Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 1

შესვლა

.:4Love.Ge:.
სიახლეების ძიება...

საიტის სრულ ვერსიაზე გადასვლა

შემთხვევით
დაქორწინებული (11-12-
13-14-15-16-თავები)
PARVENU 1-12-2017, 23:25 23 905

ისტორია

-ელენე!-მესმოდა ჯერ კიდევ ბურანში მყოფს, ჩუმი


ძახილი-გაიღვიძე, რძალო!
-აუუუუ!-ავწუწუნდი და თვალები არ გამიხელია, ისე
ავიქნიე ხელი და საბანში შევძვერი.
-აუ, კი არა ადექი, დროზე!-ისევ არ მომეშვა აბეზარი ხმა
და საბანს დასწვდა, წასართმევად,-ელენე, ნუ მაბრაზებ
ეხა!
-აუ, არ მინდა რა დღეს სკოლაში, ონო!-ამოვთქვი
მუდარით და დაფეთებული წამოვხტი, ყურისწამღები
ხარხარი რომ გავიგე.
-სახში მინდა!-ამოვიზლუქუნე დემეტრეს, სიცილისგან
აწითლებული სახე და ტყუპების დაკრეჭილი სიფათები
რომ დავინახე.
-გაემზადე, სკოლაში მე მიმყავხარ...-სიცილით ამოთქვა
დემეტრემ და ჩემი საბანი, ტყუპებს გადააფარა თავზე,-
მანამდე კი გაკვეთილები უნდა ჩამაბარო.
-აუუუ....ალექსანდრეეეე!-დავიყვირე ბოლო ხმაზე და
იატაკზდ გაწოლილ, ერთმანეთში ახლართულ ტყუპებს
გადავაბიჯე,-წაიყვანე, რა შენი ძმა!
-ჩემზე ხარ ჩაბარებული, რძალო!-თვალი ჩამიკრა და
საწოლზე გაიშხლართა,-შური უნდა ვიძიო... არ
დამვიწყებია შენი სურვილის შესრულებისას,
მაღალქუსლებზე "ამხედრებულს" ფეხი რომ
გადამიბრუნდა და კინაღამ მანქანას რომ შევუვარდი.
-ეგ, 4დღის წინ იყო... თან რა ჩემი ბრალია, შენ თუ
მაღლებზე სიარული არ იცი?! ყველა მდედრობითი სქესის
წარმომადგენელს მოეთხოვება, ამის ცოდნა!-
უდარდელად ავიჩეჩე მხრები და იმ წამს შემოვარდნილ
ალექსანდრეს ამოვეფარე.
-ქვრივს დაგტოვებ, შენს ძმობას ვფიცავარ!-წამოიძახა
ბალიშმომარჯვებულმა დემეტრემ და თვალები
დამიბრიალა.
-რა გინდა ბავშვთან?-საბნიდან თავი გამოყო ერთ-ერთმა
ტყუპმა და ძლივს წამოიმართა ფეხზე,-100%-იანია!
-ყიფიანი, ღერაღერა დაგაცლი იმ ქათმის ბუმბულებს,
თავზე რო ამოგზრდია!-დაუღრინა და ბალიში ესროლა.
-თქვენ ნორმალურები ხართ, ტო?!-წამოიძახა მოთმინება
გამოსულმა ალექსანდრემ და ყველას ყურადღება
მიიპყრო,-რა გაღრიალებთ ამ დილით?! თქვენ თუ არ
გეძინებათ, ბავშვი მაინც დააძინეთ, სხვა გასართობი ვერ
ნახეთ?
-ეგოისტებო, თქვენ!-ამოვთქვი და ალექსანდრეს ზურგს
ამოფარებულმა, დემეტრეს ენა გამოუყავი.
"ვაი მე, ელენე! გაზრდის მაგივრად ჭკუა გაკლდება
მემგონი! ცუდ ზეგავლენას ახდენენ ესენი შენზე"-
დაფეთებულმა გავიფიქრე და სახეაწითლებული "ქმრის"
ზურგს ავეკარი.
-შენ მე მაცალე!- ჩაიდუდღუნა დემეტრემ და თითი
დამიქნია.
-აუ, რა ძილი, ტო!-ხასიათზე მოვიდა დიმა... თუ ლევანი
დამუდარის თვალით მოგვაჩერდა,-აუზზე წავიდეთ რა!
მაგარ დროს გავატარებთ, თორე დავიხრუკე სახლში...
-ლაყე კვერცხი ხარ და იმიტო!-დაუბღვირა მეორემ და
გვერდზე გახტა, ძმის მუშტი რომ აეცილებინა,-არა,
მართლა წავიდეთ... ელენეც ცოდოა მთელიდღე სახლში.
-თქვენ სულ სხვაზე, როგორ ფიქრობთ?!-ირონიულად
ჩაიცინა ალექსანდრემ და მე გამომხედა,-გინდა
წავიდეთ?!
-რძალი მიწყვეტს აუზზე წასვლას... რა დრო დაგიდგა
დემეტრე!!!-თავზე ხელი იტკიცა და საწოლზე დაეხეთქა.
-ჰა, ელენე, ხო წამოხვალ?-შრეკის კატის თვალებით
მომაჩერდნენ ტყუპები და ლამის კისერი გამოიგლიჯეს,-
წამო რა!
-კარგი, წავიდეთ!-გავიცინე და მომღიმარ ალექსანდრეს
ავხედე,-გავემზადები და წავიდეთ.
-აუ, ქალური დაგვიანებები არ იყოს ოღონდ, რა!-აწუწუნდა
დემეტრე და კარისკენ გაემართა,-პრინციპში, შენ ბავშვი
ხარ, მაგრამ მაინც... ნათია ქვემოთ გველოდება
ბიჭებთან ერთად.

***

-ელენე, მარტო არ გაბედო წყალში ჩასვლა!-მანქანიდან


გადმოსვლისთანავე გამაფრთხილა ალექსანდრემ და
ხელი წელზე მომხვია,-მაჯა ჯერ კიდევ არ გაქ
მოშუშებული.
-ცურვა მაინც არ ვიცი...-ამოვიბურტყუნე და აფხუკუნებულ
დემეტრეს, შუბლშეკრულმა გავხედე.
-მე გასწავლი, ელენე!-სურვილი გამოთქვა ტყუპმა და
გვერდით ამომიდგა გაღიმებული.
-არც იოცნებო!-თითი დაუქნია ალექსანდრემ და კარებში
გამატარა.
-რატო ვითომ?-დოინჯემოყრილი გადაუდგა წინ.
-ზუსტად იმ ჭკუის ვარ, შენ მოგაბარო ელენე და მშვიდად
ვუყურო, როგორ "ასწავლი" დახრჩობას.
-აუ, შენ რა უჟმური გახდი, ტო!
-დაოჯახებამ იცის,-ჩაიფხუკუნა კოკამ და თვალი ჩამიკრა.
-ნუ ხარ შენ მწარე,-მუჯლუგუნი გაკრა ნათიამ და
დემეტრეს ხელი ჩაკიდა.
-სანდრინიო ეხა ისეა დაფეთებული, მგონი გასახდელშიც
შეყვება ელენეს!-სიცილი ვერ შეიკავა დემეტრემ და
ყველას ყურადღებაც მიიპყრო.
ალექსანდრეს პასუხი არ გაუცია, თუმცა შევამჩნიე
თვალს, როგორ მარიდებდა და უმისამართოდ
იყურებოდა. მალევე გასახდელში გავნაწილდით, წყალი
გადავივლეთ და გაწუწულები გამოვცხადდით აუზთან.
-საოცარი სხეული გაქ, ელენე! "ზაგარზე" თეთრი ფერიც
ძალიან მოგიხდა,-გასახდელში ყოფნისას მითხრა
ნათიამ,-რატომღაც გული მიგრძნობს, რომ აქედან ისე
ვერ წავალთ, რამდენიმემ ალექსანდრეს "ანაბეჭდი" რომ
არ წაიყოლოს სახლში.
-რა?-ვერ გავიგე მისი ნათქვამი და უბრიტელო ზედის
სწორებას, თავი ვანებე.
-რა და სიხარულო, ზედმეტად ფიცხი ქმარი გყავს,-
გაიცინა და იქვე დადებული თეთრი, სელის დაწნილი
ქუდი გამომიწოდა,-პლუს აზიატია.
-მერე მე რა?-უდარდელად ავიჩეჩე მხრები და შარფი
თეძოზე შემოვიხვიე.
-ეჰ, ელენე! მართლაც რომ პატარა ხარ, პატარა!-
ამოიოხრა და აუზისკენ წავიდა.
შეზლონგზე წამოწოლილს, არ გამომპარვია, როგორ
აპარებდა ალექსანდრე ჩემკენ თვალებს და აუზში
მოცურავე ძმაკაცების ძახილს, ყურადღებას არ აქცევდა.
ყველა წყალში იყო ჩასული, მხოლოდ მე და ალექსანდრე
ვეფიცხებოდით მზეს. თვალებ დახუჭულს, სასიამოვნოდ
ჩამესმოდა წყლის დგაფუნი და უმისამართოდ ვიღიმოდი,
თან ონოს გუშინდელ ზარზე ვფიქრობდი. ბათუმში
აპირებდა წასვლას და სწავლის დაწყებამდე ალბათ იქ
დარჩებოდა, მანამდე კი ბებია-ბაბუას დამალაპარაკა და
მათი თბილი ხმის გაგონებისას ცრემლები ძლივს
შევიკავე, თუმცა აწითლებული თვალები არავის არ
გამოპარვია, რის გამოც მთელი დღე დაფეთებული
თვალების მზერა ვერ მოვიშორე. უნდა ვაღიარო რომ
ბიჭები და მათ შორის, ნათიაც, როგორც უმცროს დას ისე
მიყურებდნენ და ჩემი ოდნავ ნაღვლიანი
გამომეტყველება, სახლში მესამე მსოფლიო ომს
იწვევდა. დღევანდელი აუზზე წამოსვლაც ჩემ "ხასიათზე
მოყვანას" ემსახურებოდა და ასე გაგრძელდებოდა
ალბათ დღის ბოლომდეც.
მზისგან ახურებულმა, ვიგრძენი როგორ დამეცვარა
მთელი სხეული ოფლით და შეწუხებული ფეხზე
წამოვიმართე, რაც "ძიძას" შეუმჩნეველი არ დარჩენია და
მანაც მე მომბაძა.
-რამე მოხდა?-სათვალეები მოიხსნა და თვალებში
ჩამაშტერდა.
-არაფერი, უბრალოდ რამე დასალევს მოვიტან... შენ
გინდა რამე?-თვალები მოვჭუტე და ისე ავხედე
აყლაყუდა "ქმარს".
-ლუდი წამომიღე შენს გაზდას,-გაიცინა და ცხვირზე ხელი
მომიჭირა,-მალე მოდი და წყალში ჩავიდეთ.
-არსადაც არ გამოგყვები,-ენა გამოვუყავი და
გაბრაზებულს გვერდი ავუქციე.
-სანამ თავს არ მაცემინებ, მანამდე არ გაჩერდები შენ,-
მომესმა ზურგს უკან და სიცილი ძლივს შევიკავე.
რამდენიმე ნატურალურ წვენთან ერთად, ბლომად
ლუდიც ავიღე და მიმტანს ვთხოვე ადგილზე მიეტანა, მე
მხოლოდ ვაშლის წვენი დავიტოვე და წრუპვით გავუყევი
აუზის კიდეს. ნელა მივაბიჯებდი და ვხედავდი ყოველ ჩემ
მოძრაობას, როგორ აყოლებდა ალექსანდრე თვალს და
მთელი მონდომებით სვამდა ლუდს.
"რომ შემეძლოს, სიამოვნებით დაგთხრიდი თვლებს,
ალექსანდრე ცერცვაძე!"-ვფიქრობდი გაღიზიანებული და
ვცდილობდი მის მზერას გავქცეოდი.
-წამო ჩავიდეთ წყალში!-დაჯდომა არ მაცადა, ისე
ჩამავლო მკლავში ხელი, ჩემი ჭიქა მაგიდაზე დადგა და
აუზისკენ წამიყვანა.
-ალექსანდრე, ცურვა არ ვიცი,-გაბრაზებულმა ამოვთქვი
და შევეცადე დავლსხტომოდი.
-მერე მე აქ არ ვარ?!-თვალი ჩამიკრა და პასუხის გაცემა
არ მაცადა, ისე ჩახტა წყალში.
წყლის ნაკადმა ყურები დამიგუბა, სუნთქვაშეკრული
ვცდილობდი არ ჩამესუნთქა და ზემოთ ამოვსულიყავი,
თუმცა ამაოდ. წინასწარ გამოვიგლოვებდი თავს,
მუცელზე ძლიერი ხელები რომ არ მეგრძნო და
მიხუტებულს წყლის ზემოთ არ ამოვეყვანე.
-შეგეშინდა?-გავიგე სიცილნარევი ხმა და საყრდენის
შეგრძნებაზე მთელი ძალით ჩავებღაუჭე "მშველელს".
-ნამდვილი... კრეტინი... ხარ!-ძლივს ამოვთქვი
აქოშინებულმა, სახეზე ჩამოყრილ თმები გადავიწიე და
განრისხებულმა თვალები დავუბრიალე.
-აჰა, კრეტინი ხო?!-წარბებაწკიპულმა შემომხედა და ისევ
ჩაყვინთა.
-გეყოფა... ალექსანდრე!-როგორც კი ჰაერი ჩავისუნთქე,
მთელი ძალით ჩავცხე მუშტი ფერდში.
-სანამ ჭკუას არ ისწავლი, მანამდე არ მოგეშვები,-
ნიშნისმოგებით მითხრა და ხელის გაშვება დააპირა,
როდესაც მთელი სხეულით ვაეკარი და
არაფრისდიდებით ვუშვებდი ხელს.
-აუ, გეხვეწები რა, ალექსანდრე! ამიყვანე ზემოთ!-
მუდარა გაისმა ჩემ ხმაში და შევეცადე არ შემემჩნია
მისი სიცილი.
-რომ არ აგიყვანო?-სიცილით დამაჩერდა და შეეცადა
დამლსხტომოდა, მაგრამ ისე ავკროდი მთელ სხეულზე,
ეჭვი მაქვს, ამას ძნელად თუ მოახერხებდა.
-ნუ მაწვალებ რა! და გეყოს ბავშვობა,-მთელი
სერიოზულობით ვუთხარი და მხოლოდ მაშინ შევამჩნიე
დემეტრეს მოცინარი სახე.
-რაო, რძალო! წყალში ვჭყუმპალაობთო?-ენა მოიჩლიქა
და წყალი შემასხა,-წამო თუ გინდა მე გასწავლი ცურვას.
-არც ისეთი პატარა ვარ შენნაირ ჭკუასუსტს ვანდო თავი,-
დავუბღვირე და ალექსანდრეს უფრო ავეკარი.
-ჭკუასუსტს გაჩვენებ ეხა,-თავისთვის ჩაილაპარაკა და
ჩვენკენ გამოცურა.
-ალექსანდრე, უთხარი რამე... არ მოუშვა ახლოს!...-საცაა
ცრემლები წამომივიდოდა და ახარხარებულ "ქმარს"
კისერზე ვეკიდებოდი,-ალექსანდრე!..-ერთი დავიკივლე,
როდესაც წვივზე ვიგრძენი თითების ჩავლება და
ჩასუნთქვა ვერ მოვასწარი, ისე ჩავიძირე წყალში.
პანიკაში ჩავარდნილმა ვერ გავიაზრე და ჟანგბადის
უკმარისობის გამო, მთელი ძალით ჩავისუნთქე.
ვიგრძენი, როგორ ამევსო ხახა წყლით და მთელი
შიგნეულობა ჩამწვა. ფილტვებიც მალე ამევსებოდა
ალბათ, მოცურავე იდიოტებს ზედაპირზე რომ არ
ამოვეყვანე.
ყურებდაგუბულს არ მესმოდა რას მელაპარაკებოდნენ.
ხველავარდნილს, მხოლოდ ის მინდოდა ცხვირ-ხახაში
გაჩენილი მჩხვლეტავი შეგრძნება, როგორმე
მომეშორებინა. ვგრძნობდი ვიღაცის ძლიერმა ხელებმა
თმა, როგორ გადამიწიეს და აუზის კიდეზე შემომსვეს.
თვალებდაბინდულს კი მზერის დაწმენდა მიჭირდა და
მხოლოდ სილუეტებს ვარჩევდი.
-ელენე, ნუ მიხეთქავ გულს, ამოიღე ხმა!-გავიგე
მავედრებელი ხმა და მუხლებზე თითების მოჭერა
ვიგრძენი,-დემეტრე, შემომაკვდები ბავშვს თუ რამე
მოუვიდა!
-სანდრო, შენც ნუ მიმატებ ეხა!-შეშინებულ ტონზე,
დანაშაულის შეგრძნებამ იჩინა თავი და თავს ძალა
დავატანე, როგორმე რამე რომ მეთქვა,-რძალო, ნუ
მომკალი თქვი რამე.
-აცადეთ, წყალი აქ ჩაყლაპული!-ნათიას მადლიერი
ვიყავი, რომ მიხვდა ლაპარაკი არ შემეძლო.
-კარგად ვარ!-ძლივს ამოვიჩურჩულე და კიდევ ერთხელ
დავახველე.
როგორც იქნა მზერაც დამეწმინდა და კარგად გავარჩიე,
შიშისგან შეშლილი სახეები. მე აუზის კიდეზე ვიჯექი,
ფეხები წყალში მქონდა ჩაყოფილი, გვერდით ნათია
მეჯდა, ხოლო ალექსანდრე და დემეტრე ჯერ კიდევ
წყალში იყვნენ და მე მომჩერებოდნენ.
-ყელი გტკივა?-შეწუხებულმა გამომხედა ნათიამ და
ხელზე ხელი მომიჭირა.
-კარგად ვარ!-ისევ დავიჩურჩულე და შევეცადე გამეღიმა,-
უბრალოდ წყალი გადამდყლაპა.
-აუ, როგორ შემაშინე, ტო!-ამოიოხრა ალექსანდრემ,
წყლიდან ამოიწია და ლოყაზე მომისვა ხელი.
-ბოდიში, ელენე!-თვალს ვერ მისწორებდა დემეტრე და
აქეთ-იქით აცეცებდა.
-რძალი აღარ ვარ?-ვეცადე სიტუაცია განმემუხტა და
თმებზე მოვქაჩე.
-აუ, შენ ხუმრობ და...-მწარედ გაიცინა და ნერვიულად
მოისვა კისერზე ხელი.
-კარგი რა, რა მოხდა ასეთი?-ხმას ავუწიე და ყელის
ტკივილმა სუნთქვა შემიკრა, მაგრამ არ შევიმჩნიე,-
კარგად ვართქო არ გესმის? არაფერი მომსვლია!
-კი დაგვიხეთქე გულები და...-თბილად გამიღიმა
ალექსანდრემ, ბარძაყზე ერთი მომიჭირა თითები და
შემდეგ ძმას გაკრა მხარი,-რა სახე გაქ, კი არ
დავქვრივებულვარ! გაიცინე თორე, ასე მგონია შშენი
თავი შემიცვალეს.
-ბიჭებს მიხედეთ თორე, ხეცურიანს რომელიღაც
შემოაკვდება, ასე ვფიქრობ,-თავით ვანიშნე შეზლონგებს
შორის მორბენალ ტყუპებზე და ფეხზე წამოვდექი
ნათიასთან ერთად.
-იმენა ტყიურები არიან, რა!-მოვიდა ხასიათზე დემეტრე
და ისიც წყლიდან ამოვიდა,-რძალო, რასაც გინდა
შეგისრულებ, შენ ოღონდ თაქვი და გაუჩენელს გაგიჩენ.
-ჯერ არაფერი არ მინდა და როცა მოვიფიქრებ გეტყვი,-
ვეცადე ხმისთვის ძალა არ დამეტანა და ჩუმად
ამოვთქვი,-მანამდე ეგენი გააშველე, თორე ერთი ტყუპი
გვეყოლება.
-ორი ერთნაირი მაინც რათ გვინდა,-უდარდელად აიჩეჩა
ალექსანდრემ მხრები და ხელი მომხვია,-წამო შენ
გამოიცვალე, მანამდე ესენიც დამშვიდდებიან და
წავიდეთ სახლში, თორე ძაან აჭერს მზე.

***

-აუ, მაგრა გვშია, ტო!-სახლში შესვლისთანავე


აწუწუნდნენ ტყუპები და მოწყვეტით დაებერტყნენ
დივანზე.
-თქვენ კიდე, წამოსვლა არ გინდოდათ,-ზურგჩანთა
იატაკზე დააგდო ვიბლიანმა და მათ მიბაძა.
-ვიღაც "მზეთუნახავი" გაიცნეს და მაგას როგორ
დატოვებდნენ?!-ირონიულად ამოთქვა კოკამ და
კედელში ჩაშენებული ბარიდან, პატარა ერეკლეს მიერ
შეჩურთული კოკა-კოლა გამოაძვრინა.
-აბა, ისეთი მზეთუნახავი იყო, რომ შეგეხედა ცოლის
მოყვანას გადაიფიქრებდი,-გაიცინა ალექსანდრემ და
თვალი ჩამიკრა.
-აუ, შენ მაგ სიმთვრალეში, ელენეს მაგივრად, მახინჯი
ცოლი მოგეყვანა, რამდენს ვიღადავებდი,-გაბრაზებულმა
ამლთქვა ერთ-ერთმა ტყუპმა და სიგარეტის შეკვრა
ესროლა.
-შენდა საუბედუროდ, ელენე მყავს,-ნიშნისმოგებით
გაუღიმა და ზურგსუკან ამომეფარა.
-რძალო, შენი ძმის ადგილას, შენ ქმარს კბილებს
დავაყრევინებდი და იმ კბილებს, სათითაოდ
ავაკრეფინებდი,-არხეინად გაწვა
დივანზე, ფეხები ვიბლიანს დაულაგა კალთაში, ხოლო
თავი ძმას "მიაბარა".
-რძალოს ქმრის ძმაკაცი იქნება ეხა, ინვალიდს რომ
დაგტოვებს,-ჩაიდუდღუნა ვიბლიანმა და ერთი ხელის
მოსმით გაადენინა ზღართანი იატაკზე.
-აუ, წელი ჩემიი!-ამოიგმინა საცოდავად და ძლივს
წამოიმართა ფეხზე,-არ მოგყვები ცოლად, გიოოოო!-
ტუჩები სასაცილოდ გაბუსხა და გაცეცხლებულ ვიბლიანს
რომ დამალვოდა მეორე სართულზე ავარდა.
-რა ჭკუასუსტები არიან, ჩემი!-ხელი იტკიცა სახეზე მეორე
ტყუპმა და ხეცურიანს ხელი გადახვია,-საბუნა, რატო ხარ
მოწყენილი?!
-ყიფიანი, ნუ მომიშლი ეხა ნერვებს!-დაუღრინა
ხეცურიანმა და სამზარეულოში გავიდა.
-ამას რა ჭირს, ტო?-გაკვირვებულმა აწკიპა წარბები და
ისიც მას გაყვა.
-ყიფიანი, ჩამოეთრიეთ ძირს და ხეთქეთ საჭმელი,-
დაიყვირა კოკამ და მოვალეობა მოხდილი გაემართა
სამზარეულოსკენ.
-მაცადეთ მაგიდაზე დალაგება!-მომესმა ნათიას
ყვირილი, რასაც დემეტრეს როხროხი და რაღაცის
გატეხვის ხმა მოჰყვა.
ყველანი მაგიდასთან ვიჯექით და სადილს
მივირთმევდით უხმოდ. იშვიათად თუ გაიგებდით
ტყუპების წამოყვირებას, გაუსაძლისი სიჩუმე რომ
დაერღვიათ. ვგრძნობდი დაძაბულ ატმოსფეროს და
გაკვირვებული ვავლებდი თვალს ბიჭებს, თუმცა ხმის
ამოღებას ვერ ვბედავდი. ნათია ოთახში იყო ასული და
ისვენებდა, მე კი უხერხულობისგან რა გამეკეთებინა არ
ვიცოდი.
-ბიჭებო, კარგად ხართ?-როგორც იქნა ამოვთქვი და
ჭამას თავი ვანებე.
-რატო ამბობ მაგას?-ძალით გაიცინა ალექსანდრემ და
საზურგეს მიეყრდნო.
-რავი... რაღაცნაირად ჩუმად ხართ,-ამოვილუღლუღე და
თავი დავხარე,-რაღაც გჭირთ...
-კარგი რა, ელენე,-ჩაიფრუტუნა კოკამ და წყალი მოსვა,-
რა უნდა გვჭირდეს?!
-კოკა, შეიძლება პატარა ვარ, მაგრამ არა დებილი!-
შუბლშეკრულმა ამოვთქვი და ხელი მოვმუშტე.
ნაღრძობმა თავი შემახსენა და ტკივილისგან სახე
დამემანჭა.
-სულ პატარა ხარ, სულ ციცქნა...-დაიწყო სიმღერა ტყუპმა,
მაგრამ ალექსანდრეს სახეზე სიტყვა შუაზე გაუწყდა.
-ალექსანდრე, რა ხდება?-ახლა მას მივუბრუნდი და
თვალები დავუბრიალე.
ერთი ღრმად ამოიოხრა თავდახრილმა და
ძარღვებდაბერილმა ხმადაბლა თქვა:
-ადვოკატი ჩამოვიდა!
-რომელი ადვოკატი?
-ვინც დაგვაქორწინა!
-მერე? ნახე?-ვიგრძენი როგორ დამეჭიმა მთელი სხეული
და ხელისგულებზე ოფლმა გამოჟონა.
-ვნახე...-ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და თვალები
გამისწორა,-ველაპარაკე და შეგვიძლია ხვალვე
დავიწყოთ განქორწინებისთვის მზადება.
ეს ყოველივე, ისეთი მოულოდნელი იყო ჩემთვის ხმის
ამოღება ვერ შევძელი. მხოლოდ გულის გაუთავებელი
ბაგაბუგი მესმოდა და ვგრძნობდი შვიდი წყვილი თვალი
დაჟინებით, როგორ მომჩერებოდა.
-ელენე, ჯერ ხომ არ წახვალ?-აზრზე მომიყვანა გიორგის
ჩუმმა ხმამ და თავი დავხარე, აცრემლებული თვალები
არავის რომ არ შეემჩნია. იმის წარმოდგენა, რომ მათ
ვეღარ ვნახავდი, მტკივნეულად მიკუმშავდა გულს და
სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა.
-რა გავაკეთოთ?-ყელი ჩავიწმინდე და ისევ
ალექსანდრეს შევხედე.
-არაფერი. ეს იმიტომ გითხარი რომ გცოდნოდა. ჯერ-
ჯერობით კი არანაირ განქორწინებაზე არ იქნება
საუბარი,-ჩაილაპარაკა მტკიცედ და ჩანგალი თეფშზე
დადო,-არც შენ იფიქრო მსგავს რამეზე.
-კი, მაგრამ...-დავიწყე, როდესაც უბოდიშოდ
გამაწყვეტინა.
-არანაირი "მაგრამ"!-მრისხანე თვალები მომაპყრო,-ერთი
თვეც არ არის გასული რაც დავქორწინდით... მამაშენი
ყველაფერს მიხვდება. დამიჯერე, არ გაუჭირდება რამის
გაგება.
-ელენე, ალექსანდრე მართალია!-უჩვეულოდ
დასერიოზებულმა დემეტრემ მითხრა,-მინიმუმ ერთი
წელი მაინც ერთად უნდა იყოთ...
-შენთვისვე უკეთესია!-ჩაგვერთო კოკაც.
-...და საერთოდ, უფრო დიდხანსაც რომ იყოთ ერთად, მე
არ ვიქნები წინააღმდეგი. თან არამგონია სხვა რძალა
შევეგუო!-ახარხარდა დემეტრე და ოთახში გამეფებული
სიჩუმეც, უმალ გაფანტა.

***

-საბა, თუ ასე გიყვარს, რატო არაფერს აკეთებ?-დიდი


ხნის თმენის შემდეგ ვაჯახე დაღვრემილ ხევსურს,
განმარტოებით რომ იჯდა კუთხეში.
-რა?-თვალებგაფართოებულმა ამომხედა და დავინახე,
როგორ აწითლდა.
-რა და მიდი და უთხარი!-არ მოვეშვი, მიუხედავად იმისა
რომ სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფით, საშინლად
უხერხულად ვგრძნობდი თავს.
-იცის ისედაც!-აქამდე ჩუმად მჯდომი გიორგი ჩაგვერთო
საუბარში.
-მერე?-გაკვირვებულმა შევხედე აწურულ ხეცურიანს. ვერ
წარმომედგინა, რომ შეიძლება ვინმეს ამ ბიჭისთვის უარი
ეთქვა.
-უნდა ვისწავლოო!-დახშული ხმით ამოთქვა და თავი
დახარა.
-ისწავლოს არა ის!-წამოიძახა ლევანიმ და ხელი აიქნია,-
მშობლების ეშინია და იმიტომ მოიგონა სწავლა.
-მერე?
-მერე და ეს აქეთ დადის ამჟავებული სიფათით და ის
იქით!-დაასრულა ნათქვამი დიმამ და შუბლშეკრული
მიაჩერდა ძმაკაცს.
-ასე უნდა იყოთ, აბა?-გაოცებულმა თვალები ავახამხამე
და გაღიმებულ ალექსანდრეს გავხედე.
-მთავარია იმ ქვეყნად მაინც იქნებიან ერთად,-
ჩაიფხუკუნა დემეტრემ და ტელევიზორი სხვა არხზე
გადართო.
-კარგი რა საბა, ხევსური მაინც არ იყო!-გამწყრალი
მივაჩერდი.
-ეგ რა შუაშია, ისე არ მომყვება და ხევსურეთის ხათრით
გამომყვება?-გულუპრყვილოდ ამომხედა და უფრო
აწითლდა.
-ბიჭო, მოიტაცე!-აღშფოთებულმა წამოვიძახე, ისე
თითქოს 2×2-ის პასუხს ვერ მიმხვდარიყო.
-აუ, ეს 90-იანებშია მგონი ჩარჩენილი,-დაუსტვინა
დემეტრემ და გადაიხარხარა.
- ეგ რა შუაშია?
-ვინ იტაცებს ეხა გოგოს, არ გადამრიო!-სიცილით
შემომხედა და ძმას მკლავი გადახვია,-ზღაპრები არ უნდა
წაუკითხო ძილისწინ!
-90-იანებში მაგისთვის კაცს იჭერდნენ, მაგრამ მაინც
მრავლდებოდნენ ქართველები და მითუმეტეს ეხა რაღა
უშლის ხელს?-აღშფოთებულმა ამოვთქვი და
დოინჯშემოყრილი დავაჩერდი,-მშობლებიც ვერაფერს
ეტყვიან და მორჩა!
-რძალო, თბილისში ასე არ ხდება!
-დემეტრე, სისულელეს ამბობ! რადგან დღეს მოტაცება
მოდაში არაა, არც კი უნდა გაბედო? თუ უყვარს რა ქნას?
უყუროს, როდის ინებებს სწავლის დამთავრებას, მერე
მშობლების შეგუებას, რომ შვილი გაიზარდა და მერე
მოიყვანოს? მაშინ მე ცოცხალი არ ვიქნები და ეგაა!-
მთელი ემოციით ვყვებოდი და ყურადღებას არ ვაქცევდი
მომღიმარ სახეებს.
-მაინც ბავშვი ხარ, რა!-სიცილით მომიახლოვდა დემეტრე
და თმები ამიჩეჩა.
-რაღაცაში, ელენეც მართალია,-ამოიბურტყუნა
ვიბლიანმა და ფრთხილად გახედა ჩაფიქრებულ ძმაკაცს.
-არ თქვა რომ ამაზე არ გიფიქრია საბა!-ეშმაკურად
გავუღიმე და გვერდით მივუსკუპდი.
-ელენე, ნუ აქეზებ, ისედაც ჭკუაზე არაა,-თითი დამიქნია
ალექსანდრემ გამაფრთხილებლად.
-თუ გადაიფიქრებ, მე ყველაფერში დაგეხმარები. ისეთ
ადგილას გადაგმალავთ, კაციშვილი ვერ გიპოვით!
გოგოსთანაც მე მოვაგვარებ და მეჯვარედაც
დაგიდგებით...-თვალები ავათამაშე, ხეცურიანს ლოყაზე
ვაკოცე და კიბისკენ გავემართე,-ნათლიობაზეც არ
ვიტყოდი უარს!-კიბის ბოლო საფეხურიდან მოვაძახე და
კმაყოფილმა ოთახისკენ გავწიე.
....
უკვე ერთი საათი იყო, რაც თმის ლოსიონს ვეძებდი.
თითქმის მთელი ოთახი გადავქექე, მაგრამ მაინც ვერ
ვიპოვე. ვერ ვიტანდი, როდესაც რამეს ვერ ვპოულობდი
და ეხლა მომიწევდა ამას შევგუებოდი, მანამ სანამ
ძველს ახალი არ ჩაანაცვლებდა. საფულეს და ტელეფონს
ხელი დავსტაცე და ოთახის კარი გამოვიხურე.
ლოსიონთან ერთად, თავის მოვლის სხვა საშუალებებსაც
მოვიმარაგებდი, მერე რომ არ მქონოდა სარბენი და რამე
ახალსაც შევიძენდი, მაინც უსაქმოდ ვიყავი სახლში.
კიბეზე ჩავდიოდი და თან იმაზე ვფიქრობდი, თუ რა
მეთქვა ალექსანდრესთვის, ან საერთოდ მეთქვა თუ არა.
საერთოდ არ ვიყავი შეჩვეული ნებართვის აღებას და
"აჩოკების" ჩაბარებას. სადაც არ უნდა წავსულიყავი,
უპრობლემოდ მიშვებდნენ მშობლები, მაგრამ ეხლა უკვე
სხვა სიტუაციაში ვიყავი და ცოტა არ იყოს,
უპასუხისმგებლო საქციელად მიმაჩნდა უკითხავად
გასვლა. ამასთანავე, საშინლად მეხამუშებოდა
ნებართვის აღება.
"ელენე, ნუ ხარ სულელი! უბრალოდ უთხარი, რომ
საყიდლებზე გადიხარ! რათ უნდა ამას ბევრი ლაი-ლაი?!
არც სანერვიულოდ ღირს ასეთი წვრილმანი!"-
ვუმტკიცებდი საკუთარ თავს და იმ სიტყვებს ვეძებდი,
რასაც "ქმარს" ვეტყოდი.
-მართლა გაუშვებ?-მომესმა მისაღები ოთახიდან
დემეტრეს ხმა და შუა საფეხურზე უნებურად გავშეშდი.
-სხვას რას მთავაზობ?-ალექსანდრეს გაღიზიანებულმა
ხმამ, უფრო შემაკრთო და ერთიანად დავიძაბე.
-დაიტოვე!-ამჯერად გიორგიც ჩაერთო საუბარში.
-დავიტოვო!-გავიგე, როგორ გაუხდა ინტონაცია
დამცინავი, მე კი უფრო დავიბენი,-ისე ამბობ, თითქოს
მარტო ჩემზე იყოს დამოკიდებული ან არანაირი
დაბრკოლება არ არსებობდეს.
-რა დაბრკოლებაზე ლაპარაკობ? ვინმე გიქმნის
პრობლემას?! ხომ ხედავ, არავინაა წინააღმდეგი,
პირიქით,-ისევ დემეტრე ალაპარაკდა.
-თავად ჩვენშია პრობლემა... ის არაა ამისთვის მზად...
არც მე ვარ მზად.
-მოიცა, რა მზად არ ხარ, ტო! ის კიდე ხო, მაგრამ შენ რა
მომზადება გჭირდება, ძმობას გაფიცებ,-ასეთი
სერიოზული ტონი ტყუპისგან, პირველად მესმოდა და
გაკვირვებისგან თვალები გამიფართოვდა.
-დიმა, ჰაერზე არ იდგმება ასეთი სერიოზული ნაბიჯი.
-სამსონაძე, ნუ გაუბერე, რა! რაღა გადადგმა უნდა, ტო.
-შენ რამე გსმენია ამურზე, ან მის მშვილდზე?-ამჯერად
ალექსანდრემ უპასუხა,-ესეც რომ არ იყოს, ზედმეტად
პატარაა ყველაფერ ამისთვის და არ მინდა სერიოზული
ნაბიჯით დავაფრთხო, ან გული ვატკინო... ჩემ თავს ამას
არასდროს ვაპატიებ, ისიც ეყოფა, უსიყვარულოდ რომ
უწევს, ამ იარლიყის ტარება.
მხოლოდ ეხლა ჩაწვდა ჩემი გონება დიალოგის შინაარსს
და ვიგრძენი, როგორ გამეყინა ხელები. ალექსანდრეს
აღიარებამ, უფრო დიდი პატივისცემით ამავსო მის
მიმართ და პარადოქსია, მაგრამ ღმერთს მადლობა
შევწირე, რომ ასეთი ადამიანი იყო ჩემი "სიმთვრალის
არჩევანი" და არა სხვა. თუმცა საშინლად გავბრაზდი,
მათ შესაცოდ ობიექტს რომ წარმოვადგენდი და ვეცადე
ეს არ შემტყობოდა. ერთი ღრმად ჩავისუნთქე, ემოციები
რომ მომეთოკა და კიბეებს ჩავუყევი. როგორც კი ბიჭებმა
შემამჩნიეს, უხერხულად გამიღიმეს და თვალების აქეთ-
იქით ცეცება დაიწყეს. მათ დაბნეულობაზე, გულში
აბუყბუყებული წყენა, მინიმალურ ნიშნულს მიუახლოვდა
და ბოლოს ჯანდაბაშიც მოისროლა.
-ელენე, სადმე გადიხარ?-ინტერესით მომაჩერდა
ალექსანდრე და ერთი ამათვალიერა.
-კი, რაღაცეები მაქვს საყიდი და...-მორიდებით გავუღიმე
და შეუმჩნევლად დავქაჩე შორტი ქვემოთ,-მალე
დავბრუნდები.
-მარტო გადიხარ მერე?-ფეხზე წამოიმართა და
მომიახლოვდა.
-აბა, დაცვა გავიყოლო?-გულუპრყვილოდ ავხედე და
შევეცადე მზერა გამესწორებინა.
-რძალო, ვინმემ არ მოგიტაცოს!-გაიცინა დემეტრემ და
თვალი ჩამიკრა,-დარწმუნებული ვარ, შენნაირი მეორეც
მოიძებნება, ოღონდ მამრობითი სქესის
წარმომადგენელი.
-ჩემნაირი მეორე თუ მოიპოვება, ლოგიკურია თუ
ვიფიქრებთ, რომ შენნაირიც არის კიდევ ერთი სადღაც
და თუ მართლაც ასეა, გულით ვუსამძიმრებ, მთელ
საქარველოს,-ნიშნისმოგებით გავუღიმე და კარებისკენ
გავემართე.
ის ის იყო ვარეთ უნდა გავსულიყავი, ალექსანდრეს ხმა
რომ დამეწია:
-მოიცადე, მე გაგიყვან.
-არ არის საჭირო...-დავიწყე მკაცრად რომ გამაწყვეტინა.
-საჭიროა!-მაგიდაზე დაგდებულ გასაღებს და მანიშნა
მანქანაში დავლოდებოდი.
უსიტვოდ მივედით მაღაზიამდე. არცერთს ხმა არ
ამოგვიღია. დროდადრო თუ გადმომხედავდა
ალექსანდრე და ისევ გზას აჩერდებოდა. დისკომფორტს
მიქმნიდა იმის წარმოდგენა, რომ დღეიდან, მას უნდა
ვეტარებინე, სადმე თუ მოვისურვებდი წასვლას.
"ეჰ, ძალიან მაინტერესებს, როგორ არიან ერთად ცოლ-
ქმარი, როგორ უგებენ ერთმანეთს ან რამე რომ უნდათ,
არ ერიდებათ ერთმანეთისთვის თქმა?!"-ჩემივე ფიქრის
აბსურდულობამ ღიმილი მომგვარა და მას რომ არ
შევემჩნიე, საქარე მინაში დავიწყე ყურება. მანამდე არ
მომიბრუნებია თავი, სანამ მაღაზიათა ქსელს არ
მივუახლოვდით. სახრლურს დავსწვდი, როდესაც რაღაც
გამახსენდა და ალექსანდრეს მივუბრუნდი:
-შენ არ დამელოდო, ტაქსით წამოვალ!
-არანაირი ტაქსი, მე წამოგიყვანე და მევე წაგიყვან!-
ისეთი ტონით მითხრა შეწინააღმდეგება ვერ გავბედე,-და
ესეც გამომართვი.
გამოწვდილ ხელს დავხედე და თვალები დავავიწროვე
საკრედიტო ბარათი რომ ამოვიცანი, ოთხკუთხა ნივთში.
-ეგ რათ მინდა?!-ტუჩი ავიბზუე და ჯიქურ ჩავაშტერდი
თვალებში.
-რას ქვია, რათ გინდა, ფული არ გჭირდება?
-მაქვს მე ფული!-მკაცრად ვუთხარი და ვიგრძენი
თანდათან, როგორ ვწითლდებოდი.
ყოველთვის ასე იყო. როდესაც ფულზე იწყებდნენ
ლაპარაკს, სულ ვღიზიანდებოდი და თუ ფულთან ერთად
ჩემზე იყო საუბარი, სულ ვწითლდებოდი. ვერ ვიტანდი
მატერიალურს დამონებულ ხალხს და თუ ვინმე,
უსასყიდლოდ, დაუმსახურებლად მომცემდა ფულს, ან
რამეს მაჩუქებდა, მრისხანების პიკზე აღმოვჩნდებოდი
ხოლმე. მამაჩემისთვის რამის თხოვნაც, სიკვდილის
ტოლფასი იყო და ეხლა, ამ გაბღენძილ იდიოტს, უნდოდა
ჩემთვის საკრედიტო ბარათი მოეცა.
ერთი ღრმად ჩავისუნთქე და კარი სასწრაფოდ გავაღე,
კიდევ რომ არ გაეგრძელებინა, როდესაც მკლავში
ძლიერი თითების მოჭერა ვიგრძენი და ადგილიდან
დაძვრა ვერ შევძელი.
-შენი ფული შეინახე და ეს გამომართვი,-თვალები
დამიბრიალა და ბარათი გამომიწოდა.
-არ მინდა, ალეასანდრე!-არც მე ჩამოვრჩი და ვეცადე
ხელი გამენთავისუფლებინა, თუმცა ამაოდ,-გამიშვი!
ტყუილად არ იწვალო, მაინც არ ავიღებ!
-რას ქვია, არ აიღებ?!-შუბლშეკრული დამაჩერდა და
უფრო მომიჭირა,-ჩემი ცოლი ხარ და ვალდებული ვარ,
შენზე ვიზრუნო.
-ამ შემთხვევაში არ ხარ ვალდებული და გთხოვ,
ტყუილად, ნუ შემომიჩნდები.
-ელენე, ნუ გადამრევ ეხლა და რასაც გეუბნები გააკეთე!-
დავინახე, როგორ დაებერა კისრის ძარღვები და
თვალები მრისხანებით აევსო.
-ა-რ მ-ი-ნ-დ-ა!!!-დავუმარცვლე და ისევ გავიბრძოლე-
"შენი ბრალია, ელენე! რამ გაფიქრებინა საყიდლებზე
წასვლა?! მოინდომა გოგომ "შოპინგობა"! ჯანდაბა შენ
თავს! ჯანდაბა შენ იდიოტ ქმარს... და ჯანდაბა, იმ
სულელურ მუსს!"
-გოგო, რატო ხარ ჯიუტი?!-დამიღრინა და თავისკენ
დამქაჩა, ისე რომ მის ცხელ სუნთქვას სახეზე
ვგრძნობდი,-რას გეუბნები ასეთს?! არ შეგიძლია,
უბრალოდ აიღო?!
-შენ არ შეგიძლია, უბრალოდ შემეშვა?!-ასეთი
სიახლოვით დაბნეული, ვცდილობდი ხმაზე სიმტკიცე
შემენარჩუნებინა და გულში ვთხოვდი, თავი
დაენებებინა.
-ელენე!!!-დამიყვირა, მოთმინება გამოსულმა და
გაფართოებული თვალები რომ შეამჩნია, ერთი ღრმად
ამოიოხრა და შედარებით მშვიდად განაგრძო, თუმცა
თვალები ბრაზით ქონდა სავსე,-ნუ მეჯიუტები, სანამ
მოთმინებიდან გამოვსულვარ, თორე მერე ვერაფერი
გჯხსნის ჩემგან!.. და ეხლა ეს გამომართვი!
დამფრთხალმა ნერწყვი ძლივს გადავყლაპე და ბარათს
დავაჩერდი. შემდეგ მზერა, ისევ ანთებულ თვალებზე
გადავიტანე, ერთი მოვავლე თვალი აწითლებულ სახეს,
დაბერილ ძარღვებს და მივხვდი, რომ თუ უარს ვეტყოდი,
არ არის გამორიცხული, იქვე მოვეკალი.
"იდიოტი ხარ, ელენე! პრინციპული იდიოტი!"-გამოვუტანე
საკუთარ თავს განაჩენი და მტკიცედ ვუთხარი:
-არ მინდა!
-ჯანდაბა!!!-დაიღრიალა, მუშტი დასცხო საჭეს, კარზე
აკრულს, მხრებში ჩამაფრინდა და კბილებს შორის
გამოცრა,-რატო გინდა წყობილებიდან გამომიყვანო?!
რატო გადაგყავარ, გოგო ჭკუიდან?! რა გინდა, ჰა?!
-მანქანიდან გადასვლა!-ძლივს ამოვთქვი სუნთქვა
შეკრულმა და უფრო მოვიფუზე.
-ღმერთო შენ მიშველე! ეს ვის გადავეყარე, ტო!-
წამოიყვირა, ხელი გამიშვა, კარი გააღო და მკაცრად
მითხრა,-გადმოდი მანქანიდან!
უსიტყვოდ გადმოვედი, მანქანას შემოვუარე და მეამიტი
ღიმილით წინ ავეტუზე.
-მე შენ გასწავლი ჭკუას!-კბილებს შორის გამოსცრა,
გვერდზე მიმიკრა და მაღაზიისკენ გამიძღვა. მანამ ვერ
მივხვდი ვერაფერს, სანამ დაბღვერილი სახით არ
მიბრძანა ამეღო ის რაც მჭირდებოდა და სალაროსთან
მისულს, ფულის გადსახდელად, ისეთი თვალებით
შემომხედა, მეგონა ადგილზე მომკლავდა.
-ალექსანდრე...-ღიმილით შევეცადე
შევწინააღმდეგებოდი, მაგრამ სიტყვა შუაზე გამიწყდა,
წელზე მტკივნეულად რომ მომხვია ხელი.
-ტანსაცმელი სად ვიყიდოთ?-თითქოს არაფერი, ისე
მიუბრუნდა მოლარეს, რომელიც საცაა ღიმილად
დამდნარიყო, მე კი შეურაწყოფილი ხმას ვერ ვიღებდი.
-მესამე სექციაში მიბრძანდით!-თვალები ააფახულა და
უფრო ფართედ გაიღიმა.
ალექსანდრეს ყურადღება არ მიუქცევია, ისე წავიდა
მითითებული ადგილისკენ და მეც თან წამიყოლა. ისე
ვიყავი გაბრაზებული, მრისხანებისგან სიტყვები ჰაერში
მეფანტებოდა და რა მეთქვა არ ვიცოდი, ამ
იდიოტისთვის, ადგილი რომ მიმეჩინა.
-აარჩიე რაც გინდა და ვიყიდოთ!-ხელით მიბიძგა,
სიმეტრიულად განლაგებული ტანსაცმლების სექციისკენ
და როგორც კი ჩემკ სახე შეამჩნია ღიმილი ვერ შეიკავა,-
ნუ მიყურებ ეგრე! ასე მგონია, ბოროტმა ძიამ კანფეტი
წაგართვა და საცაა მართლა დავიწყო იმ კაცის ძებნა.
-როგორ მიშლი ნერვებს, რომ იცოდე!-კბილებში
გამოვცერი და მუცელზე მთელი ძალით ვუჩქმიტე.
-ეხლა ნუ გამაბრაზებ ისევ, თორე არ გამიჭირდება
ძალით ჩაგაცვა და ისე გაყიდინო... მიდი სანამ
გასახდელში შეგყოლივარ!-დამიბრიალა თვალები, თან
ნატკენ ადგილს იზელდა.
მისი რეგვენი ხასიათი რომ ვიცოდი, დარწმუნებული ვარ
ამის გამკეთებელი მართლა იყო და უსიტყვოდ
გავემართე გასახდელისკენ, თან ხელს რაც მომხვდა ის
გავაყოლე. გულში კი საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ აქ
არაფერი იყო სასირცხვილო და მიუღებელი, უბრალოდ მე
მქონდა უჟმური ხასიათი თორე.
ბევრი ჯიბრის კინკლაობის თუ ვედრების შემდეგ,
როგორც იქნა დავარწმუნე ალექსანდრე რომ უკვე
ყველაფერი, რაც მჭირდებოდა ვიყიდე და მეტი არსფერი
იყო საჭირო. შემდეგ, თვითონ მოლარესთან წავიდა და
ერთიანად აწითლებული კედელს აყუდებული დამტოვა.
ახურებული ღრმად ვსუნთქავდი და ვცდილობდი ნერვები
დამემშვიდებინა, რომ ეს ძალით ნაყიდი ნივთები
ნაკუწებად არ მექცია.
"ელენე, დამშვიდდი! ყველაფერი მორჩა! მართალია
იდიოტმა "ქმარმა" იყიდა ყველაფერი, მაგრამ უკვდ აზრი
არ აქ დაბრუნებას! დროა შეეგუო!"-გულში
ვლაპარაკობდი, როდესაც ეშმაკური ღიმილით
მომიახლოვდა ალექსანდრე, ჩანთები გამომართვა და
თავით მანიშნა წინ გავძღოლოდი.
-კაი რა, ელენე! ნუ ხარ ბავშვი!-მანქანაში, როგორც კი
შეაწყო ნავაჭრი, ეგრევე მომიბრუნდა და თმები ამიჩეჩა.
-ბავშვი ვარ მე!-ჩავიდუდღუნე და კარი გამოვაღე.
-მოიცა, ჯერ რამე დავლიოთ და მერე წავიდეთ!-ისევ
მიხურა და რამდენიმე მეტრში, ფერადჟალუზებიანი
კაფესკენ წამოყვანა.
-მეც მკითხე ხოლმე, მინდა თუ არა!-შუბლშეკრულმა
შევხედე, როგორც კი განმარტოებით მდგარ მაგიდასთან
დავჯექით.
-დღეიდან შეგეკითხები,-ღიმილით მომიგო და მიმტანს
შეკვეთა მისცა,-ორი შოკოლადის ნაყინი და ორი
დარიჩინის "სტარბაქსი".
-შენი გამოსწორება არ იქნება,-ხელი ჩავიქნიე, მაგიდაზე
დავალაგე და თავი ზედ ჩამოვდე.
-გამოუსწორებელს გამომყევი ცოლად, დაგავიწყდა?-
წარბი აათამაშა და სიცილით მიეყუდა სკამის საზურგეს.
-მაგას რა დამავიწყებს,-სარკასტულად გავიღიმე და
კაფეში მჯდომ ხალხს მოვავლე თვალი.
-რას მესწერვები გოგო შენ?-თვალებმოჭუტულმა
გადმომხედა და გრძელი, თლილი თითები, მაგიდაზე
აათამაშა.
-ჩემი ბრალი არაა შენ თუ ჩვეულებრივ, ცივილურ
ლაპარაკს ეგრეთწოდებულ "სწერვობად" მიიჩნევ,-ნაზად
გავუღიმე მუშტებმოკუმულს და მიმტანის მოტანილ
ნაყინს დავსწვდი.
ჩუმად ვჭამდი ნაყინს და წამწამებს ქვემოთ ვავლებდი
თვალს, იგივე პოზაში მჯდომ ალექსანდრეს, რომელიც
დაჟინებით მომჩერებოდა და დროდადრო იღიმოდა.
-რა იყო?-ბოლოს ვეღარ მოვითმინე და გამეცინა.

You might also like