Untitled

You might also like

Download as doc, pdf, or txt
Download as doc, pdf, or txt
You are on page 1of 26

რედაქტირების საგანი და ამოცანები

რედაქტირება,(ლათ.“რედაქტუს“-წესრიგში მოყვანა)როგორც შემოქმედებითი


პროცესი,კულტურულ-საზოგადოებრივი ღვწისა და ლიტერატურულ-შემოქმედებითი
პრაქტიკის სფერო,თანამედროვე პირობებში ფართო მნიშვნელობას იძენს.

რადაქტირებას,როგორც დისციპლინას,დიდი ხნის ისტორია აქვს.მისი


ფორმულირება ხდებოდა სხვადასხვა ხასიათის ტექსტზე მუშაობის პრაქტიკაზე
დაკვირვებით,ასევე,სიტყვის ოსტატების გამოცდილებაზე დაყრდნობით.სწორედ იმ
ოსტატებისა,რომლებიც ქმნიდნენ ორიგინალების კორექციის ისეთ
მეთოდიკებს,რომლებიც უზრუნველყოფდნენ კორექტულ სამეტყველო სიტუაციაში
კომუნიკაციის პროცესის ეფექტურობის ამაღლებას.
რედაქტირება,უპირველეს ყოვლისა,არის საზ.-ლიტერატურული და
იდეოლოგიური მუშაობის სფერო,რომელიც დაკავშირებულია
პრესასთან,რადიომაუწყებლობასა და ტელევიზიასთან.რედაქტირებას
განსაკუთრებით პრესის კუთხით გააჩნია მდიდარი ტრადიციები და უკვე დიდი
ხანია,ითვლება სპეციალურ სამეცნიერო დისციპლინად ქართული ჟურნალისტიკის
ისტორიაში.
რედაქტირება სულ უფრო ფართო მასშტაბებს იძენს,რაც დაკავშირებულია ჩვენს
ქვეყანაში სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის სწრაფ განვითარებასთან.
წიგნის გამომცემლობებში უკვე დიდი ხნის წინ ჩამოყალიბდა რედაქტირების
სპეციფიკური ფორმები.ყველა წიგნი,რომელიც გამოდის საქართველოში,გადის
რედაქტირებას.გამომცემლობებში რედაქტირება წარმოადგენს საზ-ლიტერატურული
საქმიანობის პროცესს,რომელიც მოიცავს გამომცემლობის ხელმძღვანელი მუშაკების
სამუშაოს,მთავარი რედაქტორისა და მისი მოადგილეების,ასევე,სხვა
პასუხისმგებელი პირების სამუშაოს და ხელნაწერის გამოსაცემად მომზადების
პროცესს.
მიუხედავად იმისა,რომ სხვადასხვა შემთხვევაში რედაქტირებას გააჩნია
სპეციფიკური თავისებურებანი,შეიძლება განვსაზღვროთ მისი საერთო ამოცანები.
უპირველეს ყოვლისა,რედაქტირებას ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის ჰქონდა
პოლიტიკური ასპექტი.გარდა ამისა,რედაქტირება,როგორც შემოქმედებითი
მხარე,ყოველთვის გვთავაზობს კრიტიკულ დამოკიდებულებას თავისი
თავისადმი.სპეციფიკა აქ მდგომარეობს შემდეგში:ტექსტის კრიტიკა საბოლოოდ
მიმართულია იქითკენ,რომ აღმოვფხვრათ შეცდომები და მივაღწიოთ ისეთ
შედეგს,რომელიც მაქსიმალურ ეფექტს მოგვცემს.ეს არის რედაქტირების უმთავრესი
ამოცანა.ამავე დროს რედაქტორი აუცილებლად უნდა იყოს აბსოლუტურად
თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში,არ უნდა იყოს შეზღუდული სუბიექტური
1
მომენტებით,ავტორის სიმპათიით ან
ანტიპათიით.მწერლის,პუბლიცისტის,მეცნიერის ნაშრომების სრულქმნა,მათი
დახვეწა შესაძლებელია მხოლოდ კარგი რედაქტირების საფუძველზე.
რედაქციები გარკვეული რაოდენობის ხელნაწერებს სავსებით დასრულებული
სახით იღებენ,მაგრამ მიღებული მასალის დიდი მაწილი ამა თუ იმ კუთხით
გასწორებას საჭიროებს.გაზეთი,გარდა იმისა,რომ მისი შინაარსი ახლოს უნდა იყოს
მასების ინტერესებთან,მასალის გადაცემითაც გასაგები უნდა იყოს.თვით ფრაზები
გარკვევით უნდა იყოს გამოთქმული.თითოეული სტატიის დედააზრი გარკვევით
უნდა იყოს გამოთქმული,ნაკლებად ცნობილი ამბები და უცნობი გეოგრაფიული
ადგილები-ახსნილი და განმარტებული.
გაზეთების,ჟურნალების,რადიოსა და ტელევიზიის რედაქციებში მუშაკთა დიდი
ჯგუფი ეწევა რედაქტირებას,ჟურნალისტებისა და ავტორთა ხელნაწერებს ასაწყობად
ემზადებიან ჯერ ლიტ.თანამშრომლები და განყოფილების გამგეები.შემდეგ
რედაქტირებულ მასალას სამდივნოში აბარებენ,სადაც მათ ხარისხს
ლიტერატურული და პასუხისმგებელი მდივნები ამოწმებენ.შემდგომ ეტაპზე კი
ორიგინალებსა და ანაწყობის სვეტებს მორიგე რედკოლეგიის წევრი,რედაქტორი ან
მისი მოადგილე კითხულობენ.
ჟურნალისტი,რომელიც რედაქტირებას ეწევა,მოვალეა,მუდამ ახსოვდეს თავისი
მაღალი პასუხისმგებლობა.მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს იგი
იდეური,ლიტერატურული და ფაქტობრივი თვალსაზრისით სრულად გაასწოროს
ტექსტი,დაიცვას ფორმისა და შინაარსის,ჩანაფიქრისა და სტილის ერთიანობა.
არ შეიძლება ყველა მასალისადმი ერთი საზომით მიდგომა.ზოგიერთი რედაქციის
მდივანი სწორებას იმით იწყებს,რომ ხელახლა გადაწერს პირველ ფრაზას.ეს კი
შემდგომი ტექსტის საფუძვლიან გადაკეთებას იწვევს.ამის შემდეგ ავტორები ვეღარ
ცნობენ თავიანთ მასალას და მსგავსი რედაქტირების წინააღმდეგ სამართლიან
პროტესტს აცხადებენ.
ვიდრე ხელნაწერის ლიტ. დამუშავებას შეუდგებოდეს,ჟურნალისტი
ვალდებულია,დაკვირვებით გაეცნოს მის შინაარსს,რათა გაიგოს ავტორის
ჩანაფიქრი,შეაფასოს ხელნაწერი ლექსიკური,გრამატიკული
თვალსაზრისით,გაითვალისწინოს ავტორის სტილის თავისებურებანი.ამასთანავე
უპრიანია,შემჩნეული გრამატიკული და ფაქტობრივი შეცდომები უმალვე
გასწორდეს,რადგან შემდგომი მუშაობის დროს შეიძლება ისინი
გამორჩეს.გამსწორებელი ხელნაწერის არეებზე,ტექსტის იმ ადგილების
გასწვრივ,სადაც შეცდომებია,აღნიშვნებს აკეთებს.
შემდეგ ხდება ხელნაწერის საერთო შეფასება,ე.ი.განისაზღვრება,ვარგისია ის
დასაბეჭდად,თუ დასამუშავებლად უნდა დაუბრუნდეს ავტორს.თუ ხელნაწერი
დასაბეჭდად ვარგა,რედაქტორი იწყებს შემდგომ მუშაობას.იმ შემთხვევში,როცა
ავტორთან გასაუბრების შესაძლებლობა არის,რედაქტორი აცნობს მას თავის
შენიშვნებს,რომლებიც პირველი წაკითხვის დროს გაუჩნდა,სთხოვს,შეიტანოს

2
საჭირო ცვლილებები.გამომცემლობაში ამ მიზანს ემსახურება მუშა
რეცენზია,რომელშიც დაწვრილებით იწერება შენიშვნები ხელნაწერის ნაკლზე და
რეკომენდაცია ეძლევა ავტორს,თუ როგორ გააუმჯობესოს იგი.
ხელნაწერში ზოგჯერ საინტერესო აზრები და ფაქტებია,მაგრამ მისი კომპოზიცია არ
ვარგა,ცალკეული ნაწილები არ არის დაქვემდებარებული საერთო იდეისადმი,ანდა ეს
იდეა მკაფიოდ არ არის გამოკვეთილი.ამ შემთხვევაში რედაქტორი ურჩევს
ავტორს,ხელნაწერი გადაამუშაოს.
მას შემდეგ,რაც ავტორი ხელნაწერს გაასწორებს ან გადააკეთებს,რედაქტორი ან
ლიტ.გამსწორებელი მის საბოლოო დამუშავებას იწყებს.მან ისეთი სახე უნდა მისცეს
ტექსტს,რომ იგი პოლიტიკურსა და მეცნიერულ მოთხოვნებს
შეესაბამებოდეს.რედაქტორი ,ასევე,ამოწმებს ფაქტებისა და ციფრების
სისწორეს,ციტატების,ნახატებისა და ფოტოსურეთების წარწერების
სიზუსტეს,აღმოფხვრის ლოგიკურ შეცდომებს.
სამწუხაროდ,
საჩქარო მასალის ასაწყობად ჩაბარების დროს ზოგჯერ საჭირო ხდება შესწორებაზე
უარის თქმა,რადგან ჟურნალისტის განკარგულებაში არსებულ რამდენიმე წუთში
შეუძლებელია ორიგინალის სწორებისთვის გათვალისწინებული წესების
დაცვა.მაგრამ მუდამ უნდა გვახსოვდეს,რომ რედაქტირების შემდეგ აწყობილ მასალას
აღარ უნდა დასჭირდეს სვეტებსა და გვერდებში გადაკეთება.აქ დიდი შესწორების
შეტანა არღვევს საწარმოო პროცესს სტამბაში,აძვირებს გაზეთის,ჟურნალისა და
წიგნის თვითღირებულებას და ახანგრძლივებს მათი გამოცემის ვადებს.

რედაქტორისა და ავტორის ერთობლივი მუშაობა


ტექსტზე.რედაქტორის დამოკიდებულება ავტორის
სტილისადმი

რედაქტირების პროცესში აუცილებელია ავტორის სტილისადმი,მისი


ნაშრომისადმი სათუთი დამოკიდებულება.სწორად გაუგო ავტორს-ნიშნავს დაამყარო
მასთან პრინციპული და საქმიანი ურთიერთობა,ამასთანავე კეთილგანწყობა.
სიკორსკის წიგნში „რედაქტირების თეორია და პრაქტიკა“ერთ-ერთი თავი
სპეციალურად აქვს დათმობილი რუსი კლასიკოსების დამოკიდებულებას ავტორის
სტილისადმი.მაგ.პუშკინი ყოველთვის გამოდიოდა რედაქტირებაში
სუბიექტივიზმის წინააღმდეგ.რედაქტირების არსს პუშკინი ხედავდა არა იმაში,რომ
თავისი მხატვრული მანერა მოეხვია თავს ამა თუ იმ ავტორისათვის,არამედ
3
იმაში,რომ ზუსტად და ამომწურავად ჩასწვდომოდა ავტორის ინდივიდუალურ
სტილს და სრულყოფილი გაეხადა იგი.
სწორედ ასეთი მიდგომა ახასიათებდა ნეკრასოვსაც,რომელიც არასდროს აძლევდა
თავს უფლებას,ავტორთან შეუთანხმებლად,თვითნებურად,შეეტანა შესწორება
სტატიაში.“უწინარეს ყოვლისა,-წერდა ნეკრასოვი ერთ-ერთ წერილში დოსტოევსკის,-
უნდა მივცეთ ავტორს შესაძლებლობა,წეროს უკეთესად.“
ავტორის ნაშრომისადმი უდიდესი პატივისცემით იყვნენ განმსჭვალული
ჩერნიშევსკი და დობროლიუბოვი.თანამედროვენი აღნიშნავდნენ ტოლსტოის საოცარ
ტაქტს ავტორების მიმართ.მათ აოცებდათ, ასევე,ტოლსტოის საოცარი
თავმდაბლობა.მისი ერთ-ერთი თანამედროვე იხსენებს:“წაიკითხა რა ჩემი სტატიის
რამდენიმე სტრიქონი,მან აიღო ფანქარი და თავისებურად,ჩვეული თავმდაბლობით,
მკითხა,მივცემდი თუ არა ნებას რაღაცების ჩასწორებისა.შემდეგ კი მთხოვა,ხმამაღლა
წამეკითხა და დროდადრო დამემოწმებინა,ვეთანხმებოდი თუ არა მის შესწორებებს.“
ავტორის შრომისადმი სათუთი დამოკიდებულება სრულიადაც არ გამორიცხავს
იმას,რომ ხოგ შემთხვევაში რედაქტორი უნდა გამოდიოდეს ხელმძღვანელის
როლში,იქნება ეს სტატიის,მოთხრობის თუ უფრო სქელტანიანი ნაწარმოების
რედაქტორი.
რედაქტირების დროს აუცილებელია რედაქტორისა და ავტორის ერთობლივი
მუშაობა ტექსტზე.რა საჭიროა ავტორის ჩართვა რედაქტირების პროცესში?ამ
შემთხვევაში რედაქტორის მთავარი ამოცანაა,დაეხმაროს ავტორს.ასეთ
დახმარებას,უპ.ყოვლისა,საჭიროებენ ან ახალბედა ავტორები,რომლებიც პირველ
წიგნს უშვებენ,ანდა ის ადამიანები,რომლებიც ლიტერატურაში ახალბედებად არ
ითვლებიან,მაგრამ მაინც აკლიათ პროფესიული დახელოვნება,რადგან სხვა დარგში
უწევთ მუშაობა.
ამ შემთხვევაშიდახმარება,რა თქმა უნდა,სწორად უნდა გავიგოთ.საუბარია
იმაზე,რომ რედაქტორმა ახალი თავები კი არ ინდა დაწეროს ავტორის მაგივრად,ანდა
რაღაც ნაწილი ნაშრომისა.ასეთი დათვური სამსახური ცუდის მეტს ავტორს არაფერს
მოუტანს,დახმარებაში იგულისხმება ისეთი სახის დახმარება,რომელიც რჩევას
აძლევს ავტორს,ვინაიდან რედაქტორმა ავტორზე უკეთ იცის სალიტერატურო და
საგამომცემლო საქმიანობის ტექნიკა.
თანამშრომლობის ყველაზე გავტცელებული ფორმაა რედაქტორისა და ავტორია
საუბრები.მათ უნდა განიხილონ ცალკეული,შედარებით რთული,ასპექტები
ნაშრომისა,ნაწარმოების არქიტექტონიკა,მისი საერთო ტონალობა,ყველა ის
საკითხი,რომლებიც მოცემულ შემთხვევაში ჩაითვლება ყველაზე
მნიშვნელოვნად,პრაქტიკულას აუცილებლად.რედაქტორი ეხმარება ავტორს,მიიღოს
არქივიდან აუცილებელი წერილები.(კერძოდ,გამომცემლობის ან სპეციალური
ბიბლიოთეკის ხელნაწერთა განყოფილებებიდან.)
ხდება ისეც,რომ ავტორთან რამდენჯერმე გასაუბრების შემდეგ რედაქტორი
ხვდება ,რომ ავტორთან საქმე ცუდად მიდის.ავტორი ან ლიტერატურულად

4
მოუმზადებელია,ან სხვა საქმეებითაა დაკავებული.ხანდახან ისეც ხდება,რომ
ავტორი გამოუტყდება რედაქტორს იმაში,რომ უძლურია და პირდაპირ აღიარებს,რომ
არ გამოუვა ჩაფიქრებული საქმე.რედაქტორმა ყურადღებით უნდა გააცნობიეროს
შექმნილი სიტუაცია და მოითათბირებს რა მთავარ რედაქტორთან,უნდა მოძებნოს
თანაავტორი ან საერთოდ უარი თქვას ამ ავტორის დახმარებაზე.
რედაქტორს ,ასევე,ევალება,ავტორს გააცნოს ყველა დოკუმენტი,რომლებიც
წიგნის გამოცემასთანაა დაკავშირებული,განუმარტოს,რა სახით უნდა წარმოადგინოს
ხელნაწერი,როგორ უნდა შეადგინოს ცხრილები,შეარჩიოს
ილუსტრაციები,ციტატები,როგორ უნდა გაფორმდეს ბიბლიოგრაფია.მაგ:“ასათიანი
ლ,ცხოვრება აკ.წერეთლისა,თბ.,1965.“ყველა ეს სამუშაო,ხანდახან არცთუ ისე
მნიშვნელოვნად რომ გვეჩვენება,მეტად არსებითია.
შემდეგი,არანაკლებ მნიშვნელოვანი ვალდებულება დირექტორისა,გახლავთ
ის,რომ მან უნდა გადაამოწმოს ის თავები და ნაწილები,რომლებზედაც ავტორი ჯერ
კიდევ განაგრძობს მუშაობას.
ასე იქმნება დამოკიდებულება ავტორსა და რედაქტორს შორის,რაც ნებას აძლევს
ავტორს,გახდეს სრულუფლებიანი მონაწილე საგამომცემლო პროცესისა.ამაზეა
უმეტეს შემთხვევაში დამოკიდებული მომავალი წიგნის ბედი.

5
შესწორების სახეობანი

განასხვავებენ შესწორების რამდენიმე სახეობას:ა)შესწორება-


შემოკლება,ბ)შესწორება-დამუშავება,გ)შესწორება-გადაკეთება.თუმცა ხშირად
გვხვდება სინთეზური შესწორება,სადაც ყველა ეს სახეობა გაერთიანებულია.
სანამ ცალკე ვისაუბრებდეთ ყველა ამ კონკრეტული შესწორების შესახებ,მანამდე
ზოგადად შევეხოთ შესწორების ამოცანებს.
შესწორების ძირითადი ამოცანები შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ: ა)
აღმოვფხვრათ ის შეცდომები,რომლებიც აღმოჩენილია რედაქტორული ანალიზის
მსვლელობისას,მაგრამ შენარჩუნებულია ავტორის მიერ ხელნაწერის გადამუშავების
შედეგად. ბ) მივაღწიოთ თითოეული ფრაზის სიმკვეთრეს. გ) შევამოწმოთ
ფაქტობრივი მასალა და გავათავისუფლოთ ხელნაწერი უზუსტობებისგან. დ)
აღმოვფხვრათ სტრუქტურული,ენობრივი და სტილური ხარვეზები. ე) დავამუშაოთ
ხელნაწერი რედაქტიულ-ტექნიკურად.
რედაქტირების თეორიასა და პრაქტიკაში ჩამოყალიბდა ტექსტის შესწორების
შემდეგი ძირითადი წესები:
ჯერ ერთი,შესწორება მიზანშეწონილი იქნება მაშინ,როდესაც მისი
აუცილებლობის დამტკიცებაა შესაძლებელი.რედაქტორს უნდა შეეძლოს,საჭიროების
შემთხვევაში ახსნას,რატომ მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება.ამ ტიპის
სიტყვები:“ჟღერს“,“ცუდად ჟღერს“,“არ მომწონს“ და ა.შ.,რა თქმა უნდა,არაა
დამაჯერებელი.
მეორეც,შესწორება უნდა იყოს ერთსაფეხურიანი.ხელნაწერის გასწორების დროს
ერთბაშად უნდა გასწორდეს ყველაფერი,სრულიად უმნიშვნელო უზუსტობაც
კი.თუმცა არსებობს სხვა შეხედულებაც,რომლის მიხედვითაც რედაქტორი
ხელნაწერს ასწორებს რამდენჯერმე თავიდან ბოლომდე.ასეთი შეხედულება
მცდარია.თუ რედაქტორი მეთოდურად სწორად აკეთებს თავის საქმეს,თუ მან
შეასრულა ზედმიწევნით რედაქტორული ანალიზი ნაშრომისა,კარგად იცის მისი
შინაარსი,თავისებურებანი,თუ ,ბოლოს და ბოლოს,კარგადაა მომზადებული ტექსტის
შესწორებისთვის,მაშინ რაღა საჭიროა ხელმეორედ შემობრუნება?გასწორება ამ
შემთხვევაში უნდა იყოს ერთსაფეხურიანი პროცესი.
მესამეც-ყველა შესწორება ტექსტში გულდასმით უნდა შესწორდეს.ეს
შესწორებები გულდასმით უნდა იკითხებოდეს და სტრიქონზე რაც შეიძლება მცირე

6
ადგილს იკავებდეს.რედაქტორმა პატივი უნდა სცეს ყველა იმ ადამიანის შრომას,ვინც
ტექსტის აკრებაზე,აწყობაზე,კორექციაზე მუშაობს..მათ ხომ სწორად უნდა
ამოიკითხონ რედაქტორის შესწორებანი.რაც უფრო კრიტიკულადაა შესრულებული
შესწორება,მით ნაკლები უზუსტობანი იქნება დაშვებული ბეჭდვის
დროს.დაუდევრად შესრულებული შესწორება ხშირ შემთხვევაში რედაქტირების
დაბალ დონეზე მეტყველებს.

შესწორება-შემოკლება

სათქმელის მოკლედ,ლაკონურად გამოხატვის ნიჭი ყოველთვის ძვირად ფასობდა


ლიტერატურაშიც და ცხოვრებაშიც.შესწორება-შემოკლება,როგორც
განსაკუთრებული სახეობა ხელნაწერის დამუშავებისა,თავის ამოცანად ისახავს
მოცემულ შემთხვევაში შეძლოს ნაშრომის შემოკლება,რა თქმა უნდა,ისე,რომ
შინაარსი არ დაზიანდეს.შესწორება-შემოკლებას გააჩნია რამდენიმე თავისებურება.
ა)უპ.ყოვლისა,შესწორება-შემოკლება ხდება იმ შემთხვევაში,თუ ხელნაწერში
გვხვდება გაზვიადებები,უსარგებლო გამეორებები,ერთნაირი ტიპის ფაქტები.
დავიწყოთ იმით,რომ ხშირად ავტორები არ შემოიფარგლებიან თავიანთი
თემით,თხრობას იწყებენ შორიდან,მეტ ადგილს უთმობენ შესავალს,ისეთს,ხშირად
საერთოდ რომ არ აქვს კავშირი ძირითად თემასთან.ჟურნალისტური სტატიების
პირველ მესამედს უთმობენ ე.წ.“ზოგად პრობლემებს“,დარჩენილ ორ მესამედს-
შინაარსს.ეს,რა თქმა უნდა,დაუშვებელია.ეს შესავალი ნაწილები აუცილებლად
შესამცირებელია.შინაარსი ასეთი შემცირებებისგან,უმეტესწილად,მოგებული რჩება.
ბ)აუცილებლად უნდა ითქვას ისიც,რომ ავტორს სათქმელის უკეთ გამოსახატავად
მოჰყავს რაც შეიძლება მეტი ფაქტი,მაგალითი,ციფრი.ამას ის,როგორც წესი,იმისთვის
აკეთებს,რომ თავის მოვალეობად თვლის,ყოველი თეზისი არგუმენტირებული
გახადოს,მაგრამ შედეგად სრულიად საპირისპიროს ვიღებთ:მკითხველს,ამდენი
ფაქტისგან თავბრუდახვეულს,უჭირს,გამოიტანოს შესაბამისი დასკვნა.ასეთი
ტექსტებიც შესამოკლებელია.
გ)შესწორება-შემოკლების განსაკუთრებულ სახეობად ითვლება რედაქტორის
ისეთი მუშაობა,რომელიც დაკავშირებულია კრებულებისა და ქრესტომათიების
მომზადებასთან.ასეთი გამოცემების მიზანი სხვადასხვაგვარია.ერთ შემთხვევაში ეს
სახელმძღვანელო განკუთვნილია მკითხველთა განსაკუთრებული
გჯუფისათვის(მაგ.ლიტ.ქრესტომათია მოსწავლეთათვის),მეორე შემთხვევაში-ეს
არის კრებულები,სადაც თავმოყრილია განსაკუთრებული მიზნით ერთი
სპეციალური თემის მიხედვით შერჩეული ნაწარმოებები(მაგ.ქართველი მწერლები
ქართული ენის შესახებ)
აქვს რა საქმე ასეთი სახის მასალებთან,რედაქტორი თითქოს იმეორებს მთელ იმ
სამუშაოს,რაც გასწია მანამდე შემდგენელმა ან ავტორმა.რედაქტორი ამოწმებს,იყო

7
თუ არა სწორად შერჩეული მასალა,ხომ არ არის საჭირო ხარვეზების
შესწორება,რომლებიც კრებულის შედგენის დროს წარმოიშვა.
ხშირად რედაქტორის წინაშე დგას საკითხი,რომ იგი დაეტიოს მკაცრად
დაწესებულ გვერდებზე.საუბარია,უპ.ყოვლისა,ენციკლოპედიების
გამოცემებზე,სადაც წინასწარაა განსაზღვრული მოცულობა და ამისგან გადახვევა
შეუძლებელია.ასეთ შემთხვევაში რედაქტორს უხდება რამდენიმე სპეციალური
ხერხის გამოყენება.აი,მაგ.უპ.ყოვლისა,პირობითი შემოკლებები.მაგ.დიდ საბჭოთა
ენციკლოპედიაში გამოყენებულია დაახლოებით 200 პირობითი შემოკლება.მაგ:ლიტ-
რა(ლიტერატურა),უნ-ტი(უნივერსიტეტი)ფ-კა(ფაბრიკა) და ა.შ.
გარდა ამისა,ტექსტი მცირე ადგილს რომ იკავებდეს,უარყოფენ
აბზაცებს,იყენებენ მცირე ზომის შრიფტს და ა.შ. ხშირად ყოფილა ისეთი
შემთხვევაც,რომ,მაგ,ენციკლოპედიისთვის ავტორს მოუტანია რომელიმე მწერლის
ბიოგრაფია,რომელშიც დაახლოებით 1000- მდე ნიშანი იყო
წარმოდგენილი,რედაქტორს კი იგი ორჯერ შეუმოკლებია და 500 ნიშნამდე
დაუყვანია.მაგ,ავტორს უწერია ვრცლად მწერლის დაბადების წელი და
რიცხვი,რედაქტორმა კი იგი ასე წარმოადგინა:მამულაშვილი მიხეილ.14
09.1873,მცხეთა-6 01.1973,იქვე.ქართველი მებაღე-დეკორატორი.
როგორც ვხედავთ,შესწორება-შემოკლებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.ბევრ
შემთხვევაში იგი კუმშავს ნაწარმოებს,მაგრამ სამაგიეროდ აძლიერებს მის
გამომსახველობას.
ამოკლებს რა ხელნაწერს,რედაქტორი არ უნდა გადასცდეს ზღვარს.როგორც
ყველა სახის შესწორება,შემოკლებაც არ უნდა წარმოადგენდეს რედაქტორის
თვითმიზანს.მან არ უნდა გააღარიბოს ხელნაწერი.შესწორება-შემოკლება ძლიერი
ხერხია რედაქტორის ხელში.ამ ხერხის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო.

შესწორება-დამუშავება

შესწორება-დამუშავება რედაქტორის მუშაობის ყველაზე გავრცელებული


სახეობაა,რომელიც გარკვეულწილად შესწორება-შემოკლებასაც მოიცავს.საუბარია
ტექსტის ისეთ გასწორებაზე,რომელიც საშუალებას მოგვცემს მოვამზადოთ ის
ვარიანტი,რომელიც გამოსაცემი ორიგინალის პირველწყარო იქნება.
შესწორება-დამუშავებაში ძირითადად აისახება ოპერაციის მთელი
კომპლექსი:ფაქტობრივი მასალის დაზუსტება,კომპოზიციური შეცდომების
გასწორება,ლოგიკური ხარვეზების ამოვსება და,რა თქმა უნდა,ნაშრომის ენობრივ-
სტილისტური გამართვა.მუშაობს რა ენასა და სტილზე,რედაქტორი
„ალამაზებს“ნაწარმოების შინაარსს.ეს გახლავთ ერთიანი პროცესი.

8
შესწორება-დამუშავებაში მთავარია წარვმართოთ ის ისე,რომ არ შეიცვალოს
ავტორის აზრთა დინება,რომ შენარჩუნდეს ინდივიდუალობა ავტორისა,მისი მანერა
ნაშრომის წარმოჩენისა.

შესწორება-გადაკეთება

შესწორება-გადაკეთება რედაქტირების სპეციფიკური ფორმაა.ის გამოიყენება იმ


ავტორებთან,რომლებიც სუსტად ფლობენ სალიტერატურო ენას.შესწორება-
გადაკეთება ფართოდ გავრცელებული ხერხია საგაზეთო მუშაობაში,ძირითადად
წერილების განყოფილებაში მუშაობისას.იმ წერილების პირველადი სახით
გაშვება,რომლებსაც მკითხველები რედაქციაში აგზავნიან,ყოვლად
დაუშვებელია.ცნობილი თუ უცნობი ადამიანები ყვებიან თავიანთ
თავგადასავალს,მოგვითხრობენ საკუთარ საქმიანობაზე და ა.შ.ლიტერატორი კი
ყველა ამ მასალას აცნობიერებს,ავსებს საკუთარ დაკვირვებაზე დაყრდნობით და
ავტორთან შეთანხმებით წერს წერილს.ასეთ მასალებზე დაყრდნობით არა მარტო
წერილი,არამედ მთელი რიგი წიგნებისა იქმნება.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს,რომ გამომცემლობასა და რედაქციაში შესწორება-
გადაკეთებას ანდობენ მხოლოდ გამოცდილ რედაქტორს,რომელსაც აქვს
პროფესიული ხედვა და დიდი გამოცდილება.

9
სათაურის შერჩევა

ტექსტის რედაქტორული ანალიზი ითვალისწინებს ასევე ნაწარმოების სათაურის


შერჩევას.ამ კუთხით თავს იყრის მთელი რიგი სპეციფიკური კითხვებისა,რომლებზეც
პასუხის გაცემისთვის საჭიროა საერთო მოთხოვნების ცოდნა,რომლებსაც უყენებენ
პრესას,საერთოდ ბეჭდვით ორგანოებს.ასევე,საჭიროა დამატებითი კრიტერიუმების ცოდნა
სათაურებთან და ქვესათაურებთან დაკავშირებით.

სათაური ყველა ლიტერატურული ნაწარმოების აუცილებელი ელემენტია,მისი


შემადგენელი ნაწილია.აქედან გამომდინარე,სათაური უნდა იყოს ნაწარმოების ორგანული
ნაწილი,უნდა შეესაბამებოდეს ნაწარმოების პრობლემატიკას,შინაარსს,იდეას.

სხვადასხვა სახის ლიტერატურაში სათაურის როლი მეტად სპეციფიკურია.არამხატვრულ


ლიტ.ნაწარმოებში,მაგ,პირველ რიგში სათაურმა უნდა გამოხატოს ნაწარმოების
პრობლემატიკა,შინაარსი,მხატვრულ ნაწარმოებში კი სათაურმა წინ უნდა წამოსწიოს
უმეტესწილად იდეა ნაწარმოებისა.

აქედან გამომდინარე,სათაურთან დაკავშირებით რედაქტორს შეუძლია წამოაყენოს


მოთხოვნები სხვადასხვა ჟანრის ლიტ.ნაწარმოებებში სხვადასხვაგვარად.
სისადავე,სიზუსტე,კონკრეტულობა,სიმკვეთრე,მხატვრული ნაწარმოებებისთვის კი-
მხატვრული გამომსახველობა-ეს რედაქტორის მიერ სათაურისადმი წაყენებული
მოთხოვნები შეუცვლელია.ბევრი რედაქტორის აზრით,ყველაზე კარგი სათაური ყველაზე
უბრალო სათაურია.

რუს კლასიკოსთაგან საყურადღებოა ჩეხოვის დამოკიდებულება სათაურისადმი.ჩეხოვის


სათაურების ესთეტიკა შეიძლება ჩაითვალოს სპეციალური გამოკვლევის თემად.მოვიყვანთ
ერთ მაგალითს.საუბარია ჩეხოვის მუშაობაზე თავისი ნაწარმოებების კრებულზე „უცნობი

10
ადამიანის მონათხრობი“.ერთ-ერთი გამომცემლობის რედაქტორს ჩეხოვი წერდა:“თქვენმა
დეპეშამ ღამის 3 საათზე გამაღვიძა.ბევრი ვიფიქრე,მაგრამ მაინც ვერაფერი მოვიფიქრე.ახლა 9
საათია და უკვე დროა,პასუხი გამოგიგზავნოთ.აი,ჩემი ვარიანტები:1)“ჩემი პაციენტის
მონათხრობი“-არ ივარგებს,რადგან საავადმყოფოს სუნი უდის. 2) „ლაქიაც“ არ
გამოგვადგება,არ პასუხობს შინაარსს. უფრო ტლანქია და უხეში.რა შეიძლება მოვიფიქროთ?
3)“პეტერბურგში“ 4)“ჩემი ნაცნობის მონათხრობი“პირველი მოსაწყენია,მეორე,თითქოს
გრძელია.შემდეგ : 5) „80-იან წლებში“6)“უსათაუროდ“ 7)მოთხრობა უსათაუროდ“ 8) უცნობი
ადამიანის მონათხრობი“ეს ბოლო,ჩემი აზრით,შესაფერისია.დავტოვოთ?თუ გნებავთ,მე
თანახმა ვარ.

ახლა უკვე შეგვიძლია ფორმულირება გავუკეთოთ იმ მოთხოვნებს,რომლებიც უნდა


წავუყენოთ ლიტ.ნაწარმოების სათაურს.უპ.ყოვლისა,სათაური უნდა შეესაბამებოდეს
ნაწარმოების შინაარსსა და იდეას.
(აქ უნდა ჩავურთოთ ქართველი კლასიკოსების დამოკიდებულება სათაურისადმი)
ახლა ცოტა რამ სათაურების შესახებ,რომელთა შესაბამისი ნაწარმოებები არ
განეკუთვნებიან მხატვრული ლიტერატურის სფეროს.
ყველა წიგნი-იქნება ეს სახელმძღვანელო,ცნობარი,სამეცნიერო-ტექნიკური გამოცემა თუ
სხვა-სათაური ასრულებს მთავარ საინფორმაციო ფუნქციას.ის ეხმარება
სპეციალისტს,აირჩიოს სამუშაო,რომელიც მას სჭირდება.
პირველ რიგში,სათაური უნდა შედგებოდეს მნიშვნელოვანი
სიტყვებისგან.არამნიშვნელოვანი სიტყვების რიცხვი აუცილებლად უნდა დავიყვანოთ
მინიმუმამდე იმისთვის,რომ სათაურს მიეცეს დასრულებული სახე.მეორეც,სათაურში არ
უნდა გამოვიყენოთ მრავალმნიშვნელოვანი სიტყვები.მესამე,ძალიან მნიშვნელოვანია
ისიც,რომ სათაურში შემავალი სიტყვები იყოს გასაგები არა მარტო კონტექსტში,არამედ
თავისთავად.საურველია,სათაურში არ შედიოდეს ახალი ტერმინები ან ვიწრო სპეციალობაში
გამოყენებული სიტყვები.ასევე,სათაურში არ უნდა გამოვიყენოთ რთული სინტაქსური
კონსტრუქციები.ასეთი სიტყვები თიშავენ ერთმანეთისგან მნიშვნელოვან სიტყვებს და უკანა
პლანზე წევენ მათს აზრობრივ კავშირს.

განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს სპეციალური თემატიკით შერჩეული კრებულების


სათაურები,ისეთი კრებულებისა,რომლებშიც რამდენიმე ავტორის ნაწარმოებები შედის.
ხდება ისეც,რომ კრებულში შემავალი რამდენიმე ნაწარმოებიდან ერთ-ერთის სათაურს
აძლევენ მთელ კრებულს.ასეთი შემთხვევა ბევრია.თუმცა აქაც
მნიშვნელოვანია,გავითვალისწინოთ ის,რომ ასეთი ნაწარმოებები უნდა იყოს სხვებისგან
გამორჩეული,განსაკუთრებული,რომელიც იდეურ-თემატიკური ასპექტით გააერთიანებს
მთელ მასალას.
წიგნის ან მისი რუბრიკის სათაურის რედაქტორული ანალიზი ძნელი ამოცანაა,რომელიც
დაკავშირებულია მთელ ხელნაწერთან.ამ საკითხს რედაქტორი არაერთხელ
უბრუნდება:ტექსტის პირველი გაცნობისას,კომპოზიციის შეფასებისას,თემის
არქიტექტონიკის დახასიათებისას.საბოლოო გადაწყვეტილება სათაურთან დაკავშირებით

11
რედაქტორს გამოაქვს მაშინ,როცა ის ასრულებს რედაქტორულ ანალიზს.ამას თან ერთვის
თვით სათაურის გულდასმით გაანალიზება,მისი დაწყობა ცალკეულ უბრალო ელემენტებად.
სათაურის შერჩევასთან დაკავშირებული დამახასიათებელი
შეცდომებია:შაბლონი,ტრაფარეტი და შტამპი. ხშირად გვხვდება, აგრეთვე,ერთისა და იმავე
სათაურის გამეორება სხვადასხვა ნაწარმოებში.პრესაში აღნიშნული იყო,მაგ.,რომ 2 წლის
განმავლობაში გამოუშვეს 11 მხატვრული ნაწარმოები სათაურით „გამოცდა“,10 წიგნი
სათაურით „იმედი“,9 წიგნი სათაურით „შეხვედრა“.ასევე,გვხვდებამიახლოებით ერთნაირი
სიტყვებით გადმოცემული სათაურები.მაგ: “მზე მთებში“, “მზე ბალახში“, “მზე
ხელისგულზე“, “მზე თოლიას ფრთებზე“ და ა.შ.მკითხველს უჭირს ორიენტირება ასეთი
მსგავსი ჟღერადობის ნაწარმოებებზე.ასეთი შაბლონური სათაურები მკითხველს აშორებს
წიგნს.რედაქტორის როლი ზუსტი სათაურის შერჩევაში მეტად მნიშვნელოვანია.მისი
ამოცანაა,აჩვენოს წარმოდგენილი ვარიანტების უვარგისობა,უკარნახოს ავტორს ახალი
სათაურის მოძებნის გზები,შესთავაზოს სხვა გადაწყვეტილება.

სათაურის სახეობები

გაზეთებში,ჟურნალებსა და წიგნებში გვხვდება მოკლე და გრძელი სათაურები.მათ


აწყობენ წვრილი და მსხვილი შტიფტით ან სტამბური ლიტერებით(მთავრულით ან
ნუსხურით),ან მხატვრები ხატავენ.იყენებენ კომბინირებულ სათაურებსაც
ფოტოსურეთების,ნახატებისა და სტამბური შრიფტის შემადგენლობით.თითოეულ
მათგანს თავისი დანიშნულება აქვს.
შეიძლება სათაურები რამდენიმე სახეობად დავყოთ.მათგან ყველაზე ხშირად
იყენებენ შემდეგს: ქუდი,საკუთრივ სათაური,ქვესათაური,რუბრიკა.
რედაქციები ბევრ შემთხვევაში სარგებლობენ ქუდით.ეს არის სათაური,რომელიც
რამდენიმე მასალას აერთიანებს ერთ რომელიმე თემად.ქუდს იყენებენ მასალათა
ნაკრებში(2, 3 და მეტ სვეტში),თემატურ გვერდებში,გაერთიანებულ
გვერდებში,მიზნობრივ ნომრებში.იგი გვხვდება,აგრეთვე,პირველ გვერდზე.ქუდს ხშირად
ათავსებენ პირველ გვერდზე მთელი სატექსტე მასალის თავზე.რედაქციები ამით
ხაზგასმით აღნიშნავენ მომხდარი ამბის დიდ მნიშვნელობას,გამოყოფენ მას მოცემულ
ნომერში გაშუქებული სხვა საკითხებიდან.
თუმცა ქუდი არ ნიშნავს,რომ გაზეთის ყველა გვერდი უთუოდ ამ გვერდის
მასალებით უნდა იყოს შევსებული.
საინფორმაციო ქუდის როლი უფრო განსაზღვრულია.იგი მოკლედ იუწყება,თუ სად
მოხდა ესა თუ ის ამბავი,ან ზოგადი ფორმით გამოხატავს,თუ რაზეა ლაპარაკი მასალებში.
როგორც წესი,ქუდს გვერდის თავში აყენებენ,მსხვილი შრიფტით აწყობენ და
გაზეთის გადაშლისთანავე მკითხველი,უპ.ყოვლისა,მას აქცევს ყურადღებას.
თითოეულ სტატიას,კორესპონდენციას,ინფორმაციას,ფელეტონს,ლექსს,მიუხედავად
იმისა,სად და როდის არის ის დაბეჭდილი,ქუდით არის გაერთიანებული თუ თემატურად
12
ერთმანეთს არ უკავშირდება,აუცილებლად დამოუკიდებელ სათაურს
უკეთებენ.სათაურები კონკრეტულად გვიამბობენ ცალკე თითოეული მასალის
არსზე.სათაურები სხვადასხვაგვარია,რადგან ისინი წამძღვარებული აქვს კრიტიკულ
მასალებს,სტატიებს,კორესპონდენციებს,რომლებიც ჩვენი ცხოვრების ყველა მხარეს
ასახავს.
სათაური შეიძლება იყოს მისასალმებელი(„გილოცავთ ახალ
წელს!’),განმაზოგადებელი,საინფორმაციო.გარდა ამისა,მას შეიძლება ჰქონდეს კითხვის
ფორმა(„შენ თვითონ რა გააკეთე?“),ან ძახილის ფორმა(„მშვიდობით,ზამთარო!“)ან კიდევ
მიმართვის ფორმა(„მეგობრებო,მობრძანდით მოდის კვირეულზე“)
ჟურნალ-გაზეთებში ხშირად ვხვდებით ქვესათაურებსაც.ქვესათაურებად ითვლება
ქუდებისა და სათაურების მეორე სტრიქონები.ისინი დაქვემდებარებულ,დამხმარე როლს
ასრულებენ და მათ უფრო წვრილი შრიფტით აწყობენ.ასეთ ქვესათაურებს მაშინ
მიმართავენ,როცა პირველი სტრიქონები,ე.ი. ქუდები და სათაურები, უნდა
დაზუსტდეს,დაკონკრეტდეს.
გაზეთებში იყენებენ რუბრიკებსაც-სტრიქონებს,რომლებსაც ქუდის ან
სათაურის,ნაკრების ან ცალკე მასალის თავზე აყენებენ.ჩვეულებრივ,რუბრიკას
განსხვავებული,მაგრამ უფრო წვრილი შრიფტით აწყობენ,ვიდრე ძირითად ქუდს ან
სათაურს.რუბრიკები იყოფა:მუდმივ,დროებით და სპეციალურ რუბრიკებად.
მუდმივი რუბრიკების ჯგუფს მიეკუთვნებიან ისეთები,რომლებიც მკითხველებს
მიუთითებენ გაზეთებსა და ჟურნალებში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მასალების
განლაგებაზე და ხანგრძლივი დროის განმავლობაში იბეჭდება.
დროებითი რუბრიკები მხოლოდ განსაძღვრული დროის განმავლობაშია
საჭირო.ისინი ასახავენ რომელიმე ამბავს.გაივლის დრო და ეს რუბრიკებიც გაქრება.
სპეციალური რუბრიკები შეიძლება იყოს მუდმივიც და დროებითიც.ეს
დამოკიდებულია გაზეთის ან ჟურნალის მუშაობის სპეციფიკაზე.
რუბრიკა სათაურის,ქვესათაურისა და ქუდისგან განსხვავებით ნაკლებად
კონკრეტულია და მხოლოდ ზოგად წარმოდგენას იძლევა თემაზე.
ყოველგვარი სათაური,უპ.ყოვლისა,უბრალო უნდა იყოს.სათაურის უბრალოება ისე არ
უნდა გავიგოთ,როგორც გაუბრალოება.სათაური მოწოდებულია,დაეხმაროს
რედაქციას,რომ მასალის ძირითადი აზრი რაც შეიძლება სწრაფად და კარგად მიიტანოს
მკითხველამდე.
იმისათვის,რომ სათაურმა ზუსტად გამოხატოს ამა თუ იმ მასალის ძირითადი აზრი,ის
კონკრეტული უნდა იყოს.არაკონკრეტული სათაური კი უშინაარსო ხდება.სათაურს მაშინ
აქვს სიზუსტე,როცა ის ლაკონურია.სათაური რაც უფრო მოკლეა,მით უფრო
გამომსახველია.მაგრამ არც ის შეიძლება,რომ სათაურის შეკუმშულობა აბსურდამდე
დავიყვანოთ.ერთ გაზეთში იყო ასეთი სათაური:“ახალგაზრდობა
ზღვაში!“კორესპონდენციაში ლაპარაკია იმის შესახებ,რომ ზღვაში თევზჭერის
სამუშაოებზე მეტი ახალგაზრდა უნდა მიდიოდეს.არადა,მარტო სათაურით ამას ვერავინ
მიხვდება.

13
სათაური ადვილად გასაგებიც უნდა იყოს.ორიგინალურობას გამოდევნების ან
უბრალოდ უყურადღებობის გამო გვხვდება სათაურები,რომლებიც უფრო რუბრიკებს
გვანან და ძნელია მათი გაგება.მაგ,იდუმალებითაა მოცული სათაური:“ყურადღება-
ჩქარმფუჭი!“თურმე ეს სიტყვა ნიშნავს პროდუქციას,რომელიც ჩქარა ფუჭდება.
სათაურების გამომსახველობა მეტ ძალას იძენს ენის ხატოვანი და ემოციური
საშუალების უნარიანად გამოყენებით.ამიტომ მარჯვედ ნახმარი ფრთოსანი
სიტყვები,ლიტ.სახეები,ციტატები,მეტაფორები,ანდაზები,თქმულებები მკითხველს უკვე
სათაურიდანვე აძლევენ მასალის შინაარსზე ცოცხალ,კონკრეტულ წარმოდგენას.
კარგია ორი საწინააღმდეგო სახის,მოვლენის ან ცნების დაპირისპირებით
სარგებლობა.აი,როგორ სახეს მიიღებს ასეთი სათაური:“თეთრი წიგნის შავი
სიცრუე“,“უძველესი ქალაქის სიჭაბუკის წლები“.ამ ხერხს ანტითეზა ეწოდება.

14
დედნის კომპოზიციაზე მუშაობა

რედაქტორული ანალიზის დროს დიდ ადგილს იკავებს დედნის კომპოზიციაზე


მუშაობა.კომპოზიცია(ლათ.”კომპოზიციონ“-აგება,შედგენა)ესმით,როგორც
ლიტ.ნაწარმოების აგება,ყველა მისი შემადგენელი ნაწილის გაერთიანება ერთ მთლიან
ნაწარმოებად.
არსებობს ასეთი წესი:ყოველი ნაწარმოები(გამოვრიცხავთ სტატიებსა და
ჩანახატებს)უნდა იყოფოდეს ნაწილებად.რაც უფრო გამოკვეთილია სამუშაო გეგმა და რაც
უფრო წვრილი ელემენტებისგან შედგება ნაწარმოები,მით უფრო პოპულარულია იგი.
კომპოზიციის შეფასების არსებითი ამოცანაა,გაირკვეს ხელნაწერის სხვადასხვა
ზომისა და მოცულობის ნაწილებს შორის ურთიერთშეფარდება.რედაქტორი ამოწმებს
ყოველი ნაწილის ზომა-მოცულობას,აფარდებს ერთმანეთთან და არკვევს,შეეფერება თუ
არა სხვადასხვა ნაწილის ზუსტად ასეთი მოცულობა ერთმანეთს.
რა თქმა უნდა,საკითხისადმი მექანიკური მიდგომა არ შეიძლება.ავტორს უფლება
აქვს,ჰქონდეს საკუთარი შეხედულება,შეუძლია,განსაზღვროს ,რას მისცეს მეტი
უპირატესობა,რაზე ილაპარაკოს მეტად,ან რა შეამოკლოს.მაგრამ ამასთანავე
აუცილებელია, ყოველთვის გავითვალისწინოთ ამა თუ იმ კონკრეტული საკითხის
მნიშნველობა თემის საერთო მსვლელობისთვის.
ასევე, მნიშვნელოვანია წიგნის რუბრიკაციის დახასიათება,ასევე,სათაურების
ურთიერთდაქვემდებარების სისტემის გათვალისწინება.
რუბრიკაცია შეიძლება განვიხილოთ,როგორც კომპოზიციის მეტად თავისებური
ფორმა,რომელსაც დაყოფა ეწოდება.დაყოფა უნდა პასუხობდეს მთელ რიგ
მოთხოვნებს,რომლებსაც ლოგიკა ადგენს.
აფასებს რა კომპოზიციას,რედაქტორი ადგენს სტრუქტურის ლოგიკურ
სიზუსტეს,ნაწილების ურთიერთდაქვემდებარებას.თუ რუბრიკაციაში უზუსტობებს
წააწყდება,იგი იმასაც აქცევს ყურადღებას,თუ რომელი კონკრეტული შინაარსითაა ეს
რუბრიკაცია შევსებული.
არსებობს პრინციპული განსხვავება მხატვრულ და არამხატვრულ ნაწარმოებთა
კომპოზიციებს შორის.მხატვრული ნაწარმოები იგება სიუჟეტის
კანონებით,არამხატვრული კი- გეგმის კანონებით.მხატვრული ნაწარმოების ავტორი
მკითხველს ესაუბრება ძირითადად მხატვრული სახეების ენით.აქ ჩვენ ვხვდებით არა
ცალკეულ სახეებს,არამედ სახეების ჯაჭვს.სხვა საქმეა სახე პუბლიცისტიკაში ან
სამეცნიერო ლიტერატურაში,სადაც იგი ყოველთვის მკაცრადაა დამოკიდებული
ძირითადი აზრის განვითარებასთან.სახე ნათელს ჰფენს აზრს,უფრო დამაჯერებელს ხდის
მას და ამასთანავე ითვლება აზრის მძლავრ კონცენტრირებულ გამომსახველ ძალად.

15
ხელნაწერის კომპოზიციის ანალიზი და მასზე მუშაობა რედაქტორის უმთავრესი
ამოცანაა.ის მოითხოვს ნაწარმოების ერთიანობაში გააზრებას,რისთვისაც საჭიროა არა
მხოლოდ კონკრეტული ცოდნა და პროფესიული გამოცდილება,არამედ აზროვნების
მაღალი კულტურა,რომელიც რედაქტორს გამოუმუშავდება ფორმალური ლოგიკის ღრმა
შესწავლის საფუძველზე.
ტრადიციული კვალიფიკაცია ,რომელიც გამოიყენება რედაქტირების თეორიასა და
პრაქტიკაში,ითვალისწინებს სტრუქტურულ თავისებურებებს და გამოყოფს ტექსტთა 3
კატეგორიას:თხრობითი,აღწერითი და მსჯელობითი.
თხრობის დროს მასალის განლაგების საფუძველია ქრონოლოგიური
პრინციპი,რომელიც ასახავს მოვლენათა დროებით შედეგებს.აღწერის სპეციფიკა
ისაა,რომ აქ ჩამოთვლილია ნიშნები ისე,რომ მკითხველს ჩამოუყალიბდეს დასრულებული
წარმოდგენა ამა თუ იმ საგანზე ან მოვლენაზე.მსჯელობა კი ჩნდება აზროვნების
პროცესის შედეგად,როდესაც ერთი ან რამდენიმე შეხედულებიდან გამოაქვთ ერთი
ზოგადი შეხედულება.
თხრობისა და აღწერის შეფასების დროს დიდი ყურადღება ეთმობა იმას,რამდენად
კარგადაა გამოყოფილი საკვანძო საკითხები,არის თუ არა აუცილებელი თანმიმდევრობა
თხრობისას,გასაგებია თუ არა კავშირი ერთი მოვლენისა მეორესთან.უნდა ითქვას,რომ
თხრობით და აღწერით ტექსტებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ტექსტის
შემადგენელი ნაწილების ფაქტობრივ შემოწმებას,მსჯელობისას კი-შეფასებას
იმისა,გამომდინარეობს თუ არა ერთი აზრი მეორიდან.
აღწერითი ტექსტის რედაქტირებისას სასარგებლოა გამოიყოს ის ნაწილი,რომელშიც
მოცემულია მოვლენის საერთო დახასიათება და ე.წ. „აღწერის ელემენტები“.აქვე უნდა
გვახსოვდეს,რომ ცოდნის ბევრ სფეროში ტრადიციულად ჩამოყალიბდა ტექსტის აგების
სქემები,რომლებიც ფართოდ გამოიყენება სასწავლო,საცნობარო,სამეცნიერო და სხვა სახის
ლიტერატურაში.მაგ,გეოგრაფიაში ჩამოყალიბდა
მატერიკების,კუნძულების,მდინარეების,ზღვების,ბიოლოგიაში-მცენარეების,ცხოველების
აღწერითი პრაქტიკა და ა.შ.ქალაქის აღწერის სტრუქტურაკომპლექსურ
მხარეთმცოდნეობით ნარკვევში ეყრდნობა მის სამეცნიერო მხარეთმცოდნეობითი
შესწავლის ლოგიკას.მას შეიძლება ჰქონდეს დაახლოებით ასეთი
სქემა:შესავალი,რომელშიც აღწერილია ზოგად ხაზებში თანამედროვე ქალაქის
სახე;გეოგრაფიული მდებარეობა და ბუნებრივი პირობები;ქალაქის ისტორია
ეტაპობრივად მისი დაარსებიდან თანამედროვეობის ჩათვლით;თანამედროვე ქალაქი-
დეტალური დახასიათება ერთიანობაში და ცალკეული რაიონების მიხედვით;ქალაქის
მრავალმხრივი
ცხოვრება(ეკონომიკა,კულტურა,მეცნიერება,ხელოვნება,განათლება,არქიტექტურა)
აღწერის მკვეთრი უნიფიცია დამახასიათებელია მთელი რიგი
სტატიებისთვის,რომლებიც ენციკლოპედიებშია შესული.მეთოდური მაჩვენებლები
დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის ავტორებსა და რედაქტორებს ურჩევენ სხვადასხვა
ხასიათისა და მასშტაბის დაახლოებით 150 სქემას.აქ არის სქემები

16
მეცნიერებაზე,რესპუბლიკებზე,საზღვარგარეთის
ქვეყნებზე,ქალაქებზე,ომებზე,რევოლუციებზე.
ყველაზე რთულ ამოცანად ითვლება მსჯელობის ანალიზი.აქ ძირითადად საუბარია
იმის აუცილებლობაზე,შემოწმებულია თუ არა ავტორის მტკიცებების სისტემა-
არგუმენტები,რომლებიც საფუძვლიანად ამტკიცებენ თეზისს.ამოცანა რთულდება
იმით,რომ რედაქტორს საქმე აქვს არა სუფთა სახის მტკიცებულებებთან,არამედ ისეთ
სტრუქტურებთან,რომლებშიც მტკიცებანი გამიჯნულია თეზისისგან რამდენიმე
გვერდით.ამიტომაცაა აქ საჭირო მაღალი კულტურული აზროვნება,რედაქტორის მიერ
ზედმიწევნით ცოდნა ლოგიკის ყველა კანონისა.
ახლა ყურადღება შევაჩეროთ არამხატვრული ნაწარმოების კომპოზიციური
შეცდომების გასწორების ტექნიკაზე.
ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება შესავლის,ძირითადი ნაწილისა და დასკვნის
ურთიერთკავშირს.რაიმე სტანდარტი აქ არც არსებობს და არც შეიძლება იყოს.მაგრამ
ხდება,რომ შესავალი და დასკვნა შეადგენენ მთელი მასალის მესამედს ანდა
პირიქით,იკავებენ მხოლოდ რამდენიმე გვერდს.არც ერთი ვარიანტია მისაღები და არც
მეორე.
შესავლით მკითხველი როგორღაც უნდა ჩაწვდეს პრობლემის არსს.შესავლით
ავტორმა უნდა აჩვენოს თავისი ნა შრომის შედეგები,წიგნის ძირითადი
ასპექტები,კითხვები,ახსნას მისი სტრუქტურა.
დასკვნასაც თავისი მიზანი გააჩნია.აქ ავტორს გამოაქვს შესრულებული სამუშაოს
ზოგადი დასკვნები,სვამს პრობლემებს,რომლებიც შემდეგში უნდა გადაიჭრას.
წიგნში შესავლისა და დასკვნის თანაარსებობის საკითხი ერთმნიშვნელოვნად ვერ
გადაიჭრება.ყველაფერი დამოკიდებულია სამუშაოს ხარისხსა და
მოცულობაზე.შედარებით მოკლე ხელნაწერებში შესავლისა და დასკვნის აუცილებლობა
არაა.მნიშვნელოვანი მოცულობის ნაშრომებშიც დასკვნის არსებობა სასურველია და არა -
აუცილებელი.
ყველაზე მთავარი ტექსტის კომპოზიციაზე მუშაობისას არის თანმიმდევრობის
დაცვა მასალაში.ძალიან ხშირად აქ გვხვდება ისეთი სახის შეცდომები,როგორებიცაა:ერთი
აზრის სუსტი კავშირი მეორესთან,მასალის უსისტემო წყობა,აზრთა გამეორება,ძირითადი
თემისგან გადახვევა,გადმოცემისას ნახტომების გაკეთება,ტექსტის აბზაცებად არასწორი
დაყოფა.
დადის რა თხრობის,აღწერისა და მსჯელობის ფესვებამდე,რედაქტორი ადგენს
შინაგან ლოგიკურ კავშირს ცალკეულ ფრაზებსა და ტექსტის ასე თუ ისე მნიშვნელოვან
ნაწილებს შორის,ათავისუფლებს თხზულებას უსარგებლო
ფრაზებისგან,მეორეხარისხოვანი დეტალებისგან,ისე ალაგებს მასალას,რომ ყოველი
ნაწილი ტექსტისა ეყრდნობა წინამდებარეს.ხანდახან ამისთვის რედაქტორი ეყრდნობა
ისეთ აუცილებელ სიტყვებს,რომლებიც აძლევენ ნაშრომს მეტ გამომსახველობით უნარსა
და სიზუსტეს.ასეთი სიტყვებია:უპ.ყოვლისა,შემდეგ,და ბოლოს,ამგვარად,მაშასადამე.

17
მცირე მოცულობის ხელნაწერში გამეორების თავიდან აცილება,როცა მთელი
შინაარსი ერთი წაკითხვით ხდება გასაგები,არცთუ ისე ძნელი საქმეა.ადარებს რა
ერთმანეთს ანალოგიურ მტკიცებულებებს,ფაქტებს,მაგალითებს,დასკვნებს,რედაქტორი
უპირატესობას ანიჭებს უფრო ზუსტ,გასაგებ დამაჯერებელ ფაქტებს,სხვებს კი
გამორიცხავს.ხოლო დიდი მოცულობის წიგნში გამეორებების შემჩნევა გაცილებით
ძნელია.აქ შეიძლება მეხსიერებამ გიღალატოს,მით უმეტეს,ხელნაწერის გასწორებისას
რედაქტორს უხდება სხვა საქმეებზე ყურადღების გადატანა.ასეთ შემთხვევაში
სასარგებლოა, გვახსოვდეს საგნობრივ-შემმოწმებელი ხერხი,რომლის არსი შემდეგში
მდგომარეობს:იყენებს რა ავტორის მიერ შედგენილ გეგმას,რედაქტორი პოულობს
გვერდებს,რომლებზეც საუბარია ერთსა და იმავე საკითხზე..ადარებს რა ერთმანეთს ასეთ
გვერდებს,ინიშნავს მათ გვერდებს,სადაც ნაპოვნია გამეორებები,ფორმულირების
დამთხვევა ან პირიქით,საწინააღმდეგო მტკიცებულებები.გამეორებებს ისევე
ექცევიან,როგორც მცირე მოცულობის ხელნაწერში.ხოლო ურთიერთსაწინააღმდეგო
ფორმულირებებიდან რედაქტორი ტოვებს იმას,რაც პასუხობს ლოგიკურ გამოკვლევას
მთლიანობაში.ასეთი შესწორება აუცილებელად საჭიროებს ავტორთან შეთანხმებას.
კომპოზიციაზე მუშაობისას განსაკუთრებული ყურადღება
ეთმობა,აგრეთვე,აბზაცებად დაყოფას.
აბზაცი ერთგვარი სიგნალია,რომელიც მიგვანიშნებს ახალი აზრის დაწყებაზე.ის
შეიძლება იყოს მარტივიც და რთულიც.შედგება ერთი ან რამდენიმე წინადადებისგან,ანუ
გააჩნია საკუთარი გრამატიკული ფორმა,მაგრამ,როგორც ლინგვისტები
აღნიშნავენ,აუცილებლად ასრულებს დასრულებული კომუნიკაციური ერთეულის
როლს.წინადადებისგან განსხვავებით აბზაცისთვის დამახასიათებელია ერთიანი
თემა,ლოგიკური ერთიანობა.აბზაცი არის სტილისტური და ამასთანავე ლოგიკური
კატეგორია,გათვლილი მსმენელის ან მკითხველის მიერ თანმიმდევრულ
აღქმაზე.აბზაცებს შორის საზღვრებად ითვლება გრძელი პაუზა.
აბზაცს,როგორც თანმიმდევრულ კომპოზიციურ ხერხს,აქვს დიდი მნიშვნელობა
როგორც მხატვრულ,ისე არამხატვრულ ლიტ-რაში,თუმცა მისი აგების პრინციპი ამ ორ
განსხვავებულ სიტუაციაში სხვადასხვაგვარია.1-ლ შემთხვევაში შეიძლება გამოვყოთ
ტექსტის აბზაცებად დაყოფის ორი მოტივი:კომპოზიციურ-აზრობრივი და ექსპრესიულ-
სტილისტური.მეორე შემთხვევაში ძირითადი მიზანი უნდა იყოს ლოგიკური
მთლიანობის მიღწევა და მთელი რიგი წინადადებების გაერთიანება უფრო
დამაჯერებელი არგუმენტაციისათვის,რათა მკითხველს გაუადვილდეს ტექსტის გაგება.
აბზაცი არის ტექსტის სტრუქტურული ერთეული,რომლის დასაწყისი სტრიქონი
ტექსტში ოდნავ შეწევით გამოიყოფა.აბზაცი აერთიანებს ერთ თემაზე აგებულ
წინადადებებს.
აბზაცის თემა ,ჩვეულებისამებრ,მის ერთ წინადადებაშია გამოკვეთილად
გაცხადებული.ასეთ წინადადებას თემატურ წინადადებას უწოდებენ და ის ძირითადად
აბზაცის დასაწყისშია ხოლმე განთავსებული.აბზაცში ძირითადად გვხვდება მისი
მთავარი აზრის გამომხატველი წინადადებაც.ასეთ წინადადებას კონცეპტუალურს

18
უწოდებენ.აბზაცში კონცეპტუალური წინადადების არსებობა მსჯელობის ტიპის
ტექსტებისთვისაა ნიშანდობლივი.კონცეპტუალურიწინადადება უნდა ვეძებოთ აბზაცის
თავსა და ბოლოში.თუკი აბზაცში თემატური წინადადებაც არის,მაშინ კონცეპტუალური
წინადადება აუცილებლად აბზაცის ბოლოს იქნება მოთავსებული.
აბზაცის თემატური წინადადება გამოკვეთს მეტყველების საგანს,მიუთითებს
იმაზე,თუ რის შესახებ იქნება აბზაცში საუბარი.ის,როგორც წესი,შეიცავს ისეთ
სიტყვებს,რომლებიც გაშლას,ახსნა-განმარტებას,დაზუსტებას მოითხოვენ
მაგალითების,მიზეზის ან შედეგის ჩვენების გზით.
აბზაცის კონცეპტუალური წინადადება აბზაცის მთავარ აზრს გადმოგვცემს.ასეთი
წინადადება აბზაცში თემატურ წინადადებასთან ერთად არსებობს,თუმცა უფრო ხშირად
აბზაცში ან ერთი გვხვდება,ან მეორე.
სწორად აგებულმა აბზაცმა შემდეგი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს:
1.აბზაცში უნდა ვითარდებოდეს მხოლოდ ერთი თემა.
2.წინადადების განლაგება აბზაცის შიგნით კარგად უნდა იყოს
მოფიქრებული,მკითხველისთვის გასაგები უნდა იყოს თითოეული წინადადების
კავშირი თემატურ წინადადებასთან.თითოეულმა წინადადებამ შემდგომი წინადადების
აღსაქმელად უნდა მოგვამზადოს.
3.აბზაცის შიგნით წინადადებები ისე უნდა იყოს განლაგებული,რომ მთავარი
წინადადების პოზიცია გამოიკვეთოს,ანუ ის აბზაცის თავსა და ბოლოში მოთავსდეს.
არ დაგვავიწყდეს:

 თემატური წინადადება ასახავს აბზაცის თემას, ანუ იმას,რის შესახებაც არის


აბზაცში ლაპარაკი
 კონცეპტუალური წინადადება კი აბზაცის მთავარ აზრს, ანუ ავტორის
შეხედულებას გვთავაზობს აღნიშნულ საკითხზე.
ისიც გვახსოვდეს:

 თემატურ წინადადებას მოსდევს მისი გაშლა-გავრცობა.


 კონცეპტუალურს მოსდევს ან წინ უძღვის მტკიცება-დასაბუთება.
დანიშნულების მიხედვით შეიძლება გამოიყოს აბზაცის ორი ძირითადი
სახეობა:დამოუკიდებელი აბზაცი,რომელიც ძირითადად ინფორმაციას
გადმოგვცემს და დამხმარე აბზაცი,რომელიც ტექსტის ამა თუ იმ ფრაგმენტებს
აერთებს.დამხმარე აბზაცი ზოგჯერ ერთი წინადადებითაა გადმოცემული.

19
აბზაცის შემადგენელ წინადადებათა სახეები აბზაცის შემადგენელი წინადადების მთავარი
ფუნქცია

ძირითადი აზრის,მთავარი სათქმელის


გამოხატვა
კონცეპტუალური წინადადება
 მაგალითი

 განმარტება

 მიზეზის გამოკვეთა

 დაზუსტება

დამასაბუთებელი წინადადება ანუ  ციტატა


არგუმენტაცია

 სხვისი მოსაზრება

 ისტორიული რეალობა

 საკუთარი დამოკიდებულება

20
შემაჯამებელი წინადადება  შეჯამება

 დასკვნა

დედნის ენასა და სტილზე მუშაობა


დედნის ენასა და სტილზე მუშაობა რედაქტირების ერთ-ერთი ურთულესი და

აუცილებელი ნაწილია. რედაქტორი მიზნად ისახავს,დაეხმაროს ავტორს,მიიტანოს


სათქმელი მკითხველამდე მეტნაკლებად ზუსტად და სრულად,რათა კითხვის პროცესში
მას არ შეექმნას რაიმე სირთულეები.ამის მიღწევა კი არც ისე იოლია.ავტორსა და
მკითხველს შორის დგას მთელი რიგი წინააღმდეგობებისა,რომლებიც აუცილებლად

უნდა გადაილახოს.
ხელნაწერში მუშაობის პროცესში ავტორი სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური
მიზეზის გამო ყოველთვის ვერ ახერხებს გამონახოს ოპტიმალური ვარიანტი,ხანდახან კი
უშვებს ენობრივ-სტილისტურ შეცდომებს.რედაქტორი კი,რომელიც გამოდის
მკითხველთა სრულუფლებიანი წარმომადგენლის რანგში,ეყრდნობა რა ლინგვისტურ
კანონებსა და წესებს,ასწორებს გრამატიკულ უზუსტობებს და იღვწის იმისთვის,რომ

თხზულება გახადოს გამომსახველობითი,კონკრეტული,გასაგები.


მაგრამ ეს,მართალია,მთავარი,მაგრამ მაინც ერთი მხარეა საქმისა.პუბლიცისტიკის
ენა,რომელმაც ჩვენს დროში ფართო გასაქანი ჰპოვა,უდიდეს გავლენას ახდენს
საზოგადოების ენაზე.პუბლიცისტურ ენას ტოლი არ ჰყავს ადამიანის ზეგავლენის
მასშტაბებით..ე.ი. ყოველგვარი სახის ლიტ-რაზე მუშაობისას მუდამ უნდა გვახსოვდეს ეს
ორი ასპექტი.
უპ.ყოვლისა,ენობრივ-სტილისტური საშუალებები უნდა პასუხობდეს ნაწარმოების
იდეას,თემასა და შინაარსს.მეორე მხრივ,ლიტ.ნაწარმოების ენა მისაწვდომი უნდა იყოს
მოცემული კატეგორიისთვის,მასმედიის ენა კი უნდას გამოირჩეოდეს
უბრალოებით,მისახვედრობით.თხზულების გაგების უმთავრეს პირობად ითვლება
მეტყველების სიმკვეთრე და სიზუსტე.მეტყველების სიზუსტის კრიტერიუმი გახლავთ
მისი შესაბამისობა მოლაპარაკე ადამიანის აზრთან.მეტყველების სიმკვეთრის
კრიტერიუმი კი არის მისი გაგება მსმენელის ან მკითხველის მიერ.
პუბლიცისტურ ან პოლიტიკურ წიგნში მიზანშეწონილია თავისუფალი,ემოციური ენა
და სტილი,მხატვრულ ლიტერატურაში კი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ მხატვრული
ლიტერატურისთვის დამახასიათებელი ყველა საშუალება.
21
ხელნაწერზე მუშაობისას რედაქტორი ითვალისწინებს ენის ყველა ამ
კრიტერიუმს,მაგრამ იყენებს მათ შემოქმედებითად.პრაქტიკულად გადაჭრის რა მრავალ
პრობლემატურ ენობრივ-სტილისტურ შეცდომას,ის ყურადღებას აქცევს თხზულების
თავისებურებებს,მის ხასიათს,ავტორის ინდივიდუალურ მანერას.
მთელი რიგი საკითხებისა დაკავშირებულია ლექსიკურ გასწორებასთან.უნდა
გავითვალისწინოთ სიტყვის საგნობრივი მნიშვნელობა,მისი ემოციური
შეფერილობა,სტილისტური ხასიათი და გრამატიკული გაფორმება.ლექსიკური
გასწორების დროს უნდა გავითვალისწინოთ 2 საკითხი:1) როგორ ვიმუშაოთ
ტერმინოლოგიაზე 2) როგორ გადავლახოთ სამეტყველო შტამპი.
ტერმინები განსაკუთრებული დაჯგუფებაა სიტყვებისა,რომლებიც დიდ როლს
თამაშობენ არამხატვრული ლიტ-რის სხვადასხვა სახეობაში.ტერმინი ერთიანი სისტემის
წევრია,რომელიც ასახავს ობიექტურ კავშირს სამეცნიერო-ტექნიკურ ცნებათა შორის.
სამეტყველო შტამპები,საუბედუროდ,ფართოდაა გავრცელებული.უფრო ხშირად
ისინი ჩნდებიან მაშინ,როცა კალამს ჰკიდებს ხელს ის ადამიანი,რომელიც ხასიათდება
ენის სიღარიბით,ფლობს არასაკმარის სიტყვათა მარაგს,ანდა თავს არ იწუხებს საჭირო
სიტყვების ძებნით და ნებისმიერი მოვლენის ასასახავად იყენებს ერთსა და იმავე
სიტყვებს.სამეტყველო შტამპია,ასევე,აზროვნების შაბლონურობის მიზეზი.
ცნობილია შტამპების მრავალფეროვნება.ძირითადად ესაა უნივერსალური
მნიშვნელობის სიტყვები(ღონისძიება,საკითხი,ამოცანა,აბსოლუტურად და ა.შ.);წყვილი
სიტყვები(ღონისძიება-პრაქტიკული,ხაზის გასმა-მთელი სიმწვავით );ტრაფარეტული
სიტყვები,სტილის შტამპი-სამკაულები(ტელევიზორი-ცისფერი ეკრანი,მეტროს
მატარებელი-ცისფერი ექსპრესი,ნავთობი-შავი ოქრო,ბამბა-თეთრი ოქრო,გაზი-მწვანე
ოქრო)
შტამპის ძირითადი მახასიათებელია სემანტიკური შინაარსის
უქონლობა.ლექსიკური და სტილისტური ხერხების არჩევის დროს ავტორი ლაპარაკობს
მზა ფორმულებით,მაგრამ ასეთი გზით მკითხველზე გავლენას ვერ მოახდენ,რადგან ეს
ისედაც ყველასთვის ცნობილია.სამეტყველო შტამპების დიდი მავნებლობა ისაა,რომ მათი
გამოყენებისას პროპაგანდული,აგიტაციური,საგანმანათლებლო საქმიანობა
პუბლიცისტიკაში თითქოს იგნორირებულია,მკითხველის არც გულს ხვდება და არც
თვალს.
ენაში გამოიყოფა შემდეგი სახის ნორმები:ფონეტიკური,ლექსიკურ-
ფრაზეოლოგიური,მორფოლოგიური და სინტაქსური.
ყველა ნორმის უმთავრეს თვისებად ითვლება დინამიკურობა.ფონეტიკური ნორმის
დარღვევას მივყავართ ზეპირ მეტყველებაში ფონეტიკურ
შეცდომებამდე.მაგ.“ეხლა“(ახლას ნაცვლად),“ვსვავ“(ვსვამ-ს ნაცვლად),ასევე
კალკებამდე.მაგ.“აწყობს“(ხელსაყრელიას ნაცვლად),“გადმომირეკე“(დამირეკეს ნაცვლად)
ლექსიკური შეცდომები ძირითადად თავს იჩენს იმის გამო,რომ ავტორმა არ იცის
სიტყვის ლექსიკური ან ფრაზეოლოგიური მნიშვნელობა.ასეთ შეცდომებზე მუშაობისას

22
უნდა გამოვიყენოთ ფრაზეოლოგიური,ტერმინოლოგიური,განმარტებითი
ლექსიკონები.ეს დაგვეხმარება დეფექტის გამოსწორებაში.
ყველაზე გავრცელებული შეცდომები პრესისა და მასმედიის ენაში გახლავთ
სინონიმთა არასწორი შერჩევა,ომონიმებისა და არქაიზმების შეუფერებლად
გამოყენება,უცხო სიტყვათა ჭარბად და განუსჯელად ხმარება.

ფაქტობრივ მასალაზე მუშაობა

როგორი სახის ხელნაწერზეც არ უნდა მუშაობდეს ავტორი,ფაქტობრივი მასალის


შემოწმება ითვლება მის პირდაპირ მოვალეობად.რა თქმა უნდა,ასეთი სამუშაოს
მასშტაბები ყოველთვის ერთნაირი როდია.მხატვრულ ლიტერატურაში,მაგ,ასეთი ამოცანა
უფრო დამატებით მნიშვნელობას იძენს,ვიდრე ძირითადს.თუმცა გარკვეული
კუთხით,ფაქტობრივი უზუსტობანი აქაც იჩენს თავს.არამხატვრული ლიტერატურის
სხვადასხვა სახეობაში ფაქტების,თარიღების,საკუთარი სახელების,გეოგრაფიული
სახელწოდებების,ციფრული მაჩვენებლებისა და ციტატების შემოწმება დიდ ადგილს
იკავებს დროის ბიუჯეტში.
აქვე უნდა აღვნიშნოთ,რომ უნივერსალური წესები ფაქტობრივი მასალის
შემოწმებისა არ გვაქვს.შემოწმებული ფაქტები მრავალნაირია.თავად ხელნაწერი ხშირად
მიგვანიშნებს,როგორ უნდა მოვიქცეთ.თუმცა რამდენიმე რეკომენდაცია რედაქტირების
მეთოდიკაში ჩამოყალიბებულია.
ასხვავებენ ფაქტობრივი მასალის შემოწმების 3 ძირითად სახეობას:
 ფაქტის შედარება ავტორიტეტულ წყაროსთან
 შინაგანი შემოწმება
 ოფიციალური შემოწმება
განვიხილოთ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე.
ფაქტის შედარება ავტორიტეტულ წყაროსთან ყველაზე გავრცელებული
გზაა.შედარების პროცესი ძალიან მარტივია.,მაგ,რედაქტორი აფიქსირებს
ყურადღებას რომელიმე მოღვაწის დაბადების თარიღზე.შემდეგ ამოწმებს ამ
თარიღს ენციკლოპედიაში და როცა რწმუნდება თარიღის უზუსტობაში,ასწორებს
მას.ესაა და ეს.მაგრამ ეს ზოგადად ჩანს ასე.კონკრეტულ სიტუაციაში თავს იჩენს
მეტად სერიოზული პრობლემა:რასთან,რომელ წყაროებთან შევადაროთ?

23
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,ჩნდება ავტორიტეტული წყაროს პრობლემა.რომ არ
დაუშვას ახალი შეცდომა,რედაქტორი ყურადღებით არჩევს წყაროებს
შესამოწმებლად.ამ შემთხვევაში დასამახსოვრებელია შემდეგი წესები:

1) ფაქტობრივ მასალას ამოწმებენ მხოლოდ იმ ნაწარმოებების


მიხედვით,რომლებზეც ხელნაწერია დამოკიდებული.შესამოწმებლად
ცდილობენ გამოიყენონ ბოლო გამოცემა.თუ ნაშრომი შესულია თხზულებათა
კრებულში,იყენებენ ამ გამოცემას.
2) თუ აუცილებელია მიმართონ საცნობარო გამოცემებს,უპირატესობას ანიჭებენ
ენციკლოპედიას.
3) ბეჭდვის სფეროში მიმართავენ წიგნის პალატას.
4) ფაქტების სიწორის შესამოწმებლად მიღებულ დადგენილებებსა და კანონებს
რაც შეეხება,მიმართავენ ქვეყანაში გამომავალ ცენტრალურ გაზეთებს.
ყოველ გამომცემლობაში ავტორიტეტული წყაროები აუცილებლად უნდა იქნას
გამოყენებული.
მეორე ხერხი ფაქტების დაზუსტებისა ,როგორც ვთქვით,არის შიდა შემოწმება.იგი
ითვალისწინებს დაფიქსირებულ მიზანდასახულ ანალიზს კონტექსტისა,რაც უფლებას
გვაძლევს,გამოვიტანოთ დასკვნა მოტანილი მაგალითის სისწორესა თუ
მცდარობაზე.მაგ.ერთ ხელნაწერში გვიმტკიცებენ,რომ კასპიის ზღვის გარშემოწერილობა
79319 კუბური მეტრია,ფართობი კი დაახლოებით 360340 კვ.მეტრი.ასევე,ის
გემები,რომლებიც სელაპებზე ნადირობენ,სიგრძეში 15-30 მ-ია,ხოლო სიგანეში-150მ.
როცა შევადარებთ მოყვანილ ციფრულ მონაცემებს,ძნელი არ იქნება დავინახოთ
უზუსტობა.როგორც ვხედავთ,ზღვის გარშემოწერილობა 5-ციფრიანი რიცხვითაა
წარმოდგენილი,ფართობი კი 6-ციფრიანით,რაც სრული აბსურდია.გარდა
ამისა,არსებობს კი გემი,რომლის სიგრძე რამდენჯერმე ნაკლებია სიგანეზე?
აქ მოყვანილი ელემენტარული ფაქტობრივი უზუსტობების შემთხვევები იოლი
გამოსავლენია შიდა ანალიზის დროს.სულ არაა საჭირო მაშინვე მივარდნა წყაროსთან
შესამოწმებლად.
თუ შიდა შემოწმება ან ფაქტების შედარება არ გვაძლევს საშუალებას ფაქტის
ჭეშმარიტების დასადგენად,გვრჩება მხოლოდ ერთი გამოსავალი-კონსულტაციისთვის
მივმართოთ კომპეტენტურ პირს,ანდა სპეციალურ დაწესებულებას.
ახლა კი შევჩერდეთ ციტატის შემოწმების ტექნიკაზე.
ფაქტობრივი მასალის თავისებურ ფორმას წარმოადგენს ციტატა-ნაწილი
ტექსტისა,რომელიც ამოწერილია სხვა წიგნიდან ყოველგვარი ცვლილების
გარეშე.ძნელია დავასახელოთ ისეთი პუბლიცისტური წერილი,სადაც გამოყენებული არ
იყოს ციტატა.
ავტორები იყენებენ სხვათა ციტატას,ან მიისწრაფვიან იქითკენ,რომ თავიანთი
აზრი განამტკიცონ სხვა ავტორიტეტული პირის ნააზრევის
დამოწმებით,ან,პირიქით,შეეწინააღმდეგონ სხვა ავტორის ციტირებულ აზრს.

24
ციტატების ანალიზის დროს რედაქტორმა უნდა გადაჭრას ორი
ამოცანა.უპ.ყოვლისა,უნდა დაადგინოს,საჭიროა თუ არა ციტატები საერთოდ,არის თუ
არა შესაძლებლობა,შეამციროს ციტატების რიცხვი და ემთხვევა თუ არა ციტატები
პირველწყაროს,საიდანაცაა მოტანილი,ხომ არაა დაშვებული შეცდომები ციტირების
დროს.
პირველი ამოცანის გადაჭრისას,ბუნებრივია,უნდა გავითვალისწინოთ ტექსტის
ხასიათი.
განარჩევენ ილუსტრირებულ ციტატას,ანუ ისეთს,რომელიც რაიმე აზრს მხარს
უჭერს და ანალიტიკურ ციტატას,რომელიც არის გასაანალიზებელი მასალის
ნაწილი.ხშირ შემთხვევაში ილუსტრირებული ციტატების რიცხვი შინაარსისთვის
შეიძლება შემცირდეს.რაც შეეხება ანალიტიკურ ციტატებს,ასეთი დასკვნა აქ
უადგილოა.მაგ,იმ ნაშრომებში,რომლებიც ეხება კონკრეტული ნაწარმოებების:
მხატვრულის,სამეცნიეროს,პუბლიცისტურის ანალიზს,ასეთი ნაწარმოებების ციტირება
ფართო მასშტაბით არა მარტო შესაძლებელი,არამედ აუცილებელიცაა.თუმცა აქაც
აწყდება რედაქტორი ანალოგიური მნიშვნელობის ციტატებს და ამიტომ საჭიროა
ერთისა და იმავე ციტატების შემცირება.
მეორე მიზანი რედაქტორისა ის გახლავთ,რომ რედაქტორმა უნდა
დაადგინოს,სწორად მოჰყავს თუ არა ავტორს სხვისი ციტატა,ხომ არ უშვებს შეცდომებს?
აზრის გაცნობიერებულ დამახინჯებას მისდევენ ის ავტორები,რომლებიც ცდილობენ
თავიანთი მოწინააღმდეგე ავტორების დაჩაგვრას.მაგრამ ხანდახან ხდება ისეც,რომ
ავტორიტეტული წყარო მახინჯდება გაუცნობიერებლად.ასეთი ფაქტები იშვიათი არაა.
ხშირად ისეც ხდება,რომ ავტორი აკეთებს ციტატების „კონსტრუირებას“
პირველწყაროს რამდენიმე ამონარიდით.ამ შემთხვევაში აზრი გაუგებარი და სულ სხვა
გამოდის.
გარდა ამისა,ხანდახან ციტატაში,რომელიც საერთო ჯამში ეთანხმება ავტორის
აზრს,არის რაღაც ისეთი ნაწილი,რომელიც გარკვეულ ასპექტში ეწინააღმდეგება
ავტორს.ასეთ შემთხვევაში ამ ნაწილს ცვლიან მრავალწერტილით.ასეთი დამახინჯება
დაუშვებელია.
არსებობს ასეთი წესი:ყოველი ციტატა,რომელიც მოჰყავს ავტორს
ხელნაწერში,უნდა დამოწმდეს წყაროზე.ეს წესი გამოიყენება ყველა შემთხვევაში,მაშინაც
კი,როცა სტრიქონქვეშა შენიშვნები შეტანილია წიგნში და მაშინაც,როცა
გადაწყვეტილია,რომ ბიბლიოგრაფიული შენიშვნები გამოცემაში არ
შეიტანონ.მაგ,პოპულარულ წიგნებში ხანდახან შემოიფარგლებიან მხოლოდ სიით
გამოყენებული ლიტერატურისა.ჯერ კიდევ ხელნაწერზე მუშაობის დასაწყისში
რედაქტორი ავტორისგან ითხოვს,რომ ციტატებზე სტრიქონქვეშა მინიშნებები იყოს
ყველგან.ამის თავის დროზე გაუკეთებლობა ძალიან აფერხებს შესწორებას.
ციტირებული ტექსტი აუცილებელად უნდა იყოს ისეთი გრამატიკული ფორმით
შეტანილი,როგორიცაა წყაროში.უმნიშვნელო გრამატიკული შესწორებებიც კი ციტატაში

25
დაუშვებელია.პუნქტუაციური ნიშნები,როგორც წესი,ნარჩუნდება ზუსტად ისე,როგორც
წყაროშია.
გამომცემლობით პრაქტიკაში ციტატების გამოყოფის ორ ხერხს
მიმართავენ:ბრჭყალების გამოყენებით და განსხვავებული შრფტით.
მრავალწერტილი ციტატის დასაწყისში მაჩვენებელია იმისა,რომ რაღაც ნაწილი
წინადადებისა გამოტოვებულია.თუ წინადადება ტექსტში მთავრდება ციტატით და მის
ბოლოს დგას მრავალწერტილი,კითხვის ნიშანი ან ძახილის ნიშანი,ასეთ შემთხვევაში
ბრჭყალები და წერტილი იწერება მათ შემდეგ.
ავტორის შენიშვნებს ციტატაში სვამენ ფრჩხილებში,შრიფტით არ გამოყოფენ.ამ
შემთხვევაში იწერება ავტორის ან რედაქტორის ინიციალები ფრჩხილებში.

26

You might also like