Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

1) პოლიტიკური კულტურის ცნება და კულტურა

პოლიტიკური კულტურა საერთო კულტურის ნაწილია, რომელიც


ეფუძნება სოციალური და პოლიტიკური მოვლენების ისტორიულ
გამოცდილებას, პოლიტიკურ სისტემასთან დაკავშირებულ გრძნობებს,
ცოდნას, ქმედებებს, რომლებიც განსხვავებულ პოლიტიკურ
ორიენტაციებსა და ქცევებში პოულობენ გამოხატულებას, იგი
საშუალებას გვაძლევს ერთი მეორეს შევადაროთ სხვადასხვა ქვეყნის
პოლიტიკური სისტემები, მოვახდინოთ საერთო და სპეციფიკური
ნიშნების იდენტიფიკაცია.
ალმონდი ამტკიცებდა, რომ პოლიტიკური კულტურის შინაარსის
აღმნიშვნელი ტერმინი გამოიყენება მას შემდეგ, რაც ადამიანებმა
დაიწყეს პოლიტიკაზე საუბარი.
პირველად ტერმინი გვხვდება გერმანელი პოეტის, კრიტიკოსის,
ფილოსოფოსის და განმანათლებლის ჰერდერის
ნაშრომში ,,ფილოსოფიური იდეები კაცობრიობის ისტორიაში“ სადაც
ორჯერ გამოიყენა ,,პოლიტიკური კულტურის“ ცნება, როდესაც
განიხილავს ძველი ებრაელებისა და ბერძნების ცხოვრებას.
პოლიტიკური კულტურის შესწავლით ერთი მხრივ ცდილობდნენ
აეხსნათ თუ რატომ რეაგირებენ განსხვავებული ტრადიციის ხალხები
რატომ რეაგირებენ თავისებურად ერთტიპიურ მოვლენებზე, მეორე
მხრივ ცდილობდნენ აეხსნათ სახელმწიფოს მმართველობის ხელოვნების
საიდუმლო.
პლატონი მიუთითებს, რომ პოლიტიკის საკითხებზე რჩევას იძლევა
ნებისმიერი ადამიანი განურჩევლად პროფესიისა, სოფისტების ლიდერი
პროტაგორა თვლიდა, რომ სახელმწიფოს მმართველობის შესწავლა
შეუძლია ნებისმიერ ადამიანს და ამ გზით ის შიძლება გახდეს სანიმუშო
მოქალაქე.
მაკიაველმა გამოყო პოლიტიკა, როგორც საზოგადოების საქმიანობის
სპეციფიური სფერო და თავის ნაშრომში ,,მთავარი“ მიუთითა, რომ
პირადი და საზოგადოებრივი საქმიანობის შეხამებით შესაძლოა
სახელმწიფო სამსახური და ამ გზით სახელმწიფოს ინტერესების
ერთგულება და სიყვარული.
ინგლისელი მოაზროვნე და საზოგადო მოღვაწე ბიორკი ამტკიცებდა,
რომ პოლიტიკური სიბრძნე დამკვიდრებულია ხალხის ისტორიაში
ტრადიციებში და გამოცდილებაში.
ვებერი გამოყოფდა იდეისა და პასუხისმგებლობის ეთიკის ტიპებს,
მიუთითებდა, რომ პოლიტიკოსმა ზუსტად უნდა გათვალოს თავისი
იდეების რეალიზაციის დადებითი და უარყოფითი შედეგები
საზოგადოებაზე.
პოლიტიკური კულტურის კვლევაში გამოიყოფა სამი ეტაპი.
1920-1930 წლები, როცა წამყვან მიმართულებად იქცა სოციალური
სტაბილურობის მიღწევის შესაძლებლობის კვლევა, მეორე 1960-იანი
წლები, რომელიც მიზნად ისახავდა პოლიტიკური სისტემის
რეფორმირებას, მესამე ეტაპი 1980-1990-იანი წლები, როცა დაემხო
სოციალისტური პოლიტიკური სისტემა სსრკ-ში და აღმოსავლეთ
ევროპის ქვეყნებში, მესამე ეტაპი იყო პიკი პოლიტიკური კულტურის
შესწავლის პროცესში.

You might also like