნება და ლუტერატურა

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ეჟენ ბუდენის „პლაჟის სცენა“

დაუსრულებლობის შეგრძნებას
გვაძლევს. როცა ნახატს მარცხნიდან
მარჯვნივ ვკითხულობთ, ობიექტები
დიდი ზომისანი ჩანან და შემდეგ
პარავადებიან, ქოლგიანი ქალიც
მარჯვენა მხარეს მიეშურება, თითქოს
კიდევ უნდა იყოს რამე. ასევე
დავაკვირდეთ შეკრებილ ხალხს. როცა
ამდენი ადამიანი ერთადაა, ველით ქაოსსა და განუკითხაობას, თუმცა აქ ასე არ ხდება.
მიუხედავად იმისა რომ დაუსრულებლობის შეგრძნება და მრავალი პერსონაჟი ერთ
ნახატზე ზოგჯერ პანიკასა და შიშს იწვევს, ამ შემთვევაში ასე არაა. სინაზისა და
სიმშვიდის ეფექტის შესაქმნელად მხატვარმა სპეციალური ფერები გამოიყენა:
ცისფერი, თეთრი, ნაცრისფერი და ქვიშისფერი. როგორ შეიძლება ამ „ჰაეროვანი“,
ნაზი ფერების შერწყმამ რამე ნეგატიური გამოიწვიოს?

რენუარი - რენუარს ძალიან


უყვარს რენესანსი.
განსაკუთრებით ტიციანი.
უყვარს ოქროსფერი. ხატავს
ოდნავ პუტკუნა,
სიმპატიური პერსონაჟები
არაფრისმთქმელი
სახეებით. ყავს ბევრი
პერსონაჟი და ყველა
სხვადასხვა რაღაცას
აკეთებს.

აქაც ყველა სხვადასხვა მხარეს იყურება. ამით იქმნება დინამიზმი. ფერები მეორდება.
რენუარი უკიდურესი სიზუსტით ხატავდა დეტალებს. შუქებისა და ჩრდილების თამაში.
მსგავსი დატვირთვის მქონე პეიზაჟი გვხვდება კამილ პისაროს „მზის ჩასვლა
ერაგიაში“. არ ვიცით როდის ან რატომ დახატა პისარომ, თუმცა ისეთ
შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს დილით ახალგაღვიძებულმა, მისი ქალაქის
სილამაზით დამტკბარმა და უბრალოებით შთაგონებულმა ღიმილმოგვრილმა
მხატვარმა დაასრულა ერთ დღეში. რეალურად ეს ნახატი არც ისე მარტივი და
უბრალოა, რა თქმა უნდა, მაგრამ ესაა მთავარი ხიბლიც: გენიალური შესრულება
სიმარტივის შეგრძნებას აჩენს და მაინც გენიალურად რჩება. კროსის ნახატში რა
ფერებსაც ვხვდებით, ის არის გამოყენებული აქ, თუმცა პირიქით: ლურჯზე უფრო
მეტი ყვითელია. პისარომ ღრუბლებსა და ლურჯ ცაზე კი არ გაამახვილა
ყურადღება, არამედ მზის სითბოსა და მდელოს სიხასხასის წინა პლანზე წამოწევა
სურდა.

ალფრედ სისლეის „ნისლი“ წინა სამი ნახატისგან ძალიან განსხვავებულია,


მაგრამ მაინც აშკარაა რომ იმპრესიონისტის შემოქმედებაა.
მიუხედავად მკვეთრი ნაცრისფერი ტონისა, სისლეის ისე
დაუხატავს, რომ მაინც ადვილად გაირჩევა ნახატის ყოველი
დეტალი. დაჭერილია კონკრეტული წამი, რომლის ცენტრალური
ფიგურა ბაღში მომუშავე ქალბატონია. ის თვალში პირველივე
იმიტომ გვხვდება რომ მისი თეთრი თავსაფარი, ლურჯი ზედა და
ნახრისფერი ქვედაბოლო ოდნავ უფრო მუქ ფერებშია დახატული
ვიდრე ნახატის სხვა ნაწილები. ფერად-ფერადი ყვავილებიც კი
აშკარად ჩანს. ეს ვერცხლისფერი ბზინვარება სძენს ამ ნახატს
სიმშვიდისა და ჰარმონიის ფონს, ბევრს არ ესმის, რადგან არ
უყვართ მოღუშული, ცივი ამინდები, როცა მზეც კი არ ჩანს. აი
ჩემთვის კი ეს ნახატი ბევრად მიმზიდველი, ჰარმონიული და ნაზია, ვიდრე წინა სამი მზით გაბრდღვიალებული ან
კამკამა ლურჯით გაჯერებული ნახატები. მხოლოდ ამ ამინდში შეუძლია ადამიანს მშვიდად იყოს, მართლა მიჰყვეს
დინებას და არანაირ შფოთვას არ მისცეს უფლება რომ მისი სხეული დაისადგუროს. ბევრს ჰგონია რომ ნახატში
სიცივის გარდა არაფერია, ამიტომ უნდა დავაკვირდეთ ამ ქალბატონს, სუსხიან ნისლიან ამინდში ნუთუ მოკრეფდა
ყვავილებს? არა, ესაა ბუნების ის მდგომარეობა როცა სტრესი და ნერვიულობა თავისით ტოვებს ადმაიანის სხეულს
და გვაძლევს მოსვენების რამდენიმე საათს,

You might also like