სამაგისტრო ნაშრომის წარმოდგენისა და დაცვის ვადები, 2022-2023 გაზაფხულის სემესტრი

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 3

სეუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სამაგისტრო ნაშრომის წარმოდგენისა და დაცვის ვადები


(2022-2023 წლის გაზაფხულის სემესტრი)

1 სამაგისტრო ნაშრომის თემისა და ხელმძღვანელის არჩევა არაუგვიანეს 2023 წლის 19 მარტისა


2 სამაგისტრო ნაშრომისა და კვლევის გეგმის შედგენა არაუგვიანეს 2023 წლის 27 მარტისა
3 სამაგისტრო ნაშრომის პირველადი ვერსიის წარდგენა არაუგვიანეს 2023 წლის 29 მაისისა
4 დასრულებული სამაგისტრო ნაშრომის წარდგენა არაუგვიანეს 2023 წლის 17 ივნისისა
5 სამაგისტრო ნაშრომის პლაგიატზე საბოლოო გადამოწმება არაუგვიანეს 2023 წლის 20 ივნისისა
6 სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელის მიერ შეფასება არაუგვიანეს 2023 წლის 26 ივნისისა
7 სამაგისტრო ნაშრომის რეცენზენტის მიერ შეფასება არაუგვიანეს 2023 წლის 3 ივლისისა
8 სამაგისტრო ნაშრომის დაცვა 2023 წლის 7 ივლისი
9 სამაგისტრო ნაშრომის დაცვა (დამატებითი) 2023 წლის 12 ივლისი

სამაგისტრო ნაშრომის შესრულების ეტაპები და ზოგადი აღწერა:

1 სამაგისტრო ნაშრომის თემისა და სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელსა და თემას


ხელმძღვანელის არჩევა მაგისტრანტი ირჩევს სასწავლო პროცესის მართვის
ელ.სისტემის საშუალებით, დადგენილ ვადებში
2 სამაგისტრო ნაშრომისა და კვლევის ✓ სამაგისტრო ნაშრომის თემის არჩევის შემდეგ,
გეგმის შედგენა მაგისტრანტი ნაშრომის ხელმძღვანელს წარუდგენს
სამაგისტრო ნაშრომისა და კვლევის გეგმის პროექტს
(დადგენილი ფორმით და ვადებში), რის საფუძველზეც,
მაგისტრანტი და სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი
ერთობლივად ადგენენ სამაგისტრო ნაშრომის გეგმას;
✓ სამაგისტრო ნაშრომის გეგმის შეთანხმების ეტაპზე
დასაშვებია სამაგისტრო ნაშრომის სათაურის
კორექტირება და დაზუსტება, საკვლევი თემისა და
კვლევის გეგმიდან გამომდინარე.
3 სამაგისტრო ნაშრომზე სამაგისტრო ნაშრომის გეგმის შეთანხმების შემდეგ
დამოუკიდებელი მუშაობა მაგისტრანტი იწყებს დამოუკიდებლად სამაგისტრო
ნაშრომზე მუშაობას, რომელიც მოიცავს:
• ხელმძღვანელთან კონსულტაციებს;
• კვლევის დამოუკიდებლად განხორციელებას;
• ლიტერატურასთან, სამეცნიერო და სხვა წყაროებთან
დამოუკიდებელ მუშაობას;
• კვლევის შედეგების დამუშავებას და ნაშრომის
ტექსტობრივი ნაწილის მომზადებას.
4 სამაგისტრო ნაშრომის პირველადი ✓ მაგისტრანტი უზრუნველყოფს სამაგისტრო ნაშრომის
ვერსიის წარდგენა პირველადი ვერსიის ხელმძღვანელთან წარდგენას,
დადგენილ ვადებში;
✓ სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი განიხილავს
ნაშრომის პირველად ვერსიას და უზრუნველყოფს
მაგისტრანტისათვის რეკომენდაციების მომზადებას;
✓ ხელმძღვანელის რეკომენდაციების მიღებამდე,
სამაგისტრო ნაშრომი გადის პლაგიატზე შემოწმებას,
ანტიპლაგიატის პროგრამაზე - ტურნიტინზე, ტექსტის
ორიგინალობის შესამოწმებლად და პლაგიატის
გამორიცხვის მიზნით;
✓ რეკომენდაციების მიღების შემდგომ, მაგისტრანტი
უფლებამოსილია გადაამუშაოს სამაგისტრო ნაშრომი და
ხელახლა წარუდგინოს ხელმძღვანელს.
5 დასრულებული სამაგისტრო მაგისტრანტი დასრულებულ სამაგისტრო ნაშრომს
ნაშრომის წარდგენა დადგენილ ვადაში ხელმძღვანელს წარუდგენს
ელექტრონულ - doc/docx (MS Word) და PDF ფორმატში, CD
დისკზე ჩაწერილს.
6 სამაგისტრო ნაშრომის პლაგიატზე ✓ ხელმძღვანელი უზრუნველყოფს დასრულებული
საბოლოო გადამოწმება სამაგისტრო ნაშრომის პლაგიატზე საბოლოო
გადამოწმებას. პლაგიატის აღმოჩენის, ან იმ შემთხვევაში
თუ სამაგისტრო ნაშრომის ორიგინალი ტექსტის
მოცულობა არის 85%-ზე ნაკლები (დამთხვევა აღემატება
15%-ს) - ნაშრომი ეგზავნება სტუდენტს ხელახალი
გადამუშავებისთვის, რისთვისაც მას ეძლევა ვადა
არაუმეტეს 3 დღისა;
✓ თუ ხელახლა ატვირთულ ნაშრომში პლაგიატის
შემთხვევა კვლავ ფიქსირდება, ნაშრომის ხელმძღვანელი
არ აფასებს ნაშრომს და მიმართავს ფაკულტეტის დეკანს
შემდგომი რეაგირებისათვის.
7 სამაგისტრო ნაშრომის ✓სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს
ხელმძღვანელის მიერ შეფასება დასრულებული სამაგისტრო ნაშრომის შეფასებას,
დადგენილი ფორმით და ვადაში;
✓„ხელმძღვანელის შეფასება“ ეგზავნება სამაგისტრო
პროგრამის ხელმძღვანელს.
8 სამაგისტრო ნაშრომის ✓ ნაშრომის რეცენზირების მიზნით, სამაგისტრო ნაშრომის
რეცენზენტის მიერ შეფასება ხელმძღვანელი პლაგიატზე შემოწმებულ ნაშრომს (MS
Word ფორმატში) და მის მიერ მომზადებულ
„ხელმძღვანელის შეფასებას“ (ხელმოწერილს, PDF
ფორმატში) აგზავნის სამაგისტრო პროგრამის
ხელმძღვანელთან;
✓ სამაგისტრო ნაშრომი ეგზავნება რეცენზენტს, რომელსაც
ირჩევს შესაბამისი სამაგისტრო პროგრამის
ხელმძღვანელი;
✓ რეცენზენტი სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელს
წარუდგენს რეცენზიას, დადგენილი ფორმით და ვადაში;
✓ რეცეზენტის შეფასება ეგზავნება სამაგისტრო ნაშრომის
ხელმძღვანელს, რომელიც ვალდებულია მაგისტრანტს
გააცნოს რეცეზენტის შეფასება სამაგისტრო ნაშრომის
დაცვამდე სამი დღით ადრე მაინც.
9 სამაგისტრო ნაშრომის დაცვისთვის მაგისტრანტი ამზადებს პრეზენტაციას სამაგისტრო
მზადება ნაშრომის დაცვის კომისიისთვის წარსადგენად.
10 სამაგისტრო ნაშრომის დაცვა ✓ მაგისტრანტი, სამაგისტრო ნაშრომის დაცვაზე, კომისიის
წინაშე წარმოადგენს სამაგისტრო ნაშრომის შესახებ 10-15
წუთიან პრეზენტაციას;
სამაგისტრო ნაშრომის დაცვა ✓ მაგისტრანტის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციის
(დამატებითი) შემდეგ, კომისია წარმოადგენს ხელმძღვანელისა და
რეცენზენტის შეფასებას სამაგისტრო ნაშრომის თაობაზე;
✓ მაგისტრანტი გამოთქვამს თავის მოსაზრებას
შენიშვნებისა და რეკომენდაციების ირგვლივ და
პასუხობს შეკითხვებს (არსებობის შემთხვევაში).
სამაგისტრო ნაშრომების ელექტრონული ვერსიის, ხელმძღვანელისა და რეცენზენტის
შეფასებების დაცვის კომისიისთვის წარდგენას უზრუნველყოფს შესაბამისი სამაგისტრო
პროგრამის ხელმძღვანელი.

სამაგისტრო ნაშრომის შესრულების პროცესში ჩართული ყველა მხარე ვალდებულია დაიცვას


საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს რექტორის 2020 წლის 5 ოქტომბრის №587
ბრძანებით დამტკიცებული „სამაგისტრო ნაშრომის შესრულების, დაცვისა და შეფასების წესი“.

You might also like