Untitled

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

გიორგი ჯანჯღავა

16.04.2023

ამერიკის დიდი ქალაქები სიკვდილი და სიცოცხლე

ტროტუარების გამოყენებები: უსაფრთხოება

თბილისში ტროტუარები იშვიათი ფუფუნებაა. ტროტუარების არარსებობა ძლიერ ზღუდავს


ფეხით მოსიარულეებს, რადგან ფეხით მოსიარულეები იძულებულები არიან ქუჩებში
ებრძოლონ მანქანებს. ვინაიდან ფეხით მოსიარულეთა უმეტესობა ბავშვები, ხანდაზმული
მოქალაქეები ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან, ტროტუარების ეს
ნაკლებობა შეიძლება ჩაითვალოს დისკრიმინაციულად. გარდა ამისა საშიშია. ქუჩები და ტრო-
ტუარები – ქალაქის ყველაზე საჯარო სივრცეები, ქალაქის სასიცოცხლო ორგანოებია
(ჯეკობსი 2015). მიუხედავად იმისა , რომ თბილისის უბნებში არის ტროტუარები იქ
ადამიენების უმრავლესობა მაინც არ მოძრაობს, განსაკუთრებით ღამე , რადგან არ არის
უსაფრთხო. ქუჩები და ტროტუარები მაშინ არის ფუნქციურად გამართული , როდესაც ის
უსაფრთხო და სასარგებლოა როგორც ფეხით მოსიარულე ისე ტრანსპორტით მოსარგებლე
ადამიანებისთვის. გარდა თბილისისა ქუჩებში უსაფრთხოების პრობლემა არანაკლებად
არის საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც. მინდა გავიხსენო საზარელი ამბავი ,
რომელიც დაახლოებით ორი წლის წინ მოხდა მარტვილის რაიონში- სოფელ სალხინოში ,
რომელიც საკმაოდ ტურისტული ადგილია. სოფლის მთავარ
ეგრეთწოდებულ ,,ჭადრებისქუჩაზე“ ღამე ტაძრიდან გამოსული ორი მეგობარი მიდიოდა
სახლში , ერთ-ერთი გოგონა გზასთან ძალიან ახლოს იყო რა დროსაც ის გაიტანა მანქანამ
და გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. მაშინ მოსახლეობა ამ ყველაფერს აბრალებდა
მხოლოდ მძღოლს , მაგრამ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ დავრწმუნდი რამდენად
მნიშვნელოვანია ქუჩების და ტროტუარების უსაფრთხოება , როგორც ფეხით მოსიარულე ისე
ტრანსპორტით მოსარგებლე ადამიანებისთვის. გადაბნელებულ ქუჩებზე კი უსაფრთხოება
ვერ იქნება.

ტროტუარების უსაფრთხოებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს მოსახლეობა , მაღაზიები ,


საზოგადოებრივი სივრცეები, სადაც ადამიანები შეიყრიან თავს. მაღაზიები, ბარები და რეს-
ტორნები ამის ყველაზე კარგი მაგალითებია, რადგანაც ქუჩების დაცულობას სწორედ მათი
რამდენიმე სახის კომპლექსური ფუნქციონირება უზრუნველყოფს (ჯეკობსი 2015). ადამიანები
ყოველთვის სარგებლობენ ისეთი ადგილებით, სადაც ხალხმრავლობაა, რადგანაც ხალხის
იმედად ისინი უფრო უსფრთხოდ გრძნობენ თვავს. ეს ხალხი აკონტროლებს გარემოს , ყველაზე
ცუდ შემთხვევაში ისინი შეძლებენ ჩარევას და სფრთხის თავიდან აცილებას.

ყველაზე ცუდი რეალობა , რომლის წინაშეც ახლა დგას თბილისი არის ის რომ ადამიანები
გადაადგილებისთვის ძირითადად იყენებ ტრანსპორტს, ამით თითქმის ვემსგავსებით აფრიკას
და ლოსანჯელეს. აფრიკაში და ლოსანჯელესში ამის გამომწვევი მიზეზი ძირითადად არის
სახიფათო ქუჩები აქ პოლიციელები მოუწოდებენ ადამიანებს , რომ არ გადმოვიდნენ
მანქნანიდან რადგან არის კრიმინალის მაღალი დონე (ჯეკობსი 2015). ჩვენ შემთხვევაში კი
ძირითადი გამომწვევი მიზეზი, იმისა , რომ ადამიანები უფრო მეტად გადაადგილდებიან
მანქანებით არის ტროტუარების არ არსებობა , ან არსებული ტროტუარების ფუნქციურად
გაუმართაობა. პარკთან ძალიან ახლოს ვცხოვრობ თუმცა იქამდე ფეხით გასეირნება არ შემიძლია
ამიტომ მიწევს სახლში დარჩენა ან ტრანსპორტით წასვლა. რატო? იმიტომ რომ არ არის
ტროტუარები. ადამიანებს უნდათ გააუმჯობესონ ჯანმრთელობა და არ დააბინძურონ
ატმოსფერო მანქანების ტარებით, მაგრამ ვიღაცამ გადაწყვიტა , რომ სადღაც არ იყო სჭირო
ტროტუარის გაკეთება. შედეგად კი ვცხოვრობთ ძალიან დაბინძურებულ და სიცოცხლისთვის
სახიფათო გარემოში. გასაგებია რომ მანქანები კარგია ეკონომიკისთვის მაგრამ ჩემი აზრით
არანაკლებ კარგია ჯანსაღი მოსახლეობა. ტროტუარები არამარტო გაასტიმულირებს
ეკონომიკას, არამედ გააუმჯობესებს ადამიანებს . ადამიანის ჯანმრთელობა კი ყველაზე
მნიშვნელოვანია.

თბილისიში ასევე დიდი პრობლემას წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა


ხელმისაწვდომობა. მიუხედავად იმისა, რომ მეტნაკლებად ახალი შენობები შეესაბამება
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კანონს, მხოლოდ ეს ვერ დაეხმარება მათ , თუ
ვერ მოხვდებიან შენობაში. არის ქუჩები სადაც ტროტუარი საერთოდ არ არის, ან შუაში წყდება
და მანქანის სავალ გზაზე რჩები. თუ ეტლიტ სარგებლობ ტროტუარის კიდესთან იჭედები , ვერც
მიწისქვეშეთში ჩახვალ . ტროტუარებს მშენებლობებიც ხერგავს, ფეხით სავალ გზაზე იჭრება
კომერციული ობიექტები, სწორედ ეს მიზეზები აქცევს თბილის მანქანების ქალაქად, მოშლ
საზოგადოებრივ ტრანსპორთთან ერთდ.

წიგნში კარგად არის აღწერილი რამდენად გავრცელებულია ბლენჰაიმ-ჰაუსზის ქუჩებში


ვანდალიზმი. განათებული აივან-დერეფნები მთელი ბრუკლინიდან იზიდავს უცხო
ადამიანებს, მაგრამ აქ არის ქუჩებიები , რომლებსაც არ აქვთ განათება და დაუცველია , სწორედ
ასეთ ქუჩებშია გავრცელებული ვანდალიზმი (ჯეკობსი 2015). ვანდალიზმი საკმაოდ
აქტუალური თემაა თბილისშიც, მაგალითად პარკებში მოგლეჯილია საქანელები, გატეხილია
სკამები, ქუჩებში გადატეხილია ჯებირები, ისტორიულ ძეგლბზე დაწერილია სხვადასხვა
ტექსტები, მოხატულია კედლები და სხვა. ეს ყველაფერი გარკვეულწილად გამოწვეულია
დაუცველი ქუჩებით, რომლებსაც არავინ აკონტროლებს. პარკი, რომელსაც ადამიანები
იშვიათად იყენებენ ,ყველაზე ხშირად არის ვანდალიზმის მსხვერპლი. სწორედ ამიტომ საჭიროა
არამხოლოდ პარკის არსებობა არამემ მისი ფუნქციონირებაც. გამართული ტროტუარები და
ქუჩები არა მარტი იმისთვის არის საჭირო რომ ადამიანებმა გაისეირნონ, ან მივიდნენ
დანიშნულების ადგილას არამედ იმიტომაც , რომ ქუჩებში იყოს სიცოცხლე, ნაკლებად
უკაცრიელი ადგილები. თვითონ ხალხი უნდა აკონტროლებდეს და იცავდეს გარემოს, ამის
უზრუნველყოფა მხოლოდ დაცვას ან განათებას არ შეუძლია. არ არის დრო, რომ ყველა ქუჩებზე
ტროტუარები სავალდებულო გახდეს? ტროტუარები, სადაც იმოძრავებს ხალხი და იქნება მეტი
სიცოცხლე.

ბიბლიოგრაფია

ჯეკობსი, ჯეინ. ამერიკის დიდი ქალაქები სიკვდილი და სიცოცხლე . თბილისი:


”განაშენიანებული გარემოს შემსწავლელი ბიბლიოთეკა”, 2015.

You might also like