Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 8

1

1. არითმიები

1. 250. ეკგ-ზე სინუსური რითმის ნიშნებს არ მიეკუთვნება:


ა) გულის შეკუმშვათა სიხშირე წთ-ში 60-100;
ბ) დადებითი “P “კბილი I, II, III, “aVF" განხრებში;
გ) 0,12 წმ-ზე მეტი და 0,20 წმ-ზე ნაკლები “PR(Q)" ინტერვალი;
დ) დადებითი “P" კბილი “V1"განხრაში;
ე) ყოველ “P" კბილს მოჰყვება “QRS" კომპლექსი.

2. 1194. ელექტროკარდიოგრამაზე მეორე ბიპოლარული განხრა რეგისტრირდება:


ა) მარჯვენა ზემო კიდურსა და მარცხენა ზემო კიდურს შორის;
ბ) მარჯვენა ზემო კიდურსა და მარცხენა ქვემო კიდურს შორის;
გ) მარცხენა ზემო კიდურსა და მარცხენა ქვემო კიდურს შორის;
დ) მარჯვენა ზემო კიდურსა და მარჯვენა ქვემო კიდურს შორის.

ტაქიკარდია

3. 91. პარკუჭოვანი პაროქსიზმული ტაქიკარდიის დროს ეკგ-ზე არ აღინიშნება:


ა) „RR“ ინტერვალის შემცირება;
ბ) „QRS“ კომპლექსების დეფორმაცია და გაფართოება;
გ) „QRST“ კომპლექსებისაგან არადიფერენცირებული „P“ კბილები;
დ) ნორმალური „PQ“ ინტერვალები;
ე) „ST“ სეგმენტის და „T“ კბილის დისკორდანტული ცვლილებები.

4. 20. ვერაპამილი წარმოადგენს პრეპარატს, რომელიც:


ა) მოქმედებს ბეტა -ადრენორეცეპტორების ბლოკადის საშუალებით;
ბ) გამოიყენება სინუსის კვანძის სისუსტის დროს;
გ) ხშირად იწვევს ტაქიკარდიას;
დ) აქვს დიურეზული ეფექტი;
ე) გამოიყენება პაროქსიზმული სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის სამკურნალოდ.

5. 1204. 55 წლის მამაკაცი მოთავსებული იქნა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ქოშინით და დისკომფორტის
შეგრძნებით გულმკერდის არეში. ეკგ - ზე დაფიქსირდა სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდია.
კაროტიდული სინუსის მასაჟით გულისცემის სიხშირემ მცირე ხნით დაიკლო 130–მდე 1 წუთში, მაგრამ მალევე მოიმატა
მკვეთრად. რომელი არ არის მართებული ამ შემთხვევაში?
ა) ადენოზინი - ინტრავენურად;
ბ) ნიტროგლიცერინი - ინტრავენურად;
გ) ვაგუსზე ზემოქმედება;
დ) ვერაპამილის ან დილთიაზემის ინტრავენური ინექცია;

ბრადიკარიდია

6. 144. ქვემოთ ჩამოთვლილი პათოლოგიებიდან რომელი იწვევს ყველაზე მდგრად და მკვეთრ ბრადიკარდიას?
ა) სინუსის კვანძის გამოთიშვა;
ბ) სინოაურიკულური ბლოკადა;
გ) სრული ავ ბლოკადა;
დ) კვანძოვანი რიტმი;
ე) წინაგულების თრთოლვა.

7. 1198. 38 წლის აქტიურ მამაკაცს აღენიშნება ხვრინვა ძილის დროს, ეკგ მონიტორინგზე ღამის განმავლობაში სინუსური
ბრადიკარდიის (წუთში 42–56 ფარგლებში) ეპიზოდები. დღის საათებში მოსვენების დროს გულისცემის სიხშირე 1 წუთში
65–72. რა არის მოქმედების მიზანშეწონილი ტაქტიკა?
ა) კაროტიდული სინუსის მასაჟი;
ბ) ღამის ხანგამოშვებითი შეღვიძება;
გ) თავისუფალი „T4“–ის განსაზღვრა;
დ) ამ ეტაპზე სპეციფიკური თერაპიისაგან თავშეკავება.
2

პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია

8. 93. ეკგ-ზე ნორმალური „QRST“ კომპლექსის შემდეგ ზოგჯერ აღინიშნება დეფორმირებული „QRS“ კომპლექსი, რომლის
წინაც „RR“ ინტერვალი შემოკლებულია, ხოლო შემდეგ გახანგრძლივებული, „P“ კბილი არ არის გამოხატული. მიუთითეთ
არითმიის სახე.
ა) რესპირატორული არითმია;
ბ) წინაგულოვანი ექსტრასისტოლია;
გ) პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია;
დ) მოციმციმე არიტმია;
ე) პირველი ხარისხის ნაწილობრივი ატრიოვენტრიკულური ბლოკადა.

9. 18. პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიისთვის არ არის დამახასიათებელი:


ა) ექსტრასისტოლური „QRS“ კომლექსის ხანგრძლივობა <0,10 წმ;
ბ) „P“ კბილის არარსებობა ექსტრასისტოლური „QRS“ კომპლექსის წინ;
გ) სრული კომპენსატორული პაუზა;
დ) ექსტრასისტოლური „QRS“ კომპლექსის დეფორმაცია;
ე) ექსტრასისტოლური „T“ კბილისა და „QRS“ კომპლექსის მაქსიმალური დისკორდანტობა.

10. 90. სუპრავენტრიკულურ ექსტრასისტოლიას არ ახასიათებს:


ა) „P“ კბილის დეფორმაცია;
ბ) არასრული კომპენსატორული პაუზა;
გ) უცვლელი „QRST“;
დ) „PQ“ ინტერვალის ცვლილება;
ე) „QRST“ კომპლექსის დეფორმაცია.

11. 8. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ბიგემინიის ტიპის პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია დამახასიათებელია:


ა) მიტრალური სტენოზისთვის;
ბ) დიურეზული საშუალებების ზედოზირებისთვის;
გ) სტენოკარდიისთვის;
დ) არტერიული ჰიპერტენზიისთვის;
ე) გლიკოზიდებით ინტოქსიკაციისთვის.

12. 153. პაციენტს აწუხებს დისკომფორტის შეგრძნება გულის არეში, აღნიშნავს გულის შეფრთხიალების შეგრძნებას, თითქოს
მის შემობრუნებას, ჩავარდნას. ეკგ-ზე პერიოდულად აღინიშნება: მაღალამპლიტუდიანი, გაფართოებული,
დეფორმირებული „QRS“ კომპლექსი, რომელიც გადადის „T“ კბილში „ST“ სეგმენტის გარეშე. „T“ კბილი მიმართულია
„QRS“ კომპლექსის დისკორდანტულია. ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელი შეესაბამება აღნიშნულ ცვლილებებს?
ა) სინუსის კვანძის სისუსტის სინდრომი;
ბ) პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია;
გ) პაროქსიზმული ტაქიკარდია;
დ) სინუსური არიტმია;
ე) მიოკარდიუმის ინფარქტი.

პარკუჭების ფიბრილიაცია

13. 92. პარკუჭების ფიბრილაციის დროს ეკგ-ზე არ აღინიშნება:


ა) „QRST“ კომპლექსების დეფორმაცია და გაფართოება;
ბ) „ST“ სეგმენტისა და „T“ კბილის შერწყმა;
გ) თანაბარამპლიტუდიანი „QRST“ კომპლექსები;
დ) ნორმალური „PQ“ ინტერვალები.

14. 38. პარკუჭთა ფიბრილაციისთვის დამახასიათებელი ეკგ-ული ცვლილებებია:


ა) არათანაბარი „PQ“ ინტერვალები
ბ) „QRST“ კომპლესების ერთნაირი ამპლიტუდა;
გ) ეკგ ელემენტების დიფერენცირების შეუძლებლობა;
დ) „F“ ტალღების არსებობა;

15. 120. პარკუჭების ფიბრილაციის განვითარება არ ახასიათებს:


ა) პარკუჭზედა პაროქსიზმულ ტაქიკარდიას;
ბ) პარკუჭოვან ტაქიკარდიას;
გ) ხშირ პარკუჭოვან ექსტრასისტოლიას (10-ზე მეტი ექსტრასისტოლა 1 წთ);
დ) პოლიტოპურ და ზალპისებურ პარკუჭოვან ექსტრასისტოლიას;
ე) „RT“-ს ტიპის პარკუჭოვან ექსტრასისტოლიას.

16. 1153. კლინიკაში შემოიყვანეს ავადმყოფი, რომელსაც პერიოდულად აღენიშნება გაფითრება, მხედველობის დაბინდვა,
თავბრუ, ზოგჯერ გონების დაკარგვა და ტონური და კლონური კრუნჩხვები. შეტევის დროს წნევა ეცემა, გულის ტონები არ
მოისმინება ან ძლიერ მოყრუებულია, პულსი არ ისინჯება, ძლიერ შენელებულია ან მკვეთრად აჩქარებული და სუსტი
3

ავსების. აურა, ენის მოკვნეტა და რეტროგრადული ამნეზია არ აღინიშნება. ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელი არ


შეიძლება იყოს აღნიშნული მოვლენების მიზეზი:
ა) პარკუჭოვანი პაროქსიზმული ტაქიკარდია;
ბ) მორგან-ედემს-სტოქსის სინდრომის შეტევა;
გ) გახანგრძლივებული პოლიტოპური და ჯგუფური პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია;
დ) სინუსის კვანძის სისუსტის სინდრომი;
ე) გულის გაჩერება.

წინაგულების თრთოლვა და ციმციმი (მოციმციმე არითმია)

17. 1205. წინაგულთა თრთოლვის რისკ–ფაქტორი არ არის:


ა) შაქრიანი დიაბეტი;
ბ) გულის უკმარისობა;
გ) არტერიული ჰიპერტენზია;
დ) კარდიომიოპათია;
ე) მიტრალური მანკები.

18. 12. ჩამოთვლილიდან რომელი წარმოადგენს მოციმციმე არითმიის სადიაგნოზო ელექტროკარდიოგრაფიულ კრიტერიუმს?
ა) თანაბარი „QT“ ინტერვალები;
ბ) „f“ ტალღების არსებობა და არათანაბარი „RR“ ინტერვალები;
გ) „ST“ სეგმენტის და „T“ კბილის დეფორმაცია;
დ) „QRST“ კომპლექსების დეფორმაცია.

19. 37. ეკგ-ზე „P“ კბილები არ აღინიშნება, გამოხატულია ტალღოვანი ხაზი „f“ ტალღებით. „RR“ ინტერვალები სხვადასხვა
ხანგრძლივობისაა. დაასახელეთ არითმიის სახე.
ა) წინაგულოვანი ექსტრასისტოლა;
ბ) პარკუჭოვანი ექსტრასისტოლა;
გ) სრული ანტრიოვენტრიკულური ბლოკადა;
დ) მოციმციმე არითმია;
ე) წინაგულების თრთოლვა;

20. 1475. რას ახასიათებს პულსის გაქრობა?


ა) ექსტრასისტოლას;
ბ) პაროქსიზმულ ტაქიკარდიას;
გ) პარადოქსულ მაჯისცემას ყივანახველის შეტევის დროს;
დ) მოციმციმე (პარკუჭოვან) არითმიას;
ე) ტაქი არითმიას.

21. 69. მიმღებ განყოფილებაში შემოვიდა ავადმყოფი მამაკაცი 64 წლის, ჩივილებით გულის ფრიალზე. გამოკვლევისას
გამოვლინდა პულსის დეფიციტი. ჩამოთვლილი არითმიებიდან რომელი შეესაბამება ამ ფენომენს?
ა) სინუსური არითმია;
ბ) მოციმციმე არითმია;
გ) წინაგულოვანი ექსტრასისტოლია;
დ) რიტმის წამყვანის მიგრაცია;
ე) სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია.

22. 130. ანტიარითმულ პრეპარატებს არ მიეკუთვნება:


ა) მემბრანომასტაბილიზირებლები;
ბ) ადრენერგიულები;
გ) კალციუმის ანტაგონისტები;
დ) მოქმედების პოტენციალის გამახანგრძლივებელი პრეპარატები;
ე) ბეტა-ადრენერგული რეცეპტორების ბლოკატორები.

23. 152. ქვემოთ ჩამოთვლილი ანტიარიტმიული პრეპარატების კლასებიდან რომელია მემბრანომასტაბილიზირებელი?


ა) I კლასის;
ბ) II კლასის;
გ) III კლასის;
დ) IV კლასის;
ე) III და IV კლასის;

24. 1202. 56 წლის მწეველი ქალბატონი უჩივის ბოლო 6 თვეა გარდამავალი გულის ფრიალის 5 წუთიან ეპიზოდებს,
ობიექტური გამოკვლევის მონაცემები ნორმის ფარგლებში. ეკგ - სინუსური რიტმი. სისხლის შრატის ელექტროლიტების
განსაზღვრის გარდა, კიდევ რომელი გამოკვლევა არის მიზანშეწონილი?
ა) აბდომინალური კომპიუტერული ტომოგრაფია;
ბ) ჰოლტერის მონიტორინგი;
გ) კორონაროგრაფია;
დ) გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია.
4

25. 1203. 42 წლის მწეველი ქალბატონი ბოლო 6 თვის განმავლობაში უჩივის გარდამავალი გულის ფრიალის დაახლოებით 5
წუთიან ეპიზოდებს. ეკგ - წინაგულოვანი ექსტრასისტოლია. რომელი დებულება არის სწორი ამ პაციენტის არიტმიასთან
მიმართებაში?
ა) ჰოლტერის მონიტორირების დროს წინაგულოვანი ექსტრასისტოლია პარკუჭოვან ექსტრასისტოლიასთან შედარებით უფრო
იშვიათად გვხვდება;
ბ) ნაჩვენებია კორონაროგრაფია;
გ) პაციენტი უნდა დაარწმუნოთ, რომ ამჟამად არ არსებობს მისი სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა და აქედან
გამომდინარე შემდგომი გამოკვლევის აუცილებლობა;
ე) პაციენტს უნდა ჩაუტარდეს სტრეს - ელექტროკარდიოგრაფია იშემიის გამოირიცხვის მიზნით.

26. 1206. 40 წლის ქალს სამსახურში უეცრად განვითარდა გულის ფრიალი, ობიექტურად: გულისცემის სიხშირე 1 წუთში 138,
არტერიული წნევა 98/56 მმ.ვწყ.სვ. დაასახელეთ პირველი რიგის ღონისძიება ტაქიკარდიის სამართავად?
ა) მეტოპროლოლი ინტრავენურად;
ბ) ადენოზინი ინტრავენურად;
გ) ვერაპამილი ინტრავენურად;
დ) კაროტიდული სინუსის მასაჟი;
ე) კარდიოვერსია.

27. 1207. 31 წლის ჯანმრთელ მამაკაცს დატვირთვისას უეცრად განუვითარდა გულის ფრიალი. გულისცემის სიხშირეა 1
წუთში 125, არტერიული წნევა 95/50 მმ.ვწყ.სვ., ეკგ– ფართო „QRS“ (>0,12 წმ) კომპლექსებიანი ტაქიკარდია.
ჩამოთვლილთაგან რომელი არის წინააღმდეგნაჩვენები მისი ტაქიარიტმიის მკურნალობისათვის?
ა) ადენოზინი;
ბ) კაროტიდული სინუსის მასაჟი;
გ) კარდიოვერსია;
დ) დიგოქსინი;
ე) მეტოპროლოლი.

წინაგულების ფიბრილაცია

28. 80. წინაგულების ფიბრილაციის დროს სიხშირის დაქვეითების მიზნით არ გამოიყენება:


ა) ქინიდინი;
ბ) დიგოქსინი;
გ) პროპრანოლოლი;
დ) ვერაპამილი;
ე) დილტიაზემი.

29. 253. 67 წლის ქალი, მიყვანილი იქნა გადაუდებელი თერაპიის განყოფილებაში, ჩივილით უსიამოვნო შეგრძნებაზე
გულმკერდის არეში და გულის ფრიალზე. პულსი 110 წუთში, არარეგულარული, გულისცემათა სიხშირე 140 წუთში.
აუსკულტაციით პირველი ტონი არარეგულარული, სხვადასხვა ამპლიტუდის. რომელია სწორი დიაგნოზი?
ა) წინაგულთა ფიბრილაციის ტაქისისტოლური ფორმა
ბ) WPW-სინდრომი სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიით;
გ) პარკუჭოვანი ტაქიკარდია;
დ) სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია;
ე) სინუსური ტაქიკარდია

30. 110. გაურთულებელი ქოლეცისტექტომიის შემდეგ, გაღვიძებიდან 1 სთ-ის შემდეგ, 49 წლის ქალს, რომელსაც არ
აღენიშნებოდა გულის დაავადება, განუვითარდა წინაგულების ფიბრილაცია, ხშირი პარკუჭოვანი ექსტრასისტოლებით,
ავადმყოფს გამოხატული კლინიკური ნიშნები არა აქვს, სისხლის წნევა ნორმალურია. როგორია რაციონალური თერაპია?
ა) ლიდოკაინის ინტრავენურად შეყვანა;
ბ) პროპანოლოლის ვენაში შეყვანა;
გ) დაუყოვნებელი ელექტროდეფიბრილაცია;
დ) დიგოქსინის პერორალურად მიღება;
ე) კაროტიდული სინუსის მასაჟი.

ვოლფ-პარკისონ-უაიტის სინდრომი

31. 1220. ელექტროკარდიოგრამაზე გამოხატულია: „PQ“ ინტერვალის დამოკლება, ნაადრევი „დელტა“ ტალღის გაჩენა, „QRS“
კომპლექსის გახანგრძლივება, დისკორდანტული „ST“ მონაკვეთი და „T“ კბილის პოლარობის შეცვლა. მიუთითეთ
პათოლოგია:
ა) ფრედერიკის სინდრომი;
ბ) ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომი;
გ) ვენკენბახის პერიოდები;
დ) ფასციკულური ექსტრასისტოლები.
5

32. 140. 50 წლის ავადმყოფი, შემოვიდა კლინიკაში ჩივილებით: გულის ფრიალი, ადვილად დაღლა, ქოშინი, უძილობა,
ფეხების შეშუპება, ყრუ ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში. ობიექტურად: აკროციანოზი, ტაქიპნოე, პულსი 80 წუთში,
რიტმული, არტერიული წნევა 115/80 „mmHg“, გულის საზღვრები პერკუსიით გადიდებულია გარდიგარდმო, მოსმენით
სისტოლური და დიასტოლური შუილები მწვერვალზე და V წერტილში, II ტონის აქცენტი ფილტვის არტერიაზე.
ფილტვების მოსმენით ქვედა წილებში სველი წვრილბუშტუკოვანი ხიხინი, ღვიძლი ნეკნთა რკალს სცილდება 6 სმ-ით,
ქვედა კიდური შეშუპებულია მუხლებამდე. ეკგ მარჯვენა ტიპის, „RR“ ინტერვალები თანაბარია, აღინიშნება „f“ ტალღები,
პარკუჭოვანი კომპლექსები დეფორმაციის გარეშე. გამოიცანით არიტმიის სახეობა.
ა) ვენკებახის I ტიპის ბლოკადა;
ბ) მობიტცის სინდრომი;
გ) სინუსუსის კვანძის სისუსტის სინდრომი;
დ) ფრედერიკის სინდრომი;
ე) „WPW“ სინდრომი.

1. არითმიები

1. 250. ეკგ-ზე სინუსური რითმის ნიშნებს არ მიეკუთვნება:


*დ) დადებითი “P" კბილი “V1"განხრაში;

2. 1194. ელექტროკარდიოგრამაზე მეორე ბიპოლარული განხრა რეგისტრირდება:


*ბ) მარჯვენა ზემო კიდურსა და მარცხენა ქვემო კიდურს შორის;

ტაქიკარდია

3. 91. პარკუჭოვანი პაროქსიზმული ტაქიკარდიის დროს ეკგ-ზე არ აღინიშნება:


*დ) ნორმალური „PQ“ ინტერვალები;

4. 20. ვერაპამილი წარმოადგენს პრეპარატს, რომელიც:


*ე) გამოიყენება პაროქსიზმული სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის სამკურნალოდ.

5. 1204. 55 წლის მამაკაცი მოთავსებული იქნა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ქოშინით და დისკომფორტის
შეგრძნებით გულმკერდის არეში. ეკგ - ზე დაფიქსირდა სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდია.
კაროტიდული სინუსის მასაჟით გულისცემის სიხშირემ მცირე ხნით დაიკლო 130–მდე 1 წუთში, მაგრამ მალევე მოიმატა
მკვეთრად. რომელი არ არის მართებული ამ შემთხვევაში?
*ბ) ნიტროგლიცერინი - ინტრავენურად;

ბრადიკარიდია

6. 144. ქვემოთ ჩამოთვლილი პათოლოგიებიდან რომელი იწვევს ყველაზე მდგრად და მკვეთრ ბრადიკარდიას?
*გ) სრული ავ ბლოკადა;

7. 1198. 38 წლის აქტიურ მამაკაცს აღენიშნება ხვრინვა ძილის დროს, ეკგ მონიტორინგზე ღამის განმავლობაში სინუსური
ბრადიკარდიის (წუთში 42–56 ფარგლებში) ეპიზოდები. დღის საათებში მოსვენების დროს გულისცემის სიხშირე 1 წუთში
65–72. რა არის მოქმედების მიზანშეწონილი ტაქტიკა?
*დ) ამ ეტაპზე სპეციფიკური თერაპიისაგან თავშეკავება.
6

პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია

8. 93. ეკგ-ზე ნორმალური „QRST“ კომპლექსის შემდეგ ზოგჯერ აღინიშნება დეფორმირებული „QRS“ კომპლექსი, რომლის
წინაც „RR“ ინტერვალი შემოკლებულია, ხოლო შემდეგ გახანგრძლივებული, „P“ კბილი არ არის გამოხატული. მიუთითეთ
არითმიის სახე.
*გ) პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია;

9. 18. პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიისთვის არ არის დამახასიათებელი:


*ა) ექსტრასისტოლური „QRS“ კომლექსის ხანგრძლივობა <0,10 წმ;

10. 90. სუპრავენტრიკულურ ექსტრასისტოლიას არ ახასიათებს:


*ე) „QRST“ კომპლექსის დეფორმაცია.

11. 8. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ბიგემინიის ტიპის პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია დამახასიათებელია:


*ე) გლიკოზიდებით ინტოქსიკაციისთვის.

12. 153. პაციენტს აწუხებს დისკომფორტის შეგრძნება გულის არეში, აღნიშნავს გულის შეფრთხიალების შეგრძნებას, თითქოს
მის შემობრუნებას, ჩავარდნას. ეკგ-ზე პერიოდულად აღინიშნება: მაღალამპლიტუდიანი, გაფართოებული,
დეფორმირებული „QRS“ კომპლექსი, რომელიც გადადის „T“ კბილში „ST“ სეგმენტის გარეშე. „T“ კბილი მიმართულია
„QRS“ კომპლექსის დისკორდანტულია. ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელი შეესაბამება აღნიშნულ ცვლილებებს?
*ბ) პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია;

პარკუჭების ფიბრილიაცია

13. 92. პარკუჭების ფიბრილაციის დროს ეკგ-ზე არ აღინიშნება:


*გ) თანაბარამპლიტუდიანი „QRST“ კომპლექსები;

14. 38. პარკუჭთა ფიბრილაციისთვის დამახასიათებელი ეკგ-ული ცვლილებებია:


*გ) ეკგ ელემენტების დიფერენცირების შეუძლებლობა;

15. 120. პარკუჭების ფიბრილაციის განვითარება არ ახასიათებს:


*ა) პარკუჭზედა პაროქსიზმულ ტაქიკარდიას;

16. 1153. კლინიკაში შემოიყვანეს ავადმყოფი, რომელსაც პერიოდულად აღენიშნება გაფითრება, მხედველობის დაბინდვა,
თავბრუ, ზოგჯერ გონების დაკარგვა და ტონური და კლონური კრუნჩხვები. შეტევის დროს წნევა ეცემა, გულის ტონები არ
მოისმინება ან ძლიერ მოყრუებულია, პულსი არ ისინჯება, ძლიერ შენელებულია ან მკვეთრად აჩქარებული და სუსტი
ავსების. აურა, ენის მოკვნეტა და რეტროგრადული ამნეზია არ აღინიშნება. ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელი არ
შეიძლება იყოს აღნიშნული მოვლენების მიზეზი:
*ე) გულის გაჩერება.

წინაგულების თრთოლვა და ციმციმი (მოციმციმე არითმია)

17. 1205. წინაგულთა თრთოლვის რისკ–ფაქტორი არ არის:


*ა) შაქრიანი დიაბეტი;

18. 12. ჩამოთვლილიდან რომელი წარმოადგენს მოციმციმე არითმიის სადიაგნოზო ელექტროკარდიოგრაფიულ კრიტერიუმს?
*ბ) „f“ ტალღების არსებობა და არათანაბარი „RR“ ინტერვალები;

19. 37. ეკგ-ზე „P“ კბილები არ აღინიშნება, გამოხატულია ტალღოვანი ხაზი „f“ ტალღებით. „RR“ ინტერვალები სხვადასხვა
ხანგრძლივობისაა. დაასახელეთ არითმიის სახე.
*დ) მოციმციმე არითმია;

20. 1475. რას ახასიათებს პულსის გაქრობა?


*დ) მოციმციმე (პარკუჭოვან) არითმიას;

21. 69. მიმღებ განყოფილებაში შემოვიდა ავადმყოფი მამაკაცი 64 წლის, ჩივილებით გულის ფრიალზე. გამოკვლევისას
გამოვლინდა პულსის დეფიციტი. ჩამოთვლილი არითმიებიდან რომელი შეესაბამება ამ ფენომენს?
*ბ) მოციმციმე არითმია;

22. 130. ანტიარითმულ პრეპარატებს არ მიეკუთვნება:


*ბ) ადრენერგიულები;

23. 152. ქვემოთ ჩამოთვლილი ანტიარიტმიული პრეპარატების კლასებიდან რომელია მემბრანომასტაბილიზირებელი?


*ა) I კლასის;
7

24. 1202. 56 წლის მწეველი ქალბატონი უჩივის ბოლო 6 თვეა გარდამავალი გულის ფრიალის 5 წუთიან ეპიზოდებს,
ობიექტური გამოკვლევის მონაცემები ნორმის ფარგლებში. ეკგ - სინუსური რიტმი. სისხლის შრატის ელექტროლიტების
განსაზღვრის გარდა, კიდევ რომელი გამოკვლევა არის მიზანშეწონილი?
*ბ) ჰოლტერის მონიტორინგი;

25. 1203. 42 წლის მწეველი ქალბატონი ბოლო 6 თვის განმავლობაში უჩივის გარდამავალი გულის ფრიალის დაახლოებით 5
წუთიან ეპიზოდებს. ეკგ - წინაგულოვანი ექსტრასისტოლია. რომელი დებულება არის სწორი ამ პაციენტის არიტმიასთან
მიმართებაში?
*გ) პაციენტი უნდა დაარწმუნოთ, რომ ამჟამად არ არსებობს მისი სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა და აქედან
გამომდინარე შემდგომი გამოკვლევის აუცილებლობა;

26. 1206. 40 წლის ქალს სამსახურში უეცრად განვითარდა გულის ფრიალი, ობიექტურად: გულისცემის სიხშირე 1 წუთში 138,
არტერიული წნევა 98/56 მმ.ვწყ.სვ. დაასახელეთ პირველი რიგის ღონისძიება ტაქიკარდიის სამართავად?
*დ) კაროტიდული სინუსის მასაჟი;
ე) კარდიოვერსია.

27. 1207. 31 წლის ჯანმრთელ მამაკაცს დატვირთვისას უეცრად განუვითარდა გულის ფრიალი. გულისცემის სიხშირეა 1
წუთში 125, არტერიული წნევა 95/50 მმ.ვწყ.სვ., ეკგ– ფართო „QRS“ (>0,12 წმ) კომპლექსებიანი ტაქიკარდია.
ჩამოთვლილთაგან რომელი არის წინააღმდეგნაჩვენები მისი ტაქიარიტმიის მკურნალობისათვის?
*დ) დიგოქსინი;

წინაგულების ფიბრილაცია

28. 80. წინაგულების ფიბრილაციის დროს სიხშირის დაქვეითების მიზნით არ გამოიყენება:


*ა) ქინიდინი;

29. 253. 67 წლის ქალი, მიყვანილი იქნა გადაუდებელი თერაპიის განყოფილებაში, ჩივილით უსიამოვნო შეგრძნებაზე
გულმკერდის არეში და გულის ფრიალზე. პულსი 110 წუთში, არარეგულარული, გულისცემათა სიხშირე 140 წუთში.
აუსკულტაციით პირველი ტონი არარეგულარული, სხვადასხვა ამპლიტუდის. რომელია სწორი დიაგნოზი?
*ა) წინაგულთა ფიბრილაციის ტაქისისტოლური ფორმა

30. 110. გაურთულებელი ქოლეცისტექტომიის შემდეგ, გაღვიძებიდან 1 სთ-ის შემდეგ, 49 წლის ქალს, რომელსაც არ
აღენიშნებოდა გულის დაავადება, განუვითარდა წინაგულების ფიბრილაცია, ხშირი პარკუჭოვანი ექსტრასისტოლებით,
ავადმყოფს გამოხატული კლინიკური ნიშნები არა აქვს, სისხლის წნევა ნორმალურია. როგორია რაციონალური თერაპია?
*ბ) პროპანოლოლის ვენაში შეყვანა;

ვოლფ-პარკისონ-უაიტის სინდრომი

31. 1220. ელექტროკარდიოგრამაზე გამოხატულია: „PQ“ ინტერვალის დამოკლება, ნაადრევი „დელტა“ ტალღის გაჩენა, „QRS“
კომპლექსის გახანგრძლივება, დისკორდანტული „ST“ მონაკვეთი და „T“ კბილის პოლარობის შეცვლა. მიუთითეთ
პათოლოგია:
*ბ) ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომი;

32. 140. 50 წლის ავადმყოფი, შემოვიდა კლინიკაში ჩივილებით: გულის ფრიალი, ადვილად დაღლა, ქოშინი, უძილობა,
ფეხების შეშუპება, ყრუ ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში. ობიექტურად: აკროციანოზი, ტაქიპნოე, პულსი 80 წუთში,
რიტმული, არტერიული წნევა 115/80 „mmHg“, გულის საზღვრები პერკუსიით გადიდებულია გარდიგარდმო, მოსმენით
სისტოლური და დიასტოლური შუილები მწვერვალზე და V წერტილში, II ტონის აქცენტი ფილტვის არტერიაზე.
ფილტვების მოსმენით ქვედა წილებში სველი წვრილბუშტუკოვანი ხიხინი, ღვიძლი ნეკნთა რკალს სცილდება 6 სმ-ით,
ქვედა კიდური შეშუპებულია მუხლებამდე. ეკგ მარჯვენა ტიპის, „RR“ ინტერვალები თანაბარია, აღინიშნება „f“ ტალღები,
პარკუჭოვანი კომპლექსები დეფორმაციის გარეშე. გამოიცანით არიტმიის სახეობა.
*დ) ფრედერიკის სინდრომი;
8

You might also like