Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 51

მსოფლიო პოლიტიკა

 თანამედროვე საერთაშორისო სისტემის სათავეებთან


 თანამედროვე სუვერენული ერი-სახელმწიფოების სისტემა ჩამოყალიბდა დაახლოებით 300-500 წლის წინ
ევროპაში და მოგვიანებით მსოფლიოს თითქმის ყველა ნაწილში გავრცელდა. ევროპული
ცივილიზაციები ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთიდან იღებს სათავეს - ეგვიპტე, მესოპოტამია
(დღევანდელი ერაყის ტერიტორია), საბერძნეთი.
 პელოპონესის ომები - ძვ.წ. 431-404 წწ. ათენი VS სპარტა. აღწერა თუკიდიდემ - „ისტორია“.
 დაახ. 800 წ - ევროპაში „შუა საუკუნეების” ეპოქა; არაბეთის ცივილიზაციებში - ოქროს ხანა; თანგის
დინასტიის მმართველობის ქვეშ მყოფი ჩინეთი მაღალგანვითარებულ ცივილიზაციას წარმოადგენდა და
დასავლეთისაგან სრულიად დამოუკიდებლად განაგრძობდა არსებობას; იაპონია, რომელზეც დიდ
გავლენას ახდენდა ჩინეთის ცივილიზაცია, შოგანის დინასტიის მმართველობის ეპოქამდე (დაახ. 1200წ)
დამოუკიდებლად ვითარდებოდა; ლათინური ამერიკა - მაიას ტომების ცივილიზაცია (დაახლ. 100-900)
აცტეკები და ინკები (დაახლ. 1200 წ) - დასავლეთის გავლენისაგან დამოუკიდებლად ვითარდებოდნენ
1500 წლამდე (ესპანეთის მიერ ამ ტერიტორიების დაპყრობამდე); აფრიკაში დიდი სამეფოების აყვავების
ხანა იწყება ძვ.წ. 1000 წლიდან (განაში 600 წლიდან) და ევროპელი მონებით მოვაჭრეების ჩამოსვლის
დროს (1500 წ) უკვე მაღალგანვითარებულ ცივილიზაციებს წარმოადგენდნენ; არაბეთის იმპერიის ეპოქამ
(დაახლ. 600-1200წ) დიდი როლი ითამაშა ახლო აღმოსავლეთის საერთაშორისო ურთოერთობების
ჩამოყალიბებაში. ამ რეგიონის უდიდესი ნაწილი, რომელიც ერთ დროს იმპერიაში გაერთიანდა, ისლამის
რელიგიის ქვეშ მოექცა, რამაც განდევნა ევროპელი დამყრობლები – ჯვაროსნები. მე-16 საუკუნიდან
მოყოლებული მე-19 საუკუნის ჩათვლით აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი ოტომანთა იმპერიის
მმართველობის ქვეშ მოექცა. შედეგად ადგილობრივმა კულტურებმა, დაწესებული ხარკის სანაცვლოდ,
შედარებითი ავტონომია მოიპოვეს. იმპერიების ეპოქა მე-20 საუკუნემდე დიდ გავლენას ახდენდა
რეგიონზე.
 ევროპული ცივილიზაციის გავლენა მსოფლიოზე 1500 წლიდან (რენესანსის ეპოქიდან) დაიწყო. იმ
პერიოდის იტალიურმა ქალაქ-სახელმწიფოებმა სახელმწიფოთაშორისი ძალისმიერი პოლიტიკის წესები
კვლავ აამოქმედეს. აღწერა ნიკოლო მაიკიაველიმ. ფეოდალური გაერთიანების შედეგად წარმოიქმნა
დიდი ტერიტორიული ერთეულები (სახელმწიფოები), რომელსაც მართავდნენ მონარქები (ავტორიტარი
მმართველები). სამხედრო რევოლუციის შედეგად ჩამოყალიბდა თანამედროვე ჯარის სისტემა.
„მსოფლიოს აღმოჩენების“ ეპოქა დაიწყო მას შემდეგ, რაც ევროპელი მონარქების გემები ქვემეხებით
აღჭურვეს. 1750 წლის ინდუსტრიულმა რევოლუციამ დააჩქარა საერთაშორისო სისტემის,
იმპერიალიზმისა და ვაჭრობის განვითარება, ამავდროულად გაიზარდა კონფლიქტების რაოდენობაც.
ევროპის დამპყრობლურმა პოლიტიკამ განაპირობა მსოფლიოს ჩამოყალიბება ერთ ცივილიზაციად,
თავისი რეგიონალური და კულტურული სახესხვაობებით.
 1558 წელს ელიზაბედი დედოფლად ეკურთხა. მისი მამის (ჰენრი VIII-ის) მიერ დაწესებული რელიგიური
განსხვავებები კათოლიკებსა და ინგლისის ოფიციალურ ეკლესიას შორის ქვეყანაზე დამღუპველად
მოქმედებდა. ხაზინა თითქმის მთლიანად იყო დაცარიელებული, საგარეო პოლიტიკა კი პრაქტიკულად
აღარ არსებობდა. ქვეყანა საფრანგეთისა და ესპანეთის თავდასხმის საფრთხის წინაშე იდგა. ამას თან
ერთვოდა ამ უკანასკნელთა ინტრიგების ქსელი, რაც ახალგაზრდა დედოფლის კათოლიკე მონარქით
ჩანაცვლებას ისახავდა მიზნად. ელისაბედმა თავისი გამჭრიახი პოლიტიკისა და ქარიზმატული ხასიათის
წყალობით შეძლო ინგლისის კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური აღმავლობის მიღწევა. მისი
პოლიტიკა რელიგიასთან მიმართებაში ტოლერანტულობით გამოირჩეოდა. მან ხელი შეუწყო
ნიდერლანდებში ესპანეთის წინააღმდეგ წამოწყებულ პროტესტანტურ აჯანყებას, რითაც განამტკიცა

1
ინგლისის სავაჭრო პოტენციალი და საზღვაო ძალები. ამან 1588 წელს ინგლისს ესპანეთის უძლეველ
არმადაზე გამარჯვება მოაპოვებინა. ელისაბედი; ,,მართალია სხეულით სუსტი და უმწეო ქალი ვარ,
მაგრამ გული და ნებისყოფა მეფის, თანაც ინგლისის მეფისა მაქვს და არა მგონია, რომელიმე ევროპელმა
პრინცმა ჩემი სამეფოს საზღვრების ხელყოფა გაბედოს”. ელისაბედი არ დაქორწინებულა, რაც დიდად
ეხმარებოდა თავისი ინტერესების გატარებაში. მემკვიდრედ განიხილავდა შოტლანდიის დედოფალ
მარიამს. თუმცა მას ღალატში დასდეს ბრაკი და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ელისაბედმა (განაჩენის
შესრულება არ უბრძანებია, თუმცა მასთან დაახლოებულმა პირებმა თავი მოჰკვეთეს). შემდეგ
განიხილავდა მარიამის ვაჟს, ჯეიმსს. თუმცა, სიცოცხლის ბოლო წუთამდე გაურკვეველი დარჩა მისი
საბოლოო გადაწყვეტილება. ელისაბედის გარდაცვალების მომენტში 1603 წლისთვის - ინგლისმა
შინაომებით გადაღლილი კუნძულ-სახელმწიფოდან მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოდ მოასწრო
ჩამოყალიბება.
 ოცდაათწლიანი ევროპული ომი და ვესტფალიის ზავი - მე-16 საუკუნის დასაწყისისთვის ევროპა
პროტესტანტულმა აჯანყებებმა მოიცვა, რომლებიც რომაული კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ იყო
მიმართული. პროტესტანტიზმის თეორეტიკოსების - ლუთერის, კალვინის, ცვინგლის ნაშრომების
გამოქვეყნებით დასავლეთ ევროპაში კათოლიციზმს სერიოზული მეტოქე გამოუჩნდა. დოქტრინულ
განსხვავებებს თან ერთვოდა ადამიანების აღშფოთება კათოლიკურ ეკლესიაში გამეფებული
მექრთამეობის გამო, რასაც ახალი რელიგიური მიმდინარეობის ლიდერები მოხერხებულად იყენებდნენ
საკუთარი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად. ერთ-ერთი ასეთი მმართველი იყო ინგლისის
მეფე ჰენრი VIII, რომელმაც 1534 წელს ინგლისის ეკლესია შექმნა და თავი მის მეთაურად გამოაცხადა.
ევროპის დანარჩენი მონარქებისათვისაც თანდათანობით მძიმე გახდა ის პრეტენზიები, რასაც მათ
ტერიტორიებზე აცხადებდა რომაული ეკლესია და საღვთო რომის იმპერია. ეს უკანასკნელნიც თავის
მხრივ სათანადოდ აფასებდნენ საერო მმართველების მიერ მათი სამფლობელოების დანაწევრების
საფრთხეს და შესაბამისი ზომების მიღებას ცდილობდნენ. დაპირისპირება და რეპრესიები
საბოლოოდ ოცდაათწლიან ომში გადაიზარდა (1618-1648).
ეს ომი წარმოადგენდა კატასტროფას ევროპის მასშტაბებით, ვინაიდან მოსახლეობის დაახლეობით
ერთი მესამედი - ანუ 8 მილიონი ადამიანი შეეწირა. ომი საღვთო რომის იმპერიის გერმანულ მიწებზე
მცხოვრებ პროტესტანტებსა და კათოლიკებს შორის შეჯახებით დაიწყო. მოგვიანებით კონფლიქტის
მხარეებად იქცა ავსტრია, ინგლისი, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ესპანეთი და შვედეთი. მონაწილეთა
უდიდესი ნაწილისთვის მთავარ მოტივაციას არა რელიგია, არამედ პოლიტიკური ძალაუფლების
შენარჩუნება და გაზრდა წარმოადგენდა.
1648 წელს ხელი მოეწერა ვესტფალიის ზავს: მოცემული ხელშეკრულებით საფუძველი ჩაეყარა ორი
მნიშვნელოვანი საერთაშორისო პრინციპის - სუვერენიტეტისა და კოლექტიური უსაფრთხოების
აღიარებას სახელმწიფოების მიერ. დადგინდა, რომ სახელმწიფოები სუვერენიტეტით სარგებლობენ, ანუ
დაუშვებელია მათ შიდა საქმეებში ჩარევა. ვესტფალიური სისტემის ამოსავალი წერტილი არის
სახელმწიფოს ან კოალიციის უნარი დააბალანსოს სხვა სახელმწიფოს ძალები ისე, რომ არ მოხდეს მცირე
ზომის ერთეულების შთანთქმა და უნივერსალური იმპერიის შექმნა. ძალთა წონასწორობის ამგვარ
სისტემაში ყურადღება კონცენტრირებულია დიდ სახელმწიფოებზე, რომელთაც გააჩნიათ ძლიერი
სამხედრო ძალა, გლობალური ინტერესები, შეხედულებები და მჭიდრო ურთიერთობა ერთმანეთთან.
საუკუნეების განმავლობაში სისტემის წევრები მუდმივად იცვლებოდნენ, რაც არ ითქმის სისტემის
სტრუქტურასა და წესებზე. სტრუქტურა ემყარება ძალების დაბალანსებას ექვს ძლიერ სახელმწიფოს
შორის, რომელნიც ქმნიან და შლიან ალიანსებს, აწარმოებენ ომებს, ამყარებენ მშვიდობას და არ აძლევენ
სისტემის მდგრადობისთვის მნიშვნელოვანი ქვეყნების დაპყრობის უფლებას სხვა სახელმწიფოებს.

2
ხელშეკრულებით ასევე დადგინდა ისიც, რომ კოლექტიური უსაფრთხოების მოთხოვნიდან
გამომდინარე, ყველა სახელმწიფო ვალდებული იყო წინ აღდგომოდა რომელიმე წევრის აგრესიულობას
და იზრუნებდა სტატუს ქვოს აღდგენაზე. 1990-1991 წლების სპარსეთის ყურის მოვლენები ცხადყოფენ
დღემდე ამ პრინციპის მნიშვნელობას. ერაყის მიერ კუვეიტის დაპყრობამ მსოფლიო საზოგადოებაში
აღშფოთება გამოიწვია სუვერენიტეტის პრინციპის დარღვევის გამო. მართალია, გაეროს ნებართვით
შესაძლებელი გახდა სამხედრო ძალის გამოყენება და კუვეიტის დამოუკიდებლობის აღდგენა,
ორგანიზაციამ დაუშვებლად სცნო თავად ერაყის შიდა-სახელმწიფოებრივ პროცესებში ჩარევა.
ვესტფალიის ზავით დაარსებული სუვერენიტეტის ცნება თანამედროვე ერი-სახელმწიფოს შექმნის
უმთავრეს ფაქტორს წარმოადგენს.
სუვერენიტეტისა და კოლექტიური უსაფრთხოების ცნებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ანარქიულ
საერთაშორისო სისტემაში (რაც ერთიანი მსოფლიო მთავრობის არარსებობას გულისხმობს), სადაც
სუვერენიტეტის პრინციპი ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია, ყოველი სუბიექტი საკუთარი
ინტერესებით მოქმედებს. არ არსებობს მექანიზმი, რომელიც დანარჩენ სუბიექტებს აიძულებს დაეხმარონ
ერთმანეთს. თუ ყველა სახელმწიფო საკუთარი ინტერესებით იმოქმედებს, მაშინ განსხვავებული
ინტერესების მქონე ქვეყნების მორიგება თითქმის წარმოუდგენელი გამოდის. მეტიც, ომის დაწყების
შემთხვევაში, ყოველი სახელმწიფო ეცდება იმ მხარეს მიემხროს, ვისი გამარჯვებაც თანხვედრაშია მის
ეროვნულ ინტერესებთან. ეს კი დროში გაწელილი კონფლიქტებისა და მერყევი ალიანსების არსებობას
და საერთაშორისო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას ართულებს.
 კოლონიალიზმის სათავეებთან: ევროპული იმპერიალიზმის პირველი ტალღა - იმპერიალიზმი
წარმოადგენს ერთი სახელმწიფოს მიერ საკუთარი ეროვნული ძალაუფლების გავრცელებას
ტერიტორიალური ზრდის, ან სხვა ერებზე პოლიტიკური და ეკონომიკური ჰეგემონიის მოსაპოვებლად.
კაცობრიობის ისტორიის მანძილზე მრავალი იმპერია აღზევდა და დაეცა. მაგალითად, ეგვიპტის,
სპარსეთის, რომის, ჩინეთის, მონღოლეთის, აცკეტებისა და ინკების იმპერიები. მიუხედავად მათი
სიდიდისა, მოცემული იმპერიები ერთმანეთისაგან იზოლაციაში არსებობდნენ, რასაც ხელს
გეოგრაფიული ფაქტორები უწყობდა.
1492 წელი - კოლუმბმა აღმოაჩინა ამერიკა.
ევროპასა და აზიას შორის მიმდინარეობდა ვაჭრობა. გადიოდა სახმელეთო გზა - აზიასა და ახლო
აღმოსავლეთზე, შემდეგ კი ხმელთაშუა ზღვით მიემართებოდა ევროპისაკენ. როდესაც იგი ოტომანთა
გაფართოებულ იმპერიაში მოხვდა, პორტუგალიის უფლისწულმა, ჰენრი ნავიგატორმა ვაჭრობისა და
დომინიონების მოპოვების მიზნით სპეციალური ნავიგაციის ცენტრი დააარსა. აქ რამდენიმე
მნიშვნელოვანი ნავიგაციური სიახლე გამოიგონეს - მათ შორის იყო სექსტანტი, რომლის მეშვეობითაც
მეზღვაურებს ვარსკვლავების საშუალებით შეეძლოთ გზის გაკვლევა. ამან ხომალდებს საშუალება მისცა
მანამდე უცნობი წყლები გამოეკვლიათ. როდესაც ევროპული ხომალდები დანიშნულების ადგილს
მიაღწევდნენ, იმ დროის უახლესი ტექნოლოგიების - ზარბაზნებისა და ცეცხლსასროლი იარაღის
დახმარებით ადვილად შეეძლოთ როგორც თავდაცვა, ისე ადგილობრივი მოსახლეობის დამორჩილება.
პორტუგალიელი მოგზაურები ბართოლომეო დიასი და ვასკო და გამა პირველები იყვნენ, რომლებმაც
1487-98 წლებში კეთილი იმედის კონცხით შემოუარეს აფრიკას და ამით აღმოსავლეთისაკენ მიმავალი
ახალი საზღვაოსნო მარშრუტი აღმოაჩინეს, რომელიც ინდოეთის ოკეანეზე გადიოდა.
ქრისტეფორე კოლუმა გადაწყვიტა, დასავლეთისაკენ გაეცურა და ამგვარად მოხვედრილიყო
აღმოსავლეთში - იაპონიასა და ჩინეთში. თუმცა იმ დროისათვის არსებულ ხომალდებს არ შეეძლოთ
იმდენი საკვების მარაგის ზიდვა, რაც ასეთი ხანგრძლივი მგზავრობისათვის იყო აუცილებელი.
მართალია კოლუმბმა აღმოსავლეთს ვერ მიაღწია მაგრამ შემთხვევით გზაში ამერიკის კონტინენტს

3
გადააწყდა, სადაც მართალია აბრეშუმი და სანელებლები ვერ აღმოაჩინა, მაგრამ სამაგიეროდ უამრავი
ბუნებრივი რესურსი და ნაყოფიერი მიწა დახვდა. ამერიკა ვაჭრობისა და დაპყრობებისათვის
მიმზიდველი კონტინენტი აღმოჩნდა. შედეგად ესპანეთმა და პორტუგალიამაც საკუთარი დაპყრობითი
პოლიტიკა წამოიწყეს. ესპანეთმა და პორტუგალიამ 1494 წელს ტორდესილიის ხელშეკრულება დადეს,
რომლის მიხედვითაც მსოფლიო ჩრდილოეთად და სამხრეთად ნახევარსფეროებად გაიყო
(დაპირისპირების თავიდან ასარიდებლად). გამყოფი ხაზი პირობითად ზორის კუნძულებიდან
(ატლანტიკის ოკეანეში არსებული კუნძულები, რომლებიც იმ დროისათვის პორტუგალიის საკუთრებას
წარმოადგენდა) 300 მილით დასავლეთით იყო. ესპანეთმა ამ ხაზის დასავლეთით მდებარე მიწები
ირგუნა, პორტუგალია კი აღმოსავლეთ ტერიტორიებს დასჯერდა. ესპანეთმა კონტროლი „,ახალ
სამყაროზე“ დაამყარა, პორტუგალიამ კი აფრიკა და ინდოეთის ოკეანე, ამასთან ახალი სავაჭრო
მარშრუტიც დაისაკუთრა. მე-16 საუკუნეში ესპანეთს აცტეკებისა და ინკების იმპერიების დაპყრობამ
უამრავი სიმდიდრე შესძინა, რაც ამავდროულად ადგილობრივი ადამიანებისათვის დამონებას და
თითქმის ფიზიკურ განადგურებას უდრიდა. ახალ მიწაზე შეძენილმა სიმდიდრემ ესპანეთი მე-16
საუკუნის ევროპის უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია, თუმცა ესპანეთის ვრცელი იმპერია საკმაოდ რთული
სამართავი აღმოჩნდა და 1588 წელს ესპანური არმადის დამარცხების შემდეგ ესპანეთის ძალაუფლება
მკვეთრად შეიზღუდა. ამ დროის თვის აღმავლობის გზას დაადგა ჰოლანდიის იმპერია, რომელმაც მე-17
საუკუნისათვის სანელებლებით მდიდარ აღმოსავლეთ ინდოეთზე (ახლანდელი ინდონეზია)
კონტროლის მოპოვება შეძლო. თუმცა ვაჭრობისა და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად,
აღმოჩნდა რომ პორტუგალიასა და ჰოლანდიას საკმაო მოსახლეობა და რესურსები არ აღმოაჩნდა
კოლონიების დასაცავად და შესანარჩუნებლად. 1700 წლისთვის კოლონიებისათვის ბრძოლაში აქტიურად
ჩაერთო ორი ძლიერი სახელმწიფო - ბრიტანეთი და საფრანგეთი. როგორც ბრიტანეთს, ისე საფრანგეთს
ჰქონდა თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები, რომლებსაც აქტიურად იყენებდა კოლონიებისათვის
ბრძოლაში. ბრიტანეთს, როგორც კუნძულ-სახელმწიფოს ადვილად შეეძლო არ ეზრუნა დიდი
სახმელეთო ჯარის შექმნაზე და მთელი ყურადღება ფლოტზე გადაეტანა. მეტიც, ბრიტანეთს
ნედლეულისა და საკვების დიდი ნაწილის იმპორტირება უხდებოდა, რაც აორმაგებდა მის ინტერესებს
ვაჭრობის გაფართოებაში. ბრიტანეთისაგან განსხვავებით, საფრანგეთი კონტინენტურ სახელმწიფოს
წარმოადგენდა, რომლის საზღვრები განუწყვეტელ დაცვას საჭიროებდა, ამის გამო რესურსების დიდი
ნაწილი რეგულარული არმიის შენახვას ხმარდებოდა. ამიტომ, ფრანგული ფლოტი ინგლისურს
ძლიერებით აშკარად ჩამოუვარდებოდა. მეტიც, საფრანგეთი საკვებით ძირითადად
თვითუზრუნველყოფილი ქვეყანა იყო, ამის გამო ეკონომიკურ საკითხებში საფრანგეთი უფრო
კარჩაკეტილი გამოდგა, მაშინ როდესაც ბრიტანეთში მოსახლეობის ზრდა და საცხოვრებელი ადგილის
სივიწროვე ზღვის გადაღმა კოლონიებში განსახლებასა და ემიგრაციას უწყობდა ხელს. ამ ფაქტორების
ხელშეწყობით, ბრიტანეთმა კოლონიალური თვალსაზრისით საფრანგეთზე აშკარა უპირატესობა
მოიპოვა და მე-18 საუკუნეში მსოფლიოს ჰეგემონ სახელმწიფოდაც ჩამოყალიბდა.
 დიდი სახელმწიფოს სტატუსისთვის აუცილებელია შედარებით ვრცელი ტერიტორიის,
მრავალრიცხოვანი მოსახლეობის, კარგად ორგანიზებული სამხედრო ძალის და ძლიერი ეკონომიკის
არსებობა. ჩამოთვლილთაგან მხოლოდ ერთი კრიტერიუმის არსებობა იმის მიმანიშნებელია, რომ ქვეყანა
დიდხანს ვერ შეძლებს საერთაშორისო სისტემაში გავლენის შენარჩუნებას. ამის კარგ მაგალითს
წარმოადგენს მე-17 საუკუნის ჰოლანდია, რომელსაც მიუხედავად უძლიერესი ეკონომიკისა დიდხანს არ
დასცალდა ძალაუფლების შენარჩუნება, მხოლოდ იმიტომ რომ მისი მეზობელი საფრანგეთი მეტ
ტერიტორიებს ფლობდა. ამასთან ჰოლანდიას ძალიან გაუჭირდა საერთაშორისო ვაჭრობაში ინგლისთან
მეტოქეობაც. იგივე ითქმის შვედეთზეც, რომელიც 30-წლიანი ომის დასასრულს დიდი სიმდიდრის და

4
ძლიერი არმიის მფლობელი იყო, მაგრამ მოსახლეობის სიმცირის გამო ვერ შეძლო დიდი სახელმწიფოს
სტატუსის შენარჩუნება.
 მე-18 საუკუნეში კონფლიქტის ინტენსიურობას გამორიცხავდა ევროპელი მონარქების ,,საერთო
კულტურა”, შეზღუდული ტექნოლოგიები და დაქირავებული ჯარების არსებობა. თუმცა სამი დიდი
კონფლიქტი უნდა გამოვყოთ: 1. „ესპანეთის ტახტის მემკვიდრეობისათვის ომი“ (1701-1714), რომელიც
ოცდაათწლიანი ომის შემდეგ ყველაზე სისხლისმღვრელი კონფლიქტი გამოდგა. ომის მიზეზს
წარმოადგენდა დაპირისპირება ესპანეთის ტახტის მემკვიდრის თაობაზე, რომელიც მეფე ჩარლზ II-ის
გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. საფრანგეთის მეფე ლუი XIV-მ თავად ესპანეთის თანხმობით და
მხარდაჭერით სცადა ტახტზე თავისი შვილიშვილის, ფილიპეს აყვანა, მაგრამ ამას წინ აღუდგა „დიდი
ალიანსი“, რომელიც ავსტრიას, ბრიტანეთს და ნიდერლანდებს აერთიანებდა. მოგვიანებით ალიანსს
პორტუგალია და სხვა ქვეყნებიც შეუერთდა. საბოლოოდ ზავის საფუძველზე მოგებული ალიანსის წევრი
ქვეყნები დარჩნენ. საფრანგეთსა და ესპანეთს მნიშვნელოვან ტერიტორიულ და ეკონომიკურ
დათმობებზე წასვლამ მოუწია, რამაც ბრიტანეთსა და ავსტრიას დიდი სარგებლობა მოუტანა.
2. ,,ომი ავსტრიის ტახტის მემკვიდრეობისათვის” (1740-1748). ავსტრიის მეფისა და საღვთო რომის
იმპერატორის, ჩარლზ VI-ის სიკვდილს მოყვა. ავსტრიაში დაწყებული არეულობით პრუსიის მეფემ
ფრიდრიხმა (შემდგომში ფრიდრიხ დიდმა) ისარგებლა და ავსტრიას სილეზიის ნაყოფიერი მიწები
წაართვა. ფრიდრიხ დიდი, ბევრი სხვა მმართველის მსგავსად, შეთავსებით იყენებდა ხან დიპლომატიას,
ხან ომის პოლიტიკას იმის მიხედვით, თუ რისი შესაძლებლობა იყო კონკრეტულ ვითარებაში. ფრიდრიხ
დიდი: „თუ რამეს მოვიგებთ პატიოსნებით, პატიოსნები ვიქნებით; თუ სიცრუე გამოგვადგება -
მატყუარებიც გავხდებით“.
პრუსიის მიერ სილეზიის დაპყრობას საფრანგეთმა და ესპანეთმა მხარი დაუჭირეს, ბრიტანეთმა და
ავსტრიამ კი საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავა. შედეგად დაიწყო ე.წ. ,,ომი ავსტრიის ტახტის
მემკვიდრეობისათვის” (1740-1748), ამჯერად ბრძოლის ასპარეზს ევროპის გარდა ამერიკა და აზიაც
წარმოადგენდა. ომი ,,აიქს-ლა-შაპელის” სამშვიდობო ხელშეკრულებით დამთავრდა, რომელმაც ახალი
პრობლემა წარმოშვა, კერძოდ ხელშეკრულებით მხარეები ომამდელ პოზიციებს უნდა დაბრუნებოდნენ,
ასე რომ სილეზია კვლავაც პრუსიის მფლობელობაში დარჩა.
3. შვიდწლიანი ომი (1756-1763), რომელსაც ამერიკაში ასევე „ფრანგებისა და ინდიელების ომის“
სახელითაც იცნობენ. ავსტრიის, საფრანგეთი, რუსეთი VS პრუსია. ზავი. დაზავების შემდეგ
საფრანგეთმა ზოგიერთი კოლონიის დაბრუნება მაინც შეძლო, მაგრამ ინდოეთი და მთელი კანადა
ბოლომდე ბრიტანეთის საკუთრებაში დარჩა.
 ომის შემდეგ და რევოლუციის დაწყებამდე - ბრიტანეთმა ომების დროს დაგროვილი ვალების გადახდის
მიზნით ამერიკელი კოლონისტებისათვის გადასახადების მომატება დაიწყო, რაც მათ დიდ
უკმაყოფილებას იწვევდა. ცნობილი „გადასახადები წარმომადგენლობის გარეშე“ სწორედ შვიდწლიანი
ომის ხარჯების გასტუმრებას ემსახურებოდა, რასაც 1760-1770-იან წლებში აჯანყებების სერია მოყვა. 1776
წელს, ამერიკის განმათავისუფლებელი ომის დაწყებაში საფრანგეთმა ბრიტანეთის დასუსტების
უნიკალური შესაძლებლობა დაინახა. აჯანყებულების დახმარებით საფრანგეთი თავის სასარგებლოდ
იმედოვნებდა ევროპულ ძალთა წონასწორობის შეცვლას. პარიზი არამარტო იარაღითა და ოქროთი
ეხმარებოდა ამერიკელებს, არამედ საომარ მოქმედებებშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა. ამან
ბრიტანეთი აიძულა ძალები რამდენიმე ფრონტზე გადაენაწილებინა, რამაც ამერიკაში მყოფი ჯარების
მომარაგება ბევრად გაართულა. 1783 წელს დაიდო პარიზის (ვერსალის) ზავი. ბრიტანეთი ამერიკის
დამოუკიდებლობას სცნობდა და საფრანგეთს რამდენიმე კოლონიას გადასცემდა.

5
მეფე ლუი XVI-მ გადასახადების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, ამან ქვეყანაში სერიოზული
პოლიტიკური და ფინანსური კრიზისი გამოიწვია. კრიზისი რევოლუციაში გადაიზარდა, რომელმაც
შეცვალა ფრანგული პოლიტიკა და საზოგადოება, ერი-სახელმწიფოს ცნება და სახელმწიფოთა
ურთიერთობების ძირითადი პრინციპები.
 საფრანგეთის რევოლუცია - მიზეზი: ის ვალები, რომელიც საფრანგეთმა ამერიკის
დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერიოდში დააგროვა. 1789 წლის მაისში მეფე ლუი XVI-მ
გადასახადების გაზრდის მიზნით პარლამენტი შეკრიბა, რომელიც დიდებულებისგან, სასულიერო
პირებისა და მოქალაქეებისაგან შედგებოდა და რომელიც 1614 წლის შემდეგ აღარ იყო მოწვეული.
შეხვედრაზე მთავარ ძალას სამღვდელოება და წარჩინებულთა ფენა წარმოადგენდა, რომლებიც არა
მარტო სტატუსის შენარჩუნებას, არამედ სამეფო ხელისუფლების შევიწროების ხარჯზე საკუთარი
უფლებების გაზრდასაც მოითხოვდნენ. გადასახადებისაგან იყვნენ განთავისუფლებულები და მხოლოდ
იმ შემთხვევაში თანხმდებოდნენ მათ გადახდას, თუ გაიზრდებოდა მათი როლი სახელმწიფო
მმართველობაში.
მეფის ავტორიტეტის შელახვით წარჩინებულმა ფენებმა ისეთი ძალები მოიყვანეს მოძრაობაში,
რომელთა გაკონტროლებაც უკვე აღარავის შეეძლო. პოლიტიკურად და ეკონომიკურად შეზღუდულმა
საშუალო და ქვედა ფენებმა ქვეყანაში დაწყებული არეულობა გამოიყენეს და საკუთარი მოთხოვნების
წამოყენება დაიწყეს. პარიზი აჯანყებებმა და დემონსტრაციებმა მოიცვა, 1789 წლის 14 ივლისს კი
აჯანყებულმა ბრბომ დაარბია ბასტილიის ციხე. 1793 წელს მეფე ლუი XVI და დედოფალი მარია
ანტუანეტა სიკვდილით დასაჯეს.
რევოლუცია ორი პოლიტიკური იდეოლოგიით იყო შთაგონებული. 1. ლიბერალური
მსოფლმხედველობა - მთავრობას ძალაუფლება გადაეცემოდა ხალხის მიერ, ამიტომ ჩვეულებრივ
ადამიანებს მეტი გავლენა უნდა ჰქონოდათ მთავრობის მოქმედებებზე. 2. ნაციონალიზმი - მოქალაქეებს
მოუწოდებდა სამშობლოს და არა მონარქის ერთგულებისაკენ.
ჩამოყალიბდა ახალი პოლიტიკური წესრიგის იდეა, რომლითაც სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს
ელემენტს წარმოადგენდა მოსახლეობა. ახალადწარმოშობილი რესპუბლიკის სათავეში მოსასვლელად
რამდენიმე ფრაქცია იბრძოდა. რადიკალები - რობესპიერის მეთაურობით სახალხო სუვერენიტეტს
მოითხოვდნენ, რაც იმდროინდელი ევროპისათვის სრულიად ახალ მოვლენას წარმოადგენდა. ნაკლებად
რადიკალური ფრთა კი მთავრობის არისტოკრატიულ-რესპუბლიკურ ფორმას უჭერდა მხარს.
1793 წელს „ტერორის მეფობის“ ხანა.
1793 წლის აგვისტო - გამოიცა დეკრეტი, რითაც ქვეყნის მთელი რესურსები მთავრობის ერთპიროვნულ
მმართველობაში გადავიდა. არმიაში იმსახურებდნენ ერისა და სამშობლოს სახელით მებრძოლი
მოქალაქეები. ომი ეროვნული ინტერესების დასაცავად წარმოებდა და ამისათვის ხდებოდა მთელი
ეროვნული რესურსების მობილიზაცია. საფრანგეთი მე-18 საუკუნის მიწურულს ჩამოყალიბდა
როგორც „საჭურველში ჩამჯდარი ერი“.
საფრანგეთი გაერთიანდა დევიზით „თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა“. საფრანგეთის რევოლუციის
მომდევნო ორი ათწლეულის მანძილზე ევროპაში ომები მძვინვარებდა. ამ პერიოდში საფრანგეთს ორი
უპირატესობა ჰქონდა: 1. ძალების სრული მობილიზაცია და 2. მოწინააღმდეგეთა შორის არსებული
უთანხმოებები.
 ნაპოლეონის ხანა - ნაპოლეონმა კარგად გამოიყენა საფრანგეთის რესპუბლიკის სამხედრო
წარუმატებლობა და გაზრდილი ვალები. 1799 წელს სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო და
დიქტატორული მმართველობა დაამყარა.

6
შიდა ძალაუფლების განმტკიცების შემდეგ ბონაპარტმა ნაპოლეონის ომები წამოიწყო (1803-1815).
ნაპოლეონი რომის იმპერიის პრინციპებს დაუბრუნდა და დამარცხებული სახელმწიფოების სრულ
დამორჩილებას და ოკუპაციას მიჰყო ხელი. ხშირად ნაპოლეონი დაპყრობილი ქვეყნების
მმართველებად საკუთარ ნათესავებს ნიშნავდა, მაგალითად, ესპანეთს მისი ძმა მართავდა, ნეაპოლს კი
სიძე. ნაპოლეონმა ფორმალური სტატუსის მიღება 1804 წელს მოახერხა, როდესაც საფრანგეთის სენატმა
ის იმპერატორ ნაპოლეონ I-ად გამოაცხადა.
1806 წელი - ნაპოლეონმა თითქმის მთლიანი ევროპის დამორჩილება შეძლო. აკრძალა ბრიტანული
საქონლის იმპორტირება, რითაც კონტინენტური სისტემა დაამყარა, რომელიც ევროპაზე საფრანგეთის
გავლენის ზრდასა და ბრიტანეთის ძალაუფლების შესუსტებას ისახავდა მიზნად.
1810 წელი - ნაპოლეონის იმპერია ზენიტში. მოიცავდა ესპანეთს, გერმანიის დასავლეთსა და სამხრეთს,
იტალიის უდიდეს ნაწილს, ნიდერლანდებს, შვეიცარიასა და ვარშავის დიდ საჰერცოგოს (ნაპოლეონის
ინიციატივით აღდგენილ პოლონურ სახელმწიფოს). იმპერიის მოკავშირეებად ავსტრია, დანია, ნორვეგია
და პრუსია ითვლებოდა.
1805 წელი - ტრაფალგარის ბრძოლა. ბრიტანეთი VS საფრანგეთი-ესპანეთი. ბრიტანეთმა გაიმარჯვა.
დაიბრუნა საზღვაო პირველობა.
ნაპოლეონის ძალაუფლებას სამი ფაქტორი უქმნიდა საფრთხეს. 1. კონტინენტური სისტემა
კონტროლირებად ტერიტორიებზე უკმაყოფილებას იწვევდა, ვინაიდან ისინი ბრიტანეთთან და მის
კოლონიებთან ვაჭრობით დიდ მოგებას ნახულობდნენ. 2. საფრანგეთს გაუჭირდა ესპანეთისა და
პორტუგალიის დამარცხება ხანგრძლივ და სისხლისმღვრელ ,,აპენინის ნახევარკუნძულის ომში”.
ნაპოლეონი ესპანეთში 1808 წელს შეიჭრა, მისი ძმის წინააღმდეგ დაწყებული აჯანყების ჩასახშობად,
ამასთანავე, ნაპოლეონის გეგმებში შედიოდა ეიძულებინა პორტუგალია უარი ეთქვა ბრიტანეთის
მოკავშირეობაზე და ისიც ანტი-ბრიტანულ კონტინენტურ სისტემაში მოექცია. ესპანეთის ჯარი სუსტი და
ცუდად ორგანიზებული იყო, თუმცა საქმეში ბრიტანეთი ჩაერია. ფრანგები ყოველ ნაბიჯზე
აწყდებოდნენ პარტიზანების წინააღმდეგობას. ამ ომს „ესპანური წყლულის“ სახელით მოიხსენიებდნენ,
თუმცა შეგვიძლია „ნაპოლეონის ვიეტნამი” დავარქვათ. 3. ნაპოლეონის ამბიციები და რუსეთთან
დაშვებული შეცდომა: 1812 წლის ივნისში ნაპოლეონმა 500 000-იანი არმიით შეუტია რუსეთს. თავიდან
რუსული ჯარი აღმოსავლეთით იხევდა და სექტემბერში ნაპოლეონმა მოსკოვის აღება შეძლო. თუმცა
დედაქალაქის დატოვებამდე რუსებმა ,,გადამწვარი მიწის” ტაქტიკას მიმართეს. ნაპოლეონის არმია,
რომელიც შორს იყო თავისი ქვეყნიდან და მომარაგების ნაკლებობას განიცდიდა, იძულებული გახდა
უკან გაბრუნებულიყო. პოლონეთისაკენ მიმავალ გზაზე იმპერატორის არმია თითქმის მთლიანად
გაანადგურა კაზაკების კავალერიის თავდასხმამ და რუსულმა ზამთარმა. 1812 წლის ბოლოს,
პოლონეთამდე მხოლოდ არმიის მეათედმა - 40 000-მა ჯარისკაცმა მიაღწია.
ორ ფრონტზე - რუსეთსა და აპენინის ნახევარკუნძულზე ბრძოლამ საფრანგეთის არმიას ძალა
გამოაცალა, დაიწყო მისი დაშლა. ამას საფრანგეთის ყოფილი მოკავშირეების გაერთიანება და იმპერიის
წინააღმდეგ გამოსვლა მოყვა. მართალია რუსეთის, ავსტრიის, პრუსიისა და შვედეთის ჯარებიც საკმაოდ
იყო დასუსტებული და არანაირი სურვილი არ ჰქონდათ ნაპოლეონს გასდევნებოდნენ, ბრიტანეთის
ფინანსურმა დახმარებამ გაჭრა. 1814 წელს სამხრეთსა და აღმოსავლეთში განლაგებულმა ნაპოლენის
ჯარებმა უკან დახევა დაიწყო. მარტში პარიზი ანტი-ფრანგულმა კოალიციამ დაიკავა და 6 აპრილს
ნაპოლეონმა იმპერატორობაზე უარი განაცხადა.
1814 წლის 30 მაისი - პარიზის პირველი სამშვიდობო ხელშეკრულება.საფრანგეთი უარს ამბობდა 1792
წლის შემდეგ დაპყრობილ ტერიტორიებზე. საფრანგეთის ტახტზე ლუი XVIII ავიდა.

7
ნაპოლეონმა ისარგებლა შიდა დესტაბილიზაციითა და გამარჯვებულ მოკავშირეთა უთანხმოებით,
გამოექცა კუნძულ ელბაზე ტყვეობას და 1815 წლის მარტში ძალაუფლება დაიბრუნა. 18 ივნისს
ნაპოლეონის დიდების ბოლო 100 დღე ვატერლოოს ველზე დამარცხებით დასრულდა, სადაც მის
წინააღმდეგ ბრიტანეთის, პრუსიისა და ნიდერლანდების ჯარები იბრძოდა. ნაპოლეონი წმ. ელენეს
კუნძულზე გადაასახლეს, სადაც 1821 წელს გარდაიცვალა.
 ნაპოლეონის მემკვიდრეობა - ბევრი ქვეყნის საკანონმდებლო სისტემა დღესაც ნაპოლენისეულ
კოდექსებზეა დაფუძნებული. ნაპოლეონის ხანაში დამოუკიდებლობა მოიპოვა ლათინური ამერიკის
ქვეყნებმა. პორტუგალიის უდიდესმა კოლონიამ - ბრაზილიამ თავისუფლება მშვიდობიანად მოიპოვა.
1823 წელი - მონროს დოქტრინა. ახლად შექმნილმა შეერთებულმა შტატებმა სცადა ევროპული
ქვეყნების მიერ დასავლეთ ნახევარსფეროში კოლონიების ხელახლა დაბრუნების აღკვეთა. დოქტრინის
მიხედვით:
1. ამერიკის შეერთებული შტატები არ ჩაერეოდა ევროპულ ძალების არც საშინაო საქმეებში და არც
ომებში, მაგალითად, მიმდინარე ომში საბერძნეთსა და ოსმალეთის იმპერიას შორის;
2. ამერიკის შეერთეული შტატები არ ჩაერთვებოდა ასევე იმ კოლონიებისა თუ დამოუკიდებელი
წარმონაქმნების საქმეებში, რომლებიც დასავლეთ ნახევარსფეროში მდებარეობდნენ;
3. დასავლეთ ნახევარსფეროში ახალი კოლონიების წარმოქმნა არ უნდა მომხდარიყო;
4. ევროპული ძალების ნებისმიერი სახის ქმედება, რომელიც მიზანმიმართული იქნებოდა გავლენის
მოსაპოვებლად და ნებისმიერი ლათინოამერიკული ერის დასაპყრობად, იქნებოდა გაგებული, როგორც
ქმედება ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ.
ესპანეთი ადვილად არ შეეგუა კოლონიების დაკარგვას, ამიტომ აქ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა
დაახლოებით 1825 წლამდე გაგრძელდა. პუერტო რიკოსა და კუბის გარდა, ესპანეთის კოლონიებმა
დამოუკიდებლობა ლეგენდარული სიმონ ბოლივარის - სამხრეთ ამერიკის „დიდი
განმათავისუფლებელის” დროს მოიპოვა. ბოლივარის ოცნებას სამხრეთ ამერიკის შეერთებული შტატების
შექმნა წარმოადგენდა, მაგრამ ლათინო ამერიკელთა შორის არსებული განსხვავებები იმდენად ძლიერი
აღმოჩნდა, რომ მათი დაძლევა იმ დროისათვის შეუძლებელი გახდა.
 ევროპის კონცერტი - ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ, 1814 წელს ევროპის დიდი სახელმწიფოების -
ავსტრიის, პრუსიის, რუსეთის, ინგლისის და საფრანგეთის მმართველებმა ვენაში კონტინენტის
მომავალზე დაიწყეს მსჯელობა. მიზანი: ევროპის დაბრუნება „ნორმალურ მდგომარეობაში”, ანუ ძველ
მონარქიულ სისტემაში. ხელშემწყობი: იდეოლოგიური კონსენსუსი, ომის შიში და ეკონომიკური
კრიზისების არსებობა. ვენის კონგრესზე მანპინძელ მხარეს ავსტრიის იმპერატორის მთავარი მინისტრი,
კლემენს ფონ მეტერნიხი წარმოადგენდა, რომელიც აქტიურად მუშაობდა ევროპის საკუთარი მოდელის
პროპაგანდაზე. მეტერნიხი ფიქრობდა, რომ ევროპის სახელმწიფოთა შორის მშვიდობისა და
უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი იყო ევროპის დაბრუნება საფრანგეთის
რევოლუციამდელ საზღვრებში.
ვენის კონგრესზე ტალეირანმა მთელი თავისი ნიჭი გამოიყენა, რათა საფრანგეთისათვის დიდი
სახელმწიფოს სტატუსი შეენარჩუნებინა, მანვე დაარწმუნა მოკავშირეები სამეფო ტახტზე ლუი XVIII
აეყვანათ. ტალეირანის მოლაპარაკების ხელოვნებამ დამარცხების მიუხედავად საფრანგეთს დიდი
სახელმწიფოს ტიტული შეუნარჩუნა. ვენის ზავი (1815 წ) წარმოადგენდა საფრანგეთის წინააღმდეგ 22
წლის მანძილზე ბრიტანეთის,რუსეთის, პრუსიისა და ავსტრიის ბრძოლის შედეგების შეჯამებას; და აქ
იკვეთებოდა ბრიტანეთისა და რუსეთის განსაკუთრებული მნიშვნელობა ნაპოლეონის საფრანგეთის
დამარცხების საქმეში. გამარჯვებულებმა საფრანგეთს კონტრიბუციაც დააკისრეს, რითაც საბოლოოდ

8
გამოირიცხა საფრანგეთის მიერ ომის დროს დაგროვილი სიმდიდრის შენარჩუნება. ვენის ზავით
საფუძველი ჩაეყარა ევროპის კონცერტს, რომლის წევრებსაც დიდი სახელმწიფოები წარმოადგენდნენ.
მოკლედ, ევროპის კონცერტის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა წევრთა შორის თანამშრომლობის
მიღწევა და ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარება. ოთხმხრივი ალიანსის
წევრები - ბრიტანეთი, რუსეთი, პრუსია და ავსტრია - შეთანხმდნენ, რომ საფრანგეთის მხრიდან ერთ-
ერთ მათგანზე განხორციელებული თავდასხმა ყველაზე თავდასხმის ტოლფასი იქნებოდა.
 ვენის კონგრესის შემდეგ: 1. ტახტიდან გადაგდებული მონარქები ხელისუფლებაში დაბრუნდნენ
(უპირველეს ყოვლისა - საფრანგეთში). 2. ტერიტორიის გადანაწილება გამოიყენეს დამარცხებულთა
დასჯისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების საშუალებად. სიახლე: შეთანხმებით ოფიციალურად იყო
ცნობილი რამდენიმე სახელმწიფოს უზენაესობა და უპირატესობები. მართალია მოცემული
ხელშეკრულება ევროპის ახალ მომავალს განსაზღვრავდა, მაგრამ ის რეალურად დიდ სახელმწიფოთა
მიერ სხვადასხვა დათმობებზე წასვლის შედეგს წარმოადგენდა, რომლებიც ამავდროულად საკუთარი
ინტერესებისათვისაც იბრძოდნენ. ძველი წესრიგის ხელახლა დამყარება უფრო მოჩვენებითი იყო, ვიდრე
რეალური, ვინაიდან საფრანგეთის რევოლუციამ სული ჩაუდგა ნაციონალიზმსა და ლიბერალიზმს,
რომელთა იგნორირება უკვე შეუძლებელი იყო.
 ნაციონალიზმი (მე-19 საუკუნეში რესტავრირებული ევროპული წესრიგის უპირველეს საფრთხე) -
უმთავრესი იდეალი: ერთა თვითგამორკვევა. საფრთხეს უქმიდა იმპერიებს ანუ სახელმწიფოებს,
რომლებსაც მულტიეთნიკური სიჭრელე ახასიათებდათ. რიგი ნაციონალისტური საკითხებისა
მშვიდობიანად მოგვარდა: ჰოლანდიისაგან ბელგიის გამოყოფას 1830 წელს ომი არ მოჰყოლია. 1905 წელს
შვედეთიდან ნორვეგიის ჩამოშორებასაც. ოტომანთა იმპერიის ხანგრძლივი დაშლის პროცესმა მთელი
საუკუნის მანძილზე ჰპოვა ასახვა ევროპულ პოლიტიკაში. ავსტრიის იმპერიაში გამძაფრებულმა
ნაციონალისტურმა პრობლემებმა კი მნიშვნელოვნად დაასუსტა და დაღუპვის საფრთხის წინაშე დააყენა
ეს სახელმწიფო.
ნაციონალიზმი გამაერთიანებლ ძალასაც წარმოადგენდა (განსაკუთრებით გერმანიასა და
იტალიისთვის). მე-19 საუკუნის დასაწყისში ნაციონალიზმი იქცა იმ ძალად, რომელიც ორ ურთიერთ
საწინააღმდეგო პროცესს - გაერთიანებასა და ფრაგმენტაციას იწვევდა.
 უთანხმოება ევროპულ კონცერტში - 1815-1914 წლები ყველაზე მშვიდი ხანა იყო 1600 წლიდან
მოყოლებული 1945 წლამდე. მოცემულ წლებში არც ერთი მასშტაბური ომი არ მომხდარა. მიზეზი:
ნაპოლეონის ომებისაგან ევროპის დიდი ქვეყნების გადაღლა.
ევროპის კონცერტის დაარსებიდან 15 წლის თავზე განსხვავებული იდეოლოგიური და
გეოპოლიტიკური შეხედულებების მქონე ქვეყნები უკვე დამოუკიდებელ მოქმედებას ამჯობინებდნენ
დანარჩენ წევრებთან შეთანხმებულ ღონისძიებების მიღებას. ამ განხეთქილებამ საფრანგეთს მისცა
საშუალება კვლავ დიდ სახელმწიფოთა თანასწორი გავლენა დაებრუნებინა. ავსტრიის, პრუსიისა და
რუსეთის კონსერვატიული სახელმწიფოები თითქმის მუდმივად მტკიცედ უარყოფდნენ სტატუს ქვოს
რაიმე სახით შეცვლას. მათ სურდათ სხვა ქვეყნების შიდა პროცესებში ჩარევა იმ შემთხვევაში, თუ სადმე
ლიბერალური ან ნაციონალისტური მოძრაობა შეეცდებოდა დამკვიდრებული მონარქიული წყობის
შეცვლას. საფრანგეთი ყოველთვის ლიბერალური ფასეულობების მატარებელი რჩებოდა. ბრიტანეთი
მუდმივად იცვლიდა პოზიციას, და ხან საფრანგეთის, ხან კონსერვატიული სახელმწიფოების მხარეს
იბრძოდა. კონტინენტზე ძალათა წონასწორობის შესანარჩუნებლად ბრიტანეთის ასეთი მიდგომა დიდ
მნიშვნელობას ატარებდა.
ევროპის კონცერტმა ვერ მოახერხა თავისი ფუნქციების შესრულება ესპანეთსა და ნეაპოლში
წამოწყებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით. ესპანეთის შემთხვევაში, კონფლიქტში საფრანგეთი

9
ჩაერთო და მხარი ესპანეთის მონარქს დაუჭირა, რითაც ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესებიდან
გამომდინარე უღალატა ისეთ მთავარ პრინციპებს, როგორსაც მისთვის ლიბერალიზმი და სხვათა შიდა
პროცესებში ჩაურევლობა წარმოადგენდა. საბერძნეთის მაგალითი ყველაზე თვალსაჩინო ფაქტია იმისა,
თუ როგორი უპირატესობა ენიჭება სახელმწიფო ინტერესებს იდეოლოგიასთან შედარებით. 1821 წელს
საბერძნეთმა ოტომანთა იმპერიისაგან დამოუკიდებლობის მოპოვება სცადა. ავსტრია ჯერ იმდენად არ
იყო გაძლიერებული, რომ ოტომანთა იმპერიის შიდა პრობლემებით ესარგებლა, ამავდროულად
საკუთარი იმპერიის დაშლის შიშიც ჰქონდა, ვინაიდან შესაძლებელი იყო საბერძნეთის მიერ
დამოუკიდებლობის მოპოვების პრეცედენტი რუსეთს ბალკანეთში საკუთარი ინტერესებისათვის
გამოეყენებინა.
 ინდუსტრიული რევოლუცია - მე-18 ს-ში ინგლისში დაწყებულმა ინდუსტრიულმა ინოვაციამ მალე
ევროპის დიდი ნაწილი მოიცვა. წარმოებამ სახლებიდან საწარმოებში გადაინაცვლა, გაიზარდა ნაწარმის
რიცხვი. მოხდა წარმოების მექანიზაცია. ინდუსტრიალიზაცია შეეხო სამხედრო ინფრასტრუქტურასა და
ტექნიკას. გაჩნდა რკინიგზა, განვითარდა ქალაქები, ტელეგრაფი, შეიცვალა სოციალური
დამოკიდებულებები: უფრო კაპიტალისტური და ინდივიდუალური გახდა. მიღებული სიმდიდრე
მუშებსა და დამქირავებლებს შორის არათანაბრად გადანაწილდა.
 1848 წლის რევოლუციები - რევოლუცია ავსტრიაში (იმპერატორი ფერდინანდი); რევოლუცია პრუსიაში
(მეფე ფრიდრიხ უილიამ VI); ნაციონალიზმის იდეით შთაგონებული ავსტრია-უნგრეთის ეროვნული
უმცირესობები 1848 წლის „ხალხთა გაზაფხულის“ დროს რევოლუციურად ესწრაფვოდნენ კულტურულ
და/ან პოლიტიკურ დამოუკიდებლობას. ამ დროს საბოლოო სახეს იღებდა კლასიკური ლიბერალიზმი და
ყალიბდებოდა მარქსიზმიც. ხალხთა უკმაყოფილების ტალღამ გადაუარა რუსეთსაც. ოსმალეთისაგან
ომით განთავისუფლდა საბერძნეთი, 1860-იან წლებში გაერთიანდა იტალია, 1871 წელს კი გერმანია
პრუსიის ეგიდით. მისი კანცლერი გახდა ოტო ფონ ბისმარკი.
 ყირიმის ომი (1853 წლის 14 ივნ.- 1856 წ)- რუსეთი VS ოსმალეთის იმპერია (+გაერთიანებული სამეფო,
საფრანგეთის მეორე იმპერია, სარდინიის სამეფო). უთანხმოება წარმოიშვა დასუსტებული ოტომანთა
იმპერიის კუთვნილი ტერიტორიების მომავალ სტატუსთან დაკავშირებით. რუსეთი დამარცხდა.
 იტალიის გაერთიანება - მოძრაობა „რისორჯიმენტო“. მიზანი: ერთიანი სახელმწიფოს შექმნა. სათავეში
პიემონტ-სარდინიის გრაფი დი კავოური ჩაუდგა. 1859 წელს საფრანგეთის ჯარები თავს დაესხნენ
ავსტრიის სამხედრო ძალებს და ჩრდილოეთი იტალია დაატოვებინეს. იტალიის ნაციონალისტურმა
ძალებმა ჯუზეპე გარიბალდის მეთაურობით 1860 წელს კონტროლი მოიპოვეს სიცილიასა და ნეაპოლზე,
და ეს ტერიტორიები გრაფი პიემონტის მმართველობაში მოქცეულ ჩრდილოეთ იტალიას შეუერთეს.
1861 წელს იტალიის პარლამენტმა გაერთიანებული სამეფოს შექმნა გამოაცხადა. 1862 წელს პრუსიის
მეფემ, უილიამ I-მა ქვეყნის კანცლერად ოტო ფონ ბისმარკი დანიშნა - რომელიც მე-19 საუკუნის
მეორე ნახევრის ევროპის უნიჭიერესი მოღვაწე გახლდათ. ბისმარკი საგარეო პოლიტიკაში „რეალ-
პოლიტიკის” (ძალის პოლიტიკის) პრინციპებით ხელმძღვანელობდა. მის ერთადერთ მიზანს
სახელმწიფო ინტერესების გატარება წარმოადგენდა, და ამ მიზნის მისაღწევად ყველა გზა დასაშვები
იყო: დიპლომატია - თუ იყო ამისი საშუალება და ომი - თუ იყო ამისი აუცილებლობა. ბისმარკი - რკინის
კანცლერი: ,,ისტორიული საკითხები წყდება არა გამოსვლებითა და მოწოდებებით, არამედ რკინითა და
სისხლით”. გერმანიის გაერთიანების გეგმაში ავსტრიას არ ითვალისწინებდა.
 კლაუზევიცი: ,,ომი არაფერია,თუ არა პოლიტიკის სხვა საშუალებებით გაგრძელება”.
 1867 წელს ავსტრიის იმპერია „დუალისტურ მონარქიად“ ავსტრია-უნგრეთად გამოცხადდა. ბისმარკმა
დიპლომატიური ხრიკებით წარმატებით მოახერხა ერთის მხრივ საფრანგეთის იზოლირება, მეორეს
მხრივ კი ბრიტანეთისა და რუსეთის ნეიტრალიზება. 1870 წლის 14 ივნისს, როდესაც ევროპაში დიდი

10
დაძაბულობა სუფევდა ესპანეთის ტახტის მემკვიდრის არჩევასთან დაკავშირებით, ბისმარკმა ფარულად
გაავრცელა ავსტრიის კაიზერ ვილჰელმის გამოგზავნილი ტელეგრამა, რომელიც მის მიერვე იყო ისე
ჩასწორებული, რომ შთაბეჭდილება შექმილიყო, თითქოს კაიზერი და საფრანგეთის ელჩი ერთმანეთს
აყენებდნენ შეურაცხყოფას. როგორც ვენა, ისე ბერლინი ომის გამოცხადებას ითხოვდა, თუმცა ხუთ
დღეში ნაპოლეონ III-მ ზუსტად ის გააკეთა, რაც ასე მომგებიანი იყო ბისმარკისათვის და თავად
გამოუცხადა პრუსიას ომი. პრუსიისათვის ელზასისა და ლორენის პროვინციების დათმობა მოუწია. 1871
წლის 18 იანვარს ბისმარკმა ახალი გერმანული იმპერიის დაარსება ვერსალის სასახლიდან გამოაცხადა
რომელიც ლუი XIV-ის მიერ იყო აშენებული და საფრანგეთის ძლიერების სიმბოლოს წარმოადგენდა.
ამით მან კიდევ მეტი შეურაცხყოფა მიაყენა ელზასისა და ლორენის დაკარგვით ისედაც დამცირებულ
საფრანგეთს. ეს შემთხვევა, როდესაც ბისმარკმა უარი თქვა ჩვეულ რეალპოლიტიკაზე და სანაცვლოდ
ნაციონალიზმისა და შოვინიზმის კარნახით იმოქმედა.
 1880-იან წლებში რესურსების ძიების გაცხოველებას ,,აფრიკის დატაცების”, ანუ კოლონიალიზმის ახალი
ტალღა მოყვა, ბრიტანეთმა კიდევ ერთხელ დაიბრუნა კოლონიზატორის სტატუსი.
 „პაქს ბრიტანიკა“ - ბრიტანული მშვიდობა. ომის მონაწილე მხარეებს ბრიტანეთი ემბარგოებისა და სხვა
ეკონომიკური სანქციების დაწესებით ემუქრებოდა.
 ბრიტანეთის მმართველობაში გადავიდა დასავლეთ აფრიკის ნაყოფიერი სანაპიროები - ნიგერია, ოქროს
ნაპირი (დღევანდელი განა) და სიერა ლეონე. აზიაში კი ბრიტანეთის გავლენა ადენსა და ბირმაზეც
გავრცელდა, მათ სპარსეთის ტერიტორიათა ნაწილსა და ჩინეთზე „ექსკლუზიური გავლენის ზონები“
დააწესეს. 1897 წელს, დედოფალ ვიქტორიას ბრიტანეთის იმპერიაში „მზე არასოდეს ჩადიოდა“, და მისი
მოსახლეობა 500 მილიონ ადამიანს მოიცავდა. ბრიტანეთის იმეპერიაში შედიოდა წყნარი ოკეანის
კუნძულები, სინგაპური, ინდოეთი, აფრიკის დიდი ნაწილი და კანადა.
 ალიანსების ბისმარკისეული სისტემა - მიზანი: გერმანიის, ავსტრია-უნგრეთისა და რუსეთის ერთიანობა
საფრანგეთის (ოპონენტის) იზოლაციის მიზნით. ალიანსები: 1879 წ - „ორმაგი ალიანსი“ (გერმანია და
ავსტრია-უნგრეთი); 1881 წ - „სამი იმპერატორის ალიანსი“; 1882 წ - „სამთა კავშირი“ (გერმანია, ავსტრია-
უნგრეთი, იტალია). პრობლემა: რუსეთისა და ავსტრია-უნგრეთის იმპერიების ინტერესთა კონფლიქტები,
განსაკუთრებით ბალკანეთის ხალხზე ჰეგემონობის საკითხში. გერმანეი ხალხის უკმაყოფილება
ბისმარკის ლავირების პოლიტიკიტ, რომელიც მტკიცე ნაბიჯს ერიდებოდა. მუდმივი ლავირების გამო
გერმანიას არ ჰყავდა მტრები, მაგრამ არც მეგობრები. შედეგი: ბისმარკი თანამდებობიდან გადადგა.
გერმანიამ დაიწყო ექსპანსიონისტური პოლიტიკა. ევროპაში დაიწყო პირველი მსოფლიო ომის
მომწიფება.

 საერთაშორისო სისტემა მე-20 საუკუნის დასაწყისისათვის


 I მსოფლიო ომის დაწყების მიზეზები
1) გერმანიის გაძლიერება (გამოწვეული იყო მისი გეოპოლიტიკური მდებარეობით ევროპის ცენტრში;
ეკონომიკური და სამხედრო გაძლიერება; საზღვაო ამბიციების ზრდა და ფლოტის შექმნა კაიზერ
ვილჰელმ მეორის ინიციატივით);
2) დიდი სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და ინტერესების დასაცავად შექმნილი ალიანსების სისტემა
(1894 წ - საფრანგეთის და რუსეთის თავდაცვის ხელშეკრულება; 1902 წ - ინგლისისა და იაპონიის
ხელშეკრულება (აზიაში რუსეთის გავლენის შესაჩერებლად); 1904 წ - საფრანგეთისა და ინგლისის
ანტანტის ხელშეკრულება/გულითადი კავშირი“);
3) ეკონომიკური ძალის წონასწორობის ახალი გადანაწილება (ინდუსტრიალიზაციის ახალი ტალღა;
რესურსებისა და ბაზრებისათვის ბრძოლა; რუსეთი, ავსტრია-უნგრეთი და თურქეთი ჩამორჩებოდნენ

11
ბრიტანეთის, საფრანგეთსა და გერმანიას; ახალი ლიდერის, აშშ-ის ძლიერების ზრდის დაწყება);
4) ნაციონალიზმის გამოღვიძება (ბალკანეთის და აღმოსავლეთ ევროპის ერების პროტესტი;
განსაკუთრებით ავსტრია-უნგრეთის, რუსეთისა და ოტომანთა იმპერიებში დაიწყო ნაციონალური
მოძრაობები);
5) იმპერიული ამბიციების ზრდა როგორც ევროპაში, ისე მის გარეთ (მთელი აზია და აფრიკა
გადანაწილებული იყო ევროპულ სახელმწიფოებს შორის; ტრაგედია გერმანიისა და იტალიისათვის,
რომლებიც გვიან ჩერთვნენ კოლონიალიზმში);
6) შეტევის კულტი – რწმენა იმისა, რომ ევროპაში დაწყებული ომი იქნებოდა ხანმოკლე, სადაც
გადამწყვეტ როლს სწრაფი მობილიზაცია და თავდასხმა შეასრულებდა (რომელი მხარეც სწრაფად
იმოქმედებს, ის გაიმარჯვებს; 2 მიზეზის გამო მთავარი სტრატეგია - ტექნოლოგიური განვითარება და
ევროპული გამოცდილება; 1894 წლის შლიფენის გეგმა - გერმანიის სამხედრო სტრატეგია, სწრაფი
შეტევით საფრანგეთის დაცემა და შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ ჯარების გადასროლა).
 ბალკანური დენთის კასრი და გზა ტოტალური ომისაკენ - 1905-1911 წწ. მაროკოს კრიზისები (ვილჰელმ
მეორის მხრიდან მაროკოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერა, როცა მაროკო საფრანგეთის გავლენის
სფეროს წარმოადგენდა); 1911 წ - იტალიის მიერ ოტომანების დამარცხება, რამაც ოტომანთა სისუსტეს
გაუსვა ხაზი და ბალკანეთს უბიძგა ნაციონალიზმისკენ; 1908, 1912, 1913 წწ - ბალკანეთის ომები (ავსტრია-
უნგრეთი VS სერბეთი); 1914 წ. 28 ივნისი - ფრანც ფერდინანდის მკვლელობა და ავსტრია-უნგრეთის
ულტიმატუმი სერბეთს; ბრიტანეთმა, რომლისთვისაც ბელგიის ნეიტრალიტეტს სასიცოცხლო
მნიშვნელობა ჰქონდა 4 აგვისტოს გერმანიას ომი გამოუცხადა. I მსოფლიო ომი დაიწყო.
 I მსოფლიო ომი (1914-1918 წწ). ანტანტა (საფრანგეთი, ბრიტანეთი, რუსეთი, იტალია (1915 წელიდან),
სერბეთი) VS სამთა კავშირი (ცენტრალური ქვეყნები - გერმანია, ავსტირია-უნგრეთი, ოტომანთა იმპერია,
ბულგარეთი). სანგრების ომი - ძალაგამოცლილი ომი; 1916 წ - სომის ბრძოლა - ერთ-ერთი ყველაზე დიდი
ბრძოლა. პირველად გამოიყენეს ტანკი, თვითმფრინავი, წყალქვეშა ნავი.
 1917 წ. - რუსეთის რევოლუცია და ბოლშევიკების (კომუნისტების) მოსვლა სათავეში; რუსეთი გავიდა
ომიდან; აშშ ომში ჩაერთა, იზოლაციონიზმის პოლიტიკიდან გამოვიდა.
 1918 წ. 11 ნოემბერი - ცეცხლი შეწყდა.
 ადამიანური მსხვერპლი: 13 მლნ დაღუპული, 7 მლნ არაქმედითუნარიანად ქცეული.
 ვერსალის ზავი, ერთა ლიგა და 20-იანი წლების ყალბი მშვიდობა - 1919 წ. პარიზი, ვერსალის ზავი; აშშ-ის
პრეზიდენტის, ვუდრო ვილსონის 14 პუნქტიანი გეგმა, რასაც მომავალი საერთაშორისო სისტემა
დაეყრდნობოდა; ერთა ლიგის შექმნა - კოლექტიური უსაფრთხოების გარანტი. ვერსალის ზავის
შედეგები: ავსტრია-უნგრეთის დაშლა; ჩეხოსლოვაკიისა და იუგოსლავიის შექმნა; პოლონეთის
სახელმწიფოს აღდგენა; გერმანიის „სუდეთლენდი“ (გერმანელებით დასახლებული) გადაეცა
ჩეხოსლოვაკიას; გერმანიის ვაიმარის რესპუბლიკად ქცევა; გერმანიის დასჯა (ელზასისა და
ლოტარინგიის დაუბრუნდა საფრანგეთს, პოლონეთს გადაეცა აღმოსავლეთ გერმანია, ზაარის რეგიონის
ოკუპაცია, მდინარე რაინის ტერიტორიების დემილიტარიზაცია, განიარაღება და არმიის შემცირება,
ჯარში გაწვევა უკანონოდ გამოცხადდა, რეპარაციების გადახდა მოკავშირეებისათვის, 231 თავი - გერმანია
დადანაშაულდა ომის დაწყებაში).
1919 წლის 28 ივნისს, ჰერცოგის ფრანც ფერდინანდის მკვლელობის 5 წლის თავზე გერმანიამ
იძულებით მოაწერა ხელშეკრულებას ხელი. სამშვიდობო შეთანხმების მიღებით ახალგაზრდა
დემოკრატიულმა რეჟიმმა ბევრი გერმანელის თვალში დაკარგა ავტორიტეტი. ხელშეკრულებას ხელი
იმავე სარკეებიან დარბაზში მოეწერა, სადაც 1871 წელს ბისმაკრმა აწუკვე არარსებული გერმანიის
იმპერიის დაარსება გამოაცხადა.

12
ვერსალის ზავის შეუსრულებლობა ერთა ლიგის სისუსტის ბრალი იყო. უსუსურობის მიზეზი: აშშ არ
შეუერთდა ერთა ლიგას; ევროპაში დაბრუნდა ძალთა ბალანსის მხრივ არასტაბილური გარემო - ამერიკის
იზოლაციონიზმი, სსრკ-ის შექმნა, ევროპის დანაწევრება; დაიწყო ახალი ალიანსების შექმნა; საფრანგეთი-
გერმანიის საზღვარზე მაჟინოს ხაზის მშენებლობა; გერმანია-იტალიაში ნაციონალიზმის აღმავლობა; 1929
წ - დიდი დეპრესია აშშ-ში.
 მეორე მსოფლიო ომის დაწყების მიზეზები: 1. ვერსალის ზავით გერმანიაზე დაკისრებული მძიმე
პირობები; 2. ვერსალის ზავის პირობების შეუსრულებლობა; 3. ძალთა წონასწორობის შეცვლა -
გერმანიის, სსრკ-ისა და იაპონიის გაძლიერება; 4. გერმანიის, იტალიის და იაპონიის ექსპანსიონისტური
პოლიტიკა; 5. ფაშიზმის აღმავლოაბა.
 მესამე რაიხის აღზევება და მეორე მსოფლიო ომი - ჰიტლერის მმართველობა (წიგნი „Mein Kampf“),
გერმანია დაბრუნდა ძველ საზღვრებში,აღმოსავლეთით გაფართოვდა, გერმანელები - მმართველი რასა,
„არა ადამიანების“ - ბოშების, ებრაელების, ჰომოსექსუალების განადგურება დაიწყო. 1935 წ - ზაარის
ოლქის პლებისციტი, გერმანიასთან შეერთების თაობაზე; დაიწყო ვერსალის ზავის დარღვევა:
სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენა, რაინის მილიტარიზაცია; „დაშოშმინების პოლიტიკის“
წარუმატებლობა.
 1931 წ - იაპონიის მიერ მანჯურიის ანექსირება;
 1935 წ - იტალიის შეჭრა ეთიოპიაში (აბისინიაში);
 1936 წ - გერმანიას, იტალიას და იაპონიას შორის ანტიკომინტერნული პაქტი გაფორმდა (კომუნიზმის
წინააღმდეგ, ურთიერთდახმარება)
 1937 წ - იაპონია შეიჭრა ჩინეთში;
 1936-39 წწ - ესპანეთის სამოქალაქო ომი, ფრანკოსადმი მხარდაჭერა გერმანიისა და იტალიის მხრიდან;
ფრანკომ გაიმარჯვა;
 1938 წ - ავსტრიის ანშლუსი - გერმანიის მიერ ავსტრიის ანექსია;
 1938 წ. მაისი - მიუნხენის სამარცხვინო კონფერენცია; საფრანგეთმა და ბრიტანეთმა გერმანიას გადასცეს
სუდეტების ოლქი ჩეხოსლოვაკიაში, 1939 წელს კი მთლიანად დაიკავეს;
 1939 წ. 23 აგვისტო - მოლოტოვ-რიბენტროპის თავდაუსხმელობის პაქტი (ერთ-ერთი პუნქტი იყო
პოლონეთის გადანაწილება);
 1939 წ. 1 სექტემბერი - გერმანიის შეჭრა პოლონეთში და მეორე მსოფლიო ომის დაწყება.
 გერმანიის ბლიცკრიგი - ელვისებური ომის სტრატეგია;
 „მოჩვენებითი ომი“ - პოლონეთის ანექსირების შემდეგ;
 საფრანგეთის ანექსია ბელფიის გავლით;
 1942 წლისთვის გერმანიის ხელში კონტინენტური ევროპის უდიდესი ნაწილი აღმოჩნდა;
 1941 წ - ოპერაცია ბარბაროსა - თავდასხმა სსრკ-ზე. 1943 წლისთვის აღმოსავლეთის ფრონტზე “
ძალაგამომცლელი ომი” მიმდინარეობდა,სადაც წამგებიან პოზიციაში გერმანული ჯარები იმყოფებოდა
 მეორე მსოფლიო ომის გარდამტეხი მოვლენები: 1941 წ. 7 დეკემბერი - იაპონიის თავდასხმა პერლ-
ჰარბორზე და მძინარე გოლიათის გაღვიძება; აშშ-ის ჩაბმა ომში; მეორე ფრონტის გახსნით გერმანიას
ორნახევარ ფრონტზე უწევდა ბრძოლა, ხმელთაშუა ზღვის ჩათვლით; დიდი სამეულის (რუზველტი,
ჩერჩილი, სტალინი) შეხვედრა ყირიმში, აღმოსავლეთ ევროპის საკითხი და ახალი მსოფლიო წესრიგი;
ატომური ბომბის შესახებ ინფორმაცია - პოსტდამში გააჟღერა ტრუმანმა;
 1945 წლის 16 ივლისს ამერიკელმა მეცნიერებმა ნიუ მექსიკოში პირველი ატომური ბომბი გამოსცადეს;
 1945 წლის 6 აგვისტოს ამერიკულმა ბომბდამშენმა პირველი ბომბი ჩამოაგდო იაპონიის ქალაქ
ჰიროსიმაში; იაპონია მაშინვე არ დანებებულა და 8 აგვისტოს მას საბჭოთა კავშირმაც გამოუცხადა ომი. 9

13
აგვისტოს მეორე ატომური ბომბი ჩავარდა ქალაქ ნაგასაკიში. მეორე დღეს იაპონიის მთავრობამ
გადაწყვიტა მშვიდობის დამყარება ეთხოვა. იაპონიამ ოფიციალურად 2 სექტემბერს სცნო თავი
დამარცხებულად;
 მეორე მსოფლიო ომის შედეგები: დაიღუპა 40-50 მლნ ადამიანი; გამოიკვეთა ორი დიდი ზესახელმწიფო -
აშშ და სსრკ; საფუძველი ჩაეყარა ბილოლარულ სისტემას; 1945 წელს დაარსდა გაერო;
 1949 წელს სსრკ-მ თავისი მტკიცე იდეოლოგიასა და სამხედრო ძალებს ატომური იარაღი შეჰმატა. 1946
წლიდან ფულტონში ცერჩილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ რკინის ფარდის ჩამოფარებით დაიწყო ცივი
ომის ეპოქა - დაპირისპირება სსრკ-სა და აშშ-ს შორის.
 კონფლიქტი განაპირობა: 1. არსებულ ძალთა ბალანსის ნგრევამ; 2. II მსოფლიო ომის შემგომმა ძალის
ვაკუუმმა; 3. განსხვავებული ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები.
 ცივი ომის მიზეზები: 1. აღმოსავლეთ ევროპაში მოსკოვის აგრესიულობა და ექსპანსიონიზმი. ამას მოჰყვა
აშშ-ს შეკავების პოლიტიკა; ნატო VS ვარშავის პაქტი; 2. ვაშინგტონის მცდელობა აღმ. ევროპაში
მოეპოვებინა საექსპორტო ბაზრები, რაც რუსეთის მიერ საფრთხედ იქნა აღქმული; ამას ემატებოდა
ატომური იარაღის ეფექტი; 3. იდეოლოგიური კონფლიქტი- კაპიტალიზმისა და კომუნიზმის
დაპირისპირება გარდაუვალი იყო; 4. ლიდერობა თუ ულიდერობა- ლიდერების როლი მნიშვნელოვანი
იყო საგარეო პოლიტიკის წარმოებისას; 5. ერთი მსოფლიო გაყოფილი ორ ზესახელმწიფოდ უდრის
კონფლიქტს - მოიცავს რეალპოლიტიკის პრიციპებს (ყველას სურს მსოფლიოს განაგებდეს); ბიპოლარობა
- ნულოვანჯამიანი თამაში; 6. მხარეებმა ერთმანეთის განზრახვები არასწორად აღიქვესს.
 ცივი ომის დაწყება - დაპირისპირების დასაწყისი: ირანი, საბერძნეთი, თურქეთი.
 1941 წელს სსრკ და დიდი ბრიტანეთი შეთანხმდნენ, ერთად მოეხდინათ ირანის ოკუპაცია. ბრიტანეთი
ქვეყნის სამხრეთს, საბჭოთა კავშირი კი ჩრდილოეთს დაიკავებდა. ამგვარად ირანი ნაცისტებს აღარ
ერგებოდა, ამასთანავე დაცული იქნებოდა რუსეთთან დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო
გზა. შეთანხმების მიხედვით, ომის შემდეგ ირანს ორივე ქვეყანა დატოვებდა. 1945 წლის მაისში, როდესაც
ომი დამთავრდა, ბრიტანეთმა ჯარები მართლაც გაიყვანა, მაგრამ სტალინმა ირანის დატოვებაზე უარი
განაცხადა. პასუხად პრეზიდენტმა ტრუმანმა სიმკაცრის გამოჩენა გადაწყვიტა და აღმოსავლეთ
ხმელთაშუაზღვისპირეთში ამერიკული ავიომზიდი გაგზავნა. ვითარება ისე დაიძაბა, რომ არ
გამოირიცხებოდა რამოდენიმე თვის წინ საერთო მტრის წინააღმდეგ მებრძოლ მოკავშირეებს შორის
წარმოშობილიყო სერიოზული დაპირისპირება. 1946 წლის აპრილში მოხერხდა ვითარების განმუხტვა
და საბჭოთა კავშირმა გადაწყვიტა დაეტოვებინა ირანი. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თეირანი დათანხმდა
გაერთიანებული საბჭოთა-ირანული ნავთობ-კომპანიის შექმნას.
ჩერჩილი: „ევროპის კონტინენტზე დაეშვა რკინის ფარდა - ბალტიის ზღვიდან ადრიატიკის ზღვამდე“.
 ტრუმენის დოქტრინა - ამერიკას უნდა შეეჩერებინა საბჭოთა კავშირის ექსპანსია ნებისმიერი
მიმართულებით, განსაკუთრებით ევროპაში. ამისათვის აშშ-ს მოუხდებოდა მსოფლიოს მოვლენებში
აქტიური ჩართვა როგორც მშვიდობიანობის დროს, ისე ომში. ეს კი მის იზოლაციონისტურ პოლიტიკას
სრულიად ეწინააღმდეგებოდა. 1947 წლის 12 მარტს პრეზიდენტი კონგრესის წინაშე ტრუმენის
დოქტრინით წარდგა, რაც პრაქტიკულად ნიშნავდა ამერიკის მიერ ცივი ომის გამოცხადებას.
პრეზიდენტის გამოსვლაში ძირითადი აქცენტი კეთდებოდა იმ ძირეულ კონფლიქტზე, რომელიც
არსებობდა თავისუფლებისა და ტოტალიტარიზმის იდეებს შორის. ქვეყნის შიგნით მხარდაჭერის
მოსაპოვებლად პრეზიდენტმა თურქეთის და საბერძნეთის ეკონომიკურ-ფინანსური დახმარება ამერიკის
მორალურ ვალდებულებად მონათლა. აქედან მოყოლებული შეერთებულმა შტატებმა მსოფლიოსხალხთა
თავისუფლების დამცველისა და მხარდამჭერის სტატუსი შეიძინა.

14
 მარშალის გეგმა - 1947 წ. (ევროპის რეკონსტრუქცია). 3 მნიშვნელოვანი შედეგი: 1. დაეხმარა ბრიტანეთს,
საფრანგეთსა და გერმანიას მოძლიერებაში; 2. იტალიამ და საფრანგეთმა თავი დააღწიეს კომუნისტებს; 3.
საფუძველი ევროპის ეკონომიკურ ინტეგრაციას - ევროკავშირს.
 ცივი ომის განვითარების ეტაპები: 1. იუგოსლავიის ლიდერის ტიტოს დამოუმორჩილებლობა სტალინს
აშინებდა არ დაეკარგა აღმოსავლეთ ევროპაში გავლენა. ამიტომ მაქსიმალურად უწყობდა ხელს
კომუნისტებს და აწითლებდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს (მაგ, ჩეხოსლოვაკია); 2. 1948წ. ბერლინის
ბლოკადა - დასავლეთ ბერლინის იზოლირება. მიზანი: დასავლეთის ერთიანობაში ბზარის შეტანა; 3.
1949წ - ნატოს დაარსება, როგორც პასუხი ბლოკადაზე და ერთიან უსაფრთხოების პრობლემაზე; 4. აშშ-მ
საბოლოოდ მიატოვა იზოლაციონიზმი; 5. NSC 68/ EUS-68 - მოუწოდებდა აშშ-ს სამხედრო ძლიერების
გაზრდისკენ, რაც პასუხი იყო სსრკ-ს ატომურ ბომბზე; 6. პირველი ცხელი დაპირისპირება - კორეა (1950-
53 წწ). მიზეზები, რატომაც კორეის ომი უმთავრესი მოვლენაა: 1. ომმა აშშ-ს უბიძგა სამხედრო ძალების
გაზრდისკენ, გაიზარდა ნატოს ჯარები ევროპაში; 2. აშშ აქტიურად ჩაება აზიის საკითხებში; 3. ომმა
გაზარდა ბიპოლარულობა და “მეგობარი” სახელმწიფოების მოპოვების მცდელობა; 4. შეზღუდული ომი
გამოდგა, რადგან არ გამოყენებულა ბირთვული იარაღი.
 ე.წ. „შესვენება“ - სტალინის სიკვდილმა და ეიზენჰაუერის ახალმა პოლიტიკამ გამოიწვია, რომელიც არა
კომუნიზმის შეკავებას, არამედ “საზღვრების შევიწროვებას” გულისხმობდა.
 1955წ - ჟენევის მოლაპარაკებები: ურთიერთნდობის აღდგენისა და კულტურული გაცვლა-გამოცვლისკენ
მიმართული.
 1956წ - დაძაბულობის დაბრუნება, სსრკ იჭრება უნგრეთში.
 მესამე სამყარო - ახლად წარმოქმნილი სახელმწიფოები ან ერთ ბანაკში ხვდებოდნენ, ან მეორეში; მესამე
სამყარო მთელი ძალით აღმოჩნდა ზესახელმწიფოთა დაპირისპირებაში ჩართული, რამაც ცივი ომის
გლობალიზება გამოიწვია;
 აშშ ზემოქმედებდა იქ, სადაც ნაციონალისტები მოდიოდნენ მთავრობაში - ირანში, გვატემალაში,
ვიეტნამში; აშშ-ს მიზანი: კომუნიზმის შეჩერება აზიაში;
 სსრკ ეხმარებოდა იარაღით, სასოფლო-სამეურნეო დაინდუსტრიული მანქანა-დანადგარებით, სამხედრო
და ტექნიკური სპეციალისტებით.
 მიუმხრომლობის მოძრაობა (Nonaligned Movement)- ლიდერი ინდოეთის პრემიერ-მინისტრი
ჯავაჰარლალ ნერუ, ეგვიპტის პრეზიდენტი ნასერი და იუგოსლავიის ლიდერი ტიტო;
 შექმნის მიზეზი - ორივე ბანაკის უგულებელჰყოფა, თუმცა ორივე ზესახელმწიფოსგან დახმარების
მიღება.
 ცივი ომის ახალი ფაზა - 1957-63 წწ - იწყება შეჯიბრი ყველა სფეროში; 1957წ - სსრკ-ს პირველი
თანამგზავრი კოსმოსში „სპუტნიკი“; აშშ-ში გაიზარდა საფრთხის შეგრძნება; ბერტრანდ რასელი:
„კაცობრიობა ჯობს წითელი იყოს, ვიდრე მკვდარი“;
 1958წ - ჩინეთი ბომბავს ტაივანის ორ კუნძულს - კვემოისა და მაცუს;
 1960წ - სსრკ-მ თავის საჰაერო სივრცეში შეჭრილი U-2 თვითმფრინავი ჩამოაგდო; ხრუშოვი ეიზენჰაუერის
ბოდიშს ელოდა, თუმცა ვერ მიიღო.
 ჯონ კენედი - ცივი ომის მეომარი - 1960 წლიდან აქტიური საგარეო პოლიტიკის გამტარებელი;
 „მოქნილი რეაგირების“ (flexible response) პოლიტიკა - სსრკ-ს ქმედებებზე სათანადო მასშტაბის
რეაგირების გაკეთება.
 გამოასწორა „სარაკეტო ვაკუუმი“ და დაიწყო სხვადასხვა სიმძლავრის რაკეტის დამზადება.
 1961წ - ბერლინის კედლის აშენება.

15
 კუბის სარაკეტო კრიზისი - ცივი ომის კულმინაცია - 1962 წელს კუბაში სსრკ-მ სარაკეტო დანადგარები
განათავსა; საპასუხოდ აშშ-მ მსგავსი ტიპის რაკეტები თურქეთში განათავსა, ამავდროულად მოახდინა
კუბის ბლოკადა; კრიზისის შედეგები: 1. ცივი ომის უეცარი განმუხტვა: მთელი რიგი შეთანხმებები
გაფორმდა ბირთვული ტესტირების აკრძალვაზე; ამოქმედდა „სატელეფონო ცხელი ხაზი“; 2. სსრკ-სთვის
ეკონომიკური კოლაფსის დასაწყისი აღმოჩნდა; 3. აშშ-ს ვეღარ აცნობიერებს მესამე სამყაროში
კომუნიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სირთულეს.
 ვიეტნამის ომი - 1960 წელს ვიეტკონგი თავს ესხმის სამხრეთ ვიეტნამს; აშშ-მ სწრაფად გაუზარდა
დაფინანსება სამხრეთელებს; 1968 წ - 500.000 ამერიკელი იბრძვის ვიეტნამში; ამერიკული საზოგადოების
პროტესტი; აშშ-ს პრესტიჟის დაცემა.
 გაზაფხული პრაღაში - 1968 წელს ალექსანდრ დუბჩეკის მეთაურობით ჩეხოსლოვაკიაში შიდა რეფორმები
ტარდება; სსრკ შიშობდა, რომ ეს მოედებოდა მთელ კომუნისტურ სამყაროს; 1968 წ.- “პრაღის
გაზაფხული”, სსრკ-ს ტანკები პრაღაში.
 დეტანტის პერიოდი (1969-1979) - ორმხრივად გარანტირებული განადგურების (MAD) საფრთხის გამო
იწყება მოლაპარაკებები ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობაზე; 1968 წელს ბირთვული იარაღის
გაუვრცელებლობის ხელშეკრულება ბრიტანეთს, აშშ-სა და სსრკ-ს შორის. ეს გულისხმობდა - ბირთვული
იარაღის გამოუყენებლობას არაბირთვული ქვეყნების მიმართ და ატომნური ტექნოლოგიების
განვითარების აღკვეთას; ბირთვულ ქვეყნებს შეურთდნენ - ისრაელი, ინდოეთი, პაკისტანი, ერაყი,
სამხრეთ აფრიკა და ჩრდილოეთ კორეა.
 დეტანტის პერიოდი (1969-1979) - დაძაბულობის განმუხტვა - აშშ-ჩინეთის ურთიერთობების
მოწესრიგება; ნიქსონისა და კისინჯერის 3 მიმართულება სსრკ-სადმი: 1. აღიარეს სსრკ აშშ-ს თანასწორ
ზესახელმწიფოდ; 2. ორგანიაციების დაარსება შეირაღების კონტროლისა და კრიზის მოგვარების
სფეროებში; 3. აშშ-ს ბმული სტრატეგია (Linkage Politics) - სსრკ-ს არ ექნებოდა აშშ-სთან ერთ სფეროში
თანამშრომლობის საშუალება, თუ მეორეში მას ეჯიბრებოდა.
 1972 წელს - მოსკოვის სამიტი და SALT I-ის ხელმოწერა - ანტიბალისტიკური რაკეტების შეზღუდვა და
სტრატეგიული იარაღის რაოდენობის ზღვარის დადგენა. თუმცა კონფლიქტები აზიასა და ახლო
აღმოსავლეთში გრძელდებოდა.
 ცივი ომი ბრუნდება - 1979-1985 – 1979 წელს სსრკ შეიჭრა ავღანეთში; რეიგანი შეკავების პოლიტიკას
უბრუნდება;
 რეიგანის დოქტრინა - ადგილობრივიანტიკომუნისტური აჯანყებებისთვის მხრის დაჭერა- ანგოლა,
კამბოჯა, ნიკარაგუა;
 ცივი ომის დასასრული მიზეზები - 1. სსრკ-ს შიდა პოლიტიკური ძვრები; 2. გორბაჩოვის „პერესტროიკა“
და „გლასნოსტი“ - პოლიტიკის ლიბერალიზაცია, ღია ბაზარი, დემოკრატიზაცია; 3. სამხედრო ხარჯების
შემცირება.
 რატომ დასრულდა ცივი ომი - 1. გორბაჩოვის ფაქტორი; 2. ისტორიის დასასრული- ფრენსის ფუკუიამას
წიგნი, რაც ამტკიცებს კომუნიზმზე კაპიტალიზმის გამარჯვებას; 3. ბოროტების იმპერიის დასასრული -
სსრკ-ს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა; 4. ახალი მსოფლიო წყობა- ბიპოლარობა კარგავდა თავის
როლს.
 ახალი სისტემის გენეზისი - უნიპოლარულობა (კრაუთჰამერი; ჯოზეფ ნაი) - ძალის ერთი ცენტრი - აშშ;
სწრაფვა მულტიპორალურობისკენ; შეზღუდული უნიპოლარულობა - დომინირებს ერთი ჰეგემონი,
თუმცა მისი ზეგავლენა სხვებზე შეზღუდულია; განახლებული მულტიპორალური სისტემა;
 21-ე საუკუნის სისტემაზე მოქმედი ფაქტორები - 1. არადასავლური სახელმწიფოების ზრდა; 2.
სახელმწიფოს ავტორიტეტის შესუსტება - გამომდინარეობს გლობალიზაციითა და მაკ-ძალების როლით.

16
 გლობალიზიის შედეგი - პოლიტიკური, სოციალური ინტეგრაცია და ტრაიბალიზმი.
 უსაფრთხოება 21-ე საუკუნეში - უსაფრთხოების უზრულველყოფის ნაკლოვანებები: 1. დანახარჯები; 2.
ეფექტის გაურკვევლობა; 3. შეიარაღებაზე კონტროლი- უსაფრთხოების უზრუნველყოფის ახალი
მექანიზმი.
 ჩრდილოეთისა და სამხრეთის დაპირისპირება - ჩრდილოეთის ინდუსტრიული სახელმწიფოები VS
სამხრეთის განვითარებადი ქვეყნები.
 მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები დღეს ორი არჩევანის წინაშე დგანან: 1.იგნორირება გაუკეთონ
ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის არსებულ ეკონომიკურ განსხვავებებს. 2. გააკეთონ გაცილებით მეტი,
ვიდრე დღეს აკეთებენ განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად. ორივე შემთხვევაში განვითარებულ
ქვეყნებს საკმაოდ დიდი საფასურის გადახდა მოუწევთ.

 ეროვნული ინტერესის ცნება


 „ჩვენ არა გვყავს მუდმივი მტრები და არც მუდმივი მოკავშირეები. მხოლოდ ჩვენი ინტერესებია
მუდმივი და ჩვენი მოვალეობაა მივყვეთ ამ ინტერესებს“. - ლორდი პალმერსტონი
 ეროვნული ინტერესი - სწორედ სახელმწიფო ინტერესი. ხოლო იმ მეთოდებს და ქმედებებს, რომლებსაც
ის მიმართავს ეროვნული ინტერესის მისაღწევად, ეწოდება ეროვნული პოლიტიკა.
 ეროვნული ინტერესების განსაზღვრის კრიტერიუმები - ეკონომიკური კრიტერიუმი; იდეოლოგიური
კრიტერიუმი; ძლიერების ზრდა; სამხედრო უსაფრთხოება ან უპირატესობა; კანონიერება და მორალი;
კულტურული ნათესაობა;
 ეროვნული ინტერესი წარმოადგენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, რომლის მიზანია სახელმწიფოს
ფიზიკური გადარჩენის, მოსახლეობის სიცოცხლისა და ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
 პოლიტიკური რეალისტების მიხედვით სახელმწიფოთა როვნული ინტერესები ცვლებადია.
 არსებობს ე.წ ლეგიტიმური და არალეგიტიმური ეროვნული ინტერესები. ლეგიტიმური - როდესაც
სახელმწიფოებს არ შეუძლიათ მათ გარეშე გაძლება, ანუ ამ ინტერესების უგულვებელყოფის შემთხვევაში
საფრთხე ემუქრება მათ გადარჩენას. მაგ, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, რომელთა გარეშეც
საქართველოს სახელმწიფოებრიობას საფრთხე ემუქრება, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიული
დაქუცმაცება საფრთხეს შეუქნის ქართველი ერის ფიზიკურ არსებობას. სამწუხაროდ, საქართველოს ამის
მწარე ისტორიული გამოცდილება უკვე აქვს.
 ტრადიციული ეროვნული ინტერესები - მაგ, მე-19-20 საუკუნის დასაწყისამდე დიდი ბრიტანეთის
იმპერიის ეროვნულ ინტერესებს წარმოადგენდა თავისუფალი ვაჭრობა ზღვაზე, ვინაიდან მას
სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა კოლონიებთან ურთიერთობებისას, ასეთივე ტრადიციული იყო
მეფის რუსეთის სწრაფვა კონსტანტინოპოლისა და თბილი ზღვების პორტებისაკენ, საქართველოს
სახელმწიფოს ტრადიციულ ინტერესებში იყო დერბენდისა და დარიალის კარიბჭეთა კონტროლი,
რომელიც გამომდინარეობდა საქართველოს გეოპოლიტიკური ინტერესებიდან.
 მოკლევადიანი ეროვნული ინტერესები - რომელთა მიღწევა შესაძლებელია უახლოეს მომავალში. ასეთი
ინტერესების წარმოშობას ხელს უწყობს სახელმწიფოსა და მთავრობის აუცილებელი საჭიროებანი.
 გრძელვადიანი ეროვნული ინტერესებისათვის დამახასიათებელია ისეთი მიზნები, რომლებიც
ძირითადად წარმოადგენს გარკვეული ერის პოლიტიკურ, კულტურულ თუ ეკონომიკურ მისწრაფებებს,
რომელზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მისი ისტორია და ეროვნული იდეოლოგია. სეთ ეროვნულ
ინტერესებს ხშირად ახასიათებს ოპტიმიზმი, წინააღმდეგობრიობა, მესიანიზმი, იდეოლოგიური
ექსტრემიზმი, როცა პირველს ახასიათებს მეტნაკლები პრაგმატიზმი, განხორციელების აუცილებლობა და
ძალზე ხშირად ემყარება საგარეო პოლიტიკის სისტემატურ დაგეგმვას.

17
 სუვერენიზმის მსგავსად ეროვნული ინტერესი წარმოადგენს მნიშვნელოვანი ფუნქციის მქონე ცნებას.
პოლიტიკური ლიდერები ხშირად იყენებენ მას, რათა მიიღონ მოსახლეობის ფართო ფენების მხარდაჭერა
ეროვნული ერთიანობის უზრუნველსაყოფად. პოლიტიკოსები მას ეფექტურად იყენებენ, როგორც
სიმბოლოს ღრმა კრიზისებისა და მთავრობების არაკომპეტენტურობის მისაჩქმალად. ეროვნული
ინტერესი და ეროვნულ უსაფრთხოებაზე აპელირება ხშირად გამხდარა უკანონო საქმიანობის
გამართლების მიზეზი, როგორც საერთაშორისო პოლიტიკაში, ისე ქვეყნის შიგნითაც.
 ჰანს მორგენტაუ და ეროვნული ინტერესები - რეალისტური თეორიის მომხრე. დიპლომატიური
სტრატეგია მოტივირებული უნდა იყოს ეროვნული ინტერესებით და არავითარ შემთხვევაში არ უნდა
იყოს დაკავშირებული სახიფათო უტოპიურ, მორალისტურ-ლეგალისტურ თუ იდეოლოგიურ
კრიტერიუმებთან. მორგენტაუს ხშირად აკრიტიკებდნენ ორი აბსტრაქტული კონცეფციის -
ინტერესისა და ძალის, ძლიერების გაფეტიშებისთვის, რომლის მიხედვითაც ის ცდილობდა, აეხსნა ყველა
საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენა. მორგენტაუს ეროვნული ინტერესების თეორიის მთავარ ღერძს
წარმოადგენს გადარჩენა. მორგენტაუს აზრით, კარგი დიპლომატი არის რაციონალურად მოქმედი
დიპლომატი, ხოლო რაციონალური დიპლომატი კი - კეთილგონიერი და ფრთხილი დიპლომატი.
მორგენტაუ პრიორიტეტს ყოველთვის ანიჭებდა ეროვნულ ინტერესს რეგიონალურ ინტერესთან
შედარებით. მორგენტაუ სასარგებლო ალიანსებად თვლის ისეთ ალიანსებს, რომლებიც ეყრდნობიან
ორმხრივ ინტერესსა და მონაწილე ერი-სახელმწიფოების ერთობლივი უსაფრთხოების სისტემას,
სადაც სახელმწიფოები არ ხელმძღვანელობენ იდეოლოგიური თუ მორალური მოსაზრებებით. ხოლო
რეგიონალური ალიანსები, მისი აზრით ნამდვილად არ ემსახურებიან მონაწილე ერი-სახელმწიფოების
ინტერესებს, ვინაიდან ძნელია ასეთი ალიანსის ხანგრძლივი დროით შენარჩუნება და მათ იმედზე
სახელმწიფოს გადარჩენის უზრუნველყოფა. ეროვნულ ინტერესს მორგენტაუს შემდეგ ჯეროვნად არ
ექცევა ყურადღება.
 მორგენტაუ მორალზე - საერთაშორისო ურთიერთობების გლობალურ დონეზე მორგენტაუ
ეწინააღმდეგება სახიფათო ემოციებზე დაყრდნობას და უპირატესობას ანიჭებს უფრო ფრთხილ და
უხიფათო პრინციპებზე აგებულ პოლიტიკას. ის მუდმივად მხარს უჭერდა ბირთვული სახელმწიფოების
მშვიდობიან თანაარსებობას და მოუწოდებდა მათ, ხელი აეღოთ ცალმხრივი, ვოლუნტარისტული
გადაწყვეტილებების მიღებისა და ურთიერთკონფრონტაციისაგან. ასეთი პოზიციის მიღებით შესაძლოა
გამოჩნდეს ვიღაცის მორალური მოდუნება, სისუსტე, რაც გამოიხატება მათი ინდეფერენტულობით
სხვათა გაჭირვებულ მდგომარეობაზე. მორგენტაუ ამტკიცებს, რომ „არ შეიძლება არსებობდეს
პოლიტიკური მორალი კეთილგონიერების გარეშე, ისევე როგორც ამა თუ იმ მორალური ქმედებისას
დაუშვებელია პოლიტიკური შედეგების გაუთვალისწინებლობა“. ამ თეზისიდან გამომდინარე
სახელმწიფო მოღვაწე იძულებულია მოიტყუოს, იქურდოს, გააცუროს ვინმე და თუ საჭირო გახდა,
დაუკავშირდეს ეშმაკს, რათა უზრუნველყოს საკუთარი ქვეყნის გადარჩენა.
მორგენტაუ შენიშნავს, რომ რეალისტებსა და იდეალისტებს შორის არსებული დისკუსია არ
წარმოადგენს დებატებს მორალსა და ცინიზმს შორის, არამედ წარმოადგენს კოლექტიური მორალის
ერთ-ერთ ალტერნატიულ კონცეფციას. „კამათი უტოპიზმსა (იდეალიზმს) და რეალიზმს შორის არ არის
იდენტური პაექრობისა, რომელიც არსებობს პრინციპებსა და მიზანშეწონილობას, მორალსა და
ამორალურობას შორის, თუმცა ზოგიერთი იდეალისტი ცდილობს სწორედ ასეთი სახით წარმოაჩინოს
იგი. სინამდვილეში კამათი წარმოებს ერთი ტიპის პოლიტიკურ მორალსა და სხვა სახის პოლიტიკურ
მორალს შორის; ერთი თავის სახელმძღვანელო სტანდარტად იღებს აბსტრაქტულად ფორმულირებულ
უნივერსალურ მორალურ პრინციპებს, ხოლო მეორე უდარებს ამ პრინციპებს კონკრეტული

18
პოლიტიკური ქმედების მორალურ საჭიროებებს, მათი შედარებითი ღირსება კი უნდა გამოვლინდეს იმ
პოლიტიკური შედეგების კეთილგონიერი შეფასებით, რომლისკენაც მათ შეიძლება მიგვიყვანონ”.
 ჰანს მორგენტაუს პოლიტიკური რეალიზმის ექვსი პრინციპი: 1. პოლიტიკა, როგორც ზოგადად
საზოგადოება, იმართება ობიექტური კანონებით, რომლებსაც ფესვები აქვთ გადგმული ადამიანის
ბუნებაში, ხოლო ეს უკანასკნელი (ადამიანის ბუნება) თავის მხრივ უცვლელია, მაშასადამე,
შესაძლებელია რაციონალური თეორიის შემუშავება, რომელიც ამ ობიექტურ კანონებს ასახავს. 2.
პოლიტიკური რეალიზმის ძირითადი არსი მდგომარეობს ინტერესის კონცეფციაში, რომელიც
განსაზღვრება ძალაუფლების ცნებებით და რომელსაც შეაქვს რაცინალური წესრიგი პოლიტიკის საგანში
და ამგვარად შესაძლებელს ხდის პოლიტიკის თეორიულ გაგებას. პოლიტიკური რეალიზმი ხაზს
უსვამს რაციონალურს, ობიექტურსა და არაემოციურს. 3. რეალიზმს მიაჩნია, რომ ინტერესი,
განსაზღვრული როგორც ძალაუფლება არის ობიექტური კატეგორია, რომელიც საყოველთაოდაა
აღიარებული, მაგრამ არა ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი მნიშვნელობით. ძალაუფლება ეს არის
ერთი ადამიანის კონტროლი მეორეზე. 4. პოლიტიკურ რეალიზმს გაცნობიერებული აქვს პოლიტიკური
ქმედების მორალური მნიშვნელობა, მისთვის ასევე ცნობილია დაძაბულობა, რომელიც არსებობს
მორალურ იმპერატივსა და წარმატებული პოლიტიკური მოქმედების მოთხოვნილებებს შორის. 5.
პოლიტიკური რეალიზმი უარს ამბობს კონკრეტული ერის მორალური მისწრაფებების გაიგივებაზე იმ
მორალურ კანონებთან, რომლებიც მართავენ სამყაროს. სწორედ ძალაუფლების ცნებებით განსაზღვრული
ინტერესის კონცეფცია გადაგვარჩენს მორალური ექსცესისა და პოლიტიკური უგუნურობისგან. 6.
პოლიტიკური რეალისტი ამტკიცებს პოლიტიკური სფეროს ავტონომიურობას.
 სტატუს კვოს პოლიტიკა - მორგენტაუს შეხედულებით ძალაუფლებისთვის ბრძოლისას სახელმწიფოები
მისდევენ სტატუს ქვოს შენარჩუნების გამიზნულ პოლიტიკას, რათა მიაღწიონ იმპერიალისტურ
ექსპანსიას ან მოიპოვონ პრესტიჟი.
 მორგენტაუ შემდეგნაირად განსაზღვრავს ძალთა ბალანსს:
1) პოლიტიკა რომელიც გამიზნულია საქმეთა გარკვეული ვითარებისაკენ;
2) საქმეთა ფაქტიური მდგომარეობა;
3) ძალაუფლების მიახლოებითი თანაბარი განაწილება;
4) ძალაუფლების ნებისმიერი განაწილება. თუმცა საერთაშორისო მშვიდობას ინარჩუნებს არა თვით
ძალაუფლების ბალანსი, არამედ საერთაშორისო კონსენსუსი, რომელზეც ის არის დამყარებული.
მორგენტაუ უპირატესობას ანიჭებს იმ დიპლომატიას, რომელიც არსებობდა საერთაშორისო სისტემაში
მეოცე საუკუნემდე. იმისათვის, რომ დიპლომატია აღორძინდეს, როგორც ძალის მართვის ეფექტური
მეთოდი, მორგენტაუს აზრით, მან უნდა უპასუხოს შემდეგ ოთხ მოთხოვნას:
1) დიპლომატიას უნდა ჩამოშორდეს მისი ჯვაროსნული სულისკვეთება;
2) საგარეო პოლიტიკური მიზნები განსაზღვრული უნდა იყოს ეროვნული ინტერესის ჩარჩოებში,
ამასთანავე მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ადექვატური ძალის მხარდაჭერა;
3) სახელმწიფოებმა უნდა განიხილონ საგარეო პოლიტიკა სხვა სახელმწიფოების თვალსაზრისის
გათვალისწინებით;
4) სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ კომპრომისის სურვილი ისეთი საკითხების გარშემო, რომლებიც
მათთვის არ წარმოადგენს სასიცოცხლო ინტერესს.
თუ დიპლომატია შეძლებს აღიდგინოს თავისი მნიშვნელოვანი პოზიციები, მორგენტაუს სჯერა, რომ
ის შეძლებს არა მხოლოდ წვლილის შეტანას, „მშვიდობიანობი მიღწევაში შეთანხმებების მეშვეობით“,
არამედ ააშენოს საერთაშორისო კონსენსუსი, რომელზეც შეიძლება აიგოს სხვა ადექვატური საერთაშორისო
პოლიტიკური ინსტიტუტები.

19
 ლიბერალური იდეალიზმი
 იდეოლოგია, ფილოსოფიური შეხედულებების ერთიანობა და პოლიტიკური ტრადიცია, რომლის
მიხედვით ადამიანის პიროვნული თავისუფლება არის ძირითადი პოლიტიკური ღირებულება;
 ადამიანები არიან ბუნებრივი სოციალური არსებანი, რომლებიც მოტივირებულნი არიან იდეებით,
პრინციპებით, ზოგჯერ კი ნამდვილი ალტრუიზმით, რის გამოც ისინი ხშირად თავიანთ ინტერესებს
მსხვერპლად სწირავენ უფრო მაღალ მიზნებს;
 ძირითადი პოსტულატები:
1. ადამიანური ბუნება არის „კარგი” და ალტრუისტული, ამიტომაც ადამიანებს აქვთ
ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის უნარი;
2. ადამიანური ბუნების მიზანია სხვათა კეთილდღეობაზე ზრუნვა;
3. ადამიანის ცუდი ქცევა განპირობებულია არა მისი სიცუდით, არამედ ინსტიტუტებისა და
სტრუქტურების დაუხვეწელი ხასიათით, რომელიც მათ აიძულებს, იმოქმედონ ეგოისტურად და
ავნონ სხვებს, რასაც ისინი ომამდეც კი მიჰყავს;
4. ომი არ არის გარდაუვალი მოვლენა და მისი სიხშირე შეიძლება შემცირდეს იმ ანარქიული
წინაპირობების ამოძირკვით, რომელიც მათ უბიძგებს ომისკენ;
5. ომი და უსამართლობა წარმოადგენს საერთაშორისო პრობლემას, რომელსაც ესაჭიროება
კოლექტიური და ერთობლივი ღონისძიებები, მიმართული მისი საბოლოოდ ამოძირკვისაკენ;
6. საერთაშორისო საზოგადოება ისე უნდა იქნას ინსტიტუციონალურად რეორგანიზებული, რომ
მოისპოს ანარქია, რომელიც არის ომის გამომწვევი ძირითადი მიზეზი;
7. ეს მიზნები რეალურია, ვინაიდან ისტორია გვასწავლის, რომ გლობალური ცვლილებები და
თანამშრომლობა არა თუ შესაძლებელია, არამედ აუცილებელიც.
 ერი-სახელმწიფო წარმოადგენს თანამეგობრობის ფორმას, რომელსაც ყველა ინდივიდი ეყრდნობა, და
პოლიტიკის ინსტიტუციონალური აღმშენებლობის უნარიანობის დადასტურებას.
 ტერიტორიული სუვერენიტეტის ერა, გაგებული ხელშეუხებელი დამცველი ფარის სახით, დასრულდა.
 საგარეო პოლიტიკა უნდა ეყრდნობოდეს პრინციპების უზენაესობას. უნდა არსებობდეს ასეთი
პრინციპების გარკვეული მუდმივი სტანდარტი, რომლითაც უნდა ხდებოდეს გატარებული პოლიტიკის
შედეგების შეფასება.
 ვერც ერთი სახელმწიფო, განსაკუთრებით კი დემოკრატიული, ვერ გაძლებს დიდხანს, თუ ის გაატარებს
ისეთ საგარეო პოლიტიკას, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის მის კონსტიტუციურ პრინციპებთან.
 ძლიერებას განაპირობებს: სამხედრო ძლიერება, კარგი რეპუტაცია, სამართლიანობის, სამართლის,
პატიოსნების, ერთგულების და თანამიმდევრულობის პრინციპებისადმი პატივისცემა.
 თეორიასა და დაგეგმვას უფრო წინ აყენებენ, ვიდრე პრაქტიკასა და იმპროვიზაციას.
 ომი არის სამწუხარო შედეგი განსაკუთრებული პოლიტიკური შემთხვევებისა და წარმოადგენს
არაფრისთვის საჭირო სოციალურ გამოგონებას.
 ომის პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების რეორგანიზაციით.
 უსაფრთხოების არარსებობის პირობებში ომი არის სოციალური ინსტიტუტი, რომელსაც თავგანწირული
ხალხი მიმართავს უკიდურესი გაჭირვების პერიოდში.
 საერთაშორისო ორგანიზაციებს შეუძლიათ ზოგადსაკაცობრიო პრობლემების გლობალური და რაც
მთავარია, სამართლიანი მოგვარება.
 ოპტიმისტურად უყურებენ საუკუნის ტენდენციას, შეიქმნას საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებიც
გააერთიანებენ ეროვნულ ინტერესებს და შეანელებენ დამანგრეველი ხასიათის კონკურენციას.

20
 არ ემორჩილებიან წარსულის კონსერვატიულ-შეზღუდულ შეხედულებებს.
 დიპლომატები ემორჩილებიან შიდასახელმწიფოებრივ პოლიტიკურ პრინციპებს.
 უტოპიურ თეორიაში პოლიტიკა არის ის ადგილი, სადაც სინდისი და ძალაუფლება ხვდება ერთმანეთს,
სადაც განათლებული ლიდერები ატარებენ ისეთ პოლიტიკას, რომელიც ერთდროულად ემსახურება
როგორც სახელმწიფოებრივ, ასევე ადამიანურ ინტერესებს.
 თუ საგარეო პოლიტიკა დაკნინდება და აღქმულ იქნება, როგორც მხოლოდ ბრძოლა უპირატესობის
მიღწევისათვის და ძალაუფლების კონცენტრაციისათვის, ეგოისტები და მანიპულატორები
მოგვევლინებიან ისეთი გადაწყვეტილებების მიმღებებად, რომლებიც ვერასოდეს ვერ მოუღებენ ბოლოს
სამკვდრო-სასიცოცხლო მეტოქეობას დაპირისპირებულ მხარეებს შორის.
 უამრავი რესურსი იხარჯება არაპროდუქტიულ გამალებულ შეიარაღებაზე. უმჯობესია, ეს ფული
დაიხარჯოს საგარეო დახმარებისთვის იმ მედით, რომ ტექნოლოგიური ინტერვენცია დააჩქარებს მესამე
სამყაროს განვითარების პროცესს.
 სამხედრო ინტერვენცია არ არის მისაღები ფორმა და სკეპტიკურად უყურებენ იმ აზრს, რომ
მხოლოდ ძალის მეშვეობით შეიძლება ,,რთული” საზოგადოებების შეცვლა. ეწინააღმდეგებიან ფარულ
ოპერაციებს, ტყუილს და სხვა სახის „ბინძურ აფიორებს“.
 პოლიტიკოსები არ უნდა იყვნენ დაკავებულები სასწრაფო პოლიტიკური და სამხედრო მუქარით.
 პოლიტიკა არის „კარგი მთავრობის ხელოვნება“ და არავითარ შემთხვევაში „შესაძლებლის ხელოვნება”.
 დემოკრატიათა შორის ომების სიმცირის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ ზოგიერთი მათგანი უშუალოდ
არ ესაზღვრებოდა ერთმანეთს.
 გლობალური ფედერალიზმის იდეა რეალურია.

 ნეოლიბერალიზმი
 ამტკიცებს, რომ ანარქიული სისტემისა და სახელმწიფოების რაციონალობის მიუხედავად,
თანაშრომლობა შესაძლებელია ნორმების, რეჟიმებისა და ინსტიტუტების შექმნის მეშვეობით.
 თანაზიარობა (Reciprocity) არის მნიშვნელოვანი პრინციპი საერთაშორისო ურთიერთობებში, ვინაიდან ის
საერთაშორისო დონეზე თანაშრომლობას შესაძლებელს ხდის ცენტრალური ხელისუფლების
არარსებობის პირობებშიც კი.
 სწრაფვა გრძელვადიანი საერთო მოგებისკენ ხშირად მეტად რაციონალურია, ვიდრე მოკლევადიანი
მოგების მაქსიმიზაცია.

 ფუკუიამა - აკრიტიკებს რეალიზმს. ყველა სახელმწიფო უნდა ესწრაფვოდეს ძლიერებას, რათა


განახორციელოს ეროვნული ინტერესები, თუმცა აუცილებელი არაა, სახელმწიფომ საკუთარი ძალა
კიდევ უფრო განამტკიცოს სამხედრო და ტერიტორიული ექსპანსიის ტრადიციული არხებით. იმავეს
მოხერხება ეკონომიკური ზრდა-განვითარების ან თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის ბრძოლის
მედროშეობის მეშვეობითაც შეიძლება. სახელმწიფოები უბრალოდ ძალაუფლებას როდი ესწრაფვიან,
არამედ, ლეგიტიმურობის კონცეფციიდან გამომდინარე, ბევრ სხვადასხვა მიზანს ისახავენ და ის
სახელმწიფოები, რომლებიც გულგრილნი არიან ლეგიტიმურობის მნიშვნელობისადმი, სერიოზულ
საფრთხეში იგდებენ თავს. რეალიზმი უდროო ვაკუუმში იზოლირებული და ირგვლივ მიმდინარე
ევოლუციური პროცესებისთვის სრულიად შეუღწევადია. ლიბერალური საზოგადოებების
არამეომრული ხასიათის გამო გამორიცხულია ერთი ლიბერალური დემოკრატიის მეორესთან ომის
შემთხვევები.

21
 რეალიზმი
 პოლიტიკური ფილოსოფიის თეორია, რომელიც ცდილობს ახსნას, მოდელირება გაუკეთოს და
განსაზღვროს პოლიტიკური ურთიერთობები.
 წარმოიშვა ლიბერალურ იდეალიზმზე რეაქციის შედეგად.
 ამოსავალი წერტილი - საერთაშორისო სისტემის ანარქიულობა.
 ნორმატიული და პოლიტიკაზე ორიენტირებული.
 ძირითადი პოსტულატი ეფუძნება იმის რწმენას, რომ ძალა არის (და უნდა იყოს) ძირითადი საშუალება
ნებისმიერი პოლიტიკური ქმედებისას როგორც საერთაშორისო, ისე საშინაო პოლიტიკაში.
 პოლიტიკა, ისევე როგორც საერთოდ საზოგადოება, იმართება ობიექტური კანონებით, რომლებიც
გამომდინარეობს ადამიანური ბუნებიდან.
 საზოგადოებრივი აზრი ადვილად ცვალებადია და ამიტომაც იგი არასაიმედო დასაყრდენია პოლიტიკის
შექმნისას.
 სახელმწიფოებს შორის არ არსებობს ინტერესების არსებითი ჰარმონია.
 აქცენტს აკეთებს ერ-სახელმწიფოზე, როგორც ანალიზის ძირითად ერთეულზე.
 ყოველი ერი-სახელმწიფო მოტივირებულია ეროვნული ინტერესით, რომელიც ზოგჯერ შენიღბულია
მორალური ინტერესებით.
 აღიარებს საგარეო პოლიტიკის პრიმატს საშინაო პოლიტიკაზე;
 აღიარებს სახელმწიფოს პრიმატს საერთაშორისო გადაწყვეტილებების მიღებისას და მიიჩნევს, რომ
სახელმწიფოთა ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფა არის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო
საკითხი.
 დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ნაციონალიზმს.
 იქ, სადაც არ არსებობს ფასეულობათა კონსენსუსი, ძალა ხდება ერთადერთი არბიტრი, ხოლო სადაც არ
არსებობს ძლიერებაზე მონოპოლია, იქ არ შეიძლება არსებობდეს საერთაშორისო სამართლის წესებიც.
 საგარეო პოლიტიკის ანარქიული და მეტოქეობრივი ხასიათი არ იძლევა იმის საშუალებას, გამოყენებულ
იქნას ცივილიზირებულობის თუნდაც ერთი შეზღუდული ხერხი, რომელიც დამახასიათებელია
სუვერენული ერი-სახელმწიფოებისთვის საკუთარი საზღვრების შიგნით.
 „არ არსებობს მუდმივი მტრები, არ არსებობს მუდმივი მეგობრები”.
 რეალისტების პრაგმატული ორიენტაცია დაფუძნებულია გამოცდილებასა და წარსულის პრაქტიკულ
ანალიზზე.
 უფრო ღრმად სჯერათ ინსტიტუციონალური რეალობების, ვიდრე კონსტიტუციური იდეალების.
 სახელმწიფო ძლიერება იზომება ისეთი მნიშვნელოვანი საზომებით, როგორიცაა სამხედრო პოტენციალი,
ჯარების რაოდენობა და სტრატეგიული რესურსები.
 ეროვნული ინტერესი უნივერსალურია და ადვილად განსაზღვრებადი: ყოველი სახელმწიფო
მიილტვის და ცდილობს შეინარჩუნოს საკუთარი პოლიტიკური ავტონომიურობა და ტერიტორიული
მთლიანობა.
 მთავარი სამოქმედო პრინციპია სახელმწიფოს გადარჩენა და საკუთარი ხალხის კეთილდღეობაზე
ზრუნვა.
 ძალაუფლების განსაზღვრება - უნარი სხვა აქტორს გააკეთებინო ის, რასაც ის სხვა შემთხვევაში არ
გააკეთებდა. პოლიტიკური პერსონის ქცევა სოციალურ კონტექსტში ეფუძნება ძალაუფლებას.
 ძალაუფლების ელემენტები:
 სამხედრო მზადყოფნა
 ბუნებრივი რესურსები

22
 ინდუსტრიის მოცულობა
 მორალური ლეგიტიმაცია
 სახალხო მხარდაჭერა მთავრობის მიმართ
 პოლიტიკური რეალიზმის თეორია ეფუძნება რაციონალური აქტორის იდეას. რაციონალური აქტორი
მიუთითებს რეალისტების მოსაზრებაზე, რომ სახელმწიფოები მისდევენ მიღწევად და წინდახედულ
მიზნებს, რომლებიც შეესაბამება მათ ძალას.
 უსაფრთხოების დილემა არის შედეგი შიშის, დაუცველობისა და სახელმწიფოებს შორის უნდობლობისა
ანარქიულ საერთაშორისო სისტემაში. სახელმწიფოები მიმართავენ შეიარაღებას იმისთვის, რომ
საკუთარი თავის გადასარჩენად მიაღწიონ რაციონალურ მიზანს. თუმცა, მათი შეიარაღება იწვევს მეტ
შიშს და დაუცველობას სხვა სახელმწიფოებს შორის, რომლებიც ასევე საპასუხოდ ზრდიან შეიარაღებას.
 ტერმინი თვითდახმარების სისტემა გამოიყენება ნეორეალიზმის თეორიაში. სახელმწიფოები
რაციონალურად იქცევიან თავიანთი ეროვნული ინტერესების შესაბამისად, ვინაიდან სხვანაირად ვერ
გადარჩებიან.
 ანარქიულ საერთაშორისო სისტემაში, რომელშიც არ არსებობს მსოფლიო მთავრობა მშვიდობისა და
სტაბილურობის დასამყარებლად თითოეული სახელმწიფო პასუხისმგებელია საკუთარ გადარჩენაზე და
ვერ იქნება სხვაზე დამოკიდებული. სახელმწიფოებს შორის თანაშრომლობა რთული, დროებითი და
ზედაპირულია.
 რეალიზმის კრიტიკა:
1. მსოფლიოს აღსაქმელად უფრო სწორი ხედვაა თანაშრომლობა და არა ანარქია;
2. ლიდერები გადაწყვეტილებებს იღებენ მსოფლიო და არა ეროვნული ინტერესების შესაბამისად;
3. ღირებულებები და პრიორიტეტები ნამდვილად არ არის ყოველთვის რაციონალური;
4. ეკონომიკური საკითხების მნიშვნელობა იზრდება, ხოლო სამხედრო საკითხების მცირდება;

 ნეორეალიზმი
 რეალიზმის სახესხვაობა, რომელიც ამტკიცებს, რომ სახელმწიფოებს შორი სბრძოლა არის უფრო
ანარქიული სისტემის, როგორც ერთი მთლიანობის შედეგი, ვიდრე ადამიანის ბუნებისა.
 ძალის პოლიტიკა არის სახელმწიფოს სტრატეგია მისი ინტერესების დასაკმაყოფილებლად.
რეალისტების თანახმად, საერთაშორისო ურთიერთობები არის ბრძოლა მეტოქე სახელმწიფოებს შორის
ძალუფლების მოსაპოვებლად.
 უსაფრთხოების დილემა ყოველთვის წარმოადგენს:
1. უსაფრთხოების მოულოდნელად დაცემა, როდესაც ერთი სახელმწიფო ზრდის საკუთარ
უსაფრთხოებას;
2. აწმყოს განუსაზღვრელობა ან სხვა სახელმწიფოთა მომავალი ცდები; სახელმწიფო თავს დაუცველად
გრძნობს, თუ ის არ მოქმედებს, ხოლო დაცულად, თუ ის მოქმედებს;
3. უსაფრთხოების დილემა რეგულირდება პოლიტიკის ძალთა ბალანსით.

 ფემინიზმი
 ფილოსოფიის მიმდინარეობა, რომელიც ქალისა და მამაკაცის თანასწორობას ქადაგებს.
 ეს ტერმინი პირველად 1895 წელს იხმარა ელის როსიმ, როგორც ქალთა მოძრაობის აქტივისტების
იდეოლოგიის აღმნიშვნელი სიტყვა.

23
 ფემინიზმი, როგორც თეორია, წარმოიქმნა ქალთა მრავალსაუკუნოვანი დისკრიმინაციის, ისტორიული
უსამართლობის, პატრიარქალური წყობის, მამაკაცის დომინირების უალტერნატივობის კრიტიკის
შედეგად.
 გენდერული სტერეოტიპები:
 ქალი იმიტომ არის ქალი, რომ მას არა აქვს კაცური თვისებები, ამიტომ მასში ისეთ არსებას უნდა
ვხედავდეთ, რომელიც ბუნებრივ არასრულყოფილებას განიცდის” (არისტოტელე).
 585 წელს მსოფლიო საეკლესიო კრებაზე დიდი დისკუსიების შემდეგ, მხოლოდ ერთი ხმის
უპირატესობით, ფორმალურად სცნეს, რომ ქალს აქვს სული.
 1690 წელს ფრანკფურტში გამოვიდა წიგნი “ქალი ადამიანი არ არის”
 საზოგადოებაში ქალის არათანასწორუფლებიანი მდგომარეობა განისაზღვრება “ქალის ორგანიზმის
ბუნებრივი სისუსტით“ (ოგიუსტ კონტი)
 მამაკაცები იბრძვიან ომში & მართავენ სახელმწიფოებს, ქალები შეუსაბამონი არიან საერთაშორისო
ურთიერთობებთან. მასკულინობა შეთავსებადია საზოგადოებრივ პოლიტიკურ სფეროსთან, ფემინურობა
ასოცირდება კერძო საშინაო სფეროსთან (დონალდ რეგანი, სამხრეთ აფრიკა, ალმასების სტერეოტიპი).
 საერთაშორისო ურთიერთობების ფემინისტი მკვლევრები აღიარებენ გენდერის მნიშვნელობას
საერთაშორისო ურთიერთობების განსაზღვრაში, მაგრამ გენდერის როლის შესახებ განსხვავებული
კონცეფციებია შექმნილი.
 რადიკალი (Standpoint) ფემინისტები ფემინურობის მნიშვნელობას განადიდებენ (წინ წამოწევენ), ქალებს
მამაკაცებთან შედარებით მიიჩნევენ უფრო ეფექტურად კონფლიქტების გადაჭრასა და ჯგუფური
გადაწყვეტილების მიღებაში. ომს კი უკავშირებენ მამრობითი სქესის ჰორმონს - ტესტოსტერონს,
რომელიც ცხოველებში აგრესიულ ქცევასთან არის დაკავშირებული. ქალებს კი ხედავენ დედად,
მშვიდობისმყოფელად და ა.შ. ფემინისტებს სჯერათ, რომ საშუალოდ კაცები უფრო ომისკენ არიან
მიდრეკილნი, ვიდრე ქალები.
 სოციალისტურმა მიმდინარეობამ მარქსისტული და ფემინისტური შეხედულებების სინთეზი მოახდინა.
ქალთა დისკრიმინაციის ძირითად მიზეზებად აქ კერძო საკუთრება და საზოგადოების კლასობრივი
სტრუქტურა იქნა მიჩნეული;
 ლიბერალი (Liberal) ფემინისტები ამტკიცებენ, რომ ნამდვილი (და არა თვითნებური) განსხვავება
მამაკაცსა და ქალს შორის არსებობს. კაცები სოციალურ ურთიერთობებში უფრო ავტონომიურები არიან
(როგორც რეალისტები), მაგრამ ქალები ფიქრობენ უფრო მეტად კავშირზე (connection). ისინი მამაკაცებსა
და ქალებს თანასწორად მიიჩნევენ. ისინი არ ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ საერთაშორისო
ურთიერთობების მონაწილეებს არსობრივად განსხვავებული შესაძლებლობები და ტენდენციები აქვთ.
ისინი ამტკიცებენ რომ საერთაშორისო ურთეირთობებში ქალთა და მამაკაცთა როლი ექვივალენტურია.
 ქალთა სუფრაჟისტული მოძრაობა ოფიციალურად დაიწყო 1848 წელს, როცა ქალთა უფლებების პირველი
კონვენცია (ყრილობა) ჩატარდა. მომდევნო 70 წლის მანძილზე სუფრაჟისტი ქალები თუ მამაკაცები,
ქალებისთვის ხმის მიცემის ლეგალიზებას ნებისმიერი გზით ცდილობდნენ;
 სუზან ბ. ენთონი იყო სუფრაჟისტული მოძრაობის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი. 1869 წელს მან
დააფუძნა ქალთა ხმის უფლების ეროვნული ასოციაცია, რომელმაც დაიწყო საკონსტიტუციო ცვლილების
დამტკიცების მოთხოვნა, რომელიც ქალებს მისცემდა ხმის მიცემის უფლებას;
 1983 წელს ახალ ზელანდიაში პირველად მიეცა ქალს ხმის მიცემის უფლება!
 ფემინისტური თეორიის კომპონენტები:
 ანალიზის ფოკუსი - კაცთა დომინაცია და მამრობით სქესზე მორგებული ინსტიტუტები;
 ძირითადი გავლენები - გენდერი/გენდერის მიკერძოებულობა;

24
 სახელმწიფოების ქცევა - წარიმართება ძირითადად მამაკაცებისა და მათ მიერ მართვადი
ინსტიტუტების მიერ. მამაკაცთა ძალადობრივი და აგრესიული ტენდენცია გარდაქმნილი სახელმწიფოს
ქცევაში;
 ფემინისტური თეორიის მიზნები - ქალთა ინტერესების და პერსპექტივების წინ წამოწევა;
გენდერული უთანასწორობის კორექტირება.
 ფემინიზმის საკვანძო ცნებები:
 ანდროცენტრული (კაცზე ორიენტირებული) - გამოხატავს იმ იდეას, რომ საერთაშორისო
ურთიერთობების ტრადიციული თეორიები (კერძოდ, რეალიზმი) იგნორირებას უკეთებს ალტერნატიულ
ხედვას და სანაცვლოდ, ძირითადად, დამოკიდებულია მსოფლიო პოლიტიკის მასკულინურ
ინტერპრეტაციებზე.
 გენდერი - მოიცავს სოციალურ და კულტურულ მახასიათებლებს, ისევე როგორც ტრადიციულ
როლებს შორის განსხვავებებს ორ სქესს შორის და არა მხოლოდ კლინიკურ და ბიოლოგიურ
კლასიფიკაციას.
 გენდერული ობიექტივი (Gender lens) - შესაძლებელია, აღვწეროთ, როგორც პრიზმა, მასკულინური
ან ფემინინური, რომელიც აჩვენებს ინდივიდთა შეხედულებას ცხოვრებასა და მათ გარშემო არსებულ
მსოფლიოზე.
 გენდერული როლები - სამუშაოების, ამოცანებისა და აქტივობების ერთობლიობა, რომლებიც
ტრადიციულად ასოცირდება მამაკაცთა ან ქალთა ჯგუფთან.
 როლი - ფუნქციათა ან ქცევათა ერთობლიობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ
პოზიციასთან.
 რადიკალ (Standpoint) ფემინისტებს სჯერათ, რომ საშუალოდ კაცები უფრო ომისკენ არიან მიდრეკილნი,
ვიდრე ქალები. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ქალი ლიდერი ვერ ასახავენ ამ განსხვავებულობას,
საერთო ჯამში უფრო მეტი ქალის ჩართვა საერთაშორისო ურთიერთობების ხასიათს შეცვლიდა და მას
მეტად მშვიდობიანს გახდიდა.
 ლიბერალი ფემინისტები არ ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ საერთაშორისო ურთიერთობების
მონაწილეებს არსობრივად განსხვავებული შესაძლებლობები და ტენდენციები აქვთ. ისინი ამტკიცებენ
რომ საერთაშორისო ურთეირთობებში ქალთა და მამაკაცთა როლი ექვივალენტურია. ლიბერალი
ფემინისტების მტკიცებით, ქალი ლიდერები და ქალი მეომრები არ არიან მშვიდობის მოსურვენი
(ტეტჩერი, გოლდა მეიერი, ბუტო, ოლბრაიტი).

 ანალიზის დონეები
 საერთაშორისო ასპარეზზე არსებული უამრავი სახელმწიფოს, ორგანიზაციისა და სხვა სუბიექტების
ურთიერთობათა გასაანალიზებლად საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტები ანალიზის დონეებს
იყენებენ. ანალიზის დონეების ორგვარი კლასიფიკაცია არსებობს. ერთი საერთაშორისო სუბიექტებს
მასშტაბების მიხედვით ოთხ (გლობალური, სახელმწიფოთაშორისი, შიდასახელმწიფოებრივი,
ინდივიდუალური), მეორე კი - ხუთ ნაწილად ჰყოფს (სისტემური, რეგიონალური, სახელმწიფო, ქვე-
სახელმწიფოებრივი, ინდივიდუალური).
 საერთაშორისო სისტემა როგორც ერთი მთლიანობა - ანალიზის საერთაშორისო დონე კარგ საშუალებას
წარმოადგენს სისტემაში მიმდინარე პროცესების ზოგად ჩარჩოებში მოსაქცევად და ზოგჯერ,
პოლიტიკური პროგნოზების გასაკეთებლადაც კი. ანალიზის სისტემური დონის მთავარი
პოსტულატებია: 1. საერთაშორისო სისტემა ერთი მთლიანობაა; 2. ამ ერთიან სისტემაში არსებული
სუბიექტების ურთიერთობები გარკვეულ კანონზომიერებებს ემორჩილება.

25
 ანალიზის რეგიონალური დონე - რეგიონალური ანალიზის დონეზე მიმდინარეობს ერთი რეგიონის
შედარება მეორესთან და ერთი რეგიონის შიგნით არსებული სახელმწიფოების შედარება
ერთიმეორესთან; რეგიონალურ დონეზე მხოლოდ კონკრეტულ რეგიონში მდებარე სუბიექტები
განიხილება. მაგალითად, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიისა და სუბ-საჰარული აფრიკის რეგიონების
ეკონომიკური ზრდის შედარებისას განხილული იქნებოდა ამ რეგიონებში არსებული ქვეყნები და
მოქმედი ორგანიზაციები; რეგიონალურ დონეზე შესაძლებელია რეგიონალური ორგანიზაციების
შესწავლა.
 ანალიზი სახელმწიფოს დონეზე - მოცემულ დონეზე ანალიზისას ხდება კონკრეტულ სახელმწიფოთა
შესწავლა და ერთმანეთთან შედარება. ამისთვის მიმართავენ სახელმწიფოთა ოთხი უმთავრესი
მახასიათებლის - ძალაუფლების, სიმდიდრის, პრესტიჟის და მოსახლეობის რაოდენობის შეფასებას.
სახელმწიფოში არსებული ძალთა გადანაწილება დამოკიდებულია მის მმართველობის სისტემაზე,
კონსტიტუციასა და კანონმდებლობაზე. ასევე მნიშვნელოვანია მოქალაქეებისათვის მინიჭებული
უფლებები, მაგალითად, ხმის მიცემისა და კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება. სიმდიდრე
სახელმწიფოს ეკონომიკის ყველა ასპექტს აერთიანებს, ბუნებრივი რესურსების ხარისხისა და
რაოდენობის, სასოფლო-სამეურნეო და ინდუსტრიული ნაწარმის, მუშაობის პირობების, შიდა და გარე
ვაჭრობის, მთლიანი შიდა პროდუქტის, საგადასახადო პოლიტიკისა და ტექნოლოგიური განვითარების
დონის ჩათვლით. სტატუსისა და პრესტიჟის ცნებები დაკავშირებულია სახელმწიფოს სოციალურ
სისტემასთან, ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო პოლიტიკასთან, კანონის უზენაესობის ცნებასთან.
სახელმწიფოს სტატუსისა და პრესტიჟის შედარებით შესაძლებელი ხდება იმის გაგება, თუ რომელ
ქვეყანაში რა ჯგუფებს აქვთ მეტი გავლენა სახელმწიფოთა მიერ გადანაწილების მიღების პროცესზე.
 ანალიზის ქვე-სახელმწიფოებრივი დონე - მოცემულ დონეზე შეისწავლება ის ელემენტები, რომლისაგანაც
სახელმწიფო შედგება. ანუ, საუბარია სახელმწიფოს რეგიონალურ სტრუქტურაზე. მაგალითად,
შეერთებული შტატები 50 შტატისაგან შედგება. ბელგია ორადაა გაყოფილი - ფლამანდიურად
მოლაპარაკე და ფრანგულად მოლაპარაკე პროვინციებად; ანალიზის ამ დონეს ბოლო დრომდე ნაკლები
მნიშვნელობა ენიჭებოდა, თუმცა უკანასკნელ ხანებში განვითარებული ქვეყნის შიდა და საერთაშორისო
მოვლენების ფონზე სახელმწიფოს ცენტრალური კონტროლი მცირდება. დეცენტრალიზების
ტენდენციებმა კი ქვე-სახელმწიფოებრივ ერთეულებს ახალი ძალა და მნიშვნელობა შესძინა
 ქვე-სახელმწიფოებრივ დონეზე არსებული დეცენტრალიზაციის ელემენტები - ჩინეთი ქვე-
სახელმწიფოებრივი ერთეულების გავლენის ზრდის საინტერესო მაგალითია. ჩინეთი მდიდარ და ღარიბ
პროვინციებად იყოფა. მდიდარი ერთეულები ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზეა განლაგებული. მათ
მთავრობამ განსაკუთრებული უფლებები მიანიჭა და თავისუფალი ეკონომიკის/Free enterprice
რეგიონებად გამოაცხადა; ჩინეთის ცენტრალურ მთავრობას იმის შიში დაებადა, რომ მდიდარი
პროვინციები ერთ დღეს საერთოდ უარს იტყვიან ცენტრალური მთავრობისათვის გადასახადების
გადახდაზე და პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვლენ; რუსეთიც იმავე საფრთხის
წინაშე დგას. ქვეყნის ეკონომიკური ცენტრი დასავლეთითაა, მაშინ როდესაც უზარმაზარი შორეული
აღმოსავლეთის ნაწილი პერიფერიაა, რომელიც თითქმის მთლიანადაა მოწყვეტილი ცენტრს.
 კონფლიქტი ქვე-სახელმწიფოებრივ დონეზე - მიზეზები: ტერიტორია, ეთნიკური, ენობრივი და
რელიგიური საკითხები. ყველა ადამიანს არ აკმაყოფილებს დადგენილი საზღვრები. ეთნიკური ჯგუფები
ხშირად არიან გავრცელებული მათი სამშობლოს ტერიტორიების გარეთ, ამასთან ზოგიერთ სახელმწიფოს
გარკვეული პრეტენზიები აქვს ტერიტორიებზე, რომლებსაც თავის ისტორიულ ნაწილად მიიჩნევს. ეს
ყველაფერი კი სახელმწიფოს შიგნით ირედენტიზმის წარმოშობას უწყობს ხელს.ირიდენტიზმი
კონკრეტული საგარეო პოლიტიკაა, რომელიც ორიენტირებულია სხვა სახელმწიფოს შემადგენლობაში

26
მყოფი ისეთი ტერიტორიების შემოერთებაზე, რომლებიც ოდესღაც პირველ სახელმწიფოს ეკუვნოდა, ან
რომელიც მისი ეთნიკური ჯგუფებითაა დასახლებული. ირედენტიზმი შესაძლოა, ომშიც გადაიზარდოს,
თუკი პირველი სახელმწიფო დაჟინებით აცხადებს უფლებებს მეორე ქვეყნის ტერიტორიებსა და
მოსახლეობაზე. ყველა ადამიანს არ აკმაყოფილებს დადგენილი საზღვრები. ეთნიკური ჯგუფები ხშირად
არიან გავრცელებული მათი სამშობლოს ტერიტორიების გარეთ, ამასთან ზოგიერთ სახელმწიფოს
გარკვეული პრეტენზიები აქვს ტერიტორიებზე, რომლებსაც თავის ისტორიულ ნაწილად მიიჩნევს. ეს
ყველაფერი კი სახელმწიფოს შიგნით ირედენტიზმის წარმოშობას უწყობს ხელს.ირიდენტიზმი
კონკრეტული საგარეო პოლიტიკაა, რომელიც ორიენტირებულია სხვა სახელმწიფოს შემადგენლობაში
მყოფი ისეთი ტერიტორიების შემოერთებაზე, რომლებიც ოდესღაც პირველ სახელმწიფოს ეკუვნოდა, ან
რომელიც მისი ეთნიკური ჯგუფებითაა დასახლებული. ირედენტიზმი შესაძლოა, ომშიც გადაიზარდოს,
თუკი პირველი სახელმწიფო დაჟინებით აცხადებს უფლებებს მეორე ქვეყნის ტერიტორიებსა და
მოსახლეობაზე.
 ირიდენტიზმი - კონკრეტული საგარეო პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია სხვა სახელმწიფოს
შემადგენლობაში მყოფი ისეთი ტერიტორიების შემოერთებაზე, რომლებიც ოდესღაც პირველ
სახელმწიფოს ეკუთვნოდა ან რომელიც მისი ეთნიკური ჯგუფებითაა დასახლებული. ირიდენტიზმი
შესაძლოა ომშიც გადაიზარდოს, თუ პირველი სახელმწიფო დაჟინებით აცხადებს უფლებებს მეორე
ქვეყნის ტერიტორიებსა და მოსახლეობაზე.
 ანალიზის ინდივიდუალური დონე - მოცემულ დონეზე განიხილება ის როლი, რასაც კონკრეტული
პიროვნებები თამაშობენ მსოფლიო ასპარეზზე. ამასთან, მათი როლი შესაძლოა, გაცილებით უფრო
მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ეს ზოგიერთს წარმოედგინა. სუბიექტები - მოცემულ დონეზე, უპირველეს
ყოვლისა, მოიაზრება მსოფლიო დონის ოფიციალური პირები და უდიდესი რეპუტაციის მქონე
მოღვაწეები, როგორებიცაა, მაგალითად, შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომის პაპი, მსოფლიო
ბანკის ხელმძღვანელი. თუმცა, ამავე კატეგორიაში უნდა მოვიაზროთ უამრავი სხვა ადამიანიც -
ინვესტორები, ხელოვანები, მსახიობები, სპორტსმენები და სხვა. ასე რომ, ინდივიდუალურ დონეზე
სუბიექტად ითვლება ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც მსოფლიო პოლიტიკაზე გარკვეული გავლენის
მოხდენა შეუძლია.
 საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზი დონეების მიხედვით - ანალიზის დონეების გამოყენება
მრავალგვარადაა შესაძლებელი, იმისდა მიხედვით თუ: 1. რა ფორმისა და ხასიათის სიტუაციასთან გვაქვს
საქმე; 2. რისი გარკვევაა საჭირო; 3. პოლიტიკური თეორიის რომელ პარადიგმაზე შეაჩერებს მკვლევარი
არჩევანს.
ანალიზის დონეების პრაქტიკული გამოყენება - ავღნეთის მაგალითი. ავღანეთს პრობლემის
გასარკვევად ანალიზის ყველა დონეა საჭირო. დავიწყოთ სახეოლმწიფო დონით: ავღანეთი ისტორიულად
თითქმის არასოდეს ყოფილა ერთიანი მმართველობის ქვეშ. ქვეყნის მთაგორიანმა გეოგრაფიამ და
მკაცრმა კლიამტურმა პირობებმა ადგილობრივი ტომების ბელადების გაძლიერება გამოიწვია. ავღნეთს
ზღავზე გასასვლელი არ აქვს და ჩრდილოეთით, დასავლეთით და აღმოსავლეთით ძლიერი მეზობლები
ესაზღვრება.
აშშ-ს არ შესწევს ძალა პირობები უკარნახოს ავღანეთის მთავრობას. ამის რამოდენიმე მიზეზი არსებობს:
1. რეალური ძალაუფლება ჯერ კიდევ იმ ლიდერთა ხელშია, ვინც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ
იბრძოდა (ინდივიდუალური დონე). 2. ტომებს შორის არსებული ქიშპობა კომპრომისის მიღწევას
შეუძლებელს ხდის (ქვე-სახელმწიფოებრივი დონე). 3. აშშ-ს არ აქვს იმდენი სამხედრო, მატერიალური და
ფინანსური რესურსი, რომ ავღანეთის პრობლემაც გადაჭრას და საკუთარი ეკონომიკის და ცხოვრების
დონის ამაღლებაზეც იზრუნოს. აშშ-ს მოკავშირეების ძიება სჭირდება (სახელმწიფოებრივი დონე). 4.

27
ავღანეთსა და პაკისტანში არსებულ ტერორისტულ ჯგუფებსა და მუსლიმურ სახელმწიფოებს შორის
არსებული კავშირები იმაზე მიუთითებს რომ პრობლემის გადაჭრის გზა აუცილებლად ისლამური უნდა
იყოს (რეგიონალური დონე). 5. აშშ-ს პაკისტანი სჭირდება ავღანეთში ტერორიზმთან საბრძოლველად.
ამავე დროს არ შეუძლია თავს მისცეს ნავთობის მწარმოებელი მუსლიმური ქვეყნების გაუცხოების ნება,
რადგან რუსეთს არ შეუძლია მთლიანად დააკმაყოფილოს ევროპისა და აშშ-ს ნავთობის მოთხოვნები
(სისტემური დონე).
 ოთხი სამყარო - საერთაშორისო ურთიერთობათა მთავარ სუბიექტებს სახელმწიფოები შეადგენენ.
ჩვეულებრივ, სახელმწიფოები მათი ეკონომიკური მახასიათებლებია და პოლიტიკური განვითარების
დონის მიხედვით ოთხ ჯგუფად იყოფიან. პირველი სამყარო - იგივე ინდუსტრიალიზებული ქვეყნები,
მაგალითად, დასავლეთ ევროპა, აშშ, იაპონია და ავსტრალია. მეორე სამყაროს - ყოფილი საბჭოთა
რესპუბლიკები წარმოადგენენ, რომლებიც დემოკრატიული საზოგადოების შექმნისა და საბაზრო
ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში იმყოფებიან. ასეთი ქვეყნების რიგში შედის: რუსეთი, დასავლეთი და
ცენტრალური ევროპის ქვეყნები, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში მდებარე ყოფილი საბჭოთა ქვეყნები.
მესამე სამყარო ანუ განვითარებადი ქვეყნები ლათინური ამერიკის, ცენტრალური და აღმოსავლეთ
აზიის, კარიბის ზღვის ქვეყნებსა და აფრიკის უდიდეს ნაწილს მოიცავს. მეოთხე სამყარო ანუ რისკის ქვეშ
არსებული ქვეყნები, რომლებმაც შესაძლოა ვერ მოახერხონ მათი არსებობისთვის აუცილებელი
ეკონომიკური და პოლიტიკური ინსტიტუტების განვითარება. ასეთი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება:
სომალი, ჩადი, ეთიოპია, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა და აფრიკის სხვა ღარიბი ქვეყნები,
რომლებიც პრაქტიკულად არანაირ რესურსებს ფლობენ.
 საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხოლოდ სამ კატეგორიას გამოყოფს: განვითარებული ქვეყნები,
ყოფილი კომუნისტური ანუ ტრანზიციის პროცესში მყოფი სახელმწიფოები და განვითარებადი ქვეყნები.
ასეთი კატეგორიზაცია ძირითად კრიტერიუმებს ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების დონეები
წარმოადგენენ. მაღალი, საშუალო და დაბალი განვითარების დონეები, რომელსაც ერთ სულ მოსახლეზე
არსებული შემოსავლის რაოდენობით განსაზღვრავს. რიგი ექსპერტებისა საქმის გამარტივების მიზნით
მხოლოდ ორ კატეგორიას-განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს აღიარებენ. სპეციალისტების
ნაწილი უღარიბესსა და ნგრევის საფრთხის წინაშე მდგარ ქვეყნებს არშემდგარი სახელმწიფოების
კატეგორიაში ათავსებენ.
 არა-სახელმწიფოებრიცი სუბიექტები - რეალისტების მიხედვით, ანალიზის საერთაშორისო დონეზე
მხოლოდ სახელმწიფოები უნდა განვიხილოთ. მაშინ, როდესაც ლიბერალების თანახმად, დღევანდელი
მსოფლიო მოვლენების ანალიზისას შეუძლებელია გვერდი ავუაროთ არა-სახელმწიფოებრივ
სუბიექტებს, რომელთა გაძლიერება თანამედროვე მსოფლიო სამოქალაქო საზოგადოების შექმნასთანაა
დაკავშირებული.
 საერთაშორისო სამთავრობო სუბიექტები, იგივე საერთაშორისო სამთავრობო ორგანიზაცია (IGO)
რომლის წევრებსაც ერთ ან მრავალეროვნული სახელმწიფოები შეადგენენ. ასეთი ორგანიზაციებია:
გაერო, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და
მართლმსაჯულების საერთაშორისო სამართალი.
 როგორც წესი, არასამთავრობო ორგანიზაციები non-profit ხასიათდება და რომელშიც არა
სახელმწიფოები, არამედ ცალკეული ადამიანები წევრიანდებიან.
არასამთავრობო ორგანიზაციათა ოთხი ჯგუფი არსებობს:
1. პროფესიული ანუ სამეცნიერო ორგანიზაციები, რომელშიც ერთი პროფესიის ადამიანები
წევრიანდებიან და რომელიც შესაბამის სფეროზეა ორიენტირებული. მაგ, პოლიტიკური მეცნიერების
საერთაშორისო ასოციაცია.

28
2. რელიგიური, ან რაიმე სახის რწმენაზე დამყარებული ორგანიზაციები,მაგალითად ეკლესიათა
საერთაშორისო საბჭო, ამერიკელ ებრაელთა კომიტეტი.
3. გარემოს დაცვისა და ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები.
ასეთებია მაგ, „გრინფისი“, „სიერის კლუბი“, „დედამიწის მეგობრები“.
4. ერთი კონკრეტული საკითხით იფარგლებიან. ასეთებია მაგ, „ქალ იურსიტთა ასოციაცია“, რომელიც
ქალთა უფლებებისთვის იბრძვის.
 ტრანს-ნაციონალური კორპორაციები (TNCs) - სათაო ოფისი ერთ რომელიმე ქვეყანაში აქვთ, მაგრამ
ფილიალები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქვთ გახსნილი, საერთაშორისო დონის სუბიექტებს
წარმოადგენენ. მაგ, მაკდონალდსი, მაიკროსოფტი, ჯენერალ მოტორსი, ტოიოტა და მრავალი სხვა.
ტრანსნაციონალური კორპორაციები შესაძლოა არალეგარული ბიზნესითაც იყვნენ დაკავებულნი, ამ
შემთხვევაში ხშირია მათი კავშირი ტერორისტულ ქსელებთან.
 როსენაუ მსოფლიო არენაზე არა სამთავრებოთა გამოჩენას დადებით მოვლენად აფასებს. როსენაუს
აზრით, არასამთავრობო სექტორი ერთგვარი მსოფლიო მასშტაბის ლობისტს წარმოადგენს, რომელსაც
ხელი ყველასა და ყველაფერზე მიუწვდება. სხვების აზრით, არასამთავრობო ორგანიზაციები არ
შეიძლება მსოფლიო მოსახლეობის ინტერესების გამტარებლად ჩაითვალოს, რადგანაც ისინი
არაწარმომადგენლობითია, ანუ მათ არავინ ირჩევს. შესაბამისად, არასამთავრობო მხოლოდ საკუთარ
ინტერესებს წარმოადგენენ. მეტიც, ზოგიერთი ადამიანის აზრით, მაგ, ტერორისტული არასამთავრობო
ორგანიზაციები, საერთაშორისო სისტემის არსებობასაც კი ემუქრებიან.

 რეჟიმები საერთაშორისო ურთიერთობებში


 საერთაშორისო რეჟიმების ყველაზე ფართო განსაზღვრებას გვაძლევს სტივენ კრაზნერი: „იმ პრინციპების,
ნორმების, წესებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურების ერთობლიობა, რომელთა თაობაზეც
თანხვდება მოქმედ პირთა მოლოდინები ამა თუ იმ სფეროში“. იგი ასევე იძლევა თითოეული ტერმინის
განმარტებას: პრინციპები - ესაა წარმოდგენები ფაქტზე, მიზეზობრიობასა და სისწორეზე. ნორმები -
უფლებებისა და მოვალეობების საფუძველზე განსაზღვრული ქცევის სტანდარტები, წესები - ქცევის
გარკვეული დირექტივები ან აკრძალვები, გადაწყვეტილების მიღების პროცედურები - კოლექტიური
არჩევნის გაკეთებისა და განხორციელების გაბატონებული მეთოდებია. 
 განასხვავებენ რეჟიმებისა და შეთანხმებებს: რეჟიმები უფრო მეტია ვიდრე დროებითი შეთანხმებები.
შეთანხმებები საგანგებო და ხშირად ერთჯერადი ხასიათისაა, ხოლო რეჟიმების მიზანია შეთანხმებების
ხელშეწყობა. რეჟიმებზე საუბრისას აუცილებელია განვსაზღვროთ პრინციპები, ნორმები, წესები
პროცედურები. პრინციპები და ნორმები რეჟიმის ძირითადი განმსაზღვრელი მახასიათებლებია. მრავალი
წესი და პროცედურა შეიძლება შეესაბამებოდეს ერთსა და იმავე პრინციპებსა და ნორმებს. წესებსა და
პროცედურებში მომხდარი ცვლილებები თავად რეჟიმის ცვლილებას ნიშნავს. როდესაც არსებულ
პრინციპებს და ნორმებს უგულებელყოფენ ან ახალი რეჟიმი იქმნება, ან არსებული რეჟიმი მოცემული
სფეროდან ქრება. აქვე უნდა აღინიშნოს ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ ფუნდამენტური პოლიტიკური
დავები უფრო ნორმებსა და პრინციპებს შეეხება, ვიდრე წესებსა და პროცედურებს. როდესაც რეჟიმის
პრინციპები, ნორმები, წესები და გადაწყვეტილებების მიღების პროცედურები ნაკლებად შეთანხმებული
ხდება ან თუ არსებული პრაქტიკა სულ უფრო მეტად აღარ შეესაბამება პრინციპებს, ნორმებსა და
პროცედურებს, მაშინ რეჟიმი დასუსტებულია.
 კრაზნერი - რეჟიმის შიდა ცვლილება გულისხმობს წესებისა და გადაწყვეტილებების მიღების
პროცედურების, და არა ნორმებისა და პრინციპების შეცვლას. რეჟიმების ცვლილება კი ნორმებისა და

29
პრინიპების შეცვლას ნიშნავს, ხოლო რეჟიმის დასუსტება - რეჟიმის კომპონენტებს შორის
თეთანხმებულობის დარღვევას ან რეჟიმისა და შესაბამისი ქცევს შეუთავსებლობას. 
 კრაზნერი - სამი მიდგომას რეჟიმებისადმი:
1. ტრადიციული სტრუქტურული მიდგომა - რეჟიმებს სერიოზულად არ აღიქვამს: თუ ძირითადი
მიზეზობრივი ცვლადები შეიცვლება, რეჟიმებიც იცვლება. რეჟიმები დამოუკიდებლად ვერ ახდენენ
გავლენას ქცევაზე. პირად სარგებელზეა ორიენტირებული და ყურადღებას ამახვილებს
რაციონალური მოქმედი პირებისგან შემდგარ მსოფლიოზე. ამ მიდგომის წარმომადგენელია სუზან
სტრანჟი. მისი აზრით, აღნიშნული კონცეფცია დამღუპველია, ვინაიდან ის ბუნდოვანს ხდის
ინტერესებისა და ძალის ურთიერთმიმართებას, რომელიც საერთაშორისო სისტემაში ქცევის უშუალო
და უპირველეს მიზეზად მოგვევლინება. სტრანჟის აზრით, რეჟიმებს, თუ საერთოდ შესაძლებელია
მათ არსებობაზე საუბარი, მხოლოდ უმნიშვნელო გავლენა აქვს ან საერთოდ არავითარი. ისინი
თანამდევი მოვლენა უფროა.
2. მოდიფიცირებული სტრუქტურული მიდგომა - გვთავაზობენ რეალისტები. რეჟიმები მნიშნელოვანია
მაშინ, როდესაც გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებამ არასასურველი შედეგები შეიძლება
გამოიღოს. მოდიფიცირებული სტრუქტურული მიდგომა ყველაზე ნათლად კიოჰეინისა და სტაინის
ნაშრომებშია წარმოდგენილი. ორივე ავტორი ტრადიციული სტრუქტურული რეალიზმის ხედვიდან
გამოდის (მსოფლიო შედგება სუვერენული სახელმწიფოებისგან, რომლებიც საკუთარი ინტერესებისა
და ძალის მაქსიმიზაციას ესწრაფვიან). სუვერენული სახელმწიფოებისგან შემდგარ მსოფლიოში
რეჟიმების ძირითადი ფუნქციაა სახელმწიფოთა ქცევის კოორდინაცია, გარკვეულ სფეროში
სასურველი შედეგების მისაღწევად. სტაინი კიოჰენის აზრით, რეჟიმებს შეუძლიათ ზეგავლენის
მოხდენა მაშინ, როდესაც პირადი ინტერესის ინდივიდუალური, არაკოორდინირებული გათვლებით
პარეტო-ოპტიმალური შედეგები ვერ მიიღწევა. პატიმრის დილემა1 არის ამის კლასიკური მაგალითი. 
3. გროციუსისული მიდგომა - რეჟიმებს ადამიანთა განმეორებადი ურთიერთქმედების, მათ შორის
საერთაშორისო სისტემაში ქცევის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. რეჟიმები ყველა პოლიტიკური
სისტემისათვის დამახასიათებელი ფენომენია. ამ მიდგომის თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან
რეიმონდ ჰოპკინსი, დონალდ პუჩალა და ორან იანგი. მათი აზრით, სახელმწიფო მოღვაწეები
თითქმის ყოველთვის შეზღუდულად გრძნობენ თავს იმ პრინციპებით, ნორმებითა და წესებით,
რომლებიც განსაზღვრავს ან კრძალავს სხვადასხვაგვარ ქცევას. მათი მოსაზრება სცდება რეალისტურ
თვალთახედვას.
 იანგი - განმეორებადი ქცევა გარდაუვლად იწვევს შესაბამის მოლოდინს. ინტერესის გათვლების
ამსახველი განმეორებადი ქცევა კი რეჟიმების შექმნას უწყობს ხელს, რომლებიც განმეორებად ქცევას
აძლიერებენ. ჰოპკინი და პუჩალა ფიქრობენ, რომ საერთაშორისო ურთიერთობების რეალური მოქმედი
პირები ელიტები არიან, ხოლო სახელმწიფოები მხოლოდ იშვიათი აბსტრაქციაა.

1
ეს ისტორია შეეხება ორ დამნაშავეს რომლებიც დაიჭირეს და ცალ-ცალკე ახლავს დაკითხვაზე. პატიმრებმა იციან რომ თუ ისინი
არ გამოჩნდებიან მაშინ პროკურორს საკმარისი სამხილი არ იქნება და შეიძლება თითოეული მათგანი ციხეში ჩასვეს მხოლოდ
წესრიგის დარღვევისთვის რაც გამოიხატება 30-დღიანი პატიმრობით. მაგრამ თუკი ორივე გამოტყდება გულს მიუსჯიან ერთ წელს.
ეს პერსპექტივა თითქოს ორივეს აძლევს საბაბს რომ არ გამოტყდება და ცბიერი პროკურორი ორივეს ცალ-ცალკე სთავაზობს რომ
თუ გამოტყდება ციხეში საერთოდ არ ჩასვამს ხოლო მის პარტნიორს მიუსჯიან 5 წელს. ამ სიტუაციაში თითოეულისთვის
მართებული იქნებოდა გამოტყდომა იმისდა მიუხედავად თუ მეორე პარტნიორის რას მოიმოქმედებს. ანუ თუ გამოტყდება
მოვლენები ასე განვითარდება: თუ თითონ გამოტყდა და ამავე დროს მეორე პატიმარიც გამოტყდა ისინი ორივე ერთი წლით
დაისჯებიან, მაგრამ ამით თავს და იწვევს 5-წლიანი პატიმრობისგან. თუ თვითონ გამოტყდა და მე ორი პატიმარი არ გამოუტყდა
მას გაათავისუფლებენ მეორე პატიმრის ხარჯზე. ანუ ორი რაციონალური პიროვნება არჩევს ღალატს იმისთვის, რომ თავიდან
აიცილოს უარესი სასჯელი, მაშინ როდესაც თანამშრომლობით ორივე აიცილებდა სასჯელს მთლიანობაში. ამ თამაშში გამოტყდომა
ანუ ღალატი პარტნიორისათვის გამოდის რომ არის დომინანტური სტრატეგია ორივე მოთამაშისათვის.
30
 ელიტებს როგორც ნაციონალური, ისე ტრანსნაციონალური კავშირები აქვთ. სუვერენიტეტი ქცევითი
ცვლადია და არა ანალიტიკური ვარაუდი. სახელმწიფოთა უნარი გააკონტროლონ საზღვართამკვეთი
გადაადგილებანი და შეინარჩუნონ გავლენა საერთაშორისო სისტემის ყველა ასპექტზე, შეზღუდულია.
უსაფრთხოება და სახელმწიფოს გადარჩენა ერთადერთ მიზანს არ წარმოადგენს. საერთაშორისო
პოლიტიკაში არა მარტო ძალას უკავია მნიშვნელოვანი ადგილი. ელიტები მოქმედებენ კომუნიკაციათა
ქსელის ფარგლებში, რომლებიც წესებს, ნორმებსა და პრინციპებს მოიცავს და ეროვნულ საზღვრებს
სცდება. 

 კონსტრუქტივიზმი
 კონსტრუქცივიზმი ფოკუსს ახდენს ადამიანის შემეცნებაზე და მის ადგილზე მსოფლიო პოლიტიკაში.
კონსტრუქტივისტები ამბობენ, რომ როგორც ასეთი, არ არსებობს გარეგანი, ობიექტური სოციალური
რეალობა. სოციალური და პოლიტიკური სამყარო არ არის ფიზიკური არსება ან მატერიალური საგანი,
map არსებობს ადამიანური შემეცნების გარეთ. ისინი ამბობენ, რომ საერთაშორისო სისტემა არ არის რაღაც
სივრცეში არსებული, როგორც მაგალითად მზის სისტემა. ის არ არსებობს თავისთავად. ის არსებობს
მხოლოდ კაცთა ინტერდისციპლინარული გაგების საფუძველზე. კონსტრუქტივისტები ამბობენ, რომ
საერთაშორისო პოლიტიკა არის ადამიანური ქმნილება მაგრამ არა ფიზიკური და მატერიალური, არამედ
წმინდა ინტელექტუალური და იდეური. საერთაშორისო სისტემა არის იდეათა კონა გარკვეულ
ნააზრევები, ნორმათა სისტემები, რომლებიც მოწესრიგებული იქნა გარკვეული ხალხის მიერ გარკვეულ
დროში და გარკვეულ ადგილას. ანუ, თუ ფიქრები და იდეები, რომლებიც შეადგენენ საერთაშორისო
სისტემას, შეიცვლებიან, მაშინ შეიცვლება თვითონ სისტემაც. ეს ხდება, რადგან სისტემა არსებობს
ნააზრევსა და იდეებში.
 ჯამბატისტა ვიკო ამტკიცებდა, რომ ბუნებრივი სამყარო ღმერთის შექმნილია, მაგრამ ისტორიული
სამყარო კაცის ქმნილებაა.
 კონსტრუქტივიზმის ძირითადი მიდგომა საერთაშორისო ურთიერთობებისადმი:
1. ადამიანური ურთიერთობები, საერთაშორისო ურთიერთობების ჩათვლით, შედგება ძირითადად
იდეებისა და აზრებისგან და არა მატერიალური მდგომარეობის ან ძალისგან;
2. ძირითადი იდეური ელემენტები, რომლებსაც კონსტრუქტივისტები ეყრდნობიან არის ის რწმენები,
რომლებიც ფართოდ არის გაზიარებული ხალხის მიერ;
3. ეს საერთო რწმენები გამოხატავენ ხალხის ინტერესებს და იდენტურობას;
4. კონსტრუქტივისტები შეისწავლიან იმ გზებს, რომლის მეშვეობითაც ყალიბდებიან და გამოიხატებიან
ურთიერთობები. მაგალითად, ისეთი კოლექტიური სოციალური ინსტიტუტის საშუალებით როგორიც
არის სახელმწიფოს სუვერენიტეტი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მატერიალური რეალობა, მაგრამ
არსებობს იმდენად რამდენადაც ადამიანებს კოლექტიურად სწამთ მისი არსებობისა და მოქმედებენ ამ
რწმენის შესაბამისად.
 კონსტრუქტივისტების თქმით, ერი და ეროვნებაც სოციალური კონსტრუქციაა, რომლებიც შეიქმნა
დროში და სივრცეში. მათი არგუმენტი: ეროვნულობა გავრცელდა მე-19 საუკუნეში განათლების და
ბეჭდვითი კულტურის გავრცელებასთან ერთად და გახდა საყოველთაოდ აღიარებული ფასეულობა. ანუ,
კონსტრუქცივიზმი ყურადღებას აქცევს არა მარტო იდეების და რწმენების გაზიარების ფაქტს, არამედ
იმას, თუ რამდენადაა ისინი გაზიარებული.

 დიპლომატია

31
 დიპლომატია ის გზაა, რომლითაც სახელმწიფოები და სხვა საერთაშორისო სუბიექტები ახორციელებენ
ოფიციალურ საერთაშორისო ურთიერთობებს და მშვიდობიანი გზებით ცდილობენ საპირსპირო
ინტერესების შეთანხმებას.
 ოფიციალური პროცესი, რომლის დახმარებითაც სახელმწიფოები ერთმანეთთან ურთიერთობას
წარმართავენ (ელმერ ფლიშკე).
 საერთაშორისო ურთიერთობათა მშვიდობიანი გზით წარმოების იარაღი (ჰაროლდ ნიკოლსონი)
 დიპლომატიური პროცესის ელემენტები
დიპლომატია გულისხმობს:
 სახელმწიფოთა ოფიციალურ საერთაშორისო ურთიერთობებს;
 ქვეყანათა შორის კომუნიკაციის არსებობას, რომლის მიზანია საერთაშორისო თანაშრომლობა;
 პოლიტიკური ვაჭრობის მშვიდობიან პროცესს, რომლის მიზანია კონფლიქტების მშვიდობიანი
მოგვარება.
 გადაწყვეტილებათა მიღების ორმხრივ პროცესს;
 დროში განგრძობად პროცესს, რადგანაც დიპლომატია საერთაშორისო კომუნიკაციაა და მომგებიანია
უწყვეტი საგარეო მოლაპარაკებები.
 დიპლომატიის განვითარება:
 თუკიდიდე თავის პელოპონესურ ომებში (431-404) აღწერს ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების
დიპლომატიურ მეთოდებსა და პროცედურებს.
 თანამედროვე დიპლომატიის განვითარება მე-15 საუკუნეში იწყება, როდესაც იტალიურ ქალაქ-
სახელმწიფოებმა ერთმანეთში მუდმივი წარმომადგენლების გაგზავნა დაიწყეს, რომელთა შორის
იყვნენ გამორჩეული ადამიანები: დანტე, პეტრარკა და მაკიაველი.
 მე-17 საუკუნესა და მე-18-ს დასაწყისში დიპლომატებს წარმოადგენდნენ არა პროფესიონალები,
არამედ წარჩინებული ადამიანები, რომლებიც ქვეყნის მმართველებს პირად სამსახურს თავაზობდნენ.
პროფესიონალები მე-19-ს I ნახევრიდან ჩნდებიან.
 მე-19 საუკუნის დასაწყისში მიღებული დიპლომატიური რანჟირებისა და პრეცედენციის პრინციპები
კვლავაც უცვლელი დარჩა.
 ტრადიციული დიპლომატია:
 მე-19 საუკუნეში დიპლომატიური ასპარეზი რამდენიმე ევროპის სახელმწიფოს ეპყრათ, რომელთა
წარმომადგენლობა, მთავრობების მსგავსად ელიტარულ წრეებს მიეკუთვნებოდა.
 მე-19 საუკუნის დიპლომატიის სამი თვისება: ფორმალურობა, მოქნილობა და საიდუმლო ხასიათი.
 ახალი დიპლომატიის დასაბამი
 დიპლომატია ცდილობდა მორგებოდა სწრაფად ცვალებად მსოფლიოს: სახელმწიფოთა გაზრდილ
რაოდენობას, საგარეო ურთიერთობებზე საზოგადოების გავლენის ზრდას, ძალის გადანაწილებას და
დემოკრატიულ სახელმწიფოში პარლამენტის გავლენის ზრდას.
 გახსნილობა - ვილსონი ყველას მოუწოდებდა ფარული დიპლომატიის დასრულებისა და საჯაროს
მიღწეული ხელშეკრულებებისკენ; დიპლომატიაში დემოკრატიული ფასეულობების გატარებისკენ.
 საერთაშორისო სამართალის პატივისცემა - აგრესიის გამომვლენ სახელმწიფოს ყველა მშვიდობის
მოყვარე ქვეყანა ერთად უპისპირდებოდა. მის დასაჯელად კი საერთაშორისო ვალდებულებების
დაწესებას ითხოვდნენ.
 უნივერსალურობა - საერთაშორისო თანაშრომლობისა და კოორდინაციის ჩამოყალიბება.
 თანამედროვე დიპლომატია (1945 წლიდან)

32
1. საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა ცენტრალიზება (საგარეო საქმეთა სამისიტრო კომუნიკაციის
განვითარებს შედეგად უფრო გავლენიანია ვიდრე საელჩოები);
2. დიპლომატიური სამიტები (პირველი პირების პირისპირ შეხვედრები;
3. მრავალმხრივობის ზრდა (ოფიციალური ორგანიზაციის ფორმატში სამი ან მეტი მხარის
მოლაპარაკებები).
 დიპლომატიის სტრუქტურა და პერსონალი
 ფორმალურ დონეზე სახელმწიფოები ერთმანეთთან კონტაქტის დასამტარებლად და
მოსალაპარაკებლად დიპლომატიურ ინსტიტუტებს იყენებენ;
 ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება საგარეო საქმეთა სამინისტროს მოვალეობაში შედის;
 დიპლომატიური კორპუსი შედგება სამთვრობო მოხელეებისგან, რომლებიც კარგად იცნობენ
საერთაშორისო პოლიტიკას, უცხო ქვეყნების კულტურასა და ენას, ფლობენ დიპლომატიური
მოლაპარეკებების წარმოების ხელოვნებას.
 დიპლომატების აკრედიტაცია
 საელჩოს სათავეში დგას ელჩი. მის შემდეგ მეორე პირი მისიის ხელმძღვანელია (charge d'affaires);
 დიპლომატიური კანდიდატურის წარდგენა მიმღებ სახელმწიფოსთანაა შეთანხმებული;
 დიპლომატი ჯერ მიმღები სახელმწიფოს პირველი პირის წინაშე წარსდგება და შემდეგ ჩაითვლება
პერსონა გრატა-დ. მასპინძლისთვის მიუღებელი საქმიანობის შემთხვევაში დიპლომატი პერსონა ნონ
გრატა-დ გამოცხადდება და ქვეყნის დატოვება მოუხდება;
 დიპლომატსა და საელჩოზე არ ვრცელდება მასპინძელი ქვეყნის იურისდიქცია;
 დიპლომატიური თავშესაფარი - საელჩოს შეუძლია შეიფაროს მასპინძელი ქვეყნის მიერ დევნილი
პირი;
 დიპლომატებს კონფიდენციალური ურთიერთობის/კომუნიკაციის უფლებაც აქვთ.
 დიპლომატიური მისიის მოვალეობები: 1961 წლის ვენის კონვენცია - დიპლომატიური
ვალდებულებების, უფლებების, პრივილეგიებისა და პრაქტიკის ფუნდამენტური ქარტიის მიხედვით:
1. მასპინძელ სახელმწიფოში წარმომგზავნი სახელმწიფოს წარმოდგენა;
2. მასპინძელ სახელმწიფოში წარმომგზავნის ინტერესებისა და მოქალაქეების დაცვა საერთაშორისო
სამართლით გათვალისწინებული ნორმების ფარგლებში;
3. მასპინძელი სახელმწიფოს მთავრობასთან მოლაპარაკებების წარმოება;
4. კანონიერი გზებით ინფორმაციის მოპოვება მასპინძელ სახელმწიფოში არსებული ვითარებისა და
პროცესების შესახებ და წარმომგზავნი ქვეყნისათვის ამის შესახებ ანგარიშების გადაგზავნა;
5. წარმომგზავნ და მასპინძელ სახელმწიფოებს შორის მეგობრულ ურთიერთობათა განვითარება, ასევე
ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ, კულტურულ და სამეცნიერო სფეროებში თანამშრომლობის
გაფართოება.
 მოლაპარაკებათა პროცესი
ჰაროლდ საუნდერსის თანახმად, “სამშვიდობო პროცესი” ხუთი ფაზისაგან შედგება:
1) პრობლემის განსაზღვრა,
2) მოლაპარაკებათა დაწყებაზე დათანხმება,
3) მოლაპარაკებათა ფორმატის განსაზღვრა,
4) თავად მოლაპარაკება,
5) მიღებული შეთანხმების განხორციელება.
პირველი ოთხი ფაზა მოლაპარაკების პროცესს წარმოადგენს.
 მოლაპარაკებათა სცენარები:

33
 მოლაპარაკებათა დაწყება რთულდება, რადგანაც მხარეების მიზნები ძლიერ განსხვავდება
ერთმანეთისაგან, ამავდროულად ორივე მხარისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამ მიზნების
შესრულება (პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი);
 მართალია, მხარეთა ამოცანები განსხვავებულია, მაგრამ ქვეყნები ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ ამ
ამოცანების შესრულებას (1872-82 წლებში ჩატარებული გაეროს III კონფერენცია საზღვაო სამართლის
შესახებ);
 როდესაც საქმე გვაქვს სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხთან, რომელზეც ორივე მხარეს მსგავსი
პოზიციები აქვს, საქმე სხვანაირადაა (1980-87 წლებში აშშ-სა და საბჭოთა კავშირის მოლაპარაკებები
ჟენევაში შერეული ბირთვული ძალების შესახებ).
 დიპლომატიის შეზღუდვები თანამედროვე ერაში
ჰანს მორგენტაუ დიპლომატიის როლის შემცირებას თანამედროვე სამყაროს სამი შემზღუდველი
ფაქტორით ხსნის: საჯაროობა, მოლაპარაკებათა პროცესში საპარლამენტო პროცედურების დაცვა
(განსაკუთრებით კენჭისყრა უმრავლესობის პრინციპით) და საერთაშორისო საკითხების
დანაწევრება/ფრაგმენტაცია.
 მორგენტაუს აზრით მოლაპარაკებათა ჩვეული ფორმის აღსადგენად აუცილებელია:
1) გასაიდუმლების ხარისხის ზრდა;
2) საპარლამენტო პროცედურების გაუქმება;
3) დიპლომატებმა საერთაშორისო საკითხების დანაწევრებული მიდგომის ნაცვლად უნდა სცადონ
მათი განხილვა მსოფლიოს ერთიან კონტექსტში.
 ეფექტიანი დიპლომატია
1. დაუშვებელია ჯვაროსნობა ან მორალისტობა;
2. საგარეო პოლიტიკური საკითხების რეალისტური ხედვა;
3. თანაგრძნობა/გაზიარება;
4. კომპრომისი ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე;
5. კონცენტრირება არა ღირებულებებსა თუ პოზიციებზე, არამედ სასურველ ქმედებებსა და
გადაწყვეტილებებზე;
6. კონკრეტული, გარკვეული და დადებითი ხასიათის წინადადებების შეთავაზება.
 მესამე მხარის როლი
 შეერთებული შტატები, რომელმაც ეგვიპტე-ისრაელის ხელშეკრულების დადებაში მედიატორის როლი
ითამაშა. აშშ-მავე დეიტონის სამშვიდობო მოლაპარაკებით დაასრულა ბოსნიის ომი.
 ბრიტანეთი, რომელმაც ანკასტერის სახლის შეთანხმებით ხელი შეუწყო როდეზიაში სამოქალაქო ომის
დასრულებასა და ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას (1980 წელს).
 საერთაშორისო ორგანიზაციები (გაერო, ევროკავშირი) ან რამდენიმე სახელმწიფოსაგან შემდგარი
არაოფიციალური ჯგუფი (კონტადორას ჯგუფი).
 კონკრეტული პიროვნება. მაგ. 1980-იან წლებში კოსტა რიკას პრეზიდენტმა ოსკარ არიასმა დიდი როლი
ითამაშა ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში მიმდინარე რევოლუციური ომების დასრულების საქმეში
(არიასის გეგმა).

 საერთშორისო ორგანიზაციბი
 საერთაშორისო სამთავრობათშორისო ორგანიზაციები (IGO) წარმართვენ და აძლიერებენ ეკონომიკურ,
პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ურთიერთობებს.

34
 სახელმწიფოები აფუძნებენ ფორმალურ, ინსტიტუციონალურ სტრუქტურებს, რომელთა მიხედვითაც
წარიმართება სახელმწიფოთა ურთიერთობები გარკვეულ ასპექტებში.
 მათი ფუნქციაა მსოფლიო საზოგადოების ინტეგრირება და მსოფლიო წესრიგის გამტკიცება.
 საერთაშორისო ორგანიზაციების ტიპები
 სამთავრობათაშორისო ორგანიზაციები (IGOs);
 არასამთავრობო ორგანიზაციები (NGOs);
 გლობალური, რეგიონული ან ბილატერული;
 რეგიონული სამთავრობათაშორისო: ევროკავშირი, ასეანი, მერკოსური, აფრიკის კავშირი;
 გლობალური სამთავრობათაშორისო: გაერო, ოპეკი.
 საერთაშორისო ორგანიზაციების როლებზე არსებული თეორიები
 მსოფლიო ფედერალიზმი
 საერთაშორისო ორგანიზაციების შესახებ არსებული ყველაზე რადიკალური თეორია -
საერთაშორისო საზოგადოების გაძლიერების ერთადერთ გზას წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბების
საერთაშორისო ორგანიზაციების შექმნა კონსტიტუციური გზით;
 მსოფლიოში ჰარმონიის მიღწევა - სახელმწიფოები უარს ამბობენ სუვერენიტეტზე და მას გადასცემენ
ცენტრალურ ხელისუფლებას;
 ცენტრალური ხელისუფლების არსებობა ამცირებს კონფლიქტების წარმოშობის რისკს;
 ინის კლოდი: „მთავრობა არასოდეს ყოფილა ის ჯადოსნური ჯოხი, რომელსაც ადამიანთა
საზოგადოებაში არსებული არეულობის მოგვარება შეეძლო“;
 მნიშვნელოვანია მსოფლიო საზოგადოების არსებობა.
 კოლექტიური უსაფრთხოება
 გულისხმობს ისეთი ალიანსის შექმნას, რომლის წევრი ქვეყნები აერთიანებენ ძალებს აგრესიის
თავიდან ასაცილებლად, უკიდურეს შემთხვევაში კი აგრესორის დასასჯელად;
 კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპი: ერთზე თავდასხმა ყველა წევრზე თავდასხმას ნიშნავს;
 გარდამავალი ფაზა მსოფლიო მთავრობასა და ძალთა ბალანსის სისტემას შორის;
 კოლექტიური უსაფრთხოების ეფექტიანობისთვის აუცილებელი პირობები:
1. წევრებს შორის ძალის თანაბრად გადანაწილება
2. ქვეყნების სურვილი სტატუს-კვოს შესანარჩუნებლად
3. აგრესიასთან დაკავშირებით საერთო შეხედულების არსებობა
4. აგრესიის შემთხვევაში მზადყოფნა საკუთარი რესურსების გამოსაყენებლად.
 საერთაშორისო მშვიდობის აღდგენა
 საერთაშორისო უფლებამოსილებით აღჭურვილ ძალებს შეეძლებათ მსოფლიო წესრიგის დაცვა და
კონფლიქტების მოგვარება;
 მშვიდობის აღდგენის მიზანია ძალადობის შეჩერება მთელ მსოფლიოში და მუდმივი მშვიდობის
დამყარება;
 მშვიდობის აღდგენა მოითხოვს უმეტეს წევრთა ნებაყოფლობით თანაშრომლობას;
 გაერო უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც მშვიდობის
შესანარჩუნებლადაა საჭირო. ცივი ომის დროს გაეროს მშვიდობის აღდგენითი შესაძლებლობები
იზღუდებოდა.
 საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციები
 საერთაშორისო სამხედრო და საპოლიციო ძალების შეყვანა კონფლიქტურ რეგიონში ცეცხლის
შეწყვეტის შემდეგ მხარეებს შორის ახალი დაპირისპირების თავიდან ასარიდებლად;

35
 მათი მიზანია დაპირისპირებული მხარეების ერთმანეთისგან გამიჯვნა ბუფერული ზონების შექმნით.
სამშვიდობო ძალები ნეიტრალიტეტს იცავენ;
 სამშვიდობო ძალები მშვიდობის აღმდგენთაგან განსხვავებით მსუბუქად არიან შეიარაღებულნი;
 მშვიდობის დამცველები გაეროს ეგიდით მომუშავე მრავალეროვნული სამხედრო ძალაა, რომლებიც
შეთანხმებების პირობების შესრულებას ზედამხედველობას უწევენ.
 მესამე მხარის მიერ კონფლიქტის გადაჭრა
 საერთაშორისო ორგანიზაციებს მშვიდობის დამყარების პროცესში ჩართვა შეუძლიათ მესამე მხარის
სახით, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს შესთავაზებს კონფლიქტის მოგვარების ვარიანტებს და
ხელს შეუწყობს მათ შორის დიალოგს. ამ თეორიის თანახმად, ომი ერში დაგროვილი
არაგონივრულობისა და ვნებათაღელვის გამოვლინებაა;
 პოლიტიკური და სამართლებრივი მიდგომები (სასამართლოსადმი მიმართვა);
 მესამე მხარის მიერ კონფლიქტის მოგვარების ფორმები:
1.პასიური შუამავლობა - სანდო სუბიექტის ჩართვა მოლაპარაკებებში.
2.შუამავლობა - კონფლიქტების გადაჭრის ვარიანტების შეთავაზება.
3.არბიტრაცია - კონფლიქტის გადაჭრის გზა, რომელიც სავალდებულოა.

 ფუნქციონალიზმი
 მსოფლიო წესრიგი ყველაზე უკეთ განვითარდება ქვეყნებს შორის ფუნქციონალური, არაპოლიტიკური
კავშირების განმტკიცებით. ფუნქციონალიზმი მართვადი ძალაუფლების არსებობას გამორიცხავს;
 ტრანსნაციონალური ურთიერთდამოკიდებულებით სხვადასხვა სფეროში მსოფლიო წესრიგის
უზრუნველყოფა შესაძლებელია შემდეგი მიმართულებებით:
1. სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა ამცირებს კონფლიქტების მნიშვნელოვან საფუძველს.
2. საერთაშორისო ფუნქციონალურ სფეროებში თანამშრომლობა გამოიწვევს მსოფლიო კავშირების
განვითარებასა და სუვერენიტეტის რღვევას.
3. ნეოფუნქციონალისტების აზრით, ტრანსნაციონალური კავშირების ზრდისა და განვითარების
პროცესს საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა ედგას სათავეში.
 გაერთიანებული ერების ორგანიზაცია
 დაარსდა 1945 წელს, სან-ფრანცისკოს საერთაშორისო ორგანიზაციის კონფერენციაზე, მისი
პრინციპები დამბარტონ ოქსისა და იალტის კონფერენციაზე შემუშავდა.
 1945 წ. 26 ივნისს 51 ქვეყნის წარმომადგენელმა მოაწერა ხელი გაეროს ქარტიას. ორგანიზაციამ
ფუნქციონირება იმავე წლის 24 ოქტომბრიდან დაიწყო.
 ორგანიზაციის წევრობა შეუძლია ყველა მშვიდობისმოყვარე ქვეყანას, რომელიც იზიარებს
ორგანიზაციის მიზნებსა და ვალდებულებებს.
 გაეროს მიზნებია: მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება, სახელმწიფოებს შორის
თანასწორობა, ადამიანის უფლებათა დაცვა მსოფლიოში.
 ვინაიდან გაეროს წევრები წარმართავენ მის მოქმედებას, ხშირად ორგანიზაციის გადაწყვეტილებები
ეწინააღმდეგება მის პრინციპებს.
 გაეროს ორგანიზაციული სტრუქტურა
შედგება 6 მთავარი სააგენტოსგან:
1.უშიშროების საბჭო
2.გენერალური ასამბლეა
3.მეურვეობის საბჭო

36
4.ეკონომიკური და სოციალური საბჭო
5.სეკრეტარიატი/სამდივნო
6.მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო
გაერო ასევე აერთიანებს სპეციალიზებულ და ავტონომიურ სააგენტოებსაც.
o უშიშროების საბჭო
 შედგება 15 წევრისგან: 5 მუდმივი (ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი, გაერთიანებული სამეფო, აშშ) და
10 დროებითი (ირჩევს გენერალური ასამბლეა ორი წლის ვადით);
 მუდმივი წევრების ვეტოს უფლება აღარ შეესაბამება თანამედროვე მსოფლიო წესრიგს და ძალთა
გადანაწილებას;
 უშიშროების საბჭოს ძალაუფლება გააჩნია კონფლიქტების მოსაგვარებლად, გადაწყვეტილების
მისაღებად საჭიროა 9 ხმა და ყველა მუდმივი წევრის თანხმობა;
 უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება ყველა ქვეყნისთვის სავალდებულოა.
o გენერალური ასამბლეა
 გენერალური ასამბლეა მსოფლიო პარლამენტის როლს ასრულებს, სადაც ყველა წევრი ქვეყნის
დელეგაციას შეუძლია მსოფლიოს წინაშე გამოსვლა და სხვადახვა საკითზე მსჯელობა;
 ყველა ქვეყანა 1 ხმით სარგებლობს, საკითხების გადაწყვეტას ხმათა 2/3 სჭირდება;
 გენერალური ასამბლეა 7 კომიტეტისგან შედგება, რომელთაგან თითოეული გარკვეულ სფეროს
მოიცავს;
 გენერალური ასამბლეა რიგგარეშე სხდომებსაც მართავს, სადაც მსოფლიო მნიშვნელობის სხვადასხვა
საკითხი განიხილება;
 1946-50 წლებში გენერალური ასამბლეის 74% აშშ-ის მიერ წამოყენებულ საკითხებს უჭერდა მხარს,
1981-85 აშშ-ის მხარდამჭერი 14% დარჩა. დაფინანსების საკითხების გამო აშშ-სა და გაეროს შორის
დაძაბულობაა;
 ასამბლეა ყოველწლიურად ამტკიცებს ბიუჯეტს და ხარჯებს წევრ სახელმწიფოებზე ანაწილებს;
 გენერალურ ასამბლეაში ხმის მიცემასთნ დაკავშირებით შეუსაბამოებებია, რადგან ქვეყნის
მოსახლეობისა და გაღებული დაფინანსების მიუხედავად, ყველას 1 ხმის მიცემის უფლება აქვს.
o ეკონომიკური და სოციალური საბჭო (ECOSOC)
 ხელს უწყობს ეკონომიკისა და სოციალური სფეროს განვითარებას მთელ მსოფლიოში,
განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში;
 ამასთან, ის ახდენს ეკონომიკასა და სოციალურ სფეროსთან დაკავშირებული ისეთი სააგენტოების
ზედამხედველობასა და კოორდინაციას, როგორებიცაა მაგალითად, რეგიონალური ეკონომიკური
კომისიები და სპეციალური ფუნქციური კომისიები;
 ვინაიდან გაეროს მთლიანი დანახარჯების სამი მეოთხედი ეკონომიკურ და სოციალურ პროგრამებზე
მოდის, ეკონომიკური და სოციალური საბჭო გაეროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა;
 მისი გადაწყვეტილებები 54 წევრისაგან შემდგარ საბჭოზე მიიღება;
 წევრ ქვეყნებს 3 წლის ვადით გენერალურ ასამბლეაზე ირჩევენ, ამასთან, ყოველ წელს ქვეყანათა ერთ
მესამედს გასდის საბჭოში მონაწილეობის ვადა.
o სამდივნო (სეკრეტარიატი)
 სამდივნო გაეროს ბიუროკრატიული აპარატია;
 ორგანიზაციას სათავეში გენერალური მდივანი უდგას, რომლის კანდიდატურასაც უშიშროების
საბჭო ირჩევს და გენერალური ასამბლეის კენჭისყრა ამტკიცებს;

37
 გენერალური მდივანი 5 წლის ვადით ირჩევა და როგორც წესი, მეორე ვადითაც რჩება
თანამდებობაზე.
o მართმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო
 გაეროს საკანონმდებლო ორგანოა;
 მას ორი სახის გადაწყვეტილების მიღება შეუძლია:
1. არასავალდებულო გადაწყვეტილება რეკომენდაციაა და გაეროს ქარტიის ინტერპრეტაციას
წარმოადგენს.
2. სავალდებულო გადაწყვეტილება განსაკუთრებით სერიოზულ შემთხვევებში მიიღება.
o მეურვეობის საბჭო
 გაეროს უმცირესი და ყველაზე ნაკლებ-მნიშვნელოვანი ორგანო;
 იმ ტერიტორიების სამართავად შეიქმნა, რომლებიც თავად ვერ ახერხებდნენ დამოუკიდებელი
მმართველობის ფორმის შექმნას;
 1957-75 წლებში ათი სამეურვეო ტერიტორია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, ასე რომ
სამეურვეო საბჭოს კონტროლქვეშ მხოლოდ მიკრონეზიის სახელით ცნობილი წყნარი ოკეანის
კუნძულები დარჩა. 1994 წლის ნოემბერში დიდმა ქვეყნებმა შეაჩერეს ზედამხედველობის საბჭოს
ოპერაციები მას შემდეგ, რაც პალაუ დამოუკიდებელ ქვეყნად გამოცხადდა.

o გაეროს როლი მსოფლიო საზოგადოებისათვის


 გაერო არის ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს თავისი წევრი სახელმწიფოების ინტერესებს.
როდესაც გაერო მოქმედებას იწყებს, ეს იმიტომ ხდება, რომ მის წევრებს საერთო ინტერესები აქვთ და
შეთანხმებას მიაღწიეს საერთო მოქმედების თაობაზე;
 გაერო დაარსებულ იქნა არა ქვეყანათა სუვერენიტეტის შესაცვლელად, არამედ სახელმწიფოთა შორის
თანამშრომლობის გასაძლიერებლად;
 პირველმა გენერალურმა მდივანმა - ტრიგვე ლიმ 1946 წელს რეალისტურ ფერებში დახატა გაეროს
პოტენციალი: ,,გაერო ზუსტად იმდენადაა ძლიერი, რამდენადაც ძლიერია მისი წევრი
სახელმწიფოების სურვილი ითანამშრომლონ”.
o გაერო და საზოგადოებრივი კეთილდღეობა
 გაეროს საქმიანობისა და პროგრამების უმეტესობა ყოველთვის არაპოლიტიკური ხასიათის იყო.
ისტორიულად გაეროს ხარჯების უდიდესი ნაწილი სოციალურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო და
საგანმანათლებლო პროგრამებზე მოდიოდა;
 მიჩნეულია, რომ გაერომ ყველაზე მეტ წარმატებას სწორედ არაპოლიტიკურ სფეროში მიაღწია.
რეიგანის ადმინისტრაციის პერიოდში აშშ-ის ელჩი გაეროში, ჯეინ კირკპატრიკი აღნიშნავდა, რომ
გაერო ორი ელემენტისაგან შედგება: „პოლიტიკური გენერალური ასამბლეა, რომელიც ვერ მუშაობს
და ტექნიკური სააგენტოები, რომლებიც მუშაობენ“;
 სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე მომუშავე გაეროსთან დაკავშირებული პროგრამები და
ორგანიზაციები:
 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. შტაბბინა - ჟენევა.
 კვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია. შტაბბინა - რომი.
 გაეროს კონფერენცია ვაჭრობისა და განვითარების შესახებ. შტაბბინა - ჟენევა.
 გაეროს ბავშვთა ფონდი. შტაბბინა - ნიუ იორკი.
 ლათინური ამერიკის ეკონომიკური კომისია (ECLA). შტაბბინა-სანტიაგო.

38
 გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი
o გაერო და კონფლიქტების რეზოლუცია
 საერთაშორისო მშვიდობის შესანარჩუნებლად და ომის თავიდან ასაცილებლად გაერო ორ
განსხვავებულ სტრატეგიას მიმართავს:
1. მშვიდობის დამყარებას - შეიარაღებული ძალების განლაგებას ისეთ ტერიტორიაზე, სადაც
დაპირისპირებული მხარეები ჯერ კიდევ აგრძელებენ ერთმანეთთან ბრძოლას.
2. მშვიდობის დაცვას - გაეროს ძალების შეყვანას ისეთ კონფლიქტურ ტერიტორიაზე, სადაც
დაპირისპირებულმა მხარეებმა უკვე მოახერხეს ცეცხლის შეწყვეტა.
 გაეროს სამშვიდობო ოპერაციები თავდაპირველად სადამკვირვებლო ხასიათის იყო, შემდეგ კი
პრევენციული დიპლომატიის ნიშა შეიძინა.
 მთლიანობაში, გაეროს სამშვიდობო ოპერაციები მეტი წარმატებით სრულდებოდა ვიდრე მშვიდობის
აღდგენის ოპერაციები. ეს ნაწილობრივ იმის შედეგიცაა, რომ მშვიდობის დაცვა კონფლიქტის
გადაჭრის უფრო მოკრძალებულ ფორმას წარმოადგენს. 1948-95 წლებში გაერომ 35 სამშვიდობო
ოპერაცია განახორციელა.
o გაერო და კონფლიქტების რეზოლუცია
 მშვიდობის დაცვის მიზნით გაეროს სამშვიდობო ძალებმა შემდეგი მოქმედებანი განახორციელეს:
1. შეაჩერეს ხელახალი ძალადობის წარმოშობა კონფლიქტის ზონებში, მაგალითად, ინდოეთ-პაკისტანის
დაპირისპირება ქაშმირსა და ჯამუსთან დაკავშირებით (1949-დღემდე), ირანისა და ერაყის
დაპირისპირება სასაზღვრო ზოლთან დაკავშირებით (1989-1991)
2. უზრუნველყოფდნენ წესრიგს და ზედამხედველობდნენ არჩევნების პროცესს ისეთ ქვეყნებში
როგორებიცაა კამბოჯა (1991-93), ნიკარაგუა (1989-91), და ნამიბია (1989-90).
3. ზედამხედველობდნენ კონფლიქტის ზონების დემილიტარიზაციას ანგოლაში (1989-91), ელ-
სალვადორში (1991-96), ჰაიტისა (1993-97) და ნიკარაგუაში (1989-91).
4. ხელმძღვანელობდნენ ყოფილი კოლონიების დამოუკიდებელ ქვეყნებად გარდაქმნის პროცესს
მაგალითად, კონგოსა (1960-64) და ნამიბიაში (1989-90).
5. აწარმოებდნენ სადამკვირვებლო მისიებს პოტენციური კონფლიქტების ზონაში: დასავლეთ ახალ
გვინეაში (1962-63), საქართველოში (1993-დღემდე), ლიბერიაში, რუანდასა და ტაჯიკეთში.
o ცივი ომის შემდგომი ხანის მშვიდობის დაცვა
ცივი ომის დამთავრების შემდეგ გაეროს როლი მშვიდობის დაცვისა და მშვიდობის აღდგენის საქმეში
ერთიორად გაიზარდა.
1988-დან 1994 წლამდე გაეროს 13 ახალი ოპერაციის დაწყება მოუწოდეს. აქედან ზოგიერთ შემთხვევაში
შესაძლებელი გახდა კონფლიქტის მოგვარება, მაგალითად ბოსნიის (1992 წლიდან), კამბოჯისა და
ჰაიტის (1993) შემთხვევაში კი გაეროს ოპერაციებმა მხოლოდ დროებითი სიმშვიდის მიღწევა შეძლო.
გაეროს ორი ოპერაცია, რომელთა შედეგებიც ძნელი დასადგენია წარმოადგენს ყოფილი იუგოსლავიის
ტერიტორიასა და კამბოჯაში განხორციელებულ ოპერაციებს.

o რეგიონალური და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები


გაერო ყველაზე მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამთავრობო ორგანიზაციათა შორის.
1945 წელს გაეროს დაარსებასთან ერთად, გაეროს ქარტიამ წაახალისა რეგიონალური ორგანიზაციების
შექმნა, რომლებსაც უნდა ეკისრათ გაეროს მოვალეობათა ნაწილის შესრულება რეგიონალურ დონეზე.
დაარსდა მაგ.: აფრიკის ერთიანობის ორგანიზაცია (OAU) და ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია
(OAS).

39
რეგიონალურ ორგანიზაციათა შორის ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია ევროკავშირმა (EU), რომელიც
1950 წელს შეიქმნა და 27 წევრისაგან შედგება.

 ევროკავშირი
ევროკავშირი რამდენიმე მახასიათებლით გამოირჩევა:
 იგი წარმოადგენს არა მხოლოდ წევრ-ქვეყანათა ინტერესებით მოქმედ სამთავრობო ორგანიზაციას,
არამედ ასევე წევრების ზეწოლისგან დამოუკიდებლად მოქმედ სუპრანაციონალურ
ორგანიზაციასაც.
 ჯერ არც ერთ ორგანიზაციას მიუღწევია ტრანსნაციონალური ხელისუფლების იმ დონისთვის,
რომელზეც ევროკავშირია.
 ევროკავშირში ყველაზე ცხადად არის ასახული ნეოფუნქციონალიზმის არსი. მოცემული თეორიის
თანახმად, ევროკავშირმა რეგიონალური ინტეგრაციის პროცესი ფუნქციური
ურთიერთდამოკიდებულებითა და რეგიონალური სახელისუფლებო ორგანოების დაარსებით
დაიწყო.

o ევროკავშირის წარმოშობა
 ევროკავშირს სათავე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რობერტ შუმანის განცხადებამ
დაუდო, სადაც ის მოუწოდებდა ევროპულ ქვეყნებს თანდათანობითი ინტეგრაციის პროცესის
დაწყებისაკენ (1950 წ).
 შუმანის გეგმა, რომელიც ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების გაზრდით რეგიონში
მშვიდობის დამყარებას მოიაზრებდა, ჟან მონეს იდეებს ეფუძნებოდა.
 შუმანის გეგმის გახმოვანებიდან ერთი წლის შემდეგ (1951) ექვსმა ევროპულმა ქვეყანამ
(საფრანგეთმა, დასავლეთ გერმანიამ, იტალიამ, ნიდერლანდებმა, ბელგიამ და ლუქსემბურგმა) ხელი
მოაწერა დოკუმენტს, რომელმაც ევროპის ნახშირისა და ფოლადის კავშირს (ECSC) ჩაუყარა
საფუძველი.
 1957 წელს დაარსდა ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა (EEC - European Economic Community)
და ევროპის ატომური ენერგიის კავშირი (Euratom).
 1967 წელს ECSC, EEC და Euratom-ი ერთ ორგანიზაციაში - ევროპის თანამეგობრობაში (EC)
გაერთიანდა და ევროპის ინტეგრაციის სამ ინსტიტუციურ საყრდენად იქნა აღიარებული.
 ევროპული ინტეგრაცია თანდათანობით ახალ-ახალ წევრებს იმატებს.

o ევროკავშირის ევოლუცია
ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი ოთხ სტადიად შეიძლება გავყოთ:
1. პირველი - არსდება თავისუფალი სავაჭრო ზონა და უქმდება არსებული ტარიფები და ქვოტები.
2. მეორე - იქმნება ერთიანი საბაჟო სისტემა (Customs Union) და წევრები თანხმდებიან ერთიან საგარეო
სავაჭრო პოლიტიკაზე, რაშიც იგულისხმება გარე სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებით
ტარიფებისა და ქვოტების ერთიანი სისტემის არსებობა.
3. მესამე სტადია გულისხმობს ერთიანი ბაზრის შექმნას, რომლის საშუალებითაც საქონელი და
მომსახურება, კაპიტალი და სამუშაო ძალა დაუბრკოლებად მოძრაობს წევრ ქვეყანათა შორის.

40
4. მეოთხე - ეკონომიკური კავშირი არსდება მაშინ როდესაც წევრების ფისკალური და მონეტარული
პოლიტიკა მთლიანად ინტეგრირებულია და ეყრდნობა ერთ ვალუტას.

 ინტეგრაციის პროცესისათვის ხელის შესაწყობად ევროკავშირმა 1985 წელს ,,თეთრი ფურცელი"


მიიღო, რომელშიც სრულიად ინტეგრირებული ბაზრის შექმნა 1992 წლისათვის იყო დაგეგმილი.
 მოცემული ინიციატივა ,,ევროპა 1992"-ის სახელით გახდა ცნობილი, და მისი ფორმალური საფუძველი
ჩამოყალიბდა ერთიან ევროპულ აქტში (SEA) - რომელმაც მოახდინა ადრე არსებულ ხეშეკრულებათა
შესწორება. 1992 წლის ბოლოსთვის ევროკავშირის მთავრობებმა ,,თეთრ ქაღალდში" არსებულ
მოთხოვნათა 95% შეასრულეს.
 საზღვრებისაგან თავისუფალი ევროპის შექმნის იდეა თავდაპირველად 1985 წლის შენგენის
ხელშეკრულებაში გაჟღერდა. შენგენის ხელშეკრულება 1995 წელს ნაწილობრივ შევიდა ძალაში რვა
ხელისმომწერ ქვეყანას შორის.
 1991 წელს ევროპის ლიდერები ნიდერლანდების ქ. მაასტრიხტში შეიკრიბნენ ორ დღიან სამიტზე,
სადაც შეიმუშავეს მომავალი ევროკავშირის ხეშეკრულების პუნქტები. მაასტრიხტის ხეშეკრულება
ძალაში 1993 წელს შევიდა. მაასტრიხტის ხელშეკრულების ერთ-ერთ მთავარ დეტალს წარმოადენდა
ერთიანი ვალუტის მიღების გადაწყვეტილება.
 მონეტარული სისტემის ინტეგრაციის პროცესი 1979 წელს დაიწყო, როდესაც დაარსებულ იქნა
ევროპული მონეტარული სისტემა (EMS).
 ევროკავშირის წარმატებამ დიდად იმოქმედა დანარჩენ რეგიონალურ ორგანიზაციებზე, რომლებიც
ეკონომიკური თანამშრომლობისა და სხვადასხვა სფეროს ინტეგრაციის მიღწევას ცდილობდნენ.
 მნიშვნელოვანი დოკუმენტებია ასევე: ამსტერდამის ხელშეკრულება (1997 წ. - ძალაში შევიდა 1999
წელს) და ლისაბონის ხელშეკრულება (2007 წ. - ძალაშია 2009 წლიდან).

 ზენაციონალიზმი - სახელმწიფოების მიერ ერთ ორგანიზაციაში ინტეგრირება ეკონომიკური ან


პოლიტიკური თვალსაზრისით.
 საერთაშორისო ორგანიზაციებში ბრძოლა მიმდინარეობს ნაციონალიზმსა და ზენაციონალიზმს შორის.
 ზენაციონალიზმის განვითარებაში მხოლოდ სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციები არ მონაწილეობენ,
მასში ჩართულია საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომლებსაც საზღვრები ვერ აბრკოლებს.

 ინტეგრაციის თეორია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რეალიზმის საფუძვლებს (სუვერენიტეტი და


ტერიტორიული მთლიანობა).
 საერთაშორისო ინტეგრაცია არის პროცესი, რომლითაც ზეეროვნული ინსტიტუტები ცვლიან ეროვნულს.
სუვერენიტეტი კი რეგიონალურ და გლობალურ სტრუქტურებში ზიარდება.
 სუვერენიტეტის ბოლო ეტაპი სახელმწიფოების ერთ მთავრობად გაერთიანება შეიძლება იყოს.
 სახელმწიფოები უარს არ ამბობენ სუვერენიტეტის ექსკლუზიურ უფლებაზე და ზღუდავენ
ზენაციონალური ინსტიტუტების ძალაუფლებას. საერთაშორისო ორგანიზაციების უმრავლესობა
სუვერენიტეტს მხოლოდ გარკვეულ საკითხებში ზღუდავს.
 ინტეგრაციის ამხსნელი თეორიები
 ფუნქციონალიზმი: სპეციალიზებული ტექნიკური ორგანიზაციების ზრდა, რაც ეროვნულ საზღვრებს
სცდება. პრაქტიკული საშუალებების ძებნა ფუნქციების შესასრულებლად. ტექნოლოგიურ და
ეკონომიკურ განვითარებას უფრო და უფრო ზენაციონალურ სტრუქტურებამდე მივყავართ.

41
 ნეოფუნქციონალიზმის მიხედვით, ეკონომიკური ინტეგრაცია ქმნის პოლიტიკურ დინამიკას, რაც
ხელს უწყობს ინტეგრაციას.
ეკონომიკური კავშირებიდან პოლიტიკურ ინტეგრაციაზე გადასვლას გადანაცვლების პროცესი ეწოდება.
დასავლეთ ევროპაში ძალის გამოყენების მცირე შესაძლებლობამ წარმოშვა უსაფრთხო საზოგადოება,
რამაც ინტეგრაციის პროცესი გაამარტივა.
 ინტეგრაციის მაგალითები
 ინტეგრაციის წარმატებული მაგალითია ევროკავშირი
 ევროპული სახელმწიფოები განსხვავდებიან კულტურით, რელიგიით, ეთნიკურობით, ევროპული
ინტეგრაცია დაიწყო წარსულში მტრების, საფრანგეთისა და გერმანიის თანამშრომლობით.
 1957 წ. შექმნილმა ASEAN-მა წარმატებას მიაღწია ეკონომიკური განვითარების კუთხით.
 ანდურმა საერთო ბაზარმა (1992) და სამხრეთის საერთო ბაზარმა (MERCOSUR) ხელი შეუწყეს წევრი
ქვეყნების რეგიონალურ ინტეგრაციას.
 აფრიკის გაერთიანების (2002) გეგმაა ეკონომიკური და საგარეო საკითხების კოორდინირება,
აფრიკული პარლამენტის არჩევა.
 ცივი ომის დასრულების შემდეგ დაიდო ჩრდილო ამერიკული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება
(NAFTA).
 ინტეგრაციის უარყოფითი მხარეები
 ღია საზღვრები ზრდის ტრანსნაციონალური ტერორიზმის საფრთხეს.
 კულტურულმა ცენტრალიზებამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ადამიანებისა და ეთნიკური
ჯგუფების თავისუფლებას.
 მსოფლიოში არსებობის ინტეგრაციის საპირისპირო დეზინტეგრაციის ტალღა, რაც გამოიხატა
სახელმწიფოების დაშლით.
 ინტეგრაციისთვის მთავარი გამოწვევაა ნაციონალიზმი, რომელიც წარმატებული ინტეგრაციის
შემთხვევაშიც კი მის პოტენციურ ხელშემშლელ ძალად რჩება.
 ინფორმაციის ძალა
 გლობალური ტელეკომუნიკაციების შედეგად სრულიად იცვლება საერთაშორისო ურთიერთობებში
ინფორმაციისა და კულტურის ფუნქციონირება.
 ერთმანეთთან ურთიერთობის დროს ინფორმაცია ეროვნული სახელმწიფოების ხელში მნიშვნელოვან
იარაღს წარმოადგენს. ამავე დროს ტექნოლოგიები ამცირებენ ამ სახელმწიფოების ძალაუფლებას,
რადგან ეს ძალაუფლება ქვესახელმწიფოებრივი აქტორებისა და ცალკეული ადამიანების ხელში
გადადის. ამ ადამიანებმა და ჯგუფებმა დაიწყეს მსოფლიო მასშტაბით ახალი ტრანსნაციონალური
ქსელების შექმნა, რომლებშიც სახელმწიფოებიც ჩაერთნენ.
 მსოფლიოში მილიარდ ნახევარზე მეტი ტელევიზორი და ორმილიარდ ნახევარზე მეტი რადიო
მიმღები არსებობს.
 რადიო და განსაკუთრებით ტელევიზია გლობალური სამხრეთის უღარიბეს, განაპირა რეგიონებშიც
აღწევს. გლეხებს, რომლებმაც კითხვა არ იციან, შეუძლიათ უსმინონ რადიოს. მოკლეტალღიანი
(Shortwave) რადიო სადგურები, მაგალითად ამერიკის ხმა (VOA), ბრიტანეთის სამაუწყებლო
კორპორაცია (BBC), რადიო მოსკოვი (Radio Moscow), პოპულარულია შორეულ ადგილებში.
 ახალმა საკომუნიკაციო ტექნოლოგიებმაც შესაძლოა უფრო მეტი შესაძლებლობები მისცეს
ჩვეულებრივ ადამიანებს, ვიდრე ეს მთავრობებს ან პოლიტიკურ პარტიებს აქვთ.

 პროპაგანდა

42
 გავრცელებული კონცეფციები
 პროპაგანდა არის ტყუილი, რომელიც ნახევრად სიმართლეა.
 ის უფრო ემოციაზე მოქმედებს, ვიდრე გონებაზე. ეს არის ბინძური ხრიკი, რომლის მიზანია
გააკეთებინოს ხალხს ის, რასაც სხვა შემთხვევაში არ გააკეთებდა.
 პროპაგანდა მიიჩნევა დიქტატორების იარაღად, რათა გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ აზრზე; „ეს
გააკეთეს მათ, ჩვენ ვამბობთ სიმართლეს“;
 დემოკრატიაში ის მხოლოდ ომის დროს არის საჭირო;
 კომუნიკაციის პროცესის დარღვევა.
 პროპაგანდა
ცნება დღეს უკავშირდება დამახინჯებულ გზავნილებს:
- ტყუილი
- სიცრუე
- მანიპულაცია
- ფსიქოლოგიური თავდასხმა
- ტვინების გამორეცხვა
 რა არის ის სინამდვილეში
 კომუნიკაციის/დარწმუნების პროცესი მგზავნელსა და მიმღებს შორის;
 ღირებულებების მხრივ, ის ნეიტრალურია;
 წარმატება დამოკიდებულია რამდენად სანდოდ გამოიყურება გზავნილი;
 ის დამოკიდებულია კომუნიკაციების ფართო სპექტრზე. ვინ, რას, სად, როდის, როგორ და რა
ეფექტით;
 ის განსხვავდება ჩვეულებრივი კომუნიკაციისგან, საჭიროა სცემდეს კითხვას: რატომ?
 რატომ არის შინაარსი ასე მნიშვნელოვანი?
 ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მას განასხვავებს სხვა სახის კომუნიკაციისგან, ის არის, რომ მიმართულია
უფრო ინფორმაციის მიმწოდებლის სარგებელზე ვიდრე მიმღებლის;
 ღირებულებებზე მსჯელობა უკავშირდება ინფორმაციის წყაროს მოტივებს;
 კარგზე და ცუდზე საუბრის გარეშე პროპაგანდა აზრს მოკლებულია;
 ამიტომაც არსებობს ეფექტური და არაეფექტური პროპაგანდა იმის მიხედვით თუ რა ქცევა მოჰყვება
მას.
 პროპაგანდის ტიპები
 შავი (ფარული)
 თეთრი (დაუფარავი)
 ნაცრისფერი (წყარო უცნობია)
 გამაერთიანებელი (Cohesive) პროპაგანდა
 გამყოფი (Divisive) პროპაგანდა
 ‘P’ სიტყვები - საჯაროობა, საჯარო ურთიერთობები, ფსიქოლოგიური ოპერაციები, საჯარო
დიპლომატია, აღქმის მენეჯმენტი
 საშინაო & საგარეო
 საშინაო პროპაგანდა (Home propaganda) საინფორმაციო პოლიტიკის მიხედვით წარიმართება -
‘ვამბობთ სიმართლეს ჩვენს ხალხზე’, ‘ისინი ამბობენ ტყუილს ჩვენ შესახებ’;
 საერთაშორისო პროპაგანდა: ერევა სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში;

43
 ცენზურა და პროპაგანდა ხელისუფლების გავლენის ტრადიციული ინსტრუმენტებია - მაგრამ
რამდენად ეფექტური მეთოდები არიან ისინი საინფორმაციო ერაში?
 საშინაო და საგარეო პროპაგანდა გლობალიზაციის კონტექსტში ბუნდოვანი გახდა.
 პროპაგანდის მთავარი თეორიები და პრაქტიკები
 მსოფლიო შექმნა ვატიკანმა!
 კულტურათა ფართოდ გავრცელება
 ავტორიტარული მოდელები (მუსოლინი, საბჭოთა კავშირი, ნაცისტური გერმანია)
 დემოკრატიული პასუხი (‘სიმართლის სტრატეგია’)
 ლიპმანი, ბერნაიზი, ჰიტლერი, ელუილი
 მნიშვნელოვანი ისტორიული კამპანიები
 „ამერიკის ნეიტრალიტეტის საწინააღმდეგო კამპანია“, 1914 – 17
 „we were hypnotized as a rabbit is by a snake“, 1918
 „მშრომელთა მსოფლიო გაერთიანება“
 „თავისუფალი მსოფლიო vs. დამორჩილებული მსოფლიო“, 1939-45
 თავისუფალი საბაზრო ლიბერალური დემოკრატია vs. კომუნიზმი/ „ბოროტების
ღერძი“/გლობალური ომი ტერორიზმის წინააღმდეგ
 პროპაგანდა - ნატოს განსაზღვრების მიხედვით
რაიმე ინფორმაცია, იდეა, დოქტრინა ან სპეციალური მოთხოვნა, გავრცელებული იმისთვის, რომ გავლენა
ჰქონდეს რომელიმე ჯგუფის აზრებზე, ემოციებზე, დამოკიდებულებებსა თუ ქცევებზე, რათა პირდაპირი
ან არაპირდაპირი სარგებელი მოუტანოს მის გამავრცელებელს.
 გამაერთიანებელი (Cohesive) პროპაგანდა
 კეთილგანწყობის შექმნა;
 მეგობრობის ხელშეწყობა;
 მორალის ამაღლება;
 საერთო ინტერესების ხაზგასმა;
 თანამშრომბლობის ხელშეწყობა.
 გამყოფი (Divisive) პროპაგანდა
 მორალის დადაბლება
 აპათიისა და უთანხმოების გამოწვევა
 გაუგებრობის, პანიკის, აშიშლობის, წინააღმდეგობის, ღალატის, დანებებისა და დეზერტირობის
ხელშეწყობა.
 პროპაგანდის პრინციპები
ყველაზე ეფექტურია, როდესაც
 სიმართლეს ეფუძნება;
 მიმზიდველი ფორმითაა წარდგენილი;
 აღვიძებს საჭიროებას;
 კმაყოფილებას იწვევს.
 პროპაგანდის ვარიანტები
 ფსიქოლოგიური ომი/ოპერაციები;
 საზოგადოებრივი ურთიერთობები/სპინ დოქტორები;
 რეკლამირება/მარკეტინგი;
 საჯაროობა;

44
 სიახლეები (‘the shocktroops of propaganda’).
 ნასწავლი გაკვეთილები - დამატებითი პრინციპები
 მკაცრი დოგმატიზმისგან თავშეკავება;
 ანტაგონიზმის თავიდან აცილება;
 სამიზნედ იდენტიფიცირდება;
 საპირისპირო პროპაგანდის სისუსტეების მაქსიმალურად გამოყენება.

დაზვერვა - სახელმწიფოს სათავეში მდგომი უმაღლესი ხელმძღვანელი პირების (სახელმწიფო


ლიდერების) მიერ სათანადო გადაწყვტილებების მისაღებად საჭირო ინფორმაციის მოპოვებისა და
გადამუშავების პროცესი. ინფორმაცია: ცნობები პოტენციური მოწინააღმდეგის ზრახვებისა და
შესაძლებლობების შესახებ, რაც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარი ამოცანების
გადასაჭრელადაა მიმართული. აინტერესებთ პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური სფეროები.
სადაზვერვო სამსახურში ინფორმაცია დანაწევრებული სახით, სხვადასხვა წყაროებიდან და სხვადასხვა
დროს აღწევს. დაზვერვა - ანალიტიკურ-კვლევითი სამსახური.
კონტრდაზვერვა - გამოიყენება ქვეყნის საკუთარი სამხედრო და სტრატეგიული საქმიანობების
დაცვისათვის. მიზანი: უცხო სპეცსამსახურებისაგან წარმოებული სადაზვერვო ოპერაციების ამოცნობა და
უზრუნველყოფა. ინფორმაცია ინახება საიდუმლოდ ან ნადგურდება.
საბოტაჟი - სპეც-ოპერაცია, რომლის მიზანია სხვადასხვა მოწყობილობა-დანადგარების დაზიანება,
ოპონენტთა გეგმების ჩაშლა. ძირითადად ომის დაწყების დროს მიმართავენ.
დეზინფორმაცია - მიმართულია სხვა ქვეყნის პოლიტიკოსების, სამხედრო ხელმძღვანელების და ფართო
საზოგადოების შეხედულებებზე გავლენის მოსახდენად.
 ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
 გენოციდი - რასობრივი თუ ეთნიკური ჯგუფის მთლიანად განადგურების მცდელობა.
 იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალი - ჰააგაში დაარსებული, გენოციდსა და
სხვა ადამიანის უფლებათა დარღვევასა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში
ეჭვმიტანილ პირებს ასამართლებდნენ. სამართლიანობის აღდგენის საკმაოდ წარმატებული და
მიუკერძოებელი საშუალება აღმოჩნდა.
 ბუნებრივი სამართლის იდეა - ღმერთი და ბუნება ყველა ადამიანს აჯილდოებს ღირსებით.
გარკვეული მოვალეობები ეკისრება როგორც ადამიანებს, ისე იმ საზოგადოებასაც.
 თავისუფლების დიდი ქარტია - ინგლისი, 1215 წელი.
 უფლებათა აქტი - ინგლისი, 1689 წელი.
 დამოუკიდებლობის დეკლარაცია - აშშ, 1776 წელი.
 ადამიანის უფლებათა დეკლარაცია - საფრანგეთი, 1789 წელი.
 კულტურული რელატივიზმი - ის რასაც ერთი საზოგადოება უცილობელ უფლებად თვლიდა, სხვა
საზოგადოებისთვის ფასეულობას არ წარმოადგენდა.
 1948 წელს გაერომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღო. (დეკლარაცია
არასავალდებულო ხასიათს ატარებდა)
 უარყოფითი უფლებები - სახელმწიფოს უკრძალავს ჩარევას. პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები.
(მაგ, სიტყვის თავისუფლება)
 დადებითი უფლებები - სახელმწიფოს ვალდებულება, შეუქმნას მოქალაქეებს გარკვეული სოციალური
და ეკონომიკური პირობები. სოციალურ-ეკონომიკური უფლებები.

45
 ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაცია - 1948 წელი. მთავარი მიზანია „ადამიანის
უფლებათა საერთო სტანდარტების შექმნა მსოფლიოს ყველა ხალხისა და სახელმწიფოსთვის“.
 პეკინის კონფერენცია - 1995 წელი. ქალთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული. დეკლარაცია
აქცენტს 5 ძირითად საკითხზე აკეთებდა: 1. ქალთა დაცვა ძალადობისგან (ოჯახში, სამსახურში, ომის
პირობებში, რიტუალური ძალადობა და ა.შ.); 2. მდედრობითი სქესის ბავშვების დისკრიმინაციის
აკრძალვა; 3. ქალებისთვის საბანკო კრედიტის ხელმისაწვდომობა და მათი ეკონომიკური გაძლიერება;
4. ქალების მიერ თანაბარი მემკვიდრეობის მიღების უფლება; 5. ოჯახის, როგორც საზოგადოების
ძირითადი ელემენტის გაძლიერება, დაცვა და მატერიალური უზრუნვლეყოფა.
 საერთაშორისო ამნისტიის ორგანიზაცია (Amnesty International) (AI) - დაარსდა ლონდონში.
საერთაშორისო ამინისტიის ორგანიზაცია დახმარებას უწევს იმ პირებს, რომლებიც ე.წ. „სინდისის
პატიმრებს“ (prisoners of concsience) წარმოადგენენ და ზრუნავს მათი არსებობის პირობების
გაუმჯობესებისკენ, ამასთანავე, ორგანიზაცია განიხილავს პოლიტიკური პატიმრების საქმეებსაც.
 არასამთავრობო ორგანიზაციების ეფექტიანობას ხელს უწყობს: 1. ისინი საზოგადოების ნდობას
იმსახურებენ, 2. მათი ლეგიტიმურობა, 3. მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა და მიუკერძოობლობა.
 ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი - შეიქმნა 1993 წელს. კომისრის მოვალეობაში შედის
ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით სხვადასხვა სახელმწიფოსთან თანამშრომლობა, მოცემულ
სფეროში გაეროს ქმედებათა კოორდინაცია და ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამების
საზოგადოებისთვის გაცნობა.
 სახელმწიფოს ორგვარად შეუძლია ადამიანის უფლებათა დაცვას შეუწყოს ხელი: 1. მას შეუძლია
შესაბამისი შიდა რეფორმების განხორციელება; 2. სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა ჯგუფს შეუძლია
სადამსჯელო ქმედებები განახორციელოს იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებს
და მოითხოვოს მისი შეწყვეტა.
 რეპატრიაცია - იმ პირთა დაბრუნება სამშობლოში, რომლებიც სხვადასხვა იძულებითი გარემოების
გამო (ლტოლვილები და ქვეყნის შიგნით გადაადგილებული პირები) სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე
იმყოფებოდნენ. ჩვეულებრივ, საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე ხორციელდება
(მაგალითად, სამხედრო ტყვეთა რეპატრიაცია).
 რეცესია - წარმოების ვარდნა ან ზრდის ტემპების შენელება.
 მოწვეული მუშახელი - ღარიბი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ჩადის და მუშაობს ისეთ მდიდარ
ქვეყანაში, სადაც მუშახელის ნაკლებობაა.
 ადამიანის უფლებათა დარღვევის აღმოფხვრას წინ სახელმწიფო სუვერენიტეტის ცნება ეღობება.
მეორეს მხრივ, ჰუმანიტარული ჯგუფებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობა სულ უფრო
მეტად ზღუდავს სახელმწიფოთა სუვერენულ უფლებას დაარღვიონ საკუთარი მოქალაქეების
უფლებები.
 რაც უფრო იზრდება დემოკრატიულ სახელმწიფოთა და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების
რიცხვი, მით უფრო ოპტიმისტური მომავლის იმედი უნდა ვიქონიოთ.
 მხედველობაში უნდა ვიქონიოთ შემდეგი: 1. ადამიანის უფლებათა დაცვა უპირატესად სახელმწიფოთა
პრეროგატივაა და ისინი იშვიათად თანხმდებიან ძალაუფლების დათმობას ადამიანის უფლებათა
დაცვის გამო; 2. მართალია არასამთავრობო ორგანიზაციათა რიცხვი იზრდება, თუმცა მათ ერთადერთ
იარაღს ჯერ კიდევ მხოლოდ მორალური შეგონებები წარმოადგენს; 3. მართალია ცივი ომის
დამთავრებასთან ერთად ყველა კონტინენტზე გაიზარდა დემოკრატიულ სახელმწიფოთა რიცხვი,
მაგრამ ადამიანის უფლებების დაცვა ჯერ კიდევ გადაულახავ პრობლემად რჩება იმ ახალი
დემოკრატიებისათვის, რომლებსაც უამრავ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სირთულესთან უხდებათ

46
ბრძოლა; 4. ცივი ომის დამთავრებამ თან მოიტანა მძლავრი ნაციონალური და ეთნიკური ელემენტის
გაღვიძება, რაც ზოგ შემთხვევაში ადამიანის უფლებათა დარღვევის წინაპირობას წარმოადგენს.
 1979 წლის 4 ნოემბერს 52 ადამიანი, რომელიც თეირანში განლაგებულ ამერიკის საელჩოში მუშაობდა,
ირანულმა დაჯგუფებამ ტყვედ აიყვანა. ირანელებს სურდათ, აშშ-ს მთავრობა გარკვეულ დათმობებზე
წამოსულიყო, კერძოდ მოეპოვებინათ აიათოლა ხომეინის ახალი რეჟიმის აღიარება. ირანში
განვითარებული მოვლენები ბევრისთვის საერთაშორისო სისტემაში დამკვიდრებული უკანონობის
კიდევ ერთ გამოვლინებას წარმოადგენდა. მეორეს მხრივ ეს ეპიზოდი საერთაშორისო სამართლის
უნივერსალურობაზე მიუთითებს. საელჩო პერსონალის დატყვევების ფაქტი სწორედაც იმიტომ გახდა
დიდი ყურადღების ღირსი, რომ იგი არღვევდა საერთაშორისო ქცევის უმნიშვნელოვანეს მოთხოვნას -
უცხოელ დიპლომატთა ხელშეუხებლობას.
 კანონის უზენაესობა ხასიათდება სამი აუცილებელი პირობით:
1. განსაზღვრული, სავალდებულო ხასიათის ნორმებისა და კანონების შექმნის პროცედურა, რომელიც
გარკვეულ ქცევას მოითხოვს საზოგადოების ყოველი წევრისაგან (მაგალითად საკანონმდებლო
პროცესი).
2. უკანონო ქმედებათა დასჯის პროცესი (კანონის დაცვის პროცესი/law inforcement process).
3. პროცესი, სადაც განიხილება, დაირღვა თუ არა ამა თუ იმ ქმედებით კონკრეტული კანონი
(საკანონმდებლო განხილვის პროცესი/law-adjudication process).
 არსებობს საერთაშორისო სამართლის რამდენიმე წყარო, რომელსაც ყველა სახელმწიფო აღიარებს, და
რომლებიც მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ქარტიის 38-ე თავშია მოცემული.
 საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ წყაროებს შეადგენს:
1. ჩვეულებითი სამართალი;
2. ხელშეკრულებები და კონვენციები;
3. ცივილიზებულ სახელმწიფოთა მიერ აღიარებული ზოგადი პრინციპები;
4. ეროვნული და საერთაშორისო ტრიბუნალების გადაწყვეტილებები;
5. კვალიფიცირებულ სამართალმცოდნეთა ნაშრომები.
 ჩვეულებითი სამართალი - ის წესები, რომლებსაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იცავდნენ
სახელმწიფოები ერთმანეთთან ურთიერთობისას და ამის გამო დღეს ისინი სავალდებულოდ არიან
აღიარებული. ჩვეულებითი სამართლის ნორმებს მხოლოდ ის სახელმწიფოები ეთანხმებოდნენ,
რომლებსაც სურდათ ამის გაკეთება. თუკი რომელიმე სახელმწიფო გარკვეული დროის განმავლობაში
ეთანხმებოდა ერთ-ერთ ჩვეულებით ნორმას, მას მომავალშიც მოეთხოვებოდა ამის გაკეთება.
დაუშვებელი იყო ჩვეულებითი სამართლის ნორმების მიღება და შემდეგ უარყოფა, როდესაც ეს
სახელმწიფოს მოესურვებოდა. ჩვეულებითი სამართალი დაუწერელ კანონთა კრებულს წარმოადგენს,
ამიტომ ხშირია გაურკვევლობისა და არასწორი ინტერპრეტაციის შემთხვევები. ამის გამო, ბოლო
წლებში ადგილი ჰქონდა ჩვეულებითი სამართლის ნორმებისათვიის წერილობითი სახის მიცემის
მრავლ მცდელობას, კერძოდ, მოცემული ნორმების შეკრებას იმ საერთაშორისო დოკუმენტებში,
რომლებზეც უკვე პირდაპირ იქნებოდა შესაძლებელი სახელმწიფოთა თანხმობისა თუ უარის მიღება.
 ჩვეულებითი ნორმების განსხვავება ეტიკეტისაგან - ჩვეულებების შემთხვევაში, ქცევის მიღებული
ფორმა (მაგ, დიპლომატიური იმუნიტეტის აღიარება) დაფუძნებულია სამართლებრივი ვალდებულების
გრძნობაზე (opinion iuris) და დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფომ გარკვეული პასუხიც უნდა აგოს,
მაშინ როდესაც ეტიკეტი უბრალოდ ზრდილობიანი ქცევის ნორმებს წარმოადგენს (მაგალითად,
ოკეანეში შემხვედრი ორი ხომალდის მიერ ერთმანეთის მისალმება დროშების აწევით).

47
 ხელშეკრულებები - წერილობითი დოკუმენტები კაცობრიობის ისტორიის დასაწყისიდანვე არსებობდა.
თანამედროვე ერ-სახელმწიფოთა ჩამოყალიბებასთან ერთად, წერილობითი ხელშეკრულებების
მნიშვნელობა ბევრად უფრო გაიზარდა. ხელშეკრულებები და კონვენციები, - ესაა სახელმწიფოთა
შორის დადებული ოფიციალური წერილობითი შეთანხმებები, რომლებიც ხელისმომწერ
სახელმწიფოებს გარკვეულ მოვალეობებს აკისრებს. მხოლოდ იმ ქვეყნებისთვისაა სავალდებულო,
რომლებიც თავად თანხმდებიან ამას. სახელმწიფოთა თანხმობა, როგორც წესი ორ ეტაპად იყოფა: 1.
ქვეყნის წარმომადგენელი აწერს ხელს ოფიციალურ დოკუმენტზე; 2. სახელმწიფოს საკანონმდებლო
ხელისუფლება ან კონსტიტუციით უფლებამოსილი სხვა რომელიმე ორგანო ახდენს დოკუმენტის
რატიფიკაციას. მაგალითად, 1977 წელს აშშ-ს პრეზიდენტმა კარტერმა ხელი მოაწერა ადამიანის
უფლებათა დაცვის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს - ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკური
უფლებების დამატებით ოქმს, მაგრამ სენატმა მისი რატიფიკაცია 1992წლამდე არ მოახდინა, სწორედ
ამის შემდეგ გახდა ოქმით მოცემული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სავალდებულო
შეერთებული შტატებისათვის. ხელშეკრულებათა უმეტესობა ორმხრივია - ანუ ორ სახელმწიფოს შორის
დადებულ შეთანხმებას წარმოადგენს. მაგალითად, ვაჭრობის, ალიანსის შექმნის საჰაერო სივრცის
გამოყენების დამნაშავეთა ექსტრადიციისა და სხვა საკითხების თაობაზე. მრავალმხრივი - ისეთ
საკითხებს შეეხება, როგორებიცაა საერთაშორისო ვაჭრობა, პატენტისა და საავტორო უფლებების დაცვა,
ფოსტისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებათა კონტროლი, ოკეანეთა გამოყენება თევზჭერისა და
წიაღისეული რესურსებით სარგებლობისათვის, ტყვეთა მოპყრობა, სხვადასხვა სახის იარაღის
განვითარება და შენახვა და სხვა.
 1967 წელს მიღებული ხელშეკრულება ღია კოსმოსის შესახებ/outer space treaty - ციურ სხეულებზე არ
ვრცელდება სახელმწიფო სუვერენიტეტი. მაგ, თუ აშშ ამერიკელი კოსმონავტის მთვარეზე დაშვების
შემდეგ, 1969 წელს, მთვარეს თავის საკუთრებად გამოაცხადებდა, ამით იგი 1967 წლის ხელშეკრულების
წინააღმდეგ იმოქმედებდა.
 საერთაშორისო სამართალში არსებობს ხელშეკრულება ხელშეკრულებების შესახებაც - ესაა 1969 წლის
კონვენცია ხელშეკრულებათა სამართლის თაობაზე, სადაც ხდება ჩვეულებითი ნორმის/pacta sunt
servanda-ს დაკანონება. აქ საუბარია ასევე სახელმწიფოს უფლებაზე, კანონიერი გზით გამოვიდეს
ამათუიმ ხელშეკრულებიდან. მაგალითად, სახელმწიფოს შეუძლია განთავისუფლდეს აღებული
ვალდებულებისაგან, თუკი შეასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს (მაგალითად,
განაცხადოს თავისი სურვილი გამოსვლიდან 6 თვით ადრე). ამის მაგალითია 1979 წელს აშშ-ს
გადაწყვეტილება, დაესრულებინა ტაივანთან დადებული ხელშეკრულება ორმხრივი თავდაცვის
თაობაზე, რასაც ჩინეთთან ურთიერთობების გამოსწორების მიზნით აკეთებდა. სახელმწიფოს მაშინაც
შეუძლია შეთანხმებიდან გამოსვლა, თუკი დაამტკიცებს, რომ საკუთარი სურვილით არ მოუწერია ხელი
ხელშეკრულებაზე; დოკუმენტის ხელმოწერისას ადგილი ჰქონდა გაყალბებას, ხელისმომწერ
წარმომადგენელს არ ჰქონდა მინიჭებული ამისი ოფიციალური უფლება; ან ამჟამად არსებული
პირობები იმდენად განსხვავებულია ხელმოწერის დროს არსებული ვითარებისაგან, რომ სახელმწიფოს
შეუძლებლად მიაჩნია თავიდან დათქმული პირობების შესრულება (rebus sinc stantibus).
 საერთაშორისო სამართალს არ გააჩნია აღმასრულებელი მექანიზმები. ამის გამო ხშირია უკმაყოფილება
იმით, რომ საერთაშორისო სამართალდარღვევა დაუსჯელი რჩება. მართალია გაეროს
მშვიდობისმყოფელები ალბათ აღმასრულებელ მექანიზმთან ყველაზე მეტად მიახლოებული მოვლენაა,
მაგრამ ისინი მხოლოდ დროდადრო იკრიბებიან კონკრეტულ კრიზისულ სიტუაციასთან
დაკავშირებით, ამასთან, მათ მიზანს მშვიდობის შენარჩუნება წარმოადგენს და არა კანონის დაცვა.
მართალია, გაეროს ისტორიის მანძილზე მან ორჯერ შეკრიბა სამხედრო ძალა აგრესიული

48
სახელმწიფოების დასასჯელად - 1950 წელს კორეაში, და 1991 წელს ერაყში - მაგრამ ეს გამონაკლისს
უფრო წარმოადგენდა, ვიდრე მის ჩვეულებრივ საქმიანობას.
 მართალია, საერთაშორისო სამართალში დამრღვევთა წინააღმდეგ მოიაზრება გარკვეული სადამსჯელო
სანქციები, მაგრამ ძირითადად ისინი თვით დახმარების (self help) პრინციპზეა დაფუძნებული.
მაგალითად, თუ ერთი სახელმწიფო მეორეს დააზარალებს (მაგალითად, მის ფინანსურ აქტივებს
დაისაკუთრებს) ამ უკანასკნელს საკუთარი ძალებით მოუწევს აგრესორისთვის სამაგიეროს გადახდა
რეპრესალიის2 ან სხვა სახის შურისძიებით (მაგალითად, სამაგიეროდ აგრესორის იმ აქტივების
დაკავება, რაც დაზარალებული ქვეყნის ბანკებში იქნება განთავსებული).
 საკმაოდ ხშირია საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევის ფაქტები - მაგალითად 1990-იან წლებში
ბოსნიისა და რუანდის სამოქალაქო ომებში დაფიქსირებული გენოციდის ფაქტები, ძალადობის და
აგრესიის სხვადასხვა გამოვლინებები.
 მუნიციპალურ სისტემაში სასამართლო განსაზღვრავს, დაირღვა თუ არაკონკრეტული კანონი
კონკრეტულ ვითარებაში. იგივე ხდება საერთაშორისო სისტემაშიც, სადაც სახელმწიფოებს შეუძლიათ
ერთმანეთის დადანაშაულება ნორმების დარღვევაში. ამისათვის არსებობს ისეთი ორგანიზაციები,
როგორებიცაა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (იგივე მსოფლიო სასამართლო).
მუნიციპალური სისტემისაგან განსხვავებით, მსოფლიო სასამართლოს ნაკლები ძალაუფლება გააჩნია,
თუნდაც იმის გამო, რომ სახელმწიფოები თავად წყვეტენ, დაფიქსირდა თუ არა საერთაშორისო
ნორმათა დარღვევა. და ასევე მთლიანად მათზეა დამოკიდებული მიმართავენ თუ არა სასამართლოს.
მსოფლიო სასამართლოს არ აქვს იმის იურისდიქცია, რომ მოსარჩელემ აიძულოს მოპასუხე მხარე
სასამართლოში გამოცხადდეს. მაგალითად, მოპასუხე სახელმწიფოს შეუძლია არ სცნოს სასამართლოს
იურისდიქცია და პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადოს. ასე მოიქცა აშშ 1986 წელს, როდესაც
ნიკარაგუამ თავისი ნავსადგომების უკანონო მოხმარებისა და უკანონო ინტერვენციის თაობაზე აშშ-ს
წინააღმდეგ აღძრა სარჩელი.
 მსოფლიო სასამართლო 15 მოსამართლისაგან შედგება, რომლებიც 9 წლის ვადით არიან არჩეულნი. მათ
გაეროს წევრი ქვეყნები ირჩევენ და, როგორც წესი, თითოეული მოსამართლე მსოფლიოს მსხვილი
საკანონმდებლო სისტემის წარმომადგენელია.
 თუ მსოფლიო სასამართლო ისეთი ქვეყნის საქმეს განიხილავს, რომელსაც აქ თავისი მოსამართლე არ
ჰყავს, ქვეყანას აქვს უფლება დანიშნოს თავისი სპეციალური მოსამართლე. თუმცა აღსანიშნავია, რომ
მოსამართლეები არც ერთ ქვეყანას არ წარმოადგენენ, ისინი საერთაშორისო დონის იურისტებად
მოიაზრებიან და მოქმედებენ არა რომელიმე სახელმწიფოს, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის
ინტერესებიდან გამომდინარე. მსოფლიო სასამართლოში მიმართვის უფლება მხოლოდ სახელმწიფოებს
აქვთ.
 მსოფლიო სასამართლოს შტაბ-ბინა განლაგებულია ჰააგაში (ნიდერლანდები). დაარსდა 1946 წელს. მის
შექმნაზე ხელი 180-მა სახელმწიფომ მოაწერა.
 მსოფლიო სასამართლოში პროცესთა ნაკლებობა ძირითადად იმით აიხსნება, რომ მისი
გადაწყვეტილებები სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. 1996 წლისთვის მხოლოდ 55 სახელმწიფოს
ჰქონდა ხელი მოწერილი არასავალდებულო პუნქტზე/optional clause, რომლითაც სასამართლოს
გადაწყვეტილებები სავალდებულო ხასიათს იღებდა. იმ ქვეყნებმაც კი, რომელიც ამას დათანხმდნენ,
იმდენი პირობები წამოაყენეს, რომ მოცემულ პუნქტს პრაქტიკულად აზრი დაეკარგა. მაგალითად,

2
რეპრესალია - იძულებითი ზომა, რომელსაც მიმართავს ერთი სახელმწიფო მეორის არაკანონიერი მოქმედების
საპასუხოდ
49
შეერთებულმა შტატებმა სავალდებულოდ სცნო სასამართლოს დადგენილებები, მხოლოდ მაშინ
როდესაც საქმე არ ეხებოდა უშუალოდ აშშ-ს შიდა იურისდიქციაში მყოფ საკითხს.
 თუ მართლმსაჯულების სასამართლო დასკვნას გამოიტანს, იგი სავალდებულო ხასიათს იძენს როგორც
მომჩივანის, ისე მოპასუხე სახელმწიფოსათვის. თუმცა, როდესაც საქმე ქვეყნის სასიცოცხლო
ინტერესებს ეხება, მას, როგორც წესი, არ სურს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მესამე მხარეს
მიანდოს.
 ზოგიერთ შემთხვევაში როდესაც საქმე სასამართლომდე მიდის, სახელმწიფო იძულებული ხდება
საჩქაროდ იზრუნოს პრობლემის მოგვარებაზე. მაგალითად, 1993 წელს ავსტრალია უყოყმანოდ
დასთანხმდა 7 მილიონი დოლარის გადახდას, ოღონდ კი თავიდან აეცილებინა მსოფლიო
სასამართლოში საქმის განხილვა. აქ საქმე ეხებოდა იმ ზარალს, რაც ავსტრალიამ ნაურუს მიაყენა
კოლონიალურ ხანაში ბუნებრივი რესურსებს მოპოვებს პროცესში.
 მსოფლიო სასამართლო არაა ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმი. მრავალი სასამართლო არსებობს
რეგიონალურ დონეზე - მაგალითად, შეიძლება მოვიყვანოთ ევროპის სასამართლო. უმეტესად
საერთაშორისო სამართლის ნორმების დამცველებად ეროვნული სასამართლოები გვევლინებიან - ეს
მაშინ ხდება, როდესაც შიდა სარჩელი საერთაშორისო საკითხებსაც მოიცავს. მრავალი ქვეყნის
კონსტიტუცია აღიარებს საერთაშორისო დოკუმენტებს სამართლის უზენაეს წყაროდ. ქვეყნის შიგნით
მოქმედი მოსამართლეები ხელმძღვანელობენ როგორც შიდა, ისე საერთაშორისო სამართლის
ნორმებით.
 საერთაშორისო სამართალი საერთაშორისო სისტემის წევრებს ეხმარება უფლებებისა და მოვალეობების
გადანაწილებაში. მაგალითად, იგი განსაზღვრავს თუ რომელი ქვეყნის იურისდიქცია იმოქმედებს
მსოფლიოს ამა თუ იმ ნაწილში.
 საერთაშორისო სისტემაში თითქმის ყოველდღიურად დგება იურისდიქციის საკითხი, რაც დღეს
გაძლიერებულ ტრანსნაციონალურ საქმიანობასთან არის დაკავშირებული.
 ომის სამართალი - არსებობს ნორმები ომის წამოწყებასთან დაკავშირებით, რომლებიც განსაზღვრავს
თუ როდის და რა შემთხვევაშია გამართლებული ომის წამოწყება.
 I მსოფლიო ომის საზარელი შედეგების შემდეგ, ერთა ლიგის და ბრაიან ქელოგის (1927 წელი) პაქტის
მეშვეობით გამოცხადდა ომი არაკანონიერად. პაქტი ითვალისწინებს ნებისმიერი სახის კონფლიქტის
მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარებას.
 1945 წელს გაეროს ქარტიით კიდევ ერთხელ მოხდა საერთაშორისო ურთიერთობებში შეიარაღებული
ძალის გამოყენების დაგმობა, გაეროს ყველა წევრს დაეკისრა ვალდებულება „შეეკავებინა თავი სხვა
სახელმწიფოს ტერიტორიალური მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის ხელყოფის
მიზნით ძალის გამოყენებისაგან ან ამით მუქარისაგან“.
 ძალის გამოყენება მხოლოდ სამ შემთხვევაშია გამართლებული: 1. ერთი ქვეყნის, ან ალიანსის მიერ
თავდაცვის მიზნით; 2. გაეროს სამსახურში „კოლექტიური უსაფრთხოებისა“ და
„სამშვიდობო ოპერაციების“ ფარგლებში; 3. რეგიონალური სამშვიდობო ორგანიზაციის ეგიდით.
 ხშირად „აგრესიისაგან“ „თავდაცვა“ იქამდეც კი მიდის, რომ სახელმწიფოს უფლება ეძლევა პირველმა
განახორციელოს ე.წ პრევენციული თავდასხმა. ამ საბაბს ხშირად მიმართავდა, მაგალითად, ისრაელი,
რომელმაც 1967 წელს დაარღვია ეგვიპტის საზღვარი და თავს დაესხა იქ განლაგებულ სამხედრო
ძალებს, რომლებიც სავარაუდოდ ისრაელში აპირებდნენ შემოჭრას.
 ჰუმანიტარული ინტერვენცია - უცხოური ძალების ჩარევა შიდა კონფლიქტში. გულისხმობს „ერთ
მხრივ, ან უფრო ხშირად საერთაშორისო საზოგადოების კოლექტიურ რეაქციას გენოციდის, ეთნიკური
წმენდისა და სხვა მსგავსს შემთხვევებზე, რომლებსაც თან ახლავს ადამიანთა მასობრივი მკვლელობა

50
(ერაყი, იუგოსლავია, ლიბერია); ჰუმანიტარული ინტერვენცია შეიძლება მოხდეს დაზარალებული
მშვიდობიანი მოსახლეობისათვის დახმარების აღმოჩენის მიზნით (იუგოსლავია, სომალი); ასევე მაშინ,
როდესაც ხდება სამოქალაქო ხელისუფლების დაცემა და ქვეყნის ჩავარდნა ისეთ ქაოსში, რომელშიც
უკვე ვეღარ ხერხდება ძირითადი ავტორიტეტის მოძებნა ინტერვენციის განსახორციელებლად
ნებართვის აღებისათვის (ლიბერია, სომალი), ან უბრალოდ დემოკრატიული მთავრობის დაცემის
შემთხვევაში (ჰაიტი).
 ჰუმანიტარული ინტერვენცია, იდეალიზმის მიმდევართა თვალსაზრისით, საერთაშორისო
ურთიერთობებში წარმოშობილი ახალი და უმნიშვნელოვანესი ცნებაა, მაშინ, როდესაც, რეალისტების
აზრით, ნებისმიერი სახის ინტერვენცია გაეროს ქარტიის მე-7 პუნქტს არღვევს, სადაც ნათქვამია, რომ
„ქარტიის არც ერთი პუნქტი არ აძლევს გაეროს უფლებას, ჩაერთოს საკითხში, რომელიც მთლიანად
რომელიმე სახელმწიფოს შიდა იურისდიქციაშია მოქცეული.“
 სახელმწიფოს უფლება აქვს ითხოვოს უცხოეთში მყოფი საკუთარი მოქალაქეებისათვის მინიმალური
საერთაშორისო სამართალწარმოების სტანდარტის მინიჭება, რომლითაც ისინი ნებისმიერ ქვეყანაში
ისარგებლებენ, მიუხედავად იმისა თუ რა სტანდარტები აქვთ ამ ქვეყანაში. თუ მინიმალური
სტანდარტი დაცული არ იქნა, დაზარალებულ ადამიანს/ქვეყანას შეეძლება ითხოვოს მასპინძელი
ქვეყნისაგან ზარალის ანაზღაურება.
 ექსპროპრიაცია - მასპინძელი ქვეყნის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა უძრავ-მოძრავი ქონების
მისაკუთრება.

51

You might also like