Untitled

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 4

შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 2

მარკ ბლოკი

რუსუდან ბერიძე

საშინაო ნაშრომი

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი

კურსის ხელმძღვანელი : სალომე დალაქიშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი 2023
მარკ ბლოკი იყო ფრანგი ისტორიკოსი, რომელიც წარმოშობით ებრაელი იყო. იგი
მოღვაწეობდა მე-20 საუკუნეში. ბლოკი იყო პიროვნება რომელსაც სურდა ისტორიის
დაცვა. მან დაწერა ნაშრომი „ისტორიის აპოლოგია„ სიტყვა აპოლოგია დაცვას ნიშნავს.
აქედან გამომდინარე სათაურში უკვე აფიქსირებს ავტორი თავის პოზიციას და იმას
თუ რაზე ექნება მოცემულ ტექსტში საუბარი. ბლოკის შემოქმედებებში დიდი ნაწილი
ეთმობა დასავლური ქვეყნების ისტორიას. ის საუბრობს იმაზეც თუ როგორ უნდა
მიუდგეს ისტორიკოსი ამა თუ იმ საკითხს, რომ ნაშრომი იყოს ობიექტური.
ისტორიული დრო პლაზმაა, რომელშიც მოქცეულია ადამიანები. ის განსხვავდება
ულმობელი ციფერბლატებისგან, მას საკუთარი დროის რიტმი გააჩნია. ბლოკის
აზრით მოვლენას უნდა შევხედოთ სივცობრივად. საინტერესოა კონკრეტული
მოვლენა ან ინდივიდი, რომელთა საშუალებით მარტივი იქნება გლობალური
ისტორიის ახლებურად დანახვა. ასეთი მიდგომა კი ნიშნავს იმას, რომ რამდენად
მცირე უნდა იყოს საკვლევი ობიექტი, ის უფრო სიღრმისეულად უნდა იყოს
გამოკვლეული. ამისთვის კი აუცილებელი არარის ერთიანი სურათის შექმნა,
რომელიც იქნება მხოლოდ ზედაპირული. ისტორია განსხვავდება სხვა
მეცნიერებებისგან, მას არ გააჩნია საკუთარი ტერმინები მაგრამ მჭიდრო კავშირშია
კლასიფიკაციასთან. ისტორიკოსს შეუძლია ფაქტის კვლევისას არამარტო სხვა
დისციპლინებიდან გამოიკვლიოს საკითხი და დაუკავშიროს ისტორიულ მოვლენას.
მარკ ბლოკის აზრით ისტორიამ უნდა შეინარჩუნოს მისი სახელწოდება, რადგან
დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს. ხშირად ისტორიას ადანაშაულებენ, რომ
განსჯის ინსტრუმენტს წარმოადგენს. ბლოკი კი თვლის რომ ისტორიკოსებმა უნდა
გამოიჩინოს კეთილსინდისიერება და გადმოგვცენ რეალობა თუნდაც ეს
არასასიამოვნო იყოს. ისტორიკოსებმა უნდა მოახდინონ ფაქტების კლასიფიკაცია და
მათი გონებრივი ანალიზი. უფრო მარტივი იქნება ისტორიკოსისთვის თუ ის
გამოიყენებს სხვადასხვა წყაროებს და არა მხოლოდ ისტორიულს. ბლოკის აზრით
ისტორიას სრული უფლება აქვს დაიმკვიდროს ადგილი იმ მეცნიერებებს შორის
სადაც საჭიროა გონებრივი ძალისხმევა. ისტორიის დანიშნულებაც ხომ ისაა, რომ
ადამიანების სასარგებლოდ იმუშაოს, რადგან ის მართავს ადამიანის ქმედებებს.
მაგალითად ვთქვათ ამ ისტორიულ წყაროებს კითხულობს უკვე აწმყოში მყოფი
ადამიანი და ეს ისტორია არის მის ერთ ერთ წინაპარზე, ეს ყოველივე მოახდენს მის
გონებაზე ან დადებით გავლენას ან უარყოფითს ან სიამაყით აივსება ან კიდე
შერცხვება ყოველივე იმის რაც წარსულში მოხდა. ბლოკის აზრით ადამიანს დიდი
როლი აქვს ისტორიის შექმნასა და ჩამოყალიბებაში. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს
რომ ადამიანებმა იცოდნენ ისტორია რადგან წარსულის არცოდნა ხელს უშლის აწმყოს
გაგებას. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი თუ როგორ აღიქვამს ისტორიკოსი დროს.
ბლოკის აზრით დრო არის ერთი მთლიანობა და ჩვენ არ შეგვიძლია მისი დანაწევრება.
და რა იქნებოდა უფრო მნიშვნელოვანი ისტორიკოსისთვის? როგორც ბლოკი ამბობს
მნიშვნელოვანი იქნებოდა ზუსტი ქრონოლოგია და თანმიმდევრობა, ანუ ზუსტად
როდის მოხდა ესა თუ ის მოვლენა. თუ მხოლოდ ახლოს უახლოეს წარსულს
გავიხსენებთ ეს ვერ დაგვეხმარება ისტორიის კარგად გაგებაში საჭიროა უფრო ღრმა
წარსულის შესწავლა რათა გავიგოთ მეტი ჩვენს წინაპრებზე. ამასთანავე მხოლოდ
წიგნები არ არის საკმარისი, რომ შევისწავლოთ წარსული, წიგნებში ძირითადად
მიკერძოებულად აღწერენ ისტორიებს. საჭიროა გარკვეული კვლევები რომლებიც
ნათელს მოჰფენს ყოველივეს. „ისტორიის საგანი არის ადამიანი“(ბლოკი 2015, 164)
ისტორია არის მეცნიერება „ადამიანის შესახებ დროში“. ავტორის აზრით სწორედ
ადამიანები ქმნიან ისტორიას. შესაბამისად ისტორიკოსების ყურადღება
გამახვილებული უნდა იყოს ადამიანებზე და არა რაღაც მშრალ დოკუმენტებზე.
ბლოკი ერუდიციის შავ მუშას ეძახის იმ ისტორიკოსებს რომლებიც ვერ ახერხებენ
რეალურად დაინახონ განსხვავება ადამიანსა და დოკუმენტს შორის. როგორც ბლოკი
გვიხასიათებს ისტორიკოსმა არ უნდა განსაჯოს წარსული და ადამიანები რომლებიც
მთავარ როლს თამაშობენ ამ წარსულის შექმნაში. მან პარალელი უნდა გაავლოს ძველ
ისტორიიდან უახლოეს ისტორიამდე. მარკ ბლოკი თვლის რომ კარგ ისტორიკოს უნდა
აინტერესებდეს ადამიანი და მის ირგვლივ არსებული ამბები. ისტორიკოსს ბლოკი
ადარებს მოსამართლეს რომელსაც გამოაქვს განაჩენი დამნაშავისთვის. ისტორიკოსმა
მოსამართლესავით უნდა შეაჯამოს მომხდარი ამბები, თუმცა მან უნდა გადადოს
გვერდზე თავისი გრძნობები და შხედულებები რადგან შეძლოს ობიექურად
მსჯელობა. როგორც უკვე ავღნიშნე ავტორი დიდ კავშირს პოულობს აწმყოსა და
წარსულს შორის. იგი ფიქრობს რომ თაობებს შორის ურთიერთობა და კავშირი
აუცილებელია შედგომ ამ ყოველივეს ექნება გარკვეული გავლენა აწმყოზე.
მაშასადამე „ რა არის აწმყო? „ ბლოკის აზრს თუ გავყვებით აწმყო არის დროის
დინებაში მყოფი პატარა მონაკვეთი რომელიც დროის დინებასთან ერთად მალევე
იქცევა წარსულად. რეალურადაც ხომ ასეა რაღაც რაც არის წარსული ოდესღაც იყო
აწმყო რომელმაც გაიარა დროის გარკვეული მონაკვეთი და იქცა წარსულად.
მნიშვნელოვანია ასევე ისტორიკოსმა რომ იცოდეს და გაიაზროს თავისი მოვალეობა.
საზოგადოება უმრავლეს შემთხვევაში წარსულს აწმყოს გასასამართლებლად ან კიდე
პირიქით გასამტყუნებლად იყენებს. ბლოკის აზრით ისტორიკოსი რომელიც
კვლევისას არ სვამს კითხვებს „როგორ“ „რატომ“ არ არის ღირსი ისტორიკოსი რომ
იყოს. წარსულის კვლევით შეიძლება აწმყოს მდგომარეობის გაგება და მიზნების
დასახვა.

ბლოკ, მარკ. „ისტორიის აპოლოგია“. წიგნი შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 2.


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2014.

You might also like