Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

აღმოსავლეთის და დასავლეთის პოლიტიკური კულტურის თავისებურებანი

კომპარტიული ანალიზის საფუძველზე გამოყოფენ აღმოსავლეთის და


დასავლეთის პოლიტიკური კულტურის ტიპებს და ცდილობენ გარკვეული
ანალიზის საფუძველზე მოახდინონ საერთო და განმასხვავებელი ნიშნების
დეფინიცია.
დასავლეთი. ცივილიზაციის ძირითადი საყრდენია ლიბერალურ-დემოკრატიული
ღირებულებები, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა და
ვითარდებოდა უპირატესად კათოლიკური და პროტესტანტული ქრისტიანული
რელიგიის გავლენით.
აღმოსავლეთი. ცივილიზაცია ემყარება არაბულ-მუსლიმანურ, კონფუციანურ-
ჩინურ, ინდურ-ბუდისტურ მოძღვრებებსა და მიმდინარეობებს.
დასავლეთში ინდივიდუალური თავისუფლების პრიმატი სათავეს საბერძნეთის
პოლისებიდან და აგრეთვე რომის სამართლიდან იღებს. ქრისტიანობამ შექმნა
ევროპა, მაგრამ ევროპის ხალხის მენტალიტეტმა, კულტურამ, გამომგონებლობამ,
ინტელექტმა, ინდივიდუალიზმმა, ეკონომიკურმა განვითარებამ კეთილისმყოფელი
გავლენა მოახდინა ქრისტიანული დოგმების დემოკრატიულ ინტერპრეტაციაზე.
აღმოსავლეთში საერთო-კოლექტივისტურის პრიმატი ინდივიდზე
მნიშვნელოვანია. „პიროვნება“ ამ სიტყვის დასავლური გაგებით არ არსებობს. იგი
ფასდება კლანთან, ეთნიკურ, რელიგიურ, ოჯახურ და სხვა ერთობასთან კავშირში.
კოლექტივთანაა გათქვეფილი და საერთო ინტერესების კონტექსტში მოიაზრება.
საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებული ტრადიციული რელიგიური ნორმებით
განსაზღვრავენ. აღმოსავლეთში სზოგადოებრივმა ცხოვრებამ დასავლეთის მსგავსად
მოდერნიზაცია არ განიცადა, ამიტომ როდესღაც ტორელანტურმა რელიგიებმა
აგრესიული ორიენტირები აირჩიეს და საზოგადოებაში მძიმე ეკონომიკური
მდგომარეობის ფონზე ქვეშევრდომული პატრიარქალური კულტურა დამკვიდრდა.
დასავლეთში სახელმ წიფო ხელისუფლების წყაროდ ხალხია აღიარებული. იცავს
თითოეული მოქალაქის უფლებებს განურჩედვლად რელიგიური აღმსარებლობისა,
კანის ფერისა, პოლიტიკური შეხედულებებისა. მოქალაქეებს გააჩნიათ
ხელისუფლებაზე ზეგავლენის ბერკეტები. პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ
აქვთ მაღალი ნდობა. ხელისუფლების მონაცვლეობა ხდება მშვიდობიანად
თავისუფალი არჩევნების გზით. ხელისუფლების დანაწევრების იდეა
კონსტიტუციურად არის განმტკიცებუი და, რაც მთავარია დაცულია კანონის
უზენაესობა.
აღმოსავლეთში ავტორიტარული, ელიტარული მმართველობა სახელმწიფოების
უმრავლესობაში მმართველებსა და მმართულებს შორის დისტანცია, პოლიტიკური
ინსტიტუტების გაღმერთების ტენდენცია, ხელისუფლების იერარქიის სათავეში
მყოფი ადამიანების რჩეულებად გმირებად აღქმა, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარება, საზოგადოების მრავალეთნიკური სტრუქტურა, რელიგიური და
კულტურული სხვადასხვაობა, ხელისუფლებაზე ზეგავლენის ლეგიტიმური
მექანიზმი არ არსებობს, არჩევნებს რიტუალური ხასიათი აქვს. ხელისუფლება არ
აღიქვამს ინდივიდს, პიროვნებას ცნობს მხოლოდ რელიგიური, ეთნიკური, კლანური
გაერთიანებების ინტერესებს, არ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება და
სახელმწიფოებრივი აზროვნება რელიგიური და ტრადიციული ნორმების დაცვაში
პოულობს გამოხატულებას.

You might also like