მატერიალური ღირებულება ესსე

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ესკიზი პორტრეტისათვის

ესსეს თემა : სიმდიდრის,ქონეის მეტისმეტი სიყვარული


სულმდაბალ ადამიანად გვაქცევს და საკუთარ ადამიანურ
გრძნობებზე უარს გვათქმნევინებს.
ადამიანებს სხვადასხვაგვარი წარმოდგენა აქვთ იმის შესახებ, თუ
რა არის საუნჯე. ზოგიერთისთვის მთავარია მატერიალური
სიმდიდრე და ძალიან ბევრს ფიქრობს მიწიერი მოთხოვნილებების
დაკმაყოფილებაზე, რა ჭამოს, რა სვას, სად იცხოვროს; თუ ერთი
სახლი აქვს – ათი უნდა, თუ ერთი მანქანა აქვს – მეორეს შეძენაზე
ოცნებობს, თუ ფული დააგროვა – მეტის მოპოვების სურვილი
უჩნდება.სწორედ ამ მდგომარეობას ასახავს ნათლად ზაალ
სამადაშვილის ნაწარმოები ესკიზი პორტრეტისათვის,სადაც
მთხრობელი ერთი ბიჭია რომელიც დურგალი პაპის ძველ
ქორწინებამდელ ისტორიას გვიამობ. პაპას მეგობარი რომელიც 12
წლის შვილიშვილს წუნკალ და ძუნწ ვაჭარს აბარებს ხელობის
სასწავლად,მთხრობლის პაპა ამას არადადებითად აფასებს
რადგან მისი აზრით წელში უშნოდ მოხრასა და ქლესური ღიმილის
დასწავლებას სხვა ხელობის დს სჯობდა ყმაწვილისთვის. ერტი თვის
თავზე გიგო პაპას ჩაუცვამს თავისი ახალუხი და ბიჭის ამბის
გასარკვევად წასულა ვაჭრის სახლში სადაც არასახარბიელო
სურათი დახვედრია.ოჯახის დიასახლისი და ვასო სრულიად
გაპარტახებული,გაუბედურებული დახვდა სტუმარს თუმცა
გასაკვირი ის იყო რომ მასპინძელს ვაჭარს,ის უშაქრობა სტუმარს
ვითომ უფულობის გამო რომ ვერ მიართვა და ის მარხულობა
ნამდვილად არ ეტყობოდა. მოკლედ ამ სახლში ყველაპერი
გასაცოდავებული დახვედრია გიგო პაპას.თურმე ამ პელენწუკა
ვაჭარს შვილ-წვრილისთვისაც კი ენანებოდა ორიოდე ლუკმის
გაწირვა და უბარაქობის მოტანას იმიზეზებდა. სწორედ ვასოსგან ამ
ამბის გაგების შემდეგ გიგო პაპას ფიცხი და სამართლიანი ხასიათი
მეტად გამოაშკარავდა და ერთი კარგად გამოულანძღია
მასპინძელი,ბოლოს კი იის ახალუხის კალთა გადაუფარებია იმ
ბიჭისთის რომელსაც ვაჭრის მთელი ფართალიც კი არ ეყოფოდა
და წამოუყვანია იმ დაბრეცილი სახლიდან ბიჭი სახელად ვასო
რომელიც ხუთი წლის შემდეგ პირველ მსოფლიო ომში დაღუპულა.
სამწუხაროდ სწორედ ეს არის ზოგიერთი ადამიანის ბუნება,თუნდაც
ყველაფერზე წამსვლელი ორი კაპიკის ჯიბეში
მოსასროლად.საკუთარ გრძნობებსა და ღრებულებებზე უარს
გვათქმევინებს ორი ქაღალდის ნაფლეთი და სულმდაბალ
ადამიანად გვაქცევს წამის მეასედში.სწორედ აქ არის ამ თემის
მთავარი აზრიც რომ რაც არ უნდა იყოს არანაირ მატერიალურ
სიმდიდრეზე არ გაიცვლება ადამიანის ფასი ცხოვრებაში, ესაა ის
დაუწერელი კანონი რომელიც სამწუხაროდ დღევანდელ
რეალობაშიც კი უმეტესობა ამას ვერ აცნობიერებს.

You might also like