8 ტოტალიტარულ მობილიზაციური პოლიტიკური კულტურა

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ტოტალიტარულ-მობილიზაციური პოლიტიკური კულტურა

ტოტალიტარულ პოლიტიკას დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა ტეორიული და


პრაქტიკული თვალთახედვით შემდეგი გარემოებების გამო.
ტოტალიტარიზმი მე_20 საუკუნის პირმშოა და გულისხმობს საზოგადოებრივი
ცხოვრების ყველა სფეროზე მანიპულაციას, თვით ადამიანის გარდაქმნას. მისი
მართვის მექანიზმებია ძალადობის პროპაგანდა-აგიტაციის, სოციალური
თანასწორობის ან რასობრივი წესრიგის უტოპიური მიზნის მიღწევა.
წარსულში თუ კი არსებობდა ტოტალიტარიზმის გავრცელების საბჭოთა,
გერმანული, იტალიური და ჩინური გამოცდილება, ახლა არსებობს
ტოტალიტარიზმის ახალი ნაირსახეობები ჩრ. კორეის, კუბის, თეოკრატიული
ირანის, თალიბების და სხვათა სახით.
ტოტალიტარიზმი დღევანდელობის შემადგენელი ნაწილია. არ უნდა გავაიგივოთ
იგი ცალკეული პიროვნებების სახელთან, რადგან ტოტალიტარიზმი მასობრივ
მოძრაობებს უკავშირდება, რომლის კატალიზატორად უკიდურესი სიღარიბე,
უსამართლობა, არეულობა გვევლინება.
ტოტალიტარული პოლიტიკა ჩვენი უახლესსი ისტორიის წარსულია, ამიტომ მისი
ნეგატიური გავლენა იგრძნობა სამოქალაქო კულტურის დამკვიდრების გზაზე. დღეს
საზოგადოებში მოღვაწეობენ ძველი კომუნისტურ და კომკავშირული
ფუნქციონერები, კომუნისტური რეჟიმის ყოფილი პოლიტპატიმრები და ბუნებრივია
მათ შორის კონსენსუსი შეუძლებელია.
ტოტალიტარულიპოლიტიკური კულტურის კლასიკური ნიმუშია საბჭოთა
კავშირი და გერმანია. ამ ორ ქვეყანაში ყველაზე ნათლადაა გამოკვეთილი
ტოტალიტარული პოლიტიკური სისტემის რეჟიმის, იდეოლოგიის, კულტურის
ელემენტები.
საბჭოთა კავსირში ჩამოყალიბდა ხელმძღვანელბის და მართვის მობილიზაიურ-
სამხედრო, ადმინისტრაციულ-მბრძანებლური სტილი, რომელიც უმკაცრეს
დისციპლინაზე და მორჩილებაზე იყო დამყარებული.
ტოტალიტარულ-პოლიტიკური კულტურისთვის დამახასიათებელია მასების
მობილიზაცია, გამორიცხულია ინდივიდის დამოუკიდებელ პოლიტიკურ
ორიენტაციაზე საუბარი და იგი სოციუმთან მთლიანობაში აღიქმება. ყველაფერი
ერთი „ჭეშმარიტი“ იდეოლოგიითა და კომუნისტური პარტიის გადაწყვეტილებებით
არის განპირობებული და მხოლოდ ბრძანება შესრულების კულტურაზეა
დაფუძვნებული.
მართვის ეს სტილი ყველა ქვეყანაში ქვეშევრდომული, მორჩილებითი,
საშემსრულებლო კულტურის ჭარბ ელემენტებს შეიცავს. ნომენკლატურუი ელიტის
შიგნით პოლიტიკური საურთიერთობო ენა უსიტყვო მორჩილებაზე იყო
დამყარებული. ზემდგომი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების
დაუყოვნებლივ შესრულება ყოვლგვარი თვითშემოქმედების გარეშე აუცილებელი
პირობა იყოს სისტემის გამართული მუშაობისათვის. მნიშვნელოვან როლს
თამაშობდა საშემსრულებლო-ქვეშევრდომული პოლიტიკური ორიენტაციები.
ქვეშევრდომული პოლიტიკური კულტურის საფუძველს წარმოადგენს
ტოტალიტარული ცნობიერება. განსაკუთრებულ სოციალ-ფსიქოლოგიურ ფენომენს
წარმოადგენს მისწრაფებაფსიქოლოგიური და იდეოლოგიური
მიზანდასახულობების შესაბამისად ადამიანის სრულ გარდაქმნასა და
ტრანსფორმაციაში.
საბჭოთა ტოტალიტარული მობილიზაციური პოლიტიკური კულტურის
დამახასიათებელი ნიშანი იყო რევოლუციური მეთოდების გამოყენების
აბსოლუტიზაცია საზოგადოების რეფორმირების პროცესში.
ტოტალიტარიზმის დროს საერთოდ იგნორირებულია განვითარების
ევოლუციური გზა. ტოტალიტარიზმის იდეოლოგია იჭრება კულტურასა და
განათლების სფეროში. სოციალისტური რეალიზმის ლიტერატურული ნაწარმოებები
იქმნებოდა განსაზღვრული სქმემებისა და მკაცრი ცენზურის პირობებში.
ტოტალიტარული მობილიზაციური კულტურის დამახაიათებელი ნიშანია
დახურულობა და კარცაკეტილობა. იგი გამორიცხავს მემკვდრეობის პრინციპის
დაცვას პოლიტიკური და სულიერი განვითარების პროცესში. ახასიათებს წარსულის
მემკვიდრეობის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება.
და ბოლოს, ტოტალიტარულ-პოლიტიკურ კულტურას მოჩვენებითი
ერთგვაროვნება, საყოველთაო თანხმობა ახასიათებს. ადამიანების პოლიტიკური
ორიენტაციები ერთგვაროვანია მხოლოდ სისტემისა და რეჟიმის თანადგომასა და
მხადაჭერაში გამოიხატება.

You might also like