თერმომეტრია, კალორიმეტრია, კრიობიოლოგია

You might also like

Download as doc, pdf, or txt
Download as doc, pdf, or txt
You are on page 1of 4

თერმომეტრია და კალორიმეტრია.

სამკურნალოდ გამოყენებული გახურებული და ცივი არეების


ფიზიკური თვისებები. დაბალი ტემპერატურების გამოყენება მედიცინაში

ტემპერატურების ზუსტი გაზომვები მეცნიერულ-კვლევითი და ტექნიკური სამუშაოს, ასევე


სამედიცინო-დიაგნოსტიკური და ბიოლოგიური კვლევის განუყოფელი ნაწილია. დღემდე ცნობილი
ტემპერატურების დიაპაზონი ძალიან ფართოა. მაგალითად, ყველაზე დაბალი ტემპერატურაა
≈ 2·10-5K, მიღწევადი ტემპერატურის ზედა ზღვარი კი შეზღუდული არ არის. ყველაზე მაღალი
ტემპერატურა დედამიწაზე დაფიქსირდა წყალბადური ბომბის აფეთქებისას და შეადგენს 108K.
სპექტროსკოპული მონაცემებით, ვარსკვლავების წიაღში ტემპერატურამ შეიძლება 109K-ზე მეტსაც
მიაღწიოს.
გარემო არის ტემპერატურული ინტერვალი, რომელშიც ბიოლოგიურ სისტემებს შეუძლიათ
ხანგრძლივად, ან მცირე დროით მაინც არსებობა ისე, რომ შეინარჩუნონ ცხოველმოქმედება,
მნიშვნელოვნად ვიწროა. ასევე ძალიან მცირეა (დაახლოებით 0-დან 90ºC-მდე) თვით ცოცხალი
ორგანიზმების ტემპერატურათა დიაპაზონი − მათი აქტიური ცხოველმყოფელობის მდგომარეობაში.
გამოყენებითი ფიზიკის განყოფილებას, სადაც შეისწავლება ტემპერატურის გაზომვის
მეთოდები და მასთან დაკავშირებული საკითხები, უწოდებენ თერმომეტრიას.
როგორც ცნობილია, ტემპერატურის უშუალოდ გაზომვა შეუძლებელია. მისი
განსაზღვრისათვის აუცილებლად უნდა დადგინდეს ტემპერატურული სკალა, არჩეულ იქნას
თერმომეტრული ნივთიერება და ტემპერატურაზე დამოკიდებული ფიზიკური თვისება
(თერმომეტრული თვისება). პირობითად უნდა შეირჩეს ათვლის საწყისი წერტილი და ტემპერატურის
ერთეული. ამისათვის ჩვეულებრივ, იყენებენ ორ ძირითად ტემპერატურას – რეპერულ (რეპერი –
დამაგრებული წერტილია, საიდანაც იწყებენ ათვლას) წერტილებს, რომლებიც შეესაბამებიან ფაზური
გადასვლების ტემპერატურებს. მაგალითად ყინულის ლღობის, ან წყლის დუღილის ტემპერატურებს
– განსაზღვრული გარემო პირობებისას. ამ წერტილებს შორის ინტერვალს უწოდებენ ძირითად
ინტერვალს. ათვლის წერტილად იღებენ ერთ-ერთ რეპერულ წერტილს (მაგ 0ºC − ყინულის დნობის,
ან ლღობის ტემპერატურა), ტემპერატურის ერთეულად კი იღებენ ძირითადი ინტერვალის ნაწილს.
მაგალითად, 1ºC შეადგენს ძირითადი ინტერვალის 0,01 ნაწილს.
ტემპერატურული სკალები ერთმანეთისაგან განსხვავდება თერმომეტრული თვისებით, ან
ნივთიერებით. ამიტომ, შესაძლებელია უამრავი სკალის აგება, რომლებიც მნიშვნელოვნად
განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ყველა ემპირიული სკალის პრინციპული ნაკლია მათი
დამოკიდებულება თერმომეტრულ ნივთიერებაზე. თერმომეტრული თვისებებისაგან და
თერმომეტრული ნივთიერებისაგან დამოუკიდებელი სკალა აგებულ იქნა თერმოდინამიკის მეორე
კანონის საფუძველზე და მას უწოდეს ტემპერატურათა თერმოდინამიკური სკალა. მის რეპერულ
წერტილად მიღებულია წყლის სამმაგი წერტილის ტემპერატურა 273,16K. ეს სკალა განისაზღვრება
კარნოს ციკლის მეშვეობით. Q0 და Qs სითბოს რაოდენობის გაზომვისას – ამ ციკლის იზოთერმულ
პროცესებში, შესაბამისად ყინულის დნობის T0 და წყლის დუღილის TS ტემპერატურისას შეიძლება
ვიანგარიშოთ:
TS /T0 = Qs /Q0
ანალოგიურად, თავისუფალი T ტემპერატურისათვის T/T0 = Q/Q0. სადაც Q სითბოს
რაოდენობაა, რომელიც გადაეცემა სისტემას იზოთერმულ პროცესში T ტემპერატურისას. ამგვარად
დადგენილ ტემპერატურას უწოდებენ თერმოდინამიკურს. თერმოდინამიკური ტემპერატურის
ერთეულია კელვინი (K) − წყლის სამმაგი წერტილის თერმოდინამიკური ტემპერატურის 1/273,16.
ტემპერატურა განისაზღვრება თერმომეტრული ნივთიერების რომელიმე მახასიათებლის
მნიშვნელობით. ამიტომ, აუცილებელია ისეთი ფიზიკური პარამეტრებისა და მახასიათებლების
ცოდნა, როგორიცაა მოცულობა, წნევა, ელექტრული, მექანიკური, ოპტიკური, მაგნიტური თვისებები
და ა.შ. ტემპერატურის გაზომვის მეთოდების მრავალფეროვნება დაკავშირებულია თერმომეტრული
ნივთიერებებისა და მათი თვისებების სიმრავლესთან.
თერმომეტრები ტემპერატურის გასაზომი მოწყობილობებია. ისინი შედგებიან მგრძნობიარე
ელემენტებისაგან, რომლებშიც რეალიზდება თერმომეტრული თვისება და გამზომი ხელსაწყოსაგან
(დილატომეტრი, მანომეტრი, გალვანომეტრი, პოტენციომეტრი და ა.შ.). ტემპერატურის გაზომვის
აუცილებელი პირობაა მგრძნობიარე ელემენტისა და იმ სხეულის სითბური წონასწორობა, რომლის
ტემპერატურაც უნდა გაიზომოს. ტემპერატურათა გაზომვად ინტერვალებზე დამოკიდებულებით,
შედარებით გავრცელებულია თხევადი, გაზური თერმომეტრები, წინაღობის თემომეტრი,
თერმოწყვილი როგორც თერმომეტრი და პირომეტრები.

1
თხევადურ თერმომეტრში თერმომეტრული მახასიათებელია მოცულობა, მგრძნობიარე
ელემენტია – რეზერვუარი სითხით (ჩვეულებრივ ვერცხლისწყალი, ან სპირტი). პირომეტრში
თემომეტრული მახასიათებლის სახით გამოიყენება გამოსხივების ინტენსივობა. პირომეტრი
პრინციპულად განსხვავდება სხვა თერმომეტრებისაგან იმით, რომ მათი მგრძნობიარე ელემენტები არ
იმყოფებიან სხეულთან უშუალო კონტაქტში. პირომეტრებს იყენებენ ნებისმიერი მაღალი
ტემპერატურის გასაზომად.
მედიცინაში გამოყენებული ვერცხლისწყლის თერმომეტრი უჩვენებს მაქსიმალურ
ტემპერატურას. მას მაქსიმალურ თერმომეტრს უწოდებენ. ეს თავისებურება განპირობებულია მისი
აგებულებით: ვერცხლისწყლიანი რეზერვუარი გამოყოფილია გრადუირებული კაპილარისაგან
ბეწვისებური შევიწროებით, რომელიც თერმომეტრის გაცივებისას ვერვერცხლისწყალს რეზერვუარში
დაბრუნების საშუალებას არ აძლევს. არსებობს მინიმალური თერმომეტრებიც, რომლებიც ყველაზე
დაბალ ტემპერატურას გვიჩვენებენ.
ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური პროცესების უმრავლესობა არსებითად არის
დამოკიდებული ტემპერატურაზე. ამიტომ განსაზღვრული ტემპერატურის მიღება და შენარჩუნება
უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს. ამ მიზნით იყენებენ თერმოსტატებს _ ხელსაწყოებს,
რომლებშიც მუდმივი ტემპერატურაა შენარჩუნებული. ამას ახორციელებენ ან ავტომატური
რეგულატორებით, ან ამისათვის იყენებენ ფაზური გადასვლების თვისებას _ მიმდინარეობდეს
უცვლელი ტემპერატურისას.
სხვადასხვა ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური პროცესებისას გამოყოფილი ან
შთანთქმული სითბოს რაოდენობის გასაზომად იყენებენ მთელ რიგ მეთოდებს, რომელთა
ერთობლიობას უწოდებენ კალორიმეტრიას. კალორიმეტრიაში შედის მეთოდების ჯგუფი, რომელთა
მეშვეობით იზომება ცხოველმყოფელობის პროცესების თანმდევი სითბური ეფექტები და მათ
უწოდებენ ბიოკალორიმეტრიას, ხოლო შესაბამის ხელსაწყოებს ბიოკალორიმეტრებს.
კალორიმეტრული მეთოდებით იზომება სხეულთა სითბოტევადობა, ფაზური გადასვლების,
ხსნადობის, ადსორბციის სითბო, ქიმიური რეაქციების თანმდევი სითბოები, გამოსხივების,
რადიოაქტიური დაშლის ენერგია და ა.შ.
მსგავს გაზომვებს აწარმოებენ კალორიმეტრების მეშვეობით. ეს ხელსაწყოები იყოფა ორ
ძირითად ტიპად: 1. კალორიმეტრები, რომლებშიც სითბოს რაოდენობას საზღვრავენ მათი
ტემპერატურების მიხედვით და 2. კალორიმეტრები, რომლებშიც ტემპერატურა მუდმივია და სითბოს
რაოდენობას საზღვრავენ სხვა ფაზურ მდგომარეობაში გადასული ნივთიერების რაოდენობით (მაგ.
ლღობადი მყარი სხეული).
მედიცინაში ადგილობრივი გახურების, ან გაცივების მიზნით გამოიყენება გახურებული, ან
ცივი სხეულები.
ჩვეულებრივ, ამისათვის იყენებენ შედარებით მისაწვდომ არეებს, რომელთაგან ზოგიერთს
შეუძლია მოახდინოს სასარგებლო მექანიკური, ან ქიმიური მოქმედება.
ასეთი არეების ფიზიკური თვისებები განპირობებულია მათი დანიშნულებით. პირველ რიგში,
აუცილებელია, რომ შედარებით ხანმოკლე დროის მანძილზე მიღებულ იქნას საჭირო ეფექტი, ამიტომ
გამოყენებად არეებს უნდა ჰქონდეთ დიდი კუთრი სითბოტევადობა (წყალი, სამკურნალო ტალახი), ან
ფაზური გადასვლის კუთრი სითბო (პარაფინი, ყინული). გარდა ამისა, არეები, რომლებსაც ადებენ
უშუალოდ კანზე, არ უნდა იწვევდეს ტკივილის შეგრძნებას. ეს ერთის მხრივ, ზღუდავს ასეთი
არეების ტემპერატურას, ხოლო მეორეს მხრივ, მცირე სითბოტევადობის მქონე არეების შერჩევას
უწყობს ხელს. მაგალითად, სამკურნალოდ გამოყენებული წყლის ტემპერატურაა 45ºC-მდე, ხოლო
ტორფისა ტალახისა 50ºC-მდე, რადგანაც სითბოს მიმოცვლა (კონვექცია) ამ არეებში წყალთან
შედარებით ნაკლებია. პარაფინს ახურებენ 60-70ºC – მდე, რადგან იგი დაბალი სითბოგამტარობისაა,
ხოლო კანზე უშუალოდ მიკრული პარაფინის ნაწილები სწრაფად გრილდება, კრისტალდება და
აკავებს მისი დანარჩენი ნაწილებიდან მომავალ სითბოს ნაკადს.
მკურნალობის პროცესში გამაგრილებელი არის სახით გამოიყენება ყინული.

უკანასკნელ წლებში მედიცინაში ფართო გამოყენება ჰპოვა დაბალმა ტემპერატურებმა


(კრიოტემპერატურა).
პირველ რიგში, ეს არის პათოლოგიურად შეცვლილი ქსოვილების გაყინვა, ნერვული
ცენტრების დესტრუქცია, ნერვული გზების გაყინვა ტკივილის კომპონენტის მოსახსნელად და
ნერვული სისტემის ნორმალიზაციისათვის. პათოლოგიურად შეცვლილი ქსოვილების
კრიომეთოდით დაშლა შემდეგი უპირატესობებით ხასიათდება:

2
1.შესაძლებელია სასურველი შედეგის ზუსტად განხორციელება – თერმოწყვილებით კონტროლის
ქვეშ, რომლებითაც საზღვრავენ ტემპერატურას ქსოვილის ცალკეულ ნაწილებში;
2.დასარღვევი ზონის ზუსტი იზოლაცია მახლობელი ქსოვილებისაგან;
3.ჩარევის შედარებით უმტკივნეულოდ წარმართვა, რაც აიხსნება მგრძნობიარე ნერვული
დაბოლოებების სწრაფი დარღვევით;
4.კრიოქირურგიული ზემოქმედების უსისხლოდ მიმდინარეობა;
5.გამოყენებული აპარატურის პორტატიულობა და უსაფრთხოება;
6.სხვა ჩარევებთან შედარებით უკეთესად მიმდინარე განახლების პროცესები.
ფართო გავრცელება ჰპოვა კრიოთერაპიამ კანის დაავადებებისას. იგი წარმატებით გამოიყენება
მეჭეჭების, თანდაყოლილი ლაქების, სისხლძარღვოვანი პიგმენტური სიმსივნეების მოსაცილებლად,
წინასიმსივნური და სიმსივნური დაავადებისას, გრანულების, ჰერპესის, ლეიშმანიოზის, წითელი
მგლურას მკურნალობისათვის. დერმატოლოგიაში კრიოჩარევის უპირატესობაა მისი კოსმეტიკური
ეფექტი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახის კანის პათოლოგიებისას.
ცივი აგენტების სახით თხევადაზოტიანი კრიოზონდების გამოყენებით მკურნალობენ
მრავალრიცხოვან გინეკოლოგიურ დაავადებებს: ეროზიებს, პოლიპებს; სხვადასხვა წინასიმსივნური
მდგომარეობებისას საშვილოსნოს ყელის დეფორმაციას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კრიოჩარევის
შემდეგ არ წარმოიქმნება უხეში ნაწიბურები, რაც შემდგომში ხელს ვეღარ უშლის მშობიარობის
პროცესს.
კრიოთერაპიაში დიდი ადგილი უკავია ნეიროქირურგიას. კრიოქირურგია მაღალეფექტური
აღმოჩნდა პარკინსონის დაავადების მკურნალობისას: კრიოზონდისა და სტერეოტაქსული
აპარატურის გამოყენებით ზუსტად არღვევენ ქერქქვეშა ბირთვებს, ანუ თავის ტვინის იმ უბნებს,
რომლებთანაც დაკავშირებულია კანკალი, შებოჭილობა და დაავადების სხვა გამოვლინებები.
კრიოქირურგიული მეთოდები წარმატებით გამოიყენება ტვინის სიმსივნეების კრიონეკროზის
გამოსაწვევად.
კრიომეთოდებით წარმატებით მკურნალობენ პირის ღრუს მთელ რიგ დაავადებებს
(პაპილომებს, პოლიპებსა და ა.შ.). თანდათან უფრო ფართოდ ინერგება კრიოთერაპია
სტომატოლოგიაში. მისი მეშვეობით შესაძლებელია დაზიანებულ კბილში ნერვის მოკვლა,
გაუტკივარების უზრუნველყოფა.
ოტოლარინგოლოგიაში კრიომეთოდით ადვილად აცილებენ სისხლძარღვოვან სიმსივნეებს
(ჰემანგიომებს) ცხვირის ღრუში, ხორხში და სხვა.
უროლოგიაში კრიოქირურგიული ჩარევები კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი
სიმსივნეებისას მამრობითი სასქესო ორგანოების უბანში, პოლიპებით შარდის ბუშტის დაზიანებისას,
ასევე იძლევა დადებით შედეგს.
ოფთალმოლოგიაში კრიოთერაპია გამოიყენება ორი მიმართულებით. პირველ რიგში, ცივი
ზონდი მჭიდროდ უკავშირდება ახალ ნესტიან ქსოვილს და ადვილად იკავებს მაგალითად, თვალის
ბროლს − კატარაქტით დაავადებისას, მის მოსაცილებლად. მეორეს მხრივ, კრიოზონდის გამოყენებით
შლიან ჰემანგიომებს, ნაწილობრივ წამწამოვან სხეულებს − გლაუკომისას − სითხის ცირკულაციის
გასაუმჯობესებლად.
მესამეც, კრიოთერაპია მნიშვნელოვანია ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა
ქუთუთოების სიმსივნეები, ტრიხიაზები.
კრიოთერაპიის თავისებური განშტოებაა − კრიოანალგეზია. მისი მეშვეობით ხსნიან
ტკივილებს მძიმე პათოლოგიებისას − ადგილობრივი გაუტკივარების მსგავსად − სამკურნალო
პრეპარატების გარეშე.
ორგანოების კონსერვაციის ძირითადი მიზანია მათი შენახვა შემდგომი გადანერგვის,
ტრანსპლანტაციისათვის. თავდაპირველად შედარებით გავრცელებული იყო თირკმლის გადანერგვა.
სწორედ მასზე დაამუშავეს ინგლისელმა მეცნიერებმა ტრანსპლანტანტის შენახვის მეთოდები,
რომლებიც სამ ჯგუფად იყოფა.
პირველ ჯგუფში გაერთიანებულია მეთოდები, სადაც ხდება მეტაბოლიზმის შენარჩუნება
ნორმალურ ტემპერატურაზე. ორგანოს ფუნქციის შენარჩუნება მიიღწევა ან მისი დროებით
გადანერგვით სხვა ინდივიდზე, ანუ პერფუზიით (სისხლის შეშვებით ორგანოში) ნორმალურ
ტემპერატურაზე − ორგანიზმის გარეთ.
მეთოდების მეორე ჯგუფი ეფუძნება ორგანოს შენახვას მეტაბოლიზმის ინჰიბირებით. ამ
ჯგუფს მიეკუთვნება ა) ქიმიური ინჰიბირება და იმავდროულად ფარმაკოლოგიური ზემოქმედება
სხვადასხვა დაზიანების თავიდან ასაცილებლად. თირკმელში, მის არტერიაზე შეჰყავთ შესაბამისი
პრეპარატები დონორიდან თირკმლის ამოკვეთამდე, ან ამოკვეთისთანავე; ბ) ჰიპერბარია − შენახვა

3
წნევის ქვეშ (ეს მეთოდი ბოლო წლებში აღარ გამოიყენება); გ) ორგანოს კულტივირება − სისხლითა და
მისი პროდუქტებით უწყვეტი გადარეცხვის გზით +10°C-ზე; დ) სისხლძარღვების გამორეცხვა
თირკმლის არტერიის გავლით. ამ მეთოდით თირკმელი კლინიკაში 50სთ განმავლობაში ინახება.
მესამე ჯგუფში შედის მეთოდები, სადაც ახდენენ მეტაბოლიზმის ჩახშობას ორგანოს
გაყინვით.
დაბალტემპერატურული მეთოდები გამოიყენება სპერმის, კვერცხუჯრედის და ემბრიონების
კონსერვაციისას.
სამედიცინო პრაქტიკაში დიდი გამოყენება აქვს კრიოკონსერვირებულ სისხლს. მცირე
გაცივებისას, გაყინვის გარეშე კონსერვირებულ სისხლს ინახავენ ≈ 20 დღე. თუ საუბარია გაყინვაზე,
მაშინ სისხლის თხევადი ნაწილი − პლაზმა ადვილად იყინება და არ კარგავს თავის თვისებებს
გალღობის შემდეგაც. ხოლო სისხლის წითელი სხეულაკები − ერითროციტები, რომელთა შეყვანა
ძალიან მნიშვნელოვანია სისხლნაკლებობისას, საჭიროებს სპეციალურ მეთოდებს. ამჟამად
ერითროციტებს ყინავენ და მთელს მსოფლიოში შექმნილია სისხლის მრავალრიცხოვანი ბანკები.
ზოგიერთი ავადმყოფობისას (მაგალითად, ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდეგ ინფექციური
დაზიანებისას) აღიძვრება ისეთი ფორმის ლეიკოციტების შეყვანის აუცილებლობა, როგორიცაა
გრანულოციტები. +4°C-ზე ეს უჯრედები ინახება 48 საათის განმავლობაში. ორგანიზმის
წინააღმდეგობის უნარის ასამაღლებლად, მაგალითად სხივური თერაპიის შემდეგ, ხშირად
აუცილებელია ავადმყოფის ორგანიზმში მათგანვე წინასწარ აღებული და კრიოკონსერვირებული
ლეიკოციტების შეყვანა.
ლიმფოციტების იმუნური შრატებისა და იმუნური გლობულინების ხანგრძლივად შენახვა
გამოყოფილ იქნა კვლევის განსაკუთრებულ მიმართულებად − კრიოიმუნოლოგიად. უპირველეს
ყოვლისა, ამ მიმართულებით დაიწყო ონკოლოგიურ ავადმყოფებში სიმსივნის კრიოდესტრუქციის
საპასუხო იმუნოლოგიური რეაქციების შესწავლა. ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად ხდება საჭირო
ავადმყოფებისათვის თრომბობლასტების − სისხლის ფირფიტების შეყვანა, რომლებიც აუცილებელია
სისხლის შედედებისათვის. თუმცა, თრომბოციტები სისხლის ლაბილური უჯრედებია. მათი
კრიოკონსტრუქცია შედარებით დიდ სიფრთხილეს საჭიროებს.
დიდ ინტერესს იწვევს ძვლის ტვინის უჯრედების კრიოკონსერვაცია. პერსპექტიულია
აუტოგადანერგვა, როცა მაგალითად, ავთვისებიანი სიმსივნის დროს დასხივებამდე იღებენ ძვლის
ტვინის უჯრედებს, აკონსერვებენ და შემდეგ მათ კვლავ უნერგავენ დონორს დასხივების
დამთავრებისთანავე. კრიოკონსერვაციას ემორჩილება ისეთი ქსოვილებიც, როგორიცაა ძვლოვანი,
ხრტილოვანი, ნერვული ქსოვილები. ასევე ხდება კრიოკონსერვირებული სახსრებისა და
ნახევარსახსრების გადანერგვაც.

You might also like