Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 5

Classified | Internal

აქციის დასახელება: ფრისპინების სეიფი

ზოგადი აღწერილობა:

აჭარაბეთის ვებგვერდზე (adjarabet.com) მოეწყობა „ფრისპინების სეიფის“ პრომო აქცია


(შემდეგში, „აქცია“). პრომოს გვერდზე გადასულ მომხმარებლებს გამოუჩნდებათ სამი
სხვადასხვა კატეგორიის ვირტუალური სეიფი. სეიფების გასახსნელად საჭიროა, შესაბამისი
რაოდენობის გუნდის დაკომპლექტება. სეიფის კატეგორიები დამოკიდებულია სეიფის
ტევადობაზე ე.ი. მაქსიმუმ რამდენი კაცი ეტევა გუნდში.

პრომოს გვერდზე გადასვლის შემდეგ, მომხმარებლებს გამოუჩნდებათ ორი ღილაკი: „შექმენი“


და „შეუერთდი“:

ღილაკზე „შექმენი“ დაჭერის შემდგომ - მომხმარებელს მარტივად შეუძლია აირჩიოს (‘click’


მეშვეობით) სასურველი კატეგორიის სეიფი და დაელოდოს მის სრულ შევსებას;

ღილაკზე „შეუერთდი“ დაჭერის შემდგომ - მომხმარებლებს გამოუჩნდებათ ვირტუალური


სეიფი, შესაბამისი კატეგორიებით, რომლებიც უკვე არჩეულია (შექმნილია) სხვათა
(იგულისხმება, აჭარაბეთის სხვა მომხმარებლის) მიერ და მომხმარებელი ხდება (უერთდება)
მისთვის სასურველი ტევადობის გუნდის წევრი.

მომხმარებელი, რომელიც შექმნის ან შეუერთდება სასურველი ტევადობის გუნდს, გამოუჩნდება


ერთი და იმავე ვიზუალის ვირტუალური ადგილ(ებ)ი. სეიფის კატეგორიაში იმდენი ვირტუალური
ადგილია, რამდენი მომხმარებლის მაქსიმალური ოდენობის დატევაც შეუძლია გუნდს.
ვირტუალური ადგილები დაკავებამდე (ანუ თავისუფალ მდგომარეობაში) ვიზუალურად
დაბურულია, ხოლო მომხმარებლის მიერ ადგილის დაკავების შემდეგ - ნათდება. გუნდის
წევრებს (მათ შორის, გუნდის შემქმნელს) ერთმანეთის იდენტიფიცირება user ID -ის მეშვეობით
არ შეუძლიათ. გუნდის წევრები ხედავენ სხვა წევრების (მომხმარებლების) user ID -ის მხოლოდ
საწყის და საბოლოო ინიციალ(ებ)ს.

შექმნილი/არჩეული გუნდის კატეგორიის სრულად შევსების შემდეგ, შესაბამისი კატეგორიის


გუნდის წევრები გატეხავენ (გახსნიან) სეიფს. თითოეული სეიფის გახსნის შემდეგ,
მომხმარებლებს, გამოუჩნდებათ იმდენი ვირტუალური ყუთი რამდენი მომხმარებელიც იყო
გუნდის კატეგორიაში. თითოეულმა მომხმარებელმა წინასწარ დადგენილ დროში უნდა აირჩიოს
მისთვის სასურველი ერთ-ერთი ყუთი, იმისთვის, რომ გაიგოს რა დევს ყუთში.

ვირტუალური ყუთები იქნება ერთი და იმავე ვიზუალის. გახსნამდე ყუთები იქნება განათებული,
ხოლო მისი არჩევის შემდეგ, გუნდის კატეგორიაში მყოფ სხვა გუნდის წევრებს, უკვე არჩეული
ყუთ(ებ)ი გამოუჩნდებათ გახსნილ მდგომარეობაში და იგივე ყუთის არჩევას ვერ შეძლებენ. ერთ
მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს, მხოლოდ ერთი ვირტუალური ყუთი.

აქციაში მონაწილეობის უფლება აქვთ აჭარაბეთის ვებგვერდზე (adjarabet.com) სრულად


ვერიფიცირებულ და აქტიურ მომხმარებლებს, ასევე ის მომხმარებლები, ვისაც პრომოს
მიმდინარეობისას უფიქსირდებოდათ შეზღუდვა, მაგრამ შეზღდვის საფუძველი
აღმოიფხვირება და მათი ანგარიში გახდება აქტიური.

აქციაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდის როგორც დესკტოპ, ასევე,


მობილური ვერსიებიდან.
Classified | Internal

აქციის დაწყებისა და დასრულების თარიღების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ვებ-გვერდზე:


www.adjarabet.com.
აქციის დაწყების შემდეგ, სეიფის კატეგორიის შესავსებად წინასწარ განისაზღვრება დროის
პერიოდი, რა ვადაშიც არჩეული/შექმნილი სეიფ(ებ)ი უნდა შეივსოს სრულად. სეიფის
მაქსიმალურ ოდენობამდე შევსების პერიოდს ეწოდება ეტაპი. ერთი ეტაპისთვის დადგენილ
ვადაში, თუ სეიფის კატეგორია/კატეგორიები არ შეივსო სრულად, არასრულად შევსებული
სეიფები არ გაიხსნება.

დეტალური აღწერილობა:

აქციაში ჩართვის შემდეგ, მომხმარებელს პრომო გვერდზე ვიზუალურად გამოუჩნდება 3


კატეგორიის ვირტუალური სეიფ(ებ)ი, კერძოდ:

სეიფის კატეგორის დასახელება კატეგორიაში გუნდის წევრების


მაქსიმალური რაოდენობა
ბრინჯაოს სეიფი 5 კაციანი გუნდი
ვერცხლის სეიფი 10 კაციანი გუნდი
ოქროს სეიფი 20 კაციანი გუნდი

ერთი ეტაპის განმავლობაში მომხმარებელს შეუძლია შექმნას/შეუერთდეს სასურველი


კატეგორიის ვირტუალურ სეიფს ან თავად გახდეს სხვა მომხმარებლის მიერ არჩეული ერთი
კატეგორიის სეიფის წევრი და ეტაპის დასრულებამდე დაელოდოს მის სრულ შევსებას.

შენიშვნა: ერთი ეტაპის მიმდინარეობისას ერთ მომხმარებელს შეუძლია შექმნას/შეუერთდეს


მხოლოდ ერთ გუნდს.

შენიშვნიდან გამონაკლისი: გუნდის/სეიფის კატეგორიის არჩევის შემდეგ, თუ მომხმარებელი


არჩეულ კატეგორიაში არის გუნდის ერთადერთი წევრი, ასეთ მომხმარებელს შეუძლია დატოვოს
გუნდი, შექმნას/შეუერთდეს ახალი/სხვა კატეგორიის გუნდს. ხოლო, თუ შექმნილ გუნდს
დაემატება სხვა მომხმარებელიც და გუნდში იქნება მინიმუმ ორი წევრი, მომხმარებლები გუნდის
დატოვების/შეცვლის ან ახალი გუნდის/სეიფის კატეგორიის შექმნის შესაძლებლობას
შესაბამისი ეტაპის დასრულებამდე ვეღარ შეძლებენ.

მაგალითად: მომხმარებელმა შექმნა 5 კაციანი გუნდი, ეტაპის დასრულებამდე დარჩენილი იყო


16 საათი. გუნდს ახალი მომხმარებელი არ დამატებია, ეტაპის დასრულებამდე კი დარჩენილი
იყო 12 საათი. ასეთ შემთხვევაში, არჩეული გუნდის ერთადერთ მომხმარებელს შეუძლია
დატოვოს გუნდი, შექმნას ახალი გუნდი ან გახდეს სხვის მიერ უკვე შემქნილი გუნდის წევრი.

ეტაპ(ებ)ის დაწყებისა და დამთავრების დრო მომხმარებლებს ეცნობებათ პრომოს გვერდზე


გადასვლის შემდეგ. თითოეული ეტაპის პერიოდი დასრულდება ეტაპის ბოლო დღის 23:59
საათზე.

სეიფის გასახსნელად არჩეული/შექმნილი კატეგორიის გუნდები სრულად უნდა შეივსოს ეტაპის


ბოლო დღის 23:59 საათამდე, რომლის შემდეგაც სრულად შევსებული კატეგორიის გუნდის
წევრებს გამოუჩნდებათ ვირტუალური ყუთები. ეტაპის ბოლო დღის 23:59 საათამდე არასრულად
შევსებული გუნდები ვერ გახსნიან სეიფს და ვერ აირჩევენ ყუთებს.
Classified | Internal

მაგალითად: მომხმარებელმა აირჩია 10 კაციანი გუნდი, ეტაპის ბოლო დღის 23:59 საათზე
სეიფის გუნდი შეივსო 9 კაცით (თავად ამ მომხმარებლის ჩათვლით), შესაბამისად ეს
მომხმარებელი (გუნდის შემქმნელი) და ამ მომხმარებლის გუნდის ყველა მონაწილე (8
მომხმარებელი) ვერ გახსნიან სეიფს, არ გამოუჩნდებათ ყუთები და ვერ შეძლებენ მის არჩევას.

სეიფის გახსნის შემდეგ, ვირტუალური ყუთები მომხმარებლებმა უნდა აირჩიონ ეტაპის ბოლო
დღის მომდევნო დღის 00:15 საათამდე, ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, გუნდის ის წევრები,
რომლებმაც არ აირჩიეს ყუთები, ვეღარ შეძლებენ ყუთის არჩევას.

მაგალითად: მომხმარებელმა აირჩია 10 კაციანი გუნდი. ეტაპის დასრულების ბოლო დღის 23:59
საათზე გუნდი შეივსო სრულად 10 მომხმარებლით (თავად გუნდის შემქმნელი მომხმარებლის
ჩათვლით), სეიფი გაიხსნა და მომხმარებლებს გამოუჩნდათ 10 ვირტუალური ყუთი. ეტაპის
ბოლო დღის მომდევნო დღის 00:15 საათამდე 8 მომხმარებელმა აირჩია 8 ყუთი, ხოლო 2
მომხმარებელმა არ/ვერ აირჩია ყუთი. ასეთ შემთხვევაში, ეტაპის ბოლო დღის მომდევნო დღის
00:15 საათის შემდეგ აღნიშნული ორი მომხმარებელი ვეღარ შეძლებს დარჩენილი ყუთების
არჩევას.

პრიზები:

ვირტუალური ყუთების გახსნისას მომხარებელმა შესაძლოა მიიღოს პრიზები (ფრისპინები ან


ბონუს თამაშის დატრიალებები) ან ვერ მიიღოს ვერც ერთი.

შესაძლო პრიზები ნაწილდება გუნდების კატეგორიის მიხედვით, კერძოდ:

5 კაციანი გუნდი
დასახელება რაოდენობა
ფრისპინი 5
ფრისპინი 10
ფრისპინი 20
ფრისპინი 30
ფრისპინები 100
ბონუს რაუნდის დატრიალებები 3
ბონუს რაუნდის დატრიალებები 5
ბონუს რაუნდის დატრიალებები 10
პრიზის გარეშე 1

10 კაციანი გუნდი
დასახელება რაოდენობა
ფრისპინი 20
ფრისპინი 30
ფრისპინი 50
ფრისპინი 100
ფრისპინები 500
ბონუს რაუნდის დატრიალებები 3
ბონუს რაუნდის დატრიალებები 5
ბონუს რაუნდის დატრიალებები 10
Classified | Internal

პრიზის გარეშე 1

20 კაციანი გუნდი
დასახელება რაოდენობა
ფრისპინი 50
ფრისპინი 75
ფრისპინი 100
ფრისპინი 200
ფრისპინები 1,000
ბონუს რაუნდის დატრიალებები 3
ბონუს რაუნდის დატრიალებები 5
ბონუს რაუნდის დატრიალებები 10
პრიზის გარეშე 1

შენიშვნა: აქციის ფარგლებში მოგებული ფრისპინები მომხმარებლებს დაერიცხებათ EGT-ის


კლასის ინტერნეტ ვიდეო-სლოტ თამშში - Burning Hot, სპინის ნომინალური ღირებულბაა - 0.15₾.

„ბონუს დატრიალების“ ამოსვლის შემთხვევაში, მომხმარებელი მიიღებს აჭარაბეთის


ვებგვერდზე პარალელურად მიმდინარე სხვა პრომო აქციაში ბონუს რაუნდის დატრიალების
უფლებას. აღნიშნული ბონუს რაუნდის პრიზები განისაზღვრება დატრიალების რიგითობის
მიხედვით, თავად ამ აქციის წესების თანახმად.

„პრიზის გარეშე“ ამოსვლის შემთხვევაში იგულისხმება, რომ მომხმარებელმა ვერ მოიგო


ვერაფერი.

პრიზების განაწილების ლოგიკა მოცემულია თანდართულ ფაილში - „ფრისპინების სეიფის“


პრომო აქციაში პრიზების განაწილების ლოგიკა“.

დამატებითი პირობები:
დაბლოკილი მომხმარებელი აქციაში ვერ მიიღებს მონაწილეობას.
ერთ მომხმარებელზე ერთზე მეტი ანგარიშის გახსნა ან სხვისი ანგარიშით სარგებლობა (multi
accounting), ასევე შეთანხმებული თამაში (collusion) კატეგორიულად აკრძალულია „აჭარაბეთის“
წესებისა და სამართლიანი თამაშის შეთანხმების თანახმად. იმ შემთხვევაში, თუ „აჭარაბეთი“
საკუთარი შეხედულებისამებრ გადაწყვეტს, რომ მომხმარებელი არღვევს სამართლიანი
თამაშის შეთანხმებას, იყენებს ერთზე მეტ ანგარიშს, არაკეთილსინდისიერად შეუთანხმდა სხვა
მოთამაშეებს ან/და „აჭარაბეთს“, მის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე,
გაუჩნდება ეჭვი, რომ ანგარიშ(ებ)ის გახსნა დაკავშირებულია აქციით გათვალისწინებული
პრიზების არაკეთილსინდისიერად მოპოვებასთან, მომხმარებლის ანგარიში შესაძლოა
წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაიბლოკოს ან აეკრძალოს მიმდინარე და მომავალ აქციებში
მონაწილეობის მიღება, მომხმარებელი დისკვალიფიცირებული იქნეს, დაიბლოკოს მისი
ანგარიში ან არ დაერიცხოს აქციაში მოგებული პრიზები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
„აჭარაბეთი“ იტოვებს უფლებას შეიტანოს ცვლილებები აქციის წესებში ან/და გააუქმოს აქცია
ნებისმიერ ეტაპზე და ამის შესახებ მომხმარებლებს წინასწარ არ შეატყობინოს.
Classified | Internal

აქციის ფარგლებში გათამაშებული პრიზები/მოგებები გაიცემა მხოლოდ ვერიფიცირებულ


მომხმარებლებზე.
ტექნიკური ხარვეზის შედეგად დაფიქსირებული შედეგები ბათილია.

You might also like