Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

თქვენი კომფორტის ზონა-Netflix

ნეტფლიქსიი მსოფლიოში ერთ -ერთი უმსხვილესი ინტერნეტ ტელევიზიის ქსელი არის


პლატფორმა, რომელმაც შეძლო და შეუქმნა ყველა ადამიანს საკუთარი კომფორტის ზონა
სახლიდან გაუსვლელად.მიუხედავად ისეთი მსხვილი კონკურენტებისა , როგორიცაა HBO
Max და Disney Plus, ის რჩება მომხმარებლების პრიორიტედად და ყველაზე გაყიდვად
პლატფორმად მსოფლიოში.

Netflix-ის მთავარი სლოგანი „ჩვენ გვინდა გავახალისოთ სამყარო“ არის ზუსტ კავშირში
მის მთავარ ფუნქციასთნ, რომელიც მან პანდემიის პერიოდში პირნათლად შეასრულა ,
რადგან ორი აზრი არ არსებობს იმისა, რომ ჩვენი უძილო ღამეების მიზეზი ზუსტად, რომ
ის იყო.ნეტფლიქსი ფაქტობრივად ანტისტრესის როლს ასრულებდა ამ გრძელი შავ
თეთრი და სტრესული დღების განმავლობაში, რომელიც გავიარეთ პანდემიისას.

რაში მდგომარეობს ნეტფლიქსისი 7P მარკეტინგული მიქსი და


მისი მარკეტინგული სტარტეგია?
კომპანია გთავაზობთ სატელევიზიო შოუებსა და ფილმებს, როგორიცაა ნეტფლიქსის
ორიგინალური სერიები, დოკუმენტური და მხატვრული ფილმები, რომელიც ოცდამეერთე
საუკუნეში შეიძლება ითქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია.მისი ასეთი
მრავალფეროვნებაა და დიდი არჩევანი აქცევს მას ყურადღების ეპიცენტრში მსოფლიოს
ნებისმიერ წერტილში.

ფასი არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი Netflix-ის მარკეტინგულ მიქსში . მის


აბონენტებს შეუძლიათ უყურონ სატელევიზიო შოუებს, ფილმებს და სხვა სერვისებს მათი
ჩამოტვირთვის გარეშე, სანამ მათ აქვთ ინტერნეტი. და ამას აქვს ფასი!ისეთი ფასი ,
რომელიც თითქმის ნებისმერ ადამიანს შეუძლია გადაიხადოს!

მომხმარებლებს შეუძლიათ უყურონ Netflix-ს თავიანთ სმარტფონებზე, ლეპტოპებზე,


ტაბლეტებზე, სმარტ ტელევიზორებზე, სტრიმინგ მოწყობილობებზე და სათამაშო
კონსოლებზე. ის ხელმისაწვდომია პრაქტიკულად ყველგან!

პოპულარიზაცია არის Netflix-ის მარკეტინგული მიქსის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი.


Netflix-მა გამოიყენა მრავალი სარეკლამო სტრატეგია თავისი აბონენტების მოსაზიდად და
შესანარჩუნებლად.გასაკვირი არ არის, რომ Netflix იყენებს თითქმის ყველა მედია არხს,
რათა თავისი გზავნილი მიაწოდოს სამიზნე აუდიტორიას. ცნობილი ადამიანების მწვევა ,
რეკლამა ბილბორდებსა და ბეჭდურ მედიაში, ზეპირი სიტყვა და სოციალური ქსელების
ფართო გამოყენება არის Netflix-ის საკუთარი თავის პოპულარიზაციის რამდენიმე გზა .

Netflix წლების განმავლობაში გაიზარდა, როგორც ზომით, ასევე მოცულობით და გახდა


მსოფლიოში ინტერნეტ ტელევიზიის ინდუსტრიის მთავარი მოთამაშე. მასში
დასაქმებულია დაახლოებით 11,300 სრულ განაკვეთზე თანამშრომელი.Netflix
ფოკუსირებულია სხვადასხვა წარმოშობის, კულტურისა და პერსპექტივის მქონე ნიჭიერი
ადამიანების დაქირავებაზე.
პროცესი გულისხმობს აქტივობების ერთობლიობას, რომელიც უნდა განხორციელდეს
კონკრეტული შედეგის მისაღწევად. სხვადასხვა ბიზნეს ფუნქციას შეიძლება ჰქონდეს
განსხვავებული პროცესები. მაგალითად, Netflix-თან დარეგისტრირება მარტივი
პროცესია.Netflix უფასოა 30 დღის განმავლობაში ახალი წევრებისთვის. თუ ახალი წევრები
სარგებლობენ სერვისით და სურთ გააგრძელონ, მათ არაფერი უნდა გააკეთონ, რადგან
მათი წევრობა ავტომატურად გაგრძელდება. თუმცა, წევრობის გაუქმება შესაძლებელია
ონლაინ ნებისმიერ დროს.

ფიზიკური მტკიცებულება არის ბოლო ელემენტი, რომელიც უნდა განიხილებოდეს Netflix-


ის მარკეტინგის მიქსში . ვინაიდან Netflix არის სტრიმინგის სერვისი, მისი ვებსაიტი და
აპლიკაცია მისი ძირითადი ფიზიკური მტკიცებულებაა. Netflix-ის ოფისები და მონაცემთა
ცენტრები ასევე არის ფიზიკური მტკიცებულების ნაწილი. ეჭვგარეშეა , რომ Netflix-ს აქვს
ძალიან მოსახერხებელი ვებსაიტი და მობილური აპლიკაცია. მას ასევე აქვს ოფისები და
მონაცემთა ცენტრები ბევრ ქვეყანაში მაგ. აშშ, ნიდერლანდები, ბრაზილია , ინდოეთი ,
იაპონია და სამხრეთ კორეა.

Netflix და Boston Consulting Group-ის მატრიცა


Netflix-ის საერთაშორისო სტრიმინგის სეგმენტი შედის ვარსკვლავების კატეგორიაში .
Netflix-ს ბაზარზე უჭირავს ყველაზე მაღალი ადგილი საერთაშორისო სტრიმინგის წილში.
მისი ხარისხისა და შინაარსის წყალობით Netflix სიის სათავეშია.პლატფორმის ასეთი
პოპულარიზაციაა გამოიწვია მისმა „კაშკაშა ვარსვლავებმა“, რომელმაც გააფართოვა
Netflix-ის აბონენტების რაოდენობა, ესენია: The Crown, Stranger things, Orange is the new black
and 13 reasons why, Glow and last but not the least house of cards.

Netflix-ის მეწველი ძროხა არის მისი DVD მიწოდების სერვისი აშშ-ში . ინდუსტრიის ზრდის
ტემპი წლების განმავლობაში შემცირდა, რადგან დღესდღეობით ადამიანებს ურჩევნიათ
ონლაინ სტრიმინგი თუმცა, Netflix-ს მაინც აქვს DVD-ებზე გამოწერის ყველაზე მაღალი
მაჩვენებელი.ვფიქრობთ,რომ Netflix-მა უნდა გამოიკვლიოს სხვა ბაზრები, სადაც Blue Ray
კვლავ მოთხოვნადია, რათა მათ შეძლონ განვიტარება და, რა თქმა უნდა, ბაზრის წილი
გაზრდა.

ზემოაღნიშნული ანალიზი აჩვენებს, რომ Netflix-მა ძალიან კარგად განახორციელა


მარკეტინგული მიქსის ელემენტები. თუმცა, არის რამდენიმე სფერო, სადაც შემდგომი
გაუმჯობესება შეიძლება. კომპანიამ მეტი უნდა იმუშაოს სუსტი სერიების წარმოების
თავიდან აცილებაზე.ვიმედოვნებთ, რომ სტატია „Netflix-ის მარკეტინგული მიქსი “
სასარგებლო იყო და ამ სტატიის შემდეგ თქვენც, როგორც ჩვენ გახდებით მისი აქტიური
მომხმარებლები.

ავტორები: მარიამ ხეცურიანი

მარიამ ბარათელი

You might also like