Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

არასრუწლოვნის სასჯელი

ბოლო წლებში გახმაურებული კრიმინალური საქმეებიდან ადვილად შეგვიძლია


დავასახელოთ არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულები. საქართველოში
ეს თემა საკმაოდ აქტუალური და მტკივნეულია. სწორედ ამიტომ საინტერესოა, რამ
შეიძლება განაპირობოს არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენა, როგორ
შეიძლება არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენცია, რა არის საჭირო
მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისთვის და რა პროგრამები ხორციელდება ამ
კუთხით. დანაშაულის გამომწვევი ფაქტორები კომპლექსურია. ის შედგება 
ფსიქოლოგიური და სოციალური გარემოებებისგან, რომლებიც ურთიერთქმედებენ
ერთმანეთთან და იწვევენ ამა თუ იმ ქცევას. ჩატარებული კვლევის მიხედვით,
გამოკითხულთა უმრავლესობა არასრულწლოვნის მიერ დანაშაულის ჩადენის
მიზეზად ოჯახურ მდგომარეობას მიიჩნევს. მათი აზრით დამნაშავე მოზარდების
უმეტესობას მშობლების ყურადღება აკლია. ამბობენ, რომ ის ბავშვები , რომელთა
მშობლები საზღვარგარეთ არიან, ხანდახან არასწორ გარემოში ხვდებიან და „გზას
სცდებიან“. რისკის ჯგუფად მიაჩნიათ ასევე ქუჩაში მცხოვრები , უსახლკარო ბავშვები .

არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის მიზეზებად ასახელებენ, აგრეთვე ,


ბავშვობაში მიღებულ ფსიქოლოგიურ ტრავმებს, გადატანილ ძალადობას,
კრიმინალური ავტორიტეტებისთვის მიბაძვას და ა.შ. არსებობს ერთი მნიშვნელოვანი
ფსიქოლოგიური თეორია – სოციალური დასწავლის თეორია, რომელიც ცდილობს
ახსნას ამა თუ იმ ქმედების გამომწვევი მიზეზები. ამ თეორიის მიმდევრები განიხილავენ
დანაშაულს, როგორც გააზრებულ პასუხს ამა თუ იმ ცხოვრებისეულ მოვლენაზე. ამ
თეორიის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი ა. ბანდურა მიიჩნევდა , რომ
ადამიანები არ იბადებიან თანდაყოლილი ქმედებებით , არამედ ძალადობა და
აგრესია დაისწავლება სხვისი ქცევის მოდელირების გზით. ბევრ შემთხვევაში
დანაშაულის გამომწვევი მიზეზები მართლაც შეგვიძლია დავუკავშიროთ მოცემულ
თეორიას. განსაკუთრებით, თუ საქმე ეხება არასრულწლოვნებს.

სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართალში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სასჯელის


სწორად დანიშვნამ საზოგადოების თითოეულ წევრს სამართლიანობის განცდა უნდა
ჩამოუყალიბოს. ამ მხრივ სისხლის სამართლს კოდექსმა დიდი ცვლილებები
განიცადა. 1960 წელს მიღებულ სისხლის სამართლის კოდექსში, არასრულწლოვანთა
პასუხისმგებლობის ასაკი, სასჯელის მიზანი და სახეები დღევანდელი კოდექსისგან
განსხვავებული იყო. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საერთო ასაკი იყო 16
წელი, ხოლო 14-16 ასაკის პირებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა
ეკისრებოდათ მხოლოდ მკვლელობის, სხეულის განრახ დაზიანების, გაუპატიურების,
ქურდობის, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ან ფეთქებადი
ნივთიერების გატაცებისთვის.  1999 წლიდან 2016 წლამდე არასრულწლოვანთა
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი გათვალისწინებული იყო
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილის მეხუთე კარით. იგი
თავის მხრივ ორი თავისაგან შედგებოდა: პირველი, არასრულწლოვანის სისხლის
სამართლის პასუხისმგებლობის თავისებურება და მეორე, არასრულსწლოვანის
გათავისუფლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან .
1999 წლიდან მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით არასრულწლოვანი
დამნაშავის ასაკი 14 წლით განისაზვრა, შესაბამისად სისხლის სამართლის წესით
პასუხს აგებს პირი, ვისაც დანაშაულის ჩადენამდე შეუსრულდა თოთხმეტი წელი ,
მაგრამ არ შესრულებია თვრამეტი წელი.  ასევე, საქართველოს პარლამენტმა მიიღო
კანონი „არასრულწლოვანთა მართმსაჯულების კოდექსი“, რომლის ძირითადი
ნაწილი ძალაში შევიდა 2016 წლის 1 იანვარს. ამ კოდექსის მიღება მნიშვნელოვანი წინ
გადადგმული ნაბიჯია არასრულწლოვანთა მართმსაჯულების საკითხში. ნებისმიერი
საკითხი, რომელიც არასრულწლოვანებს ეხებათ მეტად ფაქიზია, განსაკუთრებით კი,
როცა ეს ეხება მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს და დანაშაულის გამო მათთვის
სასჯელის დაკისრებას. საქმე ეხება პირს, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა ისეთ ასაკში ,
როცა მისი ჩამოყალიბება ხდება. ასეთ დროს მნიშვნელოვანია მშობლის, სკოლის ,
სახელმწიფოს და ფსიქოლოგების ჩართულობა, რათა ამ ფაქტმა არ მიიღოს
მრავალჯერადი სახე და მისი ქმედებები არ გახდეს მისი თანატოლებისთვის მოსაწონი .
ამასთან საჭიროა არასრულწლოვანის სოციალიზაციის საკითხიც.

 კოდექსი ადგენს არასრულწლოვნის ადმინისტრაციული და


სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, არასრულწლოვნის მონაწილეობით
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების და სისხლის სამართლის
პროცესის თავისებურებებს, სასჯელისა და სხვა ზომების აღსრულების სპეციალურ
წესებს. ამ კოდექსის მიზანია მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის
საუკეთესო ინტერესების დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის
რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და
არასრულწლოვანი მოწმის უფლებათა დაცვა, არასრულწლოვანი დაზარალებულისა
და არასრულწლოვანი მოწმის მეორეული ვიქტიმიზაციისა და არასრულწლოვანი
დაზარალებულის ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება , ახალი დანაშაულის
თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. ეს კოდექსი შეესაბამება საქართველოს
კონსტიტუციას, ბავშვის უფლებათა კონვენციას, საერთაშორისო სამართლის
საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.

 წყარო: shorturl.at/berxD
 წყარო: shorturl.at/dioQ1

ავტორები: თამაზ გველესიანი

თამარ სეფაშვილი
შაბათი 11:30

You might also like