Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

სამოქალაქო ომები ჩინეთში (1925-1937)

1925 წელს სუნ იატ-სენის გარდაცვალების მიუხედავად, გომინდანის მთავრობის პოზიცია


სამხრეთში მტკიცდებოდა. იზრდებოდა, როგორც ანტიიაპონური განწყობა ასევე პროტესტი უცხო
ქვეყნების წინააღმდეგ. საბჭოთა ინსტრუქტორების დახმარებით ძლიერდებოდა გომინდანის არმია .
1926 წლის 1 ივნის გამოიცა მანიფესტი ჩრდილოეთის ლაშქრობის დაწყების შესახებ. ჩრდილოეთის
მთელი რიგი ტერიტორიები სამხრეთელებმა უბრძოლველად ჩაიგდეს ხელში და 1926 წლის
ოქტომბერში დედაქალაქი გუანჯოუდან ახლად აღებულ ქალაქ უხანში გადაიტანეს .

სამხედრო კამპანია წარმატებით გრძელდებოდა აღმოსავლეთით . 1927 წელს აღებული იქნა


ნანკინი და შანხაი და ჩინეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი გომინდანის კონტროლის ქვეშ მოექცა .
ამავე წელს შანხაიში დაპირისპირება ხდება ჩინეთის კომპარტიის დაქვემდებარებულ რაზმებსა და
ჩან კაიშის ძალებს შორის. ურთიერთობა რთულდება საბჭოთა კავშირთანაც , რომელმაც თავისი
მრჩევლები გაიწვია ჩინეთიდან. მწვავდება შიდა დაპირისპირებები .

1928 წლის იანვარში იაპონიაში გახიზნული ჩან კაიში ბრუნდება ნანკინში და წლის
ბოლოსთვის ახერხებს ქვეყნის გაერთიანებას. 6 წლით მყარდება მისი მმართველობა და ამას
აღიარებს იმ დროის ყველა წამყვანი სახელმწიფო. ჩინეთი უახლოვდებოდა აშშ -სა და გერმანიას ,
რომლებიც ეკონომიკურად ეხმარებოდნენ მას, ხოლო საბჭოთა კავშირთან ურთიერთობა
ფუჭდებოდა. ურთიერთობის გაფუჭებას 1929 წელს საომარი კონფლიქტი მოჰყვა ჩინეთ-
აღმოსავლეთის წკინიგზაზე. ურთიერთობის აღდგენა მხოლოდ 1932 წელს მოხერხდა.

თავისი ინტერესები ჰქონდა ჩინეთთან დაკავშირებით იაპონიას. კორეას , რომელიც 1911


წლიდან იაპონიის შემადგენლობაში იყო ესაზღვრებოდა მანჯურია , რომელიც ჩინეთს ეკონომიკურ
ბირთვს წარმოადგენდა და იაპონიისთვის მისი ხელში ჩაგდება კრიტიკული იყო. ამისათვის ის 1931
წელს შეიჭრა მანჯურიაში და კონტროლი დაამყარა ყველა დიდ ქალაქზე . მაშინდელმა მსოფლიომ
ამასთან დაკავშირებით ლოიალური პოლიტიკა დაიჭირა. 1932 წელს იაპონიამ გამოაცხადა მანჯოუ
ოგუს სახელმწიფოს შექმნის შესახებ. სათავეში მას მარიონეტი ცინის დინასტიის წარმომადგენელი
ჩაუყენეს, რომელიც მანჯოუ ოგუს იმპერატორად გამოცხადდა.

1932 წელს სექტემბერში იაპონიის აგრესიის შესახებ ლიტონის კომისიამ ოფიციალურად


განაცხადა რის საპასუხოდ 1933 წელს იაპონიამ ერთა ლიგა დატოვა. იაპონია აგრძელებდა
მანჯურიაში ჯარების გადასროლას.

1933 ჩან კაიშიმ დაიწყო გეგმა ზომიერი შეტევა საბჭოთა რაიონებზე , რომლებიც 1934 წლის
გაზაფხულისთვის მთლიანად ბლოკირებული იქნა. მაო ძედუნმა შექმნილი სიტუაცია წინა
ხელმძვანელობას გადააბრალა ხოლო ოქტომბერში შეუდგა ბლოკადის გარღვევას - ასე დაიწყო
„დიდი ლაშქრობა“. მაო ძედუნმა მოახერხა მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაკავება და
გომინდანის ხელმძღვანელობას შესთავაზა ერთად ებრძოლათ იაპონელების წინააღმდეგ . 1937
წლის აპრილში ოფიციალურად გამოცხადდა ზავი და კომუნისტების ჯარები მთავრობის ჯარებს
შეუერთდნენ. სამოქალაქო ომის შეწყვეტა დროული აღმოჩნდა რადგან ივლისში იაპონელებმა
ჩინეთის წინააღმდეგ ომი დაიწყო.

კულტურული რევოლუციის მნიშვნელობა ჩინეთში (1965-1976)

„კულტურული რევოლუცია“ ყველაზე ამოუცნობი მოვლენაა ჩინეთის უახლეს ისტორიაში.


ჩინეთში გადაწყვიტეს მოესპოთ სახელმწიფო სტრუქტურები, რათა მთლიანად ამოეძირკვათ
ბიუროკრატია. 1964-65 წლებში საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის ხელმძღვანელობას შორის ღია
პოლემიკა მიმდინარეობდა. 1965 წელს ამ ორი ქვეყნის პარტიებს და სამთავრობო ორგანოებს
შორის უმთავრესი კონტაქტები გაწყდა. ორ ზესახელმწიფოს დაპირისპირებაში ჩინეთი თავის თავს
ხედავდა როგორც „მესამე ძალას“. ეს იყო შორს გამიზნული პერსპექტივა. 1966 წელს მაო ძედუნმა
ოფიციალური წერილით მიმართა თავდაცვის მინისტრს, რათა მას „არმია გადაექცია დიდ სკოლად “
და საზოგადოების სხვადასხხვა სფეროში დაენერგა სამხედრო ცხოვრების წესი .
1966 წლის მაისში „კულტურულ რევოლუციასთან“ დაკავშირებით ჩამოყალიბდა ახალი
კომისია, რომლის ხელმძღვანელიც მაო ძედუნის პირადი მდივანი გახდა. დაიწყო მასიური
არეულობა. მასწავლებლებს დამსახურებულ პროფესორებს მკერდზე ჰკიდებდნენ წარწერას
„კაპუტასტი“ (კაპიტალიზმის გზით მავალი). მათ აიძულებდნენ სახალხოდ მოენანიებინათ და
დაედოთ პირობა რომ გამოსწორდებოდნენ.

აგვისტოში მაო ძედუნმა გამოიტანა თავისი ლოზუნგი „დარტყმა შტაბებზე“. ეს იმას ნიშნავდა
რომ რეპრესიები შეეხებოდა პირდაპირ უმაღლეს ხელმძღვანელობას. მომდევნო დღეებში
პირდაპირ პლენუმზე მოხსნეს სამდივნოს 7 ხელმძღვანელი. მიღებული იქნა გადაწყვეტილება „დიდი
პროლეტარული კულტურული რევოლუციის“ დაწყების თაობაზე.

1966 წლის აგვისტოში პეკინში ჩატარდა „ხუნვეიბინების“ გრანდიოზული მიტინგი. მასში


მონაწილეობდა 1,5 მილიონი ადამიანი. დაიწყო აქტიური მოღვაწეობა. მიმდინარეობდა
ოფიციალური სტრუქტურების დანგრევა, შეურაცხყოფას აყენებდნენ განათლებულ ადამიანებს ,
ანადგურებდნენ მუზეუმებს და ხელოვნების ნიმუშებს.
ოფიციალური მონაცემებით კამპანიის შედეგად დაზარალდა 100 მილიონი ადამიანი . 1966 წლის
ოქტომბრამდე ქალაქებიდან გასახლებული იქნა 400 ათასზე მეტი ადამიანი. რევოლუციის პერიოდში
მთლიანად რეპრესირებული იქნა 2660 ჩინელი მწერალი, 142 ათასი პედაგოგი, 53 ათასი
მეცნიერებისა და ტექნიკის მოღვაწე.

რევოლუციის შედეგად ქვეყანაში კატასტროფული სიტუაცია შეიქმნა . ხალხში სუფევდა


მასიური იმედგაცრუება. დიდი ცვლილებები მიდიოდა მთავრობაში . იყო მცდელობა ხელახალი
რევოლუციისა თუმცა უშედეგო. ჩინეთი მასიურმა გამოსვლებმა მოიცვა.

1976 წელს მაო ძედუნის გარდაცვალების შემდეგ მისი მემკვიდრე გახდა ხუა გოფენი და
„კულტურული რევოლუცია“ ოფიციალურად დასრულდა. დაიწყო უსამართლოდ რეპრესირებულთა
რეაბილიტაცია. 1979 წელს ხუა გოფენი გადააყენეს და მისი ადგილი დენ სიაოპინის პროტეჟე ჯაო
ძიანმა დაიკავა. დენ სიაოპინის წინადადებით შეიქმნა მრჩეველთა კომისია , რომელსაც თავადვე
ჩაუდგა სათავეში. 1985 წელს პოლიტბიუროს თითქმის თითქმის ნახევარმა დატოვა თანამდებობა .
გზა გაიხსნა რეფორმებისთვის. ჩინეთის განვითარებაში მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა
დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა დასავლეთთან 70-იან წლებში. 71 წელს ჩინეთი გაეროში
გაწევრიანდა. 79 წელს დენ სიაოპენმა აშშ-ში ვიზიტის დროს მიმართა დასავლეთის ბიზნესმენებს
რათა მათ ჩაედოთ ფინანსები ჩინეთის რეფორმებში. დასავლეთის ფინანსების შემოდინებამ ყველა
მოლოდინს გადააჭარბა. განსაკუთრებით აქტიურობდნენ საზღვარგარეთ მცხოვრები ჩინური
წარმოშობის ბიზნესმენები. ჩინეთში რეფორმები დაიწყო, რის შედეგადაც ჩინეთი გახდა გავლენიანი
სახელმწიფო მთელ მსოფლიოში.

ჩინეთი მე-20 საუკუნის დასასრულისა და 21-ე საუკუნის 10-იან წლებში

1989 წელს იქმნებოდა შთაბეჭდილება რომ რეფორმების საკითხი დასრულდა . დენ სიაოპინი
უკვე 87 წლის ასაკში იყო და ჩკპ ცკ-ს სამხედრო საბჭოს თავჯდომარის თანამდებობაზე უარი
განაცხადა. მან 1992 წელს იმოგზაურა ქვეყნის სამხრეთით შანხაიში, უხანში და თავისუფალ
ეკონომიკურ ზონებში. ამ მოგზაურობის დროს დენ სიაოპინმა პირველად დაიწყო საუბარი რომ
აუცილებელი იყო საბაზრო რეფორმების განახლება. რასაც 90-იან წლებში ეკონომიკური
რეფორმები მოჰყვა. 1997 წლის თბერვალში დენ სიაოპინი „რეფორმების მამა“ გარდაიცვალა .

1998 წელს ჩინეთის ახალ პრემიერ მინისტრად დაინიშნა ჯუ ჟუნგი. ჩინეთში მას „ეკონომიკის
მეფეს“ უწოდებენ. დანიშვნის პირველი დღეებიდანვე ის შეუდგა სახელმწიფო აპარატის რეფორმას .

2002 წელს გამართულ ყრილობაზე ძიან ძენმინი წავიდა ჩკპ გენერალური მდივნის
თანამდებობიდან. მის ადგილზე აირჩიეს 59 წლის ხუ ძინტაო. მის ხელში გადავიდა ასევე ჩკპ -ის
თავჯდომარის პოსტი. 2003 წლიდან სახელმწიფო საბჭოს პრემიერი გახდა ვენ ძიაბაო.
რეფორმები გაგრძელდა. განსაკუთრებული როლი ითამაშა ჰონკონგმა, რომელიც 1997
წლიდან ჩსრ-ს შემადგენლობაში შევიდა. მისი ინვესტიციები წარმოადგენს ჩინეთის
საზღვარგარეთული დაბანდებების 60%. ეს არის მსოფლიოში მესამე საბანკო ცენტრი და 1987
წლიდან მსოფლიოს უმსხვილესი პორტი.

უკანასკნელ წლებშ ეკონომიკურ ბუმს განიცდის ჩინეთის ეკონომიკა. 2001 წლიდან ჩინეთი
გახდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი. უსწრაფესი ტემპით ხდება ქვეყნის
კომპიუტერიზაცია. 2000 წლისთვის ჩინეთში იყო უკვე 20 მლ-ზე მეტი კომპიუტერი, რომელთაგან
უმეტესი სამამულო წარმოებისა გახლდათ.

დიდი ხნის განმავლობაშ ჩინეთის მთავარ მოწინააღმდეგედ აშშ ითვლებოდა , ყველა


მცდელობა სიტუაციის შემოტრიალებისა წარუმატებლად მთავრდებოდა აშშ -ს ტაივანისადმი
მხარდაჭერის გამო. თუმცა 1970-იანი წლებიდან ურთიერთობა ნელ-ნელა დალაგდა.

ჩინეთ - საბჭოთა კავშირის ისედაც რთული ურთიერთობა კიდევ უფრო გაართულა


საბჭოთაკავშირის ავღანეთში შეჭრამ.

1980-იან წლებში ჩინეთი ხდება ბირთვული ზესახელმწიფო, რამაც ძალთა თანაფარდობა


არსებითად შეცვალა მსოფლიოში.

ჩინეთ - საბჭოთა კავშირის ურთიერთობები გააუმჯობესა 1986 წელს გორბაჩოვის


განცხადებამ, რომ მზად არის საზღვრებთან დაკავშირებით დათმობებზე წავიდეს . 1991 წელს
საბჭოთაკავშირის დაშლამ კი ყველანაირი დაპირისპირება გააქრო . 1992 წელს ჩინეთს ეწვია
რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი რასაც ჩინეთსა და რუსეთს შორის ეკონომიკურ -პარტნიორული
ურთიერთობების ჩამოყალიბება მოჰყვა.

ტაივანთან დაკავშირებით მისი შემოერთების შემდეგ ჩინეთის პოლიტიკა გულისხმობს , რომ


ტაივანი იქნება ჩინეთის ერთერთი პროვინცია, საბაზრო ეკონომიკის შენარჩუნებით და ავტონომიური
ადმინისტრაციული სისტემით. ცენტრალურ ხელისუფლებას გაეცემა მხოლოდ საგარეო პოლიტიკა
და თავდაცვა.

ჩინეთი მჭიდროდ თანამშრომლობს წყნარი ოკეანის აზიურ ეკონომიკურ საბჭოსთან. ჩინეთი


თანამედროვე მსოფლიოში არამც თუ თვალსაჩინო როლს თამაშობს არამედ ერთ-ერთი წამყვანი
სახელმწიფოა.

იაპონია ამერიკული სამხედრო ოკუპაციის წლებში (1945-1952)

1945 წლის აპრილში სსრკ- მ მოახდინა იაპონია-სსრკ-ს ხელშეკრულების დენონსაცია.


კოისოს მთავრობა გადადგა სათავეში ჩადგა სუძუკი. 9 მაისს ომი დამთავრდა ევროპაში , სუძუკის
მთავრობამ სთხოვა საბჭოთა ხელისუფლებას შუამავლობა. 26 ივნისს ინგლის-ამერიკის და ჩინეთის
მთავრობების სახელით ხელმოწერილი იქნა ეგრეთ წოდებული პოტსდამის დეკლარაცია.
1945 წლის დამატებითი მობილიზაციის ჩატარების შედეგად იაპონიას წყნარი ოკიანის ფრონტზე
ჰყავდა 3-4 მილიონიანი არმია. 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ბრძოლები იაპონიის
მხრიდან მონაწილეობდა 80 000 ჯარისკაცი და ოფიცერი, ამერიკის - 500 000, 1317 გემი და 1727
თვითმფრინავი.

1945 წელს საბჭოთა არმიამ გაანთავისუფლა მანჯურია და დაიკავა კურილიის კუმძულები.


კვანტუნის არმიამ 80 000 ჯარისკაცი დაკარგა მოკლულთ სახით. 148 გენერალი 594 000 სამხედრო
ტყვედ ჩავარდა. 6 და 9 აგვისტოს დაიბომბა ქალაქი ხიროსიმა და ქალაქი ნაგასაკი.
1945 წლის 2 სექტემბერს აშშ-ს სამხედრო ხომალდზე შედგა იაპონიის კაპიტულაციის ცერემონიალი .
აქტს ხელი მოაწერეს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიგემიცუმ და გენერალური შტაბის
უფროსმა სიუმეგუმ. დამარცხებული იაპონიის კაპიტულაცია ხორციელდებოდა მხოლოდ ამერიკის
არმიების გამოყენებით. კაპიტულაციის შემდეგ ხელისუფლების სათავეში იდგა იმპერატორის
ნათესავი პრინცი ხიგასიკუნი (გენერალი).
ამერიკის საოკუპაციო ხელისუფლების მესვეური იაპონიაში მაკარტური დიდ დაპირებებს
აძლევდა იაპონელ ხალხს. მისი დირექტივა იყო მსხვილი მონოპოლიების ლიკვიდაცია
დეკარტელიზაცია რაც არ განხორციელებულა.

მთავარი დოკუმენტი რომელიც განსაზღვრავდა მოკავშირეების დამოკიდებულებას


იაპონიის მიმართ იყო 1946 წლის 26 ივლისს მიღებული პოცდამის დეკლარაცია. რითიც უნდა
ეხელმძღვანელათ ამერიკის საოკუპაციო ჯარებს, რაც ითვალისწინებდა :

1. ომის ყველა დამნაშავის, მინისტრის, ჩინოვნიკების, გენერლების, ადმირლების


მოხსნას თანამდებობებიდან;
2. იაპონიის განიარაღებას;
3. ქვეყნის დემოკრატიზაციას: სიტყვის, რელიგიისა და აზრის თავისუფლებას ,
მოქალაქის უფლებებისათვის პატივისცემას.

1946 წლის ამერიკის პროპაგანდის გავლენით იაპონიაში მიღებული იქნა ახალი


კონსტიტუცია.

იაპონიის ეკონომიკური აღორძინება (1950-1960)

კორეის ომი ასტიმულირებდა იაპონიის ეკონომიკურ განვითარებას. ექსპორტი გაიზარდა 10-


ჯერ. მაგრამ ეს დროებით მოცემულობით იყო გამოწვეული. შეიძლება ითქვას რომ იაპონია ამ
პერიოდის განმავლობაში მრეწველობის ტექნიკური და ტექნოლოგიური მიმართულებებით
ჩამორჩენა გაიზარდა კიდეც.

ამავე დროს მოხდა პოზიტიური ძვრებიც. იაპონურმა კორპორაციებმა დააგროვეს


ფინანსური რესურსი და გადაეწყვნენ სამოქალაქო წარმოებაზე . 1952 წლიდან იაპონიამ მიიღო
დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსი და შეძლო დამოუკიდებლად განესაზღვრა თავისი საბაჟო
პოლიტიკა.

1952 წელს იაპონიის მთავრობაში შექმნილი იყო საბჭო ეკონომიკის საკითხებში - ორგანო,
რომელიც კოორდინირებას უკეთებდა მთელ ეკონომიკურ პოლიტიკას შესაბამისი სახელმწიფო
ინსტიტუტების გავლით. ამ საქმეში ჩართული იყვნენ ასევე სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები ,
საკონსულტაციო პუნქტები და სხვა.

განვითარდა ბიზნესი. გამოვიდა შრომითი კანონმდებლობა, შემოღებული იქნა 8 საათიანი


სამუშაო დღე და სხვა.

კორეის ომის დამთავრების შემდეგ იაპონიის განვითარების ტემპი შესამჩნევად დაჩქარდა ,


დაიწყო ე.წ. „ძიმუს აყვავება“ (1954-57).

„ეკონომიკურ სასწაულს“ უწოდებენ მთელ მსოფლიოში იაპონიის ეკონომიკური ზრდის


უჩვეულო სწრაფი ტემპების პერიოდს.

კაპიტალდაბანდების სწრაფმა ტემპებმა და ტექნოლოგიურმა განვითარებამ 1960 წელს


საშუალება მისცა იაპონიას შესულიყო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების
ორგანიზაციის რიგებში.

იაპონია მტკიცედ იკავებდა მსოფლიოში ფოლადის, პლასტიკური მასების, სინთეტიკური


ბოჭკოების, ტელევიზორების, ელექტროხელსაწყოების წარმოებაში. მე -3 ადგილზე გავიდა
საავტომობილო მრეწველობის განვითარებაში. 1965 წელს იაპონია გავიდა საგარეო ბაზარზე და
დაიწყო იქ მასიური შეტევა. 1970 წელს იგი უკვე აწარმოებდა 5 მილიონ ავტომობილზე მეტს. თავისი
მიღწევები იაპონიამ წარადგინა საერთაშორისო გამოფენაზე „ექსპო - 70“, რომელიც ჩატარდა
ქალაქ ტოკიოში.

You might also like