Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 2

შესაბამისი მასალა კოსპექტში

თავი 6 (ნაწილი 6.2 – 6.3) (გვ. 102 – გვ. 107)

ამოცანები

1. კონსპექტის ამოცანა 6.3 (გვ. 99)


ინდუქციით დაამტკიცეთ რომ 1-ზე მეტი ყველა ნატურალური რიცხვი n-სთვის
სრულდება ქვემოთ მოყვანილი ფორმულა
1 1 1 1
1+ + +…+ 2 <2−
4 9 n n
2. კონსპექტის ამოცანა 6.5 (გვ. 99)
იპოვეთ შეცდომა შემდეგ დამტკიცებაში

თეორემა: ნებისმიერი ნატურაური n-სთვის და არანულოვანი ნამდვილი რიცხვი a-სთვის


სწორი იქნება ტოლობა an = 1
დამტკიცება: დავამტკიცოთ წინადადება ძლიერი ინდუქციით n-ზე
საბაზო შემთხვევა: a0 = 1 (სწორია რადგან a არანულოვანი რიცხვია და ნულ ხარისხში
აგვყავს)
ინდუქციური ნაბიჯი: ინდუქციური ჰიპოთეზის თანახმად ak = 1 ყველა k-სთვის
რომელიც n-ზე ნაკლები ან ტოლია (მათ შორის n-სთვის და (n-1)-სთვის). გვინდა
დავამტკიცოთ რომ an+1 = 1.
a n⋅a n 1⋅1
a n +1= = =1
a n−1 1
შესაბამისად ინდუქციის თანახმად ყველა n-სთვის an = 1.

3. ინდუქცია და ხარისხების ჯამები


ინდუქციით დაამტკიცეთ რომ ნებისმიერი ნატურალური რიცხვი n-სთვის 2n+2 + 32n+1
ყოველთვის 7-ის ჯერადია.

4. კონსპექტის ამოცანა 6.9 (გვ. 102)


მოცემული გვაქვს თითო სანტიმეტრით დაშორებული ხაზებით დახაზული ბადე, ანუ
სიბრტყე დაყოფილია ერთეულოვან კვადრატებად. დაამტკიცეთ რომ თუ ამ ბადეზე n
ცალ ერთეულოვან კვადრატს დავაჯგუფებთ და შემოვხაზავთ, მაშინ მიღებული ფიგურის
პერიმეტრი (სანტიმეტრებში) აუცილებლად ლუწი რიცხვი იქნება.
მითითება: გამოიყენეთ ინდუქცია გამოყენებული კვადრატების რაოდენობაზე.
5. ყუთების დალაგების თამაში (კოსპექტი გვ. 105 – 106)
ვთამაშობთ თამაშს შემდეგი წესებით:

ვიწყებთ n ცალი ვერტიკალურად ერთმანეთზე დალაგებული ყუთით (ერთი წყებით).


ყოველ ნაბიჯზე შეგვიძლია რამდენი ყუთიც გვინდა იმდენი ავიღოთ ნებისმიერი
ვერტიკალური წყებიდან და გვერდზე (ცალკე წყებად) გადმოვდოთ. თუ ნაბიჯის
დასაწყისში a + b ყუთიანი წყებიდან a ცალი ყუთი ავიღეთ და გადმოვდეთ ცალკე წყებად
იმ ნაბიჯზე მივიღებთ a∙b ქულას (და შემდეგი ნაბიჯის დასაწყისში a+b ყუთიანი წყების
მაგივრად a ყუთიანი და b ყუთიანი წყებები გვექნება). თამაში მთავრდება როდესაც
ყველა წყებაში 1 ცალი ყუთი იქნება. საბოლოო ქულა არის ყოველ ნაბიჯზე დაგროვილი
ქულების ჯამი.

დაამტკიცეთ რომ როგორც არ უნდა ვითამაშოთ თამაშის ბოლოს მაინც n∙(n – 1)/2 ქულა
გვექნება.

6. კონსპექტის ამოცანა 6.10 (გვ. 106)


n ადამიანის განაწილება გვინდა 4 კაციან და 7 კაციან ჯგუფებად. თითოეული ზომა
შეგვიძლია რამდენჯერაც გვინდა იმდენჯერ (მათ შორის არცერთხელაც) გამოვიყენოთ.
რომელი ნატურალური n-ებისთვის არის ამის გაკეთება შესაძლებელი? დაამტკიცეთ რომ
თქვენი პასუხი სწორია.

You might also like