Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

დანაზოგები

დანაზოგი არის ფიზიკური პირის შემოსავლის ნაწილი, რომელიც


გამოიყენება კაპიტალის დაგროვებისას. ასევე დანაზოგის ერთ-ერთი სახე
არის ეროვნული დანაზოგი - ეკონომიკის შემოსავლის ის ნაწილი, რომელიც
სამომხმარებლო ხარჯებისა და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების
შემდეგ რჩება. ეროვნული დანაზოგი კერძო დანაზოგისა და საზოგადოებრივი
დანაზოგის ჯამის ტოლია. რაც შეეხება კერძო დანაზოგს ის არის
შემოსავალი, რომელიც საოჯახო მეურნეობებს რჩება გადასახადებისა და
სამომხმარებლო ხარჯების გადახდის შემდეგ. ხოლო საზოგადოებრივი
დანაზოგი არის საგადასახადო შემოსავალი, რომელიც სახელმწიფოს რჩება
ხარჯების დაფარვის შემდეგ.
ბიუჯეტის დეფიციტი არის სიტუაცია, როცა საგადასახადო შემოსავლები
მთავრობის ხარჯზე ნაკლებია. ხოლო ბიუჯეტის გარდამეტი არის, როცა
საგადასახადო შემოსავლები მთავრობის ხარჯზე მეტია. სახელმწიფო
ბიუჯეტის დეფიციტი იწვევს მწარმოებლურობისა და მშპ-ს ზრდის ტემპების
შემცირებას.
სასესხო კაპიტალი არის ბაზარი, სადაც ისინი, ვისაც დაზოგვა სურს,
ფინანსური რესურსების მიმწოდებლები არიან, ხოლო ისინი, ვისაც სესხება
სურს, ამ რესურსების მომხმარებლები. სასესხო კაპიტალზე მოთხოვნას
შეადგენს ფირმებისა თუ საოჯახო მეურნეობების სურვილი, ისესხონ ფული
ინვესტირების მიზნით.
სარგებლის განაკვეთი იცავს ბალანსს მოთხოვნასა და მიწოდებას
შორის. ის თვითრეგულირდება სასესხო კაპიტალის მიწოდებისა და
მოთხოვნის სრულ გაწონასწორებამდე. სარგებლის განაკვეთის შემცირება
ამცირებს სესხის ხარჯებს, რაც ზრდის სასესხო კაპიტალის მოთხოვნის
მოცულობას.

You might also like