Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 2

არაბული ქვეყნების საარჩევნო ცენზი

საარჩევნო კანონმდებლობაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს საარჩევნო ცენზი — დადგე-


ნილი საკანონმდებლო მოთხოვნებისა და შეზღუდვების ერთობლიობა, რომლებიც უნდა დააკმაყო-
ფილოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე პირმა. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში საარჩევნო
კანონმდებლობა არ არის საყოველთაო. თვით ყველაზე დემოკრატიული ქვეყნების საარჩევნო კანონ-
მდებლობაც კი შეიცავს ისეთ დებულებებს, რომლებიც ზღუდავს ამომრჩეველთა და ასარჩევ კანდი-
დატთა შემადგენლობას. ეს შეზღუდვები გამოწვეულია ობიექტური აუცილებლობით. მაგ., მსოფლი-
ოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში საარჩევნო უფლება ეზღუდება პირს, რომელიც არის ფსიქიკურად
დაავადებული. არაბული ქვეყნები გავრცელდა ე.წ. „ფარული ცენზების“ სხვადასხვა ფორმა.
საარჩევნო კანონმდებლობის ფორმირების პირველ ეტაპზე ქალებს არ ჰქონდათ არჩევნებში მო-
ნაწილეობის უფლება. მაგ., 1920 და 1930 წლების სირიის საარჩევნო კანონით ხმის მიცემის უფლება
ჰქონდათ მხოლოდ მამაკაცებს. 1949 წლიდან ეს უფლება მიიღეს ქალებმაც. ჯერ კიდევ 1946 წელს მო-
იპოვეს ქალებმა არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჯიბუთიში, ხოლო 1952 წლიდან — ლიბანში
(დღემდე მათ აქვთ მხოლოდ ფაკულტატური საარჩევნო უფლება; ხმის მიცემა შეუძლიათ მხოლოდ
ქალებს, რომლებსაც აქვთ ელემენტარული განათლება). ეგვიპტის საარჩევნო კანონი 1956 წლიდან
ითვალისწინებდა ქალებისათვის ფაკულტატურ, ხოლო მამაკაცებისათვის — სავალდებულო საარ-
ჩევნო უფლებას.
საუდის არაბეთი იყო ერთადერთი არაბული ქვეყანა, სადაც ქალებს არ ჰქონდათ საარჩევნო
ხმის უფლება. თუმცა ეს უფლება მიეცემათ 2015 წლის ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებში. მრა-
ვალი არაბული ქვეყნის სამართალი ეფუძნება შარიათს. ამიტომ არ ცნობდნენ ქალების პოლიტიკურ
უფლებებს. ქუვეითის, ბაჰრაინის, არაბთა გაერთიანებული საამიროების კონსტიტუციებში დღემდე
არ არის ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ დებულება. არაბული ქვეყნების პარლამენტში
ქალები უფრო ნაკლებად არიან წარმოდგენილი, ვიდრე მამაკაცები. ეს ერთი მხრივ, დაკავშირებუ-
ლია ამ ქვეყნებში გავრცელებულ წარმოდგენასთან ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესახებ საზო-
გადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში და მეორე მხრივ, მათ რეალურად დაბალ პოლიტიკურ აქ-
ტივობასთან. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მრავალ ქვეყანაში ქალები ძირითადად ანტიდემოკრა-
ტიულ, კონსერვატორულ პარტიებს უჭერენ მხარს.
არაბული ქვეყნების საარჩევნო კანონმდებლობით ასაკობრივი ცენზი არ არის მაღალი — 18 წე-
ლი. სუდანში საარჩევნო ცენზი არის 17 წელი, ხოლო ქუვეითში — 20 წელი. ლიბანის კონსტიტუცი-
ით განსაზღვრულია 21 წელი, რაც ითვლება აქტიური საარჩევნო უფლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშ-
ვნელოვან შეზღუდვად არა მხოლოდ არაბულ ქვეყნებში, არამედ მსოფლიოში. რაც შეეხება გარემოე-
ბებს, რომლებიც ხელს უშლის საარჩევნო უფლების მოპოვებას, ისინი ერთნაირია ყველა ქვეყნის სა-
არჩევნო კანონმდებლობით. ესენია: ფსიქიკური მდგომარეობა, საარჩევო უფლების შეწყვეტა გარკვე-
ულ პერიოდში, ნასამართლევობა ღირსების ჩამორთმევის განაჩენით რეაბილიტაციამდე.
არაბულ ქვეყნებში საარჩევნო უფლება შეზღუდული აქვთ ნატურალიზებულ მოქალაქეებს.
არაბული ქვეყნების უმრავლესობა არ აძლევს უფლებას სამხედროებს მიიღონ მონაწილეობა არჩევ-
ნებში. ეს დაკავშირებულია არმიის მაღალ როლთან განვითარებადი ქვეყნების პოლიტიკურ პროცე-
სებში. ხელისუფლების სათავეში მოსული სამხედრო ელიტის შიგნით ბრძოლამ გამოიწვია სამხედ-
რო გადატრიალებები მთელ რიგ არაბულ ქვეყნებში.
თითქმის ყველა ქვეყანაში დაწესებულია განათლების ცენზი. ჩვეულებრივ ეს ცენზი ძალიან და-
ბალია: წერა-კითხვის ცოდნა. მხოლოდ ზოგიერთი ქვეყნის კონსტიტუცია აზუსტებს ამ ცოდნას და ამა-
ტებს სიტყვას — კარგად. კატარის კონსტიტუციით, უნდა შეეძლოს თავისუფლად წერა-კითხვა. ლიბან-
ში ეროვნული კრების დეპუტატობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს განათლება. თუმცა არ არის დაკონ-
კრეტებული განათლების დონე. ზოგიერთი არაბულ ქვეყანაში, მაგალითად სირიაში, კონსტიტუცია
უწესებს აუცილებელ მოთხოვნად პრეზიდენტობის კანდიდატს, რომ იყოს მუსლიმი და სირიელი

1
არაბი. ამით სხვა არამუსლიმური კონფესიების წარმომადგენლებს ავტომატურად უწყდებათ უფლე-
ბა არჩეული იყვნენ სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე.
არსებობს აგრეთვე საარჩევნო გირაო, რომელიც ჩვეულებრივ ითვლება კანდიდატის რეალური
მისწრაფების (დაიკავოს საარჩევნო თანამდებობა) დადასტურების ფორმად. იმ ქვეყნებში, სადაც რი-
გითი მოქალაქის შემოსავალი დაბალია, გირაო იქცევა დაბრკოლებად დამოუკიდებელი კანდიდატე-
ბისათვის. იორდანიაში მაგ., კანდიდატმა უნდა შეიტანოს 500 დინარი (დაახლ. 700 დოლარი). გირაო
ირიცხება სახელმწიფოს ხაზინაში და უკან არ ბრუნდება. ეს ცენზი დაწესებულია სხვა ქვეყნებშიც.
თუმცა კანონმდებლობა მხოლოდ თეორიული მხარეა და მთავარია კანონმდებლობით გათვა-
ლისწინებული დებულებების რეალიზება პრაქტიკაში.

You might also like