Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

მსოფლიოში ქვეყნის მრავალმხრივი და სტაბილური განვითარების დონეს

განსაზღვრავს მისი ეკონომიკური ზრდის ტემპი. ამ პირობებში უაღრესად დიდი


მნიშვნელობა ენიჭება ეროვნული და ეკონომიკური უსაფრთხოების შეფასების
ინდიკატორებისა და პარამეტრების ფორმირებას.

ეკონომიკური უსაფრთხოება ქმნის საფუძველს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ


იქნას შიდა და გარე პრობლემების წარმატებულად გადაჭრისათვის. ის განსაზღვრავს
შემდგომი განვითრების მიმართულებასა და ზოგადად ეროვნულ უსაფრთხოებას.
მნიშვნელოვანია, რომ ეფექტური ეკონომიკური სისტემა საშუალებას იძლევა
ქვეყანაში არსებობდეს უფრო მაღალი დონის ეროვნული ეკონომიკური
უსაფრთხოება. ეროვნული ეკონომიკური უსაფრთხოების ინდიკატორთა სისტემა,
რომლის დანიშნულებაა წინასწარ განსაზღვროს მოახლოებული ეკონომიკური
საფრთხე, მოიცავს ისეთ ეკონომიკურ მაჩვენებლებს, როგორიცაა: მოსახლეობის
ცხოვრების დონე, ინფლაციის დონე და ტემპი, ვალუტის კურსი, უმუშევრობის
დონე, ეკონომიკური ზრდა, ბიუჯეტის დეფიციტი, სახელმწიფო ვალი, ჩრდილოვანი
ეკონომიკის დონე, შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე და ა.შ.

ეკონომიკური უსაფრთხოების ინდიკატორთა სისტემაში მითითებულია ე.წ.


ჩრდილოვანი ეკონომიკა, რომელიც განსაკუთრებულ ფაქტორად შეიძლება
მივიჩნიოთ. ერთ-ერთი სტატიის ავტორი მედეა მელაშვილი აღნიშნავს, რომ
ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბები დღეს იმდენად დიდია, რომ სპეციალისტები
მას ეკონომიკაზე უარყოფითი ზეგავლენის მქონე მოვლენათა შორის ერთ-ერთ
ყველაზე მწვავე პრობლემად თვლიან. ვეთანხმები მის მოსაზრებას, ვინაიდან მან
გლობალური მასშტაბები მიიღო, რადგან ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სფერო
მოიცვა და მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არსებობს. რა თქმა უნდა ჩრდილოვანი
ეკონომიკის მაღალი დონე უარყოფითად აისახება ქვეყნის ეროვნული ეკონომიკის
უსაფრთხოებაზე, რადგან მისი არსებობა იწვევს ეკონომიკური არაეფექტურობის
ზრდას, სახელმწიფო შემოსავლების შემცირებას გადასახადებისაგან თავის არიდების
გამო, სახელმწიფო უწყებებში კორუფციის სტიმულირებას. ჩრდილოვანი
ეკონომიკის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი კი სწორედ გადასახადების მაღალი
დონეა, რაც იწვევს გადასახადებისაგან თავის აცილებას, რომელიც მთავრობის
ეფექტურობის შემცირების, ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის და რა თქმა უნდა
უსაფრთხოებაზეც უარყოფითი ზეგავლენის საწინდარია.

მოცემულ სტატიაში სწორედ აღნიშნულია, რომ განვითარებულ ქვეყნებში


ჩრდილოვანი ეკონომიკის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად ასახელებენ გადასახადების
მაღალ დონეს. მაგალითად, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ჩვეულებრივი მოქალაქის
თვიური შემოსავლების 40-50% გადასახადების დაფარვაზე მიდის. ამ ქვეყნებში მშპ-
ში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი საშუალოდ 5-10%-ია, თუმცა იტალიაში,
ესპანეთში, საბერძნეთში 20-30%-მდეც ადის.

ეროვნული ეკონომიკური უსაფრთხოების ინდიკატორთა სისტემის ერთ-ერთი


მაჩვენებელია სასურსათო უსაფრთხოება, რომელიც სასურსათო
დამოუკიდებლობას, ანუ სურსათის ძირითად სახეებზე მოსახლეობის
მოთხოვნილების საკუთარი რესურსებით დაკმაყოფილების უნარს გულისხმობს.
ერთ-ერთ სტატიაში თენგიზ ქავთარაძე წერს, რომ საქართველო დიდი ხანია ჩამოცდა
სასურსათო უსაფრთხოების ზღვარს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული
სამსახურის მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ ძირითადი სასოფლო-სამეურნეო
პროდუქტების წარმოება ერთ სულ მოსახლეზე წლიდან წლამდე მცირდება, ხოლო
იმპორტი იზრდება, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება
დარღვეულია. საქსტატის მონაცემებით 2003 წელთან შედარებით ნათესი ფართობები
შემცირდა დაახლოებით ორჯერ, ხორბლის წარმოება შემცირდა ოთხჯერ, 2003 წელს
იწარმოებოდა 225 ათასი ტონა ხორბალი, ბოლო წლებში იგი 54 ათას ტონამდე
შემცირდა, გაიზარდა კარტოფილის იმპორტი, ბოსტნეულის იმპორტი 10-ჯერ,
ხორცის იმპორტი 2-ჯერ და დღესდღეობით სასურსათო ბაზარზე ხორცის 60%
იმპორტირებულია. რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვანს – ხორბალს, მის იმპორტზე
92%-ით ვართ დამოკიდებულნი. ზოგადად, მთელ სასურსათო პროდუქციაში
იმპორტის წილი 76%-ია.

არსებობს გარკვეული საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების კრიტიკული დონე,


რომლის ქვემოთაც იწყება სასურსათო ეკონომიკური უსაფრთხოების შესუსტება და
დაკარგვა. აღნიშნული დონეები კი შემდეგნაირად გამოიყურება:  800 ათასი ტონა
მარცვლეული, 240 ათასი ტონა კარტოფილი, 250 ათასი ტონა ბოსტნეული. 20 ათასი
ტონა მცენარეული ცხიმები და ა.შ.
რა თქმა უდნა აღნიშნული მაჩვენებლის შესუსტება საკმაოდ ცუდად აისახება
ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე, ვინაიდან ქვეყანა დამოკიდებულია იმპორტზე, მას
გააჩნია მცირე რაოდენობით ექსპორტი, რაც საჭიროა იმისათვის, რომ გვქონდეს
მაკროეკონომიკური სტაბილურობა. როდესაც მხოლოდ იმპორტზე ხარ
დამოკიდებული, შენი ვალუტა ძალიან დაუცველია. ბოლო დროინდელმა
მოვლენებმაც ცხადყო, რომ იმპორტზე დამოკიდებულება საკმაოდ ცუდად აისახება
ქვეყნის ეკონომიკაზე და საჭიროა საქართველომ მოახდინოს ცალკეულ სექტორებზე
ყურადღების გადატანა, რადგან მას აქვს პოტენციალი მნიშვნელოვნად შეამციროს
იმპორტის რაოდენობა და სავაჭრო დეფიციტი.

აგრეთვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერად რჩება


ეკონომიკური უსაფრთხოების სფეროში. მურმან კვარაცხელია თავის სტატიაში წერს,
რომ ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური უსაფრთხოების კონცეფცია
მრავალმხრივია. აქედან აღსანიშნავია თავისუფალი საბაზრო სისტემის
უნივერსალურობის თეორიის და ეკონომიკური კრიზისების თვითრეგულირების
პრინციპების სახელმწიფოს ინტერესებად აღიარება. მისმა გეოგრაფიულმა
მდებარეობამ მაქსიმალურად დაიცვა ამერიკის საშინაო ბაზარი გარე ფაქტორების
დივერსიფიკაციისაგან. სწორედ ამიტომ, ეკონომიკური გლობალიზაციის პირობებში
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მსოფლიო მასშტაბით ქვეყნის
კონკურენტუნარიანობის ამაღლება და შენარჩუნება შეძლო. აქედან გამომდინარე
მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოებმა იზრუნონ ეროვნულ ეკონომიკურ
უსაფრთხოებაზე, ვინაიდან ის განაპირობებს სტაბილურ ეკონომიკურ გარემოსა და
განვითარებას.

ეროვნული ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემების გადაწყვეტისათვის ქვეყნები


იყენებენ ეკონომიკურ დაზვერვას, რომელიც გულისხმობს - ქვეყნის საიდუმლო
ეკონომიკური ინფორმაციის მოპოვებას: პერსპექტიული გეგმები, სამრეწველო
ჯაშუშობა, საიდუმლო მოლაპარაკებების შესწავლა და ა.შ. დღეს ეკონომიკური
დაზვერვა აღიარებულია, როგორც სტრატეგიისა და მენეჯმენტის პროფესიონალური
ინსტრუმენტი გლობალიზებული სამყაროს სახელმწიფოებისა და კომპანიებისთვის.
მისი განხორციელება ემყარება სამ მთავარ საყრდენს: 1. სტრატეგიული ინფორმაციის
ათვისება, რაც გულისხმობს მის ადრეულ შეგროვებას, ანალიზსა და მკურნალობას,
გარე გარემოს გასაგებად და პროგნოზირების მიზნით; 2. ეკონომიკური
უსაფრთხოება, რომელიც თავდაცვითია და მიმართულია ეკონომიკური აქტივების,
განსაკუთრებით არამატერიალური ქონების დასაცავად; 3. გავლენა - აქტიური ან
შეურაცხმყოფელი - რაც ნიშნავს, რომ ხარ ზღვარზე შესაძლებლობების ძიებისა და
ინოვაციების მოსაძებნად და შეძლებ იმოქმედო საკუთარ გარემოზე (რეგულაციები,
ნორმები, სურათი) და არა მხოლოდ მასზე პასიურად დამოკიდებული.

სამრეწველო ჯაშუში ნიშნავს ბიზნეს სავაჭრო საიდუმლოების უკანონოდ და


არაეთიკურად ქურდობას კონკურენტის მიერ კონკურენტული უპირატესობის
მისაღწევად. მსგავსი ქმედების მაგალითი განხორციელდა 1197 წელს, როცა აიოვა
ვაშინგტონიდან ბრალდებული იყო მავთულხლართების გაყალბებასა და
ჯილეტისაგან სავაჭრო საიდუმლოების ქურდობის ბრალდებით. სტივენ ლ. დევისმა,
რომელიც იმ დროს ორმოცდაშვიდი წლის იყო, მოიპარა ინფორმაცია ახალი საპარსი
სისტემის შესახებ, რომელიც კომპანიამ შეიმუშავა.

ბოლო წლების განმავლობაში, ინდუსტრიული ჯაშუშობა გაიზარდა ინტერნეტისა და


მავნე კიბერ უსაფრთხოების პრაქტიკის დახმარებით, თუმცა ასეთი ქმედებების
გამოვლენა უფრო ადვილი გახდა. სოციალური მედია ინდუსტრიული ჯაშუშობის
ახალი საზღვარია და მისი სრული გავლენა და სარგებლობა კვლავ იზომება.
ინდუსტრიული ჯაშუშობისთვის ჯარიმები შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, როგორც
ეს 1993 წელს მოხდა, როდესაც ფოლკსვაგენმა ჯენერალ მოტორსს სავაჭრო
საიდუმლოებები მოპარა, რამაც 100 მილიონი დოლარი დააჯარიმა.

საბოლოო ჯამში მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ თანამედროვე მსოფლიოში,


ყოველი ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მისი როლი და
ადგილი მსოფლიოში განისაზღვრება არა მისი ტერიტორიით, ამ ტერიტორიის
ეკონომიკურ-გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდებარეობით, ან სამხედრო
სიძლიერით (თუმცა მათი როლი და ადგილი ძალიან მნიშვნელოვანია), არამედ
იმით, თუ მის ეკონომიკას რა წვლილი შეაქვს მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში,
მოსახლეობის ცხოვრების როგორი დონე და ხარისხია მიღწეული ამ ქვეყანაში და
როგორი უნარი აქვს სახელმწიფოს გადაწყვიტოს საზოგადოების სოციალურ-
ეკონომიკური ამოცანები.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. თენგიზ ქავთარაძე, „სასურსათო უსაფრთხოების პრობლემები


საქართველოში“, https://conferenceconomics.tsu.ge/?
mcat=0&cat=arq&leng=ge&adgi=619&title=
%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%
E1%83%90%E1%83%97%E1%83%9D
%20%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%9
7%E1%83%AE%E1%83%9D
%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%9E
%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9B
%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5
%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A
%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98;
2. მურმან კვარაცხელია, ”ეკონომიკური უსაფრთხოების შეფასების
ინდიკატორების ფორმირება“, https://conferenceconomics.tsu.ge/?
mcat=0&cat=arq&leng=ge&adgi=647&title=%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9D
%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9B
%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%20%E1%83%A
3%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%AE
%E1%83%9D
%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A8%E1%83%94
%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1
%83%A1%20%E1%83%98%E1%83%9C
%E1%83%93%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D
%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A
4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B
%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90;
3. მედეა მელაშვილი, „ეკონომიკური უსაფრთხოება და მასზე მოქმედი
ფაქტორები”, http://www.conferenceconomics.tsu.ge/?
mcat=0&cat=arq&leng=ge&adgi=627&title=%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9D
%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9B
%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%20%E1%83%A
3%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%AE
%E1%83%9D
%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%20%E1%83%93%E1%83%90%20%E1%83
%9B%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%96%E1%83%94%20%E1%83%9B
%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%9B
%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%20%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A5
%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98.

You might also like