Untitled

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

ისტორია

კომპლექსური დავალებაN1

თემა:საფრანგეთის რევოლუცია

ქალაქ გორის N2 საჯარო სკოლის 9ა

კლასის მოსწავლე:დავით ახალკაცი


პირველ რიგში მოგესალმებით.მე ვარ საფრანგეთის რევოლუციის თანამედროვე (ჭაობის

წარმომადგენელი) ,პროფესიით ისტორიკოსი.დღეს მე აღვწერ საფრანგეთის რევოლუციის

მიმდინარე მოვლენებს და შევაფასებ მათ დადებით და უარყოფით მხარეებს.

რევოლუციის გამომწვევი მიზეზები:

საფრანგეთის რევოლუცია დაიწყო 1789 წელს .ამ რევოლუციის გამომწვევი მიზეზი

გახლდათ ლუიXVI ის მიერ წამოწყებული ხშირი ომები,აუტანელი

გადასახადები,სიღატაკე,მოუსავლიანობა და შიმშილობა.ყოველივე ეს კი პოლიტიკურ

მღელვარებას იწვევდა.ამიტომ ლუი XVI-მ მოიწვია გენერალური შტატები, რათა

ფინანსური პრობლემები მოეგვარებინათ.მიუხედავად იმისა რომ მესამე წოდების

მოსახლეობა სხვა წოდებებთან შედარებით უდიდესი იყო,გენერალურ შტატებში ის

უმცირესობას წარმოადგენდა.მათ წარმოადგინეს საჩივრის რვეული სადაც ფრანგი

ხალხის პრობლემები და მოთხოვნები იყო ასახული,რასაც მოემხრო რამოდენიმე

დეპუტატი და და დაინიშნა ეროვნული კრება სადაც მისულ მესამე წოდების დეპუტატებს

კარი დაკეტილი დახვდათ.მათ გადაწყვიტეს რომ არ დაშლილიყვნენ იქამდე ვიდრე

კონსტიტუციას არ მიიღებდნენ.

რევოლუციის შედეგები და დადებითი მხარეები:

არცერთი მხარე არ თმობდა პოზიციას ამიტომ სახალხო აჯანყება მოაწყვეს და

საფრანგეთის მთავარი ციხესიმაგრე ,,ბასტილია” აიღეს.ბასტილიის აღების შემდეგ

მოვლენები სწრაფადვე განვითარდა.გლეხები ესხმოდნენ თავს თავად-აზნაურებს და მათ

მიწებს იტაცებდნენ.ასევე საკვების უკმარისობამ, განსაკუთრებით 1788 და 1789 წლების

აგრარული კრიზისის შემდეგ, გამოიწვია ხალხის უკმაყოფილება: მოსახლეობა

ძირითადად პურს მიირთმევდა, რომ გადარჩენილიყო. იმ დროს საფრანგეთი დიდ

შიმშილობას განიცდიდა. მარცვლეულის ბაზრის დერეგულაციის გამო, პურის


ღირებულება გაიზარდა და ხალხი მშიერი და სასოწარკვეთილი იყო. ამან გამოიწვია

მასების აჯანყება და ბუნტის შექმნა.

ყოველივე ამის საშუალებით რესპუბლიკანიზმმა აბსოლიტური მონარქია შეცვალა ,ხოლო

კათოლიკური ეკლესია იძულებული გახდა რადიკალური რესტრუქტურიზაცია

გაეტარებინათ.ასევე 4 აგვისტოს დეპუტატებმა კენჭი უყარეს ყველა წოდებრივი

პრივილეგიის და წოდებრივი საზოგადოების გაუქმებას.ამიტომ საჭირო გახდა ახალი

სისტემის ჩამოყალიბება,რისთვისაც ეროვნულმა კრებამ დაამტკიცა პირველი

დემოკრატიული დოკუმენტი-,,ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია” 1792

წლის 10 აგვისტოს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში პირველი რესპუბლიკა შეიქმნა.

ახალდაბადებულ რესპუბლიკას მაშინვე უამრავი მტერი გამოუჩნდა. სხვა იმპერიები

შიშობდნენ, რომ მონარქიას საფრთხე მათთანაც დაემუქრებოდა და ევროპის თითქმის

ყველა ქვეყანა ანტიფრანგულ კოალიციაში შევიდა. რესპუბლიკას სათავეში იაკობინური

კაბინეტი ჩაუდგა. იაკობინთა ლიდერმა მაქსიმილიან რობესპიერმა მოახერხა ქვეყნის

ურთულესი მდგომარეობიდან გამოყვანა და გამარჯვების მოპოვება ევროპულ-

მონარქიულ სახელმწიფოთა ინტერვენციაზე. მისმა რეფორმებმა გააძლიერა ქვეყანა და

საფრანგეთს მილიონიანი არმია დაუტოვა. მათ დროს დაწინაურდა ნიჭიერი სამხედრო

სტრატეგოსი ნაპოლეონ ბონაპარტი. ბონაპარტი გახდა რობერსპიერის მისიის

გამგრძელებელი. მან დაამხო იაკობინელთა შემდგომ დამყარებული თერმიდორული

მმართველობა და რობერსპიერის მიერ მობილიზირებული მილიტარისტული რესურსი

წარმატებით გამოიყენა.

რევოლუციის უარყოფითი მხარეები:

უარყოფითი მხარე მდგომარეობს იმაში რომ,რობესპიერმა იაკობინელების

ლიდერმა,ბრძანა რევოლუციის სავარაუდო ოპონენტების დაპატიმრება და სიკვდილით


დასჯა.მსხვერპლი იყო 35000 ადამიანი.მან განახორციელა დიდი ტერორი,რომელიც

საფრანგეთის ისტორიას დაღად დაემჩნა.

You might also like