არჩევნები კითხვები

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 13

1.

ვის მიაჩნდა ხალხის სუვერენიტეტი მისი შემადგენელი ნაწილების სუვერენიტეტის ჯამად – ჟან-ჟაკ
რუსო
2. რა არის ორმაგი ვოტუმის კანონი - ყველა ამომრჩეველი ირჩევს 258 დეპუტატს, ხოლო შემდეგ
ამომრჩეველთა ¼ ირჩევს 172 დეპუტატს.
3. კარლ მეათის საარჩევნო რეფორმის მიხედვით, რა შემთხვევაში დაიშვებოდნენ ბურჟუაზიის
წარმომადგენლები და თავისუფლარი პროფესიის ადამიანები საარჩევნო ურნებთან – თუკი
მნიშვნელოვანი მიწის საკუთრება გააჩნდათ.
4. გააუქმა თუ არა ნაპოლეონ მესამემ სოყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი საარჩევნო უფლება –
არა
5. ვის ხელში გადავიდა 1832 წლის საარჩევნო რეფორმის შემდეგ არჩევნების ორგანიზაცია დიდ
ბრიტანეთში – პარტიების
6. ჩამოთვალეთ ჩარტისტების მოთხოვნები – ჩარტისტების პროგრამა შედგებოდა ექვსი პუნქტისგან:
1.თანაბარი წარმომადგენლობა - ინგლისის დაყოფა თანაბარი მოსახლეობის მქონე ერთმანდატიან
საარჩევნო ოლქებად;
2. ფარული კენჭისყრა;
3. ყოველწლიური საპარლამენტო არჩევნები;
4. პარლამენტარობის კანდიდატებისათის ქონებრივი საარჩევნო ცენზის გაუქმება;
5. ფულადი ანაზღაურება პარლამენტის წევრებისათვის;
6. არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ყველა მამაკაცს, რომელსაც 21 წელი შეუსრულდა.

7. დასაშვებად მიაჩნია თუ არა აშშ კონსტიტუციის მეთოთხმეტე შესწორების (1868) ცალკეული შტატების
მიერ ამომრჩეველთა გარკვეული კატეგორიისათვის საარჩევნო უფლების წართმევას – არა
8. გულისხმობს თუ არა ნაციონალური წარმომადგენლობის თეორია იმპერატიული მანდატის არსებობას
– არა
9. რამდენ ჯგუფად დაყო ამომრჩევლები ფრიდრიხ ვილჰელმ მეოთხემ - ამომრჩეველი დაყო სამ ჯგუფად.
პირველ ჯგუფში გაერთიანებული იყვნენ ყველაზე შეძლებული მოქალაქეები (ყველა ამომრჩევლის
4-5%) მეორე ჯგუფში ნაკლებად შეძლებული მოქალაქეები (ამომრჩევლების 12-13%) მესამე ჯგუფს
მიეკუთვნებოდნენ ამომრჩეველტა დარცენილი 81-85%, ანუ ყველა ის, ვინც მცირე გადასახადებს
იხდიდა და გათავისუფლებული იყო გადასახადების გადახდისგან.
10. რამ გამოიწვია 1830 წლის რევოლუცია საფრანგეთში – საფრანგეთის მეფე კარლ მეათემ გამოსცა 6
ორდონანსი, რომელთაგაც რამდენიმე პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა კონსიტუტციას. ამომრჩეველთა
რაოდენობა მცირდებოდა სამი მეოთხედით.
11. როგორ ხდებოდა დეპუტატების არჩევა საფრანგეთის დეპუტატთა პალატაში 1875 წლის კანონის
საფუძველზე – მაჟორიტარული სისტემით 2 ტურად
12. როგორ ფორმირდებოდა პერთა პალატა 1814 წლის ქარტიის მიხედვით – მეფე ნიშნავდა
13. ნაციონალური წარმომადგენლობის თეორიის მიხედვით, ვინ წარმოადგენს პარლამენტთა
ერთობლიობას – მთელ ერს
14. გეოგრაფიული წარმომადგენლობის კონცეფციის მიხედვით, საიდან უნდა ყოფილიყვნენ არჩეულნი
წარმომადგენლები – საკანონმდებლო ორგანოს წევრები აირჩევა არა სახელმწიფოს მთელი
მოსახლეობის, არამედ გარკვეული ტერიტორიისა და მოსახლეობის გარკვეული ჯგუფების
წარმომადგენლების სახით.

1
15. ითვალისწინებს თუ არა ფრაქციული სუვერენიტეტის თეორია იმპერატიულ მანდატს – დიახ
16. როგორ საარჩევნო ოლექბში უნდა ჩატარებულიყო არჩევნები 1849 წლის 12 აპრილის კანონის
მიხედვით – თანასწორად გამოჭრილში
17. ითვალისწინებდა თუ არა გერმანიის 1971 წლის 16 აპრილის კონსტიტუცია რეიხსტაგის არჩევნებს
ქონებრივი ცენზის საფუძველზე – არა
18. ჰქონდა თუ არა პირდაპირი მოქმედების ძალა 1849 წლის 12 აპრილის კანონს – არა
19. არსებობდა თუ არა ქონებრივი ცენზი აშშ საარჩევნო კანონმდებლობაშ სამოქალაქო ომის წინ – არა
20. ვის წინაშე გახდა პასუხისმგებელი მთავრობა 1832 წლის რეფორმის შემდეგ – თემთა პალატის
21. ითვალისწინებდა თუ არა ქონებრივ ცენზს 1848 წლის საფრანგეთის კონსტიტუცია – არა
22.ითვალისწინებდა თუ არა ნაპოლეონ პირველის კონსტიტუცია ქონებრივ ცენზს – არა
23.1875 წლის საარჩევნო კანონის მიხედვით, რამდენ ტურად ტარდებოდა არჩევნები საფრანგეთის
სენატში – სამ ტურად: პირველ და მეორე ტურში მოითხოვებოდა აბსოლუტური უმრავლესობა, მესამე
ტურში კი საკმარისი იყო ხმების შეფარდებითი უმრავლესობა.
24. როგორი მონარქია იყო ვესტფალიის სამეფო – კონსტიტუციური
25.როგორ შეიცვალა 1850 წლის 31 მაისს კანონმა საფრანგეთში ბინადრობის ცენზი – დგინდებოდა
ბინადრობის ცენზი - 3 წელი. ხმის უფლების მქონეთა რიცხვი 2.8 მილიონით შემცირდა. ხმის უფლება
ძირითადად იმ მუშებმა დაკარგეს, რომლებიც სამუშაობს ძებნისას ხშირად იცვლიდნენ საცოხვრებელ
ადგილს.
26. რომელ ორ აქსიომას ემყარებოდა სიეისის ნაციონალური წარმომადგენლობის თეორია –
თანამდებობებზე მხოლოდ ის პირები უნდა დაინიშნონ, რომლებიც იმათი ნდობით
სარგებლობდნენ, ვისზედაც ხელისუფლბა ეძლევათ; თანამდებობებზე არ უნდა ნიშნავდნენ ისინი,
რომლებიც შემდეგ მათ ხელისუფლებას უნდა დაემორჩილოს.
27.რა მეთოდებს მიმართავდა ნაპოლეონ მესამე არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების მიზნით – იმ
საარჩევნო ოლქში შემავალი კომუნები, სადაც არჩევნების შედეგები მთავრობისათვის ხელსაყრელი
იყო, იღებდა გარკვეულ შეღავათებს ან ფინანსურ მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან;
ადმინისტრაციის მიერ საარჩევნო ოლქების საზღვრების თვითნებური დადგენა – ოლქები ისე
„იჭრებოდა“, რომ ოპოზიციისათვის მიცემული ხმები იძირებოდა მთავრობის მხარდამჭერი
კანდიდატისათვის მიცემულ ხმებში; ოფიციალური კანდიდატების წამოყენება, რომელთაც ღიად
უჭერდნენ მხარს დეპარტამენტების პრეპექტები; მთავრობისთვის ხელსაყრელი პოზიციური წესების
გამოყენება საარჩევნო კრებების ჩატარების, საარჩევნო პლაკატების დაბეჭვდისა და გაკვრის, ფოსტით
სარეკლამო მასალების გაგზავნის დროს. ოფიციალურ კანდიდატებს ხელისუფლება ყველა საშუალების
გამოყენებით უჭერდა მხარს, ხოლო ოპოზიციის კანდიდატები ყოველნაირად იზღუდებოდნენ.
28.ვის ერთმეოდა საარჩევნო უფლება კალს მეათის 6 ორდონანსით – ე.წ. პატენტების მფლობელებს
29. ითვალისწინებდა თუ არა ქონებრივ ცენზს 1849 წლის 12 აპრილის „კანონი სახალხო პალატაში
არჩევის შესახებ“ – არა
30. ვის ეკუთვნის სუვერენიტეტი ნაციონალური თეორიის მიხედვით – სუვერენიტეტი ეკუთვნის მთლიანად
ერს, ანუ მოქალაქეთა მთელ ერთობლიობას, რომელიც მისი შემადგენელი ინდივიდებისაგან
განსხვავებელი განსაკუთრებული ერთობის სახით განიხილება.
31. როგორ ყალიბდებოდა დებუტათა პალატა 1814 წლის ქარტიის მიხედვით – დეპუტატთა პალატას
ირჩევდა საარჩევნო კოლეგიები. დეპუტატებს ორჩევდნენ 5 წლის ვადით
32.ვისი სუვერენიტეტი ედო საფუძვლად 1814 წლის ქარტიას – მეფის

2
33. არის თუ არა ნაციონალური წარმომადგენლობის თეორიის მიხედვით პარლამენტარი მანდატით
დაკავშირბული თავის ამომრჩეველთან – არა
34.იერემია ბენტამის აზრით, რამდენ პალატიან პარლამენტში უნდა აერჩია ხალხს თავისი
წარმომადგენელი – ერთპალატიან
35.რომელმა ინსტიტუტებმა გახადა შესაძლებელი დემოკრატიის დამკვიდრება ეროვნულ სახელმწიფოში –
წარმომადგენლობითი
36.როგორ ესმოდა მედისონს დემოკრატია – დემოკრატია შესძლებლად მიაჩნდა მხოლოდ პატარა
სახელმწიფოში, მცირერიცხოვანი მოსახლეობით, რომლებიც დროთა განმავლობაში იკრიბებიან, რათა
გადაწყვიტონ მართველობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითები.
37.როგორ ესმოდა მედისონს რესპუბლიკა – მედისონი დარწმუნებული იყო, რომ საზოგადოებაში
გარდუვალია სხვადასხვა ინტერესების კონფლიქტი და ამას მივყავართ სოციალურ-პოლიტიკურ
პრობლემებზე ფრაქციულ დავებთან. მისი აზრით, არჩეული წარმომადგენლები იმოქმედებენ იმათი
ინტერესების შესაბამისად, რომლებმაც ისინი აირჩია.
38.ლიბერალურ-დემოკრატიული თეორია - წარმომადგენლობითი დემოკრატია, არჩევნები,
თავისუფალი მანდატი, ხელისუფლების დანაწილება, უმცირესობის უმრვლესობისადმი მორჩლება
უმცირესობის უფლებების დაცვასთან ერთად.
39.რადიკალურ-დემოკრატიული თეორია - პირდაპირი დემოკრატია, იმპერატიული მანდატი, ფუნქციების
განაწილება, უმცირესობის მორჩილება უმრავლესობისადმი.
40. დაშვებულია თუ არა რიგ ქვეყნებში თანაბარი საარჩევნო უფლების დარღვევა – დიახ
41. პრაქტიკულად შესაძლებელია თუ არა ერთნაირი სიდიდის საარჩევნო ოლქების გამოჭრა – არა
როგორი არჩევნები გამოიყენება ავტორიტარიზმის პირობებში – როგორც არაკონკურენტული ისე
ნახევრადკონკურენტული
42. არსებობს თუ არა ისეთი ქვეყნები, სადაც არჩევნებში მონაწილეობა არის არა უფლება, არამედ
მოვალეობა – დიახ
43.არის თუ არა არჩევნები კონკურენტული ტოტალიტარიზმის პირობებში – არა
44. რომელ რეჟიმებს მიაკუთვნებენ ტრადიციულ აბსოლუტურ მონარქიებს – ავტორიტარულ
45. ქვეყანა, სადაც არსებობს რელიგიური ცენზი – ირანის ისლამური რესპუბლიკა
46. რა არის არჩევნების მთავარი დანიშნულება ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმების დროს
– პოლიტიკური ბატონობის შესაბამისი ტიპების განმტკიცება საკუთარი   მოქალაქეების ცნობიერების 
და/ან საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების გზით
47.თანამედროვე სახელმწიფოების უმრავლესობაში რას წარმოადგენს არჩევნები – უფლებას
48. არჩევნების საყოველთაოობა – ყველა მოქალაქეს განურჩევლად რასისა, სქესისა, ეროვნებისა,
კლასობრივი კუთვნილებისა, კონფესიისა და ა.შ. აქვს აქტიური, როგორც ამომრჩეველს და პასიური,
როგორც კანდიდატს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. საყოველთაოობა არ ნიშნავს იმას, რომ
არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს ქვეყნის ყველა მცხოვრებს.
49. რა ფუნქციებს ასრულებს არჩევნები დემოკრატიულ საზოგადოებაში – წარმომადგენლობითი
სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა; სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველყოფა;
მოქალაქეთა აქტიურობისა და ხელისუფლების კონტროლის უზრუნველყოფა.
50. რატომ არის სასურველი დემოკრატიაზე არჩევნების გზით გადასვლა – თუ პოლიტიკას ჩავთვლით
მთლიანობაში საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი პრობლემების მშვიდობიანი გადაწყვეტის გზად,
მაშინ არჩევნები ამ სიტყვების ჭეშმარიტების ყველაზე თვალსაჩინო ილუსტრირებაა. არჩევნები
უზრუნველყოფს მოქალაქეებისა და მთელი საზოგადოებისათვის ყველაზე უმტკივნეულო მშვიდობიან

3
გადასვლას დემოკრატიაზე. თავისი არსით ის გამორიცხავს პოლიტიკურ ძალადობას. მათი მეშვეობით
განხორციელებული ხელისუფლების შეცვლა არ მოითხოვს სისხლისღვრას, ადამიანთა მსხვერპლს და
ნგრევას.
51. რას გულისხმობს თავისუფალი პარტიული სია - თავისუფალი სიების სისტემა გულისხმობს ხმის
მიცემას მთლიანად პარტიული სიისათვის და უშვებს ყველა სადეპუტატო ადგილის განაწილებას
ამომრჩეველთა პრეფერენციების შესაბამისად. არჩეულად ითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც
აგროვებენ პრეფერენციების ყველაზე მეტ ოდენობას. ეს სისტემა მოქმედებს ბელგიაში.
52.რას გულისხმობს რიგგარეშე არჩევნები – რიგგარეშე არჩევნები არის საერთო არჩევნები, რომელიც
ინიშნება პარლამენტის ან მისი პალატის ვადამდელი დაშლის შემთხვევაში.
53.რა არის მორიგი არჩევნები – მორიგი არჩევნები არის საერთო არჩევნები, რომელიც ტარდება ან
კონსტიტუციასა და კანონში მითითებულ ვადებში, ან პარლამენტის უფლებამოსილებათა ამოწურვასთან
დაკავშირებით. მაგალითად, საქართველოში ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარდეს
საპარლამენტო არჩევნები.
54. არის თუ არა ნაწილობრივი არაჩევნები სავალდებულო – დიახ
– ორპალატიანი პარლამენტის ნაკლოვანებები: იზრდება დეპუტატების რაოდენობა ზედა პალატის
ხარჯზე (მათ შესანახად მეტი თანხები უნდა გამოიყოს ბიუჯეტიდან);
– რთულდება საკანონმდებლო პროცესი;
– ზედა პალატა შეიძლება ძალიან კონსერვატიული აღმოჩნდეს და მნიშვნელოვნად ამუხრუჭებდეს
ქვედა პალატის საქმიანობას.
55.ამომრჩეველთა ტიპები – იდეოლოგიზირებული ამომრჩეველი; ემოციური ამომრჩეველი;
კორპორაციული ამომრჩეველი; პარტიარქარული ამომრჩეველი;
56. კუმულაციური ვოტუმი რომელ საარჩევნო სისტემას მიეკუთვნება – მაჟორიტარულს
57.საპარლამენტო და შერეულ რესპუბლიკებში შეუძლია თუ არა პრეზიდენტს პარლამენტის
უფლებამოსილების ვადამდელი შეწყვეტა – კი
58.დემოკრატიული არჩევნების ფუძემდებლური პრინციპები – საყოველთაო ხასიათი; პირდაპირი (ირიბი)
ხმის მიცემა; თანაბარი ხმის მიცემა; ფარული კენჭისყრა; მოქალაქეთა თავისუფალი მონაწილეობა.
59. რა შემთხვევაში ტარდება რიგგარეშე არჩევნები – რიგგარეშე არჩევნები ინიშნება პარლამენტის ან
მისი პალატის ვადამდელი დაშლის შემთხვევაში.ხოლო თუკი საქმე თანამდებობის პირს ეხება,
რიგგარეშე არჩევნების მიზეზი თანამდებობის ვაკანსიის გაჩენაა.
60. საარჩევნო კვოტა ყველაზე მარტივად როგორ გამოითვლება – საარჩევნო კვოტის განსაზღვრის
ყველაზე მარტივი წესი გულისხმობს მოცემულ ოლქში არჩევნებში მონაწილეთა ხმების საერთო
რაოდენობის გაყოფას ამ ოლქში გასანაწილებელი მანდატების რაოდენობაზე.
61. რა არის პოლიტიკური მონაწილეობა – ინსტრუმენტული ხასიათის აქტიურობა, რომლის მეშვეობითაც
მოქალაქეები ცდილობენ გავლენა მოახდინოს მთავრობაზე, რათა მან გადადგას სასურველი ნაბიჯები.
62. რამდენი სტრუქტურა აქვს თანამედროვე პარლამენტს – თანამედროვე პარლამენტს აქვს ერთი ან
ორპალატიანი სტრუქტურა. იშვიათად, მრავალპალატიანი პარლამენტებიც არსებობდა (მაგ,
იუგოსლავიის პარლამენტი 6 პალატისგან შედგებოდა), მაგრამ პრაქტიკამ გამოავლინა მათი
არაეფექტიანობა.
63.ერთპალატიანი პარლამენტის ღირსება-ნაკლოვანება ღირსებები
ღირსებები:
– უბრალო და კომპაქტურია;
– ჩვეულებრივ, პირდაპირ ირჩევს ქვეყნის მთელი მოსახლეობა;
– როგორც წესი, აქვს დიდი უფლებამოსილება;

4
– ხშირად ერთპალატიანი პარლამენტის ფუნქციებში პრეზიდენტის არჩევა და პარლამენტის წინაშე
პასუხისმგებელი მთავრობის ფორმირება შედის;
– ყველა დეპუტატს ერთნაირი სტატუსი აქვს;
– სწრაფად მიიღება გადაწყვეტილებები;
– მარტივია საკანონმდებლო პროცესი.
ნაკლოვანებები:
– არასაკმარისადაა წარმოდგენილი სახელმწიფოს ტერიტორიული ერთეულები;
– არ არსებობს საპირწონე მეორე პალატის სახით;
– არსებობს პარლამენტის რადიკალიზაციის, პარტიული ინტერესების მოჭარბების საფრთხე;
– პარლამენტი შეიძლება დაუპირისპირდეს სხვა სახელმწიფო ორგანოებს და თავის თავზე აიღოს
ყველა ფუნქცია.
64. რომელია არაპირდაპირი არჩევნების სახეები – ირიბი არჩევნები; მრავალსაფეხურიანი არჩევნები.
65. განსხვავება ირიბის მრავალსაფეხურიანისაგან – მრავალსაფეხურიანი არჩევნები განსხვავდება
ირიბი არჩევნებისგან, რადგანაც მოქალაქეთა ნების გამომხატველად აქ გამოდის არა ამრჩევთა
კოლეგია, არამედ მუდმივმოქმედი ორგანო: ადგილობრივი საბჭო, პარლამენტი ან პარლამენტის
ერთ-ერთი პალატა.
66. ნების მიხედვით არჩევნები - ნებაყოფლობითი და სავალდებულო
67. საარჩევნო კვოტა – საარჩევნო კვოტა ეწოდება ხმების იმ უმცირეს რაოდენობას, რაც აუცილებელია
ერთი დეპუტატის ასარჩევად.
68. 1849წ 12 აპრილის კანონი პირდაპირი ძალა ქონდა თუ არა დოკუმენტს -არა
69. 1849წ კანონი სახალხო პალატებში არჩევის თაობაზე - ხელისუფლების საერთო გერმანული
წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევის წესებს განსაზღვრავდა. იგი მთლიანად აუქმებდა ქონებრივ
ცენზებს ამომრჩევლებისათვის და საყოველთაო საარჩევნო უფლებას აცხადებდა (ბუნებრივია,
მამაკაცებისთვის). 1849 წლის კანონის თანახმად, პასიური საარჩევნო უფლება (უფლება არჩეული
ყოფილიყვნენ) გერმანელებს ასევე 25 წლის ასაკიდან ეძლეოდათ. უქმდებოდა შეზღუდვები
მოხელეებისა და სამხედროებისათვის.
70.როგორი ტიპის მანდატებს იცნობთ - თავისუფალი და იმპერატიული
71. რიგ ქვეყნებში ადგილობრივ არჩევნებში ხანგრძლივად მობინადრე უცხოელებს აქვთ მონაწილეობის
უფლება -კი
72.ნაპოლეონ პირველის რეფორმა კრძალავდა თუ არა ქონებრივ ცენზს-კი
73.კონსტიტუციის თანახმად, საარჩევნო უფლება ვის მიეცა – საარჩევნო უფლება მიეცა საფრანგეთის
ყველა მოქალაქე მამაკაცს. მოქალაქედ ითვლებოდა ყოველი პირი, რომელიც დაიბადა და ცხოვრობდა
საფრანგეთში და შეუსრულდა 21 წელი. არცევნებში მონაწილეობის მისაღებად მას აუცილებელი იყო
ასევე ჰქონდა კანონიერი საცხოვრებელი ადგილი გარკვეული ოლქის ტერიტორიაზე, არანაკლედ ერთი
წლის განმავლობაში.
74.1832 წლის ინგლისის კონსტიტუცია კრძალავდა თუ არა ქონებრივ ცენზს -არა
75.პრეზიდენტის არჩევის როგორი წესი იცით
1) პრეზიდენტს ირჩევს პარლამენტი
2) პრეზიდენტს ირჩევს ამომრჩეველთა კოლეგია
3) პრეზიდენტს ირჩევს განსაკუთრებული ფორუმი (ფართო საარჩევნო კოლეგია)
4) პრეზიდენტს ირჩევენ საყოველთაო-სახალხო კენჭისყრით.
76. რა ემართება კოლეგიას არჩევის შემდეგ - იშლება.

5
77.ჩვეულებრივ შეუძლია თუ არა პარლამენტარებს უფლებამოსილების გახანგრძლივება- არა
78.მოკლედ დაახასიათე არაგადაცემადი სისტემა - ერთადერთი არაგარდამავალი ხმის სისტემის
დროს, რომელსაც ნახევარ პროპორციულსაც უწოდებენ, იქმნება მრავალ მანდატიანი ოლქები, რაც
ყოველთვის არსებობს პროპორციული სისტემის დროს, მაგრამ ყოველ ამომრჩეველს შეუძლია ხმა მისცეს
მხოლოდ ერთ კანდიდატს ამა თუ იმ პარტიული სიიდან, რომელსაც ბიულეტენი შეიცავს. არჩეულად
ითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც სხვებზე მეტ ხმას მოაგროვებენ. ე.ი მოქმედებს შეფარდებითი
უმრავლესობის მაჟორიტარული სისტემის პრინციპი (არჩეულთა რაოდენობა შეესაბამება ოლქში არსებულ
მანდატების რიცხვს). რადგან არჩევნების შედეგი განისაზღვრება მაჟორიტარული პრინციპით, ამ სისტემას
მიიჩნევენ მაჟორიტარული სისტემის სახესხვაობად, თუმცა ზოგიერთი გადახრებით.
79. რა და რა ტიპის სისტემებს იცნობთ – მაჟორიტარული (ალტერნატიული ) და პროპორციული
(წარმომადგენლობითი).
80. ვინ იმარჯვებს შეფარდებითი სისტემისას – არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელმაც თითოეულ
მეტოქეზე მეტი ხმა მიიღო, თუნდაც ეს უპირატესობა სულ რამდენიმე ხმას შეადგენდეს.
81. რომელ სისტემაში გამოიყენება გადამღობი ბარიერი - პროპორციული
82.მაჟორიტარული სისტემის სახეობები მაჟორიტარული- შეფარდებითი უმრავლესობის, აბსოლუტური
უმრავლესობის, კვალიფიციური უმრავლესობის, ერთადერთი არაგადაცემადი ხმისა და კუმულაციური
ვოტუმის
83.ბიორკი - პარლამენტის შესახებ ბიორკის კონცეფცია და ურთიერთობა პარლამენტარებსა და
ამომრჩევლებს შორის
1.პარლამენტში არჩეული პოლიტიკოსი, ინტელექტუალური დონითა და კომპეტენციით თავისი
საარჩევნო ოლქის საშუალო მცხოვ რებლებზე უფრო მაღლა დგას;
2. შეუძლებელია განაწესის შედგენა ცხოვრების ყველა შემთხვე ვისათვის. ამომრჩევლებს
შეუძლიათ ჩამოაყალიბონ ისეთი განაწესები, რომლებიც მხოლოდ მოცემულ რეგიონს ეხებიან, მაგრამ
პარლამენტში მყოფი პოლიტიკოსი მთელი ქვეყნის ინტერესებითაც უნდა ხელმძღვა ნულობდეს.
პარლამენტარმა თავად უნდა შეახამოს რეგიონისა და ქვეყნის ინტერესები ისე, როგორც აუცილებლად
თვლის მოცემულ კონკრეტულ სიტუაციაში.
84. რუსო - სუვერენიტეტის შესახებ – მიაჩნდა, რომ ხალხის სუვერენიტეტი წარმოადგენს მისი
შემადგენელი ნაწილების (ანუ თითოეული ცალკე აღებული ინდივიდის) სუვერენიტეტთა ჯამს. თუ,
მაგალითად, სახელმწიფო ათი ათასი მოქალაქისგან შედგება, ამ შემთხვევაში თითოეული
მოქალაქე ფლობს სუვერენული ხელისუფლების ერთ მეათიათასედ ნაწილს.
85. ამომრჩეველთა მსახურები – ამ მიდგომის თანახმად პარლამენტარი მოქმედებს ან მთლიანად
საარჩევნო ოლქის ინტერესების, ან საარჩევნო ოლქის მოსახლეობის ყველაზე გავლენიანი
ჯგუფების ინტერესების შესაბამისად.
86. ჩამოთვალეთ დემოკრატიული არჩევნების ფუნქციები – წარმომადგენლობითი სისტემის
ფუნქციონირების უზრუნველყოფა; სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველყოფა; მოქალაქეთა
აქტიურობისა და ხელისუფლების კონტროლის უზრუნველყოფა.
87. არის თუ არა არჩეული პირი ხალხის წინაშე ვალდებული- კი,
88. წარმომადგენლობითი ანუ რეპრეზენტაციული დემოკრატია – მმართველობის ფორმა, რომლის
დროსაც მოქალაქეები გადაწყვეტილების მიღების უფლებას ახორციელებენ არა პირადად, არამედ
წარმომადგენლობის მეშვეობით, რომელთაც ისინი ირჩევენ და რომლებიც მათ წინაშე არიან
პასუხისმგებელნი.

6
89. მაჟორიტარული სისტემის დადებითი მხარეები
1. გამარჯვებული პარტიებისთვის უზრუნველყოფს უმრავლესობას პარლამენტში.
2. განაპირობებს მსხვილი პოლიტიკური პარტიების ან ბლოკების ფორმირებას, ხელს უწყობს
სახელმწიფოს პოლიტიკური ცხოვრების სტაბილიზაციას.
3. ხელს უწყობს ამომრჩევლებსა და კანდიდატებს (შემდგომში დეპუტატებს) შორის მტკიცე უშუალო
კავშირების ჩამოყალიბებას.
90. რა არის აბსოლუტური კვორუმი – არჩევნები რომ შემდგარად ჩაითვალოს, აუცილებელია მასში
მონაწილეობა მიიღოს რეგისრირებული ამომრჩევლების 50%-ზე მეტმა (იშვიათად წესდება უფრო
ნაკლები პროცენტიც).
91. რომელ სისტემაში შედის ერთადერთი არაგადაცემადი ხმის სისტემა- მაჟორიტარული
92. ერთადერთი არაგადაცემადი ხმის სისტემის დადებითი მხარეები
1. როგორც წესი ყველა პოპულარული კანდიდატი მოხვდება პარლამენტში (და არა ერთი რომელიმე
სხვის ხარჯზე, რადგანაც ერთის არჩევა არ ნიშნავს სხვების არ არჩევას);
2. პარლამენტში ასახული იქნება თითქმის ყველა ამომრჩეველს ნება.
93.ერთადერთი არაგადაცემადი ხმის სისტემის უარყოფითი მხარეები – მან შეიძლება ძალიან
მოულოდნელი და კურიოზული შედეგები მოიტანოს. მაგ, ერთმა ქარიზმატულმა კანდიდატმა შეიძლება
ხმების 90% მოაგროვოს, დანარჩენმა ერთად 10%, მაგრამ საარჩევნო ოლქი რადგანაც
მრავალმანდატიანია, პარლამენტში მოხვდება კიდევ 4 კანდიდატი, რომელთაგან თითოეულს ხმების
1-2% ექნებათ მიღებული ანუ პარლამენტში ამომრჩეველთა 90 პროცენტი წარმოდგენილი იქნება ერთი
პარლამენტარით, 10% კი 4 პარლამენტარით. ანუ ამომრჩეველთა უმრავლესობას ოთხჯერადი
უმრავლესობა ეყოლება პარლამენტში.
94. რომელ სისტემას უწოდებენ შეზღუდული ვოტუმის სისტემას -ერთადერთი არაგადაცემადი
(არაგარდამავალი) ხმის სისტემას
95. რა განსხვავებაა შეზღუდულ ვოტუმსა და კუმულაციურ ვოტუმს შორის – მრავალმანდატიან ოლქში
ამომრჩეველს აქვს იმდენი ხმა, რამდენი მანდატიც თამაშდება ოლქში. მაგრამ მას შეუძლია ყველა ხმა
მისცეს ერთ კანდიდატს, თუმცა ასევე შეუძლია გაანაწილოს ეს ხმები ერთი და იმავე პარტიის
სხვადასხვა კანდიდატებს შორის.
96. რამდენი ხმის უფლება აქვთ კუმულაციური ვოტუმის დროს - ამომრჩეველს აქვს რამდენიმე ხმა.
97. რა არის გადამღობი – იმისათვის, რომ დაძლეულ იქნეს პარლამენტის შემადგენლობის უზომო
პარტიული დაქუცმაცება, შეიზღუდოს მასში უკიდურესი რადიკალური ან ექსტრემისტული პარტიების
შეღწევა, მრავალ ქვეყანაში გამოიყენება ე.წ. გადამღობი ბარიერები, რომლითაც დგინდება
სადეპუტატო მანდატების მიღებისათვის აუცილებელი ხმების მინიმუმი. პარტია, რომელიც ვერ
შეაგროვებს ხმების აუცილებელ მინიმუმს, არც ერთ მანდატს არ იღებს.
98. დეპუტატების უშუალო დამოკიდებულება კონკრეტული ოლქის ამომრჩევლებზე – მათ უბიძგებენ
დაიცვან ადგილობრივი ინტერესები საერთო-სახელმწიფოევრივი ინტერედების საზიანოდ ან სათანასო
გათვალისწინების გარეშე. მაჟორიტარულის ნაკლოვანება
99. დამატებითი ხარჯების საჭიროება -მაჟორიტარულის ნაკლოვანება
100. ძველი საბერძნეთისა და რომისაგან მემკვიდრეობით მივიღეთ საარჩევნო კანონმდებლობის
ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტები, როგორიცაა არჩევნების ჩატარების მარეგულირებელი
იურიდიული ნორმების წერილობითი დაფიქსირება, არჩევითი თანამდებობების ჩამონათვალი,
მკაფიო დროითი შუალედები არჩევნებს შორის, ხმის მიცემის ორი ტიპი: ფარული და ღია. ანტიკურ

7
ხანაში ჩამოყალიბდა აგრეთვე ის ძირითადი კრიტერიუმები, რომლებითაც განისაზღვრება
ამომრჩევლებისა და არჩევითი თანამდებობების დაკავების კანდიდატების სამართლებრივი
სტატუსი.
101. 1871 წლის 16 აპრილის გაერთიანებული გერმანიის კონსტიტუცია და ქონებრივი ცენზი.
გერმანიის გაერთიანებისა და 1871 წლის 16 აპრილის კონცტიტუციის მიღების შემდეგ დადგინდა ახალი
დემოკრატიული წესი გერმანიის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს რეიხსტაგის ასარჩევად. მიუხედავად
იმისა, რომ გერმანიის ცალკეულმა ნაწილებმა (პრუსია, ბავარია და ზოგიერთი სხვა) ხელისუფლების
ადგილობრივი ორგანოების ასარჩევად არაპირდაპირი არჩევნების ძველი სისტემა შეინარჩუნეს
(ამრჩევების მეშვეობით), ერთიან გერმანიაში, საფრანგეთის მსგავსად, დამკვიდრდა პირდაპირი
დემოკრატიული არჩევნების სისტემა. გერმანიის კონსტიტუცია აცხადებს, რომ „რეიხსტაგი იქმნდება
საყოველთაო და პირდაპირი არჩევნების მეშვეობით ფარული კენჭისყრით“.
102. ვილჰელმ მეოთხის საარჩევნო კანონმდებლობა
პრუსიაში ამომრჩევლები დაიყო სამ ჯგუფად. პირველ ჯგუფში გაერთიანებული იყვნენ ყველაზე
შეძლებული მოქალაქეები (ყველა ამომრჩევლის 4-5%) მეორე ჯგუფში ნაკლებად შეძლებული
მოქალაქეები (ამომრჩევლების 12-13%) მესამე ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ ამომრჩეველტა დარცენილი
81-85%, ანუ ყველა ის, ვინც მცირე გადასახადებს იხდიდა და გათავისუფლებული იყო გადასახადების
გადახდისგან. ასეთი სისტემა თავიდანვე გულისხმობდა უთანასწორობას დეპუტატების წამოყენების დროს.
პირველი და მეორე ჯგუფის „ამრჩევების“ ხმები აშკარად სჭარბობდა მესამე ჯგუფის „ამრჩევების“ ხმებს.
მე-19 საუკუნის ბოლოს, აომრჩევლის კატეგორიის განსაზღვრისას, პრუსიაში, გარდა სახელმწიფო
გადასახადებისა, დაიწყეს მის მიერ გადახდილი ადგილობრივი გადასახადების გათვალისწინებაც.
103. ესპანეთი და რელიგიური ცენზი – მხოლოდ კათოლიკეებს ჰქონდათ ხმის მიცემის უფლება
104. გერმანია და რელიგიური ცენზი – მხოლოდ ქრისტიანებს ჰქონდათ ხმის მიცემის უფლება
105. რომელ რეჟიმებს განეკუთვნებიან ახალი ოლიგარქიების ჰეგემონისტური რეჟიმები
–ავტორიტარულს
106. როგორ აურჩევლობას იცნობთ – აბსოლუტური და შეფარდებითი
107. მოკლედ გადმოეცით, რატომ არის სასურველი დემოკრატიაზე არჩევნების გზით გადასვლა –
არჩევნები უზრუნველყოფს მოქალაქეებისა და მთელი საზოგადოებისათვის ყველაზე უმტკივნეულო
მშვიდობიან გადასვლას დემოკრატიაზე. თავისი არსით ის გამორიცხავს პოლიტიკურ ძალადობას. მათი
მეშვეობით განხორციელებული ხელისუფლების შეცვლა არ მოითხოვს სისხლისღვრას, ადამიანთა
მსხვერპლს და ნგრევას.
108. რას ნიშნავს არჩევნების წარმომადგენლობითობა – დემოკრატიული არჩევნები ყოველთვის
წამომადგენლობითია. ამომრჩეველთა რაოდენობა უნდა იყოს დიდი. მცირე ჯგუფის მიერ არჩეული
მთავრობა არ შეიძლება ჩაითვალოს დემოკრატიულად, რაც არ უნდა დემოკრატიული იყოს მის მიერ
გატარებული პოლიტიკა.
109. არის თუ არა არჩევნები კონკურენტული ტოტალიტარიზმის პირობებში – არა
110. ვის ექვემდებარება ავტორიტარული რეჟიმის დროს სამოქალაქო საზოგადოება –სახელმწიფოს
111. რა არის ლიბერალიზაცია – ეს ნიშნავს, რომ ზედა ფენები მიდიან შეზღუდულ და კონტროლირებად
დათმობებზე პოლიტიკისა და სამოქალაქო უფლებების სფეროში, მათთვის სრული და საყოველთაო
ხასიათის მინიჭების გარეშე.
112. რისთვის არის აუცილებელი არჩევნების პერიოდულობა და რეგულარობა – რომ ამომრჩეველმა
აკონტროლოს თავიანთი წარმომადგენლები და ცვლილებები შეიტანონ მათ პოლიტიკურ კურსში თუ
ამის საჭიროება იქნება. არჩევნების რეგულარულობა და პერიოდულობა ნიშნავს, რომ კონსტიტუციით

8
დადგენილ ვადებში პოლიტიკური ლიდერები სთხოვენ ამომრჩეველს მანდატებს. პერიოდულობა იძლევა
იმის საშუალებას, რომ პოლიტიკური ელიტა დაკომპლექტდეს ამომრჩევლების ინტერესთა
გამტარებლების მიხედვით.
113. გამოიყენება თუ არა არჩევნები ავტორიტარიზმის დროს – დიახ
114. უშვებენ თუ არა დემოკრატიული საარჩევნო კანონები გარკვეულ გადახრებს საარჩევნო ოლქების
თანასწორი მოსახლეობის რაოდენობის პრინციპიდან – დიახ
115. რა ეწოდება ავტორიტარიზმის იმ ფორმას, სადაც გამოყენებულია ანტისამართლებრივ მოქმედებათა
სამართლებრივი დასაბუთების პრინციპი – ცრუკონსტიტუციონალიზმი
116. რით იზღუდება დღეს არჩევნების საყოველთაობა – ცენზებით
117. რა არის „აშ-შურის“ ინსტიტუტი – განსაკუთრებით ავტორიტეტული პირების სათათბირო
სახელმწიფოს მთავრობასთან.
118. არსებობს თუ არა ბინადრობის ცენზი აშშ-ში – კი
119. კარლ მეათის საარჩევნო რეფორმის მიხედვით, რა შემთხვევაში დაიშვებოდნენ ბურჟუაზიის
წარმომადგენლები და თავისუფალი პროფესიის ადამიანები საარჩევნო ურნებთან – თუკი მათ
გააჩნდათ მნიშვნელოვანი მიწის საკუთრება.
120. რას კრძალავდა და რას აწესებდა 1883 წლის „კანონი სამოქალაქო სამსახურის შესახებ“ აშშ-ში
– რომელიც კრძალავდა თანამდებობების დარიგებას პოლიტიკური დახმარების სანაცვლოდ და
საკონკურსო გამოცდების სისტემას აწესებდა.
121. ვის უნდა დაკისრებოდა არჩევნების ორგანიზაცია 1849 წლის 12 აპრილის კანონის მიხედვით –
სახელმწიფო სამსახურში არ მყოფ პირებს
122. რა არის საჭირო იმისათვის, რომ განხორციელდეს პირდაპირი დემოკრატია – პატარა ტერიტორია
და მცირერიცხოვანი მოსახლეობა; პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკური დიფერენციაციის არ
არსებობა; მოქალაქეთა თავისუფლება.
123. მონტესკიეს მიხედვით, საიდან არის მიზანშეწონილი წარმომადგენელთა არჩევა –საარჩევნო
ოლქებად ორგანიზებული ცალკეული ქალაქებიდან და დასახლებული პუნქტებიდან.
124. ზეწოლა
– პოლიტიკური ზეწოლის მაგალითებია ანგარიშსწორება მოწინააღმდეგეებთან, პარტია–
კონკურენტების აქტივისტებთან ან მომხრეებთან;
– ადმინისტრაციულის – იმ თანამდებობის პირების მოხსნის მუქარა, რომლებმაც ვერ უზრუნველყვეს
მმართველი პარტიის გამარჯვება, იმ თანამშრომლების განთავისუფლებით დაშინება, რომელთაც არ
სურთ თავიანთი ხელმოწერების დაფიქსირება ამა თუ იმ კანდიდატის წამოყენების მხარდამჭერ სიებში
და ა.შ.
– სოციალურ–ეკონომიკურის – მოსყიდვა, მუქარა ან რეალური სანქციები, მათ შორის მოსახლეობის
მთელი კატეგორიების მიმართ შრომის ანაზღაურების გაზრდით, თვეობით დაგვიანებული ხელფასების,
პენსიების და სხვა დახმარების გადახდით და ა.შ. ცალკეული რეგიონებისათვის შეღავათებისა და
პრივილეგიების დაპირებებით და ა.შ.
– ფსიქოლოგიურის – ამომრჩეველთა დაშინება სამოქალაქო ომის საფრთხით, მასობრივი
რეპრესიებით და ა.შ. თუ ხელისუფლების სათავეში პარტია–ოპონენტი მოვა;
– საინფორმაციო ზეწოლის – ინფორმაციის სისტემატური ცალმხრივი ან დამახინჯებული მიწოდება.
გარდა ამისა, არჩევნების თავისუფლება გულისხმობს წინასაარჩევნო აგიტაციის თავისუფლებას
კანონის ფარგლებში ზოგიერთი ეთიკური და სხვა ხასიათის შეზღუდვით.

9
125. წარმომადგენლობითი სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა – ფუნქციონირებადი
წარმომადგენლობითი სისტემის შექმნა; მოსახლეობის მრავალგვაროვანი, ინტერესების,
არტიკულაცია, აგრეგაცია და წარმომადგენლობა; კომუნიკაციის წარმომადგენლობითი
ურთიერთობების გაფართოება ხელისუფლების ინსტიტუტებსა და მოქალაქეებს შორის.
126. სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველყოფა – მრავალგვარი თვალსაზრისების
ინტეგრირება და საერთო პოლიტიკური ნების ფორმირება; პოლიტიკური სისტემის ლეგიტიმაცია და
სტაბილიზაცია; პოლიტიკური კონფლიქტების გადაყვანა ინსტიტუციონალიზებული მშვიდობიანი
მოწესრიგების კალაპოტში; საზოგადოების განახლების გენერირება ალტერნატიული პოლიტიკური
პროგრამების კონკურენციის მეშვეობით.
127. მოქალაქეთა აქტიურობისა და ხელისუფლების კონტროლის უზრუნველყოფა – ამომრჩეველთა
კორპუსის მობილიზება აქტუალური საზოგადოებრივი ამოცანების გადასაჭრელად; მოსახლების
პოლიტიკური სოციალიზაცია, მისი პოლიტიკური შეგნებისა და პოლიტიკური მონაწიელობის
განითარება; პოლიტიკური ელიტის რეკრუტირება; კონტროლი ხელისუფლების ინსტიტუტებზე;
ქმედითუნარიანი ოპოზიციის ფორმირება და მისი მომზადება პოლიტიკური ხელმძღვანელობის
ფუნქციების შესასრულებლად.
128. რომელი რეჟიმის დროს არის ხელისუფლება თავმოყრილი რამდენიმე ძლიერი ოჯახის ხელში –
ოლიგარქიულ ავტორიტარულ რეჟიმებში
129. რატომ არის საჭირო არჩევნების ფარულობა – კონკრეტული ამომრჩევლის გადაწყვეტილება არ
უნდა იყოს ვინმესთვის ცნობილი. არავის არ აქვს უფლება მოითხოვოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ
როგორ აძლევს ხმას ესა თუ ის ამომრჩეველი, თუ თავად ამომრჩეველი არ მოისურვებს ამის
გამოცხადებას. მხოლოდ ფარულ კენჭისყრას შეუძლია ხალხის ჭეშმარიტი ნების გამოვლენა. ფარულობა
უზრუნველყოფს არჩევანის თავისუფლებას, იცავს მოქალაქეებს შესაძლო დევნისაგან, აგრეთვე
მოსყიდვისაგან.
130. ვის ექვემდებარება ავტორიტარული რეჟიმის დროს სამოქალაქო საზოგადოება – სახელმწიფოს
131. დაშვებულია თუ არა არჩევნების გადატანა ან გაუქმება თუ კი ეს არ არის გათვალისწინებული
საარჩევნო ნორმით – არა
132. არის თუ არა მნიშვნელოვანი დემოკრატიაზე გადასვლის დროს არჩევნების გარდა დემოკრატიულად
განწყობილი სამხედროების გამოყენება – კი
133. უარყოფენ თუ არა სამხედრო რეჟიმების დროს არჩევითობის პრინციპს – არა
134. არჩევნების ფუნქციები ტოტალიტარიზმის პირობებში –
1. განმარტავს პოლიტიკის ოფიციალურ მიზნებსა და ფასეულობებს;
2. ახდენს მასების მობილიზებას ოფიციალური მიზნების მისაღწევად;
3. განამტკიცებს საზოგადოების „მორალურ-პოლიტიკურ ერთობას;
4. ახდენს პარტიისა და ხალხის, ბელადებისა და მასების ერთიანობის დემონსტრირებას არჩევნებში
ბელადების ერთსულოვანი მხარდაჭერისა და საყოველთაო მონაწილეობის გზით;
5 ემსახურება პოლიტიკაში მონაწილეობისა და პოლიტიკური წყობის დემოკრატიზმის თაობაზე
მასობრივი ილუზიების შექმნას და განმტკიცებას.
135. დაშვებულია თუ არა რიგ ქვეყნებში თანაბარი საარჩევნო უფლების დარღვევა – დიახ, უფრო მეტი
დემოკრატიულობის უზრუნველყოფის მიზნით
136. მატერიალური და საინფორმაციო რესურსების თანასწორობის უზრუნველყოფა შესაძლებელია
მხოლოდ საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად დასახარჯი თანხების მაქსიმუმის დადგენით,

10
პარტიებისა და კანდიდატების საარჩევნო ფონდებში ორგანიზაციებისა და ცალკეული პირების
შენაწირების ზომის შეზღუდვით, მათთვის ტელევიზიასა და რადიოში უფასო ეთერის თანაბრად
დათმობით და ა.შ.
137. არჩევნების კონკურენტულობა – გულისხმობს არა მარტო ოპოზიციის დაშვებას ხმის მიცემის
პროცესში, არამედ სიტყვის თავისუფლებას, მისაწვდომი საინფორმაციო საშალებების მისაწვდომობას
ოპოზიციისათვის
138. მიიღება თუ არა გადაწყვეტილება წინასწარ პოლიტიკური ხელმძღვანელის მიერ დეპუტატთა
კორპუსის შემადგენლობისა და წინასაარჩევნო პროგრამის შესახებ ავტორიტარული რეჟიმის
პირობებში – დიახ
139. მივყავართ თუ არა ბრძოლის რევოლუციურ ძალადობრივ ფორმას, წარმატების შემთხვევაში,
დემოკრატიული ინსტიტუტების წარმოშობამდე – არა
140. უშვებს თუ არა თავისუფალი არჩევნების პრინციპი პოლიტიკური ან ადმინისტრაციული ზეწოლის
არსებობას – არა
141. ამომრჩეველთა ხმებს ერთნაირი წონა უნდა ჰქონდეს – საარჩევნო ოლქები თანასწორი უნდა იყოს
ან ამომრჩეველთა რაოდენოდენობის ან მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით
142. რომელი მიმართულებით შეიძლება განვითარდეს დელეგირებული დემოკრატია – ორი
მიმართულებით შეუძლია განვითარება: ისევ ავტორიტარულ რეჟიმად გადაგვარება ან
წარმომადგენლობითი დემოკრატიისკენ წინსვლა.
143. ზღუდავს თუ არა საინფორმაციო–ფსიქოლოგიურ ზეწოლას აზრთა პლურალიზმი – კი
144. აურჩევლობა – აბსოლუტური და შეფარდებითი
145. დელეგირებული დემოკრატია – დელეგირებული დემოკრატიის თეორია ჩამოაყალიბა
არგენტინელმა მკვლევარმა ოდონელმა. მას მიაჩნია, რომ ავტორიტარიზმის დაცემის შემდეგ შექმნილ
რეჟიმს მყარად და დიდხანს შეუძლია არსებობა. მის სიმყარეს უზრუნველყოფს ძლიერი საპრეზიდენტო
ხელისუფლება და ყველა იმ სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების განუვითარებლობა, რომელთაც
შეუძლიათ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა. (დელეგირებული დემოკრატია შუალედურ რეჟიმს
წარმოადგენს ავტორიტარიზმსა და წარმომადგენლობით დემოკრატიას შორის. დელეგირებულ
დემოკრატიას ორი მიმართულებით შეუძლია განვითარება ისევ ავტორიტარულ რეჟიმად გადაგვარება
ან წარმომადგენლობითი დემოკრატიისკენ წინსვლა) – მხოლოდ ფრჩხილებში ჩასმულიც რომ დაწერო,
საკმარისია.
146. თანასწორი არჩევნების პრინციპი ემყარება რამდენიმე პირობას: თითოეულ ამომრჩეველს უნდა
ჰქონდეს ხმების თანაბარი რაოდენობა; ქვეყანაში არსებობს ერთიანი საარჩევნო კორპუსი, ე.ი.
ამომრჩევლები არ არიან დაყოფილნი სოციალურ ან სხვა რაიმე ჯგუფებად არაერთნაირი (ჩვეულებრივ,
წინასწარ დაფიქსირებული) წარმომადგენლობით; ამომრჩეველთა ხმებს ერთნაირი წონა უნდა
ჰქონდეს, ე.ი. საარჩევნო ოლქები თანასწორი უნდა იყოს ან ამომრჩეველთა რაოდენოდენობის
მიხედვით; სახელმწიფოს მიერ თანაბარი პირობების შექმნა რეგისტრირებული კანდიდატებისთვის.
147. პროტესტული დემოკრატია – ნაკლებად განათლებული მასები, საარსებო მინიმუმზე ნაკლები ან ამ
დონეზე არსებული შემოსავლებით, არაინფორმირებულნი არიან და არ აქვთ გამომუშავებული
სიტუაციის ადეკვატური შეფასების უნარი; ისინი ბრმად გადადიან ერთი უკიდურესობიდან მეორეში და
ხელმძღვანელობენ არა ლოგიკით, არამედ ემოციებით. როდესაც მოსახლეობის აბსოლუტური
უმრავლესობა სიღარიბის ზღვარზე დაბლაა, მოსახლეობისათვის პირველ ადგილზე დგება არა
დემოკრატია, არამედ გადარჩენა. შედეგად მიიღება პროტესტული დემოკრატია

11
148. პლურალური ვოტუმი – ამომრჩევლების უმეტესობას აქვს ერთი ხმა, ზოგიერთებს – რამდენიმე
(ძირითადად 2)
149. როგორი არჩევნები გამოიყენება ტოტალიტარიზმის პირობებში – არაკონკურენტული და
ნახევრადკონკურენტული
150. ცენზები
ბინადრობის ცენზი წარმოადგენს კანონით დადგენილ მოთხოვნას, რომლის თანახმადაც ხმის
უფლება ეძლევათ იმ ადამიანებს, რომლებიც მოცემულ ადგილებში გარკვეული პერიოდის
განმავლობაში ცხოვრობენ./ ან ეს, ორივე სწორია – არჩევნებში დაშვებისათვის საჭიროდ თვლის
ქვეყანაში ან მოცემულ ადგილებზე ცხოვრების გარკვეულ დროს.
ასაკობრივი ცენზი – ამომრჩეველი ან არჩეული შეიძლება იყოს მხოლოდ გარკვეულ ასაკს მიღწეული
ადამიანი.
დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს სქესობრივი ცენზი, რომელიც ზოგიერთ მუსლიმურ ქვეყანაშია
შემორჩენილი. მაგ, ქალები საარჩევნო უფლებას მოკლებულნი არიან ქუვეითში. პირველ მსოფლიო
ომამდე ქალებს ხმის უფლება მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშიც ჰქონდათ.
ქონებრივი ცენზი განისაზღვრებოდა გადახდილი გადასახადის სიდიდით. ქონებრივი ცენზის
არსებობა მართებულად მიიჩნეოდა, რადგან უქონელი ხალხი ღირსეულ არჩევანს ვერ გააკეთებდა.
მაგრამ ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად ქონებრივი ცენზი მიუღებელი ხდებოდა. პირველი
მსოფლიო ომის შემდეგ ქონებრივი ცენზი პრაქტიკულად გაქრა. ზოგიერთ ქვეყანაში ის გამოიყენებოდა
მხოლოდ დეპუტატობის კანდიდატების, ანუ პასიური საარჩევნო უფლების სფეროში.
რიგ ქვეყნებში მოქმედებს ცენზი სამხედრო სამსახურზე. არის ამ ცენზის სასარგებლო და
საწინააღმდეგო არგუმენტებიც. თანამედროვე მსოფლიოში მრავალი არმია პროფესიონალურ საწყისზე
არის აგებული, ისინი მცირერიცხოვანია და მათი მონაწილეობა თუ არმონაწილეობა არსებით გავლენას
ახდენს არჩევნების შედეგებზე. თანამედროვე პირობებშ სამხედრო მოსამსახურეებს უფრო პასიურ
საარჩევნო უფლებას ართმევენ. მიზიზი ისაა, რომ სამხედრო სამსახური არ უნდა უკავშირდებოდს
პოლიტიკას.
რელიგიური ცენზი – მაგ, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში პარლამენტში ასარჩევად კანდიდატი უნდა
იყოს მუსლიმი და აქტიურად ქადაგებდეს ისლამს. იქ პარლამენტის წევრთა 90% კულტის მსახურნი
არიან.
არაქმედითუნარიანობის ცენზი ზღუდავს ფსიქიკურად ავადმყოფთა საარჩევნო უფლებას, რაც
სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა იყოს დადასტურებული.
განათლების ცენზს შეიძება ვუწოდოთ ბუნებრივი ცენზი, რადგანაც გაუნათლებელ ადამიანს
პოლიტიკაში მონაწილეობის შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ. ზოგიერთ ქვეყანაში განათლების
ცენზი არსებობდა ამომრჩეველთა რეგისტრაციის დროს. მაგ, აშშ–ის სამხრეთ შტატებში მე–20
საუკუნის 60–იან წლებამდე არსებობდა წესი, რომლის თანახმადაც ამომრჩევლებს რეგისტრაციის
დროს უნდა წაეკითხათ კონსტიტუციიდან რამდენიმე სტრიქონი და აეხსნათ, თუ როგორ ესმით იგი. ე.ი.
საჭირო იყო პოლიტიკური განათლებისა და ზოგადად, განათლებულობის გაეკვეული დონის
დემონსტრირება. ამ გზით ძირითადად შავკანიანი გაუნათლებელი ამომრჩევლები ,,ირიცხებოდნენ“.
განათლების ცენზის თანახმად რიგი ქვეყნებში ამომრჩევლებს წერა–კითხვა მაინც უნდა სცოდნოდათ.
(აშშ–ის მაგალითის გარეშეც შეიძლება ამის დაწერა)
მორალური ცენზი ზღუდავს ან საარჩევნო უფლებას ართმევს იმ პირებს, რომლებიც სასჯელს იხდიან
თავისუფლების აღკვეთის ადგილებში.

12
წოდებრივ–კლასობრივი ცენზი ზღუდავს კლასებისა და ფენების საარჩევნო აქტიურობას. მათი
ჩამონათვალი სხვადასხვა იყო საბჭოთა სახელმწიფოს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე.
აურჩევლობა ნიშნავს, რომ გარკვეული თანამდებობის მქონე პირებს ამ თანამდებობის დატოვებამდე
არ აქვთ თავიანთი კანდიდატურის წამოყენების უფლება. ზოგიერთ ქვეყანაში ასეთ პირებს
მოეთხოვებათ, რომ მათ თანამდებობები დატოვონ არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე – ზოგგან
არჩევნებამდე 6 თვით ადრე, ზოგგან კი 1 წლით ადრეც. ამ მოთხოვნის მიზანია, რომ გამორიცხოს
სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენება არჩევნებში. აურჩევლობა შეიძლება იყოს აბსოლუტური
და შეფარდებითი.
შეუთავსებლობა ნიშნავს აკრძალვას, რომ პირს ერთდროულად ეკავოს არჩევითი და სხვა
სახელმწიფოებრივი თანამდებობა. ის არ გამორიცხავს სახელმწიფო თანამდებობის პირის არჩევის
შესაძლებლობას წარმომადგენლობით დაწესებულებაში, მაგრამ არჩევის შემთხვევაში ამ პირმა უნდა
გადაწყვიტოს, დარჩება სახელმწიფოებრივ თანამდებობაზე და უარს იტყვის დეპუტატობაზე, თუ
პირიქით.
151. სავალდებულო ვოტუმი – ამომრჩევლები იურიდიულად ვალდებულნი არიან მონაწილეობა მიიღონ
ხმის მიცემაში
152. გამოიყენება თუ არა რეფერენდუმი აშშ-ში - დიახ, ადგილობრივ დონეზე
153. საჭიროა თუ არა რეფერენდუმის დროს საარჩევნო ოლქების შექმნა - არა
154. როგორ განისაზღვრება რეფერენდუმის შედეგები - მაჟორიტარული წესით
155. რისგან შედგება ნებისმიერი პოლიტიკური ინსტიტუტი -  სტრუქტურის (ორგანიზაციის) და
კოლექტიური წარმოდგენებისაგან, რომლებიც ამ სტრუქტურას ემსახხურებიან
156. რა არის საარჩევნო გეოგრაფია - სარჩევნო ოლქების გამოჭრა, იგივე „ჯერიმონდერინგი“.
157. რატომ არ არის ადამიანის უფლებების შეზღუდვა შეუთავსებლობა - რადგან პირს აყენებს
არჩევანის წინაშე.  პირმა უნდა გადაწყვიტოს, დარჩება სახელმწიფოებრივ თანამდებობაზე და უარს
იტყვის დეპუტატობაზე, თუ პირიქით.
158. პანაშაჟი – (ფრანგულიდან – სიჭრელე), ამომრჩეველს შეუძლია გამოიყენოს ეს პრინციპი თუკი
ამის უფლებას კანონი იძლევა, ხმა მისცეს კანდიდატებს სხვადასხვა პარტიული სიებიდან ანუ
ორიენტირებული იყოს არა პარტიულ კუთვნილებაზე, არამედ ამა თუ იმ კანდიდატის პიროვნულ
თვისებებზე. პანაშაჟი ჩვეულებრივ გამოიყენება პროპორციული საარჩევნო სისტემის დროს. თუ
გამოიყენება კუმულიატური ვოტუმის პრინციპი, შედეგები განისაზღვრება ასევე შეფარდებითი
უმრავლესობის პრინციპით: ითვლება ყველა კანდიდატის ხმები, რომლებიც ოლქში კენჭს იყრიან;
არჩეულად ითვლებიან ისინი, ვინც სხვებზე მეტი ხმა მოაგროვეს (მოცემულ ოლქში სადეპუტატო
მანდატების რიცხვის მიხედვით). ამიტომ მოცემული სისტემა ასევე მაჟორიტარული სისტემის
ნაირსახეობად მიიჩნევა.

13

You might also like