Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

ადამიანის ორგანიზმში კუნთოვანი ქსოვილი არის სამი სახის: გლუვი, ჩონჩხის

განივზოლიანი და გულის განივზოლიანი. ჩონჩხის განივზოლიანი კუნთოვანი ბოჭკოები


ცილინდრული ფორმისაა და განივი ზოლები აქვს, შედგება მრავალბირთვიანი
უჯრედებისგან. გულის განივზოლიანი კუნთოვანი ქსოვილი აგებულებით ძალიან ჰგავს
ჩონჩხის განივზოლიანს, უბრალოდ ის განსხვავებაა, რომ აქ ბოჭკოები ერთმანეთშია
გადახლართული. ამ კავშირებს - ნექსუსები ეწოდება. აღნიშნულის წყალობით გულის
სხვადასხვა განყოფილების ერთმანეთთან შეთანხმებული მუშაობაა შესაძლებელი ანუ
გული, როგორც ერთი მთლიანი ორგანო, ისე მუშაობს. გლუვი კუნთოვანი ქსოვილი
შედგება თითისტარის ფორმის უჯრედებისგან, რომლებიც ერთ ბირთვიანია . ჩონჩხის
განივზოლიანი კუნთოვანი ქსოვილით აგებულია - ჩონჩხის კუნთები, გულის
განივზოლიანით - მხოლოდ გული. გლუვი კუნთოვანი ქსოვილით კი აგებულია შინაგანი
ორგანოები: კუჭი, ნაწლავები, სისხლძარღვები, საშვილოსნო, შარდის ბუშტი. ჩონჩხის
განივზოლიანი კუნთოვანი ქსოვილი არის ნებითი მოქმედების, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ
კუნთების შეკუმშვა ჩვენს ნებას ექვემდებარება. ხოლო გულის განივზოლიანი და გლუვი
კუნთები უნებლიე მოქმედებისაა ანუ თავისით იკუმშება ავტონომიური ნერვული სისტემის
გავლენით. კუნთოვანი ქსოვილი იქმნება აქტინისა და მიოზინის ცილებით, რომელთა
ერთიანობა ქმნის კუმშვად ძაფებს - მიოფიბრილებს. მიოფიბრილების ერთიანობა
გვაძლევს - კუნთოვან ბოჭკოს, ბოჭკოთა ერთიანობა - ბოჭკოთა კონას. ხოლო ბოჭკოთა
კონების მთლიანობა უკვე ქმნის - კუნთს. კუნთები გარედან დაფარულია ფასციით.
კუნთები ძვალს ემაგრება - მყესების საშუალებით. მხრის რეგიონში გვაქვს ორი
ანტაგონისტი ანუ ურთიერთსაწინააღმდეგო ფუნქციის შემასრულებელი კუნთი : სამთავა
ანუ ტრიცეფსი და ორთავა კუნთი ანუ ბიცეფსი. ორთავა კუნთი ზემოთ უმაგრდება მხრის და
ბეჭის ძვალს, ხოლო ქვემოთ - სხივის ძვალს. სამთავა კუნთი ზემოთ - მხრის და ბეჭის
ძვალს, ხოლო ქვემოთ - იდაყვის ძვალს. ბიცეფსი უზრუნველყოფს ხელის მოხრას, ხოლო
ტრიცეფის - ხელის გაშლას. სასუნთქ კუნთებს მიეკუთვნება - დიაფრაგმა და ნეკნთაშუა
კუნთები. ისინი ჩონჩხის განივზოლიანი კუნთოვანი ქსოვილითაა აგებული და შესაბამისად
ნებითი მოქმედებისაა. დიაფრაგმა მოდუნებულ მდგომარეობაში თაღოვანი ფორმისაა და
გამიჯნავს მუცლის ღრუს გულმკერდის ღრუსაგან. შეკუმშვისას ბრტყელდება და
აფართოვებს გულმკერდის ღრუს. სუნთქვასთან ერთად ის მონაწილეობს - ხველების,
ცემინების და სიცილის პროცესში. სახეზე ვხვდებით მიმიკურ კუნთებს, რომლებიც ჩონჩხის
განივზოლიან კუნთებს ეკუთვნის. ისინი გამოირჩევა იმით, რომ ერთი ბოლოთი
ემაგრებიან ძვალს, ხოლო მეორე ბოლოთი კანს.

You might also like